ღრუბლებში[3]
იმაზე მწარე აღმოჩნდა რეალობის შეგრძნება,ვიდრე ლილეს წარმოედგინა.ცივ კედელზე ზურგით მიყუდებულიყო,თვალებს უაზროდ აცეცებდა.ყურების ობიექტი კი ძირითადად მოცისფრო ჩარჩოში ჩასმული მისი და სანდროს სურათები იყო.ნელ-ნელა იატაკზე დაეცა და არაადამიანური ხმები ამოუშვა.აკანკალებულმა თავი ხელებში ჩარგო და უფრო მეტად აუტყდა ტირილი.გაურკვეველი ბგერები ისმოდა,მაგრამ ოთახის კუთხეში აცახცახებული გოგონას შემჩნევა მარტივი იყო.იმაზე საშინელი აზრები უტრიალებდა თავში,ვიდრე ოდესმე უფიქრია.სასოწარკვეთილებაში მყოფმა სუიციდიც კი გაივლო თავში,მაგრამ პატარას არსებობამ მწარედ შეაჯახა რეალობას.მთელი ძალით აბრახუნებდა იატაკზე ხელებს და არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა.აღელვებულ ტალღას ჰგავდა,რომელიც ხან ბობოქრობდა ხან კი უხმოდ გაჩუმდებოდა და თავის კალაპოტს უბრუნდებოდა.სახეზე ტირილნარევი ღიმილი გამოესახა,იატაკიდან ძლივს ადგა და გიჟივით მივარდა კუთხეში მდგომ კომოდს.ყველა უჯრა ერთიანად გამოწია და ნივთების ძირს გადმოყარა.გამხეცებულ ნადირს ჰგავდა,რომელიც მსხვერპლის საძებლენად ყველაფერს აკეთებდა.თეთრ ყუთში არსებულმა რამდენიმე აბმა სიხაურლი მოჰგვარა,მომენტალურად გადაიხარხარა სამი ლურჯი ტაბლეტი ჩქარა გადაყლაპა.კედელს მიუახლოვდა.თვალცრემლიანი უყურებდა მისი და სანდროს სურათს.საოცარი ზიზრი იგრძნო.მომენტალური,მაგრამ რაც მთავარია იგრძნო.ილუზიებში გართულმა მთელი ხმით იყვირა ''არაკაცი'' და ემოციებისგან დაცლილი საწოლზე დაწვა. თვალები ჩაუწითლდა. გაბრუებული და მომღიმარი სახით იყურებოდა ჭერში და გადაჭარბებული ნეტარებისგან თვალები ეხუჭებოდა. იმ მომენტში არც კი ფიქრობდა რა გააკეთა.ადამიანური ჟინი დაიკმაყოფილა,მაგრამ იმაზე არც კი დაფიქრებულა,რომ ეს რამდენიმე საზიზღარი აბი საკუთარი შვილის ჯერ არ ჩამოყალიბებულ ორგანიზმს ანადგურებდა.და მაინც როგორი ცხოველები ვართ ადამიანები.ინსტიქტებით ვცხოვრობთ.წუთიერი სიამოვნება გვირჩევნია ყველაფერს,თუნდაც საკუთარ სიცოცხლეს.და ამის მერე კიდევ ვიტყვით,რომ ცხოველებზე წინ ვდგავართ?! უცბად განცდილი ''ბედნიერება'' ისევე სწრაფაც გაქრა,როგორც მოვიდა.ღრუბლებიდან ნელ-ნელა ეშვებოდა ძირს.პირველივე თავში,რაც გაუელვა მისი შვილი იყო.ყრუ ტკივილი იგრძნო მარცხენა მხარეს და მიხვდრა,რომ ვერასდროს აპატიებდა საკუთარ თავს ამას.მაგრამ ეს სინანული ისეთივე ყალბი და ცრუა,როგორც ეს წუთისოფელი.რაღაც მომენტში ინანებ,ღმერთს სთხოვ პატიება,მაგრამ მეორე წუთში იგვეს იზავ.ეს ყველაფერი ციკლურად გაგრძელდება,მანამ სანამ შენი ცოდვების საზღაურს იგრძნო... ნელ-ნელა წამოდგა საწოლიდან,ფეხის ბორძიკით შევიდა აბაზანაში.ცივი წყალი შეისხა სახეში.საკუთარი თავის დანახვამ სარკეში იმდენად შეაძრწუნა,რომ წამით უკან დაინახა.ნიჟარას ხელებით დაეყრდნო და ჩუმად ამოილუღლუღა ''ეს რა გავაკეთე.''მაგრამ სინანულს რამე აზრი ჰქონდა?! დრო იმაზე სწრაფად გადიოდა,ვიდრე მას სურდა.არ იცოდა რას ეტყოდა სანდროს.ხვდებოდა,რომ ამ ყველაფერს სანდრო მშვიდად არ შეხვდებოდა,მაგრამ ამ ამბავში ორივე რომ დამნაშავე იყო ამას კარგად იაზრებდა.ალბათ რამოდენიმე საათი იყო გასული,რაც იატაკზე იჯდა და გაუაზრებლად სივრცეში იყურებოდა.ვერც კი იგრძნო სანდროს შემოსვლა ოთახში. ისევ გამეორდა. ჩაწითლებული თვალები. იგივე კითხვა: ''გვაქვს რამე საჭმელი?'' მომენტალურად მზერა ლილესკენ და სანდროს აღელვებული მზერა.სირბილით მიირბინა მასთან და ლილეს გაყინული სახე მის ხელებში მოიქცია. -რა გჭირს ლილე?-ხმა ჩახლეჩილმა იკითხა. -გამიშვი ხელი!-გამოსცრა ლილემ და სანდროს თბილი ხელები მოიშორა. -რა გჭირს-თქო?-ნელ-ნელა ხმას უწევდა სანდრო. -შენ იცი რა გავაკეთე?აბები დავლიე სანდრო.მიზეზი გაინტერესებს?-ხმას ვეღარ იმორჩილებდა ლილე და ნელ-ნელა ყვირილზე გადადიოდა.-შენ ხარ მიზეზი.ყველა უბედურების მიზეზი ხარ.იცოდი,რომ ასეთ რამეს ვიზავდი,მაგრამ მაინც წახვედი.ამაზრზენი წამლის გამო საკუთარი შვილი დაიკიდე!დღეს კი მე სინდისი მღრღნის.შენგან გასხვავებით ვიაზრებ,რომ რამდენიმე თვეში დედა გავხდები.იმასაც კარგად ვხვდები,რომ ნარკომანი დედა არ სჭირდება ამ ბავშვს!მაგრამ შენ ხვდები ამას?რა თქმა უნდა ვერ ხვდები.არ ხარ შენ მამობის ღირსი სანდრო.არ ხარ!-ბოლო ხმაზე ყვიროდა ლილე.ვერც კი იაზრებდა ისე ყრიდა ყველაფერს ძირს. -გაჩერდი!-ხმაჩამწყდარმა თქვა სანდრომ. -ხედავ?ვერც კი გაიგე რა გითხარი.-ცინიკურად გაუღიმა ლილემ და ხელები კრა სანდროს.-აღარ მინდა შენთან ცხოვრება.აღარ მინდა!ვიცი,რომ რაც მე დღეს გავაკეთე,ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს,მაგრამ შენ მე დაღუპავ!-ტირილით ამბობდა ლილე და გარდირობიდან ჩანთის გადმოღებას ცდილობდა. -რას აკეთებ?-ოთახში გამეფებული წამიერი დუმილი სანდროს განწირულმა ღრიალმა დაარღვია. -მივდივარ.აღარ მინდა შენთან ცხოვრება!-ჯიუტად აგრძელებდა ლილე ტანსაცმლის გადმოლაგებას. -ვერ წახვალ!არა არც კი მჯერა,მასეთ რამეს როგორ ამბობ.-გაუაზრებლად შლიდა ხელებს სანდრო. -და რა გინდა?გინდა,რომ ჯერ არ დაბადბული შენი შვილი მოკვდეს? -მაგას,როგორ ამბობ ლილე,როგორ?-ყვიროდა სანდრო.-ნუთუ არ იცი,რომ ერთადერთი ძალა ხარ,რომელიც ამ დამპალ ცხოვრებაში იმედს მაძლევს.ჩვენი შვილი კი უბრალოდ მოტივია,რომ ვიცოცხლო.რა ვქნა ეს დედააფეთქებული,რომ ასე მარტივად ვერ ვეშვები ამ ჯოჯოხეთს რა?-ნერვიულობისაგან ერთი ადგილიდან მეორე ადგილას დადიოდა სანდრო და თან ჩანთაში ჩალაგებულ ტანსცმელს უკან უყრიდა. -სანდრო გაჩერდი,თორე არ ვიცი რას ვიზავ!-გამწარებულმა დაიკივლა ლილემ და უღონოდ დაეცა საწოლზე. -არ წახვიდე ლილე.-თითქმის ტირილნარევი ხმით ამოიღმუილა სანდრომ და გვერდით მიუჯდა მას.-მოვკდები უთქვენოდ. -მე უბრალოდ აღარ მინდა შენთან ცხოვრება.-ძლივს ამოილუღლუღა მან და ძლივს ჩალაგებული ჩანთა კარებისაკენ გააგორა. -გთხოვ! საოცარი ტკივილი იგრძნო ლილემ გულში.ვერასდროს წარმოიდგენა სანდროს ასეთ განადგურებულს,მაგრამ მისი სული იმდენად იყო გაჟღენთილი საკუთარი ცოდვებით,რომ აღარ იცოდა ამის გამო ვინ დაესაჯა.ნელა მიუახლოვდა სანდროს,მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააშტერდა.ნელა ჩამოუსვა ხელი დაძარღვულ კისერზე და აკანკალებული ტუჩები მის ბაგეებს შეაწება. -და მაინც იცოდე,რომ ამ ქვეყანაზე შენზე ძვრიფასი არავინ მყავს.-ჩურჩულით თქვა ლილემ და სანდროს ტუჩებს მოშორდა. იმაზე მტკივნეული იყო მათი სახლის დატოვება,ვიდრე წარმოიედგინა.უკვე ლიფტთან იდგა სადნროს ღრიალმა,რომ შეახტუნა...შემდეგ ლეწვის ხმა...გული საშინლად ეტკინა,უნდოდა რომ მასთან მისულიყო,მაგრამ იმას კარგად ხვდებოდა,რომ იქ შესული უკან ვეღარ გამოვიდოდა.ყველა ფიქრი უკუაგდო და ლიფტში შევიდა.დახურულმა სივრცემ იმაზე მეტად ცუდად გახადა ვიდრე რეალობამ.ერთადერთი რამ უნდოდა,ვიღაცის მხარზე თავის დადება და ტირილი! *** მშობლების სახლის კარების წინ იდგა ათი წუთი.არ იცოდა,როგორ უნდა აეხსნა მათთვის ეს ყველაფერი,იმაზე მეტად ნერვიულობდა,ვიდრე მას ეს წარმოედგინა.მიუხედავად იმისა,რომ მასზე უარი თქვეს,მაინც ყოველ დღე მათი მონატრება უტევდა.ხელაკანკალებულმა დააჭირა ზარს ხელი და ფერდაკარგული დაელოდა კარის გაღებას.კარს იქით ნაბიჯების ხმის გაგონება და მისი სუნთქვის შეკვრა ერთი იყო. მის წინ დედამისის დანახვამ უფრო მეტად დაახვია თავბრუ. -შეიძლება?-ძლივს ამოილუღლუღა მან.არაფერი უთქვამს დედამის,მხოლოდ და მხოლოდ თავი დაუქნია და შინ შეუშვა. ბავშვობის ნოსტალგიამ შემოუტია.სახლში ყველაფერი შეცვლილი იყო.ახალი ავეჯი...ახალი ნივთები...თითქოს ახალი სუნიც კი ტრიალებდა ამ სახლში...განსხვავებული და უცხო ოჯახის სუნი... ძლივს შევიდა მისაღებ ოთახში.მამამისის ჭაღარა თმის დანახვამ,უფრო მეტად აატკია გული.სახეზე ხელი აიფარა და ტირილის ხმის ჩახშობას შეეცადა.მამამისის შემოხედვა და მისი წაბორძიკება ერთი იყო.დედამისის თბილი ხელები იგრძნო,ისევ...ორი წლის მერე...უფრო მეტად დაეხვა თავბრუ...ნიშადურის სპირტი...მშობლების დამფრთხალი თვალები...და ორი წლის შემდეგ აღმოჩენილი საკუთავი თავი ძველ საძინებელში.არაფერი იყო შეცვლილი.ლილეს თოჯინა ისევ ისე იდო,როგორც ადრე. -კარგად ხარ?-გაისმა დედამისის ტირილნარები ხმა.უბრალოდ თავი დაუქნია და მომავალი საუბრისათვის მოემზადა. -შეიძლება დაგელაპარაკოთ?-ძლივს ამოილუღლუღა ლილემ და თავი ჩაღუნა. -გისმენთ!-მამამისის მკაცრმა ხმამ მთელ ტანში გასცრა. -ფეხმძიმედ ვარ.არაფერს გთხოვთ და არც მაქვს იმის იმედი,რომ მიმიღებთ.მე უბრალოდ არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი.-ძლივს ამოილუღლუღა ლილემ. -ახლა გაგახსენდა მშობლები?-ჰკითხა მამამისმა. -არ უნდა მოვსულიყავი...ბოდიში.-ჩურჩულით თქვა ლილემ და ლოგინიდან წამოდგა.ტანსაცმელი შეისწორა და შემოსასვლელისაკენ გავიდა.მეტს არც ელოდა.უფრო უარესის მოლოდინში იყო,მაგრამ იმის გააზრებამ,რომ მონატრებული მშობლები ნახა გული ოდნავ დაუცხრა ამდენი ტკივილისაგან. -მოიცადე!-მამამისის ხმამ შეაჩერა.-შენ კარგად იცი,რომ შენ როგორც შვილი ორი წლის წინ დაგივიწყე.შენ ჩვენი ლაპარაკი არაფრად ჩააგდე და მაინც ისე მოიქეცი,როგორც გინდოდა.მე უბრალოდ ჩემს შვილს და შვილიშვილს გარეთ ვერ გავაგდებ.ყველაფერი გაპატიეთ,მაგრამ იცოდე მორიგ სისულელეს აღარ გაპატიებთ ლილე! ბედნიერებისაგან მოულოდნელად გაეღიმა.მოულოდნელად გადაგდა ნაბიჯი და მამამისს მსუბუქად შემოხვია ხელები...მის მხარზე არსებულმა თბილმა ხელმა,უფრო მეტად აანერვიულა და ამდენი ემოციისგან დაღლილმა თვალები დახუჭა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.