მიზანი არსებობისთვის ! (3 თავი)
მთელი გზა თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეტირა, ალექსანდრემ ისე თავხედურად მიატოვა არაფერი აუხსნია .. დილით გაღვიძებულს სახლი ცარიელი დახვდა , არც ბარათი, არც შეტყობინება.. ერთი სიტყვაც კი ! სიგიჟემდე აღიზიანებდა მძღოლის სერიოზული გამომეტყველება, რომელიც არაფრით არღვევდა დუმილს და ელენეს არცერთ კითხვას არ პასუხობდა. ბოლოს დანებდა , თავი დაორთქლილ მინას მიადო და ფიქრებში ჩაიძირა. რა აღარ გაიხსენა იმის გამო რომ ალექსანდრეზე გაბრაზება მოეშორებინა, ბოლოს ანიტა გაახსენდა და გული კინაღამ გაუსკდა ამდენ ხანს რომ არ მოიკითხა. გონებაში გეგმები დააწყო და გადაწყვიტა ზედმეტად არაფერზე ეფიქრა, მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა და მძღოლს ზრდილობის გამო დაემშვიდობა, სადარბაზოს კიბეებს ნაჩქარევად აუყვა... ზამთრის სუსხიანმა ჰაერმა თითები მალევე გაუყინა და გასაღები საკეტს წვალებით მოარგო, კარი რომ გააღო სახლში დატრიალებული სითბო სასიამოვნოდ მოელამუნა სახეზე და გაკვირვებულმა დაზვერა პატარა დერეფანი, თვალებით მალევე მიაკვლია კედელზე დაკიდებულ ახალთახალი გამათბობლის ერთერთ ნაწილს და გონებამაც მაშინვე ახსნა ყველაფერი. ალექსანდრეს ფარულმა მზრუნველობამ ბედნიერების ღიმილი მოჰგვარა, დილანდელი საქციელი წამებში აპატია და ყველა ოთახი გაბადრულმა მოიარა. მადლობის გადასახდელად დარეკვა ან შეტყობინების გაგზავნა მოუნდა მაგრამ მისი ნომერი არ იცოდა, გეგმები ცოტა ხნით გადადო, ყავა მოიდუღა და კმაყოფილი ჩაეშვა სავარძელში. ალექსანდრეზე ფიქრი მთელი საღამო არ მოშორებია, არც მეორე დღეს .. მესამე დღეც ისე გავიდა ერთხელაც კი არ შეხმიანებია. სამსახურსაც ვერ უდებდა გულს, გაფანტული აკეთებდა ყველაფერს და ღამეს ანიტასთან ათენებდა. პატარას გაუარესებულმა მდგომარეობამ ყველაფერი გადაავიწყა, დღითიდღე უფრო სუსტდებოდა პატარა სხეული, აღარც მისი ხალისიანი ხმა სიამოვნება ელენეს ისე როგორც რამდენიმე წლის წინ ანიტა ჯერ კიდევ 5 წლის რომ იყო, ექიმის კაბინეტიდან განადგურებული გამოვიდა და თვითონაც უკვირდა ნაბიჯების გადასადგმელად როგორ ჰყოფნიდა ძალა. ნაცნობ პალატას ჩაუარა მაგრამ შესვლა ვერ გაბედა, იცოდა რომ მომლოდინე თვალებს მეტად ვეღარ მოატყუებდა, შორიდან დაზვერა გოგონას გაფითრებული სახე და გასასვლელისკენ ნელი ნაბიჯებით გაემართა. ახლა მხოლოდ ალექსანდრეს დანახვა უშველიდა, არ აინტერესებდა რას იფიქრებდა, არც ის აინტერესებდა რომ ჩვეულებრივი სტანდარტული ურთიერთობის შემთხვევაში მამაკაცისკენ მსგავს ნაბიჯს არასდროს გადადგამდა მაგრამ მათი გრძნობები ყველაზე მართალი იყო და ზუსტად ამიტომ დღეს ალექსანდრე აუცილებლად უნდა ენახა! &&& გააფთრებული ყრიდა სამუშაო მაგიდიდან ყველაფერს და არაადამიანურად ღრიალებდა, კანზე თითოეული უჯრედი მტკივნეულად ეწვოდა, ტვინში თითქოს სათითაოდ არჭობდნენ წვრილ ნემსებს. თომა და რეზი უძრავად იდგნენ და გამიზნულად არ აჩერებდნენ სიგიჟის ზღვარზე მისულ მეგობარს. „საქმე დახურეს!“ დაპროგრამებულივით იმეორებდა მისი გონება რეზის სიტყვებს და მანამდე მუდამ თავდაჭერილს ახლა საკუთარი ემოციების მოთოკვის მცდელობაც კი უჭირდა. ადამიანების მიმართ ზიზღი კიდევ უფრო მეტად გაუღრმავდა, მისი ტკივილი ისევ გათელეს, ისევ არაფრად ჩააგდეს.. სამართალს მაინც აღასრულებდა მაგრამ მთავარი ეს არ იყო, ვერაფრით დაუშვა როგორ შეეძლოთ საცოდავ ადამიანებს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ან რატომ აძლევდნენ მკვლელებს სიცოცხლის უფლებას.. - გასვიანი მომიყვანეთ! ახლავე! - არასდროს ყოფილა მისი ხმა ასეთი საშიში, დაუნდობელი და სასტიკი. რეზის და თომას გვერდი აუარა და კომპანიის შენობის ქვედა, მხოლოდ მათი საქმეებისთვის განკუთვნილი კაბინეტი გააფთრებულმა დატოვა... *** დაღლილობისგან და ტირილისგან უკვე ფეხზე ვეღარ იდგა, დაქანცული ჩამოჯდა რკინის სკამზე , უიმედოდ გაიხედა დერეფნის ბოლოსკენ და მაინც იმედგაცრუებულმა თვალები დახუჭა და თავი ცივ კედელს მიაბჯინა. ალბათ ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე საათი გაატარა, ადგომის და წასვლის თავიც კი არ ჰქონდა, შორიდან რომ მოესმა მტკიცე ნაბიჯებს შერეული წვრილი ქუსლის ხმა წამწამები მძიმედ დააშორა ერთმანეთს და მარჯვნივ გაიხედა. ალექსანდრე მაშინაც კი არ უნახავს ასეთი გაბრაზებული საავადმყოფოში რომ იკამათეს, შორიდანვე გაარჩია მისი მომაკვდინებელი მზერა მაგრამ რაღაც ძალიან ეუცხოვა, აქამდე არასდროს შეშინებია მისი მაგრამ მისმა გამომეტველებამ თითქოს ნათლად დაანახა მისი რეალური სახე და ერთიანად მოიცვა აღელვებამ. ალექსანდრეს საზიზღარი ქერა მდივანი მოსდევდა და თან რაღაც საბუთებს აჩეჩებდა მაგრამ მას რეაქციაც კი არ ჰქონდა. პირდაპირ, თითქოს უსასრულობაში იყურებოდა და ვერც ელენეს სხეულს ამჩნევდა. ისე ჩაუქროლა არც კი შემოუხედავს. გაბრუებულმა უკანასკნელი ძალაც მოიკრიბა და ხმადაბლა მაგრამ გასაგონად დაუძახა: - ალექს.. - ეგონა მოეჩვენა.. ისე სწრაფად შეჩერდა ქერამ თავი ვერ შეიკავა და მის ზურგს მთელი ძალით შეასკდა. ზიზღით შეხედა გადაპრანჭულ უგემოვნო თოჯინას და მზერა მის გვერდით მდგარ ელენეზე გადაიტანა. მთელი არსება შეძრა მისმა ჩაწითლებულმა თვალებმა და ნანერვიულებმა სახემ.. - ელენე.. შენ.. - ერთი ნაბიჯით დაფარა მათ შორის მანძილი და გოგონა მთელი ძალით მიიხუტა.. - რა მოხდა? ნუ ტირი.. ელე როგორ მომენატრე - აღელვებული ეფერებოდა და ცრემლებს ნაზად წმენდდა. - იმდენი.. ხანია.. გელოდები.. მეც მომენატრე - ძლივს ამოთქვა უფრო მეტად ასლუკუნებულმა და მკლავები უღონოდ შემოხვია მის კისერს. მის ხმაში გარეულმა საყვედურმა მიახვედრა ალექსანდრე რომ მასთან კიდევ ერთხელ მოიქცა არასწორად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე მის ფიქრებში ელენეს ყველაზე დიდი ადგილი ეკავა მასთან მოქცევა ისევ შეეშალა. ახლა გააცნობიერა, რომ ელენესაც ისე ძალიან ესაჭიროებოდა მისი სიახლოვე როგორც თავად მას და სიგიჟემდე ესიამოვნა გოგონამ მონატრება მის ყელზე ტუჩების უნაზესი შეხებით რომ გამოხატა. მერე ისევ ერთიანად მოიცვა გბრაზებამ და კბილებში ავისმომასწავებლად გამოსცრა: - რატომ არ მითხარი რომ ელენე მელოდებოდა? - გოგონას ზურგს უკან გადახედა მოთხაპნილ თოჯინას და თვალებში ისევ საშიში სიბრაზე ჩაუდგა. - მე.. არ შეგაწუხეთ და ვიფიქრე.. - თავის მართლება ცადა ქერამ და ტუჩები უკმაყოფილომ მოპრუწა. გასაგებიაო, თავის დაქნევით ანიშნა და ელენეს სხეული ოდნავ წინ დაწია, საყვარელმა თაფლისფერმა თვალებმაც არ დააყოვნეს და მაშინვე გაუღიმეს. წელზე ხელი ნაზად შეუცურა და კაბინეტის კარისკენ ფრთხილად უბიძგა, მანამდე მსგავს საკითხებში მუდამ თავხედს ახლა რატომღაც ჯენტლმენობა მოუნდა და გოგონა კარში რომ შეატარა თავის ქმედებებზე ფიქრებშივე გაეღიმა. უცებ მოტრიალდა ქერასკენ და კიდევ ერთხელ აათვალიერა ზიზღით. - აქ აღარ მუშაობ ! - მაშინვე დაავიწყდა წამის წინ ქალთან მოქცევის წესები და კარი ისე მიიხურა ქერას საპროტესტო გამოსვლას აღარ დალოდებია. ელენე მოფუზული იდგა კაბინეტის შუაგულში, თითებს ნერვიულად იმტვრევდა და ტირილისგან დაღლილი ღრმად სუნთქავდა. ვეღარაფრით გაუძლო გულმა.. ისევ მკლავებში მოიქცია და სავარძლისკენ დაიძრა. აღარაფერი უკითხავს, პატარა მაგიდაზე მდგარი გამჭვირვალე ჭურჭლიდან წყალი ჩამოუსხა და დამშვიდება აცადა. - რა მოხდა? - ფრთხილად შეაპარა და ხელზე თბილად მოეფერა. ელენემ წყალი კიდევ ერთხელ მოსვა და ჭიქა მაგიდაზე აკანკალებული ხელით დააბრუნა. ალექსანდრეს ისევ მიეკრა, მისი წამიერი მოშორებაც კი ყველაფერს შინაგანად უყინავდა. - ანიტა... ძალიან ცუდად .. - ხმა ვეღარ დაიმორჩილა და ვერც სათქმელი დაასრულა მაგრამ ალექსანდრე ყველაფერს მიუხვდა, მძლავრად მიიხუტა და დამამშვიდებლად თავზე მოფერება დაუწყო. - ამას მივხედავ ელენე.. არ ინერვიულო ! გეფიცები აუცილებლად მოვაგვარებ! - თვითონაც არ იცოდა რატომ პირდებოდა მსგავს რამეს მაგრამ ოღონდ ახლა აღარ ეტირა და ოღონდ დამშვიდებულიყო მის გამო არაფერზე დაიხევდა უკან. - ახლავე მოვაგარებ ელე აი ნახავ .. - გოგონას ზურგს უკან ტელეფონი მოიძია, მოკლე ტექსტური შეტყობინება სწრაფად გაგზავნა და თითები კვლავ ელენეს თმებში ახლართა. ორივეზე დამამშვიდებლად მოქმედებდა სიჩუმის წუთები. ერთმანეთისთვის ძალიან ბევრი რამე ჰქონდათ სათქმელი, ბევრი გასარკვევი, ერთმანეთზე იმდენი რამე არ იცოდნენ, მაგრამ ყველანაირ პასუხს ეს სიჩუმე ერჩიათ. ფრთხილად შეახო სურნელოვან თმას ტუჩები, მერე შუბლისკენ გადაინაცვლა და ფრთხილად ჩაუყვა სწორ პატარა ცხვირს ტუჩებისკენ, ცოტა ხნით შეჩერდა, რამდენიმე წამით სრულად შეიგრძნო მისი აჩქარებული სუნთქვა და ნაზად შეეხო მხურვალე ბაგეს. ტუჩებიდან ისევ ლამაზი ნაკვთებისკენ გაიწია და ყელიც მალევე გამოიკვლია, ალბათ დაუსრულებლად განაგრძობდა მის ფერებას უცებ სმენას ხმაური და რაღაცის დაცემის ხმა რომ არ მისწვდომოდა. ელენეს უცებ მოშორდა, ხელი პიჯაკის უკან გაიწვდინა და იარაღს მიაბჯინა, ელენეს გადაეფარა და ლოდინში სუნთქვაც კი შეწყვიტა. კარი რომ გაიღო ჯერ რეზის გინება მოისმა და კაბინეტში შემოგდებულ სისხში ამოსვრილ არსებაში ალექსანდრემ მოსამართლე ბაკურ გასვიანი ამოიცნო. გაბრაზებამ წამიერად ისე დაუბინდა გონება, რომ ოთახში ელენეს არსებობაც კი დაავიწყდა, მაგრამ როგორც კი თომას მზერა მის ზურგს უკან დაიჭირა კინაღამ გონება დაკარგა, ელენეს მსგავსი არასდროს არაფერი უნდა ენახა მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. შეშინებული კუთხეში დასჯილი ბავშვივით იდგა და დაბნეული აცეცებდა შიშჩამდგარ თვალებს. თომა მაშინვე ელენესთან გაჩნდა და კარისკენ ფრთხილად წაიყვანა, ალექსანდრეს მისთვის აღარ შეუხედავს, აუცილებლად ნახავდა მოგვიანებით და რაღაც რაღაცეებს აუხსნიდა , ახლა მხოლოდ „უსამართლო მოსამართლე“ აწუხებდა .. სწრაფად დაიხარა მისკენ და დასისხლიანებული სახე ორი თითით ააწევინა, ცოტაოდენი მორიდება, სინანული ან რაიმე მსგავსი რომ დაენახა მის თვალებში მართლა აპატიებდა, მაგრამ.. - რამდენი გადაგიხადეს? - ზიზღით იკითხა და იარაღი დაუმიზნა -იმაზე ბევრად მეტი.. ვიდრე შენი .. დამპალი ოჯახი ღი.. - ერთმა გასროლამ ალექსანდრეს სული კიდევ უფრო მეტად დაამძიმა.. ყველაფერი ისევ წყვდიადმა მოიცვა მაგრამ წყვდიადში იმედის სხივად ელენეს ხატებამ გაიელვა.. ისევ ელენე, არსება რომელიც ყველაზე მეტად ჭირდებოდა მაგრამ გონებამ რამდენიმე წუთის წინანსელი მისი თვალები გაიხსენა, თვალები რომელიც იმედგაცრუებას და შიშს ერთდროულად იტევდა. მათი დაკარგვის საშიშროება ასე ნათლად რომ იგრძნო სუნთქვა გაუჭირდა, კიდევ რამდენიმე წამით უყურა თეთრ ფუმფულა ნოხზე სისხლის წითელ ლაქებს და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.. იცოდა რომ რეზი ყველაფერს მიხედავდა.. ვერც ცივმა ჰაერმა უშველა, ვერც მანქანის ზომაზე მეტად გადამეტებულმა სიჩქარემ, რომელსაც მთელი ღამე გაურკვეველი მიმართულებით მართავდა. რომელიღაც შუქნიშანზე გაჩერდა და აქამდე გზაზე კონცენტრირებულს რამდენიმე წამით მიეცა დაფიქრების საშუალება. წითელი ფერი მწვანემ შეცვალა მაგრამ უკვე ესეც ვეღარ აღიქვა, გონება მხოლოდ ერთ ალტერნატივას განიხილავდა. ახლა ელენესთან წავიდოდა და ყველაფერს ეტყოდა, ეტყოდა ისეთ რამეებს რაც მანამდე რეზისთვის და თომასთვისაც კი არ უთქვამს. თუ ელენე შეიყვარებდა უფლება ჰქონდა მასზე ყველაფერი ცოდნოდა, უფლება ჰქონდა ყველაფერი თავად გადაეწყვიტა... სასწრაფოდ მოტრიალდა უკან და გეზი თომას სახლისკენ აიღო, ელენე იქ ეგულებოდა... --- ქუჩაზე ლამპიონის ბაცი განათების ქვეშ ერთი წარტილი ამოიჩემა და ჯიუტად არ აშორებდა თვალს. ხელები ისე მოეჭირა თითქოს მუცელში გაჩენილ ტკივილს ამით იამებდა. თომას ისე წამოყვა არაფერი უკითხავს, იმასაც არ დაკვირვებია სად იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ის უკვირდა, რომ შინაგანი ტკივილის მიუხედავად თავს მაინც მშვიდად გრძნობდა. კაბინეტში ნანახმა თითქოს რაღაც რაღაცეებში გაარკვია მაგრამ გონება რატომღაც მაინც ალექსანდრეს ამართლებდა. მერე ის საღამო გაახსენდა რამდენიმე კვირის წინ იარაღით ხელში რომ გამოეცხადა, საკუთარ თავზე გაბრაზდა ასე უბრალოდ რომ ენდო და ეჭვი არაფერში შეეპარა.. „მყუდროება“ ფეხის ფრთხილმა ნაბიჯებმა დაურღვია, რამდენიმე წამში მარჯვენა მხრიდან თომა ამოუდგა და ღვინის ბოკალი ღიმილით გაუწოდა. - დალიე, ცოტას გაგამხნევებს.. - მისი ხმა ისეთი მშვიდი იყო ელენესაც ავტომატურად გადაედო, ფრთხილად გამოართვა და ერთი ყლუპი მოსვა. ღვინის სიმჟავე არ ესიამოვნა და სახე სასაცილოდ მოჭმუხნა. თომამ ღიმილით მიუჭახუნა ბოკალი და თვალი მეგობრულად ჩაუკრა. დიდხანს არცერთს ამოუღია ხმა, ასე იდგნენ და უხმოდ გაჰყურებდნენ უკვე გვარიანად დაბნელებულ ქალაქს. - ელენე, წარმოდგენა არ გაქვს ალექსანდრესთვის რამდენს ნიშნავ.. - სიჩუმე ისევ თომამ დაარღვია, მისმა გულწრფელმა მზერამ ელენე ადვილად დარწმუნა ამ სიტყვების სიმართლეში. - ის სხვანაირია ელე, ვიცი რომ შეიძლება შენგან ძალიან ბევრს ვითხოვთ, კი.. მეც გთხოვ, რომ გაუგო.. იმიტომ, რომ მარტო შენ შეგიძლია მისი დახმარება. - ვინ იყო ის კაცი? - წუთები მოანდომა მისი ნათქვამის გააზრებას და პირველად რაც მოაფიქრდა ის იკითხა. - იმ კაცზე ნუ იფიქრებ, რაც მიიღო დაიმსახურა! დამიჯერე.. - გაღიზიანება დაეტყო თომას. - რატომ უნდა დაგიჯეროთ? - გამომცდელი მზერა შეავლო ელენემ და უზარმაზარ მინას მარცხენა გვერდით მიეყრდნო უკეთ რომ დაკვირვებოდა მკაცრ სახეს. - იმიტომ რომ.. იმიტომ რომ ალექსანდრეს უყვარხარ!..... არ უთქვამს არა? - ღიმილით დაამატა ელენეს გაფართოებული თვალების დანახვაზე და კიდევ ერთხელ მიუჭახუნა ბოკალი. - ელენე ვიცი რომ ჭკვიანი გოგო ხარ, თან ძალიან კეთილიც.. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ, უბრალოდ მოუსმინე და ნაჩქარევად არაფერი გადაწყვიტო.. შეიძლება არც არაფერი გითხრას მაგრამ როგორი ცუდიც არ უნდა იყოს მინდა იცოდე რომ ცამდე მართალია.. - ელენეს არაფერი უპასუხია, მხოლოდ თავი დაუქნა და ისევ ამოჩემებულ ადგილს მიაჩერდა პატარა ქუჩაზე. ძალიან დიდხანს ფიქრობდა თომას სიტყვებზე, მის ნათქვამ „უყვარხარ“-ს გონება უკვე მილიონჯერ უმეორებდა და თითოეულ ჯერზე სხეულის უმნიშვნელო ნაწილსაც კი უთბობდა. ცოტაოდენმა ღვინომ და მთელი დღის განმავლობაში დაგროვილმა ემოციებმა თავისი გაიტანეს, ალექსანდრეს საყვარელ თვალებს მალევე მოერია ძილი.. არ უნდოდა დაძინებოდა, მთელი აქ ყოფნის დროს ეგონა რომ აუცილებლად გამოჩნდებოდა, კარის ხმას გაიგებდა და უზარმაზარ ოთახში ალექსანდრე მძიმედ შემოაბიჯებდა მაგრამ შეცდა და შიგნიდან კიდევ უფრო მეტად ეტკინა სხეული. ფუმფულა სავარძელში მოიკუნტა და თვალები დახუჭა.. *** მიუხედავად იმისა, რომ დაღლილს ძალიან ღრმად ეძინა, რაღაცამ მისი აქ ყოფნა მიახვედრა.. მერე მისი თითების ნაზი შეხება იგრძნო თმაზე, ლოყაზე, თვალებზე.. რამდენიმე წამში ბაგეზე ტკბილი ტუჩებიც მოეწება.. თვალები არც გაუხელია ისე აყვა მონატრებულ ალერსს მაგრამ მალევე შეახსენა ცივმა გონებამ მომხდარი და შეშინებულმა მოიშორა მძიმე სხეული, მაგრამ ალექსანდრეს ტკივილიანმა სახემ მთელი სხეული აუწვა. - მოდი ჯერ რაღაც რაღაცეები ამიხსენი.. - გამამხნევებლად გაუღიმა და ანიშნა, რომ არ უბრაზდებოდა. მისი რადიკალიზმით გაკვირვებულმა ალექსანდრემ თავის ქნევით ჩაიცინა და მისი თბილი ლოყა ხელის გულში მოიქცია. თითქოს მზერას მის სახეს უსწორებდა მაგრამ ვერაფრით ბედავდა თვალებში ჩაეხედა.. იცოდა, რომ იქ დაბუდებული სიკეთის ღირსი არ იყო, იცოდა რომ ელენეს შეეძლო არ ეპატიებინა მაგრამ ახლა ყველაფერი რომ არ მოეყოლა უბრალოდ დაიხრჩობოდა.. სახე გაუმკაცრდა, კბილები ერთმანეთს მთელი ძალით დააჭირა და მოპირდაპირე სავარძელში მძიმედ ჩაეშვა... რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია, არც ელენეს შეუშლია ხელი.. ხვდებოდა, რომ ახლა საუბრის დაწყება მთელი ნერვული სისტემის დაძაბვის ფასად უწევდა. - მე მკვლელი ვარ ელე.. - ჰაერი მისმა სუსხიანმა ხმამ გააპო მაგრამ ელენემ მაინც დაიჭირა მისთვის დამახასიათებელი სითბოთი წარმოთქმული „ელე“. - მკვლელი ვარ მაგრამ ამას არ ვნანობ.. არასდროს ვინანებ! - ყბები ნერვიულად დაეჭიმა და მუშტები მოკუმა. - ზუსტად ათი წლის წინ იდეალური ცხოვრება მქონდა.. ჩემი პატარა ჯზახი ყვეკაფერს მერჩია და დღემდე ასეა.. კალათბურთი იყო ერთადერთი მიზანი, რომელზეც მეგონა რომ უარს ვერაფერი მათქმევინებდა მაგრა.. - მწარედ ჩაიცინა და შეკრულ მუშტებს დახედა. - პატარა ოჯახი მქონდა.. მამა კარგი ქირურგი იყო.. დედა დიასახლისი და 12 წლის ანა, ჩემი პატარა და.. იმ საღამოს ვარჯიშიდან გვიან დავბრუნდი, ერთ კვირაში ნიუ იორკში მივდიოდი NBA-სთვის სინჯები უნდა ამეღო.. კარი ღია დამხდა, სახლში ყველაფერი არეული იყო.. დედას და ანას სისხლიანი სხეულები მისაღებში ვიპოვე.. დედას თავში ესროლეს ტყვია, ანა.. ანას კი იმდენი ჭრილობა ჰქონდა.. - ალექსანდრე ხმას ვეღარ იმორჩილებდა , მთელი სხეული მოეცვა გაბრაზებას , ბოღმას, აუტანელ გრძნობებს.. ვეღარ გააგრძელებდა მისი გადაჯვარედინებული ხელები ელენეს ნაზ თითებს რომ არ გაეხსნა.. გოგონას ფეხები მოეკეცა და ალექსანდრეს მუხლებს შორის მოქცეოდა. მისმა შეხებამ, ცრემლიანმა თვალებმა შეშინებულმა სახემ ყველაფერი გადაფარა.. წელზე ხელები მოხვია და მთელი ძალით ჩაიკრა გულში. ელენე მის თმასი ხლართავდა პატარა თითებს და დამამშვიდებლად გაუგებარ სიტყვებს ჩურჩულებდა. ალექსანდრემ ფრთხილად აიყვანა ხელში და მუხლებზე დაისვა.. - მაპატიე .. არ მინდოდა შეგშინებოდა.. - მსიმა მზრუნველობამ ჭკუიდან გადაიყვანა ელენე.. სასწრაფოდ წამოყო თავი და ჯიუტად ჩააშტერდა შავ თვალებს. - განაგრძე! - ასეთი მომთხოვნი მისი ტონი არასდროს ყოფილა, ალექსანდრემ კიდევ ერთხელ აკოცა, თავი მის მკერდზე დაადებინა და ჩუმად განაგრძო. - ვერ აგიღწერ ელენე ეს რა იყო.. მედი მქონდა რომ რამეს შევცვლიდი.. რამით ვუშველიდი.. დედას პულსი რომ გავუსინჯე მივხვდი რომ ყველაფერი მაშინ დამთავრდა, მაგრამ ანა... ძალიან სუსტად მაგარმ მაინც ვიგრძენი მის პატარა ხელზე ფეთქვა.. მერე წესიერად არაფერი მახსოვს.. საავადმყოფომდე როგორ მივედით ან რაიმე მსგავსი.. ჩემი დის მდგომარეობის გასაგებად საოპერაციოსთან ვიდექი თვალი კარზე მიკრულ პატარა ხის ჯვარს მოვკარი.. ელენე მაშინ დავიფიცე, რომ თუ ჩემ პატარა დასაც წამართმევდა ღმერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი გავხდებოდი.. ურწმუნო არასდროს ვყოფილვარ მაგრამ მაშინ ღმერთმა უსამართლოდ მიმატოვა! რამდენიმე წუთში გავიგე რომ ჩემი გოგოს თვალებს ვეღარასდროს ვნახავდი.. რამდენიმე საათში მამას მკვლელობის ამბავიც გავიგე, საკუთარ კაბინეტში ისე მოკლეს არავის არაფერი დაუნახავს. - ელენე ადგილს ვეღარ პოულობდა, მისი ფეხებიდან ისევ ჩამოძვრა და მის წინ ჩაიმუხლა, უყურებდა მის მტკიცე სახეს, რომელზეც ალექსანდრეს უშრეტი ენერგია ნათლად ჩანდა, ყველაფრის მიზეზი, მისი მიზნები, ფიქრები.. ყველაფერი ისეთი ნათელი და საშინელი გახდა ლენემ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა ატირდა. გული მოუკლა ალექსანდრეს პირველად გამხელილმა ტკივილმა, ვერაფრით ხვდებოდა ერთ ადამიანს როგორ შეეძლოა ამდენი რამე დაეტია. გონებაში თომას სიტყვებს უპირობოდ დაეთანხმა, ალექსანდრე მართლა ცამდე მართალი იყო. მუჭებით მოიწმინდა ცრემლები და ისევ სმენად გადაიქცა. - მაშინ თომა და რეზიც ჩემთან ერთად უნდა გამოფრენილიყვნენ ნიუ იორკში, მათი ოცნებაც დიდი კალათბურთი იყო მაგრამ გვერდიდან არცერთი მომცილებია.. ყველაფრის გარკვევა დავიწყეთ მაგრამ ყველაფერი ისეთი უცნაური და გასაიდუმლოებული იყო.. თომა ბავშვობიდანვე ძალიან ჭკვიანი იყო, ყველაფერი ზუსტად განსაზღვრა.. მიხვდა რომ გავლენის და ფულის გარეშე ვერაფერს შეძლებდით.. საერთო საქმე წამოვიწყეთ და ჩვენს კომპანიას დღეს შენც იცნობ.. ელენე თუ არ დამშვიდდები აღარ გავაგრძელებ - მოჩვენებით უსაყვედურა და ცრემლები ნაზად მოწმინდა მაგრამ გოგონა ვერაფრით დაამშვიდა. ბოლოს ისევ ტუჩები დაუკოცნა და ელენეც წამში გაინაბა. - როგორ მომწონს ჩემი შეხებისას ასე რომ ინაბები .. - ყურთან უჩურჩულა და ტუჩებზე ცერა თითი გადაუსვა. - სამაგიეროდ შენ გული გიჩქარდება .. - ტირილნარევი სიცილით ახარა ელენემ და მისი ხელის გული ლოყაზე მიიდო. - თუ გინდა აღარ გააგრძელო, არ მეწყინება - საყვარლად ააფახურა თვალები და პასუხის მოლოდინში გაირინდა. ალექსანდრემ უარის ნიშნად თავი ოდნავ გააქნია და ისევ დამძიმებული ხმით განაგრძო. - 3 წლის წინ მამაჩემის მკვლელობის ამბავის დეტალები გაარკვია რეზიმ.. სამმა ნაბიჭვარმა იმიტომ მოკლა, რომ მათი საავადმყოფომდე გარდაცვლილი მამა ვერ გადაარჩინა, დედაჩემი და ჩემი პატარა ანაც იმიტომ მოკვდნენ ასე სასტიკად რომ .. - საუბარი ვერაფრით გააგრძელა იმდენად მოიცვა ბრაზმა , ელენე რომ არ შეეშინებინა გვერდით გაიხედა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. სახე ელენეს პატარა ხელებმა მოაბრუნებინეს, გოგონამ აიძულა თვალებში ჩაეხედა.. ისევ ის დაუმსახურებელი სიკეთის სხივი და ულამაზესი ელენე, რომელსაც ცრემლებიც კი უსაზღვროდ უხდებოდა. - მიყვარხარ.. - მტკიცე იყო გოგონას ხმა და ალექსანდრეს ერთი წამითაც არ შეპარვია ეჭვი მის სიმართლეში. ისე ჩაიკრა გულში გოგონას სუნთქვა შეეკრა. - ჩემი სიცოცხლე ხარ ელენე! - ალექსანდრეს სიტყვებს არ ჰქონდა სტანდარტული, გადატანითი მნიშვნელობა, ელენე მისი ახალი სიცოცხლე, შეცვილი მიზანი იყო, რომლის შესანარჩუნებლად შეუძლებელს შეძლებდა. - ახლა რაღაც უნდა გითხრა და იმედია ამ სიტყვას ამის მერე კიდევ მეტყვი ხოლმე.. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ელენეს მოუთმენლობაზე შეუმჩნევლად ჩაეღიმა. - ელე ყველა დავხოცე თუკი მაშინდელ საქმეზე ვინმემ მცირეოდენი ქრთამიც კი აიღო, ექთნები, პოლიციელები, მოსამართლეები, გამომძიებლები. იმ სამი ნაბიჭვრიდან მხოლოდ ერთი გადამირჩა ცოცხალი და ვერაფრით მოვისვენებ სანამ არ მივაგნებ! მინდა რომ ეს იცოდე, უფლება გაქვს გადაწყვიტო მკვლელიუნდა გიყვარდეს თუ არა.. შენ არც კი იცი ჩემთვის ვინ ხარ .. მაშინ ჩემთან პირველად რომ მოხვედი და დამელაპარაკე მეგონა რომ მომეჩვენა, მერე შენი თვალებიც დავინახე და მივხვდი რომ ესეც რეალობა იყო. არ ვიცი როგორ , რანაირად მაგრამ ზუსტად მისნაირი ხმა და ზუსტად მისნაირი თვალები გაქვს.. ანასაც ასეთი ნათელი, თაფლისფერი მზერა ჰქონდა, ხმა კი შენსავით ნაზი და ბავშვური. ეს გავიაზრე თუ არა მაშინვე მივხვდი რომ ჩემში ყველაფერს შეცვლიდი, იმასაც მივხვდი რომ ვეღარ შეგეშვებოდი.. მერე საავადმყოფოში რომ გნახე და გავიგე როგორც გაიზარდე.. სულ მარტო, მშობლების გარეშე მაგრამ მაინც უსაზღვროდ კეთილი.. ვერ ვხვდებოდი როგორ შეგეძლო ყოფილიყავი ასეთი კარგი, როცა ცხოვრებამ ამდენი გამოგატარა.. მაშინ პირველად შემეპარა ჩემს ქმედებებში ეჭვი და ამან ისე გამაგიჟა შენი მოკვლაც კი ვიფიქრე.. მაშინ შენთან სახლში რომ მოვედი ხმა რომ არ ამოგეღო ამის გამკეთებელი ვიყავი კიდეც მაგრამ მერე ვეღარ შევძელი.. არ მინდა რომ ამან შეგაშინოს.. მაშინ ჯერ კიდევ რ ვიცოდი ჩემთვის რამდენს ნიშნავ... - ისევ მკლავებში მოიქცია უარესად ატირებული და თმაზე მოეფერა. - შენთან ურთიერთობა ისე დავიწყე შენთვის არაფერი მიკითხავს, წინააღმდეგობა რომც გაგეწია თავს მაინც არ დაგანებებდი მაგრამ ეს სხვა თემაა.. ახლა მინდა რომ ამაზე შენთვითონ მიიღო გადაწყვეტილება , არ მაინტერესებს პასუხს რამდენ ხანში მივიღებ.. უბრალოდ მინდა, რომ თავს ჩემ გამო არაფერი დააძალო.. ელე ჩემი ცოლი უნდა გახდე! - მის რეაქციას ელოდა, იცოდა რომ გოგონას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდებოდა.. მის თვალებში თანხმობა უკვე ჩანდა მაგრამ მაინც ვალდებული იყო დრო მიეცა.. - მე.. მეე.. - რაღაცის თქმა დააპირა ელენემ მაგრამ ალექსანდრეს ტუჩებმა მარტივად გააჩუმეს. - მერე ელე.. იფიქრე.. - ფერება არ შეუწყვეტია ისე „აუკრძალა“ ხმის ამოღება. კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმა და მოყოლა უნდოდა, ამდენი ბოლო ათი წლის განმავლობაში არასდროს ულაპარაკია. ყველაფრის აღიარებით სულიერად რაღაც შეუმსუბუქდა, მისი მძიმე ჯვრის ტარება უფრო მარტივი გახდა თითქოს, მაგრამ გოგონას მეტად ვეღარ ანერვიულებდა. ემოციებისგან, ტირილისგან და ნერვიულობისგან დაღლილს მის თმაზე მოთამაშე ალექსანდრეს თითები უფრო მეტად უღვივებდა ძილის სურვილს, მისი სურნელიც კი ისეთი გამაბრუებელი იყო თვალებთან ჭიდილს თავი ანება და ფართო მკერდზე მშვიდად მიეძინა. არცერთს შეუმჩნევია ოთახში ფეხაკრეფით შემოპარული თომა, რომელის სახეზეც ადვილად შეამჩნევდით გამოუთქმელ ბედნიერებას, რომელიც პირველად გრძნობდა მეგობრის ტანჯვის დასასრულის მოახლოვებას და თითქმის აშკარა, ხელშესახებ სიმშვიდეს. უკან უჩუმრად გამობრუნდა და რეზის ნომერი ისე აკრიფა მობილურისთვის არც დაუხედავს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბავიც რომ ყოფილიყო ახლა ალექსანდრეს ვერაფერში გარევდა, ვერაფრით ეტყოდა, რომ ნერგაძე ისევ გაექცათ და ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყოთ... --- ბავშვებო, უღმესი მადობა მართლა.. ვერც წარმოიდგენთ როგორ მიხარია ასე რომ მოგწონთ და ასეთ დადებით შეფასებას რომ იღებს ისტორია.. ეს ახალი თავიც იმედია გაამართლებს თქვენს მოლოდინს და ისევ მოგეწონებათ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.