ნერვებზე მოთამაშე (3)
ოცნებაში ბევრჯერ დაისახა სხცენა, თუ როგორ სთხოვდა ხელს გასვიანი, ალბათ, ამწე კრანით მოადგებოდა ფანჯარასთან, ან სულაც ბანალურობას მიეცემოდა და ვარდების თაიგულით დაადგებოდა თავს ნინიას. ნამდვილად ორიგინალურ სიტუაციაში მოუწია ხელის თხოვნა, ანდრიას, რას წარმოიდგენდა, საავადმყოფოს პალატაში თუ მოუწევდა, ასე მნიშვნელოვანი ამბის გაგება? -ორიგინალური სულ ვიყავი, მაგრამ ორი საათის წინ ნამდვილად არ მიფიქრია, მე ამ პოზაში, ამ ადგილას, თუ გთხოვდი ხელს, მართალია, თან არც ბეჭედი მაქვს და არც, შამპანური ან, როგორც იციან ხოლმე! მაგრამ მე ხომ გული აქ მაქვს?ძალიან მინდა ჩემი ცოლი გახდე ნინუ, ძალიან!-ჩაილაპარაკა ოდნავ ანერვიულებულმა და თავი, მოჭუტული თვალებით ოდნავ გადააქნია. ლომთაძე გაფითრებული აკვირდებოდა სანახაობას და უკვე ატირებულს, არაფერი ახსოვდა ანდრიას სიტყვების გარდა, გამოდის რომ ისევ მათთვის და მათი მომავლისთვის გადადგა ეს მტკივნეული ნაბიჯი ბიჭმა. მართალია, შესაძლებელია, მათი მომავალი ერთად არ შემდგარიყო, როგორც ანდრიასა და ნინიას ისტორია, თუმცა, არც ეგ გამოპარვია თვალთახედვიდან გასვიანს. შეიძლება სისხლიც დაეთმო, ოღონდ ნინიას მისი ცოლი რქმეოდა, სხვის გვერდით, ისეთი ეგოისტი და ეჭვიანი როგორიც ანდრიაა ვერ იგუებდა გოგონას. უეჭველად, შემოაკვდებოდა ის ვიღაც ვინც მის 'ციცნას' უცნაურად შეხედავდა მაინც. მიუხედავად ყველაფრისა, არც კი უფიქრია, ნინია სხვის გვერთით, შეიძლება ყოფილიყო.. ამაზე არაადამიანურ სახეს იღებდა და შინაგანად ღნაოდა, ვერ გადაიტანდა, იმ ადამიანს სხვის გვერდით,ვინც მისი ცხოვრების ერთადერთი აზრია.. სხვას ვერ მისცემდა იმის უფლებას, ბედნიერი გაეხადა მისი გოგო, რადგან, თავიდანვე თვლიდა, რომ ეს მისი უფლება კი არა, მოვალეობა იყო. -ხომ იცი ჩემი გეგმების შესახებ არა? 18 წლისა ვერ გავთხოვდები, ანდრია..-ამოისრუტუნა ჩუმად და თავი დახარა, მისი სახე რომ არ დაენახა. -ახლა ასაკი უკვე აღარაფერ შუაშია, ნინუ! ახლა, ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერი.. როდემდე ვიტანჯოთ ასე? მე ამდენს ვეღარ გავუძლებ, მართლა ვერ ავიტან, შენს გარეშე, კიდევ ერთი წუთი გავჩერდე, არ გეტყვი რომ მიყვარხარ და ამ ფრაზას ჩემი ენით კიდევ ერთხელ ვერ გავცვითავ! ხომ იცი, ჩემი სიცოცხლე ხარ, ჩემი ამოუწურავი წყარო ხარ, ნინ.. ძალიან, ძალიან მჭირდები, არ მიყვარს ეს უაზრო სენტიმენტები, უბრალოდ ჩემი სიცოცხლე ხარ და მენატრები ძალიან,-თქვა მანაც ჩუმად და გოგონას დამაინტრიგებლად ჩააშტერდა თვალებში, თითქოს, რამეში დარწმუნებას ცდილობსო,არა, მართლა სიკვდილამდე სჭირდებოდა, სიცოცხლისთვის ნინია, უბრალოდ მისი სიჯიუტის ამბავი რომ იცოდა, სიეშმაკეც უნდა ეხმარა, თორემ მოკვდებოდა და ეგ არის -სულ წარმომედგინა, როგორ მთხოვდი ხელს,-ჩუმად ჩაიალაპარაკა და ხმა ჩაიწმინდა,-ვიცი ეს რომანტიკის მოყვარული რომ არ ხარ, და ორიგინალურობაზე გიჟდები, ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, კვერცხის შეწვას რომ გასწავლიდი კომპიუტერით და ხელი რომ დაიწვი,-ჩაიცინა და თავი გადააქნია,-თურმე, სალათი გქონია მაცივარში და ჩემი გამოცდა გინდოდა, გახურებულ ტაფაზე რომ სამი თითი მიიწვი და მე დამაბრალე ეგეც მახსოვს, მოდი ახლა და მომიარეო, გაიძახდი, ეშმაკობას მაშინვე მიგიხვდი, რა ვქნა ახლა, თუ არ ავიღე ეს კვერცხი იატაკიდან, დედაჩემი გამომაგდებს გარეთო, მე კი ხელი მტკივაო, სასაცილოდ და ამავდროულად ეშმაკურად მიკრავდი ნამიოკებს, რომ მითხარი გამოდი ჩემთანო, ძალიან გავბრაზდი, როგორ არ შეუძლია კვერცხის აკრებათქო, შენ კიდევ ერთი სულელური მიზეზი მომიყვანე და მითხარი, ცაცია არ ვარო.. გაბრაზების მიუხედავად მაინც გამეცინა მაშინ, სიცილი მერე უნდა გენახა, ერთი შეკვრა კვერცხი რომ გამომიგზავნე წარწერით, "ამას შემდეგში შენ შემიწვავო", დედაჩემი გაკვირვებული აცეცებდა თვალებს, მე კიდევ გიჟივით ვიცინოდი. აი, მაშინ მივხვდი რა ორიგინალურიც იყავი, ამაში თანდათან ვრწმუნდებოდი, მმე კიდევ ძალიან მიყვვარდა, შენი ორიგინალური გამოხტომების ხილვა და მათზე ხალისობა.. რაც წახვედი, ამის გახსენებაც არ მინდა ახლა, მაგრამ, მართლა ძალიან მაკლდი, გეფიცები! ახლა, მემგონი დროა, მე შეგიწვა ხოლმე კვერცხი და შენ მიყურო, არ გეგონოს რომ უკეთესების კეთება არ ვიცი, უბრალოდ შემწვარი კვერცხი მაგალითად მოვიყვანე,-თქვა დამორცხვებულმა და თავი ოდნავ ჩახარა, თუმცა მაინც შეამჩნია, როგორ შეუტოკდა გული გასვიანს, რაც ხელების მომუშტვით გამოამჟღავნა, ჰიპერაქტიური მოძრაბით წაავლო მკლავში ხელი გოგონას და გვერდით ისე მიაფრინა, თითქოს ჩიტი ყოფილიყოს. -ჩემი ბუშტი, უკვე ჩემი ცოლიც! ჩემი ზაზუნა.-ზაზუნა საიდან მოიტანე ახლა?-სიცილით ჰკითხა და განიერ წელზე მანაც შემოჰხვია ხელი. -ჩემო ნინუ, მარტო ჩემო ნინუ,-დროგამოშვებით მოუჭერდა ხოლმე ხელებს წელზე, თითქოს მის იქ ყოფნას ამოწმებდაო, მერე კი თბილ ტუჩებს დაცვარულ შუბლზე მიაკრავდა,-ვგიჟდები შენს სურნელზე! შენი თმაც კი მაგიჟებს, როდის გვექნება ქორწილი? -ნიშნობა და ზედმეტი "ხრონგი"არ გვინდა, უბრალოდ, ჩვეულებრივად დავნიშნოთ დრო, არ მინდა ეს სუფრა და უფფ.. მთვრალი კაცები! მერე შენც დათვრები და აუფ! სად მაქვს შენი მოვლის თავი?-შუბლზე ხელი მიიდო, თითქოს მზე ეჭყიტება და სადმე შორს უნდა გაცქერაო. -როგორც შენ გინდა, ოღონდ ხვალვე დაველაპარაკებით შენებს და ვეტყვით ამის შესახებ, თუ საჭიროა ქუთაისშიც ჩავალთ! ქორწილამდეც და იმის მერეც ჩემთან იცხოვრებ,-თმები აუჩეჩა და უფრო მიიკრა გულზე. * * * -სად არიან ამდენ ხანს ოდი და მაკო?-იკითხა ელენემ, და საავადმყოფოს გრძელ კოლიდორს მზერა გააყოლა,საიდანაც, მალე ორი ნაცნობი სილუეტი დალანდა. -მაკო! ოდი! ჩამოვიდნენ!-სწრაფად გაიქცა მონატრებული მეგობრებისკენ და გადაეხვიათ,-სად ხართ ამდენი ხანი! როგორ გელოდებოდით! -საავადმყოფოში რა გინდათ? ვინ არის ცუდად?-თქვა მაკომ და ბავშვებისკენ დაიძრა. -გრძელი ამბავია, მერე მოგიყვებით, ახლა თქვენით უნდა ვიჯერო გული!-კიდევ ერთხელ ჩაეხუტა გოგონებს. * * * მეორე დღეს ყველა სახლში დაბრუნდა, მხოლოდ ანდრია დადიოდა კასტილებით, მაგრამ იფიცებდა "ქორწილამდე მომირჩებაო",,დაპირებისამებრ, მაშინვე ქუთაისში ჩავიდნენ,მშობლებთან დასალაპარაკებლად და თავიანთი გადაწყვეტილების გასამხელად. იმ საღამოს, ყველა გოგონებთან შეიკრიბა.. იყო ახალი წევრიც, გოგაც, რომელიც საკმაოდ კარგად შეეწყო ახალგაზრდებს, გარდა ალექსანდრესი, სულ უბღვერდა გულბანი ბიჭს, რატომ, ამის მიზეზი ღმერთმა იცის! -მოდით, რამე ვითამაშოთ!-თქვა გოგამ და მარჯვენა ხელი ასწია. -პატარა ბავშვები ვართ?-უაზრო გამომეტყველებით ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და გოგას გვერდით მისკუპებულ ელენეს ირიბად, უფრო სწორად, ფარულად მიაშტერდა. -კომუნისტი ხარ შენს ძმობას ვფიცავარ!-თქვა საბამ. -სიმართლე თუ მოქმედება!-თქვა ოდიმ და ფეხზე წამოდგა,-წავალ ბოთლს მოვიტან! -თქვენ გინდათ ბატონო ალექსანდრე?-ჰკითხა ირონიით ელენემ და თვალები მოჭუტა. -რატომაც არა! გავიხსენებ ბავშვობას! -ამას შენს ბავშვობაშიც თამაშობდნენ ალექსანდრე? მეგონა ახალი იყო რაღაც.-ჩაიფხუკუნა გოგამ, თუმცა გულბანმა ისეთი თვალებით შეხედა ლამის, მოკვდა იქვე. -კარგი, პირველი მე ვატრიალებ, იმიტომ რომ ბოთლი მე მოვიტანე!-თქვა ოდიმ და წრეზე დამსხდარ ბავშვებს მოკლედ მოუჭრა. ბოთლი დატრიალდა და მივიდა ალექსანდრესთან. -სიმართლე თუ მოქმედება? -სიმართლე!-გადაჭრით თქვა ბიჭმა. -რამდენი წლის ხარ? -ოცდაოთხის, მეგონა რამე ჭკვიანურს მოიფიქრებდი.. -ღმერთო, არ მინდა ეს თამაში და მომკალით!-წამოდადღანდა ელენე და შუბლზე ხელი იტკიცა. -რა გჭირს ელუ?-ჰკითხა გოგამ ოდნავი მზრუნველი ხმით. -შოკოლადებს ამოვიტან მაღაზიიდან და მოვალ,-გაუღიმა ყველას და შემოსასვლელში გადაინაცვლა, -მეც მოვდივარ, დამელოდე,მოაძახა ალექსანდრემ და ისიც წამოეწია. -სად მოდიხარ შენც? ჰკითხა ბიჭიაშვილმა და კარი გამოაღო. -მაღაზიაში!-მკაცრი ტონი შეინარჩუნა ბიჭმა და კარები დაკეტა. ჩუმად ჩაირბინეს კიბეები, მერე კი მაღაზიაშიც ჩუმად შევიდნენ. იყიდეს რაც უნდოდათ და იქაურობა დატოვეს. -ვინაა გოგა?-იკითხა უეცრად, უფრო სწორად, იყვირა. -რა გაყვირებს ადამიანო, ჩვენი კარის მეზობელია და გავიცანით,-მხრები აიჩეჩა. -მეორედ მაგას მანდ დავინახავ და საერთოდ აღარ გამოჩნდება თვალსაწიერზე! -ე, ეგ რა შენი საქმეა?გოგა უკვე ჩვენი მეგობარია.. შენ ვერ ამიკრძალავ, მე ვიმესთან მეგობრობას.. ხომ კარგად გაიგე?!-წამოენთო ელენე და ხელები გადააჯვარედინა. -მომისმინე, ბიჭიაშვილო!-საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დაუქნია,-მეორედ, მაგასთან აღარ დაგინახო, თორემ რაც მოხდება შენს თავს დააბრალე.. შენ თვითონ ხომ გაიგე რაც გითხარი?! დაგინახავ მაგასთან და შენს თვალწინ დავუმტვრევ იმ გამოფიტულ ძვლებს!-ბოლო ორი სიტყვა დანაწევრებით უთხრა და სიგარეტი ახალნაყიდი შეკვრიდან ამოაძვრინა. -არა, რას ერჩი მაგ ბიჭს, მაინც ვერ გავიგე!-თავისას განაგრძობდა ელენე -გოგო, შენ ვერ გაიგე მგონი რა გითხარი!! მე არ მინდა, ე.ი ასე უნდა გააკეთო!! -შენ რა გინდა და რა არა, მე არ მეხება!! იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთისთვის არავინ ვართ! ასე რომ, არ გაქვს უფლება, რამე მიბრძანო! -მე გაგაფრთხილე,-თქვა ძლივსშენარჩუნებული სიმშვიდით გულბანმა,-ეგ რომ გალამაზდება, მერე ნახავ რა შემიძლია!-მაზოხისტო, სულ იმაზე ფიქრობ, ვინ როგორ ცემო და სისხლი ადინო! -საიდან მოიტანე ჩემი მაზოხისტობის ამბავი? ვინც ღირსია, იმას ვცემ კი არა, დავჭეჭყავ, ეგ გოგა კიდევ, არ არის სანდო პიროვნება! -შენ რას შეგაგნებინებს კაცი!-დაიბუზღუნა გოგონამ და ჩაბნელებულ სადარბაზოში შედგა ფეხი, ანდრიას მანქანას რომ მოკრა თვალი,-ჩამოვიდნეეენ!-დაიყვირა სწრაფად და მთელი სიჩქარით ავარდა კიბეებზე. -ღმერთო, რა ბავშვია!-თავი გადააქნია ალექსანდრემ და ისიც კიბეებზე ავიდა. * * * -რა ქენით? რა გითხრეს?-სახლში შევარდნისთანავე დაიყვირა ელენემ. -აცადე, გოგო სულის მოთქმა!-თვალები დაუქაჩა მაკომ. -ვაიმე, არ მითხრა ახლა, უარი გვითხრესო! არა რა, მე უნდა წამოგყოლოდით, დავარწმუნებდი, რომ ამ ხისთავიან სვანს, მართლა უყვარს ნინია და გაგატანდნენ მერე ცოლ.. -ერთ თვეში ქორწილია!-გააწყვეტინა სწრაფი ბურტყუნი ანდრიამ გოგონას და ნინია გულზე მიიკრა,-არ მაცადე სიტყვის ჩაკვეხება, რომ მეთქვა, უბრალოდ ნიშნობა არ გვექნება! -რა რიცხვში უწევს თქვენი ქორწილი? -25 ოქტომბერს, კვირას..-თქვა ნინიამ.-ახლა კი რატომ მოვედით აქ, გუშინწინ ანდროს ხომ ქონდა დაბადების დღე და ვერ გადაიხადა, ახლა კი, რესტორანში მივდივართ, ერთ საათში გამოგივლით! -ერთ საათში რა უნდა მოვასწროთ? -ელენე, ოდი, ნუცი, მაკო, მარი, ლექსო, საბა, ალექსანდრე, ერთ საათში იყავით მზად!-თქვა მობეზრებულმა ანდრიამ და ნინიას კარისკენ უბიძგა. -კარგი გვრიტებო!-კარში გასულებს მიაძახა ელენემ და ღიმილიანი სახით მიბრუნდა გოგონებისკენ,-ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ასე რომ ბიჭებო, გთხოვთ დაგვტოვოთ! -სულ შენთან ვაპირებდით დარჩენას რა,-გაინაზა საბა და კარისკენ წავიდა,-წავედით ბოიზ! უნდა "ჩავიზმანო" და გოგონები "დავშოკო"!! -მუმლაძე! გამასწარი!-შეჰკივლა ელენემ და სამივეს ცხვირწინ მიუხურა კარი. -ოდი მაკოს გაუჯეთებს მაკიაჟს, ნუცი მარის, მე მანამდე ჩავიცვამ!-გასცა ბრძანება ბიჭიაშვილმა და ოთახში შეტანტალდა. შავი, ტანზე მომდგარი ქვედაბოლო სწრაფად ამოიცვა, თეთრი, უბრალო მაისური შავი წარწერებით ჩამოიფხატა თავზე, ტყავის ფეხსაცმელი ჩაიცვა და მისაღებში გავიდა, სადაც გოგონები უკვე მზად დახვდნენ. -რომელიმემ ჩემთვისაც მოიცალეთ ახლა და ვსო!-წელზე ხელები შემოიჭდო და ოდნავ გაწელა ლამაზი ფორმის ტუჩები. -კარგი, მე გაგიკეთებ,-ფეხზე ოდი წამოდგა, მაკიაჟის ჩანთით და სკამზე წამოსკუპებულ ბიჭიაშვილს მიუახლოვდა,-ჩრდილებს გაგიკეთებ, ელი და ტუჩ.. -ტუჩზე არაფერი არმინდა, მხოლოდ თვალები! მეტი არაფერი..-იუარა გოგონამ და თვალები მინაბა. ნახევარ საათში უკვე ხუთივე მზად იყვნენ და ბიჭებს ელოდებოდნენ. -იმედია ახლაც ვინმე არ მოხვდა ავარიაში,-თქვა ელენემ. -რეებს მოიგონებ ხოლმე რაა!-წააქეზა ნუციმ და ფეხზე წამოდგა. -აი, მოვიდნენ!-თქვა ფანჯარასთან მდგომმა ოდიმ და ყველა გარეთ გავიდა. ელენემ კარი ჩაკეტა და ისიც გოგონებს მიყვა უკან. ეზოში ჩასულს, ყველა მანქანაში დახვდა ჩასკუპებული, მხოლოდ ალექსანდრე იდგა ფეხზე, სათვალე გაეკეთებინა და სიგარეტს აბოლებდა. -ასეთი ცუდი ხასიათი რომ არ ჰქონდეს, მშვენიერი ბიჭია!-დაიჩურჩულა და თვალი გაუსწორა.-მე სად ვჯდები ? -ჩემს გვერდით ჯდომის პატივი დაგედოთ, ელენ!-ირონიულად ჩაილაპარაკა და გოგონას კარი გაუღო. -ამაზე მეტი პატივი არავის უცია ჩემთვის! სულელი ხეპრე!-წაიბუზღუნა გამწარებულმა, სანამ ალექსანდრე მანქანაში ჩაჯდებოდა,-ოც წუთიან მგზავრობას, სანანებელს გამიხდის!- ჩაიქირქილა და მაშინვე გაჩუმდა, გულბანი მანქანაში რომ ჩაჯდა. -უფრო მოკლე კაბა არ გქონდა?-მიახალა ჩაჯდომისთანავე წარბშეკრულმა თვალებგაფართოვებულ გოგონას. -კი, თუ გინდა იმას ჩავიცვამ!-ირონია შეურია ხმაში. -ეცადე ჩემს ნერვებზე არ ითამაშო! -ეგ ხომ ჩემი პროფესიაა, ჩემი ტიტული შენთან მიმართებაში სწორედ, ნერვებზე მოთამაშეა!-ხაზგასმით წარმოთქვა ბოლო ორი სიტყვა და მზერა მოარიდა. -მოგარჯულებ შენ მე,-თავის გასაგონად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და საჭეს მიუბრუნდა. დიდად სახარბიელო თავი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ დავაგვიანე, თუმცა ცუდიც არ უნდა იყოს. სკოლაში ძალიან ბევრ სამეცადინოს მაძლევენ და მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ყოველ დღე ვერ გამოვაქვეყნებ ისტორიას.. ე.ი ახალი თავი იქნება ყოველ ორშაბათს;სამშაბათს; ხუთშაბათს; შაბათს.. ასევე იქნება გამონაკლისებიც!! მიყვარხართ ყველა, ვისაც ეს ისტორია ოდნავ მაინხ აინტერესებს პირადად ჩემთვის ჩემი პერსონაჟები და "ნერვებზე მოთამაშე" ძალიან მნიშვნელოვანნი არიან. პ.ს ელ, ვიცი უფრო დიდ თავს ელოდებოდი, მაგრამ ვერ გაგიმართლე იმედები. სამშაბათისთვის კარგი გოგო ვიქნები გპირდები(თ) სიყვარულით ლუციუსი :დდ არ გამიბრაზდეთ პორფავორ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.