შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი არსებობისთვის ! (4 თავი)


20-03-2015, 20:46
ავტორი Aunt B.
ნანახია 4 833

აღარც ახსოვდა ბოლოს ქუჩაში ღამით როდის ისეირნა, ახლა კი ელენეს სახლისაკენ მიმავალ გზას მასზე ხელგადახვეული ნელა მიუყვებოდა და გოგონას ტკბილ ხმას ღიმილით უსმენდა.
ელენე ბავშვობის მეგობრებზე და თავის სიცელქეზე ისტორიების მოყოლით არ იღლებოდა და ენას არ აჩერებდა.
- ელე რაზე ოცნებობ? - მოულონელად დაებადა კითხვა , უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ელენეს რაც არ უნდა ეთქვა უახლოეს მომავალში აუცილებლად შეესრულბინა. გოგონა სასაცილო მიმიკით ჩაფიქრდა და საჩვენებელი თითი აწია მოსაფიქრებელი დროის სათხოვნელად, მერე თითქოს რაღაც მოაფიქრდაო თვალები სიხარულით აუციმციმდა და კმაყოფილმა ახედა ინტერესისგან წარბებშეყრილ ალექსანდრეს.
- იცი, რომ ოცნება უკვე შემისრულე? - გაფართოებული შავი თვალების დანახვაზე წკრიალა ხმით გადაიკისკისა და თავის ნათქვამის გასამტკიცებლად თავი დამარწმუნებლად დააქნია.
- აბა განმიმარტეთ ქალბატონო ელენე !- მის ეშმაკობებზე ისევ გულიანად გაეღიმა და ცნობისმოყვარეობისგან სასიამოვნოდ გაღიზიანებულს თვალები უფრო მეტად დაუწვრილდა.
- მოკლედ.. ზამთარი ბავშვობიდან მეზიზღება.. ხოდა ბოლო დროს სულ იმას ვოცნებობდი რომ დილით გაღვიძებისას სითბო მეგრძნო.. შენი წყალობით ახლა ჩემთან ისე ცხელა თავი ჰავაიზე მგონია - ისევ გადაიკისკისა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ალექსანდრე , რომ თავისი მდგომარეობა, ცხოვრების რითმი, უსახსრობა დიდად არ უქმნიდა დისკომფორტს, მიუხედავად ყველაფრისა მაინც უპრობლემოდ ახერხებდა გაღიმებას და ბედნიერებას. - ხო, და კიდევ მეორე.. მაშინ ტბის სახლში რომ წამიყვანე იქაურობა ძალიან მომეწონა.. აი ზუსტად მასეთ სახლზე მიოცნებია ბევრჯერ...
- გინდა ხვალ წავიდეთ? - დასრულება არც აცადა ისე მიიხუტა და თმაზე ფრთხილად შეახო ტუჩები.
- კი მინდა მაგრამ.. - ელემ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და ალექსანდეს დამწუხრებულმა ახედა - სამსახურს რა ვიყო მერე?
- მაგას მე მივხედავ .. შენ მითხარი ხომ ნამდვილად გინდა?
- აბა ხომ არ მოვიტყუები ? - გაკვირვება ვერ დამალა ელენემ.
- არა უბრალოდ ვიფიქრე კიდევ არ გაბრაზდეს თქო - განუმარტა ალექსანდრემ და თმა აუჩეჩა. ახლა თვითონ გაიცინა გულიანად მის დაბღვერილ , გაბუტულ სახეზე და თავით სადარბაზოსკენ მიანიშნა.
- ანუ გადაწყდა, ხვალ ტბაზე მივდივართ! - ერთად ყოფნის მომავალმა დღემ ორივე მოხიბლა. ელენემ ოდნავ აიწია ფეხის წვერებზე და დამშვიდობების ნიშნად ნიკაპთან ნაზად აკოცა, მისი სურვილით გადარეულმა ალექსანდრემ კი სიცივისგან გაყინული სახე ხელებში უცებ მოიქცია და მის ტუჩებს გამეტებით დაეძგერა. გული რომ იჯერა ახლა მთელი სახე მოიარა და ბოლოს ისევ ნაზად მიიხუტა გულზე.
- როგორ გაყინულხარ... მიდი, გაიქეცი ! - პატარა ბავშვივით მისცა მითითება და თვალებგაფართოებულ ელენეს კიდევ ერთხელ მიანიშნა მიმიკური ჟესტით სადარბაზოსკენ.
- შენ არ ამოხვალ? - ეშმაკურად ააფახურა თვალები გოგონამ.
- ოხ ელე, ელე.. ახლა უკვე თბილა შენთან, მე აღარ გჭირდები... - ალბათ არასდროს მობეზრდებოდა მისი გამოწვევა და არასასიამოვნო სიტყვებით გაბრაზებული მოღრუბლული თვალები.
- შენთან სულ სხვაა .. - რატომღაც მოერიდა პირდაპირ ეთხოვნა ღამე თავისთან დარჩენა, არადა ახლა ყველაზე მეტად უნდოდა საღამო ერთად გაეტარებინათ. ალექსანდრე სურვილს ადვილად მიუხვდა, უსიტყვოდ გადახვია ხელი და გეზი სადარბაზოსკენ აიღო. ელენეს სურვილების გამოცნობა და მათი შესრულება უკვე პირად კანონად ექცია...

&&&

შეძლებისდაგვარად ჩაფუთნილი დასეირნობდა ტბის პირას და წყალში პატარა ქვებს ისვრიდა. აქ რამდენიმე საათის წინ მოიყვანეს დაცვის ბიჭებმა, დილით გაღვიძებულს ალექსანდრე წასული დახვდა, მოგვიანებით კი მისი ზარის მეშვეობით შეიტყო, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდათ დანიშნული და თხოვა ტბაზე დახვედროდა. უჩვეულოდ ბენდნიერი იყო, წყალზე არეკლილი ჩამავალი მზის სხივები თვალს ჭრიდა და ესეც უზომოდ სიამოვნებდა. მყუდროება სტვენისა და ყვირილის ხმამ დაუღვია, მალე თავისი სახელიც მოესმა და გაურკვევლობაში მყოფი უკან შემობრუნდა.. არც ისე შორი მანძილიდან მისკენ გამოქცეული ძაღლი და მისი მდევარი, დაცვის ბიჭებიდან ერთერთი დალანდა. ძაღლების არასდროს ეშინოდა, ვერ მიხვდა რატომ იკითხებოდა პანიკის ნიშნები დაცვის წევრის ხმაში. რუხი, მოზრდილი ტანის ძაღლი მალევე მიუახლოვდა და წინა თათებით ხახადაღებული შეახტა. მძლავრი დაჯახებისგან უკან დაიწია მაგრამ არც ახლა შეშინებია, ღიმილით ჩააფრინდა დიდ ყურებში და თამაშში აყვა. ალექსანდრესგან არასდროს გაეგო, რომ ძაღლი ყავდა - მითუმეტეს ასეთი.. მალევე მოუახლოვდათ სირბილისგან გულამოვარდნილი დაცვის წევრი, რომელიც აშკარად ძალიან დაღლილი და შეწუხებული ჩანდა.
- ქალბატონო ელენე.. არ შეგეშინდეთ.. ახლავე მოგაშორებთ .. - სული ძლივს მოითქვა და ძაღლის საყელოს მისაბმელი გამოაბა.
- არა , არაფერია.. არ მეშინია.. - დაამშვიდა აფორიაქებული ბიჭი და ისევ ძაღლთან თამაში განაგრძო.
- არა, არ გინდათ რა.. ძალიან ავია შეიძლება გიკბინოთ..
- არა, რას ამბობთ.. ხომ ხედავთ მოვწონვარ! - აშკარა ფაქტზე მიანიშნა ელენემ და დამამშვიდებლად გაუღიმა. - ძალიან გთხოვთ არ დააბათ, დამიტოვეთ რა. - დაცვა შეყოყმანდა, არც ელენესთვის უნდოდა უარის თქმა მაგრამ რაღაც მაინც აშფოთებდა.
- იცით, ბატონმა ალექსანდრემ რომ..
- ალექსანდრესთან მე მოვაგვარებ, არ იდარდოთ - სათქმელი ისე შეაწყვეტინა ბიჭმა გაპროტესტებაც კი ვეღარ გაბედა. თუ რამე დაგჭირდებათ აქვე ვიქნებიო , უთხრა და უკან მიმავალმა იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი მართლა რიგზე იყო დაეჭვებით რამდენჯერმე გამოიხედა უკან. ელენემ გვარიანად შეათვალიერა კანე კორსოს ჯიშის ძაღლი და მის საყელოზე ჩამოკიდებულ ვერცხლისფერ მედანიონს დააკვირდა, რომელზეც აშკარად მისი სახელი იყო დაწეილი. „ROXI“ - ხმამაღლა ამოიკითხა და ბედნიერმა გაუღიმა მისი სახელის მოსმენით აცქმუტებულ ძაღლს.
- ესე იგი როქსი.. ალექსანდრეს ერთად გავუბრაზდეთ შენი არსებობა რომ დამიმალა - შეთქმულივით გადახედა ინტერესით ყურებდაცქვეტილ ძაღლს და ისევ ყურებზე წაეთამაშა.

ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა, ვერაფრით გადადო კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი თათბირი და ამის გამო დილიდანვე უკიდურესად ჰქონდა დაძაბული ნერვები.. ვერც ბიჭებს ვერ უკავშირდებოდა, რომ როგორმე ელენესთან ყოფნისთვის უფრო მეტი დრო დარჩენოდა. თათბირის დასრულებისთანავე საჭეს მიუჯდა და ქალაქგარეთ, ტბის სახლისაკენ აიღო გეზი. კომპანიის ცივ კედლებს თავი დააღწია თუარა მაშინვე დაწყნარდა, რაც უფრო უახლოვდებოდა ელენეს უფრო მეტად იპყრობდა სიმშვიდის სასიამოვნო შეგრძნება, სარკეში ჩახედვისას იდიოტური ღიმილი რომ დააფიქსირა ისტერიული სიცილი აუტყდა, უჩვეულო სილაღე იგრძნო, სიმსუბუქის შეგრძნებასთან ერთად თითქოს ბედნიერებისაგან ადრენალინის მოზღვავებაც დააფიქსირა, გაზის პედალს ფეხი მძლავრად დააჭირა და ბოლომდე შეიგრძნო უცნაური ემოციებით გაჟღენთილი ახალი ყოველდღიურობა...

მანქანა დაუდევრად გააჩერა, სწრაფად გადმოვიდა და სახლისაკენ თითქმის სირბილით წავიდა. გონებაში უკვე წარმოიდგინა სავარძელში ჩამჯდარი კითხვაში გართული ელენე, მისი თმების სურნელიც კი შეახსენა წარმოსახვამ , კარი ღიმილით შეაღო მაგრამ წამების წინ წარმოდგენილი სცენის ნაცვლად ცარიელი ოთახი რომ დახვდა ცოტა ხნით გონზე ვერ მოვიდა. საშინლად არ ესიამოვნა ელენეს მოფერების გეგმა რომ ვერ განახორციელა, სახლს გვერდიდან შემოუარა და ტბის მხარეს განაგრძო მისი ძებნა. მზერამ ადვილად მიაგნო გოგონას სილუეტს , მაგრამ გონებამ ვერაფრით აღიქვა დანახული. ელენესთან ერთად რუხი ფერის უზარმაზარი სხეული რომ დალანდა ერთიანად დაუარა სიცივემ, კანი მტკივნეულად დაეჭიმა და ისეთი სისწრაფით წავიდა მათკენ ელენემ ვერც კი იგრძნო მისი მიახლოება. გოგონამ მხოლოდ მაშინ გამოხედა ალექსანდრემ მთელი ძალით რომ დაავლო ხელი ძაღლის საყელოს და ისე გამოითრია კინაღამ დაახრჩო, იქვე მაგრად მიაბა ხის ამოშვერილ ფესვზე და ელენეს გულგახეთქილი დააჩერდა. ყველაფერს ელოდა...ნაკაწრებს, ნაკბენებს, ტანსაცმელზე წითელ ლაქებს, მაგრამ მსგავსი ვერაფერი შენიშნა.. მხოლოდ საყვარელ თვალებში ჩამდგარიყო შიში ენიშნა.. ისე ძლიერად ჩაიხუტა ელენემ სუნთქვაც კი ვეღარ შეძლო, მერე ისევ მოიშორა ოდნავ და კარგად შეათვალიერა იმაში დასარწმუნებლად , რომ მართლა არაფერი ჭირდა. გოგონა რაღაცას ეუბნებოდა მაგრამ არაფერი ესმოდა, მის სმენას ვერც როქსის გამაყრუებელი ყეფა და წკმუტუნი აღწევდა.
- ნუ გეშინია.. აქ ვარ..ვერაფერს დაგიშავებს.. - თავისთვის ლუღლუღებდა და სახეს ნერვულად უკოცნიდა. ბოლოს ელენესგან წინააღმდეგობა იგრძნო, მკლავები ოდნავ შეუშვა და აღელვებული დააკვირდა საყვარელ თვალებს, რატომღაც იქ შიშს ან რაიმე ასეთს ელოდა თუმცა მსგავს ვერაფერს მიაგნო, ელენეს წარბები შეეკრა და გაბუტვის ნიშნად გამობუსხული ტუჩებით ცდილობდა ალექსანდრეს შემოტევის მოგერიებას. თავიდან იფიქრა შიშისგან შოკში იყო და ამიტომ ვერ იღებდა ხმას, მაგრამ მერე ელენეს გაღიზიანებული მაგრამ მაინც მშვიდი ხმა რომ მოესმა კიდევ ერთხელ დააღო გაოცებისგან პირი.
- ყველას რატომ გონია რომ რამე უნდა დამიშავდეს.. ძაღლს ვეთამაშებოდი ალექსანდრე ომში კი არ ვიყავი .. - სასაცილოდ აბუზღუნდა, ძლიერი მკლავებისგან ძლივსდახსნილი პატარა ხელები თეძოებზე შემოილაგა და ისევ მისკენ გააპარა მზერა. მაშინვე შემოუტია დანაშაულის შეგრძნებამ მის დაძარღვულ ყელს , ჩაწითლებულ თვალებსა და შეკრულ მუშტებს რომ დააკვირდა. ვერ მიხვდა რა იყო ძაღლთან ერთად ყოფნაში ასეთი ამაღელვებელი და სანერვიულო მაგრამ მიხვდა რომ ალექსანდრე მხოლოდ და მხოლოდ მის გამო იყო თითქმის სიგიჟის ზღვრამდე მისული და შეეცადა სიტუაცია განემუხტა.
- კარგი რა ალექს.. აი ნახე როგორ მოვწონვარ.. - შემრიგებლურად მისი საყვარელი ღიმილით გაიღიმა და როქსისკენ დაიძრა, მაგრამ უსიამოვნოდ ცივმა თითებმა წამში შემოაბრუნეს და ადგილზე მიალურსმნეს. ალექსანდრეს იმ სიგიჟის ზღვარისთვისაც გადაებიჯებინა, პირველად შეაშინა მისმა არაადამიანურმა გამომეტყველებამ, მისთვის ყოველთვის თბილად მომღიმარი თვალები ახლა ცეცხლს აფრქვევდნენ. ნანახმა მეტყველების უნარიც კი დაუქვეითა, თითები მის მკლავებს ისე ძლიერად უჭერდნენ ლამის ძვლებიც კი დაემსხვრიათ მაგრამ შეშინებული ამასაც კი ვერ გრძნობდა. დამამშვიდებლად რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ ალექსანდრეს ხმამ, ამქვეყნიურობას რომ არ ეკუთვნოდა, მაშინვე დაადუმეს.
- ელენე სულ გაგიჟდი? გინდა ჭკუიდან გადამიყვანო? რაღა მაინცდამაინც მხეცთან თამაში მოინდომე? შენ.. შენ.. ელენე გამაგებინე რაზე ფიქრობდი ? - იმხელა ხმაზე ღრიალებდა ბაქსიც კი შეშინებული მიაჩერდა გადარეულ პატრონს. ასეთ რეაქციას არაფრის გამო არ ელოდა. საშინლად ეწყინა, ვერაფრით გაუგო.. პირველად შეეშინდა, რომ ალექსანდრე მასთანაც თავისნაირი იქნებოდა, აი ისეთი ერთხელ კაბინეტში რომ ნახა - სასტიკი და შეუბრალებელი. ცრემლების შეკავება არც უცდია, დაუმსახურებელს ვერასდროს ვერაფერს იტანდა მაგრამ მისგან ყველაზე მეტად ეწყინა. როგორღაც გაინთავისუფლა თავი მტკივნეული მარწუხებისგან და მაშინვე სახლისკენ გაბრუნდა. იცოდა რომ ალექსანდრე არ გამოეკიდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაწყენი იყო, მასაც გაუგო.. იცოდა, ხვდებოდა, რომ ალექსანდრესთვის პრიორიტეტი მისი კარგად ყოფნა იყო და ეს სიგიჟემდე სიამოვნებდა მაგრამ მაინც ეწყინა, ეწყინა ის, რომ ასე გაუბრაზდა. ერთიანად შემოუტია ფიზიკურმა ტკივილმაც, თხელი მაისურის მკლავი ოდნავ აიწია და თვალები გაუფართოვდა სიწითლეები უკვე სილურჯეში რომ იწყებდა გადასვლას. იცოდა ეს რომ ალექსანდრეს ენახა თავს ვერასდროს აპატიებდა, სასწრაფოდ დაიფარა ისევ მკლავი და ტკივილისგან კარი ძლივს შეაღო. ისევ მათ საყვარელ სავარძელში ჩაჯდა, უკვე აპატია კიდეც მაგრამ მაინც, შინაგანად მაინც აიტანა შიშმა რომ აღარ იქნებოდა ყველაფერი ისე,იმიტომ რომ ერთხელ უკვე გადააბიჯეს ზღვარს, ერთმანეთს გაუაზრებლად, მიზერული მიზეზის გამო მაგრამ მაინც ატკინეს. ალექსანდრეს მოლოდინში სავარძელში თბილად მოიფუზა და ბუხარში დანთებული ცეცხლის ალს გაუშტერა თვალი. არ აინტერესებდა ჩაშლილი გეგმები, აუტანლად ატკივებული მკლავები .. მხოლოდ იმას იაზრებდა, რომ ყველაფერი ერჩია მასთან თუნდაც სულ პატარა უთანხმოებას... დიდი ხნით ლოდინი არც დაჭირვებია, მალევე ამოიცნო ალექსანდრეს მძიმე ნაბიჯების ხმა, კმაყოფილმა ჩაიღიმა და მის შემოსვლას მოუთმენლად დაელოდა...

---

მაშინვე მიხვდა რომ ყველაზე მეტად შეეშალა.. ელენეს აცრემლიანებულმა თვალებმა შინაგანად ერთიანად დააცარიელეს, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს სათითაოდ აცლიდნენ ორგანოებს. ახლა გააცნობიერა, რომ ასე უყვირა. ვერაფრით აიტანა საყვარელ თაფლისფერ თვალებში დანახული იმედგაცრულება, შიში და კიდევ რაღაც გაურკვეველი, რამაც ყველაზე მეტად შეძრა. ფრთხილად შეუშვა ხელი სუსტ მკლავებს და ძლივს მიმავალ თითქოს დაუცველ სხეულს დანანებით გააყოლა მზერა. არც ელენეს ჟესტი გამოპარვია, როგორ დაითვალიერა გოგონამ მკლავები. ტვინში სისხლი ჩაექცა რომ გააცნობიერა როგორ ატკინა სულიერადაც და ფიზიკურადაც. ღრმად ჩაისუნთქა ტბის ნოტიო ჰაერი და აუჩქარებლად გაუყვა ოდნავ სველ მიწაზე დარჩენილ მის პატარა ნაფეხურებს. გონებაში სიტყვებს ალაგებდა როგორ მოეხადა ბოდიში, როგორ აეხსნა რატომ ვერ შეიკავა თავი. ახლა რომ არ ჩახუტებოდა, რომ ვერ შემოერიგებინა ვერასდროს ვერაფრით გაამართლებდა თავის არსებობას. კარი რომ შეაღო და მის მომღიმარ თვალებს წააწყდა თავი კიდევ უფრო მეტად შეზიზღდა, ელენეს ისიც კი არ შეეძლო რამდენიმე წუთით მაინც დარჩენილიყო ნაწყენი. ყოველთვის იცოდა, მისი პირველი დანახვისთანავე მიხვდა რამხელა ფასი ჰქონდა მისთვის ამ პატარა გოგონას, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ ერთადერთი მიზეზი, მიზანი მისი არსებობის თაფლისფერი უსაყვარლესი თვალების ბედნიერება იყო..

არცერთს ამოუღია ხმა, ორივე თავის წილ დანაშაულს ხვდებოდა და თითქოს თვალებით აღიარებდნენ კიდეც. ალექსანდრე მოულოდნელად რომ წამოდგა და მეორე ოთახში გავიდა ელენემ კინაღამ ისევ ტირილი დაიწყო, მაგრამ რამდენიმე წუთში უკან დაბრუნებული რომ დაინახა სველი პირსახოცებით და ყინულით ხელში გაკვირვებულმა ააფახურა თვალები..
ალექსანდრემ უჩვეულოდ დასერიოზულებულმა ჩაიმუხლა მის სავარძელთან, ნაზად ჩამოაღებინა მკლავი ფეხიდან და ფრთხილად შეახო ტუჩები მის ხელის გულს. ისე აუწია მაისური მისთვის არ შეუხედავს, სილურჯეების დანახვისას ელენემ მის მზერაში ერთდროულად ამოიკითხა განგაში, მობოდიშება, საკუთარი თავის მიმართ ზიზღიც კი.. იცოდა რომ ასე მოხდებოდა, როგორმე რომ არ შეემსუბუქებინა მისთვის ტკივილი ვერაფრით აპატიებდა თავს.
- გეფიცები საერთოდ არ მტკივა! - საკმაოდ დამაჯერებლად წამოიძახა მაგრამ ამას არ უმოქმედია. ალექსანდრემ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თავი ჩაფიქრებულმა დააქნია. ისეთი სინაზით ადებდა ყინულებს, იმდენად ხელშესახები და ამოსაცნობი იყო მისი ტკივილი რომ ისევ ატირდა. სასწრაფოდ მოიცილა ყინულით გატენილი სველი მატერია და ატკივებული მლავები მის მხრებს შემოხვია. თავი საყვარელ ადგილას რომ დაიგულა და ალექსანდრეს სურნელი უფრო მძლავრად შეისუნთქა წამში დამშვიდდა, მაგრამ ცრემლები ვერაფრით მოიშორა. მის თმაზე და და ბეჭებზე მოსრიალე ალექსანდრეს თითებმა ყველაფერი დაავიწყეს.
- ასე ნუ ხარ რა.. ოღონდ ასე ცუდად ნუ ხარ .. - გაურკვევლად ლუღლუღებდა და მთელი ძალით ეკვროდა მის ფართე მკერდს და ვერაფრით მშვიდდებოდა. ალექსანდრემ მაშინვე აიყვანა ხელში და თავის სავარძელში მასთან ერთად ჩაჯდა. ისევ არაფერი უთქვამს, მხოლოდ თანხმობის ნიშნად ძლივსშესამჩნევად დაუქნია თავი და კვლავ მზრუნველად განაგრძო სილურჯეების ყინულით დაამება. არაფრით შეიყვანა ჩაძინებული ელენე საძინებელში, არ აინტერესებდა მთელი ღამე მოუხერხებელ სავარძელში ჯდომისგან დაბუჟებული კიდურები და სხეული, თითქოს სიამოვნებდა კიდეც..როცა რაღაც ძალიან უჭირდა, როცა ხვდებოდა რომ არასწორად იქცეოდა ყოველთვის ცდილობდა ფიზიკური ტკივილი აეტანა, იცოდა რომ სრული აფსურდი იყო მაგრამ თავს მაინც ასე უცნაურად სჯიდა. იმ წუთებში ელენეს შეხება, მშვიდი სუნთქვაც კი დაუმსახურებელი ეჩვენებოდა..
მომდევნო და დანარჩენი დღეები უფრო მეტად აუტანელი გახდა ელენესთვის. ძალიან ცდილობდა, რომ არ ეგრძნობინებინა მისთვის რამდენად ძლიერად ტკიოდა ხელები. თავიდან კიდურები რომ არ ემოძრავებინა და აუტანელი ტკივილი როგორმე გაეყუჩებინა ყავის დალევაზეც კი უარი თქვა, ფინჯანის ხელში აღებისას მისი აკანკალებული ხელი რომ არ დაენახა ალექსანდრესთვის მაგრამ მალევე მიუხვდა.
სასაცილოც ცდილობდა საჭმლის ჭამაშიც კი დახმარებოდა, ელენე ალბათ ყველაზე ბედნიერი იქნებოდა საშინლად დანაღვლიანებული გამომეტყველებაც რომ არ ყოფილიყო მისი სასიამოვნო ქცევის თანმდევი. შუბლი მხოლოდ მაშინ გახსნა როცა იმ უსიამოვნო ინციდენტიდან მეოთხე დილას ელენეს თითებმა გააღვიძეს, გოგონა ჩუმად შემოპარულიყო მის ოთახში, თან გამზადებული საუზმე შემოეტანა იმის ნიშნად, რომ უკვე კარგად იყო და ყველაფრის გაკეთება შეეძლო. ისე გააბედნიერა მისმა ბავშვურმა ეშმაკურმა ჟესტმა, რომ კოცნით კინაღამ დაახრჩო. ყველაფერი თითქოს გამოსწორდა, არაჩვეულებრივი ერთმანეთთან გატარებული ერთი კვირა ორივეს მეხსიერებაში იპოვნიდა ისეთ ადგილს, სადაც მხოლოდ დაუვიწყარ მოგონებებს ვინახავთ ხოლმე, მაგრამ ალექსანდრე ვეღარ იყო ისევ ისეთი ელენე „მხოლოდ ჩემსას“ რომ უწოდებდა. ადვილად ამჩნევდა რომ მისი ვითომ გულიდან წამოსული ღიმილიც კი მხოლოდ მის დასამშვიდებლად იყო.. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა თავი ასე ცუდად რომ არ ეგრძნო, გული ეწვებოდა ალექსანდრე თითქმის ყოველ წუთას რომ აკვირდებოდა უკვე ყავისფერშეპარუს ყოფილ სილურჯეებს და ნაზად უსვამდა გაყინულ თითებს.
- ალექსანდრე, იცოდე გავგიჟდები! - აღშფოთებულმა წამოიძახა, როცა როქსისა და ელენეს დაუჯერებელ სიახლოვეს განიხილავდნენ.
- ელე ეს თემა დახურულია ! არ გვინდა რა.. გაიგე, ასე ვერ ვენდობი.. - ცადა კიდევ ერთხელ აეხსნა გასაგებად და უკვე მრავალჯერ ნათქვამი სიტყვები კიდევ ერთხელ დამარცვლით გაიმეორა.
- ამას არ ვიძახი, ხომ შეგპირდი როქსის აღარ მივეკარები მეთქი.. - ისევ საყვარლად ამოიბუზღუნა და გაბუტულმა განზე გაიხედა.
- აბა რამ გადაგაწყვეტინა გაგიჟება, ელე ? - მის ვითომ გაბრაზებაზე გაეცინა და ცხვირზე წაეთამაშა.
- იცოდე თუ ისევ ასე უნდა იყო მართლა გავგიჟდები! მითხარი ხომ გინდა რომ კარგად ვიყო? ხომ ამბობ შენი ბედნიერება მინდა მხოლოდო? მაშინ ეცადე შენც ბედნიერი იყო და ყოველ წუთას ხელებს ნუ მიმოწმებ.. არ შეგიძლია უბრალოდ დაივიწყო და თავი ასე ცუდად არ იგრძნო? ჩემთვის მაინც ალექსანდრე ძალიან გთხოვ პირველ რიგში უბრალოდ შეწყვიტე საკუთარი თავის ტანჯვა რა, მართლა.. - იცოდა რომ ამაზეც კი გაებუსხებოდა მაგრამ ვეღარ მოითმინა არ ეკოცნა, უკვირდა როგორ ახერხებდა ელენე ყოფილიყო ყოველთვის ასეთი მართალი და თავისებური. მას თუ უნდოდა ბედნიერებასაც კი შეძლებდა .. ამას ელენეც ძალიან მარტივად მიხვდა. ეს კოცნა ალექსანდრეს ერთგვარ პასუხად აღიქვა და სახეზე ლაღი ღიმილი მოეფინა.
- ახლა როქსის ამბავზეც მოგთაფლავ და ეგ არის.. - ნიშნისმოგებით ჩაიცინა მაგრამ ალექსანდრე ისე სწრაფად დასერიოზულდა სასწრაფოდ დაამატა .. - კარგი ხო არ მინდა, არ მივეკარები!
- ნუ იბუტები ელენე.. შენ სხვა ძაღლს მოგიყვან და იმასთან ითამაშე ხოლმე.. ხომ გინდა? - ბედნიერებისგან წამიერად აივსო გოგონას თვალები, მაგრამ ვითომ გაბრაზებულის იმიჯი ჯიუტად არ მოიშორა და არაფერი თქვა. მთელი დღე ელოდა ალექსანდრე როდის გაუზიარებდა მისი შეთავაზებით გამოწვეულ აღფრთოვანებას მაგრამ გოგონა მაინცდამაინც ამ თემაზე დუმდა ჯიუტად...
ამდენი დღის გადაღლილი ვერ მიხვდა როდის ჩაეძინა. თვალები გაახილა და ხელებით მის მუხლებზე დაყრდნობილი ეშმაკურად მომღიმარი ელენე რომ დაინახა თითოეული უჯრედიც კი სასიამოვნოდ გაუთბა.
- ცუგას მართლა მომიყვან? - მოუთმენლად იკითხა და თავისივე სასაცილო ბავშვურობაზე თვითონვე აუტყდა სიცილი. ალექსანდრემ ყველაზე მეტად რომ უყვარდა ისე ჩაიხუტა, ძვლების სასიამოვნო ტკივილამდე..
- როცა მეტყვი ! - პირობა დაუყოვნებლივ მისცა და მოწყურებული დაეწაფა აწითლებულ ტუჩებს...

---

იმდენად არარეალური იყო აქ გატარებული ერთი კვირა, რომ თავადაც ძლივს იჯერებდა. მთლიანად ელენეთი მოცულს, ყველაფერი რომ დავიწყებოდა, რაღაც უმოწყალოდ უჭამდა გონებას. მარტივად აანალიზებდა, რომ ყველაფერთან დაბრუნება ამ ერთი კვირის მერე უფრო მეტად გაუჭირდებოდა მაგრამ მაინც.. მაინც ყველაფერს ერჩია მისი მომღიმარი, უმნიშვნელო ყურადღებითაც კი გაბედნიერებული თვალები..
ტბაზე ნავით მორიგი სეირნობისას უკან დაბრუნებულებს ნაპირზე თომა და რეზი რომ დახვდათ ერთიანად მოიცვა აღელვებამ..მათთან უკვე თვალებით საუბარს მიჩვეული ადვილად მიხვდა რომ ბედნიერი კვირა აქ დასრულდა და ელენე ისე მიიხუტა თითქოს მეგობრები მის წართმებას უპირებდნენ..

ოდნავ მოგვიანებით ყველაფერში გაერკვა, მეორე ოთახში ელენეს რომ არ ძინებოდა ყველაფერს უყოყმანოდ დალეწავდა, წამებში დაკარგა ერთი კვირის განმავლობაში ძლივსმოპოვებული სიმშვიდე.. ყველაფერი ან ძალიან მალე უნდა დაესრულებინა ან სამუდამოდ დაეკარგა...

***
Bavshvebo Ukacravad inglisuri shriftistvus ubralod rogirc chans samsaxurshi momiwevs dzili dges da mobilurit vtvirtav :(( imedia teqnikurad ga
Artuki ikneba da mogewonebat.. dzalian mnisgvnelovania tqveni azri istoriastan dakavshirebit da shenishvnebsac nu daishurebt!! Imedia isiamovnebt axali ravit.. madloba dadebiti shefasebistvis..



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

რა ვქნა, არ მაქვს შენიშვნები და მამკალი:))). ჩავთბი და ჩავთბი და კიდევ ჩავთბი. მიყვარს ესეთი,მწარე რეალობას მოკლებულო ტკბილო ისტორიები. კარგი ხარ:*.

 


№2  offline წევრი EiLuL♥

შემოვედიი საიტზე და საინტერესო არაფერი დამხვდა,, დავიწყე ბოდიალი და მომკალით და მომხვდა თვალში ისევ და ისევ ელენე :დ (( რა ვქნა სადაც ჩემი სახელია გარეული შემთხვევით მეკითხება :დ))) რას ვამბობდიი ? :დ დამაინტერესა იქნებ ღირდეს წაკითხვადთქო და ჰოოოოოპ,, პირველი თავი წავიკითხე და უკვეე მომწონს გავიფიქრე,,წავიკითხე ყყველა თავი და საოცრად მომეწონა,,, ისტორია თუ კარგია ე.ი ავტორიც უმაგრესია,,, რამდენი ვილაქლაქე :დ მოკლედდ ჩემს საყვარელ ავტორებს მიემატა ახალი ნიკი ❤... ველიი შემდეგ თავს დაა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ არ არის საჭირო 1000 გადაცილებული ნახვები,,არიან ისეთი "შეუმჩნეველი" ავტორები,რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ "პოპულარობას"... რახელა კომენტარია წარმომიდგენია :დ ❤)))
--------------------
elene

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან მომწონს... სხვანაირია... განსხვავებული ... არც ერთი სიტყვა მოდუნების საშუალებას არ მაძლევს... თითოეულ სიტყვას ბოლომდე ჩათრეული ვყავარ.. გააგრძელე და არ შეწყვიტო... იმდენად კარგია რომ არ მყოფნის წასაკითხად მინდა უფრო დიდი და ვრცელი თავი...

 


№4  offline წევრი Anuuc^.^

დაქალმა მირჩია წაიკითხეოო...ეხლა წავიკითხე ყველა თავი და მინდა გითხრა რომ ძალიან მაგარი გოგო ხარ ძალიან კარგი და განსხვავებული ისტორიაა რაც ძალიან მომწონს❤ მალე დებ ხოლმე მკითხველს არ ალოდინებ და თან დიიდ გემრიელლ თავებს დარწმუნებული ვარ შენც ასეთი გემრიელი გოგო ხარ❤ძალიან ვაფასებ იმ ავტორებს რომლებიც წერენ იმისთვის რომ უნდათ და არა იმისთვის რომ ბევრი კომენტარი და ნახვა ჰქონდეს)))ჩანს რომ შენ ამას ყურადღებას არ აქცევ ამიტომ შენს გვერდით მიგულე ბოლომდე❤❤(((აზრზე არ ვარ რა ვიბოდიალე:დდდდ))))
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent