ფარულავა (ნაწ.2)1
- მამა ვხდები ტოო- ხელებში სახეცარგულმა წამოიყვირა დუდამ, სწრაფად მოიცილა ხელები სახიდან, დივანზ მიეყრდნო და თავი უკან გადაწია. - ძაან მაგარია !- გაუხარდა ლაშას. - ვაიმე ბიჭო მამა შენ აზრზე ხარ?- ისეთი სისწრაფით გასწორდა დუდა ვიფიქრე ეგაა მოიტეხა კისერი თქო. - კაი რას მოთქვავ მერე- ხელი აიქნია ლენკამ. - გოგო რას მოვთქვავ, ვერ ვიგებ რა გავაკეთო.. - რა უნდა გააკეთო და ნუკას უნდა მიხედო- თვალი ჩავუკარი დუდას და გადაფითრებულ ნუკას მივხედე. - მანამდე კი ჯვარი უნდა დაიწეროთ და ხელი მოაწეროთ- შეახსენა ლენკამ. - აუ ჩემი, რა მაგარია!- მაგრად ჩაეხუტა აწითლებულ ნუკას ჩვენი ვაჟბატონი და ხმამაღლა იყვირა .- აუ!!! - შენ ნორმალური ხარ ბიჭო? გაუშვი!-დატუქსა ლენკამ და ხელებში მაგრად ჩაარტყა. - წავედი მე სამსახურში ვარ მისასვლელი- ტანსაცმლის სწორებით ავდექი და ბავშვებს თვაი მოვავლე. - რამე ხდება?- მკითხა ლენკამ და ჩემმა თანამშრომელმა. - არა გოგო. პრეზენტაცია აქვს ჯეჯოს გასაკეთებელი და მეწუწუნება მომეხმარეო.. - ჯეკო ჯიგარია- ჩაილაპარაკა ლაშამ და მუსიკას რიტმულად ააყოლა თვალი. - მე სულ ეგეთი ჯიგარი ძმაკაცები მყავს.- სახე დავუჭირე და ლოყაზე ვაკოცე. გაღიმებულმა ჩამიკრა თვალი და სახით ცეკვა განაგრძო.. - მანქამით ხარ თუ გაგიყვანო?- თავი წამოყო დუდამ. - მანქანით ვარ მამიკო.. - დავაი რა ! მე რათ არ მაკოცე? - არ დაგიმსახურებია.. წავედი ცოდოა ის ბავშვი.. დუდას მაინც ვაკოცე ლოყაზე და ისე დავტოვე სახლი.. ხუთი წელი გავიდა იმ ზაფხულის შემდეგ.. აი იმ ზაფხულის ფარულავას რომ ეკუთვნოდა, ჩემი ცხოვრება რომ აატრიალა და თავდაყირა დააყენა.. ხუთი წელი ბევრი დროა არა? ალბათ მკითხავთ გამიჭირდა თუ არა? ძალიან, ძალიანზე მეტადაც მაგრამ გავიარე, დეპრესია არ მქონია, ვერ ვიტან მსგავს რაღაცეებს, ჩემთვის მტკიოდა და თან ძალიან, მაგრამ არ დამისვამს კითხვები დაჩიზე, წავიდა და მორჩა იმ დრეს დავამთავრე ყველაფერი. ამ ხუთი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა ზოგი ცუდი და ზოგიც კარგი, უფრო მეტი კარგი.. ცუდი ისაა ომ ლაშა დაშორდა მარიამს, დედამისმა მოახერხა იმდენი რომ მარიამი ამერიკაში სასწავლად გაგზავნა, ლაშამ მიაკითხა რომ წამოეყვანა მაგრამ არ გამოყვა ხო და ამანაც დაახვეინა! ლენკას და გიოსაც აერიათ ურთიერთობა, ვერ გაიგებ ერთად არიან თუ არა, მათი ურთიერთობა ასეთია, მთვრალი გიო ლენკას სადარბაზოსთან, მისი ნამღერი სიმღერები, ჩახუტება და წასვლა, ლენკა ვინმეს გვერდით და გაგიჟებული გიო, გიო სხვის გვერდით ატირებული ლენკა, ორივე ამბობს რომ უყვარს, ამბობენ ჩვენთან არა ერთმანეთთან, შესვენება ავიღეთო გამოაცხადეს, გრძნობებში რომ გავერკვეთო, ეს გრძნობებში გარკვევა კი მათ ბერვებს იწირავს.. ყველაზზე მეტად მაინც ლაშა ნერვიულობს.. დუდა და ნუკა? ორი წელია რაც ნუკა დუდასთან გადავიდა, ხელი არ მოუწერიათ, ქორწილიც არ ყოფილა, ისე გადავიდა რა, ახლა კი გავიგეთ რომ სამი კვირის ორსულია ჩვენი ქალბატონი და რეაქცია კი ნახეთ.. უმაგრესი წყვილია მაგრამ ეს ჩხუბი ვერ დაიშალეს ვერაფრით, ძველი ჩვევაა.. ისე მაინც დუდა ნუკა და მათი შვილი წარმოგიდგენიათ? ჩემთან? ჩემთან მაგრადაა ყველაფერი, სოციოლოგიის ფაკულტეტი დავამტავრე და დედას მეგობრის ლევანის დახმარებით სამსახურშიც მოვეწყვე, მაგარი ხელფასი მაქვს თქო ვერ გეტყვით, 600 ლარი მაქვს მაგრამ მე მყოფნის, მაგისტრატურაზე მინდა გასვლა, მოკლედ მართლა კარგად ვარ.. პირადი? არაფერი საერთოდ.. რამდენჯერმე იყო ცდა მაგრამ როგორც კი ვინმესთან ერთად სადმე გამოვჩნდებოდი მეორე დღეს ის ბიჭი შორიდანაც ძლივს ბედავდა მოსალმებას, თავიდან დამთხვევა გვეგონა, ან ის რომ ჩემგან მოდიოდა სიცივე მაგრამ მერე ერთობლივი დასკვნით და ლენკას დეტექტიური გამოძიებით დადგინდა ბრალდებული ფარულავას ხელი ამ საქმეში რაც თურმე ლაშამაც დაუდასტურა ლენკას. თავიდან გავბრაზდი მაგრამ მერე დავიკიდე რა აზრი აქვს ეს ხო დაჩი ფარულავაა მაინც იმას აკეთებს რაც უნდა.. სიმართლე გითხრათ როცა გავაცნობიერე რომ იქიდანაც მისად მთვლიდა და ზრუნავდა ჩემს რაღაც ნაწილს გაუხარდა, მაგრამ ტკივილს რა ვუყოთ? მესმის როგორ არ მესმის რომ წასვლა აუციელებელი იყო, ვიცი რომ საშინელება მომხდარიყო ქალაქში რომ დარჩენილიყვნენ მაგრა შეეძლო ვენახე, დაერეკა, მოეწერა არ ვიცი დამკავშირებოდა.. აი ხედავთ? ხუთი წლის მერე ისევ დაჩი ფარულავა.. - ეღირსა !- ხელები გაშალა ჯეკომ- რა იყო გოგო დაგეძინა? - დუდა ხდება მამა - ვახარე რომ აღარ ეჩხუბა. - ღადაობ? დუდა? - ხო დუდა.. - ვუაააააააა! რა მაგარია! მოიცა და ეგ შენს დაგვიანებასთან რა შუაშია? - იქ ვიყავი.. - როდიდან გინეკოლოგის ფუნქციები ეკატერინე?- წარაწეულმა თეატრალურად ჩაილაპარაკა ჯეკომ და შემოსულს ნუცას (ნიკუშას და )გადახედა.- მოვიდა მეორე.. - კატოსთან მოვედი დებილო- დაეჯღანა ნუცა და მე გადამკოცნა. ნუცა ეს ხუთი წელი სულ ჩვენთან იყო, საკუტარი დასავით უვლიდნენ დუდა და ლაშა, უნივერსიტეტში ჩააბარებინეს და ფულსაც ისინი უხდიან. ისე უფრთხილდებიან ყველამ იცის ნუცას რომ ახლოს არ უნდა გაეკაროს, რაც ჯეკოს წისქვილზე ასხავს წყალს, მოსწონს მგონი ამ დებილს.. ვინ არის ჯეკო? ჯეკო კურსელია, ძმა რომ გახდა პირველივე კურსიდან და ბიჭებმაც ძმად რომ მიიღეს. მართლა უმაგრესი ადამიანია, სასაცილო ხვეული თმით და გაბურძგნული წვერით. - ტყის კაცი- ჩაიბურტყუნა ნუცამ. - გავიგე!- კომპიუტერს მოაშორა მზერა ჯეკომ და სკამზე გადაწოლილმა გამოგვხედა. - დაანებე ამას დებილია!-ჯეკოს მისივე აწყობილი ქაღალდის თვითმფრინავი ვესროლე და ნუცას მივუბრუნდი- რა ხდება აბა? - კომფლიქტის ზონის მოსახლეობაზე მაქვს ასაწყობი პრეზზენტაცია და მასალები მინდა ხომ გაქვთ? - ჯეკოს აქვს!- გავუცინე დაჯღანულ ნუცას. - ჯეკო რამდენადაც ვიცი აქ მე ვარ - ხელი აწია არტისტმა და ნუცას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. - აუ ეს დებილია რა კატო შენ არ გაქვს?- შეწუხებული სახით შემომხედა ნუცამ. - გეთანხმები ეს დებილია მაგრამ მე არ მაქვს! - აუ რაა- ჯეკოს გამარჯვებულ სახეზე უგმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები და წარბშეკრულმა მიმართა- მომეცი მასალები.. - როგორ?- ყურზე ხელი აიფარა და ნუცასკენ გადაიხარა.. - მომეცი მასალები გთხოვ!- თვალები აატრიალა ნუცამ. - მომეცი მასალები მერე?- უფრო გადმოიხარა ჯეკო. - გთხოვ!- იყვირა მოთმინებიდან გამოსულმა. - კაი გავიგე რა გაღრიალებს- ჩაილაპარაკა მშვიდი ტონით და კომპიუტერს მიუბრუნდა. - ანუ მომცემ? - რას ? - მასალებს ჯეკო! - აა მე ვიფიქრე გულს, სულს და სუნთქვას მთხოვდი .. - ნამდვილი მასხარა ხარ! - ცირკის თუ მეორე? - მეორე რომელია? - ბოგანო ხარ ! - აუ ჯეკო მეჩქარწება! - სად? - პაემანზე! - მიიღებ მასალებს ოცნებებში.. - ვაიმე ჯეკოოო! - მოკლედ- საქმიანი სახით მობრუნდა ჯეკო, მკლავები მუხლებზე დააწყო, თითები ერთმანეთს მიადო და დაიწყო- შენ ახლა დარჩები, პრეზენტრაციის აწყობაში მომეხმარები და მე მასალებს მოგცემ! - კატო ვერ მოგეხმარება? - ვერა კატოს ეჩქარება დაურეკეს.. - აუუ.. - მოსულა? - სხვა რა გზაა.. - ხო და მიდი ყავა მოადუღე და დედიკუნა ააფრთხილე რომ დაგაგვიანდება! - რა? - ნიშანი გინდა თუ არა? -ოოო- უგმაყოფილოდ დატოვა ნუცამ ოთახი და ყავის გასაკეთებლად წავიდა. - მოგკლავ ჯეკო რიღასთვის მომიყვანე?- ნმოჩვენებით გაბრაზებულმა წამოვარტყი თავში. - სიყვარულო ძალსა შენსაო არ იცი შენ? - კაი წავედი მე რაა.. - რა გაბურტყუნებს შენს გასაკეთებელს Xჩემი სათუთი გრძნობა აკეთებს! - აუ რა ცეტი ხარ! - ვიცი! რა მეკეთებინა, იქიდან ბავშვებს დავურეკე, ისევ დუდასთან ვართო და მეც იქ ავედი. - ნუცა ჯეკოსთან დატოვე?- მკითხა ლაშამ. - ხო.. - მეცემინება ეგ ბიჭი ძაან უშლის ნერვებს.. - შეეშვი მორიგდებიან. აბაა დედიკო და მამიკო რას შვებით? - მეეჯვარეებზე ვმსჯელობთ- დაიწყო ჩაფიქრებულმა და გადაწყდა რომ - ჩემი მეჯვარე ლენკა და შEნ იქნებით, დუდასი კიდევ ლაშა და ჯეკო.. - და რაღაზე მსჯელობდით? - რავიცი აბა! - ქოწრილს ვაპირებთ? - არა რა არ მაქვს თავი, ჩვენ ავღნოშნოთ! - ეგერ ჯობია- მოუწონა ლენკამ.- სადაა ხალხის თავი.. -აუ გოგოა თუ ბიჭი როდის გავიგებთ?- მოუთმენლად ვიკითხე და ნუკას მივაშტერდი. - არ ვიცი ჯერ ვერა- გაიღიმა ნუაკმ. - პროსტა რა ნათლიები ვიქნებით?- იკითხა ნუკამ და მეგადმომხედა. - უჰ!- შეიცხადა ლაშამ. - აუ ამათ თვრამეტწლამდე ბავშვს არ მივაკარებ- ხელი აიქნია დუდამ. -შენ ცოტა ჭკვიანად მამა ხდები კაცი- თითი დავუქნიე დუდას და ჩემი ყავა მოვსვი.. - მიდი რა! - რას დაარქმევთ გოგო თუ ოქნება?- ცნობისმოყვარედ იკითხა ლენკამ. - ლენკას ნაღდად არა- თვალი ჩაუკრა დუდამ- არც კატოს! - დონარა დაარქვი მაშინ- ბებიამისის სახელი შევახსენე დუდას. - მაგრად მევასებოდა ეგ ქალი მე- ხელები აწია ლაშამ. - ყველაფერზე მასხარაობა შეიძლება?- წარბაწეულმა მოავლო მზერა ბავშვებს ნუკამ. - დედიკო მკაცრობს- ჩაიფხუკუნა ლენკამ. - არა რა მაღტლა არ ვანახოთ დუდა ამათ ბავშვი- შეწუხებული სახით გადახედა მომავალ ქმარს ნუკამ და ჩვენზე ანიშნა. - აჰამ- დაეთანხმა დუდა.. - მშია რა გაქვთ?- ვკითხე და სამზარეულოს გავხედე. - უმაგრესი რაღაც- გამცა დუდამ ჩემთვის არასასურველი პასუხი. - ანუ არაფერი ხო? წამო რა ვჭამოთ რამე.. - მე ვერა რა მეძინება- დაიჯღანა ნუკა. - აბა ნუკას ხო არ დავტოვებ?- ხელები გაშალა დუდამ. - დავაით რა-ფეხზე ავდექი და დაძმას გადავხედე არც ესენი არიან არსად წამომსვლელები.- ვერავის ვერ გიტანთ!- ავუხსენი ბავშვებს სიყვარული და სახლი დავტოვე. ოოჰ ძმას გაავხსენდი? მომიკვდეს თავი დაბადებისდღე აქვს დღეს. ხო დემეტრესთან რთიერთობა დავალაგე, დემესთან და არა ირაკლისთან. - რა ლამაზი დღეაა! რა ნათელი მზეაა- დავიწყე სიმღერა მაგრამ დემეტრემ გამაჩერა. - კაი გაფიცებ გავიგე.. - გილოცავვ ძმაოო! - გილოცა ძმაო კი არა სად ხარ? - აი ეხლა გამოვდივარ და მოვალ სადაცაა რესტორნის სახელი მითხარი.. - ხო მოგწერე დღეს .. თავადური... - მე მაპატიეთ მოვდივარ! რა გადიხარ კატო? სად გადიხარ? არ გინდა ჩაცმა და საჩუქრის ყიდვა მოასწრო? სირბილით ავედი სახლში, კაბა გადავიცვი თმა გავიშალე, სარკესთან გავლით მაკიაჟიც გავიკეთე, ასევე სირბილით ჩავედი და მაღაზიაში გავლით ვიყიდე საჩუქარი. ორი საათი დამჭირა. - სად ხარ აქამდე ?- დაიღრინა დმეტერე. - საცობები იყო.. - არ იყო ვიყავი გასული.. - მაშინ სამსახურში გავიარე.? - არა! - დიდხანს ვემზადებოდი? - გეტყობა - გაეცინა დემეტრეს.. - დუდა მამა ხდება? - არა.! რა? - ხოო- გაჭრაა გაჭრაა, ჩემი არ დაბადებული ნათლული უკვე ორჯერ დამეხმარა.. - ვულოცავ მარა შენ რა? - იქ ვიყავი და .. - აფერისტი ხარ რა მომიტანე? - საათია.. - მადლობა- ლოყაზე მაკოცა ძამიკომ და სუფრაზე თავის გვერდით დამასკუპა. შუაღამემდე გაიწელა გრძელი სადღეგრძელოები და ამბები.. დაძაბული ვიჯექი ირაკლის და ლანას შემხევარე, ვერაფრით შევეჩვიე და ვერც ვერასდროს შევეჩვევი. მანქანაში ორი საათი რომ გახდა დაღლილი ვარ თქო მოვიმიზეზე და ავახვიე სახლში. ამ სადარბაზოში ხო შუქი ვერ გააკეთეს რა ! არ გინდა ტელეფონით თან მიინათო, ტან ჩანთა დაიჭირო და თან კარი გააღო? - ღამით სიარული არ შეიძლება კატო?- უკნიდან მომესმა ხმა.. არა ! კაი რაა ... არ შეიძლება, უბრალოდ შანსი არაა .. ხუთი წელი გავიდა და რაღა დღეს ან რატომ? ნელა დავდე ჩანთა ძირს და მისკენ შევბრუნდი, ტელეფონი მივანათე რომ დავრწმუნებულიყავი ის იყო თუ არა.. - მე ვარ!- გამიღიმა და მანიშნა გაწიეო. - აქ რას აკეთებ გეგა?- ძლივს ვკითხე.. როგორი შეცვლილია, მას განსაკუთრებით დატყობია ეს ხუთი წელი, გამრეკელის ჩამოსვლა ვერ გავიგე? როდის ჩამოვიდა ან რატომ? დაჩიც დაბრუნდება? დაჩი და გეგა თბილისში? ხუთი წლის მერე არ არსებობს.. - სახლში მივდივარ!- გამიღიმა და ჭერზე მანიშნა. - თბილისში რა გინდა გეგა? - რა კითხვებია? - კარგი რა! - კატო ხუთი წელი გავიდა, გავიზარდეთ. აქ ჩემი სახლია, ბავშური სისულელეების გამო აღარ ვაპირებ თბილისიდან შორს ყოფნას.. - არ ვიცი , არ გელოდი.. - არავინ მელოდა მაგრამ აქ ვარ.. - ახლა რა იქნება ? - არც არაფერი.. - მე უნდა შევიდე.. - დროებით.. - კარგად! ღამის გათენება მომიწია, ყველაფერი ამერია და ყველაფერი უკან დაბრუნდა. მაშინაც გეგას ჩამოსვლით დაიწყო, ჯერ გამრეკელი გამოჩნდა, მერე დაჩი .. ხუთი წელია გასული გეგა აშკარად შეცვლილია, ნეტა დაჩი როგორია? ალბათ სიც გაზრდილი და დასერიოზლებულია, დაჭკვიანებული ფარულავა? ალბათ სტილს არც შეიცვლიდა, ან შეიცვლიდა.. იქნებ ვინმე ყავს? შეყვარებული ან საცოლე ან მეგობარი გოგო.. არა ზუსტად ვიი რომ არა.. მაშინ მე დამანებებდა თავს... აქ აღარ გააკონტროლებდა ჩემს მისვლა მოსვლას და ხალხს არ დააფრთხობდა ჩემს გარშემო. დილით ზომბი ვიყავი სამსახურში. - აუ რას გავხარ!- ყავა მომაწოდა ჯეკომ და ისეთი სახე მიიღო სულ დამეკარგა სიცოცხლის ხალისი. - ჯეკო რა ჯელტმენი ხარ?- დაუბღვირა ლენკამ.- რა გჭირს გოგო? - გამრეკელი ჩამოვიდა.. - რა?- ყავა გადასცდა ლენკას. - ეგ ის ბატონია ვს ფარულავა რო იყო?- ბეჭებზე დაარტყა ჯეკომ და მკითხა. - ხო - თავუი დავუქნიე და გამწარებულ ლენკას შევხედე. - აბა როგორ ხართ?- უფროსმა იკადრა შEმოსვლა. - კარგად ქალბატონო თიკო თქვენ?- გაეკრიჭა ჯეკო. - თინა ჯეკო თიინაა!- დაუმარცვლა ქალმა. - ოხ ეს ყოველდღიურობა!- ისევ არტისტიზმი ჩართო ჯეკომ. - ერთი შემახსენეთ აბ ბიჭს რატომ არ ვაგდებ სამსახურიდან?- მკითხა თინამ. - იმიტომ რომ.. - ჭკვიანი, მიზანდასუხლი, პერსპექტიული, სიმპატიური ახალგაზრდა ვარ- გააგრძელა ჯეკომ - და თქვენი მულის დაქალის შვილი ვარ.. - აუტანელი ხარ!- გაბრაზდა თინა- სულ როგორ მიშლი ნერვებს? - ქალბატონო თიკო ჩევნი არასამთავრებო ორგანიზაცია, ჰუმანურობას და ადამიანების უფლებების დაცვას ღაღადებს თქვენ კი ამ წუთას მიწასთან გაასწორეთ ყოველივე ზემოთ ხსენებული.. - გამანებე თავი ერთი ავადმყოფი ხარ შენ!- გაეცინა თიკოოს!- გააკეთეთ ის პრეზენტაცია? - რა ცია?- დაყრუვდა ჯეკო.. - პრეზე- გაუმეორა ქალმა- მაინც ჩამითრია- მერე ჩვენ გადმოგვხედა გაბრაზებული სახით და გამარჯვებულად მომღიმარ ჯეკოს თვალები დაუბრიალა- მომეცი Fლეშკა.. - აი აგერ არის- გაუწოდა ჯეკომ Fლეშკა და მაგიდაზე დაჯდა. - ნუ ჯდები ბიჭო მაგიდაზე. - ჩემი მაგიდაა და მინდა დავჯდები მინდა ზედ ვიხტუნავებ! - შენ თუ არ გაგაგდოო.. - სამი თვეა მაგდებთ და გამაგდებთ წესიერ სამსახურს მაინც ვიპოვი.. - წადი მერე? - თქვენი სილამაზე მატყვევებს და ჟუჟუნას ყავა ! ნუ უფრო მეორე.. - მასხარა!- მოაძახა ქალმა და ოთახი დატოვა.. ჯეკო სიცილით ჩამოხტა მაგიდიდან და სკამზე დაბრძანდა. - გაგადებს ერთხელაც ქნება- დაემუქრა ლენკა. - კაი გეხვეწები და ვის აიყვანს ჩემს მაგივრად?- საცოდავი სახე მიიღო ჯეკომ და ლენკას გადახედა. - ნახავს ვინმეს.. - უუჰჰ ნელა იყოს! - კაი მე ავალ ქსეროზე ხო?- ფურცლები ავიღე და ფეხზე ავდექი. - აუ მე ავალ რა - წამოხტა ჯეკო- ხო იცი მევასება ეგ გოგო.. - დღეს მეორეა ჯეკო.. - მაგასაც არაუშავს მომე- საბუთები ხელიდან გამომგლიჯა და კაბინეტი დატოვა. - რა ცეტია!- გაიღიმა ლენკამ. - რა ეშველება? - ნუცა ეშველება და შენ რა გეშველება? - არაფერი- ამოვიოხრე და ლეპტოპი ჩავრთე. - ფარულავა დაბრუნდება. - ვითომ?- ტუჩი მოვიკვნიტე და ლენკას გავხედე. - უეჭველი .. ხომ იცი არა? - არაფერი არ ვიცი, ხუთი წელი გავიდა, არცერთი ზარი, მესიჯი. ჩვენ დავშორდით.. ის წავიდა და არა მე.. - რა აზრი ავქს მთავარია რომ შენ გეტკინება.. - გავუძლებ, ამდებნი დრო გავიდა.. - იმედია.. - გიოსკენ რა ხდება? - არაფერი სამი დღეა არ დაურეკავს.. - უნდა დაველაპარაკო ვერვიგებ რას აკეთებს? - ვერც მე ვიგებ, აურია ყველაფერი არც მიშვებს ბოლომდე და არც ჩემთან უნდა დავიღალე.. - გიოს უყვარხარ ლენ და დაველაპარაკები აუცილებლად.. რაღაც ჭირს. - იქნებ აღარ ვუყვრვარ? ხომ შეიძლება ეს ხუთი წელი გაუნელდა გრძნობები? - არ მგონია.. - ბანძია რა ეს გოგო!- უგმაყოფილო სახით შემოვიდა ჯეკო. - რაო არაო?- გაეცინა ლენკას. - ნომერი არ მომცა აზრზე ხარ? - ღირსი ხარ! ლენკამ და ჯეკო კიდევ იკამათეს, საქმეს მოვრჩით თუ არა ჯეკოს დაჟინებული თხოვნით პიცის საჭმელად წავედით, ნუ ნუცას გავუარეთ რათქმაუნდა, აქ ამათმა მოასწრეს ჩხუბი, მერე დუდამ დარეკა ნუკაა ცუდად და მომხედეთო და იქ წავედით, ნუკა დავაძინეთ და დივანზე დავსხედით. - აუ ესე უნ და იყოს ხოლმე?- იკითხა დუდამ. - ცოტახანს მერე გაუვლის..- აუხსნა ლენკამ. - რამდენხანში? - სამ თვემდე რა. - ღადაობ? - აუ დუდა რა ! - რამე მაჭამეთ რა - გამოწელა დუდამ ყელი. - ვერაფერს გავაკეთებ პიცა შეუკვეთე- ხელები გაშალა ლენკამ და დივანზე გადაწვა. - ხო არ გაწუხებ? ზემოდან დახედა ჯეკომ. - არაა!- ჯეკოს კალთაში კომფორტულად მოათავსა ლენკამ თავი და დაამთქნარა. - დავიხვევ ერთხელაც ამას ხელზე- დაიმუქრა ჯეკო. - მარტო სცადე ..- თვალებდახუჭულმა გასცა ლენკამ პასუხი. ლებკამ აწკრიალებულ ტელეფონს დახედა და ძლივს უპასუხა, ბიძიკო იყო, დაბლა გელოდებიო . - სად მიყავხარ?- დაინტერესდა დუდა. - არ ვიცი! - აი კიდევ თუ გაწყენინა მართლა ვცემ.. - მე მივეხმარები- ჩავამატე ჩემი სიტყვა. - დროებით- ამოიჩურჩულა ლენკამ. - დროებით! არ ვაპირებდი ეს ერთი კვირა ახალი თავის დადებას მაგრამ ისეთი ამბავი ატყდა იმ თავზე რომ... მადლობა ვინც კითხულობდი და ვვისაც გესმით ჩემი ყველა მიყვარხართ! ფოტოზე ლენკაა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.