მკვლელობის საღამო(13)
ჩემი ცხოვრება ნელ-ნელა მწყობრში დგება,გოგონა გამოკეთდა..თანდათანობით ყველაფერს იხსენებს.გაიხსენა ის რომ თაკო ქვია, 18 წლისაა,ყავს პატარა და.მშობლები მალევე გარდაეცვალა,ამის გამო ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობდენენ ის და თავისი და.იქიდან კი ,,უფროსის,,შესახებ გაიგო და გადაწყვიტა თავისი ცხოვრება სულ ცოტათი მაინც შეეცვალა,რათქმაუნდა ახლა ამას ნანობს მაგრამ მაშინ თავი ყველაზე ბედნიერი ეგონა.საუბედუროდ ნინომ მას კარგად ვერ გაუგო,თაკო მაინც ცდილობს ჩემთან იკონტაქტოს,ნინო თავისებურია,ალბათ დრო ჭირდება რომ მასთანაც გამონახოს საერთო.მე მათ დასამეგობრებლად ყველაფერს გავაკეთებ,რაც კი შემიძლია. ახლაც მათ გვერდით ვზივარ და ფილმს ვუყურებთ ვამპირებზე,როგორც ჩანს თაკოს ვამპირები მოეწონა,ბოლო რამოდენიმე დღეა სულ მათზე უყურებს ფილმებს.მეც მეტი გზა არ მრჩება და ყოველღამე მათთან ერთად ვუცქერ სისხლისმსმელ ვამპირებს რომლებიც ადამინებს თავებს უგრეხენ ან გულს აცლიან.ნინოს ამ ყველაფერზე ეცინება,რაზეც თაკო ღიზიანდება,მე კი როგორც ყოველთვის მდგომარეობას ვანეიტრალებ. -სასაცილო რაა? ბოლოს თაკო ვერ ითმენს და ნინოს მიმართავს რაც შეიძლება გაბრეზებული და მაღალი ხმის ტონით. -ვერ ხედავ?ვამპირები.ისინი სასაცილოები არიან.. ნინო სიცილს აგრძელებს. -თაკო..გთხოვ,დამშვიდდი. -მეორედ კიდევ გაიცინებს და რაც მოუვა თავად ნახავს. ნინო სიცილს უმატებს,ამის გამო თაკოს როგორც ვხვდები მოთმინება აღარ შეუძლია.ფეხზე დგება მეც იმწუთში მის წინ ვდგები. -წამომყევი.. მასთან ერთად ოთახიდან გავდივარ. -მისმინე. ვუახლოვდები და ხმის ტონის შერჩევას ვცდილობ,არ მინდა მასთან ხმამაღლა ვისაუბრო. -ნინო ცოტათი უცნაურია,მაგრამ უნდა გაუგო.მას არ ქონია მშვენიერი ცხოვრება მანაც ბევრი რამ გამოიარა,ჩვენ ყველა ერთად იმიტომ ვართ რომ ერთმანეთის ყველაზე მეტად უნდა გვესმოდეს.ნუთუ ამას ისე გაუგებრად ვამბობ,რომ ორივეს გაბნევთ. -არა,უბრალოდ მისი საშინლად არ მესმის. -დამშვიდდი,დრო გჭირდებათ. -შევეცდები თავი გავაკონტროლო. -კარგი,შევიდეთ ოთახში. თაკო ოთახისკენ მიაბიჯებს,მე მობილურს ვპასუხობ. უცხო ნომერია,მართალია არ მინდა რომ პრობლემები შემექმნას მაგრამ,ხმა მაინც ვიღებ. -გისმენთ.. -თამთა შენ ხარ? გიორგის ხმა ყურში არასასიამოვნოდ მვხდება,წარმომიდგენია როგორ იცოდა მან ყველაფერი,მე კი არაფერი მითხრა.რა მნიშვნელობა აქვს მაქსის მამას უნდოდა თუ არა მამაჩემის მოკვლა,საბოლოო ჯამში მან ეს მაინც ჩაიდინა. -გიო? -მე ვარ.თამთა მითხარი სად ხარ. -ამას შენთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს მერწმუნე. -კარგი რა.მე ხომ შენი მეგობარი ვარ,არ მენდობი. -მაპატიე,მაგრამ შენი ნდობა არ შემიძლია. -რას გულისხმობ. -ვიცი რომ შენ ყველაფერი იცოდი. -რა. -მითხარი ხომ იცოდი რომ მამა მისმა საუკეთესო მეგობარმა მოკლა. -მე.. -არაფერი თქვა,ყველაფერი ნათქვამია.შენ ეს ყველაფერი დამიმალე. -ეს ყველაფერი შენს გამო გავაკეთე,არ მინდოდა გული უარესად გტკენოდა. -მე გული არაფერზე მტკივა.არავინ და არაფერი მანაღვლებს. -ცრუობ. -როგორც გინდა ისე ჩათვალე,ეს შენი გადასაწყვეტია. მობილურს ვთიშავ და გარეთ გავდივარ,გოგონებს ასეთ მდგომარეობაში ვერ დავენახები,ცოტა გასეირნება მიშველის. ქუჩაში უაზრო სიარულს ვიწყებ,ყველას და ყველაფერს ვთიშავ.მხოლოდ ჩემს თავთან ვარ.იმაზე ვფიქრობ თუ როგორ მომატყუა ყველა და ყველაფერმა.ამის შემდეგ როგორ უნდა შევძლო ვინმეს ვენდო.ალბათ ნდობა სამუდამოდ დავკარგე.ასე უკეთესიც არის. -ჰეი როგორ ხარ.. წინ ბიჭი მიდგება,თმები ლურჯად აქვს შეღებილი.გამოხედვა მეცნობა მაგრამ ვერ ვიხსენებ საიდან. -ერთმანეთს ვიცნობთ? -საღამო,სუპერმარკეტი და პროდუქტი. -მაღაზიაში გამყიდველი ხარ? -არა. -აბა. -ხელში ლუდის ბოთლი,გვერდით ძმაკაცი რომელმაც ნერვები აგიშალა. -აა,გამახსენდი.მაგრამ მაშინ ქერა თმები გქონდა. -თმებს ყოველ თვე სხვადასხვა ფერად ვიღებავ. -აჰამ,გასაგებია. -უბრალოდ მინდოდა მოგსალმებოდი და ბოდიში მომეხადა ჩემი მეგობრის მაგივრად უბრალოდ ბევრი გვქონდა დალეული. -არაუშავს,. -ესიგი გვპატიობ? -კი. -კარგი მაშინ,ბედნიერად. -კარგად.. ვემშვიდობები და გზას განვაგრძობ..რამოდენიმე საათში თაკო მირეკავს მეც მაშინვე ვპასუხობ. -რა ხდება. -თამთა დროზე მოდი ნინო მგონი.. მის ხმას ნინოს ხმა ფარავს. -მოკეტე სულელო,მე ის სულ არ მომწონს კარგია რომ მოკლეს.. -ნუ ხარ იდიოტი.. -შე.. ბრახუნის ხმა მესმის. მობილურს ვთიშავ და სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით მივემართები.ტაქსის გამოყენებით ნახევარ საათში კორპუსში შევაბიჯებ.მეზობელ სახლიდან შუახნის ქალბატონი გამოდის. -გამარჯობა. -გაგიმარჯოს შვილო. ბინის გაღებას ვცდილობ როცა სახლიდან ნინო გამოდის აწეწილი თმებით,უფროსწორად გამორბის..სახლში ძალით შემყავს და უკან ვბრუნდები. -ჩემი დები არიან... ცოტა ჩხუბი უყვართ. ვუხსნი მეზობელს. ბინაში შევდივარ და კარს ვკეტავ.ნინოს და თაკოს გვერდიგვერდ ვსვამ. -ნინო,თაკო.რამდენი წლის ხართ. -18,18. -როგორც ხედავთ ორივენი ჩემზე უფროსები ხართ,მაგრამ ისე იქცევით რომ ამ საქციელს 8 წლის ბავშვიც არ იკადრებს. -ყველაფერი მან დაიწყო. -ახლა ყურადღებით მომისმინეთ..ჩვენ ახლა იმ მდგომარეობაში არ ვართ რომ ერთმანეთს ისტერიკები მოვუწყოთ,თქვენს საქციელს რა ქვია?რაღაც სისულელეების გამო ჩხუბობთ.უბრალოდ ის ვერ გადაგიწყვეტიათ ვამპირები საშიშები არიან თუ სასაცილოები.ამას საერთოდ რამე მნიშვნელობა აქვს?ადამიანები მასზე უარესები ვართ,მართალია ეშვები არ გავქვს და ადამიანების სისხლს არ ვსვამთ,მაგრამ მათ უარეს მდგომარეობაში ვაყენებთ.მომბეზრდა,მართლა დავიღალე ყველაფრის მოგვარებით.16ის ერთ თვეში ვხვდები,მე კი მგონი 36 წლის ქალის მოვალეობა მაკისრია.უბრალოდ მინდა თვალები დავხუჭო და რომ გავახელ ჩემს ოჯახში დავბრუნდე დედაჩემის გვერდით.თქვენ გგონიათ მე ჩემი ოჯახი არ მენატრება?მე მათზე უარი ვთქვი?არა,ისინი ჩემს გულში არიან და ეს ყოველთვის ასე იქნება,მაგრამ მეტი გზა არ მრჩება ახალი ოჯახი თავად უნდა შევიქმნა,მე თქვენ აგირჩიეთ,მეგონა სამივენი კარგად გავუგებდით ერთმანეთს.მეგონა ერთმანეთისთვის დებიც ვიქნებოდით და მეგობრებიც.მაგრამ როგორც ჩანს თქვენ ეს არ გინდათ.შეიძლება საერთოდ შევცდი აქ რომ მოგიყვანეთ,ალბათ გერჩივნათ თქვენი გზით წასულიყავით.მე კი ერთმა სულელმა გოგომ ორივე ჩემთან ისე მოგიყვანეთ თითქოს ამას თავად მთხოვდით.თქვენი მესმის ჩემი გაძლება რთულია,ამის გამო ჯავრს ერთმანეთზე იყრით,მე ეს არ მინდა.ჩემი სურვილი არასოდეს ყოფილა ვინემს ჩემს გამო რამე დაშავებოდა,მაგრამ სამწუხაროდ მე და ეს სამყარო საპირისპირო მიმართულებით ვმოძრაობთ. -თამთა.. ნინო ფეხზე დგება და მიახლოვდება. -შენ ჩემთვის დასავით ხარ,ერთი წუთითაც არ იფიქრო,რომ შენი გაძლება მიჭირს.პირიქით შენი კარგად მესმის.მაპატიე,მეორედ გულს აღარ გატკენ. -ნინოს ვეთანხმები. თაკოც მას უერთდება. -დამპირდით რომ აღარ იჩხუბებთ. -გპირდები. -მეც. -ძალიან კარგი,მაშინ ახლა რომელიმე სამზარეულოში შევიდეს და წვენი მოიტანოს.მომწყურდა.. -მე წავალ.. თაკო სამზარეულოსკენ მიაბიჯებს,ნინოც მას მიყვება. -ნინო.. -რა.. -არ იჩხუბოთ.. მიღიმის და გზას განაგრძობს.დივანზე ვჯდები..ცრემლებს სწრაფად ვიწმენდ არ მინდა რომელიმემ დაინახოს როგორ ვტირი.არასოდეს მსიამოვნებს როცა ვინმეს ვეცოდები,მირჩევნია ჩემში ცუდი მხარე დაინახონ,რადგან ეცოდინებათ ვისთან აქვთ საქმე,როცა მხოლოდ შენი დადაბითი თვისებები იციან,ჩათვალე საერთოდ არ გიცნობენ.ჯერ ადამიანის უარყოფითი მხარე უნდა გაიცნო შემდგე კი დადებითი,წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ისე ნამდვილად არ იქნება როგორც გვინდა. ის რომ ყველაფრის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს ყველაფერს ართულებს,არაა ჩემი სამყარო ადგილი სადაც უბრალოდ ცხოვრებ,ეს ადგილია სადაც შენ თავს ყველაზე მეტად წვრთნი.ადამიანების 60 პროცენტი საკუთარ თავსაც ვერ ცნობს და ვერ უგებს, რაღა დარჩეს სხვის გაცნობაზე შემდეგ კი მასთან ურთიერთობის დამყარებაზე.ასეთი ურთიერთობის არ მწამს.მირჩევნია მთელი ცხოვრება მარტო გავატარო,ვიდრე ისეთ ადამიანთან ვიყო ვისაც ბოლომდე ვერ ვენდობი და გავუგებ.მე ვეძებ ერთადერთს.პიროვნებას რომელიც იქნება უბრალოდ ისეთი ვისაც აზროვნება ჩემნაირი აქვს.მაგრამ ასეთის პოვნა ჩემთვის ძალიან რთულია.მეცინება როცა ჩემზე საუბრობენ,როცა საერთოდ არ იციან ვინ ვარ სინამდვილეში.როცა ვამბობ რომ რაღაცას გავაკეთებ,ესეიგი მე ამას შევასრულებ რადაც არ უნდა დამიჯდეს.ეს უბრალოდ სიტყვები არაა,ამას ჩემს თავს ყოველდღე ვუმტკიცებ.ასე რომ თუ ვინმეს სურს გააკეთოს რამე,თუნდაც ვინმესთვის აუხდენელი,ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს,თუ საჭიროა მთელ მსოფლიოსაც შეებრძოლეს,ღმერთი მებრძოლ ადამიანს ყოველთვის დაეხმარება..ნუთუ ღმერთმა თავად არ შექმნა ეს სამყარო,სისულელეა რომ ის ვერ შეძლებს შენს დაცვას.მაგრამ მხოლოდ ღმერთის იმედზეც არ უნდა იყო,თუ ხელს არ გაანძრევ მერწმუნე ოცნება ოცნებად დარჩება,ფიქრები კი ფიქრად.ამიტომაცაა რომ უკან არ ვიხევ,ვცოცხლობ იმიტომ რომ არ მინდა ჩემს თავს იმედები გავუცრუო,არ მინდა ეს სამყარო ისე დავტოვო რომ არ ავისრულო ის სურვილი რომელიც ღამეა თუ დღე სულ თან დამყვება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.