შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დევდარიანების გოგო (3)


11-03-2015, 19:41
ავტორი wiwiko
ნანახია 2 179

ზამთარი კარგა ხნის გადასული იყო. მზე უკვე ფართოდ ანათებდა თბილისის მოკირწყლულ ქუჩებს.
გაჩერებული ტროლეიბუსები
მიტინგები
ნავთის ლამპები
პურის რიგები
-ბოლო ვინ არის? -უხეშად კრეს ხელი რიგში მდგომ, შავ თავსაბურიან ქალს. ბრძოლით გაიკაფა გზა დახლისკენ და დაკოჟრილი ხელი გაუწოდა.
ცალ ხელში ორი პური ეჭირა, ცალით -ჯოხს დაყრდნობოდა. ნელ-ნელა მიაბიჯებდა ნესტიან ქუჩებში. ცრემლი წასკდებოდა თუ არა, მაშინვე მოქაჩავდა მკლავს და მოიწმენდდა ხოლმე. სახლში მისულს დემიკო ან საწოლში ხვდებოდა, ან საერთოდ ვერ ნახულბოდა. ძალის გამოცლა ლადოს შემდეგ იგრძნო. მიხვდა რომ დემიკოს ვეღარ მოერეოდა და აღარც არაფერს ეუბნებოდა. სახლში შევიდა და ბიჭების ბურტყუნი უმალვე გაიგონა. დაინახეს თუ არა წელში ორად მოკეცილი ქალი, მაშინვე დაფაცურდნენ.
-გამარჯობათ ნანა დეიდა -ბექაური წამოდგა და გადაკოცნა. დანარჩენებიც მიესალმნენ. უყურებდა ბიჭებს და ცრემლი ერეოდა. დედის გული უგრძნობდა რომ კარგ საქმეში არ იყვნენ. ისიც იცოდა დემიკო რომ ღამეებს ათენებდა. ისიც იცოდა დარდიანს ღიმილის ნასახიც რომ არ გადაურბენდა სახეზე. ისიც იცოდა რომ დემიკო არაფერს ეტყოდა და ისევ ეტკინებოდა, სადღაც გულის სიღრმეში, იცოდა რომ დემიკოც ატკენდა გულს...
-გავედი მე -ლოყაზე ეამბორა დედას და ქურთუკი შეისწორა.
-კარგად ბიჭებო -თბილად გაუღიმა ბიჭებს და დემიკოს მიუბრუნდა.
-შენ დარჩი -თვალები დაუბრიალა დემიკომ, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეეწინააღმდეგა და მალე გამოვალო მიაძახა ბიჭებს.
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ერთადერთ შვილს და სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა.
-ოღონდ შენ არა! მოვკვდები და მეორედ ვეღარ გადავიტან. ხომ იცი არა? -დემიკოს ნიკაპზე ნაზად შეეხო და გატრიალებული სახე თავისკენ მოაბრუნა.
-მისმენ ბიჭო?!
-გისმენ... -თავი დახარა და უაზროდ მიაშტერდა იატაკს.
-დაიფიცე, დაიფიცე რომ მაგ სიბინძურეს არ გაეკარები. დამპირდი რა დედა... გემუდარები, თუ ოდნავ მაინც გიყვარს დედა. -მუხლებზე დაემხო და შვილის ხელები საკუთარ ხელებში მოიქცია. სულ დაუკოცნა...
გაშეშებული იდგა და უყურებდა განადგურებულ დედას, რომელიც მუხლებზე მდგარი ემუდარებოდა.
-არ შეტოპო მაგ სიბინძურეში -თუმცა ნანამ რა იცოდა, დემიკო როგორ ღრმად იყო შესული ამ ბინძურ ჭაობში. და რაც უფრო მეტად ითრევდა, რაც უფრო ფსკერისკენ ეშვებოდა, მით უფრო უძნელდებოდა თავის დანებება.

საკმაოდ ვერ მოულბია გული დედის დარიგებას. ფეტვიაშვილების ბინა დაცარიელდა იმ ღამით...
ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობაც ხელს უწყობდა ახალგაზრდებს. კიდევ უფრო უღვივებდა სხვისი ქონების მოხვეჭის სურვილს.
მოპარული ხილი რომ უფრო ტკბილია, ამას წყალი არ გაუვა.


იყვნენ გაშოტილები ბექაური და დემიკო. მოსაწევი თანდათან ერწყმოდა მათ სხეულებს. უფროდაუფრო ჭირდა თვალების გახელა... რამდენიმე წუთი აქეთ იყვნენ, მერე აფრინდნენ და კაცმა არ იცის სად დაფრინავდნენ...
დემიკო მაგდასკენ
ბექაური კეკელიძესკენ...
-ნიკუშ, კეკელიძემ როგორ შეგაყვარა თავი?
-სახლში რომ შედიხარ ფეხაკრეფით, ნელ-ნელა, თითის წვერებზე... იმ ოთახისკენ, სადაც უამრავი ძვირფასი თვალია, ოქრო, ბრილიანტი , ზურმუხტი... მარგად მევასება ზურმუხტი. ხოდა, რას ვამბობდი? აა ჰო... ასე ნელ-ნელა, ფეხაკრეფით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა არანაირი ძვირფასეულობა არ დახვდა, არც ოქრო, არც ბრილიანტი, არც ზურმუხტი. ხელში მხოლოდ ქურდი ბექაური შერჩა...
-რა იცი, იქნებ შენ ხარ ბრილიანტიც, ოქროც და ზურმუხტიც მისთვის? -იმედს არ კარგავდა დემიკო. ყველაზე მეტად ამშვიდებდა ბექაურთან საუბარი. - სიგარეტი საფერფლეში ჩაჭმუჭნა.
-ვგავარ ახლა მე ბრილიანტს? -კუთხეში გაეღიმა ნიკუშას... - მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი პერიოდი შეყვარებამდეა. მოწონებიდან შეყვარებამდე, სადღაც შუაში რომ ხარ გაჩხერილი. გული რომ არეულად ფეთქავს მის დანახვაზე, როცა ყოველ მის ქცევას რაღაც მნიშვნელობას ანიჭებ. ნებისმიერ ობიექტთან ყურადღების გამოჩენისას, მაინც სადღაც გულის რომელიმე კუნჭულში რომ ეჭვიანობ. და მაშინ, როდესაც გეტყვის რომ უყვარხარ, მთელს ტანში იგრძნობ სისხლის დუღილს. მე არ ვამბობ რომ უკვე შეყვარებულს ზემოთ ხსენებული სიმპტომები არ ახასიათებს. არა, უბრალოდ ეს იმდენად შეუმჩნეველია, იმდენად უბრალოა ეს გრძნობები იმასთან შედარებით რასაც გრძნობ... -ყურადღებით უსმენდა ბექაურს. თითოეულ სიტყვას იაზრებდა და ხვდებოდა რომ ჯერ ყველაფერი წინ იყო. ის სისხლის დუღილიც წინ ჰქონდა, ყველაზე მთავარი ხომ ესაა? როცა გეუბნება რომ უყვარხარ, გრძნობ როგორ გეცლება ფეხქვეშ მიწა. გრძნობ რომ ჰაერში ხარ გამოკიდებული და ფრენაც შეგიძლია. ანგელოზს უტოლდები, ფრთები გესხმება, თავზე ოქროსფერი რგოლიც გაქვს. აუცილებელი არაა თეთრებში იყო გამოწყობილი. როცა სიყვარული გაკურთხებს ანგელოზად, შეგიძლია ფლანელის პერანგი, ან ლევისის ქურთუკი გეცვას. მთავარია იგრძნო.
გულაღმა დაწვა. თვალები დახუჭა და მორევში გადაეშვა.
-ნიკუშ იმედია ეს ის არ არის რაც მე მგონია -კანდელაკი ოთახში შემოვარდა. საწოლზე წამოგორდა და ცარიელი ქაღალდი გაკვირვებულმა აიღო.
-უჩემოდ მოწიეთ ჰო? დანელიას თუ არ ვუთხრა ბ*ო*ზ*ი ვიყო. 

ინსტიტუტიდან ბრუნდებოდა. ტყავის ზურგჩანთა მხრებზე მჭიდროდ ჰქონდა აკრული. მუხლს ზემოთ, ყვავილებიანი კაბა ეცვა. კაბა ოდნავ ლანდავდა და მის თხელ ფეხებს გამოკვეთავდა ხოლმე. ისეთი უცხო იყო, სადაც გაივლიდა ყველა თვალს აყოლებდა. ზოგი წვრილ წელს მიაშტერდებოდა, ზოგი დამორცხვებული, თავდახრილი გაივლიდა. ერთადერთი ვინც გაბედულად უყურებდა თვალებში, ეს დემიკო იყო. ლესელიძეზე რომ ჩაუხვია, იქვე იდგა. კართან ატუზული. ცალი ფეხი კედელზე მიეყრდნო. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და მის წინ გაჩერდა. მიწას დააჩერდა. ფეხით სრისავდა ძირს დაყრილ ფოთლებს.
-მაპატიე რა -მხარზე უნდა მოეკიდა ხელი, უკან რომ გადადგა ნაბიჯი დევდარიანმა.
-მე რა გაპატიო? ვის მაგივრად უნდა გაპატიო? -თვალები ჩაუსისხლიანდა მაგდას. სახე ისეთი განერვიულებული ჰქონდა, თუმცა ხმაში არა შეეტყო რა.
-ნუ მიმატებ -წყნარად შეეპასუხა გასვიანი.
-უგულო ბიჭი ხარ! უგულო და უსიყვარულო! -ხმის ტონს თანდათან უწევდა, ეშინოდა, არავინ გაიგოსო. ქვითინიც რომ შეერია მის ხმას ამ დროს მიიხუტა გასვიანმა. ატირებულს რაც ძალა და ღონე ჰქონდა უჭერდა ხელებს მის პერანგს.
-დაივიწყე რაც ნახე. გთხოვ -შუბლზე აკოცა და ისევ მიიხუტა.
-ყველაფერი მთხოვე მაგის გარდა. ეგ არასდროს არ დამავიწყდება.
-მაშინ ცოლად გამომყევი -ცივად მოიშორა და შავი თვალები მიანათა გასვიანს.
-შენ არ მითხარი მაგის გარდა რაც გინდა ის მთხოვეო? -გაბრაზებული მიიხუტა და ბარბაცით გაუყვნენ ლესელიძეს...
მაგდაზე რომ ფიქრობდა, მანდ მთავრდებოდა ყველაფერი რეალური. ყველა და ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდებოდა. ღამით ცივ საწოლში რომ შეწვებოდა, ჯერ კიდევ გაყინულს მაგდა რომ გაახსენდებოდა, თვითონვე მოლბებოდა. სციოდა, თუმცა იმდენად იყო გაბრუებული და ჩაკეტილი იმ ოცნებაში, სადაც ის და მაგდა ბედნიერად ცხოვრობდნენ, რომ სიცივეს ვეღარ გრძნობდა. მერე როცა ცხოვრების ყველა წერტილს გონებაში წარმოიდგენდა, როცა ყველაფერ კარგს შეეხებოდა, თუნდაც წარმოსახვაში, კმაყოფილს ჩაეძინებოდა ხოლმე.


გამოცდები მაქვს და ვერ ვახერხებ ფიზიკურად წერას, ამიტომ მომიტევეთ დაგვიანება...



№1  offline წევრი salomee

მაგარი გოგო ხარ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent