მიშველეთ მუშაობით მკლავენ! 3
როგორ მეზიზღება ეს მაღვიძარა! ყოველ დილით ბედნიერ წუთებთან გამომშვიდობებას მაიძულებს. საწოლიდან წამოვხტი და გაბრაზებულმა იატაკს დავახეთქე... გატყდა. კიდევ ერთი ნივთი გავტეხე, კიდევ ერთი ნივთი უნდა მეყიდა თავიდან. ტუჩები ავიბზუე და უფრო ნერვებაშლილი მივუახლოვდი ტანსაცმელების კარადას. ... გარეთ წვიმდა, სამსახურში მივდიოდი არ ვიცი რატომ მაგრამ ქოლგა არ წამიღია, ვსველდებოდი, მაგრამ მაინც არ ვჩქარობდი. წვიმის დროს ყოველთვის რაღაც არარსებული გრძნობები მებადება. ო.ჭილაძის ლექსი მახსენდებოდა „გარეთ ისევ წვიმს“. ცრემლები უნებურად წამომივიდა... ქარხანას მივუახლოვდი, სველი თმები კოსად შევიკარი და კარები გავაღე, დირექტორის კაბინეტისკენ გავემართე.( არ ვიცოდი სად იყო ჩემი სამუშაო მაგიდა და ვინმესთვის ხო უნდა მეკითხა?! აუ რა მაგარი პირველი დღე მაქ ) კარები შევაღე „დიქტატორმა“ ცალი წარბი აწია და „შენშვილოთავშიფეხიხოარგაქ“ როჟით შემომხედა. როგორც ყოველთვის წვიმას განსხვავებული თავდაჯერებულობა შეემატა ჩემთვის(რაც ამ შემთხვევაში თავხედობად ან სრულ „იდიოტიზმადაც“ შეიძლება ჩაითვალოს ) -მაპატიეთ არ ვიცოდი სად იყო ჩემი სამუშაო მაგიდა და ვინმესთვის უნდა მეკითხა! -ვუთხარი და თვალები სასაცილოდ ავაფახულე (არვიცი რატომ მაგრამ ამ კაცის დამონების საშინელმა სურვილმა შემიპყრო, ეს ჟესტი კი თითქმის ყველა ბიჭის შებმაში მეხმარებოდა ) ჩემი უფროსი ისეთი სახით მიყურებდა თითქოს პირველად მნახა. ღმერთო ვიცი დღიურივით რომ გამომდის ეს ისტორია, მაგრამ იმ დღეს მართლაც უცნაურად უტვინო მდგომარეობაში ვიყავი და ეხლაც იმავე უტვინო მდგომარეობაში ვვარდები რომ ვიხსენებ. „დიქტატორმა“ მოკლედ და კონკრეტულად მიპასუხა. -კარები გაიკეტეთ და ოთახიდან გადით! მე წარბები ავწკიპე (ვითომდა უკეთესი პასუხის ღირსი ვიყავი. არა მართლა ტვინი არ მქონდა ასეთ იდიოტობას რო ვაკეთებდი. პირველივე დღეს თავიდან ბოლომდე გალუმპული, საოცრად აღფრთოვანებული სახით მივედი სამსახურში, დირექტორს კაბინეტში შევუვარდი და ვთხოვე ჩემს მაგიდამდე მივეცილებინე!!! არა კი სანამ ამას გავაკეთებდი კი ვიცოდი რომ მაკლდა მარა ამხელაზე თუ მაკლდა ვერ წარმოვიდგენდი) -უკაცრავად რამე უცნაური გითხარით ? -არა რატომღაც მართლა იდიოტი და თავხედი ვარ რა -სამსახური ჯერ არ დაგიწყიათ და უკვე გინდათ რომ დაგითხოვოთ ? - აჰა ე.ი. თქვენ მემუქრებით რომ სამსახურიდან გამაგდებთ და ასე ცდილობთ თქვენს ჭკუაზე მატაროთ არა ?- არა აშკარად ცუდ გავლენას ახდენს ჩემზე ვენდეტას ყურება, მეორე დღეს ყოველთვის „თავისუფალიდაჩემზევერავინიბატონებსისეთი“ გოგო ვხდები. არა რათქმაუნდა ამ შემთხვევაში სერიოზულად მაკლდა ! ამას თავისუფლებას ნამდვილად ვერდავარქმევთ, უბრალოდ იმ დილით რაღაცამ დამარტყა თქვენც კი ხედავთ რა უაზროდაც ვიქცეოდი. არა მე მაშინაც ვხვდებოდი იდიოტი რომ ვიყავი, მაგრამ რატომღაც ჩემი სულელი და გულუბყვილო ნაწილი ლაპარაკობდა და თან იმდონეზე ტვინნაკლული ვჩანდი, რომ თვით ჩემმა უფროსმაც ვერ შეიკავა თავი და გაიღიმა(!!!) პირი რამდენჯერმე გააღო რომ რაღაც ეთქვა, მაგრამ მაშინვე დამუწა. -რა უცნაური ადამიანი ხართ!- მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა - ვიცი ... სისულელეებს ვლაპარაკობ .. -მაშინაც იცოდით როცა ამბობდით! გუშინ გასაუბრებაზე დააგვიანეთ და შემდეგ ოთახში თმა აბურძგნილი-ამას რომ ამბობდა მართლა ძალიან შემრცხვა!!!- მოუწესრიგებლი შემოვარდით. მერე მექანიკურად მპასუხობდით, ისე როგორც სხვები და ყველაფერზე მეთანხმებოდით. დღეს კიდევ თავიდან ბოლომდე სველმა უდარდელად შემოაბიჯეთ ჩემს კაბინეტში და თითქოს დიდი არაფერიაო ისე მკითხეთ სად იყო თქვენი სამუშაო მაგიდა... მერე კი ზედმეტად გაგიკვირდათ, როცა ოთახიდან გასვლა გთხოვეთ და გაიბუტეთ ! მართალია სათამაშოების ქარხნის დირექტორი ვარ, მაგრამ მეც კი ზედმეტად ბავშვური მეჩვენებით. -მე კიდევ ზედმეტად განებივრებული !-ისევ!! რატომ მაქვს ამსიგრძე ენა ? ამიხსენით ვინმე რა საჭირო იყო ამ სისულელეების დაფრქვევა ? არასოდეს არ დამავიწყდება როგორ გაბრაზდა, კისერზე ვენები დაეჭიმა და მაგიდას ხელი მოუჭირა. -არასდროს გაბედო და ეს არ დამიძახო- თვალებში შემომხედა ,( ვაღიარებ იმ მომენტში მგელი გამახსენდა ) წარბები შეეკრა და უსიტყვოდ მანიშნებდა გამეცალეო, მაგრამ საიდან მე მაგის ჭკუა?! რომ მიხვდა აზრი ჩემი ნებით არ გავიდოდი შეძლო და კბილების ჭრიალის გარეშე ამოთქვა- თქვენი სამუშაო მაგიდა ჩემი კაბინეტის მარჯვნივ რომ დგას ისაა, ახლა კი დამტოვეთ! უსაზღვროდ უცნაური დღე იყო პირველი, მთელი დღე ველოდი რომ ვინმე მოვიდოდა და რაიმე მითითებას მომცემდა რა უნდა გამეკეთებინა. მაგრამ ნურასუკაცრავად, არავის გავხსნებივარ. ბოლოს ლოდინი მომბეზრდა და ერთი კიდევ ერთი იდიოტური იდეა მომივიდა. „წავალ და ჩემს უფროს მოვთხოვ პასუხს, მთელი 4 საათია უსაქმოდ რომ ვზივარ“ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისულელე რაც კი ოდესმე გამიკეთებია. მოთხრობის სათაურიც ამ სრულიად უაზრო იდეით შეიქმნა. ავდექი და ისევ „დიქტატორის“ კაბინეტისკენ წავედი და დავაკაკუნე. ჯობდა ეს არ მექნა! ჯობდა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.