შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ... 16


22-03-2015, 19:42
ავტორი northern light
ნანახია 3 743

გუკას გვიან გაეღვიძა და მაშინვე აწკრიალებულ ტელეფონს დახედა. 12 გამოტოვებული ზარი და 6 შეტყობინება . მაშინვე გახსნა შეტყობინებები "გუკა მაშო დაიკარგა, ვერ ვპოულობთ " რამდენიმეჯერ გადაავლო თვალი შტყობინებას და გიჟივით წამოვარდა ფეხზე , ახალგაღვიძებულმა წონასწორობა ძლივს შეიკავა ქურთუკი აიღო და გიჟივით გავარდა სახლიდან , ხელის კანკალით აკრიფა მაშოს ნომერი მაგრამ რამოდენიმე ზარის მერეც არავინ უპასუხა. არ იცოდა რა გაეკეთებინა
-ბიჭო ას ქვია დაიკარგა ? სად ხართ? ან როდის წავდა სახლიდან? - გიჟივით იყვირა შუაქუჩაში და გადაფითრებულ აკოს მივარდა
-არ ვიცი , არაფერი ვიცით პოლიციაც ეძებს 4 საათის წინ გავიდა სახლიდან და არ მისულა , არც მობილურზე პასუხობს , შენტან გვეგონა მაგრამ რომ დაგირეკეთ შენც არ იღებდი- ანერვიულებული ხმით უთხრა აკომ
-რასქვია ოთხი საათის წინ? არ უთქვამს სად მიდიოდა? - რა გაეკეთებინა გუკას არარ იცოდა , ახლა პატარა რომ ყოფილიყო დაჯდებოდა და იტირებდა მაგრამ ვერაფერს ახერხებდა , მისთვის უძვირფასესი ადამიანი დაიკარგა და თვითონ ვერაფერს აკეთებდა
-არ ვიცით , სად შეიძლება რომ იყოს? დაფიქრდი რა
-რა დავფიქრდ ვერაფერზე ვერ ვფიქრობ , ყინავს გესმის? გარეთ რომ იყოს გაიყინება , გაიყინება გესმიის? -ყვირილით უთხრა აკოს და თავში ხელები წაიშინა - დათო - მხოლოდ ახლა გაახსენდა დათოს სახელი და დაიმედებულმა აკოს შეხედა
-ვერ პოულობენ , სახლში არაა უკვალოდ გაქრა ვეძბეთ უკვე
-მისმინე მე ყველგან მივალ სადაც შეიძლება იყოს მიდი და მიხედე , დათო იპოვეთ გესმის? - მხარზე ხელი დაარტყა აკოს და გიჟივით წავიდა, ვერ ხვდებოდა სად უნდა წასულიყო, არავინ ყავს მაშოს მათ გარდა . სკამზე ჩამოჯდა და ხელები თავზე შემოიჭდო, მერე გულზე მაგრად მიიჭირა და ცას ახედა
-სად ხარ მაშო სად? - თითქოს ცას ეკითხებოდა და ცაც პასუხად თოვლის ფიფქებს აფრქვევდა . გულზე მიჭდობილ ელებს გახედა და გაახსენდა როდის აკეთებდა ასე მაშო -ლუკა , სასაფლაო- თავისთვის ჩაიბურტყუნა და გიჟივით წავიდა სახლისკენ , მანქანა ისეთი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს კვალი დატოვეს . ვერაფერს ხედავდა და მაინც მთელი სისწრაფით მიდიოდა . გიჟივით გადავიდა მანქანიდან და სასაფლაო ჭიშკარი გააღო , სრული სიბნელე და სიცარიელე მაგრამ ლუკას საფლავთან შორიდანვე დალანდა ძირს მწოლიარე სხეული, გიჟივით გაიქცა და თითქოს სული გაეყინა სისხლის გუბეში მწოლიარე მაშო რომ დაინახა . მის წინ მუხლებზე დაეცა და მკლავზე გადაიწვინა
-მაშო , მაშო გთხოვ გაუძელი, თვალები გაახილე - სისხლით მოსვრილ ხლებს გაფითრებულ სახეზე უსვამდა და ცდილობდა როორმე გაეთბო. ერთიანად ცახცახებდა მაშო და გრძელი წამწამებიც თოვლის ფანტელებს დაეფარათ . იგრძნო სითბო და თვალების გახელა სცადა მაგრამ ისე ჰქონდა ერთმანეთზე მიყინული ვერაფრით გაახილა, ვერც შეძლებდა , რადგან ტკივილს დაემონებინა მაშოს სხეული და გონება . გაყინული ტუჩები ერთმანეთს დააშორა
-მც იი ვა ა- კანკალით წარმოთქვა და გონებაც დაკარგა. თავისი მოსაცმელი მოახურა გუკამ და ხელში აყვანილი გააქცია მანქანისკენ, ისე სწრაად მიქროდა მანქანების სიგნალი არ წყდებოდა მარამ არავინ და არაფერი აინტერესებდა გუკას მაშს გარდა. სისხლიანი ხელებით აიღო ტელეფონი და აკოს ნომერი აკრიფა
-ვიპოვე , დაჭრილია საავადმყოფოში მიმყავს - სამი სიტყვის თქმა ძლივს მოახერხა და ცრემლებმა იხეთქეს გუკას თვალებიდან . ხმამაღლა დაიყვირა და კიდევ უფრო მძლავრად მიაჭირა გაზს ფეხი. სირბილით აიყვანასაავადმყოფოს კიბეებზე მაშო და ყვირილით შევარდა დერეფანში . მაშინვე ყველამ მის გარშემო მოიყარა თავი და მაშოც წამებში მოათავსეს საკაცეზე ხოლო ასევე რამდენიმე წამში შეიყვანეს საოპერაციოში და კარი ცხვირინ მიუხურეს . გიჟს გავდა ალბად ვერასდროს შეძლებდა იმ სურათის დავიწყებას რაც სასაფლაოზე დახვდა . მოსაცდელში ხმაურით შემოცვივდნენ , აკო, იკა, ლუკა, ელე და განადგურებული ზურა და ქეთო . ტირილისგან თვალები ქონდათ დასიებული და ერთმანეთს ეხუტებოდნენ . მაშინვე ფეხზე წამოდგა გუკა და მათკენ წავიდა. ტირილით წავიდა მისკენ ქეთო და მაგად მოეხვია
-როგორაა? მითხარი რომ კაგად იქნება - ძლივს ლაპარაკობდა ქეთო და გუკას მაისურს ცრემლებით ასველებდა .
-ახლა შეიყვანეს , არაფერი არ ვიცი - სიმწრით ჩაილაპარაკა და ახლა აკოს გადაეხვია . საშინელი წუთები იყო , საშინელი წამები და საათები. გავიდა 1 საათი , 2 საათი ..... 6 საათი მაგრამ მაინც არავინ ჩანდა . საოპერაციოს კარი მხოლოდ ერთხელ გაიღო და ისიც სიტყვის უთქმელად გაიქცა ექიმი რომელიღაც პალატისკენ . ხოლო როცა ისევ უკან ბრუნდებოდა მხოლოდ ორი სიტყვა თქვა - დამაიმედებელი არაფერია - რამაც უარესად გაანადგურა ყველა და გუკასაც ბოლო მოუღო. ვერ იტანდა საავადმყოფოს სუნს , ვერც იქაურობას რადგან სწორედ აქ დაკარგა მარიამი და მამა , სწორედ აქ უცდიდა ლუკას სიცოცხლის გადარჩენას და ახლაც ყველაზე ძვირფასს ართმევს ღმერთი. აივანზე გავიდა და მოაჯირს ხელებით დაეყრდნო. ციოდა , საშინლად ციოდა არც ქურთუკი ეცვა მაგრამ იმდენად იყო ტკივილით გაჟღენთილი ვერაფერს გრძნობდა . მაგრად მოუჭირა მოაჯირებს ხელი ლუკას ხმა რომ გაიგონა
-კარგად იქნება -გვერდით ამოუდგა მეგობარს და ხელი გადახვია
-დედას ვუტირებ იმ არაკაცს ! - გამწარებულმა ზიზიღით ჩაილაპარაკა და სივრცეს გაუშტერა თვალი .
-შენ არა ჩვენ მივხედავთ ! მაშოსთან უნდა იყო - მკაცრად უთხრა გუკას და მხარზე ხელი "დაუტყაპუნა"
-რატომ მართმევს ღმერთი ყველას ვინც მიყვარს? - გამწარებულმა დაიყვირა და მოაჯირს ისე დაარტყა ხელი ლამის მოტეხა .
***
გიგრძვნიათ სხეულის სულიგან განთავისუფლება? მე ვიგრძენი ! ყველაზე სასიამოვნო შეგძნებაა , თითქოს ყველა ტკივილს იხსნი მხრებიდან და თავისუფლდები , თავისუფლებას შეიგრძნობ და გულიც უჩვეულოდ გიცემს. მე ვიგრძენი ეს ყველაფერი, ამბობენ სიკვდილისწინ შენი ცხოვება გაგახსენდებაო მაგრამ ასე არ მოხდა , მხოლოდ გუკას სახე მიტრიალებდა თვალწინ , მხოლოდ მისი შავი თვალები და მისი ღიმილი.ალბად იმიტომ რომ ჩემი დემონია ჩემი ცხოვრება . არ მინდოდა გონზე მოსვლა მაგრამ არც წასვლა მინდოდა, ვიცოდი ლუკას ვნახავდი მაგრამ გუკას დაკარგვაც არ შემეძლო, დახმარებას ვითხოვდი , იქნებ ვინმე დამეხმაროთთქო ვყვიროდი მაგრამ არავის ესმოდა, თავისუფლების შეგრძნებაც ქრებოდა და თითქოს ისევ ტკივილი მიხშობდა სმენას , სუნთქვა მინდოდა მაგამ ვერ ვსუნთქავდი, მინდოდა თვალების გახელა რომ კიდევ ეთხელ მენახა ის სახე რომელიც ასე მიყვარს მაგრამ ვერ ვახელდი, მხოლოდ ხმები მესმოდა ბუნდოვნად და ისიც არც ერთი არ იყო ნაცნობი, არც ერთი ხმიდან არ მოდიოდა ნაცნობი სითბო ...
***
მოსაცდელში იყო ყველა და განადგურებულები ელოდნენ მხოლოდ ერთ სიტყვას რომელიც იმდეს ჩაუსახავდათ მაგრამ არავინ ჩანდა , ექიმი რომ დაინაეს ყველა ფეხზე წამოიშალა და წრე შემოარტყეს სისხლიანი ხელთათმანებით მომავალ ექიმს
-ცოცალია - ყველამ ერთად ამოისუნთქა და ყველა ერთად აქვითინდა. ქეთო ზურას ეხუტებოდა ელენე იკას და სამი განუყრელი ადამიანი ისე უბრაუნებდნენ ერთმანეთს ხელებს ბეჭებში , რომ სადაც იყო დალეწავდნენ ერთმანეთს. ცოცხალი იყო მაგრამ დამაიმედებელს ვერაფრეს ამბობდნენ ...ლოდინში და ტკივილში გაილია იანვარი, თებერვალი, მარტის ბოლო დღეები იყო მაგრამ იმედი უკვე თითქმის აღარ არსებობდა. ბავშვები ფიტულებს გავდნენ ,დღე და ღამ იქ იყვნენ მაგრამმაინც ვეაფრით შველიდნენ მაშოს . ფრთხილად შეაღო პალატის კარი გუკამ და მაშოს გვერდით სკამზე ჩამოჯდა
-მესამთვეა ასე ხარ და ადამიანებს აღარ ვგავართ , იცი როგორ მომენატრა შენი წკრიალა ხმა? გთხოვ არ დაგვტოვო, თუ გიყვარვარ, გახსოვს? დამპირდი არასოდეს მიგატოვებო, შენ ხომ ჩემი პატარა მაშო ხარ, იცი რა ლამაზია გაზაფხული? მაგრამ უშენოდ მაინც უფერულია . აი ახლა ამ სილამაზეს , გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ჩემო პატარავ .... -ტკივილით ამბობდა ყოველ სიტყვას და მაშოს გაუფერულებულ და გამხდარ ხელზე ეფერებოდა.

***
ჩემთვის ნაცნობი ხმა რომ მისწვდა ჩემს ყურთასმენას ერთიანად ამეწვა ყველაფერი, თითქოს ვგრძნობდი როგორ მოძრაობდა ჩემს სხეულში სისხლი, მჩხვლეტავი არსებები დაცოცავდნენ კიდურებში და ხეხემალი საშინლად მტკიოდა. ისე მაგრად მქონდა წამწამები ერთმანეთზე მიწებებული მეგონა ვერასოდეს ავაცლიდი ერთმანეთს მაგრამ ხელი რომელიც ჩემს ხელს ეხებოდა საოცარ სითბოს უშვებდა ჩემს სხეულში და მეც გამოფხიზლებისკენ მიბიძგებდა, ფრთხილად შევარხიე თითები და ვცადე თვალების გახელა , თვალები კი გავახილე მაგრამვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ ბუნდოვნად ვხედავდი რაღაც გამოსახულებებს . ჩემს გვერდით მდგარი გაურკვეველი აპარატი კი საშინელ წუილის ხმას გამოსცემდა რაც უარესად მხდიდა და თავს მატკიებდა
-გუკა - ჩახლეჩილი ხმით წარმოვთქვი და ვიგრძენი როგორ ამეწვა ყელი.
-მაშო, მაშოო გაიღვიძე? - შუბლზე კოცნა ვიგრძენი და ამეწვა ის ადგილი სადაც ჩემი დემონის ცხელი ტუჩები შემეხნენ -გაიღვიძა , ექიმო გაიღვიძა , გონზეა- ხელი აღარ მეხებოდა და ხმაც შედარებით შორიდან მესმოდა მაგრამ ვხვდებოდი რომ ეს გუკა იყო . მალევე დავინახე კიდევ ორი გამოსახულება და კარებთან უფრო ბევრი მაგრამ ვერ ვაჩევდი ვინები იყვნენ
-მაშო გესმის ჩვენი? უბრალოდ ხელით მანშნე თუ ლაპარაკი გიჭირს - მზრუნველი ხმა გავიგე და ოდნავ შევარხიე გახევებული თითები. ახლა ყველაზე მეტად გუკას შეხება მსურდა, მინდოდა მეგრძნო მისი სითბო რომელიც ჩემს გაყინულ სხეულსაც გადმოედებოდა
-გილოცავთ , სასწაულია , რამდენი შეძლო ამ პატარა გოგომ - უფრო ხმადაბლა ნათქვამმა სიტყვებმა მაინც მოაღწიე ჩემამდე- ცოტა ხანს დააცადეთ და შემდეგ რიგ- რიგობით შემოგიშვებთ - ხელით ანიშნა გადითო და მეც საშინლად დამწყდა გული, მინდოდა მეყვირა არ წახვიდეთთქო მაგრამ არ შემეძლო. ისევ ბნელმა სამყარომ გაიმარჯვა და მეც მასში გადავეშვი... ისევ თბილმა ხელებმა გამაღვიძეს რომლებიც სახეზე მეხებოდნენ და მეც ფრთხილად გავახილე თვალები. ახლა კარგად ვხედავდი და გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა დემონი რომ დავინახე, შცვლილიყო , წვერი წამოზრდილი ჰქონდა და შავ თვალებშიც ა დასთამაშებდნენ ის ციმციმა ვარსკვლავები მე რომ მაბნევდნენ . უპეები ამოშავებოდა და ტუჩებსაც დაეკარგათ ღვინისფერი .
-მაშო, ჩემო პატარავ - ოდნავ გამიღიმა და ხელზე მაგადმაკოცა-როორ შემაშინე
-მე .. მე ...-მინდოდა მეკითხა რა მომივიდათქო მაგრამ ერთიანად გამახსენდა დათოს სიტყვები, ყველაფერი გამახსენდა და თვალებიც ცრემლებმა დაფარა
-არ იტირო, არ იტირო მაშო შენთან ვარ , ჩუ გთხოვ არ იტირო - თმაზემეფერებოდა და ცრემლებს მწმენდდა....


დღეს არ ვაპირებდი დადებას , მინდოდა დიდი თავი დამეწეა და ის ამეტვირთა მაგრამ მაინც ვეღარ მოვითმინე :D <3 ცუდად ვაპირებდი დამთავებას სულ სხვანაირად მინდოდა მაგრამ რომ გადავხედე წინა თავებს რატომღაც გადავიფიქრე ... აბა თქვენ იცით ა დაიზაროთ კომენტარბის დაწერა ჩემთვის თქვენ აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს <3 იმედია ძაან პატარა არაა



№1  offline წევრი tamooo

kargia magram ra cudad kai raa... armokla es saeyali gogo an ar daashoro ertmanets malr dadee raa

 


№2  offline წევრი northern light

tamooo
kargia magram ra cudad kai raa... armokla es saeyali gogo an ar daashoro ertmanets malr dadee raa

არა არ ვაპირებ არავის მოკვლას გადავიფიქრე :D კარგად დავამთავრებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent