თვალები სიყვარულს მეტყველებენ 11
საავადმყოფოში სიცოცხლე სიკვდილს ებრძოდა. სიკვდილისთვის არავის ემეტებოდა ელენე... როგორც აღმოჩნდა საბა ელენეს დიდი რაოდენობით წამლებს უკეთებდა. შემდეგ კი არაადამიანურად სცემდა. უნდოდა ელენესგან თანხმობა მიეღო... თანხმობა იმაზე რომ მისი გამხდარიყო, მაგრამ სიკვდილის პირას მისულ ელენეს იმის ძალა მაინც ქონდა, რომ უარი ეთქვა და კვლავ უცრემლოდ აეტანა ცემა... არ ვიცი, მართლა არ ვიცი საიდან ამხელა ძალა და ნებისყოფა. რამდენჯერ დამუქრებია იარაღით, უცემია, ქამარი ურტყმია გამწარებულს, მაგრამ ელენეს გატეხვას მაინც ვერ ეღირსა. აღარ გავაგრძელებ რა დაუშავა იმ არაკამა ვარდის ფურცელივით ნაზ ელენეს. ეს უბრალოდ არაადამიანურობაა... არაკაცობა! ელენე ახლა სიკვდილს ებრძოდა. საავადმყოფოში სიკვდილის საშინელი სუნი იყო, რაც უფრო ახელებდა დერეფანში მყოფ ბიჭებს. ბერდია თვალებჩასისხლიანებული, დაბერილი ძარღვებით დადიოდა აქეთ-იქით და დროდადრო მთელი ძალით ურტყავდა კედლებს მუშტებს, ხელებიდან უკვე სისხლიც კი მოსდიოდა. ლომისასთვის მაშინ ვინმეს ხმა რომ ამოეღო იქვე მოკლავდა... დერეფანში ექიმები ცარიელი ტაქსებივით დაყიალობდნენ. ელენეს ტვინის შერყევა, ოთხი ნეკნი გატეხილი და ორიც გაბზარული, ხელები სულ დასერილი, ბეჭები ქამრისგან აჭრელებული და მთელიანი ტანი ჩალურჯებული ჰქონდა... ასეთი სისასტიკე არავის ახსოვდა... თანაც როგორც გაარკვიეს საბა ნარკომანიც ყოფილა და ამ ყველაფერს ელენეს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ უკეთებდა... თბილისი კი მაინც არ ჩერდებოდა. ახლა არ ჩერდებოდა და როცა საჭირო იყო მაშინ დუმდა... რატომ არის ცხოვრება ასეთი სასტიკი? რატომ არ გაცდის რომ ბოლომდე ისიამოვნო ბედნიერებით? როცა გგონია რომ ყველაფერი კარგადაა ზუსტად მაშინ გცემს მახვილს გულში! ცხოვრება სასტიკია! თუმცა ამ სისასტიკეშიცაა რაღაც კარგი... უნდა იპოვო ის კარგი. თორემ ისე ლანგარზე დადებულს არავინ მოგართმევს. ადამიანი.... ადამიანი კი ყველაზე ამაზრზენი არსებაა. რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერს ეგუება. რაც აქვს იმას არასდროს კმაყოფილდება, გაქრა ადამიანობა... ის ადამიანობა გაქრა, რითაც ადრე უბრალოდ გაღიმება შეგეძლო, შეგეძლო ქუჩაში ბედნიერი სახით გაგევლო... ახლა? ახლა ვისაც არ უნდა შეხედო ყველგან მხოლოდ სიცივეს იგრძნობთ... მაგრამ... მაგრამ რა დროს ესაა... ელენეს მდგომარეობა უფროდაუფრო მძიმდებოდა... საქმე ასე რთულად არ იქნებოდა რომ არა ის წამლები რომლებსაც საბა უკეთებდა. თორემ ელენე ჯანსაღ ცხოვრებას ეწეოდა და იოლად გამოუძვრებოდა ამ ყველაფერს მაგრამ ახლა... *ელენე* დღეში რამდენჯერმე შემოდიოდა საბა... ყოველ ჯერზე თვალები ჩაწითლებული ჰქონდა და ამაზრზენად იცინოდა. შპრიცებით შემოდიოდა. არ ვიცი რა იყო. თავიდან ნემსით მიჩხვლეტავდა ტანს, ბოლომდე ჩამასობდა ნემსს ამოაძრობდა მერე ისევ ჩამარჭობდა და ასე გრძელდებოდა... აუტანლად მტკიოდა, გაუსაძლისად. ამ დროს ამაზე რომ არ მეფიქრა თვალებს ძლიერად ვხუჭავდი და დედას სახეს წარმოვიდგენდი ხოლმე, ეს შვება იყო. ყოველთვის ასე ვიყავი, როცა მიჭირდა დედას სახიერება მეხმარებოდა და მაძლიერებდა. ალბათ სწორედ ამან მომაღწევინა აქამდე. მერე მახსენდებოდა ლომისა, ბერდია... და სხვა დანარჩენები, რომლებიც თავს ადამიანად მაგრძნობინებდნენ. ტკივილი კი კვლავ არ ქრებოდა და ყოველ ჯერზე უფრო მძაფრდებოდა. თუ უნდა დამასახიჩროს, მომკლას, მაგრამ მე მისი არასდროს გავხდები. სწორედ ეს ახელებს ალბათ. უფროდაუფრო მაკვირვებდა მისი სასტიკი ფანტაზიით. ხან ხელებით მკიდებდა და ცხელ ნემსებს მარჭობდა, ხან ქამარს მირტყავდა. მე არც ვყვიროდი, არც ვწიოდი, არც შველას ვითხოვდი, არც გაშვებას... რეაქცია აღარ მქონდა. მხოლოდ იმაზეღა ვფიქრობდი ამჯერად როგორ ,,წამეთამაშებოდა“, როგორც ის ამას ეძახდა. ნებისმიერ წამებას გავუძლებ და მე მჯერა ამის! რომ შევძლებ მჯერა! ერთადერთი რითაც ვამაყობდი ის იყო რომ არ მიტირია! არცერთი ცრემლი გამიმეტებია! მაშინაც კი როცა მარტო ვრჩებოდი... ჩემს ცრემლზე თავიდანვე იჭრებოდა ლომისა. ალბათ ტირილსაც ამიტომ გადავეჩვიე რომ მისთვის გული არ მეტკინა. ჩემი ტკბილი ძამიკო... თუ არ მეშლება ჩემი აქ ყოფნის 2-3 დღე იყო გასული. საღამო იყო და საბა შემოვიდა ჩემთან. ეტყობა ახლა დიდი დოზა მიეღო. ნეტავ ახლა რითი გამაკვირვებს... ამ დღეების განმავლობაში მისთვის ხმა არ გამიცია. უბრალოდ თვალებში ვუყურებდი. ყოველი თვალის გასწორებაზე კრთებოდა, რადგან ვიცი, ჩემს თვალებში, ზიზღის, სიძულვილის, ცინიზმის, და იმის მეტს რომ არაფრის მეშინოდა ვერაფერს ხედავდა. ეს აგიჟებდა და მეც ჯიბრზე ვუყურებდი. როგორც კი შემოვიდა მომიახლოვდა და ერთხანს თვალებში მიყურა. მერე ერთი გულიანად შეიკურთხა მერე ხელში ჭიქა აიღო და ზუსტად ჩემს გვერძე მიანარცხა კედელს. არ ველოდი ამას მაგრამ ამით გამაკვირვებდა?!... მერე ირონიულად გაიცინა -რაო ხმას აღარ მცემ?-ყველაზე ბოროტულად გაიცინა როგორც კი ოდესმე გაუცინია- არც ის გინდა რომ ჩემი გახდე-,,დანანებით“ თქვა-იცოდე რომ სანანებელს გაგიხდი და აქეთ შემეხვეწები მომეფერეო... ამის გაგონებაზე ისტერიული სიცილი ამიტყდა. უგრძნობად და ხმამაღლა გავიცინე, ისე როგორც არასდროს გამიცინია. არ ვიცი ამდენი ძალა საიდან შემრჩენია! საწოლიდან ავდექი და ერთ ადგილას ისე ამოვარტყი რომ ძალიან მეეჭვება მან ოდესმე შეძლოს რამის გაკეთება საწოლში... მერე კი შევაფურთხე. ის ოთხად მოიკეცა. კარები ღია იყო. შემეძლო გაქცევა, მაგრამ ფეხები არ მემორჩოლებოდა, ძალა მეცლებოდა აშკარად წეღან რომ გამიკეთა წამალი ახლა იწყებს მოქმედებას... მაინც არ გავტყდები! მალევე გასწორდა წელში და ახლა მუშტებით ცემა დამიწყო, დაბლა რომ დავეცი წიხლებზე გადავიდა... მერე კი აღარაფერი მახსოვს............ .................. არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა... უცხო ოთახში გავიღვიძე. კედლები თეთრად იყო შეღებილი და რაღაც აპარატი წრიპინებდა. აშკარად საავადმყოფოში ვიყავი. ავდექი. რატომღაც თავი ძალიან მსუბუქად ვიგრძენი, ისე როგორც არასდროს! საწოლიდან ავდექი ოთახს ვათვალიერებდი, მოვბრუნდი და ნანახმა ადგილზე გამაქვავა... ჩემს სხეულს ვუყურებდი... სახე გამფითრებოდა და ტანი დასახიჩრებული მქონდა ნაიარევებით. ნუთუ.... მე... მე მოვკვდი? ამ დროს შემოვიდა ექიმი და მას უკან ექთანი მოყვა. ექთანი ეუბნებოდა რომ უკვე შვიდი თვეა კომაში ვარ... მე... კომაში? შვიდი თვე? .... ღია კარებში მოვახერხე დერეფანში გასვლა. როგორ მომნატრებიან. ლომისა იჯდა. ღმერთო როგორ შეცლილა... თმაში აქა-იქ ჭაღარებიც კი შერეოდა. თვალები ჩამქრალი და სახეზე პატარა ღარები ჰქონდა. ჯერ მას მივუახლოვდი და კალთაში ჩავუჯექი როგორც ვიცოდი ხოლმე, ლოყაზე ვაკოცე და ხელზე ხელი დავადე... თითქოს რაღაც იგრძნოო... შეუმჩნევლად გაიღიმა და ხელზე ხელი გადაისვა. იგრძნო! ღმერთო ამდენი ხნის მერე რამე თუ გამიხარდებოდა არ მეგონა! კვლავ ჩავეხუტე, თმაზე ხელს ვუსვამდი... ის კი სევდიანად იღიმოდა... ცოტა ხნით ავდექი... მოვბრუნდი და დერეფანში გიჯივით შემოვარდნილი ბერდია დავინახე. მისი თვალები სევდას და მარტოობას ასხივებდნენ. წვერი ცოტა მოუშვია. ძალიან მოუხდა... ხელები სულ უკანკალებდა. ექიმის მივარდა და უყვიროდა რომ ჩემთნ შემოეშვათ. მას მივუახლოვდი და ხელზე ხელი მოვკიდე. გააკანკალა. მე კი ჩემი არარსებული გული ამიჩქარდა. მგრძნობს! გაკვირვებულმა დაიწყო თვალების ცეცება. მე ხელი გავუშვი და ჩავეხუტე. ვიგრძენი მისი კანი როგორ დაიხორკლა. ვიგრძენი მისი აჩქარებული პულსი. ადგილიდან არ იძვროდა. და ჩუმად ჩაიჩურჩულა -შენ გადარჩები ელე! ვიცი რომ აქ ხარ, ჩემთნ. მე შენზე უკვე იმდენს ვფიქრობ რომ შემიძლია შეგეხო! თვითონაც შემომხვია ხელები. მართალია მე უბრალოდ ჰაერი ვიყავი, ლანდი ვიყავი რომელსაც სხვები არ გრძნობენ, მაგრამ ყველზე ძვირფასს ვფიცავარ ის მგრძნობდა! და მეხუტებოდა! ამ დროს მასთან ექიმი მოდის და ეუბნება -ელენეს მდგომარეობა უკეთესობა შეიმჩნევა. შვიდი თვის მერე მისმა სხეულმა გამღიზიანებელზე იმოქმედა. ეს სასწალია. მე მაშინ პირველად ვნახე ბერდიას ცრემლი! ისიც მარგალიტებით ტიროდა ჩემსავით... იქნებ... იქნებ ვისი თვალებიც სიყვარულს მეტყველებენ მხოლოდ მათ შეუძლიათ მარგალიტებით ტირილი? მჯერა რომ ასეა. არც ლომისას სახე დამავიწყდება. ახლა მას მივუსხლოვდი და შუბლზე ვაკოცე. -შენ ეს შეძელი პატარავ-თქვა და პირდაპირ თვალებში ამომხედა... პირდაპირ თვალებში მიყურებდა... ჟრუანტელმა დამიარა... გამაკანკალა... მის თვალებში იმედის სხივს ვხედავდი! დერეფანში ბერდიას ბიჭები შემოვარდნენ და მათ ლექსო, გიგა, სალო და თათა მოყვნენ. სათითაოდ ყველას მივუახლოვდი, ზოგს ხელზე ხელი დავადე, ზოგს შუბლზე ვაკოცე... მაგრამ მათ ვერ მიგრძნეს... ალბათ ლომისა და ბერდია არიან ის ადამიანები რომლებთან კავშირის გაწყვეტა არასდროს შემეძლება და მახარებს ის, რომ სიყვარულს ამდენი შეუძლია. ლომისას და ბერდიას შუბლზე ვაკოცე და პალატაში დავბრუნდი. თვალები დამიმძიმდა, ტანსაც ისე მსუბუქად არ ვგრძნობდი... და დავწექი... ისევ ჩემს სხეულს შევერწყე. მხოლოდ ესღა ვიგრძენი და გავითიშე... *ბერდია* შვიდი თვე... ვინმეს თუ მაინც წარმოუდგენი რა ტანჯვაში გავლიე... მაგრამ რა დროს ჩემს ტანჯვაზეა ლაპარაკი როცა ელენეს სხეული ისე ჰქონდა დასახიჩრებული... განა მას არ სტკიოდა? 7 თვის განმალობაში მეც და ლომისაც საავადმყოფოში ვათენებდით და ვაღამებდით. ერთ საღამოს ლომისამ სახლში რასაც ქვია გამაგდო ადამიანს დაემსგავსეო... ჰმმ... არადა სარკე უნდა მქონოდა იმ დროს რომ თვითონ ენახა მისი თავი, ადამიანს რომ აღარ გავდა. მე სახლში წავედი წყალი გადავივლე და ვჭამე. ლომისამ დამირეკა მოდიო... ხმა შეცვლილი ჰქონდა და ტანში ერთიანად გამცრა. საავადმყოფოში როგორ მივედი აღარ მახსოვს. დერეფანში ვიღაც ექთანი შემეჩეხა და იმას დავუწყე გაუაზრებლად ყვირილი, რომ უცემ ხელზე სითბო ვიგრძენი... ეს არ იყო ისეთი სითბო გამათბობელი რომ გამოსცემს... ეს იყო სულ სხვანაირი სითბო... ელენესეული სითბო... ვგრძნობდი რომ ის ჩემთან იყო, ვგრძნობდი რომ მიღიმოდა, ჩემი ელენე. როგორ მომნატრებია. უცებ ექიმი მოვიდა და მითხრა რომ უკეთესობაა... ეს ხომ სასწაულია... ეს არის სასწაული, რომელიც ჩემმა სასწაულმა მოახდინა! ის დამიბრუნდება სულ მალე! პალატაში გიჯივით შევვარდი... პალატის კარები თვალებაციმციმებულმა ბერდიამ შეაღო. ელენე ამ დროს ბურანში იყო, თუმცა მაინც აუწვა ცხვირი ნაცნობმა სურნელმა რომელიც წამებში დატრიალდა ოთახში. უნდოდა გაეხილა თვალები, მოჰხვეოდა ბერდიას, მაგრამ რაღაც მაინც ეწინააღმდეგებოდა. ბერდია თავთან დაუჯდა და ელენეს ხელები თავის ტორებში მოიქცია. შუბლზე ნაზად აკოცა... -ჩემო სიხარულო! ჩემო ბედნიერებავ და გაზაფხულო, რომელიც 7 თვეა არ მწვევევია. მჭირდები. უკვე გაუსაძლისად მენატრება შენი მოციმციმე თვალების დანახვა, შენი კისკისის მოსმენა მომენატრა, მინდა ისევ ისე, წრფელად გამიღიმო. ყველას ჭირდები და არ გაქვს უფლება რომ დაგვტოვო! მიდი გაახილე თვალები! ისევ ისე იმეტყველონ შენს გრძნობებზე! გაახილე თვალები ჩვენი მომავლისთვის! იმიტომ რომ ჩემი შვილების დედა მხოლოდ შენ გერქმევა! მხოლოდ შენ გერქმევა ჩემი ცოლი და მხოლოდ ჩვენს ქორწილში ჩაიცვამ თეთრ კაბას! ჩემო მშვენება გაახილე თვალები! მჭირდები ! მიყვარხარ... დამიბრუნდი... ბერდიას ლოყაზე მარგალიტებმა იწყეს ცვენა... ლოყიდან ელენეს ხელზე დაეწვეთნენ. ბერდია ტიროდა როცა უცებ თავის ხელებში აფაჩუნებული სუსტი ხელი იგრძნო. ელენემ ხელი გაანძრია და ამას თვალების გახელაც მოყვა... ამდენი ხნის შემდეგ... 7 თვის შემდეგ და არ ვიცი რამდენი წუთისა და წამის შემდეგ თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს! ამდენი ხნის შემდეგ... მათი თვალები კვლავ სიყვარულს მეტყველებდნენ... კვლავ ციმციმებდნენ! ის სიყვარული არ განელებულა. პირიქით, მათ შორის გაბმული ძაფები უფრო მჭიდროდ გაბმულიყვნენ ერთმანეთში. ყველანაირ გამოცდას გაუძლო მათმა სიყავრულმა. გაუჯლო ტანჯვას, წამებას, შორს ყოფნას და ყველაზე მთავარს! დროს... დროს გაუძლო მათმა სიყვარულმა. ელენეს გადარჩენას არავინ ელოდა. სასწაული იყო! ბერდია პალატიდან გამოიყვანეს. ლომისას რომ უთხრა ელენემ თვალები გაახილაო არ დაიჯერა. მერე ბერდიას სერიოზულ სახეს რომ დააკვირდა ადგა სირბილით მოწყდა ადგილს და წამებში ეზოში იყო. მთელი ძალით იღრიალა. სწორედ ეს სჭირდებოდა, თორემ 7 თვის განმავლობაში ნაგროვები ტანჯვა ბოლოს მოუღებდა. იქვე ეკლესიაშიც შევიდა. ღმერთს მადლობა გადაუხადა რომ მის ცხოვრებაში მაცოცხლებელი სხივი არ გააქრო. მერე ისევ საავადმყოფოში ავიდა. ჰაერი ისე მძიმე აღარ ეჩვენა. თითქოს სიკვდილის სუნი განდევნილიყო... ახლა ის შევიდა პალატაში და 7 თვის მერე ელენეს მოფახულე თვალები რომ დაინახა გული სიხარულისგან შეუტოკდა. სახეზეც დაბრუნებოდა ფერი და ტუჩებზეც ჩვეული სისხლისფერი დაჰკრავდა. ლომისა ელენეს მიუახლოვდა და დაიკო ფრთხილად ჩაიკრა გულში, თუმცა ელენემ ყრუდ ამოიგმინა. მას ხომ მთელი ტანი დასერილი და დალურჯებული ჰქონდა... -ელე... ჩემო პატარა... შენ ეს შეძელი! ჩემო ლამაზო როგორ გამახარე... მაპატიე ეს ყველაფერი მაპატიე რაც გადაგხდა. მაგრამ ეს წარსულში დავტოვოთ. მთავარი ახლა სოკვდილს აჯობე! ძალიან მიყვარხარ ჩემო გოგო! დედა და მამა ალბათ შენით ამაყობენ ასეთი ძლიერი რომ ხარ. ელენემ სუსტად თუმცა მაინც გაუღიმა -ლომისა... -არა ელე ახლა ნუ ილაპარაკებ არ შეიძლება -მაინც ვიტყვი რა აზრი აქვს... -ელენე ჩურჩულით ლაპარაკობდა- არ შეგარცხვინე ძმაო, არ მიტირია! უნდოდა კიდევ რაღაცის თქმა მაგრამ წამალმა იმოქმედა და დაეძინა. ლომისა დერეფანში ტირილით გავიდა. -ბერდო ძმაო რა მითხრა იცი?!- მწარედ, ნერვულად გაეცინა- არ შეგარცხვინე არ მიტირიაო... გესმის რა თქვა? ტანი რა დღეში აქვს, წარმოდგენა არ მინდა რა გაუკეთა იმ სი*მა, მაგრამ არ მიტირიაო გესმის? ჩემი ელე... როგორ გაუძლო! რამდენი იტანჯა ჩემი პატარა ანგელოზი... ამხელა, ფაქტიურად კაცი, ბავშვივით აქვითინდა. ბერდია მიუახლოვდა და დარდისგან დაპატარავებულ ლომისას გადაეხვია. -მან არ იტირა როცა ასე აწამებდნენ, მე კი 7 თვეა ცრემლებს ვღვრი. მისი ტანის თითოეული მილიმეტრი დაშავებულია და სიმწრისგანაც კი არ უტირია! ჩვენზე ფიქრობდა არ შევარცხვინოო... ჩემი ელე... არც კი მჯერა რაც აქ ხდება... ჯერ კიდევ ისეთი მახსოვს აღუს რომ ამბობდა. ჩუმად ლუღლუღებდა ლომისა. ბერდია კი სულ ცხარე ცრემლებით ტიროდა. ეს ნამდვილი სასწაული იყო! წაარმოუდგენელი რამ! ელენეს გადარჩენა არავის ეგონა... მაგრამ გადარჩა... თავისი გაიტანა და გადარჩა... იმდენად კარგი და სუფთა იყო რომ თვით სიკვდილმა დაყარა ფარ-ხმალი. ცხოვრებამ არ გაწირა ბოლომდე არც ის და არც ლომისა და ბერდია... სწორედ მათთვის, ამდენი ცუდის მერე ბედისწერამ მავთთთვის კარგი გაიმეტა... რამდენიმე დღეში მომჯობინდა და წამოჯდომა და ლაპარაკი შეძლო. ძმას და ბერდიას გაუჯავრდა კიდეც სახლი არ გაქვთ საავადმყოფოში რომ ათენებდითო?!... რამდენიმე დღე ცალკე ლომისა გააგდო დაისვენე აღარაფერი მიჭირსო და ცალკე ბერდია. თუმცა რა რამოდენიმე დღე რამოდენიმე საათსი ისევ ელენესთან იყვნენ. ელენემ თვალები გადაატრიალა მაგრამ ბოლოს მაინც გაიღიმა. უხაროდა რომ ღიმილი არ დავიწყნია ამდენი ცუდის მერე... ლომისა დაჟინებით სთხოვდა მოეყოლა მისთვის იმ არაკაცმა რა გაუკეთა მაგრამ ელენემ თვალები უბრიალა ნუღარ მახსენებ, ისედაც ვერ ხედავო. და ამით დაიხურა ეგ თემა. კიდევ სამი კვირა იწვა ელენე და გამოწერეს... დილით პალატის კარები ბერდიამ შემოგლიჯა. -აბაა ჩემი ცუნცულა როგორ არის?-მიუახლოვდა ელეს და შუბლზე აკოცა -შენი ცუნცულა ელოდება როდის გაწერენ-საყვარლად გამობურცა ტუჩები... ... ამდენი რამის შემდეგ ბავშვურობა მაინც არ დაუკარგავს... ეს გოგო საოცრებაა... -ტუჩები ეგრე ნუ ბრიცავ თორემ შვიდი თვის გაუსინჯავ მარწყვს დავაგემოვნებ-ჭინკენი აუთამაშდა ბერდიას ელენეს ჟრუანტელმა დაუარა. ნელა წამოჯდა და ადგა. ბერდია თვალებგაფართოებული უყურებდა. ელენეს ეტყობოდა რომ თითოეულ შერხევაზე ტანი ისევ სასტიკად სტკიოდა. მაგრამ მაინც იღიმოდა... ბერდიას მიუახლოვდა და ჩაეხუტა... ამდენი ხნის შემდეგ მისი გულის ცემა ესმოდა, როომელიც ტკბილ ჰანგებად ჩაესმოდა... მის სურნელს ხარბად ეწაფებოდა კისერში ჰკოცნიდა მონატრებულს. ბერდიამ ვეღარ გაუძლო... ან რატომ უნდა გაეძლო მისი გოგო იყო ელენე. ელენეს ტანი თავისი სხულიდან აიფხიკა. მისი სახე ხელებში მოიქცია, ერთხანს უყურა მერე კი ნაზად დააგემოვნა დაშაქრული მარწყვი... უნდოდა თავისებურად, მომთხოვნად, მაგრამ ელენე ისედაც ძლივს იდგა ფეხზე... ესეც კარგი, კარგი კი არა არაჩვეულებრივი იყო. წამიერად მოწყდნენ დედამიწას და სადღაც უსასრულობაში დაიკარგნენ.. ბოლოს მაინც ელენე გამოერკვა. და მოშორდა ბერდიას ტუჩებს. -დროა წავიდეთ დანარჩენი მერე-თვალი ჩაუკრა ელენემ ბერდიას თვალები აციმციმდნენ -ოჰოო ეს შემართება უკვე მომწონს- წარბები საყვარლად აწკიპა როგორც იქნა!!!! საავადმყოფოს გაცდა! გაზაფხული ყოფილა... აპრილი იწურებოდა... თურმე რამდენი უძინია... ეს ყველაფერი კი სექტემბრის ბოლოს მოხდა... დიდი დრო გასულა... სახლში დაბრუნებულს იქაურობა ვარდებით დახვდა სავსე. ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო. კვლავ უხაროდა და კვლავ აივსო მისი გული ბედნიერებით. მალამოების და წამლების საშუალებით იარები ნელ-ნელა ურჩებოდა. რამდენიმე კვირაში კი უკვე ისეთი იყო გეგონება მის ტანს არაფერი მოსვლიაო... ელენეს ,,დაბრუნების“ აღსანიშნავად წვეულების მზადებას კი გახსნილად ვაცხადებ!!! აბააა როგორ ხართ? წუხელვე უნდა დამედო მაგრამ ჩამეძინა ;დდ მე ბოდისში ამის გამო... და ხოო კიდევ იმის გამო რომ ეს თავი შეცდომებითაა გაძეძგილი ;დდ ჩემი ყველაზე ტკბილი და თბილი მკითხველები ხართ თქვენ! <3 იმედია მოგეწონათ... აუუუუცლებლად გამოხატეთ თქვენი აზრი და შენიშვნები, რომ მომავალში გავითვალისწინო <3 იმედია ისიამოვნეთ <3 მიყვარხართ ძააააააალიან <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.