შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნიღბით (ნაწილი II)


22-03-2015, 21:40
ავტორი მარიამი, N7
ნანახია 1 962

გამიხარდება, თუ დააფიქსირებთ თქვენს აზრს და მუზას გამიხარებთ..
იმედია მოგეწონებათ, ცოტა სიმძაფრე, ცოტა კომედია..
ფოტოზე კატო (ჩემი წარმოსახვით).


–ბატონო ალექსანდრე, არც კი ვიცი, ამხელა მუცლით სასამართლოს წინაშე როგორ უნდა წარვსდგე, – აქოთქოთდა ოფისში მისული კატო.
–ის უფრო ძნელი ასახსნელი იქნება, რომ სამართალ დამცველმა ზუსტად მისი საქმის წინა დღეს მოაწერა ხელი წასვლის კონტრაქტს, ასე რომ, სხვა არჩევანი არ გვაქვს, – მაგიდაზე მიგდებულ საქაღალდეს გადასწვდა.
–ბოლო თვეში ვარ, არაფერი გვაქვს გარანტირებული, – თავის დაძვრენას ამაოდ ცდილობდა აბაშიძე.
–თუ საქმე ცუდად წავა, შეგიძლია აიტკიო მუცელი, – ნიშნისმოგებით წარმოთქვა მამაკაცმა, თითქოს საოცარმა იდეამ გაუნათა გონებაო.
–მეგონა ჩვენ წოდებებს ვამართლებდით, – წამოისროლა ზიზღით აღსავსე სიტყვები კატომ.
–ასეც არის, უბრალოდ არავინ იცის აყვანილის ეშმაკი ადვოკატი რას მოიმოქმედებს.
–ისეთს არაფერს, რომ უკიდურესი ზომები მიგვაღებინოს!
–ვინ იცის, ვინ იცის, – გაეღიმა ალექსანდრეს. – რას არქმევ?
–ადრიანე, – გაეღიმა კატოსაც.
–ლამაზი სახელია, ორიგინალურიც, რატომ გადაწყვიტე? – ისე იღიმოდა ალექსანდრე, თითქოს იცოდა ყველაფერი, იცოდა ნამდვილი პასუხი და აინტერესებდა რას მოიმიზეზებდა. ისე კი ამ მამაკაცს ვერაფერს დაუწუნებდა კატო და თუ მოისურვებდა შეაბამდა კიდეც, მაგრამ ის და მისი ერთგულების ჯანი!
–რამოდენიმე თვის წინ, ერთმა ადამიანმა შემაყვარა ეს სახელი, – სიმორცხვით გაიფაკრა კატო.
–მეც მყავს ერთი ადრიანე სამეგობროში, ძალიან სიმპატიურია, მაგრამ ზედმეტად მექალთანე, – გამომცდელად აათვალიერა მამაკაცმა ქალი.
–კარგია, – დაბნეულმა სხვა ვეღარაფერი უპასუხა და საქაღალდეს დასტაცა ხელი, – გადავხედავ და მოვემზადები.
ფეხსაცმელების კაკუნით გავიდა კაბინეტიდან.
ქუჩის ერთი მხარე გადაკვეთა და ტროტუარს დაუყვა. კარგად დაბნელებულიყო. საათს დახედა, ცხრა იყო, ზუსტად. „გაზაფხული და მისი ჯანი, მაინც მალე ბნელდება“ – გაიფიქრა და გაყინული ხელები ჯიბეებში ჩაილაგა. კიდევ ერთხელ გადაკვეთა ქუჩა და თავის უბანში შეუხვია. საკმაოდ ბნელი და კრიმინალურ წარსულის მქონე უბანში ცხოვრობდა, მაგრამ მთელი მისი აქ ცხოვრების განმავლობაში, ფათერაკს არ გადაჰყრია, აი, იმ წამს კი.. იმ წამს შეშინდა, აღშფოთდა, გაშრა, გაფითრდა..
წინ ედგა, უცნობი ნიღბით და ნიღბიდანაც მოსჩანდა მისი ღიმილიანი სახე. ღიმილიანი, რომელიც სულაც არ იყო კეთილი.
