შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აგვისტოს ხუთი დღე5


8-03-2015, 21:50
ავტორი tiiik258
ნანახია 1 851

თვალები ამიბრჭყვიალდა როცა მივხვდი რომ ამდენიხნის ოცნება შემეძლო ამეხდინა და ჩანჩქერის ქვეშ შევსულიყავი, მშობლების წყალობით ცურვა ვიცოდი ბავშობაში აუზზე ხშირად დავყავდი და ამიტომ თამამად ჩავყვინთე წყლში, ნელ ნელა გავცურა კლდიდან სწრაფად გადმომდინარე წყლისკენ, მაღლა ამოვყავი თავი და ჩემს წინ დაშვებულ წყალს დავაშტერდი, მარჯვენა ხელი ნელა შევახე, შხეფები შემესხა პატარა ბავშვივით ავკისკისდი და სველ სახეზე ხელები ავიფარე, ღმად ჩავისუნთქ და ამჯერად ჩანჩქერის ქვეშ შევცურე მის უკან მყოფი ნიამოვნები მივეყრდენი კლდეს. არა! ზღაპარში ვარ ეხლა გავიღვიძებ და ეს აღარ იქნება, სულელური სახით ვიყურებოდი. მოლოდ კინოებში მენახა მსგავსი როგორ არიან გადმომავალი ჩანჩქერის უკან დამალულები და წყალი კი გამალებით გმალავ რომ არავინ შეგამჩნიოს თითქოს დიდი თეთრი ფარდა ყოფილიყოს ჩამოფარებული. მადლობა ღმერთს რომ ასელი სილამაზე გვაჩუქა, გაგვანებივრა ამ ყოველივეთი, ეს ხომ სასიცოცლოდ აუცილებელი არაა მაგრამ მან შექმნა რომ ჩვენ ცხოვრებით დავმტკბარიყავით, როგორი მზრუნველი და მოსიყვარულეა! მადლობა ღმერთო!
-ჰეი
-ააა!
-ბოდიში
-გული გამისკდა გოგა
-აქ რა აკეთებ?
-კარზე კაკუნი არ იცი შენ?
-რა? რა კარზე? (გულურყვილოდ მკითხა)
-მჰჰ, ჩემს ოთახში ვარ, და გამოცვლას ვაპირებდი შენკიდე დაუკაკუნებლად შემოხვედი, და ფიქრიც შემაწყვეტინე.აი კარიც. (ჩვენს წინ დაჩველულ წყალზე მივუთითე).
თავი დახარა და გულიანად გაიჩინა მერე კი ონდამ მოზრდილ თმაზე ხელი მოხდენილად გადაისვა და მარჯვენა ტუჩის კუთხე მაღლა აზიდა. ზუსტად ისე მე და ჩემი გოგოები გვერძე გაღიმებას რომ ვეძახით.
-მაპატიე, ერთი წამით. თმლიანად წყალში ჩაიძირა და ოროდე წუთში ხმა მესმის.
-კაკ კუუუკ. შეიძლება?
გულიანად გამეცინა. დოინჯები დავიჭირე და თავი გვერძე გადავაქნიე
-დიახ, შემობრძანდი
წყლიდან ისევ თავი ამოყო და ჩემს წინ აისვეტა.
-არაჩვეულებრივად გამოიყურებით?
-მართლა?ვეცადე ეს წითელი კაბა და ეს მაღალქუსლიანი იდეალურია ჰომ? (თან წელზე ხელი დავისვი)
-არაა, შენ უფრო იდეალირი ხარ. მაშ თუ მზად ხარ წავიდეთ მანქანა გარეთ გველოდება. და ხელი გამომიწოდა.
ამაზე გულიანად გაგვეცინა ორივეს. მერე ისევ სეროზული სახით ვუთხარი და გამოწვდილ ხელზე ხელი გავადე, უსწრაფესად ჩავყვინთეთ წყალსში, ორ წამში ხელი-ხელ ჩაკიდებულები აღმოვჩნდით ბავშვების გარემოცვაში, რათქმაუნდა ეს მარის არ გამოპარვია და თვალებით მითხრა "დაგიჭირე იცოდეო". შერცხვენილმა სწრაფად გავუშვი ხელი და გოგას ეს არ გამოპარვია და კითხვის თვალებით შემომხედა, მე თვალები მარისკენ გავატრიალე ისე რომ თავი არ მიმიბრუნებია.
ნაპირზე ავედი, პირსახოცი შემოვიხვიე და დიდ ქვაზე გემრიელად დავსკუპდი, უცბად ბაჩო და ზურა გამახსენდნენ, თვალებით ძებნა დავიწყე როგორც ჩანს წასულადნ უკვე, სიმართლე ვთქვა ცოტა გამიხარდა კიდეც თუმცა რატომ არ ვიცოდი. ბავშვებს ვუყურებდი, გოგოები წიოდნენ როცა ბიჭები წყალში აგდებდნენ თუმცა მერე ამაზე თვითონაც იცინოდნენ. ბიჭები მაღლა ავიდნენ საიდანაც ჩანჩქერი ეჩვებოდა, სიმაღლით დიდი არ იყო სულ ოთხი-ხუთი მეტრი იქნებოდა ალბად. ინტერესით ვუყურებდი მაიტერესებდა რას იზამდნენ გოგოებისთვის როგორც ჩანს ეს უცხო არ იყო, ადგილზე შევხტი როცა გოგამ გაიყვირა და წყალში გადაეშვა, მის უკან მდგომებმაც იივე გაიმეორეს. თავიდან შემეშინდა მაგრამ როცა წყიდან ამოყვინთეს თავი დავხარე და გავიცინე მერე ფეხზე წამოვდექი და ერთი ხელი ჰაერში ავიქნიე ისე ვუთხარი -"არანორმალურები ხართ, სრულიად გიჯები". ამაზე გოგამ სრულიად მშვიდად გამომხედა ისევე სრულიად მშვიდად მკითხა -"შენც ხომ არ გადმოხტები?". მის სიმშვიდეზე დავიბენი მაგრამ არ შევიმჩნიე და უცბადვე ვუპასუხე თითქმის დაუფუქრებლად. "კი. რატომაც არა." ნელა ჩავედი წყალში და მახლა ასვლა ვეცადე როდესაც ჩანჩქერის თავზე დავდექით, უკან დავიხიე პირზე ხელი ავიფარე და გოგას შევხედე.
-რა ხდება?
-დაბლიდან პატარა ჩანდა, აქედან კი ძალიან მაღალია.
-კარგი რა, არც ისე მაღალია.
-თიკო მეც ამოვალ, მე და გიო ერთად გადმოვხტებით და შენ და გოგა ერთად გადმოხტით. დამამშვიდა მარიმ.
-კარგი. დავეთანხმე იმედიანად.
-ხელები ჩავჭიდოთ ერმანეთს, მე გიოს შენ გოგას. ეშმაკურად შემომხედა.
-მე უარზე არ ვარ. განაცხადა გოგამ.
-კარგი მარი პირველი შენ.
-მეც მეშინია მაგრამ ვცდი შენი ხათრით.
-შენც პირველად ხტები?
-ჰოომ.
ჩემი აგვისტოს ხუთი დღე5

მარი და გიო თვალის დახამხამებაში გადაეშვნენ დაბლა, და გამარჯვების ყიჯინა შესძახეს. კიდესთან მივედი და მარის გადავხედე, იმანაც ამაყად ამომძახა.- "მიდი, გელოდებით". გოგა მომიახლოვა და ხელი ჩამკიდა, თვალებში შემომხედა და თანხმობას ელოდებოდა.ერთი კი შემომძახა მეორე მემ. "ღირსი ხარ რა გატლიინებდა!". თავი ნელა დავუქნიე,ღრმად ცავისუნთქე, ნერწყვი ხმაურიანად ჩავყლაპე და ხელზე ხელი მაგრად მოვუჭირე. ერთი, ორი და სამი. უუუუუუუუუ იეეეაა. გული ყელში ამომებჯინა და ვიგრძენი საშინლად სასიამოვნო ადრენალი, გახურებული სხეული კი ცივმა წყალმა გაანეიტრალა. გოგამ ხელი გამიშვა უკვე როცა წყლიდან ამოვყავით თავი, შიშველ წელზე ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა, ისე ახლოს ვიყავი მასთან რომ მისი სუნთქვა სახეზე მეფინებოდა, სახე შიგნიდან გამიხურდა და იმედი მქონდა წომ ცივი წყალი არ მომწემდა უფლებას ავწითლებულიყავი, გაუაზრებლად ვუყურებდი მისთვალებს, გონებაში არც ერთ სიტყვა არ მომდიოდა.
-ხომ კარგად ხარ? როგორი იყო? წყნარი ხავერდიანი ხმით მითხრა.
-ეს ყველაზე დიდი ექსტემი იყო ჩემ ჩხოვრებაში.
თუმცა რა ვიგულისხმე ამ სიტყვებში არ ვიცი, ჩანჩქერიდან გადმოხტომა თუ გოგასთან ასე ახლოს ყოფნა ვერ გეტყვით, ალბად ორივე. მარიმ ჩაახველა და ჩვენც მაშინვე მისკენ გავიხედეთ. უხერხულად შევიშმუშნე და მხოლოდ ახლაღა გამახსენდა მაიკო, თათია და მარიკო?
-ჩემები სად არიან?
-მაღლა ავიდნენ ბუნებას დავათვალიერებთო, აქვე არიან.
-კარგი დავუძახებ მაშინ და ჩვენ წავალთ.
-ჩვენც წამოვალთ.
პირსახოც შემოხვეულები დავადექით სახლისკენ მიმავალ გზას, შევამჩნიე რომ გოგა კოჭლბდა და შეშინებულს ღმომხდა.
-გოგა რა გჭირს ფეხზე?
-შენი ბრალია! სერიოზული სახით შემომხედა.
-რა?! ადგილზე გავიყინე, ყველა გაჩერდა და მოგვაშტერდნენ
გოგა მერე დანარჩენებს მიუბრუნდა და სიცილით და ორივე ხელის გაშლით თქვა.
-აზრზე ხართ თავისი თავი როგორ უყვარს? თვითონ იქ ჩახტა სადაც დიდი წყალი იყო და მე კიდე კოჭებამდე წყლისკენ გამისროლა.
-ვაიმე, ძალით არ მინდოდა, ბოდიში.
-ჰაჰა არაუშავს. მომიახლოვდა ხელი გადამხივა და მკერდზე მიმიხუტა.
გულში გავიფიქრე, ეს ბიჭი ძალაინ მომეჩვია ხო იცი, იქნებ მე მივეცი ამის უფლება? არ მინდა ისეთ გოგოებს ვგავდე, მათ წარმოდგენახე დენდარტყმულივით გავხტი უკან. გოგამ ეჭვისთვალის შემომხედა და თვალებით ვანიშნე ამის უფლება არ გაქვსთქო. ამ ჟესტზე ხელები მაღლა აწია და ბოდიშიო მანიშნა. მის საქციელზე გამეცინა და წინ წავედი. ღმერთო ამ ადამიანის პირი არ ჩერდება, მაიკო თათია მარიკომარი, გიორგი ყველა გაუჩერებლად ლაპარაკობდა მე კი ჩუმად მივყვემოდი. ჰაჰ მე თავად თიკო სეხნიაშვილი ჩუმად ვარ? ამათმა როგორ უნდა გამაჩუმონ, შეტევაზე გადასვლის დროა!
-ეეე ბავშვებო, მეც აქ ვარ! რაღაც აზრი მაქვს იმედია ამყვებით.
ყველა ჩაწყნარდა და სმენად იქცნენ. მჰჰ გამარჯვებულმა შევხედე ბავშვებს მიზანი მიღწეულია, ეხლა რა ვუთხრა რა აზრი მაქვს? ვაიმე, მოიფიქრე ჩქარა თიკო!
-გისმენთ
-აქედან ვინც დიდ აღრმათამდე ასკინკილით ბოლო მივა ყველას ნაყინს გვიყიდის. ვთქვი პირველივე წინადადება რაც თავში მომივიდა.
-ოოჰ, არაა არ მომწონს ეგ აზრი. მაიკომ კატეგორული უარით განახვადა.
-არა რატო მე მომწონს, წაგების შეგეშინდათ ლომებო?
-არა გოგა კი არ შეგვეშინდა უბრალოდ...
-არავითარი უბრალოდ, ერთი ორი და სამი
ყველა დავიძარით ცალიფეხით ხტუნავ ხტუნვით გავემართეთ წინ. ბავები ხან ერთ ფეხზე დაგახტებოდნენ ხან მეორეზე, ვინც ბოლო იყო სირბლით დაგვეწეოდა და მერე ისევ აგრძელებდა ცალი ფეზით ზტუნვას. გოგამ გიორგი გამოიჭირა სირბილის დროს და დაუყვირა.
-ეეეე შე****ა ეგრე ტუ ირბინე ყველს ყველას სახლშიც მიხვალ დაისვენებ და ჩვენ ისევ აქ ვიქნებით. ვსო წაგებული ხარ და არანაირი თავის მართლებები.
-კაი ჰო, ნაყინები ჩემზეა. ხვნეშით თქვა, ცალი ხელი გულზე მიიდო ცალი მუხლზე და ცოტა წინ მოიხარა.
-ეგ არაა მარტო შენი სასჯელი.
გოგა გაექანა და ზურგზე შეახტა, ეხლა ესე წამიყვანე აღრმართამდე.
-კაი ნუ გაიხურე საქმე თუ ძმა ხარ. შენი თრევის თავი სად მაქვს.
გიოს შეწუხებულ ხმაზე გულიანად გაგვეცინა. გოგა მიწაზე დახტა და უთხა, ჩემ კეთილ გულს უხადე მადლობა რომ შეგიბრალეო, მაღაზიას მივუახლოვდით და დაკეტილი დაგვხვდა, ხომ ორამდე მუშაობს მარტო, ეხლა კი ოთხი საათია უკვე. გოგამ არ მაინტერებს როგორ გინდა ნაყინები აქ გააჩინეო, გიოსაც სხვა გზა არ ქონდა მაღაზისთან მივიდა და განწირული ხმით ყვიროდა "ნონა დეიდას". ქალი გულგახეთქილი გამოვიდა, არ გაგვიგია გიომ რა უთხრა მაგრამ ქალი აკისკისდა და თავზე ხელი გადაუსვა მერე კი ჭიშკრისკენ გაემართნენ. სულ ხუთ წუთში ჩვენ ჩვენი ნაყინები გვეკავა და გემრიელად მივირთმევდით, არ ვიცი რამდენად დამსახურებულად მაგრამ მაინც. მერე გოგა ფეხზე წამოხტა და ნაყიანი ხელი მაღლა ასწია და დაიწყო.
-მოდი ამ ჭიქით... ჩვენ თიკოს გაუმარჯოს, ამ იდეოს ავტორს რომელმაც ნაყინების ჭამის პერსპექტივა მოგვცა და აი ჩვენ გემრიელად ვაგემოვნებთ. ტთან ოდნავ შებარბაცდა თითქოსდა ნასვამაო.
გიოც ვერძე ამოუდგა და ანალოგიური მოძრაობით ნაყინი ნაყინზე მიუჭახუნა. ცივი ნაყინით გამოტენილი პირი უცბად გავათავისუფლე, გავიცინე და მალობა მოვუხადე. ზუსტად ისე ლაპარაკობდა მამას მთვრალი მებობრები რომ მლოცავენ ხოლმე, ეს ბავშვი მაოცევს, სიცილს ვერ ვიკავებდი. მერე თითქოს ნაწყენი ხმით მომხედა და მითხრა.
-რა გაცინებთ ახალგაზრდავ?
-მაპატიეთ უნებურად მომივიდა. ძლის სიცილ შეკავებული ხმით ვუთახარი.
-ეეე ბავშვები დავიშალეთ ეხლა თორე ამ პირსახოცით ხელში ყოფნა მაინდამაინც დიდი კომფორტი არაა ჩემთვის. აბუზღუნდა მარი.
-ჰოო, ჰოო წავედით.
ეს დიდი და ჩვემთვის საძულველი აღრმართი ისე ავიარე ვერაფერი გავიგე, ეს როგორ მოხდა? მჰ, შევეჩვიე ალბად, ან... ალტერნატივა ვერ მოვძებნე ან შეგნებულად არ ვთქვი და ისევ პირველ აზრს დავეთანხმე. სახლშიც შევჯლაგუნდით და პირდაპირ ჩვენ ოთახში ავედით გამოსაცვლელად. სველი თანსაცმელი დაბლა ჩამოვიტანეთ და "სარეცხის ტაშტში ამოვრეცხეთ" . ექსკლუზივი ხელით პირველად ვრეცხ ტანსაცმელს, მმ ვფიქრობ აქ კიდევ ბევრი ექსკლუზივი მექნება უნდა ვიწერო რომ არ დამავიწყდეს. ჩემფიქრებზე მეთვითონ გამეცინა, რაც ძალა მქონდა მთელი ძალით გავწურე და სარეცხის თოკისკენ წავიღე. ჯანდაბა ოღონდ ეს არა. ტოკი ზუსტად მსხლის ქვეშ გადიოდა და დიდი ალბათობა იყო რომ ჩემს მაისურზეც მოსკუპდებოდა გემრიელად მომზირალი მსხალი. ამოვიოხრე და იმ იმედით რომ ეს არ მოხდებოდა დაფენვა დავიწყე. დაცარიელებული ტაშტი ხელში ავიღე და თავის ადილზე დავდე შემდეგ კი ოთახისკენ გავეშურე ღიღინით. ჩემს ნესტოებს გამაბრუებელი სუნი მოსწვდა ეს ის სუნი იყო რომელიც მაგიჯებდა, ხელების ფშვნეტით შევედი კუხნაში.
-ვაა კარტოშკა? ეს ვთქვი თუარა მუცელმა გრუტუნი მორთო.
- მიდი ბებო მაგიდას მიუჯექი და ახლავე მოვითან.
-კაი თეფშებს გავიყოლებ ბე მაშინ.
-კაი ჩემი ცქნაფა გოგო.
ყველაფერი მზად იყო, ყველა მაგიდას მივუჯექით მამამ ტელევიზორი ჩართო ექვსაათიანი კურიერი იწყება და ვნახოთ რას ითყვიანო, მე უკვე ვაგემოვნებდი მსოფლიოში ყველაზე გემრიელ საჭმელს და ნეტარებაში ვიყავი. ტელევიზორში გაისმა ხმა.
- რამოდენიმე სახლი და მათშორის სკოლა ჩამოგდებულმა ჭურვმა დააზიანა. ჩვენ გთავაზობთ კადრებს გორიდან.
- შეუძლებელია, ეეს... ესს ჩემი სკოლაა, ჩემი მეშვიდე სკოლა, ლუკმა ყელში გამიშეშდა და თვალებიდან, თვალებზე დიდი ცრემლი წამომივიდა.



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

მომეწონა ძალიან.
რა ინტრიგა ჩამოგდე..
მოუთმენლად ველი შემდეგს.
რა ტიპია გოგა :დ
ახლა უფრო მაინტერესებს როგორ იქნებით ერთად და მერე რატომ დაშორდებით..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent