მკვლელობის საღამო(9)
მეორე დღესვე საქართველოში დავბრუნდით გოგონა მასწავლებელმა და დაცვამ წაიყვანეს,მე და ნიკა უფროსის რეაქციას ველოდებით და გვერდიგვერდ ვდგავართ..ემოციების ნაკადი მაწვება როცა გოგოს სიტყვები მახსენდება,წარმოდგენა არ მაქვს მას რა ელის..ეს ალბათ კარგიცაა,არამგონია რამე დაუშავონ მას ხომ არაფერი გაუკეთებია ისეთი რის გამოც დაისჯება.უფროსი გვიახლოვდება და სახეზე სიმშვიდე ეტყობა. -ძალიან გამიხარდა როცა გავიგე რომ ყველაფერი მოგიგვარებიათ,ძალიან კარგია.ცოტა ხანი დასვენება არ გაწყენდათ. -და ნინო სად არის,არ გამოჩენილა. -მას სხვა საქმე გამოუჩნდა,ამიტომ აქ დავტოვეთ.მას მოგვიანებით ნახავთ ახლა თქვენს ოთახებში შედით მგზავრობა დაგღლიდათ.დაისვენეთ. თანხმობის ნიშნად ჩვენს ოთახებში შევდივართ..რამდენიმე საათი ოთახში ვჩერდები და ბარგს ვალაგებ..საღამომდე ოთახში ვჩრები და ყველაფერის შესახებ ვიწყებ ფიქრს.ძილის დრომაც მალე მოაღწია,მაგრამ მე სამწუხაროდ თვალის დახუჭვაც არ შემიძლია.გარედან ვიღაცის ხმა მესმის,ეს ხმა ხან ჩერდება ხან კი პირიქით,ქურთუკს ვიცვამ და კარს ფრთხილად ვაღებ..გარეთ ნელი ნაბიჯით გავდივარ,გოგონას სილუეტს ვხედავ შორიდან უკნიდან დაცვა,მასწავლებელი და უფროსი მიყვება.მათ ფრთხილად მივყვები რამდენიმე წუთში გოგო ძირს ეცემა..თვალებს არ ვუჯერებ როცა ვაცნობიერებ რომ ეს ნინოა.სახეზე ჩალურჯებები ეტყობა..თვალები დასიებელი აქვს,ალბათ უძილობით.უკან ვიწევი ერთი ნაბიჯით. -ჩემგან რა გინდათ.. ძირს ეცემა და ტირილს იწყებს. -ადექი. მესმის მასწავლებლის ხმა. -რა გვინდა? მისკენ მიემართება უფროსი. -შენგან ის გვინდა რაც დანარჩენი ბავშვებისგან რომლებიც არ იმყოფებიან,ჩვენ გვჭირდება ისინი უბრალოდ დაგვემორჩილონ,სამწუხაროდ შენ მათზე მიხვედრილი ხარ,ამიტომაა რომ წინააღმდეგობას გვიწევ.ერთხელ და საბოოლოდ გაიგე რომ აქ ვინც შემოდის უკან ვეღარ გადის.შენ გამონაკლისი არ ხარ,თავს რჩეულად ნუ იგრძნობ.ახლა კი წაიყვანეთ... დაცვა მკლავში ხელს მაგრად კიდებს და სადღაც მიათრევს.შეშინებული ჩემს ოთახში ვბრუნდები..ნუთუ ეს მართლა ნინო იყო.ასეთი რა ჩაიდინა რა გაიგო.მეორე დღესვე დავიწყე გამოძიება,უნდა გავიგო რა ჯანდაბა ხდება აქ,ჩვენგან რა ჭირდებათ.არაფერს ვიმჩნევ,არ მინდა ვინმემ ჩემზეც იეჭვოს,ნიკასგან თავს შორს ვიჭერ,იქნებ ისიც გარეულია ამ საქმეში გამორიცხული არაფერია.სავარჯიშოდ ჩვეულებრივ 3 საათი ვრჩები,შემდეგ კი ჩემს ოთახისკენ მომავალი ვხედავ როგორ გამოდის ოთახიდან უფროსი.კარს ფრთხილად ვაღებ და მის კაბინეტში შევდივარ,კომპიუტერს ვუახლოვდები რაიმე ხელჩასაჭიდს ვეძებ,მაგრამ არ გამომდის ყველაფერზე პაროლი უდევს,მე კი საკმარისი დრო არ მაქვს მისი გამოცნობისთვის დრო დავკარგო,არც საბუთებშია ისეთი რამ რაც მჭირდება.ოთახს ჩქარი ნაბიჯით ვტოვებ და ჩემი ოთახის კარს ვაღებ,უეცრად გოგონას ხმა მაჩერებს.უკან ვტრიალდები..მაქსის დაა. -გისმენთ? -რას აკეთებ? -უკაცრავად,ვერ გავიგე. -რას აკეთებდი მის ოთახში.. -ვის ოთახში. -თავს ნუ იკატუნებ,მშვენივრად იცი რასაც ვგულისხმობ... დაგინახე. -მისმინე..მე ისეთი არაფერი ჩამიდენია,რაც ჩემს წინააღმდეგ იქნება მიმართული.შენ კი ამას ყოველდღე აკეთებ. კარს ვაღებ და ოთახში შევდივარ,როცა ვრწმუნდები რომ წავიდა ოთახს სწრაფად ვტოვებ და იმ ადგილისკენ მივემართები სადაც გუშინ ნინო დავინახე..ვერაფერს ვერ ვხვდები,სად უნდა წაეყვანათ იგი.ჩემი გამოძიება დიდ ხანს გრძელდება ყოველდღე უფროსის კაბინეტში ჩუმად შევდივარ და პაროლის გამოცნობას ვცდილობ.,,უფროსი,,ვწერ პაროლის გრაფაში და ინფორმაცია ჩემს წინ იშლება.აქამდე როგორ ვერ მივხვდი,რომ თავისთავზე შეყვარებული მოხუცი,პაროლად თავისავე სახელს დაწერდა. ნინოს და მაქსის გამოსახულებებს ვხედავ..როგორც ჩანს ვიდეო თვალია დამონტაჟებული მათ ოთახში..გვერდით ექიმები დგანან და ყოველ წამს რაღაც ინფორმაციებს ინიშნავენ.მაქსის ისევე როგორც სხვებს ათასი მილაკები აქვთ შეერთებული თავზე.რა ჯანდაბას ჩადიან.კარები უეცრად იღება და მაქსის და შემოდის. -ახლა რაღას იტყვი პატარავ?არამგონია ეს უფროსს მოეწონოს. იარაღით ხელში ჩემსკენ მოემართება. -მგონი ვერ გაგიცნობიერებია ვის უნდა ენდო და ვის არა. -რას გულისხმობ. -ჯერ კიდევ ბავშვივით იქცევი,არ მეგონა ასეთი სულელი თუ იყავი. -რას გულისხმობ??არ მესმის. -იმას რომ შენ აქ დროს ჩემზე მუქარაში კარგავ როცა შენი ძმა საშინელ მდგომარეობაშია. კომპიუტერისკენ მივანიშნებ,მიახლოვდება და ეკრანს უყურებს.მაქსის დანახვაზე ხმის ამოღებასაც კი ვეღარ ახერხებს. -მოდი გავიდეთ და გარეთ ვისაუბროთ,ნებისმიერ წუთს შეიძლება ვინმე შემოვიდეს. -არსადაც არ წახვალ,მითხარი ეს რა არის. -არ ვიცი,წარმოდგენა არ მაქვს რას უკეთებენ,ის კი ვიცი რომ ჩვენი დახმარება ჭირდება. -ვერ ვიჯერებ. -უბრალოდ უნდა გავაკეთოთ რამე მის დასახმარებლად. -არ ვიცი. -ცოტა ხანში უფროსი შემოვა უნდა გავიდეთ. ოთახს ჩქარი ნაბიჯით ვტოვებთ და ჩემს ოთახში შევდივართ. -არ მჯერა,ეს რა ჯანდაბა იყო.არ მესმის,ნუთუ ამის გაკეთება შეუძლია..უბრალოდ ვერ ვხვდები ეს რაში სჭირდება.. დაბნეული ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. -დამშვიდდი,პანიკა გამოსავალი არ არის,ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ.შენი ძმა უნდა გადავარჩინოთ. -ამას რატომ აკეთებ,მან ხომ აქ გამოგიშვა იმისთვის რომ მე გადავერჩინე. -საქმეც მაგაშია,შენში შეცდა...ცდებოდა როცა შენი სჯეროდა,არ მინდა გული ეტკინოს კიდევ ერთხელ. -ჩემი ძმის მიმართ რამეს გრძნობ? -არა. -არამგონია სიმართლეს ამბობდე,ვიცი შეყვარებული გოგონა როგორც იქცვა,ნუ გავიწყდება რომ მეც გოგო ვარ და ამის გამოცდილება მაქვს,ჩემს გასულელებას გირჩევნია სინამდვილეს თავი არ აარიდო.. -ფილოსოფოსობას მორჩი,რჩევის მოცემა არ მჭირდება,მითუმეტეს შენგან.თავად ყოველდღე იმ მოხუცთან გაქვს ურთიერთობა.ამის გაფიქრებაზე გული მერევა. -მე მიზეზი მაქვს,ამას ვერ მიხვდები.ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს მე არავის ცხოვრებაში არ ვერევი,აქედან გამომდინარე მეც იგივეს მოვითხოვ მათგან. -დამიჯერე,შენი ძმა რომ არა ზედაც არ შემოგხედავდი.მაგრამ ახლა მაქსის გამო უნდა გავერთიანდეთ,უნდა როგორღაც გადავარჩინოთ იგი.შენ კი ამისთვის ყველაფერი გაქვს,თავისუფლად შეგიძლია შეხვიდე უფროსის კაბინეტში,ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. -ყველაფერს გავაკეთებ,ჩემი ძმა ერთადერთია ვინც ჩემზე ზრუნავს,ერთხელ მეც უნდა გავაკეთო მისთვის რამე. -ახლა წადი,როგორც კი შეძლებ მოხუცის კაბინეტში შეხვალ პაროლი,,უფროსი,,.უნდა გაარკვიო ყველაფერი,შენს იმედზე ვარ,.მეც გავაკეთებ იმას რასაც შევძლებ. ოთახს ჩქარი ნაბიჯით ტოვებს.კარს ვკეტავ და საწოლზე ვჯდები.სინდისის გრძნობა მაწუხებს იქნებ მართლაც უსამართლოდ მოვექეცი,ეს ეჭვი მოსვენებას არ მაძლევს.ოთახში ნიკა შემოდის დაბნეული სახით. -გაკვეთილზე გაგვიანდება. -სულ დამავიწყდა,მოვდივარ. მასთან ერთად ოთახში შევდივარ,ჩემს მაგიდასთან ვჯდები,ამჯერად ჩემს გვერდით ადგილს ნიკა იკავებს. -ახლა ბავშვებო ერთ სიტუაცაიას შემოგთავაზებთ.ჩემი აზრით ყველას პასუხი განსხვავებული იქნება,რადგან ამ საკითხზე ყველას სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს. გოგონას რომელზეც ძალადობს მამინაცვალი დედამისი ყურადღებას არ აქცევს.გოგონა ხვდება რომ დედამისმა შეიძლება არაფერი იცოდეს,მაგრამ მისი საქციელი საპირისპიროს მიუთითებს.ის ხედავს როგორ შეყავს გოგონა თავის მეუღლეს ოთახში გარკვეული დროით,ამას ემატება რომ გოგონას ყვირილი ოთახიდან გამოდის.მაგრამ დედამის ამ საქციელის მიმართ არანაირი რეაქცია აქვს,რას იზამდით ამ გოგონას ადგილზე რომ ყოფილიყავით. -სახლიდან წავიდოდი. ამბობს ქეთი. -ამით არაფერი მოგვარდება,ალბათ პოლიციას დავუკავშირდებოდი. აპროტესტებს მეორე. -იქნებ დედამისისთვის ყველაფერი აეხსნა,ასე უფრო ადვილი იქნებოდა. -ხო,მაგრამ იქნებ დედამის ემუქრება მისი ქმარი. საუბარში ყველა ერთვება ჩემს გარდა. -მე მაინც მგონია,რომ კარგი იქნებოდა გოგონას ყველაფერი აეწონა და შემდეგ რამე მოემოქმედებინა. მასწავლებელი ჩემზე აჩერებს მზერას. -შენ რას იტყვი თამთა,როგორ მოიქცეოდი. ფეხზე ვდგები. -მე..მათ მოვკლავდი,ორივეს ერთდროულად.. ჩემს პასუხზე ყველას სახეზე შეშფოთება ესახება. -არ ღირს არავის გამო თავის გაწირვა,ბოლოს მაინც ყველა მიგატოვებს,დედა რომელიც ამ საქციელზე არაფერს ამბობს,ის არ არის სიცოცხლის ღირსი. ოთახს ვტოვებ.არ მინდა სხვა ბაშვების კომენტარების მოსმენა მათ საკმარისად ვუსმინე. რამდენიმე დღეში მაქსის და მიკავშირდება..ჩემს ოთახში გიჟივით შემორბის. -რა მოხდა,რამე გაარკვიე? -დაახლოებით კი..კომპიუტერში ვნახე,უბრალოდ რომ იცოდე რა საშინლად გამოიყურებოდა,არ მინდა მოკვდეს,. -დამშვიდდი და მომიყევი რა ნახე. -როგორც გაირკვა ერთ კვირაში სხვაგან უნდა გადაიყვანონ,მანამდე ჩვენ ის უნდა გავათავისუფლოთ. -როგორ,არ ვიცით სად არის..ეს როგორ უნდა შევძლოთ. -გავარკვევ,რამეს მოვაგვარებ. -ხომ იცი რომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული,ყველაფერი უნდა გააკეთო. -ვიცი.. -როგორღაც გაარკვიე რომელ ოთახში ყავთ,ისე ძნელი იქნება მიგნება შემდეგ კი გაყვანა აქედან. -ყველაფერს მოვაგვარებ,ახლა უნდა წავიდე. -კარგი წადი. ოთახს ტოვებს..დაბნეული სარკეში ვიხედები.ჩემში ორი ,,მე,,იბრძვის.ერთს სურს ყველაფერზე თქვას უარი,ყველა დაივიწყოს და გახდეს ის ვინც მათ აქციეს,უნდა მაქსი მთელი არსებით დაივიწყოს,იმიტომ რომ მან გული ატკინა,იმიტომ რომ არავინ არ ყავს ვინც მას გაუგებს,ყველა აქცევს ზურგს,თვით გიოც კი უარყობს,ადამიანი რომელსაც მეგობრად თვლის..მეორე,,მე,,კი ძველი თამთაა.მას სურს მაქსთან ერთად იყოს,მაგრამ აქაც არის ერთი პრობლემა,მან იცის რომ მაქსმა შეიძლება მას კიდევ ატკინოს გული,ეს მას მთელ ძალას ართმევს.მაქსი მთლიანი თამთას სისუსტეა,..ამას ორივე ,,მე,,ხვდება მაგრამ აღიარება ორივეს უჭირს. საქმეც ამაშია მე რომ ვიცოდე რა მოხდება მომავალში,ბევრ რამეს გავაკეთებდი არც გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდებოდა,მაგრამ ახლა არაფერი ვიცი.წარმოდგენა არ მაქვს მაქსი რას გააკეთებს,იქნებ მან ისევ დაუშვას შეცდომა მე კი ამ შეცდომის პატიების ძალა აღარ დამრჩა,არ შემიძლია გავუძლო..მე გვერდში არავინ მყავს ვინც გამამხნევებს,ეს ყველაზე მეტად მასუსტებს. ისეთი რის გამოც დაისჯება.უფროსი გვიახლოვდება და სახეზე სიმშვიდე ეტყობა. -ძალიან გამიხარდა როცა გავიგე რომ ყველაფერი მოგიგვარებიათ,ძალიან კარგია.ცოტა ხანი დასვენება არ გაწყენდათ. -და ნინო სად არის,არ გამოჩენილა. -მას სხვა საქმე გამოუჩნდა,ამიტომ აქ დავტოვეთ.მას მოგვიანებით ნახავთ ახლა თქვენს ოთახებში შედით მგზავრობა დაგღლიდათ.დაისვენეთ. თანხმობის ნიშნად ჩვენს ოთახებში შევდივართ..რამდენიმე საათი ოთახში ვჩერდები და ბარგს ვალაგებ..საღამომდე ოთახში ვჩრები და ყველაფერის შესახებ ვიწყებ ფიქრს.ძილის დრომაც მალე მოაღწია,მაგრამ მე სამწუხაროდ თვალის დახუჭვაც არ შემიძლია.გარედან ვიღაცის ხმა მესმის,ეს ხმა ხან ჩერდება ხან კი პირიქით,ქურთუკს ვიცვამ და კარს ფრთხილად ვაღებ..გარეთ ნელი ნაბიჯით გავდივარ,გოგონას სილუეტს ვხედავ შორიდან უკნიდან დაცვა,მასწავლებელი და უფროსი მიყვება.მათ ფრთხილად მივყვები რამდენიმე წუთში გოგო ძირს ეცემა..თვალებს არ ვუჯერებ როცა ვაცნობიერებ რომ ეს ნინოა.სახეზე ჩალურჯებები ეტყობა..თვალები დასიებელი აქვს,ალბათ უძილობით.უკან ვიწევი ერთი ნაბიჯით. -ჩემგან რა გინდათ.. ძირს ეცემა და ტირილს იწყებს. -ადექი. მესმის მასწავლებლის ხმა. -რა გვინდა? მისკენ მიემართება უფროსი. -შენგან ის გვინდა რაც დანარჩენი ბავშვებისგან რომლებიც არ იმყოფებიან,ჩვენ გვჭირდება ისინი უბრალოდ დაგვემორჩილონ,სამწუხაროდ შენ მათზე მიხვედრილი ხარ,ამიტომაა რომ წინააღმდეგობას გვიწევ.ერთხელ და საბოოლოდ გაიგე რომ აქ ვინც შემოდის უკან ვეღარ გადის.შენ გამონაკლისი არ ხარ,თავს რჩეულად ნუ იგრძნობ.ახლა კი წაიყვანეთ... დაცვა მკლავში ხელს მაგრად კიდებს და სადღაც მიათრევს.შეშინებული ჩემს ოთახში ვბრუნდები..ნუთუ ეს მართლა ნინო იყო.ასეთი რა ჩაიდინა რა გაიგო.მეორე დღესვე დავიწყე გამოძიება,უნდა გავიგო რა ჯანდაბა ხდება აქ,ჩვენგან რა ჭირდებათ.არაფერს ვიმჩნევ,არ მინდა ვინმემ ჩემზეც იეჭვოს,ნიკასგან თავს შორს ვიჭერ,იქნებ ისიც გარეულია ამ საქმეში გამორიცხული არაფერია.სავარჯიშოდ ჩვეულებრივ 3 საათი ვრჩები,შემდეგ კი ჩემს ოთახისკენ მომავალი ვხედავ როგორ გამოდის ოთახიდან უფროსი.კარს ფრთხილად ვაღებ და მის კაბინეტში შევდივარ,კომპიუტერს ვუახლოვდები რაიმე ხელჩასაჭიდს ვეძებ,მაგრამ არ გამომდის ყველაფერზე პაროლი უდევს,მე კი საკმარისი დრო არ მაქვს მისი გამოცნობისთვის დრო დავკარგო,არც საბუთებშია ისეთი რამ რაც მჭირდება.ოთახს ჩქარი ნაბიჯით ვტოვებ და ჩემი ოთახის კარს ვაღებ,უეცრად გოგონას ხმა მაჩერებს.უკან ვტრიალდები..მაქსის დაა. -გისმენთ? -რას აკეთებ? -უკაცრავად,ვერ გავიგე. -რას აკეთებდი მის ოთახში.. -ვის ოთახში. -თავს ნუ იკატუნებ,მშვენივრად იცი რასაც ვგულისხმობ... დაგინახე. -მისმინე..მე ისეთი არაფერი ჩამიდენია,რაც ჩემს წინააღმდეგ იქნება მიმართული.შენ კი ამას ყოველდღე აკეთებ. კარს ვაღებ და ოთახში შევდივარ,როცა ვრწმუნდები რომ წავიდა ოთახს სწრაფად ვტოვებ და იმ ადგილისკენ მივემართები სადაც გუშინ ნინო დავინახე..ვერაფერს ვერ ვხვდები,სად უნდა წაეყვანათ იგი.ჩემი გამოძიება დიდ ხანს გრძელდება ყოველდღე უფროსის კაბინეტში ჩუმად შევდივარ და პაროლის გამოცნობას ვცდილობ.,,უფროსი,,ვწერ პაროლის გრაფაში და ინფორმაცია ჩემს წინ იშლება.აქამდე როგორ ვერ მივხვდი,რომ თავისთავზე შეყვარებული მოხუცი,პაროლად თავისავე სახელს დაწერდა. ნინოს და მაქსის გამოსახულებებს ვხედავ..როგორც ჩანს ვიდეო თვალია დამონტაჟებული მათ ოთახში..გვერდით ექიმები დგანან და ყოველ წამს რაღაც ინფორმაციებს ინიშნავენ.მაქსის ისევე როგორც სხვებს ათასი მილაკები აქვთ შეერთებული თავზე.რა ჯანდაბას ჩადიან.კარები უეცრად იღება და მაქსის და შემოდის. -ახლა რაღას იტყვი პატარავ?არამგონია ეს უფროსს მოეწონოს. იარაღით ხელში ჩემსკენ მოემართება. -მგონი ვერ გაგიცნობიერებია ვის უნდა ენდო და ვის არა. -რას გულისხმობ. -ჯერ კიდევ ბავშვივით იქცევი,არ მეგონა ასეთი სულელი თუ იყავი. -რას გულისხმობ??არ მესმის. -იმას რომ შენ აქ დროს ჩემზე მუქარაში კარგავ როცა შენი ძმა საშინელ მდგომარეობაშია. კომპიუტერისკენ მივანიშნებ,მიახლოვდება და ეკრანს უყურებს.მაქსის დანახვაზე ხმის ამოღებასაც კი ვეღარ ახერხებს. -მოდი გავიდეთ და გარეთ ვისაუბროთ,ნებისმიერ წუთს შეიძლება ვინმე შემოვიდეს. -არსადაც არ წახვალ,მითხარი ეს რა არის. -არ ვიცი,წარმოდგენა არ მაქვს რას უკეთებენ,ის კი ვიცი რომ ჩვენი დახმარება ჭირდება. -ვერ ვიჯერებ. -უბრალოდ უნდა გავაკეთოთ რამე მის დასახმარებლად. -არ ვიცი. -ცოტა ხანში უფროსი შემოვა უნდა გავიდეთ. ოთახს ჩქარი ნაბიჯით ვტოვებთ და ჩემს ოთახში შევდივართ. -არ მჯერა,ეს რა ჯანდაბა იყო.არ მესმის,ნუთუ ამის გაკეთება შეუძლია..უბრალოდ ვერ ვხვდები ეს რაში სჭირდება.. დაბნეული ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. -დამშვიდდი,პანიკა გამოსავალი არ არის,ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ.შენი ძმა უნდა გადავარჩინოთ. -ამას რატომ აკეთებ,მან ხომ აქ გამოგიშვა იმისთვის რომ მე გადავერჩინე. -საქმეც მაგაშია,შენში შეცდა...ცდებოდა როცა შენი სჯეროდა,არ მინდა გული ეტკინოს კიდევ ერთხელ. -ჩემი ძმის მიმართ რამეს გრძნობ? -არა. -არამგონია სიმართლეს ამბობდე,ვიცი შეყვარებული გოგონა როგორც იქცვა,ნუ გავიწყდება რომ მეც გოგო ვარ და ამის გამოცდილება მაქვს,ჩემს გასულელებას გირჩევნია სინამდვილეს თავი არ აარიდო.. -ფილოსოფოსობას მორჩი,რჩევის მოცემა არ მჭირდება,მითუმეტეს შენგან.თავად ყოველდღე იმ მოხუცთან გაქვს ურთიერთობა.ამის გაფიქრებაზე გული მერევა. -მე მიზეზი მაქვს,ამას ვერ მიხვდები.ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს მე არავის ცხოვრებაში არ ვერევი,აქედან გამომდინარე მეც იგივეს მოვითხოვ მათგან. -დამიჯერე,შენი ძმა რომ არა ზედაც არ შემოგხედავდი.მაგრამ ახლა მაქსის გამო უნდა გავერთიანდეთ,უნდა როგორღაც გადავარჩინოთ იგი.შენ კი ამისთვის ყველაფერი გაქვს,თავისუფლად შეგიძლია შეხვიდე უფროსის კაბინეტში,ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. -ყველაფერს გავაკეთებ,ჩემი ძმა ერთადერთია ვინც ჩემზე ზრუნავს,ერთხელ მეც უნდა გავაკეთო მისთვის რამე. -ახლა წადი,როგორც კი შეძლებ მოხუცის კაბინეტში შეხვალ პაროლი,,უფროსი,,.უნდა გაარკვიო ყველაფერი,შენს იმედზე ვარ,.მეც გავაკეთებ იმას რასაც შევძლებ. ოთახს ჩქარი ნაბიჯით ტოვებს.კარს ვკეტავ და საწოლზე ვჯდები.სინდისის გრძნობა მაწუხებს იქნებ მართლაც უსამართლოდ მოვექეცი,ეს ეჭვი მოსვენებას არ მაძლევს.ოთახში ნიკა შემოდის დაბნეული სახით. -გაკვეთილზე გაგვიანდება. -სულ დამავიწყდა,მოვდივარ. მასთან ერთად ოთახში შევდივარ,ჩემს მაგიდასთან ვჯდები,ამჯერად ჩემს გვერდით ადგილს ნიკა იკავებს. -ახლა ბავშვებო ერთ სიტუაცაიას შემოგთავაზებთ.ჩემი აზრით ყველას პასუხი განსხვავებული იქნება,რადგან ამ საკითხზე ყველას სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს. გოგონას რომელზეც ძალადობს მამინაცვალი დედამისი ყურადღებას არ აქცევს.გოგონა ხვდება რომ დედამისმა შეიძლება არაფერი იცოდეს,მაგრამ მისი საქციელი საპირისპიროს მიუთითებს.ის ხედავს როგორ შეყავს გოგონა თავის მეუღლეს ოთახში გარკვეული დროით,ამას ემატება რომ გოგონას ყვირილი ოთახიდან გამოდის.მაგრამ დედამის ამ საქციელის მიმართ არანაირი რეაქცია აქვს,რას იზამდით ამ გოგონას ადგილზე რომ ყოფილიყავით. -სახლიდან წავიდოდი. ამბობს ქეთი. -ამით არაფერი მოგვარდება,ალბათ პოლიციას დავუკავშირდებოდი. აპროტესტებს მეორე. -იქნებ დედამისისთვის ყველაფერი აეხსნა,ასე უფრო ადვილი იქნებოდა. -ხო,მაგრამ იქნებ დედამის ემუქრება მისი ქმარი. საუბარში ყველა ერთვება ჩემს გარდა. -მე მაინც მგონია,რომ კარგი იქნებოდა გოგონას ყველაფერი აეწონა და შემდეგ რამე მოემოქმედებინა. მასწავლებელი ჩემზე აჩერებს მზერას. -შენ რას იტყვი თამთა,როგორ მოიქცეოდი. ფეხზე ვდგები. -მე..მათ მოვკლავდი,ორივეს ერთდროულად.. ჩემს პასუხზე ყველას სახეზე შეშფოთება ესახება. -არ ღირს არავის გამო თავის გაწირვა,ბოლოს მაინც ყველა მიგატოვებს,დედა რომელიც ამ საქციელზე არაფერს ამბობს,ის არ არის სიცოცხლის ღირსი. ოთახს ვტოვებ.არ მინდა სხვა ბაშვების კომენტარების მოსმენა მათ საკმარისად ვუსმინე. რამდენიმე დღეში მაქსის და მიკავშირდება..ჩემს ოთახში გიჟივით შემორბის. -რა მოხდა,რამე გაარკვიე? -დაახლოებით კი..კომპიუტერში ვნახე,უბრალოდ რომ იცოდე რა საშინლად გამოიყურებოდა,არ მინდა მოკვდეს,. -დამშვიდდი და მომიყევი რა ნახე. -როგორც გაირკვა ერთ კვირაში სხვაგან უნდა გადაიყვანონ,მანამდე ჩვენ ის უნდა გავათავისუფლოთ. -როგორ,არ ვიცით სად არის..ეს როგორ უნდა შევძლოთ. -გავარკვევ,რამეს მოვაგვარებ. -ხომ იცი რომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული,ყველაფერი უნდა გააკეთო. -ვიცი.. -როგორღაც გაარკვიე რომელ ოთახში ყავთ,ისე ძნელი იქნება მიგნება შემდეგ კი გაყვანა აქედან. -ყველაფერს მოვაგვარებ,ახლა უნდა წავიდე. -კარგი წადი. ოთახს ტოვებს..დაბნეული სარკეში ვიხედები.ჩემში ორი ,,მე,,იბრძვის.ერთს სურს ყველაფერზე თქვას უარი,ყველა დაივიწყოს და გახდეს ის ვინც მათ აქციეს,უნდა მაქსი მთელი არსებით დაივიწყოს,იმიტომ რომ მან გული ატკინა,იმიტომ რომ არავინ არ ყავს ვინც მას გაუგებს,ყველა აქცევს ზურგს,თვით გიოც კი უარყობს,ადამიანი რომელსაც მეგობრად თვლის..მეორე,,მე,,კი ძველი თამთაა.მას სურს მაქსთან ერთად იყოს,მაგრამ აქაც არის ერთი პრობლემა,მან იცის რომ მაქსმა შეიძლება მას კიდევ ატკინოს გული,ეს მას მთელ ძალას ართმევს.მაქსი მთლიანი თამთას სისუსტეა,..ამას ორივე ,,მე,,ხვდება მაგრამ აღიარება ორივეს უჭირს. საქმეც ამაშია მე რომ ვიცოდე რა მოხდება მომავალში,ბევრ რამეს გავაკეთებდი არც გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდებოდა,მაგრამ ახლა არაფერი ვიცი.წარმოდგენა არ მაქვს მაქსი რას გააკეთებს,იქნებ მან ისევ დაუშვას შეცდომა მე კი ამ შეცდომის პატიების ძალა აღარ დამრჩა,არ შემიძლია გავუძლო..მე გვერდში არავინ მყავს ვინც გამამხნევებს,ეს ყველაზე მეტად მასუსტებს. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ეს თავი ცოტა პატარა გამოვიდა,მაგრამ მეტის დაწერა ვერ მოვასწარი,შემდეგი შევეცდები უფრო დიდი დავდო.მანამდე მაინტერესებს მოგწონთ თუ არა.ამას უბრალოდ არ ვკითხულობ,მე მართლა მაინტერესებს რას ფიქრობთ,გავაგრძელო თუ არა და,კიდევ თუ რამე შენიშვნა გაქვთ კომენტარის სახით დაწერეთ,მე თქვენს რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებ.ასე რომ ველოდები თქვენს აზრს კომენტრის სახით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.