შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულელი მე 5


22-03-2015, 19:34
ავტორი skip beat
ნანახია 2 218

მეორე დღეს ბატონს მოვკარი თვალი უნივერსიტეტში ისევ დახამებული გოგოების წრეში და თავი ვერ შევიკავე რო არ გამეცინა ,
-ნუ იცინი გაიგებს - გამაფრთხილა სალომ
-რა მერე
-ზედმეტ ყურადღებას იქცევ-განმიმარტა ეკამ-ჯანდაბა დაგვინახა და მოდის , არ გაიხედო -მაინც შევაბრუნე ოდნავ თავი და ისევ დაჭექა ხმადაბლა ეკამ- არ გაიხედოთქო ვის ვუთხარი
-კაი ხო -გულზე ხელი ავიფარე ,ველოდი მოვა ეხლა რამე იტყვის მარა არა ისე ჩაგვიარა ვითომც არაფერი
-ნაგავი -ჩემთვის ჩავიბუტბუტე
-რა იყო? - გაოცებულმა გამოხედა ეკამ
-არც შემიმჩნია
-მერე ეგ კაია
-ხო აბა რა აბა ქეთა მდგარიყო აქ სუ კუდის ქიცინით მოვიდოდა
-რა კუდის ?- კიდე უფრო დაჭყიტა თვალები სალომემ
-გოგო გმოთქმაა –მობეზრებული სახით აუხსნა ეკამ
-აა ხოო– აკისკისდა სალომე-მარა მემგონი ვიღაც თავის მეორე მეზე ეჭვიანობსო
-ჰა რა სისულელეა უბრალოდ მის ასეთ ქცევებზე მეშლება ნერვები
-კაიიი- გამიწელა სალომემ
-ნუ მეტყლარჭები გოგო-მხარში ვურტყავ სიცილით სალომეს ისც მყვება,ამასობაში ისევ ალექსანდრემ ჩაგვიარა მარა ამჯერად შემომხედა დაჩაიცინა
-მივახრძობ
-ეგ მერე ახლა კი შაგომ აუდიტორიაში -სალომემაც ვითომ........... ერთი შევუღრინე ჯერ კიდე ჩემზე მოშტერებულს და გოგოებს გავეკიდე
დღის ბოლოს უნივერსიტეტის წინ ვდგავარ და გოგოებს ველოდები როდის გამოვლენ ,ვდგავარ და გამვლელებს მივშტერებივარ , როგორ ადამიანს არ შეხვდები მოკლედ რა, ბოლოს ისევ ჩემ ფეხსამელებს დავაშტერდი ,რომლითაც მიწაზე ფიგურებს ვხაზავდი
-რაო უსაქმურობისგან აღარ იცი რა გააკეთო?- მისი ხმის გაგონებას ნამდილად არ ველოდი , მეგონა სუ შორიდან უნდა დაეცინა
-არვარ უსაქმოდ - ვუპასუხე ისე რო თავი არც ამიწევია
-ხოო? მოიცა შენი შემოხედვის ღირსიც არ ვარ?- არ დამინახავს მარა მივხვდი რო იღიმოდა
-არ ხარ - დიდ გულზე კი ვიყავი და ვარ ვითომ მარა სინამდვილეში მისთვის თვალების ჩახედვის მერიდება
-როგორც გნებავთ, და მარტო რატო ხარ?
-გოგოებს ველოდები -მზერა ახლა მის უკან კიბეებისკენ გადავიტანე
-მმმ -მხოლოდ ეს ამოიბუტბუტა და ჩემ გვერდით მოაჯირს მიეყრდნო , გვერდულად გავხედე და დავინახე რო გამწარებული მობილურში იყო ჩამძვრალი და მესიჯს წერდა მგონი , ბედი რო არ მაქ და თავში ტვინი კიდე , კარტას თუ არ ცვლი გამორთე რა ხმა , მორჩა მესიჯობას და ჩემი მობილურიც აწკრიალდა ,მე ერთ ადგილას გავშრი მან კი ეჭვით შეხედა ჩემი მოსაცმელის ჯიბეს საიდანაც ხმა გაისმა ,ცოტახანს ეგრე უყურა მერე შემომხედა და ოდნავ ტუჩის კუთხეებით გაღიმებულმა მითხრა
-მესიჯს არ ნახავ?- გონება დავძაბე რო რამე საღი აზრი მომსვლოდა მარა მგონი არ გამომივიდა
-არაა საჭირო - ვუთხარი და შევეცადე რაც შეიძლება უდარდელი სახე მიმეღო
-რატო? რა იცი როგორ ელოდებინ შენ პასუხს- ისევ ისე მიღიმოდა და თვალს არ მაშორებდა
-ტექნო ბუმი ან რაღაც ეგეთი იქნება აბა სხვას ვის გავახსენდები - ჩავიბუტბუტე ვითომ ჩემთვის და მობილური ჯიბიდან ამოვაძვრინე , გული იმის შიშისგან, რო შეიძლებოდა გამოვეჭირე ისე მიფართხალებდა, რო შემეშინდა ცუდათ არ გავმხდარიყავი , მისი თვალებიც ,რომლებიც ყოველ ჩემ მოძრაობას აკვირდებოდნენ , საერთოდაც არ შველოდა ჩემ სიტუაციას , მაგრამ მაინც ვცდილობდი არაფერი შემჩნეოდა ,მესიჯი მართლაც მისი იყო ,მარა მე ცოტახნით ადრე მოსული რომელიღაც მაღაზიის მესიჯი გახსენა დავაპირე და თან გულში ჩემ თავს ვიქებდი რო არ წავშალე , მარა მერე სხვა აზრმა მომიარა რატო უნდა ეფიქრა ამას ვითომ არავის ვახსენდები ხოლმე ამიტომ , კიდე უფრო ცოტა ადრე მოსული მეგობრის მესიჯი ვნახე , თან ჩავიღიმე , ვითომ გამიხარდა მესიჯი რო ვნახე და პასუხის წერა დავიწყე ,მეტი დამაჯერებლობისთვის გავაგზავნე კიდეც და სანამ ჩავიდებდი მოვასწარი მის შეუმჩნევლად ხმის გამორთვა , მისი მზერა ისევ რო ვიგრძენი გავხედე , აღარ იღიმოდა მარა მაინც ეჭვით მიყურებდა
-რა?
-არაფერი -თავი გააქნია , ამასობაში სალომე მომვარდა მარიააამ-ის ძახებით უკან კი ეკა მოყვა , და რა იციან გულში რამდენი ვლოცე რო გადამარჩინეს, ალექსანდრემ თქვენი დაცვა მოვიდა უკვე მე დაგტოვებთ თქვენის ნებართვით თქვენო აღმატებულესობავო ,თეატრალურად თავი დაგვიკრა და ღიმილით წავიდა , ცოტახანს გაკვირვებულებმა ვუყურეთ მერე ეს მართლა ვერაათქო ვთქვი და გოგოებმაც დაიწყეს
-რაო?- პირველი სალომე გამოვიდა
-რა რაო?
-ნუ გადამრიე რა უნდოდა რაზე გელაპარაკებოდა , ყველაფერს მიხვდა, დაგვერხა ?
-ეჰე აცადე გოგო - შეაჩერა ეკამ , თორე კიდე გააგრძელებდა ეს როგორც ვატყობდი , ხელით ვანიშნე რო ეარათ და გზაში ავუხსენი
-მოკლედ გეტყვით, ჩემ გვერდით რო იდგა მიწერა ქეთას , მარა ხმის გამორთვა დამავიწყდა ეს უბედურიც აწკრიალდა და კინაღამ გამომიჭირა , მარა ისე გავაკეთე ვითომ მეგობარმა მომწერა და მგონი დაიჯერა
-ილოცე რო დაიჯეროს - თითისქნევით გამაფრთხილა ეკამ

სახლში მისული ,ისევ კომპიუტერთან დავჯექი და სამსახურის ძებნა დავიწყე და ჰოპ რაღაც საინტერესოც ვნახე ბავშვთა დაბადებისდღის ცენტრის ვაკანსია , გრაფიკი შეთანხმებითო და ანაზღაურებაც კაი ჩანდა , მეც ეგრევე ნომერი ამოვიწერე და დავრეკე , ქალმა მიპასუხა სათნო ხმით და რო ვუთხარი რასთან დაკავშირებითაც ვურეკავდი იმ დღესვე საღამოსთვის დამიბარა , ამჯერად უკვე მამაჩემს დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი თან ვკითხე ასეთ დროს რა უნდა ჩაიცვას ადამიანმათქო მანაც სიცილით მითხრა მანდ შეგილია რაც გინდა ის ჩაიცვაო , ფართხაფურთხით გავემზადე და მერე მოუთმენლად ველოდი მოსაღამოვებას , როგორც იქნა მოვიდა დრო როცა მივაღწიე დანიშნულ ადგილამდე , ის ქალიც მალე ვიპოვე ,რომელსაც ტელეფონზე ველაპარაკე ,ჩემი უფროსი ნათელა მაღალი და სიმპატიური ქალი ,თავაზიანად მოსაუბრე აღმოჩნდა მარა ერთი ჩემთვის გაუგებარი კითხვა დამისვა
- ჩემო კარგო შენი აქ მოსვლის მიზეზი რა არის?-მკითხა და ინტერესეით მომაჩერდა , გადამრევს ეს ქალი მე
-სამსახურს ვეძებ რა თქმა უნდა
-და ბავშვებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს ?
-კარგი , ვუგებთ ერთმანეთს
-მიზეზი ?
-ხშირად მეუბნებიან მათი ჭკუისა ხარო - დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე ჩემებისგან მილიონჯერ მოსმენილი ფრაზა და შიშით მივაშტერდი ჩემ წინ მჯდარ ქალს , ვიფიქრე აი ეხლა დამერხა და გამაპანღურებს ასეთი არასერიოზული დამოკიდებულებისათვითქო მარა არა მან ერთი გემრიელად გადაიკისკისა
-ძალიან კარგი მიღებული ხართ- პირი დავაღე- ეს საბავშვო ცენტრია აქ თქვენნაირი ხალხი გვჭირდება ,- უჯრა გამოაღო იქიდან რაღაც ფურცელი ამოაძრო და მე გამომიწოდა- ამას გადახედე დარჩენილი განრიგებია თუ მოგეწონება ძალიან კარგი და თუ არა შეიძლება გადაცვლაც მოვახერხოთ სხვასთან - ფურცელს დავხედე , მერე ჩემი ცხრილი გავიხსენე
-მაწყობს
-ხოდა ძალიან კარგი , წარმატებები
-მადლობა
-ოთხშაბათს 5- ზე გელოდებით თბილად გამიღიმა მეც დავემსვიდობე და იქედან კი არ გამოვედი გამოვფრინდი , რა იყო ეხლა არაფერი ისეთი პოსტი მე არ მიმიღია მარა მაინც ძაან მახარებდა ის აზრი რო მუშაობას ვიწყებ და შევძლებ ჩემით გამოვიმუშაო ფული , პირველი მამას დავურეკე , მერე გოგოებს პირველი ხელფასით ვქეიფობთო გაუხარდა მერე სახლში მივედი და გემრიელად გამოვიძინე .

ამის მერე დღეები მუშაობის დაწყებამდე ჩვეულებრივად გრძელდებოდა დილით უნივერსიტეტი ,ანუ ლექიები , სალომესთან და ეკასთან ჭორაობა , მაიკოც ფორმაში იყო , მაგრამ ის ნაკლებად მაინტერესებდა , ახლა ჩემი ძირითადი ნერვების ამსლელი ბატონი ალექსანდრე იყო თავიდან ვითომც არაფერიო არც მიმჩნევდა ხოლმე მერე დაიწყო ის რაც ყველაზე მეტად მიშლიდა ნერვებს, როცა იყო და ერთმანეთს შევეჩეხებოდით , ცოტა ხანს მიყურებდა თვალებში ,მერე თავიდან ფეხებამდე ამათვალიერებდა ირონიულად იღიმოდა , ამას ისევ მერჩივნა რამე წაეგესლა ან რავი , ვერც ვერაფერს ეტყოდი , თავიდან ვუთხარი და აქეთ მე გამომიყვანა გიჟი მოგეჩვენა რაღაცო, თან ისე მშვიდად და დამაჯერებლად მითხრა ერთი პერიოდი მართლა დავეჭვდი კიდეც მოლანდებები ხო არ დამეწყო მეთქი მარა არა ნამდვილად ჩემ გაღიზიანებას ცდილობდა და კარგადაც გამოსდიოდა თავს ძვლივს ვიკავებდი ხოლმე რო არ გამომელანძღა თორე ისევ გიჟად შევირაცხებოდი , იმ მაიკოსაც მეტი რა უნდოდა იდგა და იღიჭებოდა , აი სახლში სრული განტვირთვა მქონდა ხოლმე მამაჩემი გვიანობამდე მუშაობდა , გოგოები ხანდახან შემომივლიდნენ ხოლმე დანარჩენი დრო კი ჩემთვის როგორც ამბობენ სკუჩნად ვიყავი,
და აი ისიც ნანატრი პირველი სამუშაო დღე , შევდგი ფეხი საბავშვო ცენტრში და ეგრევ ფუსფუსი მომხვდა თვალებში , მერე ნაცნობი სილუეტს მოვკარი თვალი და მისკენ გავემართე, მანაც რომ დამინახა ღიმილით მივესალმე უფროს
–მოდი მარიამ , გაიცანი ანასტასია ის დაგეხმარება შენი მოვალეობების და აქაური სიტუაციის გარკვევაში – გამაცნო ჩემგან რადიკალურად განსხვავებული გოგო , აი ისეთი ბიჭები რო დაინახავე და დორბვლას იწყებენ ,ამ ჩამოჩაჩულ ფორმაშიც კი ეტყობა რა ტანზეცაა სახეზე კი ოო , კურნოსა ცხვირი დიდი მწვანე თვალები და ასე შემდეგ , მის თვალიერებას რო მოვრჩი მომღიმარს მეც გავუცინე და მივესალმე ,
–მალე ქენით ცოტახანში დაიწყებენ მოგროვებას –გვითხრა უფრსმა , ანასტასიას თვალი ჩაუკრა ,მე მხარზე ხელი დამადო და წავიდა
–წამო სამზარეულოსკენ – ისევ ღიმილით ოდნავ მიბიძგა ხელით სამზარეულოს მიმართულებით და მეც გავყევი– მოკლედ დიდი ისეთი საქმე არ არი მაგიდების გაშლა და შემდეგ ალაგება გევალება – ამიხსნა ორი სიტყვით დასამზარეულოს კარები ორივე ელით შეაღო და არტისტული მოძრაობით დააყოლა – და დამ ესეც ჩვენი პატარა ოჯახი
გაიცანი ქალბატონი ლილი , გამაცნო ქვაბში ჩამძვრალი საშუალო ასაკის ქალი , რომელიც თავისი სახელის გაგონებაზე მოშორდა ქვაბს, თბილად გამიღიმა კეთილი იყოს შენი ფეხიო და ისევ ქვაბს მიუბრუნდა– ეს ქალბატონი ნელია – მიმითითა ქალზე რომელიც წინასგან განსხვავებით უკვე კარგა ხანია მაკვირდებოდა
–არავითარი ქალბატონი რამდენჯერ უნდა გითხრა გოგო– დაუცაცხანა სიცილით ქალმა ანასტასიას და მე მომიბრუნდა – მოდი გენაცვალე , გაძლება მოგცეს ამათ ხელში – ამ ამათში ვერ მივხვდი ვინ იგულისხმა და კითვის თვალებით ანასტასიას გავხედე , რომელიც მაშინვე მიმიხვდა დაბნევის მიზეზს და სიცილით განმიმარტა – ამათში ჩვენ გვგულისხმობს მე , და ლევანს – ჩემი მზერა ახლად შემოსულ ახალგაზრდაზე გადაიტანა
–ვა ახალს ზდაროვააა– თქვა და სასაცილო სახე მიიღო ,მეც მის სახეზე გამეცინა და რაც თავში მომიარა წამოვროშე
–ზდრასწი – ვთქვი და ენაზე კმენა ერთი იყო რა ზდრასწი რის ზრასწი გოგო , რომელი შენი ძმაკაცი ესაა, მარა თვითონაც რო ეგრე მომესალმა მარა მის კმაყოფილ სახეს მოვკარი თვალი
–კაია მომწონხარ უკვე – უფრო გაიბადრა , ქალბატონმა ნელიმ გვიყურა ალბათ იფიქრა ეს ამათზე უარესი იქნებაო და მერე მეორე ქალს მიუბრუნდა ,რომელიც გაცხარებული საჭმელებს უტრიალებდა და დასახმარებლად ეპატიჟბოდა
–აბა როგორაა საქმე ?–თავი შემოყო უფრისმა კარგად არიო უპასუხეს ერთხმად– კარგია მარიამს მიხედეთ და ჩემი ბედოვლათი რო მოვა ჩემი დანაბარები შეახსენეთ, მე წავედი –თქვა და გავარდა
–ბედი გქონია შენ რა – უკმაყოფილოდ მომიბრუნდა ანასტასია
–რატო?
–რატო და პირველივე დღეს გაქ საშუალება გაიცნო მისტერ ყველაფერიჩემიათავშიავარდნილიტიპივარ – მიაყარა სულისმოუთქმელად და ისედაც გაუკვერვლოაში მყოფმა უფრო დავჭყიტე თვალები და ახლა ლევანის მივუბრუნდი , მანაც გულიანად გაიცინა ჩემ სახეზე და მერე ამიხსნა ვინ იყო ეს მისტერ ვიღაც
–უფროსის შვილზე ამბობს
–გადაირევი რა , დედა ბულკი ქალია და ეს ვის დაემსგავსა ესეთი ხეპრე და მექალთანე
–დაიწყო ისევ– მობეზრებულად გადაატრიალა თვალები ლევანმა მერე მე გამოხედა და მრავლის მეტყველად გამიღიმა რაც განვმარტე როგორც მაგარი ევასება ამას ისაო , მეც ანასტასიას მივუბრუნდი და უდანაშაულო სახით ვიკითხე
–ხო არ მოგწონს შემთხვევით ? –კი ვინანე რა მაყრანტარებდა მეთქი როცა დავინახე რო გოგოს ფერები გადაუვიდა, ჯერ გადაფირდა , მერე გამწვანდა და მერე გაწითლდა ,
–არა საიდან მოიტანე დეგენერატია სუფთა – ჯერ იუარა და მერე რო მიხვდა არ გამოუვიდა საწყალი სახე მიიღო და ჩურჩულით გვითხრა – აუ რა ვქნა არ ვიცი აი ძაან სიმპატიურია მარა დამპალია ყველას ეფლირტავება
–რა საყვარელია – ხმამაღლა ავღნიშნე ანასტასიაზე , მანაც გამიღიმა
–უფ ძალიან – ღადაობით დამეთანხმა ლევანი და საპასუხოდ გოგოსგან მუშტიც მიიღო მხარში
– აბა ჰე ბავშვებო მიხედეთ საქმეს– გაგვახსენა აქ რისთვისაც ვიყავით ქალბატონმა ნელიმ და ჩვენც ავფაცურდით
–წამო საქმის დროს აგიხსნი ყველაფერს – მითხრა ანასტასიამ და გამზადებულ თეფშებს ხელი დაავლო , მეც მას მივბაძე და კუდში გავყევი ცოტა ხნის პაუზის შემდეგ ლევანიც გამოგვყვა , თან ვალაგებდით და თან მიხსნიდა რა რამდენი უნდა დამედო და როგორ უნდა დამედო , რაში იყო საჭირო ეს წესები ნეტა , ცოტახანში მოვიდნენ კიდეც იუბილარი და სტუმრები და დაიწყეს ბავშვებმა აქეთ იქით სირბილი , მერე დაიწყო დაბადების დღეც
–აბა შენ იცი გაძლება მოქცეს– ახლა ლევანმა შემამკო კეთილი სურვილებით
–ამჯერად ვიზე მეუბნებით?
–უამრავი ტიპის მშობელს შეხვდები და მიხვდები –თვალი ჩამიკრა ანასტასიამ ,მერე თქვა აქ ჯერ საჭირო არ ვართო და ისევ უკან გაბრუნდა , ჩვენც მას მივყევით, მოკლედ მაგიდასთან დავფაცურობდით ძირითადად , იქ ყავა მივუტანეთ მშობლებს , მერე ტკბილეულის ჯერი დადგა , ტორტიც გაიჭრა და ასე შემდეგ დღის ბოლოს კი უკვე დალაგაებაზე ვფაციფუცობდით , ამ ლაგებაში ვიყავი როცა ზადნით წავედი და ვიღაცას შევეჯახე და , რო შევბრუნდი ბრაზიან თვალებს წავაწყდი თან ისეთ ცივს რო მთელ სხეულში შიშისგან გამცრა და ძვლივს ამოვიბუტბუტე
–უკაცრავად
–წინ იყურე საქმეს რო აკეთებ– ბიჭოს ხმაც თვალების მსგავსად ცივი ქონია
–მე უბრალოდ – თავის მართლება დავიწყე დაბნეულმა მაგრამ მალევე მოვიკრიბე გამბედაობა და საერთოდ ვისი ტიკიტომარა იყო– ბოდიში მოვიხადე უკვე და საერთოდაც სამუშაო საათები დასრულებულია თუ სერიოზულ საქმეზე არ ხართ დატოვეთ აქაურობა , ხელს მიშით საქმეში– ჩემ სიტყვებზე ირონიულად ჩაეღიმა
–ახალი ხარ როგორც ჩანს – მერე სამზარეულოს კარებს გახედა –ლალი!– იმხელა ხმაზე დაიყვირა გული გადამიქანდა , ლალიმაც მალე გამოყო თავი სამზარეულოდან
–ხო კაკი
–ლალი დედაჩემმა რაღაცეები რო დაგიტოვა მომე წავიღებ – შედარებით წყნარად და თბილად მიუგო ქალს , რო გავიაზრე მისი ნათქვამი და დედაჩემიო ცუდად მომხვდა ყურში
–კაკი– ამჯერად ლევანის ხმა გაისმა ჩემ უკნიდან
–ლევან – ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, მე პირღია ვიდექი ,აი თურმე ვინ ყოფილა ანასტასიას სატრფო , ამაზე დეგენერატი ვერავი ნახა ?
–კარგი წავედი კარგად – ლევანს დაემშვიდობა ,როცა ლალიმ რაღაც პარკი გადასცა მერე მე მომიბრუნდა – შენ ჭკუით– და წავიდა
–ხოო შენ ბედი ვაფშე არ გაქ– სახე შეჭმუხნილმა გამომხედა მაშველელმა
–გამაგდებენ ხო?
–არა არა მაგაზე არ იდარდო ჯერ დედამისია ჩვენი უფროსი და არა ეს ,
–შემეშინდა– ვაღიარე ჩემი პირველი შდაბეჭდილება , და მოწყენილი სახით გავხედე
–დედა რაღა ვქნა შემიშინა ბავშვი – ხელები ლოყაზე იტკიცა და შეწუხებულმა შემომხედა , მის ამ საქციელზე სიცილი ამიტყდა და ისიც ამყვა
–აბა რას შვებით?– იკითხა ახლად მოსულმა ანასტასიამ
–რას ვშვებით კი არა კაკი იყო აქ და ბავშვი შეგვიშინა –მოახსენა სიცილით
–რაა? აქ იყო ? როდის ? სად?– დაიბნა გოგო
–მდაა ჩემი შიში სუ არ შეიმჩნია – ვიხუმრე და ლევანიც ნწ ნწ – ს ძახებით ამყვა
–მომიკვდეს თავი ,–ახლა ამან იტკიცა ლოყებზე ხელი – ნახე მაგას რა ვუყო მაგის გამო– მითხრა და თვალი ჩამიკრა , ლევანის კიდე რაღაც უნდა ეთქვა მარა ნელი გამოვიდა და გვთხოვა ბავშვებო მალე მორჩითო – ჩვენც მივალაგეთ და დავიშალეთ. ქუჩაში მივაბოტებდი და დღვანდელ დღზე ვფიქრობდი , ტყუილად ვნერვიულობდი ძაან მაგარი სიტუაცია დამხვდა დახლში მისულს კი მამაჩემი , სალომე , ეკა და სკაიპში ქეთა შემომეგებნენ , რო დავჯექი ყველა წრეზე შემომიჯდნენ და მომაშტერდნენ , მეც გავწელე სიტყვა და ყველას ეშმაკურად გავუღიმე
–ჰა ეხლა ნუ დაგვტანჯე – შემიბღვირა სალომემ
–აუ კაი სიტუაცია არის , ცოტა კი დავიღალე მარა კაი იყო– და დავიწყე მოყოლო ყველა დეტალებში ამაღწერინეს
–ჩემი გოგო – მამამ თავზე მაკოცა
–ვაჟკაცი მა –სიცილით ავხედე მამას
–ეს რა ცანცარაა რა გვეშველება – მანაც ღიმილით შეიცხადა
–არც რაფერი რა უნდა ეშველოს – თქვა ეკამ და მერე მამა სხვა ოთახში გასული რო დაიგულა დააყოლა
–აუუ მომენატრეთ
–რამ მოგანატრა გოგო მხოლოდ რამდენიმე საათია არ გვინახიხარ – სიცილით მკითხა სალომ
–დამპალო
–ჩასკდი შენ – ეკამ პატარაზე წამკრა თავზე ხელი
–დას ნუ მიჩაგრავთ ეე– იქედან ქეთა გამომესარჩლა
–ისევ შენ დაო – –ესეთ ამბავსი ვიყავით მამა რო მოვიდა
–ისე მეც მაქ ახალი ამბავი – დაიწყო და მედა ქეთას გადმოგვხედა
–რაო აბა?
–რა და რო გითხარით ერთ კომპანიასთან ვიწყებ მუშაობასთქო ხო გახსოვთ, მაგ კომპანიის უფროსი ჩემი ძველი მეგობარი აღმოჩნდა , ერთადაც ვმუშაობდით ერთი პერიოდი და ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა ეგრევე გადმომილოცა საქმე, შენნაირი პროფესიონალი მჭირდებოდა ზუსტადო
–ეე რა მაგარია მა – გახარებულმა ტაში შემოკრა ქეთამ
–მართლა კაია– მეც და გოგოებმაც მივულოცეთ–ისე სად იყო აქამდე თუ შენნაირი პროფესიონალი ჭირდებოდა
–მარიამ – სერიოზული სახით გადმომხედა მამამ
–კაი ხო ჩუმად ვარ
–არც იცოდა წლებია უცხოეთში მოღვაწეობს
–უნდა აღინიშნოს ეს ამბები –წამოიძახა სალომემ და ეკას კრა ხელი წამოო ,ინტერესით მივაჩერდი სამზარეულოსკენ მიმავლებს
–რა ჭირთ ამათ
–სიურპრიზიი– მაცნო ქეთამ,და გოგოებიც გამოვიდნენ საჭმლებით ხელში
–ეე ამათ უყურე რა –შევძახე გახარებულმა
–აბა რა ხო უნდა ავღნიშნოთ –თქვა მამამ
–აუ მეც მინდა თქვენთან– წუწუნით გადაიქნია თავი ქეთამ
–ჩამო მერე
–სულ მალე დაო მარა ეხლა გავალ საქმეები მაქ და გვიან შემოვალ კიდე
–კაი მიდი– ქეთას დავემშვიდობეთ სუფრაც მალე გავშალეთ და მოკლედ კარგად მოვილხინეთ , გოგოები ჩემთან დავიტოვე იმ ღამით, ლაპარაკით გული ვერ ვიჯერეთ და ეხლა ჩემ ოთახში გავაგრძელეთ, მალევე ქეთაც შემოგვიერთდა , მამაჩემმა არ შეგაწუხებთო და ტელევიზორს მიუჯდა , ჯერ კიდე ვლაქლაქებდით ჩემ დღეზე როცა მესიჯი მომივიდა ინტერესით დავაჩერდი და ჩამეღიმა ავტორი რო ვნახე
–მოდი გამოვიცნობ , ალექსანდრეა – თქვა ეკამ და დასტურისთვის მომაშტერდა
–აჰა–მეც არ დავაყოვნე
–რაო?–ეხლა სალომე აცმუკდა
–ხვალ შეხვედრა უნდა
–ეუფ – გაისმა სკაიპიდან ქეთას ხმაც




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent