შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟის აღსარება (თავი მეოთხე)


9-03-2015, 15:05
ავტორი aGu
ნანახია 1 536

ბოლოს ავტობუსიც მოვიდა და ავედით..შემდეგ მუსიკაზე ვსაუბრობდით..მალევე მივედით მის სახლამდე,სახლში დედამისიც უნდა ყოფილიყო,ცოტა მცხვენოდა,მაგრამ უკვე იქ ვიყავით და თან მისი დის ნახვაც მინდოდა ამიტომ ავედი(მისი და ავად არის).ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა.ბევრი ვიმხიარულეთ და ცოტა გადამავიწყდა კიდეც აკო..მაგრამ სახლში წასვლის დრო რომ მოვიდა გამახსენდა ისევ.ნიკამ გაგაცილებ მარტო ხომ არ ივლიო,არა და მგონი ახლა სიმარტოვე უფრო მინდოდა,მაგრამ აგარ შევწინააღმდეგებივარ..გამაცილა სახლამდე..მე სახლში ავედი ის ცოტა ხანი ჩემთან უბანში იჯდა მერე წავიდა..წამოვწექი და დავიძინე ცოტა ხნით.4 საათისთვის გამღვიძა..კომპ ჩავრთე აკო საიტზე იყო მარა არ მწერდა..რატომღაც არც მე მივწერე პირველმა..დაქალს მივწერე სად ხარ თქო..სახლშიო..და მეც გადავწყვიტე გადავსულიყავი მასთან.. ცოტა დავლიეთ მარა ცუდ ხასიეთზე ვიყავი და გადავედი ისევ სახლში..ვცდილობდი აკო აღარ გამხსენებოდა..მაგრამ ვერც ვივიწყებდი..სახლში რომ მივედი ბებიამ კატლეტი შემიწვა ცოტა ვჭამე..მერე ბებიას ჩავეხუტე..მადლობა გადავუხადე და დავპირდი რომ ხვალ ქადას ვუყიდიდი (ძალიან უყვარს).ბებია ამ ბოლო დროს ცოტა ცუდად იყო..ფეხი მოიტეხა და ძალიან ნერვიულობდა..მეც სულ შიშში ვიყავი..არ მინდოდა ბებიას დავეტოვე..და ვცდილობდი მისთვის სიყვარული მეგრძნობებინა..) შემდეგი 5 თვე აკოსგან არაფერი მსმენია(რაც გულს მწყვიტავდა,მაგრამ ბოლოს საერთოდ გადამავიწყდა). 31 ნოემბერს საღამოს კომპ ჩავრთე,ძალიან ცუდად ვიყავი ბებია ახალი დაღუპული მყავდა..და გასართობს ვეძებდი..ის ერთი კვირა ვერ გამოვედი შოკიდან..სკაიპი ჩავრთე და ვიგაც აკო იყო მარტო ონლაინ..უცებ გათიშულმა,არ ვიცი ბებიის სიკვდილის გამო,თუ დროის გამო გადამავიწყდა ვინ იყო..და მივწერე :რომელი ხარ?მაპატიე აღარ მახსოვხარ..აკო: მე აკო ვარ.. შენ მგონი მარი ხო? ის ვარ ანიმ რომ გაგაცნო ჩემი თავი..შენი სოფლელი.. მე:აუ აუ .. მაპატიე..უცებ ვერ გაგიხსენე..თან იმდენი დრო გავიდა..) აკო:ხო მესმის არაუშავს..საპადიებელი არაფერი გაქვს..რა მოხდა თითქოს ხასიეთზე ვერ ხარ.. მე:ხო ბებია დამეგუპა ერთი კვირის წინ და.. ჯერ კიდევ შოკშ ვარ..შენ როგორ ხარ? აკო:მე?მე ცუდად..გავცივდი და უხასიეთოდ ვარ..მე:გინდა გნახავ?თუ ძალიან ცუდად არ ხარ.. აკო:აუ შენ მაგას მართლა გააკეთებ?არ მჯერა.. მე:ხო ხო მართლა..აკო:რაღაც ხდება..ასეთ რამეს არ ველოდი..მე შენთან იმედიც არ მქონდა და აღარ გწერდი..ვაიმე ახლავე გამოდი და ეკლესიასთან მნახე..მალე .. მე:კარგი დამშვიდდი გამოვალ.. გამოვრთე კომპი და გარეთ გავიხედე..ცოტა მოგუშული ამინდი იყო..თითქოს წვიმას აპირდებდა ამიტომ ტყავის კურტკა ჩავიცვი და წავედი..ფეხით წასხვა გადავწყიტე თან ჰაერსაც ჩავყლაპავ თქო.ძალიან მინდოდა ეწვიმა..და ეკლესიასთან მიახლოებულს წვიმის წვეთიც დამეცა..ჩემს სიახულს საზღვარი არ ქონდა..(ზოგჯერ ადამიანს რა მცირედი ახარებს..) ეკლესიის წინ გაჩერებაზე დავჯექი..და აკოს ველოდებოდი 2 წუთში ავტობუსიდან ჩამოვიდა..გაზრდილა..შეცვლილა..თითონ შემომხედა და გაიარა..გამეღიმა..ანუ ვერ მიცნო..)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent