ჩემი გულის ქურდი ხარ 16
აცრემლებული თვალებით ავხედე დანის სახლს და რაც შემეძლო თბილად გავუღიმე.ჩანთები გამომართვა და სასტუმრო ოთახში მოსამსახურეს შეატანინა.მისი მშობლებიც მოვინახულე და ბოლოს ვთხოვე ჩემს ოთახში შევეყვანე.ხომ მჭირდებოდა დრო და გარემოება ,რომ დაგროვილი ბოღმა ამომენთხია?ჰო და შევედი თუ არა ოთახში და თავი მარტო დავიგულე,ავიღე ბალიში და რაც შემეძლო მთელი ძლაით ვიკივლე.ტელეფონის ზარები რომ შევამოწმე, შემოსული ზარების პაპკა ცარიელი იყო.მაკუნას არ ქონდა დანარეკი და არც მშობლებსაც,დაჩის ხომ მითუმეტეს. გადაღლილი და მოთენთილი გამოუცვლელად წამოვწექი და როგორც ჩანს იმ წუთასვე ჩამეძინა.აუტანელმა ზუზუნმა რომ გამომაფხიზლა, ტელეფონს ვსტაცე ხელი და გაკვირვებულმა წარბები ავზიდე.უცხო ნომერი მირეკავდა,საქართველოდან. -გისმენთ- ინტერესიანი და გაკვირვებული ტონით მივმართე. -სოფი, შენ ხარ?-ნაცნობმა ხმამ სიცოცხლე შემმატა თითქოს. -ბექა?-დავიყვირე გახარებულმა და მგონი მალე ოთახში ხტუნვას დავიწყებდი. -დააგვიანა?-დანანებით მკითხა და მივხვდი დაჩიზე რომ ამბობდა. -ხომ იცი ,არა-მოღუშულმა ვუპასუხე და ახლა ჩემი სიხარული ბრაზმა შეცვალა. -აპატიე რა,ჩემი ბრალია-ახლა მართლა გაურკვევლობაში ვიყავი. -ჯერ ერთი, თვითონ რატომ არ მირეკავს და შენ გარეკინებს და მერე მეორე რა მოხდა ასეთი ,რომ ვერ დამაბრუნა და უფლება მომცა რამოდენიმე წლით მოვშორებოდი?-გაგულისებულმა ერთიანად მივაყარე და ფეხის ბაკუნი ისე დავიწყე ,თითქოს დაჩი დამინახავდა გაჯავრებულს. -რამოდენიმე წლით?დაბრუნებას არ აპირებ სოფი?-აღშფოთებულმა ტონმა უფრო მეტად დამასევდიანა. -არა ბექა,მშობლები არ დამთანხმდებიან,სამი წლით მაინც მომიწევს აქ დარჩენა-ახლა კი საერთოდ ყურები ჩამოვყარე დედას ნათქვამი რომ გამახსენდა.მთლიანი სასწავლებელი კურსის გავლა მომიწევდა და სანამ არ დავამთავრებდი, მანამ საქამრთველოში ვერ დავბრუნდებოდი. -ეგ არ ვიცოდი-თვითონაც მომენტალურად დანაღვლიანდა-სოფი ,მომისმენ? -კი, რა მოხდა-ცოტა არ იყოს შევშინდი კიდეც. -დაჩი... -ნუ გაამართლებ გეხვეწები. -ანუკას ეხება-შეცვალა სასაუბრო თემა უცებ. -ანუკას რაღა დამეართა?-მეგონა ამ საყაროში ყველა მე მასულელებდა. -ანუკა გახდა ცუდად,ეტყობა ბოლომდე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა ,ჰო და დაჩის ვთხოვე წამოეყვანა,ის კიდე საავადმყოფოში მანამ დარჩა, სანამ გადასხმა არ დაუმთავრდა , ამიტო დააგვიანდა რა.თვითონ არ დაურეკია .ეგონა ,რომ საერთოდ არ მოუსმენდი .მე კიდევ თავს დამნაშავედ ვგრძნობ.-რამოდენიმე წუთიანი დუმილი ჩამოწვა. თითქოს ბექა იმიტომ გაჩუმდა, რომ ჩემთვის მოყოლილის გაანალიზებისთვის დრო მოეცა. მე კი ეს დრო ნამდვილად მჭირდებოდა.როგორი ჭირვეული ,ამაყი და ჯიუტი ვიყავი ხოლმე .აქ კი თურმე რა მომხდარა სინამდვილეში. -ანუკა როგორაა?-ვიკითხე გამოფხიზლებულმა სასწრაფოდ და სანამ პასუხს მივიღებდი, მგონი რამოდენიმეჯერ მოვკვდი კიდეც. -დამშვიდდი, ახლა კარგადაა-ვიგრძენი მის ხმაზე რომ ბექას გაეღიმა. -ბოდიში რა, ასე არ უნდა გავბრაზებულიყავი .არ ვიცოდი საქმე ასე სერიოზულად თუ იყო-თავი დამნაშავედ ვიგრძენი. მითუმეტეს, რომ ბოდიშის მოსახდელად პირადად ბექა მირეკავდა.-და დაჩი ახლა სად არის? -დაჩი რამოდენიმე დღე ჯერ ვერ დაგელაპარაკება,ანუკასთან მყავს დატოვებული და... -მოიცა,მოიცა,მაშინ დაჩის ტელეფონზე მარიმ რატომ მიპასუხა?-უცებ ეს ფაქტი გამახსენდა და ვერაფრით ვერ დავიჯერე ,რომ ბექა მატყუებდა. -დაჩის აეკიდა და სანამ ანასთან იყო, დრო იხელთა-მარტივად ამიხსნა და იმდენად ჩვეულებრივი პასუხი გამცა, რომ მომენტალურად დავწყნარდი. -კარგი ,მაშინ დაჩის გადაეცი, რომ როცა მოახერხებს ,ეგრევე დამირეკოს-ჩავძახე იმ იმედით ,რომ მალე სასურველის ხმას გავიგონებდი. -კარგი სოფი,გადავცემ და ბოდიში რა. -ნახმვამდის-და ყურმილი დავკიდე. ახლა შედარებით მშვიდად ვიყავი, მაგრამ ორი ახალი თავსატეხი გამიჩნდა.ანუკაზე ვნერვიულობდი და პლიუს უკვე ქვეყნიდან წამოვედი და ამ ფაქტს აღარაფერი ეშველებოდა. საბოლოო ჯამში ,იმდენი ვიფიქრე, რომ ტვინის უჯრედები გადამეღალა, რამაც ისევ ძილი მომგვარა.სასიამოვნო სიზმრიდან რომ ისევ უსიამოვნო ტელეფონის ზუზუნმა გამომაფხიზლა ,გინებით დავხედე ეკრანს და მიუხედავად იმისა, რომ არ შემიხედია ვინ რეკავდა,აღებულ ყურმილს უხეშად გავეცი ხმა. -რა მოხდა?-ჩავძახე გაღიზიანებულმა და თვალები მოვიფშვნიტე. -სოფი-მომესმა სანატრელი ხმა, რომელიც საშინლად დასუსტებული და გადაღლილი მეჩვენა. -დაჩი?აბა ბექამ რამოდენიმე დღე ვერ დაგირეკავსო?-ცრემლები წამომივიდა, რომ გავიაზრე თუ რამდენად შორს ვიყავი მისგან. -ჰო ,ეგრე უნდა ყოფილიყო,მაგრამ დავაღწიე თავი-სუსტად ჩაიცინა და განაგრძო -მაპატიე სოფი რა-უცებ დასევდიანდა. -არაა საჭირო, თავიდან კი ვიყავი გაბრაზებული და შენს საქციელს ახსნა ვერ მოვუძებნე ,მაგრამ მერე ბექამ დამირეკა და... -გითხრა ხო ყველაფერი?? -ჰო,როგორ არის ბავშვი? -ახლა უკეთესადაა, მაგრამ აქ რაომდენიმე დღე კიდევ დატოვებენ.ბექამ რაც მითხრა მართალია?დიდი ხნით ვერ ჩამოხვალ?-ნაღვლიანად ჩამძახა მონატრებულმა ხმამ. -არ ვიცი ,არდადეგებზე მოვახხერხებ თუ არა,მაგრამ ისე ვერანაირად-მოვიწყინე მეც... სხვა მნიშვნელოვანზე არაფერზე გვილაპარაკია.თუმცა ამ არამნიშვნელოვანზე ლაარაკსაც რამოდენიმე საათი ვერ მოვწყდი.მეცოტავებოდა და მისი ხმის გაგონება კიდევ მინდოდა.მმგონი ნელნელა მანიაკად გადავიქეცი.როცა ხელახლა დავიძინე, მერე უკვე მაკუნამ დამირეკა და ორი წინა დაუდევარი გაღვიძების გამო, მთელი ბოღმა მასზე ვანთხიე.მართალია არასწორად მოვიქეცი, მაგრამ მანაც ჯერ მოთინებით მისმინა, შემდეგ კი უკვე თვითონ გამომლლანძღა გამგზავრებისა და მისი დატოვებისთვის. საბუთების გადმოგზავნა ,რ ა თქმა უნდა ,მოესწროთ ჩემს მშობლებს, ამიტომ შაბათ-კვირა გავიდოდა თუ არა, უნივერსიტეტში უნდა გავყოლოდი დანის. გარეთ გასვლის თავიც არ მქონდა, რომ მონატრებული ქალაქი დამეთვალიერებინა.ბოლოს და ბოლოს იმდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ, რომ რამე მაინც შეიცვლებოდა.მოთმინებით მელოდა დანი,მაგრამ საბოლოო ჯამში სასეირნოდ მარტო წასვლა მოუწია,მე კი თავს ისევ და ისევ ოთხ კედელს შუა გამომწყვდეულად ვგრძნობდი.ასე გავიდა რამოდენიმე დღე..... -სოფი, გამოაღწევ დროზე?-ქვედა სართულიდან მიღრენდა დანი ,მაგრამ მე ძალით არ დამიგვიანია,მართლა..უბრალოდ იმდენად დაცარიელებული ვიყავი ,რომ რა ჩავიცვი, ან რომელი წიგნები შევკრიბე ,აზრზე ვერ მოვდიოდი.ახალი მეგობრები და შეყვარებული კი არა, სწავლის თავიც არ მქონდა ...ურთიერთობებზე ხომ საუბარი ზედმეტია. -ახალი რაში გყავს?-ჩავიცინე და შავ მზეზე ალაპლაპებულ ფერარს თვალი შევავლე. -რა ,არ მოგწონს?-მხიარულად გამიცინა და წინა კარი გამიღო. -სწავლისთვის კონცენტრაციას მე ვერ მოვახდენ და მშობლების ფულს მაინც გავფლანგავ-ჩავიქირქილე სარკასუტლად და დანის შუბლშეკრულ მზერას რომ გადავაწყდი, ეგრევე მანქანაში ჩავხტი.ნაცნობი ქუჩები რომ გავიარეთ, გავბედნიერდი კიდეც,მოგონებები ამომიტივტივდა და რამოდენიმე ძველი მეგობარიც გამახსენდა, თუმცა ახლანდელ დროში მათ ან ვიპოვიდი , ან არა.აი უნივერსიტეტში კი ვინმესთან დამეგობრებაზე ნამდვილად არაფერს ვაპირებდი. ლექციები , ლექციები და ისევ და ისევ ლექციები.ახალი არაფერი მთელი ერთი წლის განმავლობაში.ყოველდღე ცხოვრებას მხოლოდ დაჩის ხმის გაგონება მიფერადებდა ,რომელსაც უჩვეულო სისუტეს ვატყობდი და ჩემს ყოველ კითხვაზე ,თუ რა ჭირდა ,ან რამე ხომ არ ტკიოდა, ერთი და იგივე პასუხს ვიღებდი:“კარგად ვარ“.მართალია, ეჭვები მაინც მაწუხებდა,მაგრამ ეს ყველაფერი უკან მრჩებოდა, როცა დაჩის თბილი ხმით ნათქვამ :“მენატერების“ ვისმენდი.სკაიპით ველაპარაკებოდი ხომლე და მისი სახის დანახვა წამში მამშვიდებდა.რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი მაკუნას შესახებ ,რომელიც ყველა დარეკვაზე მიწასთან მასწორებდა თავისი მრავალსიტყვიანი სალანძღავი ლექსიკონით.დანისთან უფრო დავახლოვდი და რაც ამდენი წლების განმავლობაში დავკარგე ,ერთიანად ვინაზღაურებდი.მასაც სამსართულიანი სახლი ქონდა და მთელი დღე რომ მასში მებოდიალა ,ნამდვილად არ მომბეზრდებოდა ,რასაც მშვენიერი ეზოც ემატებოდა.საშინლად მინდოდა ლეკვი, ან კნუტი, მაგრამ დანის მშობლებმა თავი გაიგიჟეს ალერგია გვაქვსო, ასე რომ ხანდახან სულ მარტო ვრჩებოდი..მშობლებზე გამახსენდა..რაც შეეხება ჩემს მშობლებს, დღემდე გაბრაზებული ვიყავი და ძალიან იშვიათად ვრეკავდი ხოლმე, განსაკუთრებით კი დედასთან, რომელიც ყოველ დარეკვაზე მეგობარი ბიჭის ამბავს მეკითხებოდა, რასაც მოყვებოდა საყვედურები ჩემი გულჩათხრობილობის შესახებ.ხანდახან იმდენად მომინდებოდა ,რომ დაჩი გევრდით მყოლოდა ,ტირილს ვიწყებდი და ამ დროს მცველად დანი მედგა ხოლმე.მომხვევდა ხელს და გულზე მიმიხუტებდა.მეც ასე ვმშვიდდებოდი და როგორც ყოველი მოქუფრული დღის შემდეგ მზე, მეც ცრემლების შემდეგ რამოდენიმე დღე და ხანდახან კვირაც ყურებამდე გაღიმებული დავდიოდი. ზუსტად ერთ თვეში იწყებოდა ზაფხულის არდადეგები და მეც რამდენიმედღიანი ხვეწნის შემდეგ, როგორც იქნა მშობლებს ბილეთი დავაჯავშნინე საქართველოში დასაბრუნებლად.მიუხედავად იმისა ,რომ მხოლოდ სამი კვირით ვაპირებდი უკან დაბრუნებას ,ეს მაინც შვება იყო ,რადგან ყველაზე მთავარს,დაჩის ვნახავდი.შემდეგ კი წინ ისევ მომაბეზრებელი ორი წელი მელოდა დაჩის და მაკუნას გარეშე.ამჯერად დანი ვეღარ მომყვებოდა და გულიც კი დამწყდა, რადგან ძალიან მივეჩვიე. ჩემი ჩამოსვლის ამბავი კი არც მაკნუნასთვის მითქვამს , არც ბექასთვის და მითუმეტეს, არც დაჩისთვის. დადგა თუ არა გამგაზავერბის დღე, ლამის ფრენა-ფრენით გავვარდი აეროპრტში.ჩემს გაცილებაზე დანიმ ერთი ორი ჭკუის დარიგებაც გამომატანა და ღიმილით და ხელის ქნევით მასაც გამოვეთხოვე.თვითმფრინავში ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი და ვცქმუტავდი, რაც გვერდით მჯდომ შუახნის მამაკაცს არ გამოპარვია და რამოდენიმეჯერ ისე გამომხედა, რომ აშკარად ჩემს ფსიქიკაში შეეპარა ეჭვი.აქ რომ მაკუნა მყოლოდა ,ალბათ ჯანმრთელობის ცნობასაც მომთხოვდათქო გავიფიქრე და გულიანად გამეცინა. დამღლელი მგზავრობა გადავაგორე და უკვე ტაქსით სახლს ვუახლოვდებოდი.დედა და მამა წინასწარ გავაფრთხილე მაკუნა ჩემთან შემოეტყუებინათ ისე, რომ არაფერი ეთქვათ.მათი თანხმობა მივიღე თუ არა ,მზაკვრული ღიმილით გამოვაღე კარი და რამოდენიმე ჩანთაც წვალებით გადმოვათრიე.არცერთი არ წამიღია სახლისკენ, ამას მოსამსახურეს დავავალებდი,მე კი სიმღერით და ასევე ცეკვის თანხლებითაც შესასვლელისკენ წავკუნტრუშდი.თავიდან კარს ყური მივადე და ცხადად გავიგონე ,როგორ უქებდა მაკუნა ლიანა დეიდას ახლად გამომცხვარ ღვეზელებს.ამას რა შეცვლიდათქო ეს გავიიფიქრე და კარებს წიხლი იმხელაზე ვკარი ,მგონი საერთოდ ჩამოვიღე. -მოვედიიი ქაჯიიიიი-რაც შემეძლო ხმამაღლა ვიყვირე და მერე რამოდენიმე წუთიანი ხარხარი ამიტყდა. საქმე იმაშია, რომ როცა შევედი, მაკუნა ღვეზელს კბეჩდა და რომ დამინახა დარჩა ეგრე პირგამოტენილი გამოშტერებული, მერე კი რომ მოტვინა, არ ვეჩვენებოდი რამოდენიმეჯერ თვლაების დახამხამების შემდეგ, ხველება დაიწყო,სავარაუდოდ ლუკმა გადასცდა. -შენ უნდა მომკლა გოგო?-ატირებულმა წამოიძახა და ჩემსკენ გამოქანდა-შე ცხოველო, თუ ჩამოდიოდი, რატომ არ გამაგებინე, გაგსრისო გინდა?-ჩვეული მონატრების სიტყვები „ტკბილად“ მომაგება და მეც სიცილით გგადავეხვიე. -მეც მიხარია მაკუ შენი ნახვა-ჩავიქირქილე თვალებგაბრწყინებულმა და დავაბზრიალე. -კაი გვეყოს, ხალხი რას იფიქრებს-ჩართო თავისი შტერობები ეგრევე და ისე ,რომ ხელიც არ გაუშვია არც ჩემზე და არც ღვეზელზე ,მდივანზე ჩამოჯდა. -ჰა , აღიარე, არ მელოდი და გაგიხარდი?-წარბები ავათამაშე და სასურველი პასუხის მოლოდინში ღიმილით მივაჩერდი. -გამიხარდი კი არა, დამახრჩვე და მომკალი რომ შემოდი, ეგრევე.-მხარი გამკრა და კიდევ ჩამეხუტა. ორი საათი მაინც გადამბულად მელაპარაკებოდა და მერე ალბათ ენა ეტკინა ,რადგან რამოდენიმე წუთიანი პაუზა გააკეთა... -შენ და ბექა რას შვებით?-თბილად ვკითხე და ეშმაკურად გავხედე. -ნუ ,ჯერ გათხოვებას არ ვაპირებ, და ისე კარგად-მხიარულად გადაიკისკისა და მომენტალურად დასერიოზულდა ,როცა უკვე დაჩი ვახსენე. -რამე მოხდა?-რამოდენიმეჯერ გავუმეორე შეკითხა და რომ არაფერი მიპასუხა, ჩანთას ხელი დავსტაცე და სახლიდან ნერვიულად გავვარდი. -მშობლები მაინც გენახა ჯერ-მომაძახა დადევნებულმა და ტაქსი გავაჩერე თუ არა, ჩემთან ერთად ჩახტა მანქანაში. -რამეს მიმალავთ ხო?-აცრემლებულმა ვკითხე და პასუხად დუმილი რომ გავიგე, ეჭვები უფრო გამიმყარდა. -ნუ ნერვიულობ ასე სოფი, ყველაფერი კარგადაა, მითუმეტეს ყოველდღე ელაპარაკებოდი დაჩის სკაიპში და რამე რო ჭირდეს არ გეტყოდა?-ისე ესეც სწორი იყო.არაფერი ჭირდა, მაგრამ ჩემს ზურგს უკან რაღაც უეჭველი ხდებოდა. დაჩის მისამართი არ ვიცოდი, ამიტომ მძღოლის კითხვაზე თუ რომელ შესახვევში შესულიყო, მაკუნას მომლოდინედ მივაჩერდი. -მარჯვნივ-თითქოს ავტომატურად ჩაილაპარაკა და ამომხედა-სოფი,რაღაც მართლა არ იცი და მზად ხარ რომ გაიგო? -ჩემი სიკვდილი გინდა შეენ?-წამოვიყვირე მოთმინებადაკარგულმა, რაზეც მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა.ბოდიში მოვუხადე და როცა მანიშნა მოვედითო, გაკვირვებული გადმოვედი მანქანიდან. -ბექა და დაჩი აქ ხშირად დადიან და საუბრობენ ხოლმე.სეირნობენ რა ...ახლაც ეგ დროა.ჰო და ახლა შეძლებ ნახო,ოღონდ გაფრთხილებ, რომ ან საერთოდ არ დაენახო, ან რამოდენიმე წუთი შეიცადე. -დროზე-ვუთხარი ისე, რომ მისკენ არც გამიხედია და იმ სკვერისკენ გავემართე, სადაც მე და დაჩი ადრე ერთმანეთს რამოდენიმეჯერ შევხვდით. რაც უფრო ვუახლოვდებოდი დანიშნულების ადგილს, გული უფრო სწრაფად მიცემდა.მაკუნას ადრინდელი ნათქვამით თუ ვიმსჯელებთ ,დაჩის არაფერი ჭირდა, რადგან ველაპარაკებოდი თითქმის ყოველდღე და საგანგაშო არაფერი შემიმჩნევია.თუმცა რა იყო ის, რასაც მიმალავდნენ?ამაზე რაც უფრ მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ცუდად ვხდებოდი.მალე შორიდან ორი სილუეტი მკრთალად გავარჩიე და ფეხს ავუჩქქარე. -ახლახანს მივწერე ბექას, რომ მოვედით-ჩუმად დაიჩურჩულა მაკუნამ და მადლიერი თვალებით გავხედე.ჯობდა ცოდნოდათ ,რომ აქ ვარ, ვიდრე უცებ დავცემოდი თავს ორივეს.-თუმცა დაჩიმ არ იცის-შეასწორა მისი ნათქვამი და ახლა ყელში ბრაზი მომაწვა. -რომ გაიგოს, შეიძლება ჩემი ნახვა არ მოსიურვოს?-მის შეცვლილ გამომეტყველებას რომ შევხედე, ეს ვიკითხე და პასუხი დადებითი რომ მივიღე მუხლები მომეკვეთა.მაგრამ ჯერ თურმე ყველაფერი წინ მქონია... რამოდენიმე ხეს ფეხისწვერებზე ჩავუარე და დახლართულ ტოტებსაც ძლივს დავაღწიე თავი.თავიდან მაკუნა გევრდით მედგა,მაგრამ მერე საგრძნობლად ჩამომრჩა. ბოლოს კი საერთოდ მარტო მივიწევდი წინ.თუ იმით ვიმსჯელებდი, რისი გარჩევაც ჯერჯერობით შემეძლო, ბექა ფეხზე იდგა,დაჩი კი დამჯდარი უსმენდა.თუმცა მწარედ,საშინლად შევცდი.სკამს ზურგის მხრიდან მივუახლოვდი და აღმოვაჩინე რომ ეს სკამი კი არა....მოკლედ,ბექამ დამინახა და სახე იმწამსვე შეეცვაალა, რაზეც დაჩიმ კითხა რა მოხდაო.ისე, რომ ხმა არ ამომიღია, რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ და მალე დაჩის წინ აღმოვჩნდი,ბექას გვერდით დავდექი. -სოფი-რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ აკანკალებული ხმით წარმოთქმული ჩემი სახელი მოწყდა დაჩის ბაგეებს და გვერდით ჩამიქროლა.მე კი,მე სუნთქვისთვის ჰაერი აღარ მყოფნიდა,თითქოს ყელში რაღაც გამეჩხირა და ჩასუნთქვის, ან ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.ცხვირი ამეწვა და დიდი ხნის ნაგროვები ცრემლები ახლა ბუდეებიდან ერთიანად გამომცვივდა.-აქ რა გინდა?-ისევ ჩუმად წარმოთქმული სიტყვები...არ გამიხედავს, მაგრამ ვიგრძენი ,რომ ბექამ უსიტყვოდ დაგვტოვა, მაკუნა კი ისედაც აღარსად ჩანდა.აი რაც შემეხება მე,მე დაჩის წინ ვიდექი.ვტიროდი და ვუყურებდი საყვარელ ადამიანს.ადამიანს,რომელიც სიცოცხლეს მერჩივნოდა,ადამიანს რომელიც ინვალიდის ეტლს იყო მიჯაჭვული.... უძალიანესი ბოდიში დაგვიანებისთვის :დდ აი მუზა რო გაგექცევა კაცს და ვერაფრით რო ვერ გამოიჭერ ისეთ სიტუაციაში ვარ :დდ დღემდე ვერ ვიპოვე ჩემი მუზა მაგრამ დაგვიანება უფრო მეტად ვფიქრობ უარესი იქნებოდა :დ ამიტომ იყოს რაც არის :დდ ბოდიში ასეთი პატარა და არც თუ ისე საინტერესო თავისთვის და თქვენ კი არა მეც იმედი მაქვს რომ გამოვასწორებ :დდ :*** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.