შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება თუ...?!(თავი III)


9-03-2015, 01:38
ავტორი Nina))
ნანახია 3 894

***
ზოგიერთ ადამიანს შურისძიება ბოლომდე ვერ მიჰყავს და მშვიდად ცხოვრებას ირჩევს...
ზოგი კი იმდენადაა ტკივილით დაბრმავებული რომ შურისძიების მეტი არაფერი ესმის...

***
-იმედია საბუთებით მოხვედი!-მკაცრად იქნევს საჩვენებელ თითს და დემეტრეს ანიშნებს რომ დივანზე მოკალათდეს.
-რა თქმა უნდა-ყურის ქვეშ ხმაურიანად კოცნის და საპასუხოდ სახეში გარტყმასაც იღებს
-ხომ გაგაფრთხილე,მგრძნობიარე ადგილას ნუ მკოცნი-მეთქი!-კისკისებს ნატალია,მერე წამებში სერიოზულდება-ჰო,მომაწოდე.აჰა, დამიანე ერისთავი 27 წლის,მაღალი,ხორბლისფერი კანი,კუპრივით შავი თვალები,მიმზიდველი ღიმილი,ჰმ,როგორც ჩანს ვიღაცას რაღაცები ჩაუმატებია-ცალყბად უღიმის-ურთიერთობაშია ელენე ამაშუყელთან,ჩვენი პირველი სამიზნე,ბიზნესმენია,მუშაობს ერისთაების კომპანიაში,თანამფლობელი.
-კმაყოფილი ხარ?
-არაუშავს რა-არ უნდა მეგობარს თავშიბაუვარდეს
-მეღადავები ხო? იცი ამ ინფორმაციის გამო რამდენი რაღაც გავაფუჭე?
-ოჰ,კარგი რა-ხელს იქნევს
-მოწევ?
-კი,რა თქმა უნდა,კენტი მომაწოდე.

***
-თვქენი სასმელის გადახდილია
-უკაცრავად ვინ გადაიხადა?-თვალს აცეცებს საკმაოდ შეზარხოშებული ელენე
-აი,იმ მამაკაცმა გადაიხადა-მარტო მჯდომ,საშინლად სიმპათიურ დემეტრეზე უთითებს,არეული ნაბიჯებით მასთან მიდის და პირდაპირ ტუჩებში ეძგერება.

მადლობა ვატოს,დემეტრეს ბარმენ ძმაკაცს,სასმელში ფხვნილის გარევისთვის.

ბარიდან საძინებელში გადაინაცვლეს და საკმაოდ ვნებიანი საღამოც გაატარეს.
არა,მთვრალი და გულნატკენი იყო ელენე,თორე ასე ადვილად არ ჩაუვარდებოდა უცხოს.
პრინციპში რაღაც ფხვნილ გარეულიც.
მაინც არ ყოფილა ერთგული გოგო თორე დაჯდებოდა სახლში და სახლში დალევდა,თან ნაყინს მიაყოლებდა,რა ვიცი,დღეს ასე ვართ ხოლმე.
გამოწვევა უნდოდა დამიანეს,ხოდა ახლა გამოწვეული თვითონ დარჩება.
არა,რა კარგად განვითარდა მოვლენები

***
-ესეც შენ,ლამაზო.-სურათებს მაგიდაზე უყრის..ისევ ყურის ძირას კოცნის ნატალიას და ისევ გარტყმას იმსახურებს.
-ახლა ნამდვილად გაღიარებს-ბოროტულად იღიმის და მესამე დარტყმისთვის ემზადება.

-ჰო,დემეტრე,შენთვის ახალი დავალება მაქვს.
-გისმენ
-გუჯამ დანაპირები გამომიგზავნა და ერისთავების სახლში უნდა შეიტანოთ.ოღონდ შეუმჩნევლად.

***
-ეს რა არის,ელენე,რა?! როგორ გაბედე და ჩემს სახელს როგორ გადაუარე!
-გეფიცები,არაფერი მახსოვს-ცრემლებს იწმენდს ელენე და ცდილობს დამიანე ერისთავის წინაშე თავი იმართლოს
-ჰო არა?!
იცი რომ დღეს ყველა ჩემზე ილაპარაკებს?! ქალი არ იყო ნაკუწებად დაგშლიდი,ნეტა ვინ არის ის არაკაცი,მაცოდინა ავლეწავდი!-მკაცრად ჭექავს მამაკაცის ხმა და გოგონა ტირილს უმატებს-კმარა,მორჩა,ახლავე გაქრი ჩემი ცხოვრებიდან!კიდევ კარგად გადამირჩი!-მაგიდაზე ახეთქებს მუჭს და გოგონა კისერზე ეკიდება
-გთხოვ,დამისნე,გეფიცები,მაპატიე,გთხოვ.-უხეშად იცილებს ელენეს ხელებს და უმეორებს
-კიდევ ნუღა იმცირებ ჩემს თვალწინ თავს!სასწრაფოდ დატოვე აქაურობა და ჩემს ახლოს არ მოხვიდე,თორემ ინანებ!


მართლაც ყველა საუბრობდა დამიანეს დამცირების შესახებ,ადგილს ვერ პოულობდა.
საშინლად მწარდებოდა.ყველაფერი აირია.იმ გოგოს შემდეგ აირია ყველაფერი,ოჯახში არეულობა.სამსახურში.პირად ცხოვრებაში,ეს უკვე მეტისმეტია, თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს ყველაფერს.
პირველი,რა თქმა უნდა,ნატალიასგან დაიწყებს.
ყველა ჯავრს მასზე იყრის.

არა,რა სულელია ეს მამაკაციც.არ იცის როგორი ძლიერიდ ა ეშმაკია ნატალია,თორეე..

***
ნატალია,როგორ ყოველთვის ვერანდაზე ზის და ყავას მიირთმევს,ახლაც უაზროდ გაჰყურებს სივრცეს და მესამე დარტყმით კმაყოფილი ბომვის აფეთქებას ელოდება.
აბა რა ეგონათ ერისთავებს,ასე ადვილად შეარჩენდა ყველაფერს?!

***
-შენ! შენ რა გითხარი?! ხომ გითხარი ახლოს არ გაგვეკარო-მეთქი?!
-უკაცრავად,დამანე!არ ვაპირებ შენს სიტყვაზე სირბილს,შენს დასთან და შენს ოჯახთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს,და შენ რატომ უნდა დაგიჯერო ვერ ვხვდები!-მკაცრად წარმოთქვა ნატალიამ
-ვერ ვხვდები რა გაქვს ასეთი,რითაც მიზიდავ-უკმაყოფილოდდ ა ვნებიანად წამოიბურტყუნა ერისთავმა და ნატალიას ათრთოლებულ ტუჩებს ხელი ჩამოუსვა-რატომ ხარ ასეთი უბრალო და ვნებიანი-ისევ თავისას აგრძელებდა ერისთავი და ამაღლობელსაც დაბნეულობისა და სიამოვნების ბურუსში ხვვევდა,მსგავსი გრძნობა არასდროს ეგრძნო ამაღლობელს,თვრამეტ წლამდე ბავშვთა სახლში იზრდებოდა,ორი წელი დაუღალავად შრომობდა,ერთი-ორჯერ აქვს დემეტრეს მფეთქავ არტერიაზე ნაკოცნი,მაგრამ თითების დაყოლება თუ ასეთი პიკი იყო არ ეგონა,თან სასურველ მამაკაცად მიაჩნდა დამიანე,სასურველად,რომელსაც მალე გაანადგურებდა,როდესაც დამიანეს გავარვარებული ტუჩები იგრძნო აორტასთან ამოიკვნესა და ხმები რომ ჩაეხშო ცივად დააბერტყა თითები ერისთავის ლოყაზე,ცალყბად გაუღიმა დამიანემ და ნატკენი ადგილი მოიზილა
-ჰმ,ყველა ქუჩის ქალს ერთნაირი რეაქცია გაქვთ-ცივი მზერით შეხედა და ნატალია ააწითლა,არა! ასეთი შეურაცხყოფა არასდროს არავის მიუყენებია,არავის გეფიცებით.
-ოჰ,დამიანე,ელენესთვისაც უფერული გახდი,ვერ ხედავ?-ხარხარით წარმოთქვა დამიანეს დასამცირებელი სიტყვები და წამში ტკივილი იგრძნო ზურგისა და თავის უკანა მხარეს,როგორც ჩანს ჩვენი დამიანე,საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა,ერთი ხელის მოსმით აანარცხა კედელს

-მეტკინა მხეცო-ამოიკნავლა ნატალიამ-ხელი გამიშვი-უსუსურად გაიბრძოლა ნატალიამ
-არ გამოგივა,ჩემი დამცირება არ გამოგივა გეფიცები! მე,დამიანე ერისთავს ვერ მომერევი!
-მაგასაც ვნახავთ,სპილო-ამოიღრინა ნატალიამ და ტუჩის კუთხე აეპრიხა ერისთავს
-ვნახავთ-ტუჩები შუბლიდან ცხვირზე ჩამოუყოლა და იქაურობას გაეცალა.

არა,არც ერთს და არც მეორეს ეგონა მათი ურთიერთობა ასე რომ დაიწყებოდა.

-ნაგავი,ზებრა,სპილო,ვირი-ამკობდა უამრავი საქებარიბსიტყვით და ჭიქას-ჭიქაზე ცლიდა,საბოლოოდ კარგად გამოთვრა და ვერანდაზევე ჩაეძინა.მთელი ღამე მოუსვენრად ცქმუტავდა. მშობლები და მისი ჯერ ვერ დაბადებული ძმა ესიზმრებოდა,ყველა შურისძიებისკენ მიუთითებდნენ და ის ფაქტი,რომ მამამისი უკმაყოფილო ჩანდა სიზმარში თავისი გოგოსა და დამიანეს საქციელით,გოგონას ტვინში სისხლად ეღვრებოდა და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა.

***
-ნეტა როგორ შეხვდება ქალბატონი მაია,თავისი შვილისა და ნატალიაბამაღლობელის ამბავს?!
-ნატალია რა ჩაიფიქრე?!
-თავს ნუისულელებ,დემეტრე,ხვდები რაც ვიგულისხმე!
-ცეცხლს ეთამაშები,ერისთავები სახუმარობსაქმე არ არის! დროზე მოიცილე დამიანე,სანამ ყველაფერს მიმხვდარა,თორე ორივეს დარხეული გვაქვს!
-არა! შენ რაც გითხარი ის თუ დაამონტაჟე?!
-ყველაფერი ადგილზეა! ახლა დანარჩენი შენზეა!
-ვიდეო მზად მაქვს,იმის შეტანაც შენ მოგიწევს ორივეს კაბინეტში!
-რა კარგად ხუმრობ-უარის ნიშნად თავი გაატრიალ-განოატრიალა ნატალიამ-მეღადავები?! კინაღამ დავიწვი ორჯერ
-ამ ერთხელაც,ჩემი ხათრით-ფრთხილად აუყოლა ტუჩები ცხვირიდან შუბლზე,დამიანეს ხერხს მიმართა და ბიჭიც წამებში მოითაფლა
-ჯანდაბას,მომეცი.
-ჰო,აფეთქებაც მოხდა,დამიანე იყო მოსული-ბიჭმა უკმაყოფილების ნიშნად თავი გააქნია.

***
-ნუთუ შენც იყავიბამ საქმეში გარეული?!-ხმაურით შემოაღო კარები უფროსმა ერისთავმა და ცოლს დაუღრიალა!
-შენც თამაზ?! შენ მაინც რა გინდოდა?!
-თორნიკეს ჩამოშორება! საშინლად ძლიერი მეტოქე იყო,როგორც ბიზნესურად ასევე პირად ცხოვრებაშიც!-ამოგნავლა უფროსმა ერისთავმა-შენ მაინც რა მიზნები გამოძრავებდა?!
-იგივე რაც შენ! ოღონდ ანასტასიას მიმართ!-საბოლოოდ გამოტყდა ქალნატონი მაია და ქმრის გაკვირვებულ სახეს რომ თვალები მოკრა,უაზროდ აიქნია ხელები.-ეჭვიანობას და სპექტაკლებს შეეშვი! ახლა რა გვეშველება?! ვიღაცამ აშკარად იცის რომ ორივე ავრთ გარეული ამაღლობელების სიკვდილში,რა ვქნათ? ვინ უნდა იყოს?!
-მე მაინც ნატალია ამაღლობელზე მაქვს ეჭვი-მკვხედ მიახალა ორივეს საკუთარი აზრი და ორივე გაკვირვებული დატოვა დამიანეს სითამამით
-არა,ის გოგო უსუსურია,მსგავს ვერაფერს იზავდა-მშველელად გამოესარჩლა მაია
-კრავი კიარა მგელია! მგელი! არმოვისვენებ სანამ სამაგიეროს არ გადავუხდი ყველაფრისთვის! მაგას ჰგონია ვერაფერს ვხვდები!
-ხმა აღარ გავიგონო დამიანე მაგ თემაზე! ისედაც ბევრი შეცდომა დავუშვით მე და მამაშენმა! საკმარისია! არ დავუშვებ იგივე გაიმერო!

***
ზოგჯერ დანაშაულს ხვდებიან,მაგრამ რა აზრიაქვს...
წართმეულს უკან ვერავინ დააბრუნებს! იმ სიძულვილს რაც ჩაებეჭდათ თავში ვეღარ წაშლიან და..
საერთიდ ვეღარასდროს გამოისყიდიან საკუთარ სანაშაულს.
ბოდიშით ანასტასიას დააბრუნებენ?
ან თორნიკეს?!
იმ ვერ დაბადებული დავითს დააბრუნებენ?!
ვერა!
ვერც ერთს ვერ დააბრუნებენ! სწორედ ეს არის პრობლემა!
სწორედ ეს!
არ ესმის მსგავსი რამ ნატალიას! დააშავა და მორჩა! დააშავა!
ვეღარ გამოისყიდიან სანამ სამაგიეროს არ მიიღებენ!
სანამ მსგავსად არ დაიტანჯებიან ვერაფერს გამოისყიდიან!

***
-როგორ ხარ,ნატალია?
-კარგად,თათი,შენ?
-მშვენივრად,იცი,შენ ძალიან ელეგანტური,ახალგაზრდა და გემოვნებიანი ხარ,შეგიძლია ერთ საკითხში დამეხმარო?-რაც უფრო დავუახლოვდები მით უკეთესიო,გაიფიქრა ნატალიამ და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია
-დიდი სიამოვნებით,თათია.
-მაშინ ჩაიცვი და გამომყევი.

***
-დამიანეს აქვს ორ დღეში დაბადების დღე და ადრე ელენეს ვეკითხებოდი და ერთად ვაკეთებდით ყველაფერს,ახლა ისეთი რამ ჩაიდინა ქვეყანაც რომ დაიქცეს არ მივალ არაფრის დიდებით! ღირსების საქმეა!-ამაყად შეახსენა ნატალიას საჭირო საკითხი და ნატალიამაც თანხმობის ნიშნად გაუღიმა...

***
-კომპანიაში პრობლემები აქვთ.
-ოჰ,დემეტრე,დროს არ კარგავ!
-დიახ!-ამაყად უქნევს თავს
-კომპანიის ნაწილს სავარაუდოდ გაყიდიან,ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.
-მაიას დაველაპარაკები,მენდობა,აშკარად მენდობა!
-ჰო,სულ დამავიწყდა,აი,ჩანაწერებიც,უდაოდ გენდობა!ისე კბილებით დაგიცვა! -ხმამაღლა ახარხარდა დემეტრე,ნატალიაც ჩანაწერის ყურებისას კმაყოფილი დარჩა.
-უეჭვლად მენდობა.

***
-მაია,როგორც მახსოვს თქვენ და დედა მეგობრები იყავით,ხმები დადის კომპანიაში უჭირთო და ნაწილის გაყიდვა უნდათო,სიამაყე არ გვინდს,როგორც მეგობარს ისე მიყურეთ,აქციების 25% შევიძენ,თუ,რა თქმა უნდა თანახმა იქნებით.
-ნატალია,უნდა ვაღიარო რომ ამ ბოლო დროს ძალიან გაგვიჭირდა..ძალიან მიჭირს ჩვენი ნაწილის დათმობა,მაგრამ სხვას რომ მივყიდო,მირჩევმია შენ მოგყიდო.თუნცა არ ვიცი რას იტყვიან უფროსი ერისთავები!-დანენებით გაიქნია ქალმა თავი და მოწყენილმა შეხედა ნატალიამ,თითქოს ეუხერხულებოდა ამის შეთავაზება,არადა..
ოჰ...
არადა გულში ტრიუმფ ზეიმობდა ნატალია!
ამინდიც მშვენიერი იყო.
ნატალიასთვის ზეიმობდა ბუნებაც.
არა,ვერ დავუკარგავ,ერისთავებს საუცხოო და შესაშური სახლი აქვთ, უზარმაზარი,სასახლეს მოგაგონებთ,გაზაფულს ერითავების სახლში სულ სვანაირი ელფერი აქვს.
სახლის წინ,უზარმაზარი ეზო აქვთ,საუცხოოდ მოვლილი.ათასნაირი ყვავილი,გაზაფხულისას რომ ყვავდებიან ისეთიც,აქა-იქ ტყემლის ხეც აქვთ დარგული,არა მეც მიკვირს,ამხელა ეზოს ტყემლის ხე რათ უნდა,ისეთი მოვლილია ხომ გაუფუჭებს საუცხოო სანახაობას-მეთქი,მაგრამ...
აი,გაზაფხულზე ამ ტყემლის ხესაც თავისი ხიბლი აქვს,ერთი ერთ თავში,მეორე-მეორეში,თავმომწონედ დგანან და გაზაფხულზე თავისი აფერადებული ყლორტებითა და ყვავილებით თავს იწონებენ!
ვერ დავუკარგავთ,ნამდვილად საუცხოოა.
თან ვარდიც რა ლამაზია.
რა ლამაზად არის ვერანდაზე შემოხვეული ნეტა განახათ,შავი,შავი ვარდი,მარტო ვარდის ცქერით დატკბები. მერედა ეს ქანდაკებებიც როგორ ჩამწკრივებულნი დგანან შემოსასვლელში,საუცხოო გემოვნება აქვს ქალბატონ მაიას,საშინლად ბოროტი და ცივსისხლიანი რომ არ იყოს. კაბინეტის მოგრძო ფანჯრიდან უყურებს ამ სილამაზეს და მასში იძირება ნატალია.
მართლაც რომ სხვანაირი ხიბლიაქ ერისთავების სახლში გაზაფხულს.
დამიანეს სიტყვები გაახსენდა: "ვერ კომერევიო" რომ უთხრა და გილში ჩაეღიმა. გონებაშივე გასცა პასუხი "მოგერევი,მერედა როგორ ძლიერ მოგერევიო" და იქვე დაასრულა ეს საკითხი.

***
მოსვენებული იჯდა ტყავის სავარძელში და მშვიდად უცქერდა ოჯახურ კამათს,რომელიც ნატალიას წამოყენებულმა წინადადებამ გამოიწვია.არაფრით თმობდა დამიანე პრინციპებს:
-ამან რა უნდა იყიდოს?! ამ პატარა ლაწირაკს სად აქვს მაგდენის აზროვნება,ან რა წინსვლა და სარგებელი უნდა მოგვიტანოს,თვლა მაინც იცი ასამდე?-ამრეზით მოუბრუნდა ნატალიას და ეცადა მისი ნერვები შეერყია,მაქსიმალურად ცდილობს,მაგრამ არ გამოსდის.ახელებს ამ ბიჭს ნატალიას სიმშვიდე,არა,ერთხელ როდესაც სახეზე ტუჩები დაუყოლა გამოუვიდა,მაგრამ განა მარტო მოქმედებაა?! ხომ შეუძლია სიტყვებითაც გააგიჟოს,არა ერთისთვის გაუკეთებია,მაგრამ არ გამოსდის,როგორ უნდა ახლა ის მშვიდი ნერვები ნაკუწებად უქციოს,მაგრამ რაც უფრო ცდილობს მით უფრო ეშლება ნერვები.
-შეურაცხყოფას ნუ აყენებ,შვილო,ის ჩვენ გვეხმარება!-ცდილობს შვიდი დაამშვიდოს უფროსმა ერისთავმა,მაგრამ ვაითუ დამშვიდება უფრო ახელებს!
-არა,მამა,ჩვენს მიწასთან გასწორებას ცდილობს,როგორც ანასტასია და თორნიკე ცდილობდა!-სახეზე ხურდება ნატალია და პასუხის დაბრუნებას ცდილობს,როდესაც თამაზისა და მაიას გააფთრებულ მზერას იჭერს და ორივე მზად არის შვილი დალეწოს,ოღონდ და საყვარელი ადამიანებისბსახელი არ შეურაცხყონ!
მაია ცდილობს-თორნიკეს დაცვას.
თამაზი-ანასტასიას.
გულში ეღიმება ამ სიტუაციაზე,მაგრამ რამე რო არ უთხრას აშკარად გასკდება,მშვენიერია,აქეთ ახვეწნინებს!

-როგორც ჩანს თქვენი ვაჟი სათანადოდ ვერ აგიღზრდიათ,მამაჩემს და დედაჩემს რომ დაფასება,ზრდილობა და პატივი ჰქონდათ,ნეტა მაგის ნახევარი გექნებოდეს,დამიანე,როგორც ჩანს დახმარების ხელს არ ეჭიდებით,რა პრობლემაა,მე თქვენთვის ვამბობდი.ნახვამდის,მშვიდ დღეს გისურვებთ-ამრეზით უმზერს დამიანეს ნერვებისგან ანთებულ თვალებს და მშვიდად და ტანის რხევით ტოვებს იქაურობას.

***
შურისძიება-კლავს!
ეს ზოგადი წარმოსგენისთვის,იმედია ისიამოვნეთ.



№1  offline წევრი tamooo

magaria dzalian gansxvavebuliaalee dade gelodebii

 


№2  offline წევრი MariBal

ვაიმე როგორ მომწონს!! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent