შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*მამაკაცი ბნელი ჩიხიდან (თავი 5)


20-03-2015, 02:18
ავტორი Lulu
ნანახია 2 799

შემდეგი რამდენიმე საათი კაბინეტში შეყუჟულმა გავატარე. ალბათ ასე შეკუჭული ვიქნებოდი კიდევ დიდ ხანს, ტელეფონის ხმას რომ არ გადმოვეგდე სკამიდან.
-დიახ ქალბატონო ლალი.
-ანა, ორი წამით შემოიჭყიტე ჩემთან_მკაცრი ტონი ყურებზე არასასიამოვნოდ მომხვდა. არა, დაგვიანება ნამდვილად არ ღირდა. ოღონდ არ გამაგდონ...ოღონდ არ გამაგდონ...
-ქალბატონო ლალი..._ოთახის კარები დასჯილი ბავშვივით შევაღე და ფურცლებში ჩამალულ ქალს გადიდებული თვალებით გავხედე
-ა, ანა. მოკლედ, რატომ დაგიბარე,. შემდეგი კვირაში, სამი დღის განმავლობაში ინსპექციიდან შემოგვივლიან ასე რომ "უფროსების" ბრძანებით, ვისვენებთ. პარასკევს კორპორატივი გვაქვს წარმატებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ამიტომ ხუთშაბათს ზედმეტი საქმის მოსაწესრიგებლად გამოვალთ. მაგრამ მხოლოდ სამი საათით ასე რომ თორმეტისკენ შეგიძლია წახვიდე სახლში. როგორც იქნა გვეღირსება ამ ჯოჯოხეთისგან დასვენება!_ხელები საწყლად გაშალა და შუბლი მოისრისა დაღლილობის ნიშნად. სიახლემ ძალიან გამახარა ამიტომ დღის განმავლობაში მთელი ენთუზიაზმით ვიმუშავე. თაკოსაც ჩავუარე, ვიფიქრე ჭორაობა არ გვაწყენდათქო. ქალბატონმა, კორპორატივისთვის კაბის ყიდვა მინდა ამიტომ შენნაირი გემოვნების ქალბატონი ვალდებულია წამომყვესო. ჰოდა რატომაც არა? მოკლედ, ამ შაბათს შევხვდებით და საყიდლებზე გავეშურებით.

***
-ქეთევან ბერიძევ ვაჟას ასულო!
-გისმენთ ქალბატონო ანა თქვენო უდიდებულესობავ._სიცილით გამომძახა ტელეფონიდან. ამ ქალის მსახიობურ ნიჭს დასასრული არ აქვს!
-ქეთუს, დღეს გახსოვს რისი გაკეთებაც გვინდოდა?_შეპარვით ვთქვი და წინასწარ მოვემზადე მეგობრის ლექციების მოსასმენათ, თუ რამდენად უპასუხისმგებლო და უაზრო არსება ვარ.
-ესეიგი, პირველ რიგში კაფეში გასვლა, მერე სავაჭრო ცენტრში, მერე შმოტკების ჩაცმა და ბლატაობა. ხვალინდელი იდეებიც ხომ არ ჩამოგირაკრაკოთ ქალბატონო ანა?
-ქეთო არ მეჩხუბო რა...
-არა, არა და ისევ არა! არ გამაგებინო რომ გეზარება წამოსვლა ან რაიმე ამდაგვარი!_ხომ ვთქვი ლექციებს წამიკითხავსთქო? მაგრამ პრინციპში ღირსიც ვარ, უკვე მერამდენედ გავუცრუე გული.
-აგიხსნი ყველაფერს ქეთ... შემდეგ პარასკევს კორპორატივია ოფისში. გახსოვს თაკო რომ ვახსენე რამდენჯერმე? მთხოვა კაბის საყიდლად წამომევი შაბათსო და იქნებ სამივე ერთად წავსულიყავითთქო?_ცალი თვალი რეფლექსურად დავხუჭე და სიჩუმეში გაყუსული მეგობრის პასუხს განაბული ჩავუსაფრდი. ერთი ამოიოხრა დანებების ნიშნად, თუმცა ვიცი, გაბრაზება ჯერ არ გადასვლია.
-კარგი ხო. ოღონდ აჯობებს თუ ის შენი თაკო უჟმური ზანუდა არ იქნება!_გადმომყვირა ყურმილში გაბრაზებულმა ქეთევანმა, შემდეგ წამს კი, სიჩუმეში ჩაიკარგა მისი ხმა.
ტუ, ტუ, ტუ...
ზუმერის გამაღიზიანებელი ხმა შიდა ყურამდე აღწევს და საშინლად მიშლის ნერვებს. როგორც ჩანს ყურმილი დაკიდა. ოხ, ქეთევან! არა, მაინც მიყვარს ეს გადარეული ადამიანი!
***
დილის ათი საათია. კატოს კარებს გაუჭრაჭუნებლად ვაღებ და მძინარე დის გაღვიძებას ვცდილობ. ვიცი ახლა შემჭამს, მაგრამ ხომ უნდა გავაფრთხილო რომ მივდივარ ქალაქში?
-კატ. კატოოო..
-ჰმმმმ_ "მძინარე ენაზე" (სახელი, რომელიც სხვათაშორის ჩემი მოფიქრებულია) "ჰმმმ" "ბატონოს" ნიშნავს.
-კატ, გოგოებთან ერთად მინდა ქალაქში გასვლა. წამოხვალ?
-უ უ.._"არაო" ქალბატონმა.
-დამირეკე თუ დაგჭირდა რამე.
-უჰუუ.._როგორც ჩემი რამდენიმეწლიანი გამოცდილებდან ვიცი, "უჰუ" ითვლება როგორც "კარგი ანა, ოღონდ ახლა დამაძინე!"
-მორჩა მივდივარ_ღიმილიანი სახით ვუთხარი თვალებდახუჭულ, ბალიშჩახუტებულ დას. მისი თახი, შემდეგ კი სახლის კარები დინჯი ნაბიჯებით გამოვაღე და გაყინულ სადარბაზოში გავდგი ფეხი.

***

11:30
დანიშულების ადგილზე მდგარ თაკოს ვამჩნევთ მე და ქეთევანი. ჩქარი ნაბიჯებით ვუახლოვდებით თბილ მანტოში შეფუთულ ქალს.

11:31
-თაკო, ეს ქეთოა,ჩემი ბავშვობის მეგობარი და ფაქტიურად მეორე და! ქეთო, ეს თაკოა. ადამიანი რომელიც ოფისში უზარმაზარ დახმარებას მიწევს და უფროდაუფრო მარწმუნებს რომ შესანიშნავი პიროვნებაა!

12:15
-გოგოებო, ცოტა ხანი შევისვენოთ თორემ ახლა ფეხები მომწყდება...
-თანახმა ვარ თორემ მეც რამისაა სული გამძვრეს...
-არანაირი დასვენება! თქვენ გამომათრიეთ აქ ამიტომ ახლა ნება იბოძეთ და ულამაზესი კაბის მოძებნაში მომეხმარეთ!_ვამბობ ვითომ გაბრაზებით და დაქანცულ მეგობრებს ხელებგადაჯვარედინებული გავყურებ. ისინიც სასაცილოდ გადაყურებენ ერთმანეთს, ეს ვინ ავიკიდეთო ფიქრობენ ალბათ და მორჩილად მომყვებიან ბუტიკებში.

13:00
ვზივართ კაფეში. თაკოს კურიოზული ამბები, სიცილისგან უკვე მუცელს გვტკენენ მე და ქეთოს!

13:25
სიცილის ხმა შეწყდა. აჯერად ქეთევანის პრობლემები მის მეწყვილესთან გულს გვიჩუყებენ მე და თაკოს.
-მაინც რა უსინდისოები არიან ეს მამაკაცები!

14:05
კატოსთან ლაპარაკის შემდეგ ვიგებ რომ ტასოა მასთან. როგორც ჩანს დღეს ბატონი ავალიანის ნახვაც მომიწევს. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი...

17:00
შოპინგის, ქალაქში სეირნობისა და კაფეში შესვლის შემდეგ როგორც იქნა სახლში ვბრუნდები. ქეთო თაკომ გაიყვანა მანქანით. ვიფიქრე თუ ერთად წავლენ უფრო კარგად გაიცნობენ ერთმანეთსთქო. ზანტი ნაბიჯებით ავიარე სადარბაზო და როგორც იქნა შევაღწიე ბინაში.

-გამარჯობათ გოგოებო_ფეხსაცმელი იქვე მივყარე და მისაღებში ლეპტოპში ჩამძვრალ კატოს და ტასოს მივესალმე
-პრივეტ ნანანო.
-როგორ ხარ ანა?
-კარგად ტას, შენ როგორ ხარ?_დივანზე მთელი ძალით მივეხეთქე თუარა გაკრეჭილ ტასოს გავხედე და მეც დაღლილად გავუღიმე.
-მეც მაგრად. იმდენი მაცინა შენმა დამ_სცილით გახედა დაჭყანულ კატოს რომელსაც სულ რადენიმე წამის წინ მუჯლუგული უთავაზა მხარში. ორ წუთში კატოც და ტასოც ფეხზე წამოხტნენ, კი გამიკვირდა რა ხდებათქო მაგრამ მალევე გავიაზრე, რომ ფანჯრაში შავ ფორდის მარკის ავტომობილს გაჰყურებდნენ. როგორც ჩანს ტასოს მოაკითხეს.

-დემეტრეა?
-არა, არ ეცალა დღეს და გიორგი გამოუშვა._ბავშვების დიალოგმა ცოტა არ იყოს გული დამწყვიტა. მეგონა კიდევ ვნახავდი ავალიანს. მის თვალებს.. მმმ..
-კაით წავე. აბა ჰეთ! კატ დაგირეკავ საღამოსკენ!_კიბეებზე დაეშვა ტასო და მალევე ავტომობილის ძრავის ხმამაც გააყრუა არემარე.

***
დაღლილს და დაქანცულს ღამით მხოლოდ ცხელი ხელების შეხება და გავარვარებული ტუჩების კოცნა მელანდება. ყველაზე მთავარი კი ორი ნაცრისფერი თვალის მწველი მზერაა...

***
დილით გაღვიძებამ, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, არ დამტანჯა. თუმცა ისეთი დილაც არაა როგორც ფილმებშია ნაჩვენები.
ჩვენი საყიდლებიდან სამი დღე გავიდა მაგრამ ახალ ნაყიდ კაბას თვალს დღემდეც ვერ ვაცილებ. ერთი სული მაქვს როდის მოვირგებ ტანზე და გავწანწალდები კორპორატივზე. ქეთოს თქმით დრეს ღამე კლუბში მივდივართ, ჰოდა ვიფიქრე ზუსტად დღეს ჩავიცმევთქო, მაგრამ არა, ჯობია სულ ახალთახალივით გამოიყურებოდეს. ტუმბოზე დადებულ ტელეფონს მოვკარი თვალი და ვიფიქრე კარგი იქნება გოგოებს თუ დავურეკავთქო.

-ქეთო, ქეთევან. როგორ ბრძანდებით?
-ვაიმე ან, ერთი სული მაქვს როდის მოსაღამოვდება რომ გავეტიო ამ გამოკეტილი სახლიდან. თაკოს დაურეკე?
-არა. ეხლა გავიღვიძე მეც. მოიცა, შემოვაერთებ თაკოსაც_რამდენიმე წამიანი ლოდინის შემდეგ თაკოს ხმა ჩაგვესმა ყურმილში. როგორც ჩანს ორივე მეცხრე ცაზე არიან. ჰოდა ამას რა ჯობია?!
-გოგოებო! აღარ შემიძლია მეტი ლოდინი. მგონია სახლიდან წლების განმავლობაში არ გამიდგავს ფეხი!
-აი მეც ზუსტად ეგ ვუთხარი ანანოს თაკ!_სულმომსწრაფი გოგოების მოსმენამ რატომღაც ხასიათზე მომიყვანა და გამამხიარულა კიდეც.
-გოგოშკებო, ჩემო ცანცარუშკებო. მოდი ეხლა აბარგდით და ჩემთან მობარგდით!_აღტაცებულად ვუთხარი მეგობრებს. რა კარგია როდესაც გყავს ის ხალხი ვისთანაც ბედნიერი და მხიარული ხარ...
რამდენიმე საათში სახლში ორი, ქარისგან გაწეწილი ქალი შემობარგდა.

-ოჰოო! ჩემი ტურფები მოვიდნენ!_სიცილით გამოვძახე მისაღებიდან და ქეთოს ნასროლი ბალიშის აცილება ვცადე.
-რა გაყვირებთ? ამხელა ქალები ხართ!_მძინარე კატო გამობანცალდა საძინებლიდან. ინება ქალბატონმა გაღვიძება!
-მობრძანდა მძინარე მზეთუნახავი!_ხალისიანმა გოგოებმა ტაში შემოკრეს. როგორც ჩანს კატო დილიდან კარგ ხასიათზეა ამიტომ მალევე აგვყვა სიცილში.
-დღეს მიდიხართ კლუბში არა?
-მივდივართ და ვეღარ ვითმენთ როდის გავა დრო!_მოწყენილად თქვა სავარძელში მისვენებულმა თაკომ.
-ჰო სხვათაშორის ნანანო. დამაიწყდა მეთქვა. ტასომ მომწერა, დღეს ჩემთან დარჩიო. დემეტრე არაა სახლში და ყველაფერი ჩვენს განკარგულებაშიაო

“ალბათ ის ვაჟბატონი მორიგ საყვარელთან ატარებს ღამეს. “

ღმერთო ჩემო, რატომ ვფიქრობ ასეთ რაღაცეებზე? ისიც კი არ ვიცი საერთოდ ყავს ვიღაც თუ არა. ანდაც რა ჩემი საქმეა ნეტა? თვალები მალულად გავაპარე ქეთოსკენ და მაშინვე ეშმაკურ მზერას წავაწყდი. მოკლედ ამ ქალს ვერაფერს ვერ გამოაპარებ.

-წადი მაგრამ შენს მაგივრად მე მერიდება უკვე. ერთხელ თვითონაც გამოვიდეს ჩვენთან რა. ასე ცუდათაც ხომ არ ვცხოვრობთ_მოწყენილად ვუთხარი დას. იქნებ უბრალოდ არ მოსწონს აქაურობა და ამიტომ არ ეპატიჟება არავის სახლში?
-კარგი რა ანს. ჩემი მეგობარია და რატომაც არა. თან უზარმაზარი ეზო აქვთ და კარვებში დავიძინოთო!_აღტაცებულ დას უარს ხომ ვერ ვეტყვი? მითუმეტეს აღარაა იმდენად პატარა რომ მე ავუკრძალო ასეთი რაღაცეები. მითუმეტეს დღეს ყველა კარგ ხასიათზე ვართ. ნამდვილად, არაფერი არ ჯობია იმ მომენტს როდესაც ყველა შენიანი გვერდით გყავს!

***

-გამოეტიეთ ეხლა, მალეეე!_მობეზრებულად ვთქვი. არა, უფრო მალე რო გამზადებულიყვნენ ხო შეიძლებოდა? უკვე ერთი საათი ველოდები. აი ჩემგან აიღონ მაგალითი! გადავივლე, ჩავიცვი, თმებიც მოვიწესრიგე.მაკიაჟიც გავიკეთე და სულ ესაა, მზათ ვარ! მისაღებში დავბოდიალობ აქეთ-იქით უკვე რამდენი ხანია. უეცრად სარკეში ვაფიქსირებ ჩმემს თავს. მუქი ლურჯი, თითქმის შავი მუხლამდე კაბის, გამოყვანილი ფასონი წვრილ მაგრამ ხორციან წელს მადიანად კვეთს. საკმაოდ დაფარული დეკოლტე მკერდს გემრიელად უსმევს ხაზს.პირველად მომწონს ჩემი თავი ასე ძალიან…

ოც წუთში უკვე კლუბის შესასვლელთან მივედით. ქეთომ თავისი მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა და ჩვენც ამაყად გადმოვდგით ფეხი გზაზე.

-აუ ნახეთ რამხელა რიგია. აქ რა გაგვატარებს_მოწყენილად თქვა თაკომ. მართლაც, აქ რომ ვიდგეთ ალბათ ხვალამდე ვერ შევაღწევთ შენობაში.
-აბა ცხვირებს ნუ უშვებთ! წავედით და ცოტა ამაყად იყავით რა_ჩვენს წინ მიმავალ ქეთოს სიამაყე ალბათ მეც და თაკოსაც ვგეყოფა. ხალხის გრძელი რიგი რაც შემეძლო თავდაჯერებულად გავიარე, მაგრამ ქეთოს მაინც ვერ შევედრები. რამდენიმე წუთში ლაზერული ნათებებით და მუსიკით გაბრუებულ შენობაში ამოვყავით თავი. შემოსასველთან მდგარ დაცვას თვალიც არ შეურხევია ქეთოსთვის. ჩვენც დრო ვიხელთეთ და შემოვყევით ქალბატონს.

-ჰა გოგოებო რას ვშვებით ეხლა?_მუსიკის მაღალმა ტონებმა ქეთევანის ხმა სულ გადაფარა ამიტომ ყვირილით მოუწია ლაპარაკი.
-ცალკე კაბინა ხომ არ შეგვეკვეთა?_ბავშვობიდან არ გამომდიოდა ყვირილი ამიტომ ძლივს გავაგებინე გოგოებს რას ვამბობდი. ჩემმა გამჭრიახმა იდეამ მალევე გაჭრა ამიტომ სულ ცოტა ხანში ჩვენც პატარა კაბინაში ამოვყავით თავი. მუსიკაც არ ყვირის იმდენად და ერთმანეთის გაგებაც შეგვიძლია. ქეთევანი თავისი ენთუზიასტი ხასიათით სასმელების შესაკვეთად წავიდა. თაკოს ბედნიერ სახეს ვუყურებ და ვხვდები რამდენად კარგი ადამიანია. თუმცა ჯერ ბოლომდე არ ვიცი ღირს თუ არა მისთვის შვიდი წლის წინ მომხდარისა და "ნაცრისფერი მზერის" შესახებ მოყოლა. არ მინდა მისგან რამის დამალვა მაგრამ არ ღირს ყველაფრის დაჩქარება ალბათ.

-გოგოებო, ნახეთ ვინ მოვიყვანე!_ქეთევანის აღტაცებულმა ხმამ გამომაფხიზლა ფიქრებიდან. ბარხატის წითელი ფარდა გადაწია და კაბინაში სამ ახალგაზრდას შემოუძღვა. გაბრაზებულად გავხედე მაგრამ მისი მზერა ძალიან დამაჯერებელი ჩანს. ანდაც რატომაც არა? თუ ვერთობით ბოლომდე უნდა გავერთოთ! მითუმეტეს არ ვაპირებ ლოგინში ჩავუხტე ვიღაცას. უბრალოდ ერთი ცეკვა და სულ ესაა.

როგორც ჩანს გოგონები მოიხიბლნენ. სამივე ნამდვილად სიმპატიურია მაგრამ ვფიქრობ ნიკა, რომელიც ჩემს გვერდით ზის ზედმეტად...არ ვიცი როგორ ვთქვა.. შემაწუხებელია! ჰო, ჰო. ზუსტად!
-ანა ჩვენ საცეკვაოდ მივდივართ. შემოგვიერთდებით?_აწითლებული ლოყებით თქვა თაკომ და ქეთოს გახედა. ამ უკანასკნელმაც თავისი ცბიერი გამომეტყველება მიიღო. გამაგიჟებს ეს გოგო!

“ჰა რა ვქნათ ანა?”_მეკითხება ქვეცნობიერი არასასურველ დროს. წავიდეთ. აბა აქ ხომ არ დავრჩები ამ ტიპთან მარტო?! როგორ არ მიყვარს ასეთი გადამკიდე ხალხი! ანდაც ცეკვა ნამდვილად არ მაწყენდა. სასმელმოკიდებული, და შეიძლება ითქვას მთვრალი ნაბიჯებით გავედით სიგარეტის ბოლით სავსე დარბაზში, რომლის ცენტრშიც ხალხის უზარმაზარი ნაკადი რიტმულად მოძრაობს.

წელზე ხელის შეხებას ვგრძნობ და უხეშად ვტრიალდები. შავი თვალების მზერა მიწვავს ისედაც გახურებულ სხეულს. ვაჟბატონი ნიკა როგორც ჩანს ჩემს გამოწვევას ცდილობს და გამოსდის კიდეც. ელექტრონული მუსიკის ჰანგებს ვაყოლებ თეძოებს და მალევე ვიკარგები ჩემ თავში. მმმ,კარგია! კისერძე მამაკაცის გახურებული სუნთქვა მეფრქვევა მაგრამ ახლა ამისთვის არ მაქვს დრო. ამჯერად, ამ დარბაზში მუსიკისა და ჩემი საკუთარი "მეს" მეტი არავინაა.. ერთ მელოდიას მეორე ცვლის და მეც ავტომატურად ვახელ თვალებს. ზედმეტად დაკუნთულ მკერდს ვეჩეხები და ისევ წელზე ვგრძნობ შეხებას. სასმელისგან გაბრუებული ტუჩები ახლოს იწევენ, მე კი არაფერის გაკეთება არ შემიძლია. ალბათ არც არაფერს არ მოვიმოქმედებდი და დავნებდებოდი კიდეც ამ კოცნას რომ არა მწველი მზერა. მზეა რომელიც სხეულში ატანს და გაშიშვლებულ სულს შიშს გვრის. "ნაცრისფერი მზერა" რომლის ნახვაც ასე ძალიან მინდოდა. თავში მხოლოდ ორი სიტყვა ტივტივდება. "ავალიანი" და "დემეტრე". დემეტრე ავლიანი...

ჰაერი. ჰაერი მინდა!

-გავალ ცოტახნით!_სასწრაფოდ გამოვწიე თავი მამაკაცისგან. ალბათ მუსიკის გამო ვერაფერი ვერ გაიგო, თუმცა ეს ნაკლებად მანაღვლებს ახლა. ჯობია გარეთ გავაღწიო როგორმე! აბურდული აბიჯებით გავჭერი მოცეკვავე ბრბოს ნაკადი და როგორც იქნა შენობას დავაღწიე თავი.

-ისუნთქე ანა. ერთი, ორი... ასე ჯობია. მთავარია არ დაიბნე..._ნარვიულად ვამხნევებ ჩემ თავს და იქვე მდგარ უცხო მანქანას ვეყრდნობი. თავბრუ მეხვევა,არ ღირდა ამდენი სასმელის დალევა. იდიოტი ვარ!
-ანა სად დაიკარგე? მეგონა ცეკვა გინდოდა და არა აქ ბოდიალი უაზროდ!_მამაკაცის ზედმეტად მომთხოვნმა ხმამ შემაშინა კიდეც. ნიკა ერქვა არა?
-მისმინე..ნიკა...მარტო მინდა ყოფნა. მოვალ მალე_სიტყვები ერთმანეთს მივაყარე და სულ არ დავლოდებივარ პასუხს ისე ვაქციე ზურგი.
-მგონი დაუსრულებელი საქმე დაგვრჩა_ღმერთო ჩემო რა უნდა? რატომ არ შეუძლია დამანებოს თავი!
-მარტო მინდა ყოფნა!_გაღიზიანებულად მივტრიალდი. მაგრამ მალევე ეს გაღიზიანება რატომღაც ულევ ვნებაში გადამეზარდა როდესაც მისმა ხელებმა თეძოები მიიზიდეს ახლოს და მკერდზე ამაკრეს. მთვრალი ტუჩები საფეთქელზე მომადო.
-საოცარი ქალი ხარ..._მაუბნება ნიკა დაბოხებული ხმით და ხერხემლის მალებს თითებით მითვლის. იქნებ ქეთო მართალია? როდემდე უნდა ვიყო რუტინაში ჩათრეული? იქნებ მართლა დროა ლოგინში ბალიშებთან ერთად კიარა, ნორმალურ მამაკაცთან ერთად დავიძინო? თან ეს ნიკა იმდენად ცუდი აღარ მეჩვენება... ძალიან მთვრალი ვარ ალბათ...

ამჯერად ინიციატივა ჩემს თავზე ავიღე და სასმლისგან ავარვარებული ტუჩები, წინ მდგარი მამაკაცისკენ გავაპარე. მზერას, კოცნის მოლოდინში გაყუჟული ნიკასგან კლუბის შესასვლელთან მდგარი სილუეტისკენ ვაპარებ. თვალთახედვა ირევა როდესაც ნიკა კიდევ უფრო ახლოს მიზიდავს და ამჯერად ჩემს ტუჩებსაც უსინჯავს გემოს.

"ჰა რას იტყვი ანა? არც ისე ცუდი ყოფილა!"_მეუბნება მთვრალი ქვეცნობიერი და ნიკას მკლავებს ნებდება. გაურკვევლობაში მყოფი მე, ისევ კლუბისკენ ვაპარებ თვალებს თუმცა ვერანაირ სილუეტს ვეღარ ვპოულობ.

"უბრალოდ მომეჩვენა"_ვაწყნარებს საკუთარ თავს მაგრამ მალევე ვეჩეხები რეალობას. ნიკა ტუჩებს როგორც იქნა მაშორებს და პირით ჰაერის უზარმაზარი დოზის დაჭერას ცდილობს. ყოველი შემთხვევისთვის კიდევ ერთხელ ვაპარებ მზერას კლუბის ჩაბნელებული კუთხისკენ, საიდანაც ვიღაცის ორი დამცინავი თვალი სულამდე ატანს.

წამოხვალ ჩემთან? _ნიკას ხმა ფიქრებიდან მაფხიზლებს.

"რათქმაუნდა წამოვა!"_ქვეცნობიერი ბედნიერი სახით ეუბნება, მაგრამ აი ჩემ აზრს სულაც არ ითვალისწინებს!
"კარგი რა ანა! როდემდე უნდა იყო ასე! ერთი დღით მაინც მოეწყვიტე რეალობას და ისიამოვნე!"_ქვეცნობიერის წაქეზება საბოლოოდ ჩემზეც მოქმედებს და მეც ღიმილიანი სახით ვუბრუნებ ნიკას პასუხს.

-წამოვალ...
-შენი ჩანთა შენობაშია ხო? მოიც, გამოგიტან ახლავე. აქ დამელოდე._ღიმილიანი სახით მეუბნება მამაკაცი და კლუბის შესასვლელში უჩინარდება. მოლოდინში ჩაფლული მე, იქვე მდგარ შინდისფერ სპორტულ მანქანას ვეყრდნობი და ავტომობილის სილამაზით ვტკბები. საუბესუროთ თუ საბედნიეროთ ბატონი ნიკოლოზ ერისთავი, მამაჩემი, ძველი რუსეთის ავტოგამტაცებელი იყო. მახსოვს დედას გარდაცვალების შემდეგ ბევრგან მოგვიწია მოგზაურობა ამიტომ მამას სამსახურის პოვნაც უჭირდა. ერთადერთი ქალიშვილის სარჩენად ცუდ გზას დაადგა და ავტომობილების გატაცებას მიჰყო ხელი. მახსოვს ჩემი აზარტული ხასიათიდან და დაჟინებული თხოვნებიდან გამომდინარე ახალ მოყვანილ მანქანაშიც ჩავძვერი. ალბათ იმდენად მივეჩვიე იმ ყველაფერს რომ საბოლოოდ ეს საქმე მომეწონა კიდეც. ჰოდა მეც ნელ ნელა დავიწყე ავტომობილებში გარკვევა. მერე მამა ნინას შეხვდა. ცოდვილ გზასაც მოშორდა. მერე უკრაინაში გადავედით საცხოვრებლად. ნუ მოკლედ, "ჰეფი ენდი...

-თქვენნაირი ლამაზი ქალბატონი ამ სიბნელეში მარტო არ უნდა იყოს._ვნებიანი ხმა მაფხიზლებს ფიქრებიდან. კანზე მაშინვე სასიამოვნო ჟრუანტელი მაყრის.
-ვინ თქვა რომ მარტოა..._პასუხს ამაყად ვუბრუნებ სიბნელეში ჩამალულ მამაკაცს.
-კავალერის მოლოდინშია არა?_ცინიკურად მპასუხობს და ამჯერად შუქზე გამოდის.
-დემეტრე...
-რაო ქალბატონო ანა? გული აგიფანცქალდათ?_ისევ ცინიზმით სავსე ხმა რომელიც რატომღაც ძალიან მომწონს.
-მართალი ბრძანდებით ჩემო ბატონო. სასმელის ბრალია_ამაყად ვპასუხობ და ჩემი თავით კმაყოფილი, ზურგით ვეყრდნობი შინდისფერ მანქანას.
-ანა..._ვნებიანი ხმა ჩამესმის ყურებში და გული ორმაგად იწყებს ცემას. ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება ავალიანი და მეორე წამს წინ მესვეტება.
-არ წახვიდე.._რაო? გაკვირვების ნიშნად თვალებს ვჭუტავ.
-არ წაყვე იმ ტიპს..._რაო, რაოოო?! მიბრძანებს თუ რა ხდება?
-ვერ გავიგე რა გინდა ჩემგან დემეტრე!
-შენ...შენ მინდიხარ ანა..._ ქვეცნობიერი ანა შოკურ ინფორმაციას ვეღარ ხარშავს. გათიშული ეცემა ძირს და ჩემს ზედმეტად დამთვრალ სხეულსაც იყოლებს. საბოლოოდ მხოლოდ ერთი აზრი მიტივტივებს თავში...

"ამდენი არ უნდა დამელია!"

ვერაფრის თქმას ვერღარ ვახერხებ. მთვრალს, სიბნელე მიწვება მზერაში და საბოლოოდ ორი მწვავე თვალის სილუეტს თუ ვამჩნევ. მერე კი ბნელი ქაოსი..

***

გავარვარებული ხელების შეხებას ვგრძნობ. ზურგე, წელზე, თეძოებზე... უცნაურია. მეგონა მეძინა. იქნებ ისევ მძინავს და უბრალოდ სიზმარში ვარ? ალბათ.. თუმცა ვინ იცის...

***

ღრუბლებით დაბინდული მზის სხივები მეფინებიან სახეზე. მეძინება, მაგრამ მაინც ვახელ თვალებს. ისევ მძინავს? აბა სიზმრის გარდა ასეთ მდიდრულ ოთახში როგორ ამოვყოფდი თავს? თვალებს ვახელ და ვცდილობ დავრწმუნდე ნამდვილად სიზმარია თუ არა. უზარმაზარ ლოგინზე წამოვწიე სხეული და მაშინვე მწოლიარე პოზას მივუბრუნდი. თავის ტკივილი მკლავს.

“არ უნდა დამელია ამდენი გუშინ. ჰო, სად ვარ სხვათაშორის? ნიკასთან? არა, მახსოვს როგორ შებრუნდა კლუბში და აღარ დაბრუნებულა…”

საწოლზე წამოჯდომა კიდევ ერთხელ ვცადე და დამძიმებული თავიც მაშინვე ხელებში ჩავმალე.

“აღარასდროს არ დავლევ ამდენს!”

სხეულზე სიცივე მივლის.

"გრრრ! შემცივდა."

პატარა აივნის კარებიდან შემოსული ნიავი არასასიამოვნოდ მივლის ტანზე და მეც მაშინვე ვვარდები ლოგინიდან მის დასახურად. ასე უკეთესია, მაგრამ ისევ მცივა. სხეულზე ვიხედები და ვხვდები რომ არაფერი არ მაცვია! გადავირევი ახლა! მხოლოდ შავი ბიუსტჰალტერი და ასევე შავი ქვედა საცვალი მმოსავენ.

"კი მაგრამ ჩემი კაბა სადაა?"

ელდანაცემი მივვარდი იქვე მდგარ პატარა გარდერობს მაგრამ ჩემი კაბის კვალს ვერსად ვერ მივაგენი. ისედაც გაფანტული ყურადღება ოთახის შემცველობამ და მდიდრულმა ინტერიერმა მიიპყრო. რა ლამაზია აქაურობა. ყველაფერი თეთრ ფერებშია მოწყობილი, თეთრი ტყავის ავეჯი და ნაცრისფერი ტონები საოცარ სანახაობას ქმნიან. ოქროსფერი დეკორაციები კი ყველაფერს უფრო არისტოკრატულ იერს სძენენ. ოთახის თვალიერებით გართულმა ვერც კი გავაცნობიერე რომ ჩემი სიმარტოვე მხოლოდ და მხოლოდ ილუზია ყოფილა. ვგრძნობ როგორ მაკვირდება კუთხეში მჯდარი სილუეტი და ნაცრისფერი თვალებით მიწვავს სხეულს.

-დილამშვიდობისა_წყნარი ხმით მომმართა ამჯერად უკვე ფეხზე წამომდგარმა მამაკაცმა. დაბნეულობისგან სად წავიდე აღარ ვიცი.

“გაინძერი ანა! შეხედე შენს თავს! სულ არაფერი არ გაცვია!”

-დ..დილამშვიდობისა..._აწითლებული სახის დამალვა ჩამოშლილი თმებით ვცადე. თვალი გავაყოლე ძლიერ სხეულს რომელმაც საკიდიდან რაღაც ჩამოხსნა. სილუეტი მალევე გაქრა თვალთახედვიდან, ახლა მხოლოდ მისი სითბოს შეგრძნება შემიძლია, რომელიც ზურგზე სასიამოვნოდ მეფინება. თბლი მატერია მხრებზე მომახვია და მკლავები სახელოებში გამაყოფინა. თვალის დახამხამებაში განიერი გულ-მკერდი ამესვეტა წინ და თლილი ხელებით ნაზად გამიკოჭა ხალათის შესაკრავი. მე? მე გაშეშებული ვდგვარ და სიამოვნების, მაგრამ ამავდროულად სირცხვილის პატარა გრძნობა თანდათან იზრდება. არა, ალბათ არჩევანი რომ მქონოდა ასეთ "სირცხვილს" ყოველდღე განვიცდიდი.

-ვიფიქრე შენი კაბა კლუბის სიგარეტის ბოლითაა გაჟღენთილი თქო ამიტომ მენეჯერს გავატანე დროებით. ჩანთაში შარვლები და მაისურია. არ ვიცოდი რომელი მოგეწონებოდა ამიტომ რამდენიმე წამოგიღე._თავშეკავებულად მითხრა და ლოგინის კიდესთან დადებული ჩანთისკენ მიმითითა. გავოგნდი რატომღაც. მამაკაცს, რომელსაც სულ ყველაფერი აქვს, ალაბათ ყოველდღე ახალ ახალ საყვარლებს იცვლის, კლუბიდან მოვყავარ და ტანსაცმელს მყიდულობს.

-არ ღირდა. არ მინდა ვინმესთვის ზედმეტი ვიყო დემეტრე..._უხერხულობისგან გაყინული ხელებით ხალათის შესაკრავს დავეჯაჯგურე. ნამდვილად არ მინდა ვინმეს ვეჯდე მხრებზე, განსაკუთრებულად დემეტრე ავალიანს, გავლენიან ადამიანს და პირველრიგში ჩემს უფროსს! ანდაც სულ არ მესმის რა უნდა ჩემგან? სადაც არ უნდა წავიდე ყველაგან მას ვეჩეხები. გავიგე რომ ტასოს ძმაა, მერე კაფეში შეხვედრა, საბოლოოდ კი გუშინდელი ამბავი. დღეს კი აქ, მის საცხოვრებელ ადგილას ვიღვიძებ.

ჩემი ნათქვამი თითქოს დააიგნორა, წითელი ტუჩები კი შემუჩნეველ, ცბიერ ღიმილში აარხია.
-ხელმარჯვნივ სააბაზანოა, შეგიძლია მოწესრიგდე. ჰოლში დაგელოდები, შემდეგ კი ვისაუზმოთ_ზურგშექცევით მითხრა, ხის კარები ნაზად გაიხურა და საკუთარ თავთან დამტოვა მარტო.
აბაზანაც ისეთივე მედიდურია როგორც ის ოთახი სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ ნახევრად შიშველი დავბოდიალობდი ავალიანის წინაშე. ამის გახსენებაზე სასიამოვნოდ წამომახურა და სახეზე რატომღაც უნებურმა ღიმილმა დამიარა.
საბოლოოდ აბაზანიდან სრულიად მოწესრიგებული გამოვედი. დემეტრეს მოცემული ჩანთიდან ღია ფერის ჯინსები ამოვარჩიე, რომლებიც საკმაოდ წელში გამოყვანილები ჩანან. ზედმეტადაც კი. მაისურიც ასეთივეა. თეთრი მატერია ზედმეტად კარგად კვეთს მკერდს, მოუხედავათ იმისა რომ დეკოლტე ნორმალურზე უფრო დაფარულია. როგორც ჩანს ბატონ დემეტრე ავალიანს გამოყვანილი ფორმები მოსწონს. ესეც მორიგი თამაში მისგან. კიბატონო, იყოს თქვენებურად ავალიანო.
მაისურის ქვემოთ დაქაჩვით ზანტად გავედი უზარმაზარ ჰოლში სადაც ტყავის მუქი ყავისფერი დივნები და შუშის ჯურნალის მაგიდა ლამაზად იწონებენ თავს. ოთახი მუქ ფერებშია მოწყობილი მაგრამ ღია ფერის დეკორაციები და სხვადასხვაგვარი თაროები ნაზად ერწყმებიან არემარეს.

"მომწონს აქაურობა. მაგრამ რომ ვიცოდე სად ვარ უკეთესი იქნებოდა."

მარცხენა კედელი მთლიანად შუშისაა ამიტომ შუქი უხვად აღწევს ოთახში. რამდენიმე ნელი ნაბიჯი გადავდგი წინ და თბილისის ულამაზეს ხედს გადავხედე. როგორც ჩანს სახლი საკმაოდ მაღალ ადგილზეა ან სულაც მთაზე. გარშემო ყველგან ნაძვებია, ასე რომ სრულ იზოლაციაში ვარ ცივილიზირებული ქალაქიდან. მომწონს ეს ყველაფერი...

-შესანიშნავი ხედია, არა?_მამაკაცის იდუმალმა ხმამ ცოტა არ იყოს შემაკრთო. მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ისეთი ადამინის გვერდით როგორიც ავალიანია, არაფრის არ უნდა მეშინოდეს.
-ძალიან ლამაზია. აღარ მახსოვდა თბილისი ასეთი ლამაზი თუ იყო_მოწყენილი ხმით ვუთხარი. ამდენი წლების განმავლობაში ვერც კი გამიაზრებია როგორი ძვირფასი ყოფილა ჩემი სამშობლო. გვერდული ხედვით დავინახე როგორ გამომხედა დემეტრემ და დაუნახავი ღიმილით დამიარა სხეულზე.
-მოგეწონა ტანსაცმელი?_მის ტონში აშკარად იგრძნობა თამაშის სურვილი. ოჰ ეს აზარტული მამაკაცები... ესეც ასე ავალიანო, კიდევ ერთხელ წამოვეგე თქვენს ანკესს. ანდაც რატომაც არა? მითუმეტეს როგორც ჩანს ეს ორივეს გვახალისებს.
-კი ძალიან!_აღტაცება პატარა ტაშის შემოკვრით გამოვხატე. ახლა კი დროა ქალურ ცბიერებას მოვუხმო! -მიხდება?_უცოდველი გოგოს გამომეტყველება მივიღე. როგორც ჩანს ამ კითხვამ არ გააკვირვა. ანდაც ძალიან კარგად ფარავს გაკვირვებას!
თეძოები ნელი მოძრაობით ავარხიე და ზანტად დავბზრიალდი. როგორ მახალისებს ეს ყველაფერი!

-ანა..._ზურგიზე სასიამოვნოდ დამიარა ნაცნობმა სითბომ, როგორც მაშინ, შვიდი წლის წინ ჩემმა "ნაცრისფერმა მზერამ" რომ ამიტაცა ხელში.. მმმ.. მოგონებებმა სასიამოვნო ჟრუანტელი დამაყარეს კანზე. ახლა ზურგ უკან მიდგას მამაკაცი რომელსაც თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობ და რომლის თვალებიც საშინლად უცნაურ გავლენას ახდენენ ჩემზე.
ნაბიჯი ადგილზე მიმეყინა როდესაც თბილი სუნთქვა კისერზე მეცა. თვალებმინაბულმა, თავი ოდნავ გადავხარე გვერდით და გაყუჩებული ჩავუსაფრდი მის შემდეგ მოქმედებას...
-როგორ მინდა ახლა ამ ლამაზ ყელს გავუსინჯო გემო..._ამ სიტყვების გაგება რატომღაც არ მაკვირვებს. პირიქით, სასიამოვნო ტაოს მაყრის კანზე. -ეს წვრილი წელი გავაშიშვლო და ყოველ წერტილს შევახო ხელები..._ქვეცნობიერი ანა უკვე დორბლებს ყრის და დარეტიანებული რამისაა უგონოდ დაეცეს იატაკზე. -მაგრამ სამწუხაროდ ამის უფლება არ მაქვს._იმედგაცუებული ქვეცნობიერი დაბღვერილი სახით შეჰყურებს ხან ავალიანს, ხანაც მე. რატომ არ აქვს უფლება?! იქნებ მისი შესაფერისი არ ვარ? მმმ, არადა როგორ მინდა ერთხელ მაინც შევეხო ტუჩებზე... -წამოდი, საუზმე შემოიტანეს._ერთფეროვანი ხმით მითხრა და ზანტი მოძრაობით მომცილდა ზურგიდან. წინ წასული დემეტრე ავალიანი მონადირე მამაკაცის მოძრაობით არხევს განიერ მხრებს. მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ ისევ პიჟამოს კლეტკიან შარვალსა და შავ მაისურშია.
არასდროს არ მიგრძვნია ასე დაუცველად თავი. არადა დარწმუნებული ვარ რომ დემეტრეს გვერდით არაფრის არ უნდა მეშინოდეს.
რატომღაც მგონია რომ დემეტრე ავალიანი იმ ბნელი ჩიხის მამაკაცია რომელსაც გადარჩენისთვის უნდა ვუმადლოდე...
კი მაგრამ როგორ შემიძლია დავრწმუნდე ნამდვილად ისაა თუ არა? იქნებ სულაც არაა ასე, იქნებ სულაც სხვა მამაკაცია რომელსაც ასევე ნაცრისფერი თვალები აქვს და რომელიც ასევე მიზიდავს? ძალიან მიზიდავს... ყოველი შემთხვევისთვის, ამის გაგებისმხოლოდ ერთი საშუალება მაქვს..

ვუყურებ ჩემს წინ მჯდარ დემეტრეს რომელიც უხმოდ მიირთმევს საუზმეს და თითქოს ჩემს არსებობას სულაც არ იმჩნევს. ჰაჰ, არადა სულ რამდენიმე ხნის წინ...ჰმმ, როგორ ვთქვა... გულის ცემას მიჩქარებდა თავისი ზედმეტად გახსნილი ქცევით (რომელიც სხვათაშორის ძალიან მომწონდა!)

"მთავარია გაბედული იყო ანა"_მეუბნება ქვეცნობიერი და ხელს მკრავს სასურველი ნაბიჯის გადასადგმელათ. ჰოდა მეც დამჯერი გოგოსავით ვემორჩილები.

-დემეტრე,_ყოყმანით ვუთხარი მამაკაცს რომელიც სულ რამდენიმე წამის წინ ყურადღებას არ მაქცევდა, ახლა კი გამჭოლი მზერით მაკვირდება სახეზე. -მე..მე..._იდიოტი ვარ. არ უნდა მეთქვა არაფერი. მაგრამ რადგან დავიწყე, ბოლომდე წავალ! -არ ვიცი რატომ გეუბნები ამას. ისიც არ ვიცი ღირს თუ არა ყველაფრის მოყოლა. უბრალოდ მინდა ჩემ თავში გავერკვე, დავლაგდე..._ვეცადე პროლოგი ორიგინალურად გამოსულიყო. მაგრამ ავალიანის გამოხედვიდან გამომდინარე არამგონია გაეგოს რაზე ვლაპარაკობ. -დემეტრე, შვიდი წლის წინ ერთ ადამიანს შევხვდი, არც ისე სასიამოვნო სიტუაციაში და ასე ვთქვათ იმის მერე მის მიმართ ვალი მაქვს რაღაც საკითხში_თავდახრილი ვცდილობ აზრების დალაგებას, მაგრამ როგორც ჩანს არაფერი არ გამომდის. ისედაც აბურდული მეტყველების უნარი ავალიანის გაშავებულმა თვალებმა კიდევ უფრო ამირიეს.

"იცის...დარწმუნებული ვარ იცის რაზეც ვლაპარაობ!"

ნერვიული სახით ვიბლიტები აქეთ იქით და სიტყვების დალაგებას ვცდილობ. თუმცა უშედეგოდ...

“იქნებ ჯობდა შენი თავი ხელში აგეყვანა ანა? ბოლოსდაბოლოს შენთვითონ წამოიწყე ეს ყველაფერი ერისთავო!”

თვალები გაბედულად გავუსწორე მოპირდაპირედ მჯდარ მამაკაცს რომლის მზერაც გამომწვევად დამთამაშებს სხეულზე. თავდახრილმა ოდნავ ჩაიცინა და ხელი დაბნეულად გადაისვა თავზე. ოჰო! როგორც ჩანს ბატონი დემეტრეს ტყვიაგაუმტარ თავდაჯერებულობას ბზარი გავავლე!

-მეგონა უფრო ადრე მიხვდებოდი ყველაფერს…_ღმერთო ჩემო, არ მჯერა! ამდენი წლის შემდეგ... "ნაცრისფერი მზერა"!
-შენ იყავი! შენ ხარ! _დენდარტყმულივით წამოვხტი სკამიდან. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან დაბნეულობის ნიშნად და გაყინული მზერით მივაჩერდი ავალიანს, რომელიც მონადირე ვეფხვის ნაბიჯებით მიახლოვდება. ზანტი ნაბიჯებით მომავალ მამაკაცს შეშინებულმა შევხედე. ამ წამამდე მეგონა, მასთან ყველაზე დაცულად ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ჩემთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ზუსტად ეს მამაკაცი წარმოადგენს...


________________________________________

მორიგი თავი. მაგრამ კომენტარების უკმარისობამ რატომღაც არ დამამაყოფილა :დ არა, მართლა! ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი ღირდა თუ არა ამ ისტორიის გამოქვეყნება. მინდა თქვენი აზრი გამოთქვათ თუნდაც ნეგატიური. პირიქით დიდი სიამოვნებით შევხვდები კრიტიკას! (მაგრამ ისეც არ ქნათ რომ დაბალი თავშეფასებისგან მოვკვდე :დ)

შეცდომები მომიტევეთ.



№1  offline წევრი anna777

აიიი ძალიან კარგიაა! ეხლა უფრო დამაინტერესა love ძალიან კარგად წერ არ შეწყვიტო რაა...(პირველი ვარ feel ) :D
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 


№2  offline წევრი gaomao

წააგავს გრეის, მაგრამ სასიამოვნო საკითხავია. წარმატებები

 


№3 სტუმარი ooo

ვაიმე სად დაამთავრე ეს ტავიიი მალე დადე შემდეგი..
პლისსსსსსსსსსსსსსსს

ოკ

winked

 


№4 სტუმარი mariami

უმაგრესიხარ <3

 


№5  offline წევრი keti1993

იმედია კომენტარების არარსებობის გამო არ შეწყვეტ წერას, <3 არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას რომ ყოველ თავზე კომენტარებიით აგავსოო მაგრამ ძალიან მომწონს და ნუგამწირავ ცნობის მოყვარეობისთვის <3 :* ხო კიდე ძალიაან კარგი იყოო 2-2 თავს რომ დებდიი <3 :*

 


№6 სტუმარი elenkaa

მთელი სიამოვნებით ვკითხულობ,ძალიან მომწონს და გთხოვ არც იფიქრო ისე დადე ხოლმეე რაა

 


№7  offline წევრი gufii

ძალიან კარგიი იყოო!! როდის მექქ
ნება შემდეგი თავის წაკითხვის ბედნიერებაა ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent