ჩემი მწვანეთვალება (12)
ვერ ვიტყვი რომ მშვენივრად მეძინა,თუმცა მაინც კარგად... შაბათია მე კიდე ძილი მინდოდა, მაგრამ სულ დამავიწყდა ანა და ნიკა.. დილით ანას ტირილი მაღვიძებს.. -რა იყო ანა რატო ტირი? (მე) -შაბა...შაბა აქ ალაა და სენც მომატყუე ლოცა მითალი წაგიკვანო.. (ანა) -კაი რა ანი გეგონა მოგატყუუებდი? გუშინ მართლა საბასთან მოგიყვანე, ეხლა ალბათ სამზარეულოშია და საუზმეს ამზადებს შენთვის, მოდი ჩავიცვათ და ჩავიდეთ.. (მე) გავხსენი გოგას მიერ გამოტანილი ჩანთა და ანას ტანსაცმელი ჩავაცვი, ქვევით კისრისტეხვით ჩავიდა, იმის იმედით რომ საბა დახვდებოდა.. -შაბა... შად ხარ შაბააა... (ანა) -რა გაკივლებს გოგო (ნიკა) ოთახიდან თმა აბურძგნული ნიკა გამოვიდა, რომელიც ისედაც აბურძგნულ თმას უარესად ირევდა... -ნიკა საბა სადაა ხო არ იცი? (მე) -დილით შვიდ საათზე შემომივარდა სარბენად მივდივარ და თუ წამოხვალო... (ნიკა) -ეხლა რომელი საათია? (მე) -თერთმეტი საათია, მოვა მალე აბა სად წავა.. (ნიკა) დაამშვიდა ტირილის პირას მყოფი ანა და სააბაზანოში შევიდა,მე კიდე გულიანად მეცინებოდა ანას ამ გულჩვილ საქციელზე და ნიკას ძმის როლზე... სამზარეულოში შევედი და საუზმისს მომზადება დავიწყე...ანა ფანჯარასთან იდგა და საბას ელოდებოდა.. -ანი მოდი ჩაი დალიე და მვა საბაც მალე.. (მე) -ალა მე შაბასთან ელთად მიდა...(ანა) მეც და ნიკაც დავნებდით ანას და ველოდებოდით როდის მოვიდოდა საბა რომ გვესაუზმა, თუმცა უკვე თორმეტი ხდებოოდა მაგრამ საბა არ ჩანდა, მე და ნიკამ მეტს ვეღარ გავუძელით და ჭამა დავიწყეთ.... -როგორც იქნა გეღირსა საბა (მე) -რა იყო ნიცა? (საბა) -მიდი სამზარეულოში და ანა ჩამოსვი ფანჯრიდან მთელი დღეა შენ გელოდება საჭმელიც არ ჭამა „შაბასთან ელთად მიდა“... (მე) ვეცადე გამეჯავრებია ანა, რაზეც საბას სიცილი და მხურვალე კოცნა დავიმსახურე... -ცოტა ფრთხილად ბავშვები არიან სახლში.... (მე) როგორც იქნა დავახწიე თავი საბას მკლავებს და ჩუმდ ამოვიჩურჩულე... -მმ ნიცა ერთი წუთით შეიძლება? (ნიკა) სამზარეულოს კარებზე ბეჭით მუყუდებულიყო ნიკა და თავი დაეხარა... საბამ უხერხულად ჩაიცინა და ხელები მომაშორა... ნელა წავედი ნიკსკენ -გისმენ ნიკა.. (მე) -რომ ჩამოვედით, მამამ მითხრა რომ ჩემი სკოლაში შეყვანა უნდოდა აქ და მგონი ვერ მოახერხა...(ნიკა) -კაი ნკა ნუ ნერვიულობ, ორშაბათს ერთად წავიდეთ და რომელი სკოლაც მოგეწონება იქ შეგიყვანთ.... ეხლა ის მითხარი ვინმე მეგობარი გაიჩინე ამ ორ კვირაში სამეზობლოდ? (მე) -კი ძალიან ლამაზი გოგოა... (ნიკა) -აღარ გააგრძელო, უბრალოდ ეს ფული გამომართვიი და სადაც გინდა წადით და გაისერნეთ... (მე) -ნიცა.. მე.. არ... (ნიკა) -მორჩი ბლუყუნს გამოართვი და წადით გაერთეთ.. (საბა) უკნიდან საბას ხმა გავიგე , რომელსაც უკან ანა მოყვებოდა სირბილით... მეტი ნიკაც არარ გაჯიუტდა და ფული გამომართვა... ამჯერად ოთხივემ ერთად ვისაუზმეთ და ნიკა თავის გზაზე გავუშვით.... -აუუ მეჩ მინდა გაშეირნება.. (ანა) აწუწუნდა ანაც და საბას და ჩემს შორის ჩაჯდა..საბამ ღიმილით გადმომხედა და ისევ ანას დაუწყო თავზე ფერება... -ნიც მიდი ჩაიცვით და მთაქმინდაზე ავიდეთ... ((საბა) ანაზე მეტად მე გამიხარდა მთაწმინდის ამბავი, რადგან ძალიან მიყვარს იქაურობა..მალევე ავიტაცე ნიცა ხელში და ზევით გავიქეცით გამოსაცვლელად..10 წუთში უკვე მანქანაში ვიჯექით და მთაწმინდის გზას ვადექით... გზაში ანას ენა არ გაუჩერებია გამუდმებით ლაპარაკობდა ან მღეროდა.. როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს.. თითქმის ყველა ატრაქციონზე ვიჯექით გარდა „ეშმაკის ბორბალისა“.. -აუ ნიჩა წამო რა გთხოვ (ანა) -ანი შენ და საბა ადით მე კი აქედან გიყურებთ კაი.. (მე) -არა შენც წამოხვალ თოლე მე ალ ავალ.. (ანა) ხელებ გადააჯვარედინა და ჩემსავით სკამზე ჩამოჯდა... საბა ჩვენი შემხედვარე სიცილით იგუდებოდა, ბოლოს ანის დაჟინებული თხოვნით მეც მათთან ერთად წავედი თუმცა ფეხები უკან მრჩებოდა... სიმაღლის ყველაზე მეტად მეშინია..როცა კაბნაში ფეხი შევდგით, მაშინვე ვიგრზენი ჩემი აჩქარებული პულსი რომელიც არც საბას არ გამოპარვია.. -ნიცა ხომ კარგად ხარ? (საბა) -არ ვიცი მგონი კი, უბრაოდ სიმაღლის მეშინია ძალიან.. (მე) საბამ უბრაოდ გამიღიმა, ხელი წელზე მომხვია და მასთან უფრო ახლოს დამსვა.. -ჩემთან ნურასდროს ნურაფრის შეგეშინდება ... (საბა) ყურში მიჩურცულა და შეუმჩნევლად კისერში მაკოცა, რომელიც მეც ძლივს ვიგრძენი... გადავხედე ანას, რომელიც აღფრთოვანებული ათვალიერებდა ყველაფერს და თითოულის ახსნას მთხოვდა.. როგორც იქნა სამშვიდობოდ ჩამოვედით, ანას ძვლივ გადავათქმევიე რომ ხელახლა არ ასულიყო... ბომბორადან წამოვედით და გეზი მაკდონალდისკენ ავიღეთ.. გზაში ანა ისე გაუჩერებლად ლაპარაკობდა, გვიყვებოდა როგორ მოეწონა ტრაქციონები და არგად გაერთო თუ არა.. -აუ ნიჩა მშია... (ანა) ცოტახნიანი დუმილი კვლავ დაარღვია ანამ და სახე საყვარლად დამანჭა.... -ცოტაც ანი და შეჭამ... (მე) მაკდონალდიც მხიარულად მოიარა და ბოლოს ქანც გამძვრალი ჩაესვენა მანქანაში, დაღლილობამ თავისი გაიტანა და მალევე ჩაეძინა... ლოგინში ფრთხილად ჩავაწვინე.. ჯერ მხოლოდ 4 საათი იყო, ნიკაზე დიდად არ მიერვიულია..... მე და საბა ტახტზე ვიჯექით და ფილმს ვუყურებდით, როცა კარზე გაბმულმა ზარმა მყუდროება დაგვირღვია,.. ბუზღუნით ავდექი საბა კალთიდან და კარის გასაღებად გავედი... -ეეეეე ნიცა როგორ ხარ? (ნიკა საბას ძმაკაცი) -კარგად ნიკა შენ? (მე) -მეც სადაა სენი დაკარგული შეყვარებული ?(ნიკა) -მისაღებშია ფილმ უყურებს მიდი შედი... (მე) მეტი აღარაფერი უთქვამს პირდაპირ მისაღებსი წავიდა და საბას წინ სავარძელში ჩაესვენა..მეც უკან მივყყევი და ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე... -სად ხარ შე დაკარგულო ჰა? (ნიკა) ჩვეული როხროხა ხით ჩაიხითხითა ნიკამ, რაზეც საბას წიხლი დაიმსახურა.. -ეს რისთვის შე*ჩემა? (ნიკა) აშკარა გაკვირვება ეტყობოდა ნიკას რაზეც გამეცინა.. -ან შენ რატომ დამცინი? (ნიკა) ეხლა კი აშკარად გაბრზდა, სახე მალევე დავაყენე და სიტუაცია ავუხსენი.. -აუ თავდნვე გეთქვათ ტო და ამხელა ხმაზე არ ვილაპარაკებდი (ნიკა) -კაი შე*ემა დაწყნარდი, აი გაიღვიძა ნიცა ჩამოიყვანს და ნახე.. (საბა) მეც აღარ დავაყოვნე და ზევით ავედი და 5 წუთში ანასთან ერთად დავბრუნდი უკან... ანა მალევე ჩამოხტა ჩემგან და საბასკენ გაიქცა.. -ანი ნახე ეს ჩემი მეგობარია ნიკა (საბა) ანა ოთახში ისე შემოვიდა, ნიკასთვის არც შეუხედავს. თავი აწია საბას კისრიდა და ნიკას შეხედა წამებში კი მის კალთაში აღმოჩნდა... მე და საბა სიცილს ძლივს ვიკავებდით, რომ ბოლო ხმაზე არ გაგვეცინა... -ანა რა ქენი ეს? (საბა) როცა სული მოითქვა სიცილისგან გამწვანებულმა საბამ, ჰკითხა ანას... -მმმ რა ვქენი? უბლალოდ ნიკას ვეხუტებიი.. (ანა) მანაც მშვიდად და აუღელვებლად უპასუხა საბას კითხვას.. -მიღალატე ხომ? (საბა) ცოტა მსახიობური ნიჭიც გამოიყენა 2 წლის ბვაშვს აყვა თამაშში... -ლა ვქნა სენ ცემი და გიკვალს და ... (ანა) მისმა ამ პასუხმა შოკში ჩაგვაგდო... დაახლოებიტ ნახევარი საატი ვიაზრებდით რა თქვა და როცა გავიაზრე სიცილი ვერ შევიკავე და ბოლოხმაზე გავიცინე.. საათს რომ დავხედე ცხრა სრულდებოდა, ნიკა კი ჯერ რსად ჩანდა... უკვე ძალიან ვნერვიულობდით, მეც და საბაც... ტელეფონზე ზარი იყო იმის იმედით რომ ნიკა იქნებოდა სასრაფოდ ვუპასუხე, თუმცა იმედი გამიცრუვდა როცა უცხო ნომერი დამხვდა.. -დიახ (მე) -................ -დიახ მე ვარ (მე) -........... -რააა???? (მე) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.