შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა - განთავისუფლება


14-03-2015, 23:52
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 2 346

იმ დღემ ჩემთვის ის ჩაიარა, თითქოს გვერდიდან და სხვისი თვალით ვუყურებდი ამ ყველაფერს. აბსოლუტურად უცხო და აშკარად საშიში ხალხი. გეგმის შედგენა, ხელახლა გადამოწმება, კიდევ ერთხელ როლების შემოწმება... ყველას ჰქონდა რაღაც როლი გეგმაში. ყველას, ჩემს გარდა და ამას ჭკუიდან გადავყავდი. ბევრი ვიხვეწე, ვიმუქრე და ფეხებიც ვაბაკუნე პატარა ბავშვივით, მაგრამ არაფერი გამივიდა. საბოლოოდ კი გამაგდეს ოთახიდან და კარი ცხვირწინ მიმიხურეს.

ჩემს ოთახში ავედი გაღიზიანებული და გეგმის შედგენა დავიწყე. ვაპირებდი ერთ-ერთის მანქანის საბარგულში დავმალულიყავი და მეც წავსულიყავი დაიკოს გამოსახსნელად, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი ვინ მიდიოდა. ამიტომ ცოტა მოვიცადე ოთახში, დავმშვიდდი და ჩავედი ქვემოთ, რათა დეტალები გამერკვია. როდესაც ჰარუმ დამინახა, ჩაეცინა. ნუთუ ასე კარგად გამიცნო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში?

რამდენიმე წუთი თვალყურს მადევნებდა, მე კი ვცდილობდი არ შემემჩნია მისი გამომცდელი მზერა.

-კატო, წამომყევი,- გავიგე ბიჭის ხმა ძალიან ახლოს. მისმა ხმამ შემაკრთო, რადგან არ მოველოდი, რომ ჩემთან მოვიდოდა. მეგონა მხოლოდ თვალთვალს აპირებდა, მერე კი ხელის შეშლას. ამიტომ თავი ამტკივდა იმაზე ფიქრით, როგორ გავპარვოდი მას.

-სად?- ვკითხე ცოტა დამშვიდებულმა.

-შენს ოთახში,- მითხრა და ხელკავი გამომდო. გონს მხოლოდ მას შემდეგ მოვეგე, რაც ჩემს ოთახში შემიყვანეს და საწოლზე დამსვეს.

-რა გინდა?- ვკითხე ბიჭს ცოტა უხეშად.

-ხანდახან მგონია, რომ პიროვნების გაორება გჭირს. მეტისმეტად ხშირად გეცვლება განწყობილება.

-დიდი ხანია ასეთი ჭკვიანური სიტყვები ისწავლე?- ვერ შევიკავე თავი და არც მიცდია სარკაზმის დამალვა. გაეცინა.

-ერთით - ერთი. შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემა იცი. მაგრამ მინდა იცოდე, რომ „პიროვნების გაორება“ შეურაცხყოფად არ უნდა მიიღო. მართლა ძალიან სწრაფად გეცვლება ხასიათი,- ამოიოხრა ბიჭმა,- იმდენად სწრაფად, რომ ვერც ვასწრებ გააზრებას რა უნდა გითხრა.

-ასე უფრო საინტერესოა, არ გგონია?- რატომღაც მაშინვე დავმშვიდდი. ჰარუსთან ლაპარაკი ყოველთვის მსიამოვნებდა. მომწონდა მისი ხმის ტემბრი, კილო და გამოთქმის მანერა. ოდნავ რბილი გამოთქმა და მისი ბუნებრივად ხრინწიანი ხმა ერთმანეთს საშინლად უხდებოდა.

-შენთვის საინტერესო, ჩემთვის ძალიან რთულია,- გაეცინა.

-გეთანხმები. ძალიან რთული ხასიათი მაქვს,- ვაღიარე მე. აზრი არ ჰქონდა დამალვას, ჩემდა გასაოცრად, მართლა ძალიან ადვილად გამიცნო,- მაგრამ შენ რატომ გაწუხებს ეს? რატომ გაწუხებს რას ვიფიქრებ?- სანამ გავიფიქრებდი რა ვკითხე, იქამდე წამომცდა კითხვა.

-მაწუხებს. მინდა შენზე ყველაფერი ვიცოდე!- გამომიცხადა მოურიდებლად. მე გავწითლდი. არ მოველოდი მის ასეთ პირდაპირობას,- რატომ გაწითლდი?

-მე...- არ ვიცოდი რა მეთქვა. ეს ბიჭი საბოლოოდ მაბნევს.

-როგორც შენ აღნიშნე, ჯერ ეს მხოლოდ ინტერესია,- „დამამშვიდა“.

„ჯერ“... რა მრავალმნიშვნელოვნად ჟღერს. ნეტავ აპირებს რაიმე სერიოზულში გადაიტანოს ეს „ინტერესი“? ნუთუ ამას სერიოზულად იძხის?

-დამცინი?- ვიფეთქე უცებ. ან მეკაიფება, ან მართლა ასეთი მოურიდებელია. რატომღაც იმედი მქონდა, რომ მეორე იყო.

-სულაც არა,- იწყინა ბიჭმა,- უბრალოდ არ ვარ შეჩვეული გრძნობების დამალვას,- გულწრფელად გაუკვირდა,- თუკი რაიმე ან ვინმე მომწონს პირდაპირ ვიძახი, თუ მაინტერესებს - ვკითხულობ. შენ ძალიან დამაინტერესე. სხვანაირი ხარ. არ ფიქრობ ისე, როგორც ჩემი ნაცნობები.

-და ეს კარგია?- ვერ ვხვდებოდი მის ლოგიკას. როგორ შეიძება კარგი იყოს ის, რაც ამდენად გამაღიზიანებელი იყო პირადად ჩემთვის.

-ჯერ არ ვიცი. ხომ გითხარი, ის მხოლოდ ინტერესია.

-უცნაური ხარ,- დავასკვენი მე.

-შეიძლება, არ გამოვრიცხავ,- გამიღიმა და ჩემს წინ სკამზე ჩამოჯდა,- ახლა კი მინდა დღევანდელ საღამოზე დაგელაპარაკო.

-წასვლა მინდა,- ვუთხარი და მუდარით სავსე მზერა შევანათე.

-გეგმა შეიცვალა,- მითხრა და ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა.

-რატომ? რაიმე ისე არ მიდის?- ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გულის ცემა. დაიკო... ეს რა დღეში ცავარდი ჩემს გამო.

-პირიქით. ვაპირებთ, რომ პირდაპირ მივიდეთ და მოვითხოვოთ მისი გამოშვება.

-და უარი რომ გითხრათ?- ხმა ამიკანკალდა. რას აპირებენ? მართლა უარი რომ უთხრან? რა ეშველება კესანეს? განა ეს უფრო საშიში არაა? იქნებ მერე გამოპარების შანსი აღარც გაჩნდეს?

-არ გვეტყვის,- მითხრა მტკიცედ. ზედმეტად თავდაჯერებულიც კი სჩანდა,- დამიჯერე, ისეთი წინადადება გვაქვს მისთვის, რომ უარს არანაირად არ იტყვის.

რატომ არიან ამდენად თავდაჯერებულნი? რაიმე ისე რომ არ წავიდეს? ხომ იძახდა ბატონი გია, რომ არავინ იცოდა რაზე იყო წამსვლელი ხარზიანი. იმ ყველაფრის მერე, რაც მის გამო გადავიტანეთ მე და ჩემმა ოჯახმა, არ შემეძლო მისი ნდობა.

-რატომ ტირი?- ბიჭის აღელვებულმა ხმამ გამომაფხიზლა,- არ ინერვიულო. შენს დას ყველაფერი კარგად ექნება.

მაშინვე გადმოჯდა ჩემს გვერდით და მხარზე მომხვია ხელი. მე სახე მის კისერში ჩავმალე და ავტირდი. რამდენიმე წუთი ვტიროდი და როგორც კი დავმშვიდდი, მაშნვე შემრცხვა ჩემი საქციელის. ჰარუ ჯერ ჩემთვის არავინაა, ისევე როგორც მე ვარ მისთვის არავინ, უბრალოდ ინტერესის საგანი, ამიტომ არ უნდა ვტიროდე მის წინ და მით უმეტეს თავს არ უნდა ვახვევდე ჩემი ოჯახის პრობლემებს. ქვემოთ საკმაოდ ბევრი ადამიანი ირევა და საკუთარ დროს წირავენ ჩემი დისათვის, რომელიც ისევე როგორც მე, მათთვის არავინაა. რატომ? ნუთუ არსებობს ამქვეყნად უანგარო სიკეთე? თუ მერე მოგვთხოვენ რაიმე ისეთს, რასაც ვერ მივცემთ?

-კატო,- ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა ბიჭმა. მის თვალებში აღელვება იკითხებოდა. ესეც არალოგიკურია. რატომ ღელავს ჩემზე?- გთხოვ ჩუმად ნუ ხარ, მითხარი რა გაწუხებს.

-ჰარუ,- ნერწყვი გადავყლაპე,- მის ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი.

-რა თქვი?- შეეცვალა სახის გამომეტყველება ბიჭს.

-კესანე იქ ჩემს გამოა,- ამიკანკალდა ხმა,- ამიტომ მეშინია. მეშინია, რომ სათანადოდ ვერ გადავუხდი მადლობას იმისათვის, რომ მე ასე „უდარდელად“ ვცხოვრობ. მეშინია, რომ არ ვიმსახურებდი ამ მსხვერპლს. და მაბნევს თქვენი დახმარება. ჩემს ცხოვრებაში არაფერი ყოფილა კარგი და მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამას უანგაროდ აკეთებთ,- ვუყურებდი მის ლამაზ თვალებს და ვერ ვჩუმდებოდი. სიტყვები თავისით მოდიოდა, ტვინი ვერ ასწრებდა სიგნალის მიცემას, რომ უნდა გავჩუმებულიყავი.

ნერვებმა თავისი ქნა და ისტერიკა მეწყებოდა. ბიჭიც მიხვდა ამას, ამიტომ გაუფრთხილებლად დაიხარა და ოდნავ შეეხო ჩემს ბაგეებს. ამან იმდენად დამაბნია, რომ მაშინვე დავჩუმდი. ჰარუს გაეცინა.

-მეცოდინება, რომ ეს შენი გაჩუმების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

-რატომ?- მხოლოდ ამის თქმა შევძელი.

-ცოტაც რომ გაგეგრძელებინა, ალბათ ისტერიკაში ჩავარდებოდი და მერე შენი გაჩერება ფაქტიურად შეუძლებელი იქნებოდა. მე კიდევ არანაირი სურვილი არ მაქვს სასწრაფო გამოვიძახო და დამამშვიდებლებით გაგჭყიპო,- ლოგიკურია, მაგრამ ჩემთვის მიუღებელი. მიუღებელი კი? ამისათვის მეტისმეტად მესიამოვნა, თუნდაც სულ წამიერი შეხება. მაგრამ მეორე მხრივ, მე ხომ ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ჩემი პირველი კოცნა ყველაზე რომანტიული იქნებოდა. ახლა კი რა გამოვიდა? მაკოცეს იმისათვის, რომ დავმშვიდებულიყავი. ჯანდაბა... ჯანდაბა... ჯანდაბა...

-შენ... შენ...- სიბრაზე სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ჩემში. ვგრძნობდი, რომ ცოტაც და მართლა ვიფეთქებდი.

-დამშვიდდი!- გამაფრთხილა ბიჭმა,- არაფერი მითხრა. ეს მხოლოდ შენს დასამშვიდებლად არ გამიკეთებია. მინდოდა.

-გინდოდა?- გამიფართოვდა თვალები.

-კი,- არც უცდია უარყოფა.

-იდიოტო! კრეტინო! გაეთრიე ჩემი ოთახიდან,- ვუთხარი მშვიდად, რათა ჩხუბი არ დამეწყო.

-მე გავალ, შენ კი ფეხი არ გამოდგა გარეთ,- გამაფრთხილა და კართან მივიდა,- არ მაიძულო, რომ ჩაგკეტო.

საკუთარ თავზე მეტისმეტად ბევრს იღებს. თუკი იქამდე ვაპირებდი გაჩერებას, ამ სიტყვებმა ჩემზე ისე იმოქმედა, როგორც ხარზე მოქმედებს წითელი ნაჭერი.

-სულ ტყუილად მითხარი ეს, კრეტინო!- ჩავილაპარაკე ჩემთვის და ლოგინზე წამოვწექი. ცოტა ხანი ჩუმად ვიქნები, დაე მოადუნონ ყურადღება.

დაახლოებით 8 საათისთვის სახლში ხმაური შეწყდა. ვიფიქრე, რომ ვახშამს მიუსხდნენ, ამიტომაც 10 წუთი მოვითმინე და ქვემოთ ჩავიპარე. ჩემდა გასაკვირად სახლში აღარავინ დამხვდა.

-უკვე წავიდნენ,- ამოვთქვი და იქვე ჩავიკეცე. ნერვები მაინც საფრთხილო რამაა, თავისუფლად შეუძლია ადამიანი გამოფიტოს სულ მცირე დროის მონაკვეთში. მეც ეს მომივიდა, უბრალოდ დაძაბულობას ვერ გაუძლო ტვინმა და გაითიშა.

...

თმებზე ნაზი ხელის შეხებამ გამომაფხიზლა. რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის გასახსენებლად, რაც მოხდა. როდესაც ტვინმა სიგნალი მომცა, მაშინვე წამოჯდომა ვცადე, მაგრამ სწრაფი მოძრაობის გამო თავბრუ დამეხვა და კვნესით დავეხეთქე საწოლზე.

-ცოტა ფრთხილად,- ჰარუს ხმამ მაიძულა მაშინვე გამეხილა თვალები.

-აქ რა გინდა?- ვკითხე გაბრაზებულმა.

-არ მინდოდა შენი მარტო დატოვება,- მითხრა და ისევ მომეფერა თმებზე. მე უხეშად მოვიშორე მისი ხელი. გაოცებულმა შემომხედა და კითხვით სავსე მზერა მომანათა.

-რატომ წახვედით უჩემოდ? კესოს რა ეშველება? არაფერი გამოგივიდათ ხომ? ამიტომ უნდა მივსულიყავი მე,- ვერ ვჩერდებოდი. რადგან ჰარუ ჩემთანაა, ე.ი. არაფერი გამოუვიდათ.

-კესოს გვერდით ოთახში სძინავს,- მითხრა ბიჭმა ხმამაღლა.

-ვიცოდი, რომ ასე მარტივად არ გამოუშვებდნენ. ჩემი დაიკო!- უეცრად მისი სიტყვების აზრი გავიგე,- რა თქვი?- მივაშტერდი გაფართოებული თვალებით.

-შენს დას გვერდით ოთახში სძინავს,- გამიმეორა კიდევ ერთხელ.

-მართლა?- საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი.

-მართლა. და თუ ჭკვიანად იქნები, მოგიყვები ყველაფერს.

მე მაშინვე მის მკლავზე დავდე თავი და თვალებში მივაშტერდი.

-კნუტს ჰგავხარ,- გაეცინა ბიჭს,- ახლა კი მისმინე.

...

ბატონმა გიამ მხოლოდ ორი კაცი წაიყვანა და ისე წავიდა მამუკა ხარზიანის სახლში. კერძო სახლთან მისულს დაცვა შემოეგება, რომელსაც მოახსენა, რომ მათ უფროსთან ჰქონდა საქმე. რამდენიმე წუთში უზარმაზარი რკინის ჭიშკარი გაიღო და სტუმრები შევიდნენ. სახლის კართან იარაღი ჩამოართვეს და უფროსთან შეიყვანეს.

-ბოდიშს გიხდით გვიანი ვიზიტისათვის, იმედია დიდად არ შეგაწუხეთ,- ზრდილობიანად მიმართა დაგვიანებულმა სტუმარმა მასპინძელს.

-როგორ გეკადრებათ, არ ვწუხდები არანაირად, უბრალოდ ცოტათი გაოცებული ვარ. რით შემიძლია დაგეხმაროთ?- ცოტა თავდაჯერებულმა ჰკითხა მამუკამ.

-თქვენთვის პატარა საჩუქარი მაქვს,- უთხრა გიამ და ერთ-ერთ დაცვის წევრს ხელით ნიშანი მისცა. მანაც მასპინძლის წინ კალათა დადგა, რომელშიც რამდენიმე ძვირიანი კონიაკი და ოქროს ზოდი იდო. მასპინძელს გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა. მისთვის მართლა მოულოდნელობა იყო საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენის ნახვა საკუთარ სახლში. ასე თუ ისე, ბატონი გია ნამდვილად არ იყო უკანასკნელი ადამიანი ქალაქში და მის სიტყვას კარგი წონაც ჰქონდა.

-არ ღირდა,- მხოლოდ ზრდილობისათვის უთხრა მამუკამ.

-როგორც გავიგე, გსურთ ფოთის პორტის ტერიტორია,- პირდაპირ საქმეზე გადავიდა გია,- მე შემიძლია ყიდვაში დაგეხმაროთ,-უთხრა მშვიდად მამაკაცმა. მამუკას თვალებში ინტერესი გაკრთა.

-საინტერესოა, მაგრამ თქვენ რა მოგება გექნებათ? პროცენტები გინდათ?- ეჭვით მოჭუტა თვალები.

-არა, მხოლოდ კესო ჯანაია მინდა.

-მხოლოდ ეს?- დაიბნა მამაკაცი.

-კი,-მტკიცედ უპასუხა გიამ.

-უნდა მოვიფიქრო.

-მე ფიქრის დრო არ მაქვს და არც თქვენ სხვათა შორის. ტანაკას კლანის შესახებ გსმენიათ?- ცნობილი იაპონელი იაკუძას კლანის ხსენებამ მასპინძელი დააბნია.

-კ... კი. რატომ მეკითხებით?

-მასაც უნდა ეგ ტერიტორია.

-და თქვენ შეგიძლიათ ტანაკას გადააფიქრებინოთ?

-რა თქმა უნდა. ის ჩემი პარტნიორია, ასე რომ ველი თქვენს პასუხს.

-რა გარანტია მექნება თქვი მხრიდან?

-ჩემი სიტყვა. განა ეს საკმარისი არაა?

-პირიქით. და რაში გჭირდებათ ის?

-ეს უკვე ჩემი საქმეა,- უხეშად შეაწყვეტინა გიამ.

-მაინც გავიგებ,- მისი სიტყვები მუქარას ჰგავდა. გიას ჩაეცინა.

-ნება თქვენია.

მამუკამ თავის ხალხს უბრძანა გოგონას მოყვანა. როდესაც მოიყვანეს, ის ყურადღებით აკვირდებოდა სტუმრის რეაქციას, მაგრამ ამ უკანასკნელმა მხოლოდ ზიზღით შეხედა გოგონას, მერე კი დაცვას უბრძანა მანქანაში ჩაესვათ.

-თქვენთან სასიამოვნოა საქმის წარმოება,- ჩამოართვა ხელი მასპინძელმა გიას და კარამდე მიაცილა.

-ხვალ ყველა საბუთი ხელში გექნებათ,- დაემშვიდობა გია და სასწრაფოდ მოშორდა "გველების ბუდეს", როგორც თავად ეძახდა.

მას ჯერ კიდევ დასათანხმებელი ჰყავს ნიკოლოზ ალანია, პორტის ტერიტორიის გამგებელი.



№1  offline წევრი HeeChul-ah

გამარჯობა ყველას. მაინტერესებს ძალიან რთულად ხომ არ ვწერ? გთხოვთ მითხარით თუ არ მოგწონთ
--------------------
Nico nico nii

 


№2 სტუმარი inga

Momwons zalian da aulac araa rtuli.

 


№3 სტუმარი Ann

Momwons es istoria, radgan ar gavs sxvebs, sruliad gansxvavebulia mat shoris, rac me wamikitxavs.... dzalian magariaa.. kargi weris stili gaqvs, male gaagrdzele... chemi saxit ertguli mkitxveli gyavs...

 


№4  offline წევრი Annee

ძალიან მაგარი და განსხვავებულია. აუცილებლად მიიყვანე ბოლომდე.

 


№5  offline წევრი li-si

აღარ აგრძელებ? გთხოვ გაგრძელე რა :-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent