შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობის საღამო(14)


22-03-2015, 15:24
ავტორი april
ნანახია 1 811

რამოდენიმე დღეში მდგომარეობა დაწყნარდა..გადავწყვიტეთ მაღაზიებში გაგვევლო.ტანსაცმელი შემოგვაკლდა.სიმართლე ვთქვა ეს აზრი არც ისე კარგი მეჩვენება,მაგრამ არ მინდა გოგონებს ეგონოთ რომ მათთან ერთად გარეთ გასვლა არ მინდა.თავს ვიკატუნებ ვითომ მეც მიხარია გარეთ შოპინგზე გასვლა,სინამდვილეში ასეთი რაღაცეები არც ისე ძალიან მხიბლავს,მითუმეტეს ასეთ სიტუაციაში.გარეთ გავდივართ,კარებს ვკეტავ,გოგონები უკვე მანქანაში სხედნან,მეც ვიკავებ ჩემს ადგილს საჭესთან.ნახევარი საათის შემდეგ გოგონები მაღაზიას არჩევენ სადაც უფრო შესაფერისი ტანსაცმელი ეგულებათ.მეც დავდივარ და ტანსაცმელს ვარჩევ.ერთ საათში ყველანი მაღაზიიდან გამოვდივართ.
-სად წავიდეთ?
-სად გინდათ რომ წავიდეთ?
-რავი აბა,სადმე ისეთ ადგილას სადაც გავერთობით.
-საშიშია.
-კარგი რა.საშიში რაა.
-ყველაფერს ნუ ივიწყებ.მანქანაში ჩასხედით.
თაკო ჩემთან ერთად ჯდება მანქანაში,ნინო ჯიუტდება და გარედან მიცქერს,გაბრაზებული თვალებით.
-დიდ ხანს გელოდოთ?
-სახლში ყოფნა მომბეზრდა.
-მანქანაში ჩაჯექი დროზე.
-და რომ არ დაგემორჩილო?
-მაშინ მანდ ყოფნა მოგიწევს.
-მაშინ აქ დავრჩები.
-ნინო,იცოდე აქ დაგტოვებ.მე და თაკო კი სახლში დავბრუნდებით.ყველაფერი შენი გადასაწყვეტია.
ხმას არ იღებს.
-კარგი,როგორც გინდა.'
მანქანას ვძრავ და სახლისკენ მივემართები.თაკო გაკვირვებული მიყურებს.
-ნინოს მართლა იქ დავტოვებთ?
-მან თავად აირჩია.
-უკან როგორ დაბრუნდება.
-არ ვიცი.
-მანქანა მოაბრუნე.წამოვიყვანოთ.
-ის საკმარისად ჩამოყალიბებულია,იმისთვის რომ გადაწყვეტილებები თავად მიიღოს,მე მისი ძიძა არ ვარ.
-იქ მარტოს ხომ არ დავტოვებთ.
-ეს უკვე გავაკეთე.საუბარს აზრი არ აქვს.
სიჩქარეს ვუმატებ...თაკოს საუბარს ყურადღებას არ ვაქცევ.უკვე მომბეზრდა ყოველდღე როცა მგონია რომ პრობლემა მოვაგვარე,ჩნდება ახალი.ეს უკვე მეტისმეტია,ყველამ უნდა შეძლოს თავიანთი ქმედებები გააკონტროლოს.მანქანას კორპუსის წინ ვაჩერებ.თაკო მანქანიდან გადადის.
-არ მოდიხარ?
-შენ წადი,მე უკან დავბრუნდები ნინოს წამოვიყვან,იქ მარტო ხომ არ დავტოვებ.
-მე კი მეგონა,რომ..
-რომ შემიძლია ნინოს ასე მოვექცე?უბრალოდ ასე ჭკუას ისწავლის.
-კარგი,მაშინ წადი.გელოდებით.
მანქანას ვაბრუნებ და ნინოს მიმართულებით ვიღებ გეზს.მანქანას მაღაზიის წინ ვაჩერებ.ნინო იქვე მხვდება,კედელთან დგას.ჩემს დანახვაზე სიცილი უტყდება.
-რა გაცინებს სულელო?
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი.
-ჩაჯექი და მოკეტე.
სიცილს მაინც არ წყვეტს.
-ნუ მაიძულებ მანქანიდან გადაგაგდო.
-კარგი,ბოდიში.ახლა კი წავიდეთ.
სახლის მიმართულებით მიმყავს მანქანა.ცოტა ხანში ბინაში შევაბიჯებთ ნელი ნაბიჯით.
-მოხვედით?
თაკოს ჩვენს დანახვაზე სახე უბრწყინდება.
-ეს სულელი წამოვიყვანე,იცი რა მითხრა?
-რა..?
-ვიცოდი რომ დაბრუნდებოდიო.მითხარი ხომ იყო ღირსი იქ დამეტოვებინება.
-აბა რა..
თაკო იცინის,ნინოც მას ყვება.ვითომ გაბრაზებული ფეხზე ვდგები.
-მასე არა?
მათთან მივდივარ და ბალიშს ვსვრი.ისინი საპასუხოდ იგივეს აკეთებენ.როცა ვხვდებით რომ სახლში ყველაფერი აირია,ვჩერდებით და დაღლილები დივანზე ვჯდებით.
-ახლა ამას ვინ დაალაგებს..
თაკო სვამს ირონიულ კითხვას.
-ვინც დაიწყო..
ორივე მე მიყურებს.
-არ ვაპირებ.
-ის სარკე ვინ გატეხა..?
-ნინომ.
ისმის თაკოს ხმა.
-შენ არ ესროლე ბალიში?
-არა მე ლარნაკს ვესროლე..
-მშვენიერია,ესეიგი ყველაფერი დამსხვრეულა.არაუშავს მაინც არაფერში გვჭირდებოდა.
საუბარს კარზე კაკუნის ხმა გვაწყვეტინებს.
-ვინ უნდა იყოს?
-არ ვიცი.
ფეხზე ვდგები და კარს ფრთხილად ვაღებ.ჩვენი მეზობელია,მერი დეიდა.
-რამ შეგაწუხათ მერი დეიდა.?
-შვილო,ჩემს სახლში შვილიშვილმა სტუმრები მომიყვანა,საშინელი ხმაური და არეულობაა შეიძლება ერთი საათით თქვენთან დავრჩე.
-ცუდი აზრია..
-უკაცრავად?
-მინდოდა მეთქვა,რომ ჩვენი სახლი ცოტა მოუწესრიგებელია,არამგონია თავი კარგად იგრძნოთ.
-არაუშავს,იქაურობას აჯობებს.
სახლში ჩქარი ნაბიჯით შემოდის.როცა ყველაფერს ხედავს თვალები უფართოვდება.
-გვაპატიეთ,დილით სახლის დალაგება ვერ მოვასწარით.
-არაუშავს შვილო.აქვე დივანზე ჩამოვჯდები.
თაკოს გვერდით იკავებს ადგილს,ნინო მე მიახლოვდება.
-რატომ შემოუშვი?
-უკან ხომ არ გავუშვებდი,საწყალი მოხუცი ალბათ როგორ დაღალა ხმაურმა.
-აქ უარესი მდგომარეობაა.
მერი დეიდას ვუღიმი და ნინო ჩემს საძინებელში შემყავს.
-ბინის დალაგება მოგვიწევს.
-საზიზღარი,რაღა ახლა მოუნდა სტუმრობა,აქამდე რას მიკეთებდა.
-ჩუმად,არ გაიგოს.
-გაიგოს,უკეთესი წავა.
-არ გვაწყობს მეზობელთან ურთიერთობის გაფუჭება.
-მაგნაირი მეზობელი არ გვჭირდება,მაშინ გავახსენდით როცა დახმარება დასჭირდა.
-არაუშავს მაინც არაფერს გვიშლის.
ოთახს ვტოვებთ და სანახაობით გაკვირვებულები ადგილზე ვშეშდებით.მერი დეიდა სახლის დალაგებითაა დაკავებული,თაკო სიცილით გაწითლებულა და დივანზე კოტრიალობს.
-რა ხდება?
-ჩვენმა მეზობელმა დახმარება მოინდომა,მე უარი არ მითქვამს.
-სირცხვილია,მას ხომ არ შევაწუხებთ.
ვუახლოვდები და დამტვრეულ ლარნაკს ხელიდან ვართმევ.
-თქვენ დაბრძანდით,ყველაფრს თავად მივხედავთ.
-არ ვწუხდები,პირიქით ასე დრო გამყავს,შენ დაჯექი შენი დების გვერდით.მე ყველაფრს მივხედავ,აბა მეზობლობა როგორ გინდა ხან მე დაგეხმარებით ხან კი თქვენ.
-რათქმაუნდა.
გოგოებს ვუახლოვდები და მათ გვერდით ვჯდები.თაკოსკენ ვტრიალდები.
-ასეთი რა უთხარი..
-არაფერი.
-მატყუებ.
-კარგი,მაგრამ საინტერესო არაფერი.
-უკვე მდგომარეობიდან გამოვდივარ.
-ვუთხარი რომ მშობლები ქალაქგარეთ წავიდნენ.
-მერე?
-არაფერი.
-არ ვიცი ამას კიდევ რა დაუმატე,მაგრამ ის კი ვიცი რომ კარგად მოგიფიქრებია.
ვუღიმი და ფეხზე ვდგები.
-სად მიდიხარ.
-არსად უბრალად მომინდა ავმდგარიყავი.
-გასაგებია..
-ახლა თქვენც ადექით.
-რატომ.
-თქვენ გგონიათ უფლებას მოგცემთ აქ იჯდეთ როცა ის საწყალი ქალი ჩვენს სახლს ალაგებს?
ყველა ჩვენს მოვალეობებს ვინაწილებთ..დაახლოებით 2 საათში ყველაფერს ვალაგებთ.მერი დეიდას მადლობას ვუხდით და ვაცილებთ.
-აბა ახლა ცოტა ხანი დავჯდეთ და დავისვენოთ.
ყველანი ვჯდებით,მე იატაკზევე ვიკავებ ადგილს,ნინო სავარძელში კალათდება თაკო კი დივანზე ჯდება რაც შეიძლება სწრაფად.
მობილურის ხმა გვესმის რომელიც მეორე ოთახში დევს.
-ვისია?
-ჩემი არა.
პასუხს თაკო მცემს.
-არც ჩემი.
ისმის ნინოს ხმა.ესეიგი ჩემია.ფეხზე ძლივს ვდგები,მობილურს ვაკვირდები უცხო ნომერია.ნეტა ახლა ვინღაა.მობილურს ვიღებ და ვპასუხობ რაც შეიძლება ხმადაბლა.
-თამთა შენ ხარ?
ხმას ვერ ვცნობ და ვჩუმდები.
-საბა ვარ.
საბას ხმას გონებაში ვიღდგენ.მგონი მართლა ისაა.
-რა გინდა.?
როგორღაც ხმის ამიღებას ვახერეხებ და გოგონებთან გავდივარ..დივანზე ვჯდები.
-უბრალოდ დაბრუნდი..ყველა დარდობს შენზე.გთხოვ.
-არ ვაპირებ უკან დაბრუნებას.
-რატომ?შენ ხომ არ ოჯახი გყავს,მეგობრები..
-მე არავინ არ მყავს,ვის გამოც თქვენთან დაბრუნებას გადავწყვეტ.
-ვიცი ახლა დეპრესია გაქვს,მაგრამ ისეთ ასაკში ხარ,რომ ეს ბუნებრივია,ყველაფერი გამოსწორდება თუ უბრალოდ დაგვიჯერებ.
-პირველ რიგში რჩევებს ნუ მაძლევ და მეორეც თუ გახსოვს თავად მითხარი თუ როგორი საცოდავი ვიყავი.
-მე მაგის თქმა არ მინდოდა.
-მაგრამ თქვი.წარსულს უკან ვერ დააბრუნებ.ყველაფერი უკვე ნათელია.
-მხოლოდ ერთი შანსი.
-მე თქვენ ერთზე მეტი შანსი მოგეცით,მაგრამ ეს არავის გამოგიყენებიათ.ასე რომ,მე არ დავბრუნდები.
მობილურს ვთიშავ და დივანზე ვაგდებ.
-ვინ იყო?
-უბრალოდ უნდა წავიდე.
-სად მიდიხარ?
-ჩემს ოთახში ვიქნები.
საძინებელში ჩქარი ნაბიჯით შევდივარ და კარს ვკეტავ.მობილური კვლავ რეკავს.გაბრაზებული ვპასუხობ.
-ვერ გაიგე?
-თამთა მე ვარ..
მესმის დედას ხმა.მისი ხმის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის.
-დედაა.
დაბნეული მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ.
-შვილო...
-დედა,გთხოვ.
-სულ ოდნავ თუ მაინც გიყვარვარ დაბრუნდი.
-არ შემიძლია.
-რას ნიშნავს არ შეგიძლია,ვიცი რომ იქაურობას თავი დააღწიე.უბრალოდ სახლში დაბრუნდი,გპირდები ყველაფერი ისე იქნება როგორც მოისურვებ.
-საბას დამალაპარაკე.
-საბა აქ არ არის.
-ნუ მატყუებ,ვიცი რომ მანდაა.
-კარგი,როგორც გინდა.
-გისმენ.
მესმის საბას ხმა.
-ყურადღებით მისმინე,მეორედ დედაჩემს კვლავ გამოიყენებ იმისთვის რომ დავბრუნდე და მერწმუნე ყველას გაგანადგურებთ.კიდევ ერთი ცდა და დამიჯერე ინანებ რომ საქმე ჩემთან დაიჭირე.
მობილურს სწრაფად ვთიშავ.ჩემი სიტყვების თავად არ მჯერა,ნეტა ამით ვის შევაშინებ მე ხომ ჯერ 16ისაც არ ვარ.რას შევძლებ.გზა უნდა ვნახო,უნდა მოვძებნო ადამიანი ვინც დამეხმარება,მაგრამ როგორ წარმოდგენა არ მაქვს.აცრემლიანებული თვალებით იატაკს ვეხები.
-რატომ?რატომ მაინცდამაინც მე?ასეთი რა დავაშავე.



№1  offline წევრი likuna12345

ზალინ კარგა გაგრძეე

 


№2 სტუმარი natia

dzalian mmagaria magram tavebi cota gazarde

 


№3 სტუმარი ello1979

momwons magram cota daachqare mtavari rac unda moxdes.gagewela cota ar iyos :*

 


№4  offline წევრი april

ყველას მადლობა რომ კითხულობთ..საქმე იმაშია რომ ჯერ მთავარი რამ წინაა.,ეს უბრალო ისტორია არაა უბრალოდ სიყვარულზე.უბრალოდ მინდა თამთას პიროვნება წარმოგიდგინოთ ისეთი როგორიც სინამდვილეშია..შეიძლება ეს მართლაც ცოტა მოსაბეზრებელია,ასე რომ თუ გინდათ რომ მოვლენები დავაჩქარო,ასე მოვიქცევი..მაგრამ იმას ვერ შეგპირდებით რომ ძალიან მალე დავამთავრებ...ალაბთ იმიტომ რომ ამ მოთხრობაში მე მთელ ჩემს ემოციებს და განცდებს ვდებ..(მადლობა შეფასებისათვის)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent