ნაყიდი სილამაზე [3 თავი]
კარი ფრთხილად გავაღე, რომ არავინ არ გამეღვიძებია. დედას თავის ოთახში ეძინა. ანას კი, როგორც ჩანს ტელევიზორის ყურებაში ჩასძინებოდა. ფრთხილად შევაქანე. მაშინვე თვალები დაჭყიტა და ფეხზე წამოხტა. -რა მოხდა ევა?! -ჩუ, რა გაყვირებს. -ოჰ რავიცი, უცებ რომ გამაღვიძე ცოტა შემეშინდა. _თვალები მოისრისა. -წამო დავიძინოთ. გვიანია უკვე. -ის ვიღაც ალექსანდრე ნახე დღეს? _საწოლზე ჩამოვჯექი. ღრმად ჩავისუნთქე და თანხმობის ნიშნად ანას თავი დავუქნიე. -მერე?! რამე ხო არ გითხრა?! _მაშინვე გვერდით მომიჯდა. -მართალი ხარ. იქედან უნდა წამოვიდე. ხვალ ჩემი სამუშაო დღე არ არის, ამიტომ ახალ სამსახურს მოვძებნი. -ჯანდაბა ევა! იმ არაკაცმა რამე ხომ არ დაგიშავა?! _თვალებგაფართოებული მომაჩერდა. -არა. მაგრამ ძალიან შემაშინა. იქ დაბრუნება მართლა არ შემიძლია. ხვალ დილით მივალ და პაატას ვეტყვი, რომ სამსახურიდან მივდივარ. -ძალიან კარგს იზამ. მეც დაგეხმარები, რომ უკეთესი სამუშაო იშოვო. მადლლობის ნიშნად თბილად გავუღიმე და თავი ბალიშზე დავდე. ********************* დილით დედამ გაგვაღვიძა. სანამ ჩვენ გვეძინა სუფრა გაუშლია. სამივემ ერთად ვისაუზმეთ. მოგვიანებით ანაც გავაცილეთ. ნელი კვლავ სამზარეულოში ტრიალებდა. -დედა, ძალიან გთხოვ თავს ნუ იღლი. მე მივხედავ ყველაფერს. -კარგი რა ევა. სულ უსაქმოდ ყოფნას ვერაფრით ვეგუები. სადილს მაინც გავაკეთებ ხოლმე. -დე დილის მერე ფეხზე დგახარ. მიდი დაჯექი ტელევიზორს უყურე, წიგნი წაიკითხე. დანარჩენს მე მივხედავ. -დღეს არ მუშაობ? -არა დღეს ვისვენებ. დე მე რაღაც საქმე მაქვს. ცოტა ხნით უნდა გავიდე. შენთან თინა ბებო დარჩება. როგორც კი დავბრუნდები, საავადმოყოფოში წავალათ. -საავადმყოფოში რატომ უნდა წავიდეთ. საყვარელო თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბოლო დღეებში მითუმეტეს. -დედა... -მართლა გეუბნები ძვირფასო. მგონი ჯობია, რომ შენც სწავლას დაუბრუნდე. -დედა მაგ თემაზე უკვე ვილაპარაკეთ. რაც შეეხება საავადმყოფოს, დღეს აუცილებლად წავალთ და ექიმს გაესინჯები. -ევა.. -წამლები დალიე? -კი დავლიე. _ ამოიბუზღუნა. -კარგი, მე თინა ბებოს დავუძახებ და წავალ. _ნელის ლოყაზე მაგრად ვაკოცე და სახლიდან გავედი. გზად თინა ბებო შემხვდა. ჩვენთან მოდიოდა, მასაც დავემშვიდობე და კლუბში წავედი. ******************* კარზე დავაკაკუნე და კაბინეტში შევედი. -ბატონო პაატა შეიძლება? -მოდი ევა, შემოდი. დღეს შენი სამუშაო დღე არ არის. რა ხდება? -დიახ ვიცი. უბრალოდ უნდა შეგატყობინოთ, რომ სამსახურიდან მივდივარ. -ხო მაგრამ რატომ? -ოჯახური პრობლემების გამო. დედაჩემი ავად არის. მე კიდევ მისი დიდი ხნით დატოვება არ შემიძლია. _მოკლედ ავუხსენი პაატას მიზეზი. განცხადება დავწერე და კლუბიდან წამოვედი. სახლში მალე დავბრუნდი და ნელისთან ერთად საავადმყოფოში წავედი. ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარეს. ექიმი დედას მდგომარეობით კმაყოფილი იყო, თუმცა მაინც ფრთხილად უნდა ყოფილიყო. წამლების სმა უნდა გაეგრძელებინა და თავი არ უნდა გადაეღალა. -ხომ გითხარი კარგად ვარ მეთქი. შენ კი მაინც გაჯიუტდი და არ დამიჯერე _კმაყოფილი სახით ლაპარაკობდა სახლში მისული. -ახლა უფორ მშვიდად ვიქნებით. თუმცა ექიმის დანიშნულება ზუსტად უნდა შეასრულო. -ვიცი საყვარელო ვიცი. _თბილად გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. ******************* -კონტრაქტს ხელს როდის ვაწერთ? -კვირის ბოლოს. -ერეკლე, ეს საკმაოდ სერიოზული ხელშეკრულებაა. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს. -ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება. -იმედია. -ხო ისე, იმ შენს ევაზე ახალი არაფერი არ გაგიგია? -ჯერ არა. მივალთ კლუბში და გავიგებ. _სიჩქარეს მოუმატა. -იმედია კლუბში მისვლამდე არ დავიმტვრევით _ჩაიცინა ერეკლემ მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა და ორივე ერთად შენობაში შევიდნენ. მაგიდას შემოუსხდნენ. -რას შეუკვეთავთ? _იკითხა მიმტანმა. -ნატა, ევა სადაა? _პირდაპირ კითხა ალექსანდრემ -ევა წავიდა. -რას ნიშნავს წავიდა! სად წავიდა?! -სამსახურიდან წავიდა. -როგორ თუ წავიდა?! _ხმა გაუმკაცრდა. -დღეს დილით იყო მოსული, განცხადება დაწერა და წავიდა. -არ უთქვამს რატომ? -მე არაფერი არ ვიცი. თქვენ საიდან იცნობთ ევას? _კითხა ნატამ -ხომ არ იცი სად ცხოვრობს? _გოგონას შეკითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია. -კი ვიცი. -როგორც გავიგე დილის საათებში რომელიღაც სუპერმარკეტში მუშაობს, ხომ არ იცი რომელში? -კი ვიცი. -შეგიძლია მისამართები მომცე? -ახლავე. _ფურცელზე ევას სახლის და სამსახურის მისამართები დაწერა ალექსანდრეს გაუწოდა და უკან გაბრუნდა. -შენ მართლა კუდში დევნას აპირებ? _კითხა ერეკლემ -თუ საჭირო გახდება ხო. -ლექსო, არ ღირს მგონი ეგ გოგო ამდენ ამბად. გაიხედე გამოიხედე , რამდენი ლამაზი ქალია. რაღა მაინცდამაინც ეგ გოგონა. -ამჯერად ევა მჭირდება! მაგ გოგოს რაღაც ისეთი აქვს, რაც მიზიდავს. თავს არ დავანებებ. -აბა რა გითხრა, შენი საქმისა შენ იცი. _მხრები აიჩეჩა ერეკლემ ********************* ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც კლუბიდან წამოვედი. არც ის ალექსანდრე მინახავს და ცხოვრებას მშვიდად ვაგრძელებდი. რუსო და თემო ხშირად მეკონტაქტებოდნენ კიდეც. რუსოს წყალობით მეორე სამსახური ერთ პატარა კაფეში დავიწყე. მართალია ანაზღაურება არც ისე სახარბიელო იყო, თუმცა ახლა უფრო მეტი დრო მრჩებოდა დედაჩემისთვის. არც თინა ბებოს ვაწუხებდი ისე ხშირად, როგორც ადრე. თუმცა თვითონ მაინც ხშირად გვინახულებდა ხოლმე. ანაც მეხმარებოდა ყველაფერში. დედაჩემის მდგომარეობა კვლავ უცვლელი იყო. რამდენჯერაც კი თვალს მოვაშორებდი, მაშინვე ფეხზე წამოხტებოდ ხოლმე და ხან რის კეთებას დაიწყებდა ხან რის. ამის გამო ბევრჯერ გვიჩხუბია, მაგრამ ნელი მაინც თავისას აგრძელებდა და სულ იმას გაიძახოდა „ნუ ღელავ კარგად ვარო“. ანას რამოდენიმე წიგნი ვთხოვე. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გაგრძელებას ვერ მოვახერხებდი, როგორც კი ნელი დაიძინებდა მაშინვე წიგნებს მივუჯდებოდი ხოლმე და ვცდილობდი ის მასალები მესწავლა რაც უნივერსიტეტში უნდა გამევლო. ************** ცოტა გვიან გამეღვიძა. სამსახურში წასავლელად მოვემზადე. დღეს სუპერმარკეტში ჩემი მუშაობის დღე არ იყო, ამიტომ მთელი დღე კაფეში ვიმუშავებდი. სამზარეულოში შევედი. ძალიან მშიოდა, მაცივარი გამოვაღე და რაც ხელში მომყვა ის გამოვიღე. ოთახიდან ნელიც გამოვიდა. -დილამშვიდობის დე. ხომ კარგად ხარ? _ეჭვით მოვავლე თვალი. -კი საყვარელო კარგად ვარ. _თბილად გამიღიმა. -მოდი ვისაუზმოთ _კიდევ ერთი თეფში გამოვიღე და მაგიდაზე დავდე. -ევა ეს რა არის?! რას ჭამ? -სალათს _გაკვირვებულმა ვუპასუხე -რა სულელი ხარ. გემოთი მაინც ვერ ხვდები, რომ ძველია _სიცილი დაიწყო. -რავიცი, არაფერი შემიმჩნევია. ჩვეულებრივი გემო ქონდა. _მხრები ავიჩეჩე. -გუშინ გადაყრა დამავიწყდა. შენც მაინცდამაინც ეს დაინახე, ხომ მაცივარში. სხვა ვერაფერი ვერ ნახე? _თეფში ამაცალა და ჩემს საუზმეს ნაგვის ყუთში ჩაუძახა. -მერე რა მოხდა? _მეც გამეცინა -რომ მოიწამლები მერე ნახავ რაც მოხდა. -ნუ ღელავ არაფერი არ მომივა. ცოტა შევჭამე -რა ცოტა, ნახევრი თეფში შეჭამე. მართლა, რომ მოიწამლო მერე რა უნდა ქნა? ოხ ევა. თავს საერთოდ არ უფრთხილდები. მერე კიდევ მე მეჩხუბები. _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა. -დე ნუ ღელავ. ნახე რა კარგად ვარ. _მის წინ დავტრიალდი და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე. ******************* სამსახურში მისულს, კაფე სულ ცარიელი დამხვდა. მხოლოდ თანამშრომლები იყვნენ. -ელენე რა ხდება? დღეს არ ვმუშაობთ? -მოდი ევა, ჩქარა. გუშინ დამავიწყდა მეთქვა, დღეს ჩვენი უფროსის დაბადების დღეა, ხოდა პატარა სიურპრიზს ვუწყობთ. -გასაგებია. როდის მოვა -ვინ? -ვახო. ვინ უნდა მოვიდეს აბა. -აა ხო. ერთ საათში მოვალო. არ იცის, რამეს თუ ვუმზადებთ. -კარგი. მეც დაგეხმარებით _თბილად გავუღიმე და მაგიდასთან მოფუსფუსე გოგონებს შევუერთდი. ყველაფერი ჩვენი გემოვნებით მოვაწყეთ და ვახოს მოსვლას დაველოდეთ. მალე კარიც გაიღო და ვახოც გამოჩნდა. ყველა ერთად ავხმაურდით. სტვენა, შეძახილები, მილოცვები, კარგი მუსიკა... ასეთ რამეს ნამდვილად არ ელოდა. ძალიან გაუხარდა, ყველას სათითაოდ გადაგვეხვია. -ევა, გოგო ესენი ვინ არიან? _მკითხა ელენემ და კართან მდგომ მომღიმარ ბიჭებზე მიმითითა, რომლებიც ვახოს შემოყვნენ. ღიმილი სახეზე მიმეყინა, ჩემთვის ნაცნობი და არასასურველი სილუეტის დანახვისას. -ევა გესმის? _ოდნავ შემანჯღრია ელენემ. მაშინვე მოვაშორე თვალი ბურდულს და ელენეს მივუბრუნდი. -ა.. არ ვიცი _ამოვილუღლუღე და ვცადე ხალხში შევრეულიყავი, რომ არ დავენახე -რა სიმპატიურები არიან _ჩაიცინა. -ვაიმე ნახე გოგო, ის ერთი აქეთ იყურება _ ელენეს სიტყვები მეხის გავარდნასავით ჩამესმა. გული ამიჩქარდა და თვალი ოდნავ გავაპარე მისკენ. დავინახე, როგორ მომაჩერებოდა სერიოზული სახით. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და თვალი ავარიდე. ერთი სული მქონდა აქედან თავკუდმოგლეჯილი გავვარდნილიყავი, თუმცა იმასაც ვხდებოდი ახლა ეს შეუძლებელი იყო. ვიფიქრე ცოტა ხანი დავრჩები და მერე ჩუმად წავალ მეთქი. შამპანურის ბოთლები ხმაურით გახსნეს. ჭიქებში ჩამოასხეს და ყველამ ავიღეთ. ნაძალადევად გავიღიმე, რომ ჩემი საშინელი განწყობა არ შეემჩნიათ. ნერვიულობისგან ორი ჭიქა ზედიზედ გამოვცალე. -ყველას ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიურპრიზისთვის _ მადლობა გადაგვიხადა ვახომ. -ხო მართლა, ეს ბიჭები ჩემი მეგობრები არიან. ერეკლე და ალექსანდრე. _მის გვერდით მდგომ მამაკაცებზე მიგვითითა. დავინახე, როგორ გადაულაპარაკა ერეკლემ ალექსანდრეს რაღაც. იმანაც კმაყოფილმა ჩაიღიმა, თავი დაუქნია და მზერა ისევ ჩემსკენ გამოაპარა. სწრაფად შევბრუნდი, რომ მის სახეს ცოტა ხნით მაინც მოვშორებოდი. სასმელმა აშკარად იმოქმედა, სახე მიხურდა. მივხვდი, რომ თავი უნდა შემეკავებინა. ჭიქა მაგიდაზე დავდე და მოსაუბრე გოგონებს შევუერთდი. დროდადრო საფეთქლებში ყრუ ტკივილი შემომიტევდა ხოლმე. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ მერე თავი უფრო ცუდად ვიგრძენი. ჩახუთული სივრცე სულს უფრო მიხუთავდა. სწრაფი ნაბიჯით წავედი გასასვლელისკენ. ჰაერი უნდა ჩამესუნთქა, თორემ ნამდვილად აქვე გავიშოტებოდი. სახეზე ქარის შეხებამ ცოტა გამომაფხიზლა. თავის ტკივილი დროდადრო იმატებდა. თავბრუ დამეხვა და ხელით კედელს მივეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი. ვერ მივხვდი ეს მხოლოდ სასმელის ბრალი იყო, თუ ჩემი „გემრიელი საუზმის“. -გამარჯობა _ზურგსუკან ნაცნობი ხმა ჩამესმა. სწრაფად მივბრუნდი და მომღიმარ ალექსანდრეს თვალებში მივაჩერდი. -როგორ ხარ? -გადასარევად _ნერვიულობის მიუხედავად ირონიული ტონი არ დავიშურე. -დიდი ხანია არ შევხვედრილვართ. _ცინიკურად გამიღიმა. პასუხის გაცემას ვაპირებდი, მაგრამ თავის ტკივილმა უფრო შემომიტია და გავჩუმდი. ტკივილისგან სახე დამემანჭა. -ევა, რა გჭირს? _ინტერესით მომაჩერდა. -არაფერი, თავი დამანებე! _ ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. თავი ვერ შევიკავე და ძირს დავეცი. -ევა! _ ალექსანდრე მაშინვე ჩემ გვერდით გაჩნდა. წელზე ხელი ფრთხილად მომხვია და ფეხზე წამომაყენა. როგორც კი თავი მიწაზე მყარად დავიგულე, მაშინვე მოვიშორე მისი ხელები. -ევა, რა გჭირს? რა ფერი გადევს, საავადმყოფოში წაგიყვან! -არ მინდა. კარგად ვარ, თვითონ მივხედავ თავს. -კარგად ნამდვილად არ გამოიყურები, შენთვის.... -გითხარი არაფერი არ მჭირს მეთქი! თავი დმანებე და... -წუთის წინ უგონოდ წაიქეცი და მეუბნები არაფერი არ მჭირსო! -მერე შენ რა გაღელვებს! ჩემ თავს მე თვითნ მივხე... _სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, საშინელი გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. პირზე ხელი ვიტაცე. არასასიამოვნო შეგრძნებამ უცებ გამიარა, მაგრამ თავბრუ ისევ დამეხვა. კვლავ ალექსანდრეს ხელებში ჩავარდნას ძირში დაჯდომა ვარჩიე. თვითონაც ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა. ნამდვილად დილით საჭმელმა მომწამლა. მეც რა ჭკუაზე ვიყავი გაფუჭებულ საჭმელს რომ ვიყრიდი პირში. თანაც ყველაფერს სასმელიც დავამატე. ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები. ფიქრებიდან ალექსანდრეს ხმამ გამომაფხიზლა. -ევა, მართლა ცუდად გამოიყურები, მგონი ჯობია საავადმყოფოში წავიდეთ. -ძალიან გთხოვ ცოტა ხანი მადროვე _ ჩემი თხოვნა უყოყმანოდ შეასრულა და არაფერი უთქვამს. თუმცა კვლავ თავზე მედგა და ინტერესით მაკვირდებოდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ბურდულის გვერდით ყოფნა ნამდვილად არ მსიამოვნებდა. ფეხზე წამოვდექი და კაფისკენ ბარბაცით წავედი. -თუ ისევ ცუდად ხარ ჯობია აქ ვიყოთ. მე შენთან ვარ, ნუ გეშინია. -ოჰ, როგორ დამამშვიდე! _შევუბღვირე და კვლავ შენობაში დაბუნება დავაპირე. უცებ ყველაფერი თავიდან დაიწყო. ისევ ის არასასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, ირგვლივ ყველაფერი წინანდელზე სწრაფად დატრიალდა. მუხლები მომეკეცა, იმავე წამს წელზე რაღაც მჭიდროდ შემომეხვია, ფეხებით მიწას მოვწყდი, მერე კი ყველაფერი დაბნელდა. ************** თვალები, რომ გავახილე, უცხო ოთახში ვიყავი. საწოლზე ოდნავ წამოვჯექი, საბანი გადავიძვრე და გარემოს თვალი მოვავლე. საკმაოდ დიდი ოთახი იყო. ღია ფერის კედლები, შედარებით მუქი ფერის ავეჯს ერწყმოდა. თავის ტკივილი აღარ მაწუხებდა, არც გულის რევის შეგრძნება მქონდა. თავს აშკარად კარგად ვგრძნობდი. ოთახის კარი გაიღო და წელსზემოთ შიშველი ალექსანდრე შემოვიდა. მისი დანახვისას თავში უსიამოვნო აზრმა გამიელვა. ვცადე ყველაფერი გამეხსენებია, მაგრამ უშედეგოდ. -როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ? -კარგად ვარ. რა მოხდა? -გული წაგივიდა. ექიმმა თქვა მოწამლულიაო. საკმაოდ დიდი ხანი იყავი უგონოდ. -ეს ვისი სახლია, ან საიდან გავჩნდი აქ ?_ჩემს კითხვაზე, ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. -ჩემი სახლია. მე მოგიყვანე. -რატომ? -შენი სახლის მისამართი არ ვიცოდი და მაგიტო. _ეშმაკურად ჩაიცინა. მისმა პასუხმა, კიდევ უფრო გამიმძაფრა ეჭვები. შემთხვევით თვალი მისი ნავარჯიშები სხეულისკენ გამექცა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. სწრაფადვე მოვაშორე თვალი. -ისა...მე არაფერი არ მახსოვს _ნერვიულად ჩავილაპარაკე. -მაინც რა უნდა გახსოვდეს? _კვლავ ჩაეჩხვლიტა ტუჩის კუთხეში და თვალებში მომაჩერდა. -მე... ისა.... ჩვენ ... _ ჯანდაბა! სიტყვებს ერთმანეთს ვერ ვაბამდი. -ის გაინტერესებს ჩვენს შორის რამე თუ მოხდა? _გაიცინა ვერაფერი ვუთხარი. თავი ჩავღუნე, რომ სირცხვილისგან აწითლებული ლოყები დამეფარა. -ევა, კომატოზურ მდგომარეობაში იყავი, მე კი ნეკროფილია ნამდვილად არ მიზიდავს. _ უდარდელად მითხრა და საწოლზე ჩემ წინ ჩამოჯდა. სირცვილისგან სახეზე გავწითლდი. ვინატრე მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავეტანე. შევამჩნიე, როგორ გადაინაცვლა მისმა მზერამ ჩემ ფეხებზე. მაშინვე დენდარტყმულივით წამოვხტი საწოლიდან. ფანჯრიდან დავინახე, უკვე ბნელდებოდა. სწრაფად ჩავიცვი ფეხსაცმელები და ოთახიდან გავედი. თვითონაც უკან გამომყვა, თან ჩემს თითოეულ მოძრაობას ინტერესით აკვირდებოდა. როგორც კი კარისკენ წავედი, მისი ხელი მწვდა მაჯაში და თავისკენ შემაბრუნა -საით? -სახლში უნდა წავიდე. -არ დამემშვიდობები? _ირონიული ღიმილით მკითხა და სახე ახლოს მომიტანა. -მადლობა, რომ დამეხმარე... _ნერვიულად ჩავილაპარაკე და კვლავ ვეცადე ხელის განთავისუფლება. -სულ ეს არის? _უკმაყოფილოდ გამომეტყველებით მომაჩერდა. მის ცხელ სუნთქვას უკვე სახეზე ვგრძნობდი. -მე უფრო მეტს ველოდი. _ ჩაიცინა -ხელი გამიშვი. უნდა წავიდე. _ თითები უფორო მაგრად მომიჭირა. -გამიშვი! -რა უხეში ხარ პატარავ. _ „სიუხეშეზე კიდევ ეს მელაპარაკება“. -ხელი გამიშვი მეთქი! _მისი მკლავებიდან თავის დაღწევა ვცადე, თუმცა ეს უფრო კლდესთან ჭიდილს გავდა. ხელები უფორო მაგრად შემომხვია და სხეულზე ამიკრა. მის შიშველ სხეულზე შეხებისას ერთიანად გამაცახცახა. ჩემი რეაქცია არ მისთვის დარჩენილა შეუმჩნეველი. კმაყოფილმა ჩაიღიმა და იმდენად ძლიერად მომიჭირა ხელები, რომ უკვე განძრევასაც ვერ ვახერხებდი. მის მკლავებში მოქცეული ვკანკალებდი. ჩემი თმების სურნელი ხარბად შეისუნთქა. მთელ ტანში გამაჟრჟოლა, პულსი ამიჩქარდა. კიდევ ერთხელ ვცადე მისი მკლავებიდან განთავისუფლება. კვლავ უშედეგოდ. გული გამალებით მიცემდა. შიშმა ამიტანა. -ალექსანდრე ახლავე გამიშვი! გამიშვი მეთქი! _ წამოვიყვირე. -ნუ ყვირი! _ხმა გაუმკაცრდა და ხელები გამიშვა. მაშინვე უკან გავხტი. ხარბად ამათვალიერა და ტუჩები გაილოკა. ჩემკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. იმავე წამს მოვწყდი ადგილს. კარი ლამის გამოვგლიჯე და თავკუდმოგლეჯილმა ჩავირბინე კიბეები. ******* ყველა მკითხველს დიდი მადლობა. იმედია ეს თავიც მოგეწონებათ. პ.ს. წინა თავზე რამოდენიმემ დააკომენტარა, რომ ერთ-ერთ ისტორიაში ყოფილა კიდევ ალექსანდრე ბურდული. როგორც გავიგე კეკეს ისტორიაში. მისი ისტორიები ნამდვილად არ მაქვს წაკითხული და ბუნებრივია იქედან არ ამიღია ეს სახელი და გვარი. მამაკაცის ეს სახელი ძალიან მომწონს და მაგიტო დავწერე, რაც შეეხება გვარს სრულიად შემთხვევით შევარჩიე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.