შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამით შეჩერება. [დასასრული]


20-03-2015, 22:26
ავტორი grifini
ნანახია 2 660

ორი კვირა იყო უკვე გასული რაც სვანეთში იყვნენ,საქართველოს ულამაზეს კუთხეში.გიჟდებოდნენ ამ კუთხეზე,განსაკუთრევით რუსა.ანდა როდესაც ნახავს ადამიანი ამ კუთხეს,როგორ შეიძლება არ გაგიჟდეს ?!
ორი კვირა იყო გასული და ამ ორი კვირის განმავლობაში რუსა,სულ გაბრიელის დაბღვერილ და სერიოზულ სახეს ხედავდა,არც იცინოდა.ან თუ გაიღიმებდა,ვერ გაიგებდით რაზე,აი ასე უაზროდ.ბავშვები (ნუ რაღა ბავშვები) ,რომ კითხავდნენ რა გაცინებსო,სახეს ისევ დაისერიოზულებდა და არაფერიო პასუხობდა.
დილით ბავშვები ბუნებაში წავიდნენ,რუსამ მეზარებაო და დარჩა,თან სიცხე ჰქონდა.მაგრამ რა თქმა უნდა არავის უთხრა რადგან იცოდა დარჩებოდნენ,შუა ზაფხულში სიცხე.
-რა მაგარია,სიცხე მაქვს...-ჩაიბუზღუნა და ლოგინში შეწვა.
თვალები დახუჭა და ძილი სცადა,დაიძინა კიდეც.

***
-არ უნდა დაგვეტოვა,ის ორი ერთად რა.-წუწუნებდა ისევ ანი.
-გაჩერდი გოგო,ცოტა დაუთბეთ ურთიერთობა.-ხელზე უჩქმიტა ლიზუმ.
-აიი,თქვენ რომ დაგერხევათ რუსასგან მერე ნახავთ.-პატარა ბავშვივით ბუზღუნებდა.
-ვაიმეე,ეს რა ბუზღუნაა ტო.-თქვა სიცილით დემნამ.
-აბა,შენ ეგ თქვი.-თავი დაუკრა ზუკამ.
-ზატო,ჩემი ბუზღუნაა!-თქვა რეზიმ და ანუშკი გულში ჩაიკრა.
-მაინც არ უნდა დაგვეტოვებინა!-განაგრძობდა ბუზღუნს.

***
შავ ბნელ ღრმულში იყო და იქიდან ვერ ამოიდოდა.ვერც ყვიროდა ხმა არ ჰქონდა,არ ამოსდიოდა პირიდან არავითარი ხმა. ერთი კიდევ სცადა დაყვირება მაგრამ ისევ არაფერი გამოუვიდა „ოღონდ ახლა გადავრჩე,ოღონდ ახლა გადავრჩე“ლუღლუღებდა გულში.
„მიშველეთ“ ჩაიჩურჩულა და ისევ მიწაზე ჩამოჯდა.უცბად დაინახა,რომ გზა განათდა.საიდანღაც გაჩნდა ამ ორმოში გზა.იქიდან მომავალ სილუეტს გაკვირვებული თვალები შეანათა.
-ვინ ხარ?-ჩაიჩურჩულა ჩუმად,მაგრამ ეს ჩაჩურჩულება საკმაოდ ხმა მაღლა გამოუვიდა.სწრაფად იტაცა ყელზე ხელი და ისევ სცადა დაყვირება,მაგრამ არაფერი.
-არასდროს,შეგეშინდეს ჩემი!-გაიგო სიტყვები და შუბლზე კოცნა იგრძნო.სახე ვერ დაინახა,სიბნელე იყო.ის შუქიც კი,რომელიც გზიდან მოდიოდა ვერ ანათებდა მის სახეს.-ეს უბრალოდ,სიზმარია მაგრამ არასდროს შეგეშინდეს ჩემი!-გაისმა ისევ ის ბოხი ხმა.
ვერაფრის თქმა მოასწრო ისე გაუჩინარდა ირგვლივ ყველაფერი.თვალები ნელა გაახილა და გარემოს მოავლო თვალი.მხოლოდ შეშფოთებულ გაბრიელს მოჰკრა თვალი.
-შენ...შენ აქ რა გინდა?-ჰკითხა ჩუმი ხმით,ყელი უშრებოდა,ტუჩები დამსკდარი და უხეში გახდომოდა.
-წყალი დალიე-კითხვას გვერდი აუარა და წყლის ჭიქა მიაწოდა.
ნელა ჩაცალა ცივი წყალი და ტუჩები მოილოკა.
-კიდევ ერთხელ გეკითხები ,შენ აქ რა გინდა?
-სიცხე გაქვს მგონი,-ისევ გვედრი აუარა მის პასუხს და იქვე დადებულ თერმომეტრს დასწვდა.-აჰა გაიზომე.
-ჯერ არ დაბრუნებულან?-ჰკითხა და თერმომეტრი იღლიაში ჩაიჩარა.
-არა.-უთხრა ცივად და თავი შეატრიალა.
ტუჩები უკმაყოფილოდ გაახახუნა და ჭერს ახედა.რამდენიმე წუთში თერმომეტრი ამოიღო,სანამ დახედავდა გაბრიელმა გამოსტაცა ხელებიდან „უტაქტო“ გაიფიქრა გულში და უკმაყოფილო სახით შეხედა.
-სიცხე არ გაქვს,მაგრამ იწექი რაღაცეებს ბოდავდი ძილში.-უთხრა მკაცრი ხმით და საწოლზე წამოწვა.
გაფართოებული თვალებით გადახედა,მის გვერძე მწოლიარე ვებერთელა სხეულს და მრისხანებით აივსო.
-შენ რა სულ გაგიჟდი?-ჰკითხა ყვირილით.
-რა გაყვირებს?!-უთხრა გაბრიელმა მშვიდად.
-როგორ...როგორ თუ რა მაყვირებს?-გაკვირვებული და მრისხანებით ავსებული თვალები შეხედა.
-მეძინება,მთელი ღამეა არ დამიძინია,სხვა თაშორის შენი ბრალია.ახლა კი დამაძინე-უთხრა და რუსა მისთან მიაჩოჩა,-მოიწიე არ გადავარდე.-ხელი მოჰკიდა შეშინებულ რუსას და მისკენ მიაჩოჩა,შემდეგ გულზე მიიკრო და თვალები დახუჭა.-ახლა დაიძინე.-გასცა ბრძანება.
გაკვირვებული,შეძრწუნებული და მრისხანებით სავსე რუსას დიდი ხანს არ უჯაჯგურია,რადგან მიხვდა რომ გაბრიელი არ გაუშვებდა.რუსაც მალევე ღრმა ძილში გადაეშვა.

***
-ჩუმად!ნუ ხმაურობთ!-თქვა ჩუმი ხმით ლიკამ.
ჩუმად მიიპარებოდნენ მეორე სართულისკენ,სადაც რუსა ეგულებოდათ.
-ერთი ამათ დამიხედეთ რა!-წამოიძახა ანუშკიმ და ყველას ერთდროული ბღვერა მიიღო საპასუხოდ.
-ჩაიგდე ეგ ენა!-დაუბღვირა ლიკამ.
ლიზუ უყურებდა ჩახუტებულ წყვილს და გულში სითბო ეღვრებოდა.
-დროზე სურათი გადაუღე.-უთხრა დემნას ლიზუმ.
დემნამაც ამოაძვრინა ჯიბიდან ტელეფონი და სურათი გადაუღო.
-ეხლა ჩუმად ჩავიპაროთ დაბლა,ჩავალაგოთ ბარგი და დავახვიოთ-თქვა სიცილით ლიზუმ.
-რატო ე?-ჰკითხა გაკვირვებულმა ანიმ.
-ხო რატო?-გაუმეორა კითხვა რეზიმ.
-დებილები ხართ რა ეს შეყვარებულები-ხელი ჩაიქნია ლიკამ.-ამათ შეხედეთ,-ხელი მძინარე წყვილისკენ გაიშვირა,-ამათ ას პროცენტიანი ერთმანეთი თუ არ უყვართ მოსწონთ მაინც-კმაყოფილად ჩაიცინა,-ამიტომ წერილი დავუტოვოთ და ჩვენ ხევსურეთში წავიდეთ ჩვენთან რა,-მხრები აიჩეჩა და ისევ მძინარე წყვილისკენ გააპარა თვალი,-ყველასთვის ასე სჯობს.-კმაყოფილად ჩაიღიმა და მეგობრებს მიუბრუნდა.-აბა რას იტყვით?
-იმენა ჩემი გოგოა რა,-თქვა ზუკამ და თავზე აკოცა.
-ჩუმად იმოქმედეთ,ლიზუ შენ წერილს დაწერ,ანუშკი და მე ჩაგილაგებთ ბარგს.ბიჭები მანქანებზე იზრუნებენ.აბა დავიშალეთ.-გასცა ბრძანებები და მეორე სარულისკენ ჩუმად გაიპარა.
სანამ წყვილი გაიღვიძებდა ყველაფერი მოასწრეს,ბარგიც ჩაალაგეს წერილიც დაწერეს და ხელიც კი მოაწერეს.ანუშკიმ ხელის მოწერა არ იკმარა,პომადა გადაისვა ტუჩებზე და კოცნაც დაუტოვა,შემდეგ მიაწერა „ტკბილი კოცნა ანუშკისგან“.
-გადავრჩებით?-იკითხა ვითომ შეწუხებული ხმით რეზიმ.
-იმედია!-თქვა ანუშკიმ სერიოზული ხმით და მანქანაში ჩაჯდა.
ერთხელღა მოავლო ლიზუმ თვალი სახლს და ისიც მანქანაში ჩაჯდა.

***
ღამე იყო,რომ გაეღვიძა.ამდენი ცხოვრებაში არ უძინია,ორი დღე-ღამეა სძინავს,თან ისე ტკბილად და კომფორტულად...გადაბრუნება მოუნდა,მაგრამ გაბრიელს ისე ჰყავდა დაჭერილი,თითქოს არმაგედონია და არ უნდა,რომ გაუშვასო.
ბოლოს მაინც ვერ მოისვენა და გაბრიელის ხელებში აფართხალდა.
-მოისვენე!-ხმა ამოიღო გაბრიელმა ისე,რომ თვალები არ გაუხელია.
-აეგდე რა...-თქვა რუსამ წუწუნით.უცბად გაახსენდა,რომ მეგობრები უკვე მოსულები უნდა ყოფილიყვნენ.ხო შეიძლება ასე დაენახათ ?!
სახეზე მთლიანაც წამოხურდა,მარტო სახეზე კი არა მთელს სხეულზე ცხელოდა,იწვოდა სირცხვილისგან.
-მოისვენე!-დაიჭექა ისევ გაბრიელის მკაცრმა ხმამ,-აი ასე.ახლა კარგი გოგო ხარ.-უთხრა ღიმილით,თან ყველაფერს ისე ეუბნებოდა,რომ თვალებს არ ახელდა.
-აუუუ გაბრიელ,ადექი რა.ვინმე,რომ შემოვიდეს სირცხვილია ბოლოს და ბოლოს!-დაიწუწუნა ისევ.
-წავიდნენ ეგენი დიდი ხანია.-თქვა გაბრიელმა და თვალები გაახილა.
-რა...სად წავიდნენ?-ჰკითხა დაბნეულმა რუსამ.
-ლიკასთან,ხევსურეთში.-თქვა გაბრიელმა და უფრო მაგრად მოუჭირა ხელები.
-გაბრიელ,ასე გავიგუდები-ამოიჩურჩულა რუსამ.
-არაუშავს,დაგახრჩობ ჩახუტებით.-შუბლზე აკოცა და ისევ მაგრად ჩაიკრა დაბნეული რუსა.
-რატომ წავიდნენ,ან ჩვენ რატო არ გაგვაღვიძეს?-გამოერკვა რუსა.
-იმიტომ,რომ მათი ჭკუით ურთიერთობას გვითბობენ.ჩვენ კიდევ სანამ თვითონ არ ჩამოვლენ ვერ წავალთ რადგან ყველა მანქანა წაიყვანეს.ეს სახლი კი ისეთ ადგილას დგას,რომ ტელეფონი არ იჭერს და არც ტრასაა აქვე.სადღაც ორ მილშია,ამიტომ მოგვიწევს აქ დარჩენა სანამ არ ჩამოვლენ.-ჩამოურაკრაკა გაბრიელმა,დაბნეული რუსა უფრო დაიბნა.
-რა...როგორ...სად...რატომ...-ვერ ჩერდებოდა დაბნეული და უფრო იბნეოდა.
-აუ,ხო გითხარი?
-აუ რა მგელი ხარ?-კბილებს შორის გამოსცრა რუსამ და საწოლზე წამოიწია.
-გოგოო!-თვალები მრიხსანედ დაუბრიალა.
-ვინაა შენი გოგო ჰა ბიჭო ?!-უფრო მრისხანეთ დაუბრიალა თვალები რუსამ.
-შენ ბიჭი ვინაა ჰა გოგო ?!-ეხლა ჯერი გაბრიელზე მიდგა.
-დებილი ხარ!-დაასკვნა რუსამ.
-რუსუდან ! სიტყვები!-ისევ დაუბრიალა თავისი შავი თვალები.
რუსამ ერთი ჩაიფრუტუნა და საბანი აიწია.

***
ათი დღე იყვნენ ჯერ ერთად და ამ ათი დღის განმავლობაში უკვე სამჯერ მოასწრეს ერთმანეთზე გაბუტვა და გაბრაზება.
რუსა ხვდებოდა,რომ გაბრიელი ძალიან მოსწოონდა.არ უყვარდა,მაგრამ მართლა ძალიან მოსწონდა,შეიძლება ითქვას,რომ სიყვარულის ზღვარზე იყო.მაგრამ ეშინოდა...ეშინოდა ისევ გულის ტკივილის,ისევ იმ ცრემლების,ისევ იმ დეპრესიის და საერთოდ სიყვარულის...
არ უნდოდა ისევ სკტენოდა,არც ის უნდოდა გაბრიელი,რომ შეჰყვარებოდა,მაგრამ იმასაც ხვდებოდა,რომ გაბრიელი სულ სხვანაირი იყო.არ გავდა სხვას,არ იყო ისეთი მოსიყვარულე,არ იყო ისეთი თბილი.მაგრამ მაინც ჰქონდა ისეთი რაღაც რაც რუსას იზიდავდა,თუნდაც ის სიმკაცრე,ის შავი თვალები და რაც მთავარია მისი ბოხი ხმა.
-რუსაა!-ფიქრებიდან გაბრიელის ყვირილმა გამოიყვანა,თავი უმაყოფილოდ გააქნია,ტუჩები მოილოკა და მისაღებში გავიდა.
-რა...-კითვის დასმა ვერ დაასრულა ისე დააცხრა გაბრიელი ტუჩებზე.
გამალებით და მთელი ვნებით უკოცნიდა ტუჩებს.სითბო,სიყვრული,სინაზე....ყველაფერი მის კოცნაში იყო ჩაქსოვილი.ჯერ ერთი ქვედა ბაგე დაუკოცნა შემდეგ ზევითა,არც ერთს ტოვებდა თითქოს მისი სითბო,რომ დაეკლო გაიყინებოდნენ.
არც რუსა ეწინააღმდეგებოდა,ამ წუთს მიხვდა,რომ გაბრიელი უყვარდა! უყვარდა მთელი გულით! არა ისე როგორ დათო,არა უფრო მეტად! უფრო გულით!
-მიყვარხარ...-ჩახრეწილი ხმით ჩაილაპარაკა გაბრიელმა და თვალებ დახუჭულ რუსას მიაშტერდა.
-მიყვარხარ...-ამოიჩურჩულა თვალებ დახუჭულმა რუსამ.
გაბრიელს თვალები გაუბრწყინდა,არ დააცადა რუსას თვალების გახელა ისე დააცხრა ისევ,მის ცოტა ხნის წინ დაგემოვნებულ ბაგეებს.


***
-აუუუ,ლიზუ მგონი თმა ჩამომეშალა.-ტუჩები სატირლად მობრიცა ანუშკიმ.
-არა,არ ჩამოგშლია და არც გაბედო ტირილი!-დაუცაცხანა კანდელაკმა.
-ვაიმე,დამღალა ამ ბავშვმა რა ენერგიისაა რა არის?!-დაიწუწუნა რუსამ,-ლიზუ უნდა მოათვინიერო.-დაარიგა ჭკუა.
-შენ ჯობია მეორე პატარძალს მიხედო,-უთხრა სიცილით და ლიკაზე მიუთითა.
-ლიკა რამეში დაგეხმარო?-ჰკითხა სიცილით რუსამ.
-არა,არ მინდა.-უთხრა ლიკამ და გაუღიმა.
ორი დიდი საქორწილო კაბაში გამოწყობილი და ორი თეთრ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი წყვვილი იდგა საკურთხევლის წინ,კიდევ ორი გოგონა იდგა,ერთს გამობურცული მუცელი ჰქონდა,მეორეს ციფერთვალება ბიჭი ეჭირა ხელში,მათ გვერძე ორი მამაკაცი იდგა,რომლებიც ბედნიერი სახეებით უყურებდნენ ბედნიერ ცოლებს.ოთხი წყვილი,რომლებსაც ერთმანეთი გაგიჟებით უყვარდათ,ოთხი მეგობარი.ოთხი განუყრელი მეგობარი,რომლებმაც ბევრი ტკივილი და სიხარული ერთად გადაიტანა.

***
-მერე დე?მერე რა მოხდა?-ჰკითხა პატარა გოგონამ და თავისი დიდრონი მწვანე თვალები აახამხამა.
-მერე დე,მოვა ეხლა ნათლიაშენი და იმას კითხე.-უთხრა სიცილით პატარა გოგონას და შუბლზე აკოცა.
-მე გავაღებ.-წამოიყვირა გოგონამ და კარებისკენ გაიქცა.
-ოჰ,კეკეს ვახლავართ.-თქვა სიცილით ქალმა.
-ანუშკი ნათლიაა.-დაიყვირა გოგონამ და გზირიშვილს შეახტა.
-შემოგევლოს ნათლია,მაგრამ ჩვენ შემოგვატარეთ რა,-დაიძახა სიცილით ხუჭუჭა ანდრომ.
-ნათლია,რა ცუდი შვილი გყავს-ენა გამოუყო კეკემ და სახლში შევარდა.
-ვგიჟდები ჩემს ნათლულზე!-სიამაყით წამოიძახა ანუშკიმ და თავის შვილს გახედა.
-ჩემი ნათლული სად არის?-იკითხა ახლად შესულმა ლიზუმ.
-ეზოშია მამამისს კალათბურთს ეთამაშება,თქვენ სამს გელოდებოდათ.-სიცილით უთხრა ლიკამ ანდროს,სანდროს და საბას.
-ელენა!-დაიყვირა კეკემ და გოგონსაკენ გაიქცა.
-კეკე,-არც ელენამ დააკლო ყვირილი.
-ეეე,მე დამივიწყეთ?-იკითხა გაბუსხულმა ნიცამ.
-ნიცუუ,-ახლა მისი სახელი დაიძახეს ერთხმად.
-უი ანუშკი ნათლია,დედამ ნათლიას კითხეო და ოთხი მეგობრის ამბავი როგორ მორჩა?-ჰკითხა და დიდრონი მწვანე თვალები მიანათა.
-როგორ ჩემო კეკე და ეხლავე გეტყვი,-თქვა რუსამ,-რუსას და გაბრიელს ეყოლათ ორი შვილი სანდრო და ელენა,ანუშკის და რეზის ანდრო და ნიცუ,ლიკას და ზუკას კეკე და ნიკო,ხოლო ლიზუს და დემნას საბა.ეხლა კიდევ ცხოვრობენ ბედნიერად.ჭირი იქა,ლხინი აქა,ქატოც აქა და ფქვილიც აქა ჩემო კეკე.-დაასრულა სიცილით.
-ოჰ,ტერე ხალხო-სიცილით გამოვიდა ზუკა.
-ტერე და დიდი თეფში თავში,გარეთ გელოდებიან.-უთხრა ანუშკიმ სიცილით.
-ოჰო,ავღადავდით ანა.-სახელი „ანა“ გამოკვეთა,ვერ იტანდა ჩვენი ანი „ანას“ რომ ეძახდნენ ამიტომ ხშირად აბრაზებდნენ ხოლმე.
-პაშოლ ტი კჩორტუ რია.-უთხრა სიცილით და მეგობრებთან გავიდა სამზარეულოში.
-წამის შეჩერება,რომ შეგეძლოს როდის შეაჩერებდი?-ჰკითხა ლიზუმ რუსას.
-ამ წამს შევაჩერებდი!-უთხრა და ეზოში მოთამაშე ბიჭებს გახედა.


დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი Svvaaaniii

აუ პანდა შენ რომ, ჩემი პანდუსია ხარ ხომ იცი ეგ კაცოო?! თუ არ იცი გეტყვიი. მაგრამ, ვიციი რომ, იციი.. ხო ახლა რა უნდა გითხრა? ხომ, იცი რომ, ამ ისტორიაზე მაფანატებს იმიტომ რომ, მგონია ჩემი წილია რაღაცთქო.. ნუ პრინციპში მგონია კი არა ეგრეც არისს... თან სახელებეი რომლლებიც წამებში მოვიფიქრე ნამდვილად არ მეგონა აქ თუ ვნახავდიი... ჰოო, თამამად შემიძლია ვაღიარო რომ, მე ვგიჟდები, შენზე, ანუშკაზე, ლიზუზე, და რა თქმა უნდა ჩემ თავზე, მისი აღმატებულება რუსაზეე..! ვგიჟდებიი მე გაბრიელზე! ვ გ ი ჟ დ ე ბ ი ! რეზიზე, დემნაზე, ზუკაზე..! პატარაა ბარტყებზე! აუუ, ბარტყებს დავუძახებბ რაა?! კაიი.. ხო, კაიი...! უიი, ხოო..! რაც მთავარია მე ვ გ ი ჟ დ ე ბ ი შენზეე! მე თვით სვანი გეუბნევი ამასსს! ძალიან, ძალიან მიყვარხარრ <3
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№2  offline წევრი grifini

Svvaaaniii
აუ პანდა შენ რომ, ჩემი პანდუსია ხარ ხომ იცი ეგ კაცოო?! თუ არ იცი გეტყვიი. მაგრამ, ვიციი რომ, იციი.. ხო ახლა რა უნდა გითხრა? ხომ, იცი რომ, ამ ისტორიაზე მაფანატებს იმიტომ რომ, მგონია ჩემი წილია რაღაცთქო.. ნუ პრინციპში მგონია კი არა ეგრეც არისს... თან სახელებეი რომლლებიც წამებში მოვიფიქრე ნამდვილად არ მეგონა აქ თუ ვნახავდიი... ჰოო, თამამად შემიძლია ვაღიარო რომ, მე ვგიჟდები, შენზე, ანუშკაზე, ლიზუზე, და რა თქმა უნდა ჩემ თავზე, მისი აღმატებულება რუსაზეე..! ვგიჟდებიი მე გაბრიელზე! ვ გ ი ჟ დ ე ბ ი ! რეზიზე, დემნაზე, ზუკაზე..! პატარაა ბარტყებზე! აუუ, ბარტყებს დავუძახებბ რაა?! კაიი.. ხო, კაიი...! უიი, ხოო..! რაც მთავარია მე ვ გ ი ჟ დ ე ბ ი შენზეე! მე თვით სვანი გეუბნევი ამასსს! ძალიან, ძალიან მიყვარხარრ <3

ჩემი სვანი ხარ შენ !!!

 


№3  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Avicheriii chemii gogo xar chemi saswauli xar shen !! Ase tbilad tu damtavrdeboda ver warmovidgendi da ara raze gavbrazdi gogo icii? Me am ert bavshvs rato damajere :D chemo nichieroo gaagrdzelee weraa chven sheni mkitxvelta razmi aq vart !

 


№4  offline წევრი ელენე12

1 2 3 ნაწილი არ დევს წაკითხვა მინდაა რატო არ დევს??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent