ქაოსური გრძნობები (3)
სრულ აგონიაში იყო ელენე. გაუაზრებლად მართავდა მანქანას და ისიც არ იცოდა სად მიდიოდა. ერთი ის იცოდა, რომ ამ მდგომარეობაში სახლში ვერ წავიდოდა. ასე თავისიანებს ვერ დაენახვებოდა. დედამისს გულს გაუხეთქდა. ვერც მიხვდა ისე მიადგა დიმას სადარბაზოს და უკვე მის კარზე აზარუნებდა ზარის ღილაკზე ხელაუღებლად.დიმამ კარები რომ გააღო და ელენე დაინახა თანაც ასეთ მდგომარეობაში,თვალებჩაწითლებული, თვალები შუბლზე აუვიდა -ელენე? ხომ კარგად ხარ?-კითხა შეშფოთბულმა და სახლში შემოუშვა.ელენე ხმაამოუღებლად შევიდა მასთან. ცრემლები ახრჩობდა,სადაცაა წასკდებოდა. დიმამ კარები მიხურა და ელენესკენ წავიდა.ელენე მიტრიალდა,მთელი ძალით ჩაეხუტა და ცრემლები ღაპაღუპით გადმოსცვივდა. დიმა გაოგნებული იყო.ვერ ხვდებოდა თუ რა სჭირდა ელენეს. ხელები მოხვია მანაც -ჩუუ,დამშვიდდი ელ. რა მოხდა?ხომ მშვიდობაა?-კითხა და თან თმებზე მოეფერა დამშვიდების მიზნით -მიღალატა. შენმა ძმაკაცმა და ჩემმა სიყვარულმა მიღალატა,თანაც ჩემს კურსელთან. გესმის დიმ?მიღალატა-თითქმის ბღაოდა ელენე და დიმას კისრიდან თავი არ აუწევია-მეზიზღება. ვერ ვიტან! ასე დამამცირა, ჩემი გრძნობები ფეხქვეშ გათელა, ამდენხნიან ურთიერთობას წერტილი ასე დაუსვა-ნაწყვეტ-ნაწყვეტ,ძლივს ლაპარაკობდა ელენე თან ისტერიულად ტიროდა. დიმამ ელენეს ნათქვამი რომ გაიგო თვალები გაუფართოვდა და ელენე ფრთხილად მოიშორა. გაოგნებული უსმენდა მას და ჯერ კიდევ ვერ ჩაწვდომოდა წესიერად ელენეს სიტყვების აზრს -მოიცა... ცოტნემ?არ არსებობს!-უჭირდა ელენეს ნათქვამის გააზრება -ჩემი თვალით ვნახე. მასთან, მის საძინებელში, ერთად...-სიტყვა გაუწყდა და კვლავ წამოუვიდა ცრემლები-მიღალატა,თამთასთან მიღალატა. ვერ გავუძლებ ამას დიმ. ვერ გადავიტან. მე ხომ ასე მიყვარდა.რატომ? რა ჭირდა მას საიმისო რომ ასე მომქცეოდა?რატომ მაინცდამაინც მასთან? -ელი, დამშვიდდო გთხოვ. მოდი ჩამოჯექი და დამამშვიდებელს მოგიტან. ასე ნუ ნერვიულობ თორემ შეიძლება გული გაგისკდეს-ნერვიულობისგან არ იცოდა რა ექნა დიმას. საოცრად იმოქმედა მასზე ამ სიტუაციამ.ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ ცოტნემ ელენეს უღალატა. მას ხომ ასე უყვარდა ელენე. -მიდი დალიე-წყალში გაუხსნა ვალერიანის წვეთები და ელენეს მიაწოდა-დაგამშვიდებს ცოტას-ელენემ ჭიქა გამოართვა და სულმოუთქმელად გამოცალა ჭიქა. ერთ ხანს დუმილი ჩამოვარდა. ელენეს მზერა ერთი ადგილისთვის გაესწორებინა და თვალს არ ახამხამებდა. ცოტა დამშვიდდა,აღარ ტიროდა.დიმა ხმას არ იღებდა. ან რა უნდა ეთქვა. წარმოდგენა არ ქონდა ასეთ დროს როგორ უნდა მოქცეულიყო. ერთ მხარეს მისი ძმაკაცი იდგა,რომელიც მისთვის ძმასავით იყო და რომელმაც უღირსი საქციელი ჩაიდინა და მეორე მხარეს ელენე იდგა, მისი საუკეთესო მეგობარი. ჰმ! საუკეთსო მეგობარი? ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. დიმას გონებაში ქაოსი იყო.მაგრამ ერთი იცოდა, რომ ორივე მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იდგა ორ სხვადასხვა მხარეს და თვითონ შუაში გახლეჩვა მოუწევდა. ამას გრძნობდა. -მადლობა დიმა. ცოტა დავმშვიდდი-ხმა ამოიღო ელენემ და დიმას შეხედა -რა სისულელეა ელი. სამადლობელი რა არის. როგორ ხარ? -სულგაყინული! -მე, არ ვიცი რა ვთქვა..მართლა... მიჭირს ამის დაჯერება-არეულად დაიწყო დიმამ -დიმ, მაპატიე რომ შეგაწუხე და შენთან მოვედი გულის მოსაოხებლად კარგი? ვიცი რომ ის შენი ძმაკაცია და მასზე ცუდის თქმა არ გესიამოვნება,მაგრამ გეფიცები მეც ვერ მივხვდი აქ როგორ მოვედი. ერთი ის ვიცოდი რომ სახლში ვერ მივიდოდი-დამნაშავესავით უთხრა ელენემ და თავი ჩახარა. ის ძალიან კარგად ხვდებოდა,რომ დიმა ეხლა ორ ცეცხლშუა იყო -ელი,მისმინე. მართალია, ცოტნე ჩემი ძმაკაცია და ძალიან მიჭირს მასზე ასეთი რამის გაგება.მიუხედავად ამისა შენ ხარ ჩემი და-ამ სიტყვაზე ოდნავ შეკრთა დიმა-და მეორეჯერ არ გაიფიქრო რომ შენ რამე საბოდიშო გაქვს ჩემთან. ხომ იცი როცა გინდა და რა დროსაც შეგიძლია ჩემი იმედი სულ გქონდეს. ძალიან მიყვარხარ-უთხრა და საფეთქელზე აკოცა -მეც ძალიან მიყვარხარ.სწორედ ამიტომ გამოვეშურე შენკენ რომ შენი იმედი ყოველთვის მაქვს-მხარზე თავი მიადო და ცალი თვალიდან ცრემლი გადმოუვარდა. მართლაც რომ ძალიან ძვირფასი ადამიანია ელენესთვის დიმა. მას როგორც ძმას ისე უყურებს, ძმას რომელიც არასდროს არ ყოლია და დიმაში ხედავს მას. ნებისმიერ დაქალზე მეტად შეუძლია მას ენდოს და თავისი გასაჭირი თავისუფლად გაუზიაროს. სწორედ ამიტომ, გაუაზრებლად წამოვიდა მისი ბინისკენ,რადგან იცოდა რომ დიმა ზედმეტი კითხვების და თავის მობეზრების გარეშე მოუსმენდა მას და დაამშვიდებდა. არადა დიმა ისე იყო, თავადაც არ აწყენდა დამშვიდება. *** -შენ მთლად გამო*ირდი ბიჭო? არა ხვდები მაინც რა გააკეთე?-გამწარებული უყვიროდა დიმა ცოტნეს, რომელიც თავჩახრილი უსმენდა ძმაკაცს-არა,ვერ ვიჯერებ. ესე როგორ მოექეცი ელენეს? -მეც ძალიან ვნანობ. გეფიცები ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, ისიც ნასვამი ვიყავი. მერე ეს მომადგა, დამიწყო არშიყი.თავიდან ვერ მოვიშორე,ბოლოს მეც ვეღარ გავუძელი და ავყევი. დანარჩენი შენც იცი-თქვა და თავი ხელებში ჩარგო-არ მაპატიებს. ელენე ამას არ მაპატიებს. ვინმე ბო*თან რომ წაესწრო შეიძლება კიდევ რამე შანსი მქონოდა,მაგრამ თამთასთან ღალატს არ მაპატიებს-თავს აქნევდა ცოტნე -შენ დაელაპარაკე! აუხსენი ყველაფერი. ესე სი*ივით არ დაეგდო და ხელი გაანძრიე მის დასაბრუნებლად გესმის? მას უყვარხარ, არაა გამორიცხული რომ დროთა განმავლობაში გადახარშოს და გაპატიოს. ხელი არ ჩაიქნიო- უთხრა დიმამ და ცოტნე მარტო დატოვა. *** ელენეს სახლში არაფერი უთქვამს.ვერ იტყოდა, სახლში თავისიანებს ვერ ეტყოდა რომ ცოტნემ უღალატა თანაც ვისთან? არა! გამორიცხული იყო! მან უბრალოდ მოკლედ და კონკრეტულად უთხრა რომ ცოტნეს დაშორდა და მიზეზი არ აუხსნია. სრულ გაურკვევლობაში დატოვა მშობლები და მათ შორის ნანოც,რომელიც შოკირებული იყო ამ ამბით. -ისეთი რა მოხდა კი მაგრამ ასე რომ ასრულებთ თქვენს ურთიერთობას?-ნანო ზედმეტად გაოგნებული იყო მათი ამბით -ასე მოხდა ნანო! ძალიან გთხოვ, არ მინდა ამაზე საუბარი, გემუდარები რა-მუდარით უთხრა ელენემ -კი ბატონო, რახან არ გინდა თქმა ნუ მეტყვი-ხელები ასწია დანებების ნიშნად ნანომ და მას მერე აღარ ჩასძიებია ელენეს,რადგან იცოდა რომ თუ მას თქმა არ უნდოდა არაფერს არ ეტყოდა. *** -დამელაპარაკე ელ, გთხოვ. ამახსნევინე რა-სამსახურთან დახვდა ცოტნე ელენეს -უკვე ხომ ვილაპარაკეთ და ყველაფერი გასაგებად ამიხსენი ცოტნე?კიდევ დარჩა რამე ასახსნელი?-უემოციოდ კითხა ელენემ,მაგრამ მაინც უჭირდა ცოტნეს გვერდით თვის შეკავება, რომ არ მისულიყო მასთან და არ მოხვეოდა, მაგრამ ამის უფლება უკვე აღარ ქონდა, ცოტნეს წყალობით -გემუდარები მაპატიე რა ელ, ხომ იცი რომ მიყვარხარ და მხოლოდ შენ ხარ ერთადერთი ქალი ვის გვერდითაც ცხოვრება მინდა? ერთ შეცდომას ყველა ვუშვებთ. მაპატიე რა-საოცრად სევდიანი ეუბნებოდა ცოტნე,ლამის ტირილი დაეწყო მთასავით კაცს. ელენეს არ შეეძლო ცოტნეს ასეთ მდგომარეობაში ნახვა. დროზე უნდა გაცლოდა,კიდევ დიდხანს რომ ესმინა მისთვის შეიძლება ეპატიებინა კიდეც -ტყუილად მთხოვ ცოტნე. ჩვენს შორის ყველაფერი მორჩა-უთხრა ელენემ და გვერდი აუარა. იმ დღის მერე ცოტნე თითქმის ყოველდღე დადიოდა ელენესთნ და ცდილობდა შემოერიგებინა და ელენეს ეპატიებინა. ელენე ცდილობდა თავი აერიდებინა,მაგრამ ვერ ახერხებდა, ყველა ნაბიჯზე ცოტნე ხვდებოდა. არ შეეძლო,მართლა არ შეეძლო ამის პატიება. უყვარდა ცოტნე,მაგრამ ღალატს ვერ პატიობდა. უნდოდა რომ ცოტნეს თავი დაენებებინა და მშვიდად ცხოვრების საშუალება მიეცა. -როდემდე უნდა მდიო ცოტნე? -სანამ არ მაპატიებ და არ დამიბრუნდები ელ -ეს არ მოხდება ცოტნე. შენზე უკეთ არავინ იცის ჩემი პრინციპების შესახებ -ჯანდაბაში გაგზავნე შენი პრინციპები და გულს მიენდე ელე, ორივეს ერთმანეთი გვიყვარს და რატომ უნდა დავიტანჯოთ ამ ერთი შეცდომის გამო? -ერთი შეცდომა, რომელიც ათას შეცდომაზე მაღლა შეიძლება იდგეს ჩემთვის. ჩემს მეგობართან მიღალატე გესმის? მეგობარი დამაკარგვინე,შენი თავი დამაკარგვინე-ბოლო სიტყვები ხმადაბლა ჩაილაპარაკა -ელ-მისკენ წაიწია და მხრებზე ხელები მოკიდა.ელენეს მის შეხებაზე ჟრუანტელმა დაუარა და სწრაფად მოიშორა მისი ხელები. მასთან ასე ახლოს თავს ვერ ერეოდა-რა გავაკეთო რომ მაპატიო? -არაფერი ცოტნე, ვერაფერს ვერ გააკეთებ სამწუხაროდ-დანანებით ჩაილაპარაკა -ამის დედა შევე*ი ადამიანის მკვლელებსაც კი პატიობენ, მოძალადეებსაც პატიობენ და მე რაღა დამასამარე და ამომძირკვე შენი ცხოვრებიდან ელე? _ეხლა რაღაცას გკითხავ და გულწრფელად მიპასუხე. შენ რომ შენს მეგობართან მსგავს სიტუაციაში წაგესწრო ჩემთვის, მაპატიებდი მე რომ შენთვის პატიება და ჩემთან დაბრუნება მეთხოვა?-გამომცდელად ჩახედა ელენემ თვალებში. ცოტნე შეკრთა. ამ კითხვას არ მოელოდა-მითხარი,მაპატიებდი? -შენ ამას არ იზამდი, შენ ასეთი არ ხარ -წარმოიდგინე, უბრალოდ წარმოიდგინე.ვთქვათ და მსგავსი რამ ჩავიდინე -არ ვიცი-ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ უპასუხა და თავი ჩახარა-წარმოდგენა არ მაქვს და ამ სიტუაციის წარმოდგენაც არ მინდა ელე-ნაღვლიანმა უთხრა. -მაშინ მოგიწევს წარმოდგენა. მე და დიმა ერთად ვიწექით!- ვერც გაიაზრა ისე აჯახა ცოტნეს. ცოტნეს თვალები გაუფართოვდა. ყბა აუკანკალდა, თვალები ჩაუსისხლიანდა -რა... რა თქვი?-შოკირებული იყო ცოტნე -რაც გაიგე- უკან დახევას არ აპირებდა ელენე. იცოდა რომ ეს ერთადერთი გზა იყო ცოტნეს მოსაშორებლად -მატყუებ! -დეტალებში მოგიყვე როგორი იყო?-ირონიულად უთხრა ელენემ და თქმაც ვერ მოასწრო რომ გიჟივით მოწყდა ცოტნე ადგილს და უსწრაფესად გააქროლა მანქანა. სწორედ ეხლა გაიაზრა ელენემ თავისი ნათქვამის სიმძაფრე და ლამის გულმა დაარტყა -ღმერთო, ეს რა ვუთხარი?ეს რატომ ვუთხარი? რაა ჩერჩეტი ვარ?-მთელი სხეული აუკანკალდა ელენეს-რაღა მაინცდამაინც დიმა. რა დებილი ვარ. ნეტავ მიწა გაიხსნას და შიგ ჩამიტანოს-გულმა გამალებით დაუწყო ცემა-ეს რა ჩავიდინე? ნამდვილი დეგენერატი ხარ ელენე-თავის თავს ლანძღავდა.ასეთი შტერი რატომ ვარ? ესეთი რამ როგორ ვუთხარი?-გრძნობდა რომ მალე გონებას დაკარგავდა. მანქანაში ჩაჯდა და დიმას სახლისკენ დაიძრა,რადგან დარწმუნებული იყო,რომ ცოტნე მასთან წავიდა. *** დიმა კომპიუტერში მნიშვნელოვან დოკუმენტს ამზადებდა კარზე ბრახუნი რომ ატყდა. გაკვირვებული წამოდგა და კარების გასაღებად წავიდა. როგორც კი კარი გააღო გააფთრებული ცოტნე შემოვარდა და სიფათში მუშტი ატაკა.დიმა წაბარბაცდა -შენ მე კაცი მეგონე, ძმად გთვლიდი და ეს რა ჩაიდინე?ეს რატომ გამიკეთე?-ღრიალებდა ცოტნე და კვლავ დასარტყმელად წავიდა. მეორე მუშტიც გაუქანა და დიმა კვლავ წაბარბაცდა. გაოგნებული იყო ცოტნეს ქმედებით და ხმას ვერ იღებდა. ვერ მიხვდა მის ძმაკაცს რა დაემართა -შენ შ*გ ხომ არ გაქვს ბიჭო?გააფრინე?-უღრიალა დიმამაც და ტუჩიდან წამოსული სისხლი ხელით მოიწმინდა _მე გავაფრინე ხო? არაკაცი ხარ! . ძმად მიმაჩნდი და ეგ როგორ გამიკეთე ა? ესე როგორ მომექეცი? ზურგს უკან დამცინოდი არა? ახვარი ხარ-კიდევ ერთხელ გაიწია მისკენ მუშტის დასარტყმელად,მაგრამ ამჯერად დიმამ გაუკავა. ცოტნემ მეორე ხელი წამოიღო დასარტყმელად და მოარტყა კიდევაც. მერე დიმამაც დაარტყა და შეიქმნა ერთი ამბავი -გამაგებინე რას მერჩი ადამიანო? რა დაგიშავე?-უღრიალა დიმამ, როცა კისერში წაავლო ხელი ცოტნემ,თითქოს მის დახრჩობას აპირებდა. თითქოს? ცოტნე აფექტურ მდგომარეობაში იყო და ვერ იზარებდა რას შვებოდა. ამ წამს მას დაუფიქრებლად შეეძლო დიმას მოკვლა.დიმამ ცოტნეს მუშტი მუცელში ამოარტყა და შეეცადა ცოტნე მისი სხეულიდან გადაეგდო და ყელში წაჭერილი ხელები მოეშორებინა. გამოუვიდა კიდეც -ამიხსნი თუ არა რა ჯანდაბა გეტაკა?-უყვირა დიმამ და თან ყელზე ხელები მოისვა -ახვარი ხარ დიმა! მოღალატე ახვარი!-მის წინ დაიფურთხა ცოტნე და დიმას სახლიდან გავარდა. დიმა რამდენიმე წუთი გაშტერებული იდგა ძმაკაცის ქმედებით -ამან მგონი გააფრინა-გაოცებულმა ჩაილაპარაკა ბოლოს და ის იყო კარები უნდა დაეხურა, რომ ელენე შემოვარდა ბინაში -დიმა-წამოიყვირა ელენემ და პირზე ხელები აიფარა დიმას ჩალურჯებული სახის და ცხვირიდან და ტუჩებიდან წამომსკდარი სისხლის დანახვაზე-ცოტნე იყო? _შენ რა იცი? -ვაიმე დიმა, მაპატიე, გემუდარები მაპატიე რა-ცრემლები წასკდა ელენეს-ჩემი ბრალია ყველაფერი. გეფიცები ვერც გავიაზრე ისე ვუთხარი. ვერ ვხვდებოდი რას ვეუბნებოდი. ისე იყავი მასზე გამწარებული და მინდოდა შური მეძია, ყველაზე საზიზღარი მეთოდი ვირჩეი. მაპატიე რა-სლუკუნებდა ელენე -ელენე, ამიხსენი რა ხდება? ჯერ იყო და ის მომვარდა გიჟივით და ცემა დამიწყო,თან მიმალანძღა. ვერ მივხვდი რა დაემართა, ეხლა კიდევ შენ მოდიხარ და პატიებას მთხოვ. გამაგებინე რა ჯანდაბა ხდება?-გაბრაზებული იყო დიმა -ცოტნეს ვუთხარი რომ ერთად ვიწექით-პირდაპირ უთხრა ელენემ და მოსალოდნელი რეაქციის გამო თვალები დახუჭა. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ და თქვენს აზრს აფიქსირებთ. ერთმა აღნიშნა, რომ რადგან ნახვები ცოტა მაქვს არ გამიჩნდეს ისტორიის შეწყვეტის სურვილი. დაგამშვიდებთ და გეტყვით,რომ ამას ნამდვილად არ ვაპირებ. მართალია ამ ისტორიას ყველაზე ცოტა ნახვები აქვს წინა ისტორიებთან შედარებით,მაგრამ არაა პრობლემა. მთავარია რომ თქვენ ხართ და კითხულობთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. იმედია მოგეწონათ ეს თავიც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.