–როგორ ხარ, კატუნა? – ხელები ზურგს უკან წაიღო და გადააჯვარედინა უცნობმა. ოდნავ გადაიხარა ქალისკენ.
პულსი აუჩქარდა კატოს, საგრძნობლად. მუცელზე ხელი იტაცა, ალბათ შეეშინდა, არავის წაერთმია მისი ერთადერთი განძი, ბედნიერება.
–რატომ შეშინდი? გგონია რამეს დაგიშავებ? – ნელ–ნელა ამოძრავდა და კატოს გარშემო შემოუარა, თანაც მის მუცელს აკვირდებოდა. – იცი რა რთულია აღზარდო ბავშვი მამისა და სახსრების გარეშე? – დენდარტყმულივით შეცბა ქალი და უკან იწყო დახევა. – მშვიდად, არაფერს დაგიშავებ, მხოლოდ გაფრთხილება მინდოდა შენი, – ისევ გაიცინა უცნობმა, რომლის სიცილიც ასე ეცნობოდა კატოს. ეცნობოდა, მაგრამ თან არ შეეძლო გაეხსენებინა, არადა თითქოს როგორი ახლო იყო.
ხმას ვერ იღებდა გაოგნებული ქალი და თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა ნიღბიანს. გაუსაძლისმა დუმილმა დაისადგურა სამყაროში, თუმცაღა არც სურდა, რომ ეს დუმილი ისევ უცნობის ხმას დაერღვია, მაგრამ ცხოვრება ხომ ჩვენი სურვილების ამხდენი ქარხანა არაა, იმ წამსვე იქუხა მამაკაცის ხმამ:
–ბავშვს როგორც გააჩენ, მოკალი, თორე შენც მოგკლავ და მასაც! – ჰაერში გაფანტული ბგერების დაჭერას შეეცადა კატო. დაბნეული და შეშინებული იყო, იმდენად, რომ ხმას ვერ იღებდა, ვერ მოძრაობდა და გაქვავებულს თავისი აჩქარებული პულსის ხმა ექოდ ჩაესმოდა.
ისე გაქრა უცნობი ნიღბიანი თითქოს მოჩვენება ყოფილიყო. აფორიაქდა კატო, ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა, რადგან ეშინოდა იმ უცნობ მამაკაცს არ აკვროდა, ისევ არ მოესმინა მისი ამაზრზენი ხმა და სუნთქვა, რიტმულად რომ უშვებდა ცხვირიდან. იმდენად შეეშინდა და იმდენად დააფიქრა მისმა სიტყვებმა, 112–ში დარეკვაც კი მოინდომა, მაგრამ ვერ გაბედა, მამაკაცის ხმა არ ჰგავდა ხუმრობით გაჟღენთილს. მუცელზე ორივე ხელი შემოიჭდო და კედელს მიეყრდნო, გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო. სახე დამანჭა, რამდენჯერმე ხმის ამოღებაც დააპირა, მაგრამ იმ წამსვე ჩაუწყდა ხმის იოგები. მუცელზე ხელს იჭერდა და უკვე ჩაკეცილი, მიწაზე მხოხავი განწირული ხმით ყვიროდა: მიშველეთო. მისდა საბედნიეროდ, ამდენ მეტალო–პლატმასიან ფანჯრებს შორის, ერთს მაინც ჰქონდა გამოხსნილი ფანჯარა. აფორიაქებულმა ქალბატონმა თავი გადმოყო და კატო რომ დაინახა, ასეთ მდგომარეობაში, გონება დაკარგული და მიწაზე მხოხავი, ისე შეიცხადა, იმხელა ხმაზე, რომ მთელმა უბანმა გამოიხედა.
–გივი! გამოიხედე შე კაი კაცო, შემომაკვთა ბავშვი ხელში! – დიდ ხმაზე იღრიალა და მუხლებზე დაეცა. პულსი გაუსინჯა. – მადლობა ღმერთს, ცოცხალია! გივი, მალე!
–მოვდივარ, ქალო, მოვდივარ! – „ნიფხავის“ და კოპლებიანი მაიკის ამარა გამოვარდა გივი სადარბაზოდან. თავზე რიტმულად ირტყავდა ხელებს და აქეთ–იქით ქანაობდა.
–მიი, შე კაცო, დაუძახე ვინმეს, რას ირტყავ მაგ გამოჩერჩეტებულ თავში ხელებს! – აქოთქოთდა მოხუცი ქალი.
–ვის დავუძახო, შე ქალო, ვის?! – არ შეწყვიტა „ნიფხავიანმა“ მოხუცმა წინ და უკან სიარული.
–ვისა და კოლიას, მაგულის, თამარს. მიდი, მიდი!
აღარც დასჭირვებია გივის სადარბაზოში გაბარბაცება და მეზობლების ჩამოკრება, ისეც ჩამოვიდა თამარი.
–სასწრაფოს დავუძახე, მალე მოვა, დაწყნარდით ნელი დეიდა, – თამარს მისი მეუღლე, აკაკი მოჰყვა და ხელში აიტაცა გოგონა, სახლისკენ გააქანა დაბნეულმა.
–შე კაცო, სკორი აქ არ მოვა, რას დააკუნტრუშებ მაგ ბავშვს! – დაედევნა აფორიაქებული ნელი და თითქოს მამაკაცს თავისი გასაჭირი არ ეყოფოდა, ამხელა წონა ეკავა ხელში, ნელიც მას ჩამოეკიდა. – ტიტუ! როგორ შემაბარბაცა?! წნევა მაქვს მგონი. გივი! წნევის აპარატი მალე! – გასცა ბრძანება ქალმა.
–მომაქვს, შე ქალო, მომაქვს! – დაიძრა ბარბაცით გივი. სისწრაფით ჩაუარა აკაკის, კატოსა და ნელის და სახლში შევიდა.
–ნელი დეიდა, შენი ჭირიმე, ამიშვი ხელი, – მუდარით გახედა მოხუცს აკაკიმ.
–დაწყნარდით, ნელი დეიდა, მე გაგიზომავთ წნევას, აი აქ ჩამოჯექით, – მოხუცი მოქაქანე ქალი ხის მონაჭრელზე ჩამოსვა და გივის წნევის აპარატი გამოართვა.
ახლაღა შეათვალიერა ნელიმ თავისი ქმარი.
–ტიტუ! – იმხელა ხმაზე შეჰკივლა და ხელი თავზე იტაცა, თამარი ცალკე შეხტა, გივი ცალკე და აკაკი იქით ცალკე.
–რა იყო, შე ქალო, რა შემიფოთინე გული! – უსაყვედურა წამში გივიმ ცოლს.
–შე კაცო, ნიფხით დადიხარ ამ გამყინვარებაში?!
–შე ქალო, ვინ მაცადა შარვალში ფეხის ჩაყოფა, გივი, გივი! დამარბენინებ აქეთ–იქით თითქოს ჯეკა ვიყო შენი, – მუშტის აწევით უსაყვედურა ისევ გივიმ ცოლს.
–უი, შე სასიკვტილე! მუშტის აწევას განახებ, მოი აქ! – გაკაპასდა ნელი.
–ნელი დეიდა, დამშვიდდით რა! – აღშფოთებულმა თამარმა ხალათზე დაქაჩა და თავის ადგილას დააბრუნა.
–შე ქალო, რას დამაპერტყე, ისედაც ვბარბაცებ, ვერ ხედავ? – უსაყვედურა ნელიმ თამარს.
–ნელი დეიდა, დამშვიდდით ძალიან გთხოვთ, თორე სასწრაფოს ერთი მანქანა და წამლები არ გვეყოფა, თანაც ასეთ მდგომარეობაშია ბავშვი, რა დროს ეგ არის!
–თაკო, სად წავიყვანო, ამტკივდა მკლავები, – ამოიხვნეშა აკაკიმ, რომელსაც ჯერ ისევ კატო ეკავა ხელში და სახე ტკივილისგან დამანჭვოდა.
–მოვიდა სასწრაფო, აი! – წამოიყვირა თამარმა და ავადმყოფი მისკენ წაიყვანა აკაკიმ.

–კარგად იქნება? – აფორიაქებული მივარდა თამარი ექიმს.
–ჯერ არ ვიცით, ვშიშობ, რომ საკეისრო გაკვეთას ჩავუტარებთ. უკვე ნორმალურ პერიოდშია ბავშვი. და თუ ეს არ მოხდება, ვერაფერს დაგპირდებით, რადგან ძალიან ცუდი არის ასეთ პერიოდში სტრესი.
–შე კაცო, ჩაუტარე მერე ეგ რაცხა სარეპიტო თუ რაც არის, – სიტყვაში ჩაეჭრა ნელი.
–აუცილებლად, ყველაფერს გავაკეთებთ, ბებია, – მეგობრული ტონი გამოიჩინა ახალგაზრდა ექიმმა, რომელმაც სულაც არ იცოდა ნელის პრანჭიკელაობის ამბავი.
ცეცხლი წაეკიდა მოხუცებულს.
–წადი და ბებიაშენს მიხედე, თავხედო, შე კაცო, რა შემატყე, ბებრუხანას ვგავარ?
–ნელი დეიდა, დამაწყნარებელს ხომ არ დალევდით? – შეეცადა მის დაწყნარებას, თუმცა რას წარმოიდგენდა, რომ წამლის შეთავაზებასაც უხეშობაში ჩამოართმევდნენ?!
–შე ქალო, ვგავარ შეშლილს თუ რათ მინდა დამაწყნარებელი?
–უბრალოდ, ნელი დეიდა, უბრალოდ, – ამოიხვნეშა თამარმა.
–ტიტუ! გივი რას შვება ნეტაი ახლა? არსად გამეპაროს ეგ გამოჩერჩეტებული, არაფერი უწიოს თავს! – შეიცხადა ისევ ნელიმ და თავზე იტაცა ხელები.
ექიმს ჩაეცინა და ისევ საოპერაციოში დაბრუნდა. თამარს რა გააცინებდა, ნერვიულობისგან სული დალია ლამის. ჯერ იყო და ისე დააფეთიანა ნელის კივილმა და ახლაც რომ არ წყვეტს ეს ბებერი ჩერჩეტი ქალი?!
–ნელი დეიდა, აკაკის ვეტყვი სახლში წაგიყვანოთ, რა საჭიროა თქვენი აქ ყოფნა..
–რასამბობ, ბაღანა რა დღეშია, მე სახლში რა მომასვენებს?! – შეიცხადა, როგორც ყოველთვის.
–კარგით, კარგით, – ამოიხვნეშა გოგონამ და ქმარს აეკრო. – კარგად იქნება? – იკითხა ანერვიულებულმა.
–რა თქმა უნდა, – თავზე აკოცა მამაკაცმა და ნაზად დაუსვა მკლავი ხელზე.



№1 სტუმარი tralalalala

საწყალი კატო recourse რა ინტრიგანი მწერლები ხართ რა არ დაუშვა ბავშვს რამე რო მოუვიდეს რა გთხობ. ისე ისტორიის მართალია მეორე თავია მარა მაგარია
love

 


№2  offline წევრი მარიამი, N7

tralalalala
საწყალი კატო recourse რა ინტრიგანი მწერლები ხართ რა არ დაუშვა ბავშვს რამე რო მოუვიდეს რა გთხობ. ისე ისტორიის მართალია მეორე თავია მარა მაგარია
love

უღრმესი მადლობა love ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ვერაფერს შეგპირდები <3
--------------------
სიყვარულით, N7

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent