შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობები შიშის გარეშე (5)


21-03-2015, 10:29
ავტორი lola
ნანახია 2 428

"თუ გსურს მშვიდობა ემზადე ომისთვის"

ეს ომი უკვე დაიწყო და ვიცი რომ დიდხანს გაგრძელდება, მანამ სანამ ყველაფერი არ მოგვარდება, სანამ ცხოვრება არ ჩადგება თავის კალაპოტში და სანამ ამ ჯოჯოხეიდან არ დავაღწევ თავს.

დილით ხმაურმა გამაღვიძა,მთელი სხეული მტკიოდა,ფეხები საშინელ დღეში მქონდა, არც ხელები გამოიყურებოდა უკეთესად,მთლიანად დაგლეჯილი და გადატყავებული მქონდა, გაფითრებული და გაყინული ვიყავი, ამ ყველაფერს სურდოც დაემატა, არც აქამდე მიმართლებდა, მაგრამ ახლა ხო ................................
საუბარიც ზედმეტია


ოთახიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ კარი დაკეტილი დამხვდა
-ერეკლე მადლობელი დაგრჩემი თუ გამომიშვებ. დავიყვირე და კარებებს რამდენჯერმე მუშტი მივარტყი
მეგონა კარებს გამიღებდა, მაგრამ არაფერიც, ისიც არ იკადრა რომ ხმა გაეცა
-სიცხე მაქვს მგონი და გამიღე კარები. ახლა უკვე ხმამაღლა დავუყვირე
არც ახლა გამცა ხმა, მისნაირი უმოწყალო და ბოროტი ადამიანი არ მენახა,არც კი შევეცოდე.


კანკალმა ამიტანა, შემცივდა, გასათბობად ლოგინში ჩავწექი, მაგრამ უფრო გავიყინე,აშკარად სიცხე მქონდა,მაგრამ ვერ გავიგებდი თუ არ გავიზომავდი, ერეკლე კი ოთახიდან არ მიშვებდა.
ნახევარი საათი ხელებს ჩემი პირიდან გამოშვებული ორთქლით ვითბობდი, მაგრამ მაინც ყინულივით ცივი მქონდა,გამილურჯდა მთელი ტანი, თვალები კი საშინლად ამტკივდა, ამას მოჰყვა ძიერი ხველა, შემეშინდა ასთმას არ შეეხსენებინა თავი ამიტომ ისევ კარებთან ავიტუზე და ერეკლეს დავუღრიალე
-თუ გინდა მომკალი, მაგრამ გთხოვ აქედან გამომიშვი, სიცხე მაქვს და მგონი გაციებული ვარ, რაც ძალიან ცუდად აისახება ჩემზე, შეიძლება ფილტვების ანთება დამემართოს
ახლა უკვე ინება ბატონმა ერეკლემ მოსვლა და კარების გაღება
-რაო ქალბატონო დეა კვდებით? სიცილით მკითხა, მაგრამ როდესაც ჩემი გაფითრებული სახე დაინახა, შეშინებულმა მკლავში მტაცა ხელი
-რა დაგებმართა?
-სიცხე მაქვს და ვკვდები. ნაძალადევად გავუღიმე, მაგრამა ამას ღიმილს კი არა უფრო დამანჭვას ვუწოდებდი

მაშინვე ხელი დამავლო და სასტუმრო ოთახში ბუხრის გვერძე დამსვა
სახლში რამდენიმე უცხო სახე დავლანდა, მათ შორის ის რომელმაც აქ მომიყვანა ხელმეორედ
-რა სჭირს? ბიჭების საუბრის ხმა მომესმა ზრგს უკნიდან
-მგონი გაცივდა, არ ადევს კარგი ფერი. ერეკლემ ჩუმად უთხრა, ისე რომ არ გამეგო
-ნუ ჩურჩულებთ,მაინც მესმის,ხო მართლა თერმომეტრი ხომ არ გექნებათ? ერეკლეს ვკითხე მერე კი თავის ძმაკაცს გავხედე, რომელიც წარბებ შეკრული მიყურებდა
-ვნახავ მგონი უნდა გვქონდეს.ერეკლემ ოთახი დატოვა და სამზარეულოში გავიდა
-კარგად გამოგდის, მაგრამ მე მაინც ვერ მომატყუებ. მისი ძმაკაცი ჩემთან მაშინვე მოვიდა როგორც კი ერეკლე ოთახიდან გავიდა და უშნოდ მითხრა, თან ძალიან მკაცრი და ცივი ტონით
-არც არავის არ ვატყუებ.
-თავი ანგელოზად მოგაქვს, ისე კი სრული საზიზღრობა ხარ, შენნაირი ბევრი მინახავს, სულით მახინჯები, რომლებსაც სული არ გააჩნიათ, თუ გინდა ერთ-ერთს შენნაირს კიდევ გეტყვი, მაგალითად მამაშენი. სიტყვა ახალი დამთავრებული ჰქონდა, ერეკლე რომ ოთახში თერმომეტრით ხელში დაბრუნდა
-დეა ძალიან ცუდი ფერი გადევს, თუ გინდა ჩაის გაგიკეთებენ ბიჭები. ერელემ თბილად მითხრა მერე კი თავის ძმაკაცა გადახედა
-მე ამ გოგოს ჩაის არ გავუკეთებ, სხვა დაკერე ბრატ. სიცილით უთხრა და ოთახი დატოვა

39 მქონდა სიცხე, რაც ძალიან ცუდია ჩემთვის, არ მახსოვს რომ ასე როდესმე გავციებულიყავი,მართალია ზამთარში სულ სურდო მაქვს, მაგრამ არასდროს სიცხეს არ მაძლევს.
-ნინა სად არის? ვკითხე როდესაც ბიჭებმა, ჩაი მომიტანეს
-განთავისუფელებულია. ცივად მიპასუხა
-რატომ?
-ეგ უკვე შენ აღარ გეხება, სჯობს ჩაი დალიო.
მასთან შეწინააღმდეგებას არ ვაფირებდი, ამიტომ გავჩუმდი და ჩაის დალევას შევუდექი.პირველივე ყლუპზე ლამის დავიხრჩე, ისეთი მარილიანი იყო
-მარილის და შაქარის გარჩევა მგონი არ იციან შენმა ძმაკაცებმა. ერეკლეს გაბრაზებულმა გადავხედე
-რა? გაკვირვებულმა მკითხა
-რაც გაიგე, ჩემს გაგუდვას აპირებენ, ისედაც ცუდად ვარ, ისინი კი სასაცილოდ მიგდებენ. ჩახრეწილი ხმით ვუყვირე
გაბრაზებული ერეკლე ოთახიდან გავარდა, 15 წუთში კი ჩაის ჭიქით ხელში დაბრუნდა
-დალიე.ხელში მომაჩეჩა ჭიქა
-არ მინდა. ვიუარე
-გოგო ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი და თუ არ გინდა რომ შენც გეჩხუბო და რამე ცუდად გითხრა დამემორჩილე.
-არ მინდა უფრო ცუდად გავხდები, თან ახლა ძილის გარდა არაფერი მინდა. წყნარად ვთქვი და ფეხზე წამოდგომა დავაპირე, მაგრამ შემაჩერა
-შეგიძლი დივანზე დაიძინო
-არ მინდა ჩემს ოთახში მირჩევნია. სწრაფად გავაპროტესტე
-დეა ჩაიხედე დღეს დილით სარკეში? რათქმაუნდა არა, იცი რა ფერი გადევს? რათქმაუნდა არც ეს იცი, რამდენი გრადუსია გარეთ ამაზე ხომ წარმოდგენაც არ გაქვს,რამდენნი ვართ სახლში ეგეც არ იცი, ისე ინტერესისთვის გეტყვი 5ნი ვართ, ამიტომ ვერ შეგვეწინააღმდეგები, ამიტომ გადაწყდა სასტუმრო ოთახში იძინებ. სწრაფად მითხრა

ერეკლეს ხასიათის ცვლილება ყველაზე მეტად მაკვირვებდა, ჯერ აფეთქდებოდა, შემდეგ კი დაწყნარდებოდა, ესეთი ქცევები არ მიმაჩნდა ადეკვატურად,მასთან ერთად გატარებული რამდენიმე დღე მართალა მძიმე იყო.


სასტუმრო ოთახში სიმშვიდე იყო, კარები დახურეს ამიტომ ბიჭების ხმა უმნიშვნელოდ თუ აღწევდა ოთახში, თბილოდა, ბუხრის გვერძე ძილს არაფერი შეედრებოდა, ტკბილი სიზმრებით და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, რაც ნამდვილად არ მქონდა.
კარგა ხანს მეძინა ტკბილად, გაღვიძებას არ ვჩქარობდი, არც არსად არ მეჩქარებოდა, არც არავის ჰქონდა ჩემთან საქმე, ამიტომ კარგად გამოვიძინე.
-ექიმთან ხომ არ წაგვეყვანა?ბიჭების ხმა მომესმა, მართალია ცდილობდნენ არ ეხმაურათ მაგრამ არ გამოსდიოდათ
-არ არის საჭირო, კარგად გახდება, ძლიერია. ერეკლემ სწრაფად უპასუხა, მერე კი მე გამომხედა
-ოჰო რა იყო ერეკლე, გულში ხომ არ ჩაგივარდა ეგ გოგო? ბიჭებმა სიცილით ჰკითხეს
-დამცინით, მაგას ვინ შეიყვარებს, მით უმეტეს მე ბავშვების გაზრდის თავი არ მაქვს. მაშინვე იუარა
-ღმერთმა დამიფაროს შენნაირებისგან. მაშინვე გონებაში გავიფიქრე
-აღარ არის დრო რომ გავაღვიძოთ? ერთ-ერთმა იკითხა
-მღვიძავს უკვე. წყნარად ვუპასუხე და ფეხზე წამოვდექი
-როგორ ხარ?
-შედარებით უკეთ, მაგრამ კიდევ უკეთ ვიქნებოდი რომ არ გაგეღვიძებინეთ. სერიოზული სახით ვუპასუხე
-ოჰო მგონი უკვე ბრძანებლობაც დაიწყო, ვინ იცის აქედანაც მალე გაგვყრის.სერიოზული სახე მიიღო ერთ-ერთმა რომელსაც აშკარად გულზე არ ვეხატებოდი
-მგონი გავიწყდება რომ აქ იძულებით ვარ და თუ არ მოკეტავ იქნებ შენც მოგიწიოს ციხის საკანში ჯდომა.
-ბედავ და მემუქრები, ერეკლეში კი ნუ გეშლები, ყველაფრის მიუხედავად თბილად გეგქევა, არადა სულ არ იმსახურებ
-მართლა? ერეკლე შენი აზრით თბილად მექცევა? ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი და ვნახავთ მაგის თქმა თუ გაგიადვილდება, მგონი შენ არ ხარ იძულებით აქ და არ ებრძვი ყოველდღე სიკვდილს, რათა გადარჩე, თუ ვცდები? გაბრაზებულმა ვკითხე
-აქ რომ ხარ მამაშენს დააბრალო,სულ არ მეხალისება შენი აქ ყურება, მეტიც შენი სუნთქვაც კი მაღიზიანებს
-კმარა თორნიკე. ერეკლემ წყნარად მაგრამ მკაცრად უთხრა
-რაც გინდა მითხარი, თუ გინდა საშინელი სიტყვები მეძახე, მაგრამ ერთს გეტყვი, ის რომ ერეკლეს ძმა ციხეშია არც მამაჩემის და მით უმეტეს არც ჩემი ბრალი არ არის, თვითონ არის დამნაშავე და ამისთვის პასუხი უნდა აგოს. თორნიკეს ვუთხარი მერე კი ოთახიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ არ გამიშვა
-გოგო შემიძლია ახლავე მოგკლა,მაგრამ ერეკლეს ცოცხალი და მთლიანი სჭირდები, ამიტომ თავს ვიკავებ და თუ რამე ზედმეტს იტყვი პირველი ენას მოგაჭრი მერე კი შენ დანარჩენ სხეულის ნაწილებს
-იმედი მაქვს სარფიანად გაყიდი,ძალიან ჯანმრთელი ვარ. ცინიკურად ვუთხარი
-თან იმდენად სარფიანად რომ მაგდენი ფული სუზმარშიც არ გექნება ნანახი.სწრაფად ჩამწანკლა მერე კი ოთახიდან გავიდა
-ყურადღებას ნუ მიაქცევ, ფეთქებადია. სიცილით მითხრა ერეკლემ
-მარტო ფეთქებადი? მგონი ცოტა აკლია,სერიულ მკვლელის შთაბეჭიდილებას მიტოვებს.
-არის კიდეც.ერეკლემ მშვიდად მითხრა

ამის გაგონებარა მაკლდა, ჯერ ისე ამდენი ბიჭი გარს მეხვია, არავინ იცოდა რომელს რა დაარტყავდა ტვინში,მეორეც არც ის ვიცოდი რას მიპირებდნენ და ეს თორნიკე კი ყველაზე საშიშ ტიპად შერაცხეს, "სერიული მკვლელი", ან შეიძლება "ყასაბიც" ვუწოდოთ.

იმ ღამეს ჩემს ოთახში მეძინა, უფრო სწორად რომ ვთქვათ ნახევრად მეძინა,კარები ჩაკეტილი არ იყო, მაგრამ მერჩია რომ ჩაეკეტათ, საღამოთი ცოტა მქონდა სიცხე,მაგრამ არც ისეთი მაღალი რამე საგანგაშო რომ ყოფილიყო.ჩემს ნივთებში ჩემიწამლების ჩანთაც ვიპოვე, ამაში მაინც გამიმართლა, ინჰალატორიც თან მქონდა და სხვა წამლებიც,რასაც ხშირად ვსვამ, სიცხის დასაწევი წამალი კი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე და გახარებულმა დავლიე, იმ იმედით რომ კარგად გავხდებოდი.
გამთენიისას ჩამეძინა, მაგრამ ყველაზე საშინელებაც ახლა მოხდა, სახეზე ცივი საგნის შეხება ვიგრძენი, რომელიც ბასრი უნდა ყოფილიყო
-ლამაზი სახის ნაკვთების დამახინჯება ცუდი აზრი კი არის, მაგრამ არაუშავს. თორნიკემ თავისი საშინელი ხმით მშვიდად მითხრა
შაშინელი გრძნობაა როდესაც ვიღაც დილით დანით ხელში დაგადგება და უსირცხვილოდ სურს შენი სახის დამახინჯება
-ჯობია ყელი გამომჭრა. ვერ შევიკავე თავი და მაშინვე ვუთხარი
-რატო არ გინდა აღიარო რომ დამარცხდი?
-იცი რას გეტყვი ცხოვრება ომია, რომელსაც მხოლოდ ის მოიგებს ვისაც ამის ძალა შეწევს, შეიძლება ვერ მოვიგო მაგრამ დანებებას არც ერთი წუთით არ ვაპირებ. სწრაფად ვუთხარი და ხელი რომილიც ჩემს ყელთან ჰქონდა მიბჯენილი, მაგრად ვუკბინე, მართალია ასეთი რაღაცეები არ მჩვევია მაგრამ თავის გადასარჩენათ ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი.
ოთახიდან გიჟივით გამოვვარდი და ერეკლეს ოთახისკენ გავიქეცი, რატომ მაინც და მაინც მისკენ არ ვიცი, უბრალოდ ვიცოდი რომ ის ჩემს სიკვდილს არ დაუშვებდა რადგან მამაჩემთან შენახმების მისაღწევად ვჭირდებოდი, არა მკვდარი და დაშავებული, არამედ ცოცხალი და მთელი.
მის ოთახში უნდა შევსულიყავი მაგრამ ფეხში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს ვიღაცამ მომაჭრა, მარცხენა ფეხიდან სისიხლი წამსკდა, ნამდვილად არ იყო კარგი სანახავი ფეხში გარჭული დანა და სისხლის ნაკადი, რომელზეც სულ გული მიმდიოდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ახლა არ წამსვლია
ერეკლეს ოთახის კარზე დავაკაკუნე, უფრო სწორად გავაბრახუნე, თორნიკე ჩემსკენ მშვიდად და კმაყოფილი სახით მოიწევდა, ისე როგორც მტაცებელი ნელა მიიწევს მონადირებული მსხვერპლის შესაჭმელად
-აუ ამ დილა უთენია რა ხდება? ერეკლემ ბუზღუნით გააღო კარები
-შეშლილია.მხოლოდ ეს ვუთხარი
მისი სახის დავიწყებას ალბათ ვერასდროს შევძლებ, ჩემს დანახვაზე ფერი გადაუვიდა,სახე დაემანჭა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თვალებიდან სითბო გადმოეღვარა, რომელიც ჩემთვის იყო განკუთვნილი და რომელიც ვიცი მალე გაუმკაცრდებოდა.




---------------------------------------------------------------
აბა შემიფასეთ, დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ
მართალია ცოტა დაძაბული თავია, მაგრამ ძალიან საინტერესოა.
გუშინ ვერ მოვასწარი დადება, ამიტომ ბოდიშს გიხდით
ხო რაც შეეხება მოთხრობას, ცოტა ვითარება იძაბება მაგრამ საინტერეო ამბებიც ხდება დეას ცხოვრებაში love



№1 სტუმარი ...

უმაგრესია გააგრძელე იცი რას ვფიქრობ თორნიკე უფრო უხდება ამ გოგოსს wink wink მაგრამ ეხლა ერეკლე თორნიკეზე მაგარიაა და ერეკლეც მაგრად უხდება ამ გოგოს რაა wink გაურკვევლობაშივარ wink ხო და კიდე თავები გაზარდე რა ძალიან პატარაა და არ მყოფნისს love wink წარმატებები love

 


№2 სტუმარი bingo_013

cudad varr lola... ai am tornikes mgoni sikvdilli mouwevs :3 mamazeciers biabjinos saxeze dana... auu dea magari gogoa,tavs mayvarebs,am tornikes ar shearchinos araferi dda sul damarcxebuli datovos,erekle kide gaamkacre,zaan gaamkacre...ai rogori erekle minda ici? shishis zars ro scemdes,misi sitbo ar minda ro igrznobodes jerjerobit... dea utexi da meamboxe sulis minda,gaqcevis gegmas imedia male sheadgens.. rac sheexeba sxva zmakacebs imedia mat saxesac male warmoachen,axali personaji minda,ai rogori ici?!!... mmm,ai umagresi iqneba erekles zmakacs deachka rk ssheuyvardes dda... kvanzi jer ar gaxsna,aba sshen ici.. velodebi hemdeg tavs moutmenlad...

 


№3  offline წევრი behappy

dzalian dzalian dzalian kargi gogo xar shen

 


№4  offline წევრი lola

აი თქვენ ხართ ყველაზე მაგარი მკითხველები love მიხარია რომ მოგწონთ ამიტომ საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით რომ აქ ისეთი რაღაცეები მოხდება რაც საერთოდ არ გიფიქრიათ wink ხო და კიდევ დეაჩკას წინ მრავალი დაბრკოლება ელის, რომელიც მისთვის და არა მარტო მისთვის რთული და აუტანელი იქნება

 


№5 სტუმარი nino

აუუუ ძალიან მომწონნსს მალე დად გაგრ|ძელებაა გთხოოვვ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent