შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ივნის'ის'ეული [დასასრული]


13-03-2015, 20:49
ავტორი Pessimist
ნანახია 2 883

იმდენად უცხო იყო ყველა ის განცდილი ბედნიერება,რაც მე და დანიელს გვაკავშირებდა,რომ ყველა ღირებულს ფარავდა.ადამიანები ვერც კი ვიგებთ,როდის ვაღწეთ ბედნიერების პიკს.მიზეზი ერთია-ძალიან უეცრად მოდის და ხშირად ისე მიდის უკან ვერც ვიგებთ.მე იმ მომენტში დაზუსტებით შემიძლია ვთქვა,რომ უბედნიერესი ვიყავი.ერთი მარტივი მიზეზის გამო...ეს მიზეზი კი დანიელის არსებობა იყო.
დრო იმდენად სწრაფად გადიოდა,რომ უკან მოხედვას ვეღარ ვასწრებდი.ყველაფერი ისევ ძველბურად იყო...ბევრი სიყვარულით და სიხარულით სავსე დღეები...
ზაფხული ბოლო დღეებს ითვლიდა.
ბუნებამ ფერი იცვალა...
ნელ-ნელა შემოპარული სიგრილე...აქა-იქ ფერებშეპარული ფოთლები,უფრო მეტად მიმძაფრებდა ემოციებს.

***
-მარიამ ჩამოდი ეზოში გელოდები უკვე.-მითხრა დანიელმა და მაშინვე ტელეფონი გამითიშა.სიმწრისგან ამოვიბუზღუნე და კიბეებზე სირბილით ჩავირბინე.ტრადიციულად დანიელი მანქანაზე დაყუდებული დამხვდა.ბედნიერების ღიმილი მომეფინა სახეზე და მეც მთელი ძალით ჩავეხუტე მას.როგორც ყოველთვის თავი მის ყელში ჩავრგე და გავიტრუნე.
-ჩავსხდეთ.-მითხრა მან და ოდნავ მომშორდა.
სულ ბუზღუნით ჩავჯექი მანქანაში,ჩემი მალე მოშორების გამო შეტევაზე გადავედი და ბუზღუნი დავიწყე.
-როცა მირეკავ პასუხის გაცემა მაცადე ხოლმე!
-მაგით რისი თქმა გინდა?-მითხრა მან და თავი ოდნავ შემოატრიალა ჩემსკენ.
-იმის,რომ აღარ ვიცი რითი აგიშარდე!
-მატრაკვეცა.-მითხრა მან და თვალი ჩამიკრა.
-არადა შენ მიწვევ.-ვუთხარი და თავი მინას მივადე.-არ მივდივართ?
-დღეს რა რიცხვია?-ჩემი კითხვა არც კი შეიმჩნია და მოჭუტული თვალებით შემომხედა.
-30 აგვისტო.-დაბნეულმა ამოვილაპარაკე.
-მერე?-მკითხა მან.
-რა მერე?-გაურკვევლობაში მყოფმა აქეთ-იქით დავიწყე თვალების ცეცება.
-კარგი რადგან არ გახსოვს,იძულებული ვარ მოქმედებას შევუდგე.-თქვა გაბრაზებულმა და მანქანის ძრავი ჩართო.
-ვინმეს დაბადების დღეა?-საწყალი ხმით ამოვიჩურჩულე.
-არა.-მოკლე და კონკრეტული პასუხი გამცა,მეც ზედმეტად აღარ მოვაბეზრე კითხვებით და გავჩუმდი.თავში ყველას დაბადების დღის თარიღები ამომიტივტივდა,მაგრამ დღევანდელ დღესთან ვერანაირი ასოციაცია ვერ მოვნახო,ამიტომ თვალები დავხუჭე და უსასრულ ფიქრებში გადავეშვი.

***
სწორი გზიდან ქვიან გზაზე გადასვლამ მომიყვანა გონს.თვალები სასწრაფოდ გავახილე და ცხვარიჭამიის გზის დანახვამ გაოგნებული დამტოვა.
-აქ რა გვინდა დანიელ?-მოუთმენლობისგან შევყვირე.რამდენიმე წამიანმა დუმილმა მიმახვედრა,რომ არაფრის თქმას აპირებდა,ამიტომ უაზროდ მივაშტერდი,იმის იმედით,რომ რამეს მეტყოდა.
-მიპასუხე!-მოთმინებისგან დაკარგულმა ძლივს შენარჩუნებული ტონით ვუთხარი.
-დღევანდელი რიცხვი,რომ არ დაგვიწყებოდა მაგ კითხვას არ დამისვამდი!-მითხრა მკაცრი ტონით.
-მაგრამ ხო შეგიძლია მითხრა?-ამოვიჩურჩულე საწყალი ხმით.
-ნახავ.-მითხრა მან და ჩემთვის ნაცნობი გზისაკენ გადავიდა.

***
მონასტრის დანახვისამ ყველა მომენტმა იხეთქა ჩემს თავში.
მაშინ ჯერ კიდევ ივნისში,როდესაც ქვაზე ვისხედით მე და დანიელი...
30 აგვისტო...
ბედნიერების ცრემლები წამსკდა და გაურკვეველი მიმართულებით ვიყურებოდი.დანიელის ხელის შეხებამ,ამარწმუნა რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო.ინსტიქტურად მთელი ძალით შემოვხვიე ხელები და უაზროდ დავიწყე ლუღლუღი.
-როგორ დამავიწყდა.მე...მაპატიე.-ამდენი ემოციით დამუხტულმა აღარ ვიცოდი,როგორ გამომეხატა ბედნიერება.
-დაწყნარდი.-მითხრა მან და თავზე მაკოცა.-მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა,მთავარია ჩემს გვერდით ხარ და რამდენიმე წუთში უკვე ახალი სტატუსით ისარგებლებ.-მითხრა მან და თვალებზე მაკოცა.-არ გიხდება მარიამ ტირილი.შენ სულ უნდა იღიმოდე...შენ ისეთი სუფთა და კარგი ხარ,რომ არ შენი ცრემლიანი თვალები მანადგურებს.
-ყველაზე კარგი ხარ.-ვუთხარი მე და ყელში ხმაურიანი კოცნა დავუტოვე.
-გველოდებიან უკვე შევიდეთ.-მითხრა მან და თეთრი თავსაბურავი თავზე მომახვია.მანქანიდან მინდვრის ფერად-ფერადი ყვავილებისგან გაკეთებული თაიგული გადმოიღო და ჩემს აკანკალებულ ხელებში მოათავსა.თვალცრემლიანმა შევხედე დანიელს და ტუჩებზე ოდნავ შევეხე.
-ჩემი ივნისის ბიჭი ხარ!-ამოვიჩურჩულე და ათრთოლებული ხელებით შევეხე მის სახეს.
-ახლა ბოლოჯერ გაკოცებ შეყვარებულის სტატუსით.-მითხრა ღიმილით და ჩემს ბაგეებს მთელი გრძნობით დაეწაფა.ალბათ არ არსებობს დრო სიყვარულში.ვადაგასული გრძნობები?ეს ხომ არარეალურია.თუ გიყვარს ეს გრძნობა ბოლო ამოსუნთქვამდე გასტანს,სხვა დანარჩენი კი უბრალოდ წარმავალია.
-შევიდეთ.-ვუთხარი დაგუდული ხმით და ძლივს მოვწყდი მის ტკბილ ტუჩებს.მან გამიღიმა და ჩემი ხელები მის ხელებში მოიქცია.ეკლესიაში შესვლისას ჩემთვის ნაცნობმა სახეებმა გამაოცა.ჩემი მშობლები,რომლებიც მიღიმოდნენ.მეგობრები...რამოდენიმე ახლო ნათესავი...იმ წამს ყველაზე ბედნიერი ვიყავი,ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემი მშობლების იქ ყოფნა,როგორც ადამიანებისთვის ჰაერი.ჩურჩულით ვთქვი ''მადლობა'',და მამოსაკენ წავედით.
ფრაგმენტებად მახსოვს,ჩვენს გვერდით მდგარი მეჯვარეები.
ჯვრის დაწერის პროცესი...
მამაოს ლოცვა...
საკმეველის სუნი...
ბოლოს მხოლოდ და მხოლოდ ჩემს თითზე არსებულმა ოქროს რგოლმა დამაბრუნა ამ ქვეყნიურებაზე.გაბრწყინებული სახით ვუყურებდი ბეჭედს და იმას ვიაზრებდი,რომ უკვე დანიელის ცოლი ვიყავი.
ჯერ კიდევ გაბრუებული ვიდექი,როდესაც დედა და მამა მომიახლოვდნენ.ცრემლიანი თვალებით შევხედე და ორივეს ჩავეხუტე.
-დედიკო გილოცავ.-მითხრა ლიკამ და ლოყაზე მაკოცა.-ბედნიერი ცოლი და ქალი ყოფილიყავი დე,დარწმუენბული ვარ დანიელის გვერდით ბედნიერი იქნები.
-მადლობა დე.-ვუთხარი მე და ცრემლები მოვიწმინდე.
-მთავარია სიყვარული მა.-მითხრა მამამ და ჩამეხუტა.აღარ ვიცოდი,რა მექნა ამდენი ემოციისგან გაბრუებულმა.ყველა გოგოსთვის ძალიან რთულია,როდესაც ოჯახს ქმნის.ეს ხო იგივეა რაც ახალი ცხოვრების დაწყება,სადაც უკვე დამოუკიდებელი ხდები.
-მადლობა მა.-ვუთხარი და ორივე ლოყაზე ვაკოცე.

***
ბინდი იყო,როდესაც მე და დანიელი სახლში შევედით.ყოველთვის,როდესაც ცხვარიჭამიის სახლში შემოვდიოდი,მაშინვე ინსტიქტურად თავში მიტივტივდებოდა ყველა ის მოგონება,რაც ერთად გადაგვხდენია მე და დანიელს.ისე როგორი განსხვავებულები ვართ ადამიანები?მაინც და მაინც,რატომ ვეძებთ რაღაც განსხვავებულს...ამოუცნობს...ყველაფერთან რაღაცეებს ვაკავშირებთ და საბოლოოდ ტკბილი მოგონებების დიდი ''დასტა'' ილექება ჩვენს გონებაში.
-დანიელ ცოლ-ქმარი ვართ უკვე.-ძლივს ამოვილუღლუღე და მის მკერდზე თავი კომფორტულად მოვათავსე.
-ჩემი ცოლი.-ამოიჩურჩულა მან.
ვერც კი მოვასწარი გააზრება ისე ვიგრძენი მისი ცხელი ტუჩები ლავიწზე...ვერც კი ვასწრებდი ამოსუნთქვას ისე მეძგერებოდა ხოლმე ტუჩებზე.აკანკალებული ხელი შემოვხვიე კისერზე და მის ცხელ ტუჩებს დავეწაფე.ძირს დაგდებულმა კაბამ და ოდნავ შემოპარულმა სიცივემ მიმახვედრა,რომ ეს ყველაფერი რეალური იყო...ვერ დატეული ბედნიერება და ერთდროულად განცდილი უდიდესი სივყარული,ბედნიერება და სიამოვნება...და იმის შეგნება,რომ დედამიწაზე არ არსებობს იმაზე კარგი გრძნობა,რასაც სიყვარული ჰქვია!

***
ძილბურანში ვიყავი,როდესაც ვგრძნობდი დანიელის ხელებს ჩემს სახეზე.ოდნავ გამეღიმა და მეც ეშმაკურად შევეცადე,რომ ჩემი მსახიობური ნიჭი გამომეყენებინა და წამში დავარეგულირე მიმიკები.
-არ გამოგდის მსახიობა მარიამ.-მითხრა ხითხითით დანიელმა და ხმაურით მაკოცა ლოყაზე.
-შენ ხო არაფერს დააცდი ადამიანს.-ამოვიბუზღუნე და ზურგი ვაქციე.
-რა ვუშველოთ შენს ფერებს და ბუტიაობას?-იკითხა სიცილით დანიელმა და ზურგზე ამეკრო.
-არაფერი თუ შენ არ დაივიწყებ ანაკონდობას!
-და ვითომ შენი ფერების ცვლას მაგით ეშველება რამე?-აღარ ჩერდებოდა დანიელი სიცილს.
-რა არ მოგწონს ერთი ჩემს ფერებში?-გამწარებული გადმოვბრუნდი და მოჭუტული თვალებით მივაშტერდი.
-ვინ თქვა რომ არ მომწონს?პირიქით.-გაიოცა მან და მის მკლავებში მომაქცია.
-დანიელ მშია.-ჩურჩულით ვთქვი და თან მის სახეს დავაკვრიდი.
-რას მიირთმევ?-მკითხა მან და თან ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო.
-ფორთოხლის წვენი და ბლინები.-ჩამოვურაკრაკე მე.
-აგვისტოში დაგიხატავ ფორთოხალს.-ამოიბუზღუნა მან და სამზარეულოში გავიდა.ერთი ამოვიხითხითე და საწოლზე თავისუფლად მოვთავსდი.სულელივით ვიღიმოდი და თან საკუთარ თავზე მეცინებოდა.ბოლოს მობეზრებულმა წამოვიყვირე ''როგორ დამაშტერა ამ ბიჭმა'' და საწოლიდან ავდექი,თავი მოვიწესრიგე და კიბეებზე სირბილით დავეშვი.სანახაობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა,წელს ზევით შიშველი დანიელს ფართუკი ჰქონდა ჩაცმული და ბლინებს წვავდა.სიცილით მოვუახლოვდი და ხელები შემოვხვიე.ბლინების ფორმის დანახვა და ჩემი ხარხარი ერთი და იგივე იყო,
-ეს ათკხუთხედია?-ვიკითხე სიცილით.
-დამცინი?-მკითხა დანიელმა და შუბლი შეკრა.
-რას ამბობ დანი.-ვუთხარი ხითხითით და ზურგზე ტუჩები შევახე.-მალე იქნება?
-კი.-მითხრა მან და ჩემსკენ შემობრუნდა,ხელის ერთი მოსმით მომიქცია მის მკლავებში და ჩემს ბაგეებს დაეწაფა.ალბათ კიდევ დიდხანს ვიქნებოდით ნეტარებაში,რომ არა მკვეთრი სუნი.
-დაიწვა!-წამოვიყვირე და გაზქურა გამოვრთე.ბლინები მთლიანად დანახშირებული იყო,ამიტომ პირდაპირ ნაგავში მოვისროლე.-ეჰ.-ამოვიგმინე და მაგიდასთან დავჯექი.
-ჩემი ბლინები.-სახე მოებრიცა დანიელს და ისიც გვერდით მომიჯდა.
-რო მეტაკე გიჟივით აი შედეგი.-ვუთხარი მე გაბრაზებულმა.
-ა მე გეტაკე?-კოპები შეკრა დანიელმა.-შენ არ გინდოდა,რო მეკოცნა ხო?
-კარტოფილს შევწვავ!-ვუთხარი და ბუზღუნით დავიწყე კარტოფილის თლა.

***
მცირე თაფლობის თვე გვქონდა მე და დანიელს ცხვარიჭამიაში.ყოველი წამი იმდენად ძვირფასი იყო ჩემთვის,რომ დღემდე ღიმილით ვიხსენებ.იდეალური მეუღლეა და მეც მეტ ნაკლებად კარგი ცოლი ვარ.საკუთარ თავს ვერ შევაქებ,მაგრამ დანიელის თქმით ყველაფერს იდეალურად ვუმკლავდები.ყოველ დილით ერთად ვდგებით,ის სამსახურში მიდის მე კი ვაცილებ.ჩვეულებრივი დიასახლისის საქმეებით ვარ დაკავებული,ერთი გამონაკლისის გარდა,ყოველ დღე რეპეტიტორები დადიან ჩემთან.კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ არის ის იდეალური...ყველაფერში ხელს მიწყობს.რა რაც მთავარია,მაძლევს პიროვნების ჩამოყალიბების საშუალებას.
დღე განსაკუთრებული სიხარულით დაიწყო.მიზეზი კი ყველაზე მნიშვნელოვანი არსება იყო...ჯერ არ დაბადებული,მაგრამ უკვე ჩემს სხეულში ჩასახლებული.მთელი დღე ბედნირებისაგან დავფრინავდი და თავში გეგმებს ვაწყობდი,თუ როგორ მეთქვა დანიელისთვის ახალი ამბავი.
-მოვედი.-შემოსვლისთანავე წამოიძახა დანიელმა და ქურთუკი შემოსასვლელში დატოვა.
-მომენატრე.-ვუთხარი მე და კისერზე ხელები შემოვხვიე.
-მეც მომენატრე.-მითხრა მან და შუბლზე მაკოცა.-გყავდნენ ხო მასწავლებლები?-იკითხა მან.
-კი.ვივახშმოთ,დარწმუენბული ვარ გეშიება.-ვუთხარი და სამზარეულოსკენ წავიყვანე.
-რა გვაქვს საჭმელი?-იკითხა მან და ინტერესიანი თვალებით შემომხედა.მეც ღიმილით მივუტანე სენდვიჩი.
-რა არის მარიამ ეს?-გაკვირვებული სახით უყურებდა მაგიდაზე მდგარ სენდვიჩს.ბევრი ფიქრის მერე პურით სენდვიჩი გავაკეთე,რომელსაც დათვის ფორმა ჰქონდა.
-დათვი არა მაგრამ პატარა ბელი კი გვეყოლება.-ვუთხარი მე და გავუღიმე.
-ხუმრობ?-იკითხა დაბნეულმა,მის სახეზე ათას ემოციას ვხედავდი და მეც ბედნიერებისგან ვიღიმოდი.მთელი სისწრაფით წამოდგა მაგიდიდან და ხელში ამიტაცა.-ჩემი ორი ბავშვი.-ლულუღებდა დანიელი და თან მთელს სახეზე მკოცნიდა.
ეს ყველაფერი კი მცირედი იყო ჩემი და დანიელის ისტორიიდან.ეს არ არის დასასრული.ერთი მარტივი მიზეზის გამო,სიყვარულს დასასრული არ აქვს.
***
დიდი მადლობა მოთმინებისთვის და იმისთვის,რომ კითხულობდით.
იმედი მაქვს მოგეწონებათ.



№1  offline წევრი mbella

ძალიან საყვარელი ისტორია იყოო, მომეწონა :*** ძალიან დალაგებულად და კარგად წერ :** ველოდები ახალ ისტორიას, წარმატებები :**

 


№2  offline წევრი Overthinking

რა კარგი და საყვარელი ისტორია იყო ... love love

 


№3  offline წევრი Pessimist

ძალიან დიდი მადლობა love

 


№4 სტუმარი №1

momewona ^_^ tkbili tbili da sakvareli ^^

 


№5  offline წევრი Pessimist

დიდი მადლობა love

 


№6  offline წევრი Annee

ახლა წავიკითხე ყველა თავი. ძალიან მაგარი იყო ^_^ დამერწმუნე მიზანს მიაღწიე და ეს ისტორია ,,წყალ-წყალა'' არაა. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე კითხვისას: *:*:*

 


№7  offline წევრი Pessimist

დიდი მადლობა ჩემო კარგო love

 


№8  offline წევრი Firefly

უ'მაგრესი იყო!
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent