დამთხვევა(4)
ელენე მივიდა სამსახურში და თავის კუღვნილ მაგიდას მიუჯდა, თავისი ნივთები ამოალაგა, საბუთები დაახარისხა და მიალაგა, მერე სამსახურის სასადილოში ჩავიდა ნიკას ყავა გაუკეთა 2 კოვზი შაქარი ჩაუყარა, კრუასანები უყიდა და ისევ ზემოთ ავიდა. ნიკას კარებზე ფრთხიალად დააკაკუნა და დაელოდა როდის ეტყოდა ნიკა "შემოდი მარუუს".. ნიკას არ დაუგვიანები და მართლაც ისე დაუძახა როგორც მარიამმა გაიფირა. იცოდა რომ მარიამი იქნებოდა, ამ დილაუთენია შეხვედრა არ ქონია და მაგიტომ.. -შემოდი მარუუს.. მარიამს ამ სიტყვებზე გაეღიმა და კარები ნელ-ნელა გააღო.. -შემოდი, შემოდი.. -ბატონო ნიკა.. ყავა და კრუასანები ამოგიტანეთ.. -დიდი მადლობა, მაგრამ ჩვენ ხო შევთანხმდიით? -დიახ.. ეგ სულ გადამავიწყდა.. და ფოდნოსი მაგიდაზე დადო, გასვლა დააპირა მარა ნიკას ხმამ გააჩერა.. -მარიამ.. -დიახ.. -არ წახვიდე, შენთან საქმე მაქვს.. -კარგი გისმენ (ჩვეულებრივად მიმართა დაიღალა ამ "თ"-ებით ლაპარაკით) -მოდი დაჯექი.. მარიამი დაჯდა და ნიკას დაელოდა სანამ რამეს ეტყოდა.. -მოკლედ, ვიცი რომ აქ ახალი მოსული ხარ, არ ვიცი როგორ იმუშავებ, მაგრამ მაინც უნდა შემოგთავაზო.. -გისმენ - გაუღიმა მარიამმა -სამი თვე უნდა წავიდე ნიუ-იორკში საქმიანი ვიზიტით და მინდა რომ შენც წამოხვიდე როგორც ჩემი ასისტენტი და დამეხმარო, ჯერ ნიუ-იორკში და მერე სხვა ქალაქებში.. ორ კვირაში არის რეისი და შენ შეიგიძლია დაფიქრდე და ერთ კვირაში მითხრა პასუხი.. რათქმაუნდა ეს ხარჯები შენ არ გეხება ყველაფერს ჩემი კომპანია დაფარავს და შენც რათქმაუნდა მოგემატება ხელფასი.. -მეე.. არცკივიცი რა გიპასუხო.. -ეხლა არ მიპასუხო, დაფიქრდი გაანალიზე ყველაფერი, აწონ-დაწონე, კარგად მოიფიქრე და მერე მითხარი მე არ გაძალებ არაფერს.. -კარგი, მადლობა, აუცილებლად დავფიქრდები.. -არაფერს, პირიქით შენ მადლობა რომ ასეთი კარგი გოგო ხარ.. ნამდივილად მჭირდება გვერძე შენნაირი გოგონა, აქ კიდევ გეყოფა ორი კვირა რომ კარგად აითვისო ყველაფერი.. -კარგი ნიკა გავალ ეხლა მე, საბუთებს უნდა მივხედო.. -კარგი.. მარიამი ნიკას კაბინეტიდან გაღიმებული გამოვიდა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.. "ვაიმე არ მჯერა ჩემ საოცნებო ქალაქში უნდა წავიდეე? ვაიმე ღმერთო არ მჯერა.. ნუთუ სურვილები მართლა ხდება.. ვაიმეე... აუ მარა ვერ წავალ.. გიო როგორ უნდა დავტოვო აქ მარტო.. მერე ვინ მიხედავს.. ამ ფირებში იყო მარიამი და მერე გაახსენდა ნინის და გიოს ამბავი.. არაუშავს არ გაუჭირდება უჩემოდ ქალბატონი მიხედავს.. არა არა უეჭველი უნდა წავიდე რამე ახალი უნდა გამოვცადო.. სულ ამ თბილისში ხოარ უნდა ვიყო.. თან ერთი დღეც არაა რაც აქ ვმუშაობ და ნიკა უკვე მენდობა, მაგარია ვსო უეჭველი წავალ.."-ესე ფიქრობა როცა მარიამის ტელეფონმა დარეკა.. ეკრანს რო დახედა გიორგი იყო. არ უნდოდა ეპასუხა მაგრამ მაინც უპასუხა.. -რაგინდა? ცივად კითხა მარიამმა -........... -სამსახურში რა არის? -........ -არა, ამას არ გაპატიებთ არცერთს განა ის არ მიხარია ერთად რომ ხართ უბრალოდ რომ დამიმალეთ ეგ მეწყინა ძალიან.. -......... -დღეს გადავდივარ მე ცალკე რო იცოდე ისე მაინც და შეგიძლია შენი სატრფო მოიყვანო მანდ.. -......... -არაა! კაი წავედი ეხლა სამსახურში ვარ.. ეს უთხრა და გაუთიშა.. აუ სულ დაავიწყდა ეგ ბინა რომ ქონდა მოსაძებნი მერე რა ორ კვირაში რომ მიდიოდა, გიოსთან ხომ ვერ გაჩერდებოდა, გაბრაზებული იყო და თავის პრინციპებს ვერ გადაახტებოდა და დღესაც გიოს სახლში ვერ დაიძინებდა.. კომპიუტერი ჩართო და ბინების ძებნას შეუდგა, სადმე ახლოს უნდოდა სამსახურთან და იპოვა კიდეც საბურთალოზე. თავის სამსახურიდან ორი ქუჩით მაღლა. ტელეფონის ნომერი ამოიწერა დაურეკა ბინის პატრონს და დღესვე შეთანხმდნენ რომ ბინას ანახებდა მარიამს.. ეს ძალიან გაუხარდა და თვალები აუციმციმდა, ისე რომ მის წინ მომღიმარი ნიკა ვერ შეამჩინია.. -მარუუს, რამ გაგახარა ასე ძალიან? -ისაა, მე.. არაფერი.. -რა არაფერი თვალები გიბრწყინავს სიხარულისგან- გაუცინა ნიკამ.. -ხოო.. გუშინ მე და გიომ ვიკამათეთ და მანდედან გადავდივარ და ეხლა ბინა ვიპოვნე და დღესვე მინდა გადასვლა.. -რატომ იჩხუბეთ აქ რომ მუშაობ ის ხომ არ გაიგო? -არა, არა სულ სხვა რაღაცაზე.. არმინდა ამაზე ლაპარაკი.. -კარგი როგორც გინდა... და ნიკა ისევ თავის კაბინეტში შევიდა.. "ღმერთო რა მაგარი ღიმილი აქვს"- ეს გაიფიქრა მარიამმა და თავის ნათქვამზე გაეცინა და თავის თავს ლანძღვა დაუწყო.. სამი საათიც მოახლოვდა ერთ საათიანი შესვენება ქონდა მარიამს და გადაწყვიტა ბინის სანახავად წასულიყო.. მივიდა მოცემულ მისამართზე მე-5 სართულზე ავიდა და მუქ ყავისფერკარზე "დააზარუნა" და დაელოდა როდის გაუღებდნენ კარებს.. მალევე გაისმა გასაღების გადატრიალების ხმა და კაებიც გაიღო.. მოხუცმა სასიამოვნო აღნაგობის ქალმა გააღო კარები.. -გამარჯობათ, მე ცოტახნის წინ გესაუბრეთ ტელეფონზე ბინასთან დაკავშირებით.. -დიახ შვილო შემოდი, მე თინა მქვია.. -სასიამოვნოა , მე მარიამი ვარ.. -აი ესაა შვილო ჩემიო მოკრძალებული სახლი წამოდი დაგათვარიელებინებ. მარიამი უხმოდ წაყვა, ძალიან მოეწონა აქაურობა, მყუდრო სახლი იყო, ნათელი ფერებით, ერთი საძინებლით, მისაღებით, პატარა და საყვარელი სამზარეულოთი, ასევე რათქმაუნდა სააბაზანოთი... -აბა შვილო რას იტყვი? -დიახ, ძალიან მომწონს.. -ძალიან მყუდრო ბინაა ხმაური არ შეგაწუხებს.. -დიახ, უკაცრავად ეს ავეჯი დარჩება? -კი რათქმაუდნა, ეხლა ფასზეც შევთანხმდეთ. -დიახ რამდენად აქირავებთ? -საერთოდ 400 ლარი ღირს მარა გეტყობა კარგი გოგო რომ ხარ მარტოხელა და ბევრი რამე დაგჭირდება შვილო შენ ამიტომ 300 ლარი მომეცი ყოველ თვეში.. -კარგით, დიდი მადლობა.. ეს თანხა მაწყობს დღესვე გადმოვალ თქვენ თუ წინააღმდეგი არ ბრძანდებით.. -კარგი შვილო გადმოდი დღესვე, აი შენ გასაღები.. მე სხვაგან ვცხოვრობ ასე რომ არც მე შეგაწუხებ წარამარა შემოსვლით.. -არა როგორ გეკადრებათ ქალბატონო... მე ეხლა წავალ თორემ ვაგვიანებ სამსახურში უნდა მივიდე.. -კარგი შვილო წადი მეც მალე წავალ კარებსაც გადავკეტავ.. მარიამი მოხუცს თბილად დაემშვიდობა და სამსახურში წავიდა.. მიუბრუნდა თავის კუთვნილ სამუშაოს, რაღაც სააბუთებზე იყო ხელი მოსაწერი ამიტომ ნიკას ოთახისკენ გასწია, დააკაკუნა და შევიდა ისე რომ არ დალოდებია პასუხს, ისევ გუშინდელი სცენა დახვდა.. ქალი სიამოვნებისაგან კრუსუნებდა და ნიკას ხელებს კისერზე ათამაშებდა.. კარის გაღებაზე ნიკა შეცბა და გაჩერდა, ლოყებაწითლებულმა მარიამმა უცბად გამოკეტა კარი და თავის ადგილს დაუბრუნდა, ერთი ჭიქა წყალი დალია სულმოუთქმელად.. "სამსახურში სექსი არ გამიგია მე, რა ვერ მოითმინა ამ კაცმა ეხლა რომ სახლამდე მისუიყო" -გაბრაზებული და შოკირებული მარიამი თავისთვის ფიქრობდა, როცა ნიკა და ის ქალი გამოვიდნენ.. ნიკამ ქალი გააცილა და მარიამს აესვეტა წინ.. -მარიამ.. -რაარის? -ბოდიში მინდა მოგიხადო, უკვე მეორედ შემომისწარი - სიცილით უთხრა ნიკამ.. -არღირს, მე უბრალოდ საბუთები შემომქონდა.. -კარგი მომეცი და მოვაწერ ხელს (არ ესიამოვნა გოგოს გულგრილობა). დღეს სამუშაოს 5 საათზე დაამთავრებ. -კარგი, მადლობა.. ნიკა თავის ოთახში შვიდა.. მარიამს გაუხარდა ამ დროს გიო სახლში არ იქნებოდა და თავისუფლად მივიდოდა სახლში.. 5საათიც მოახლოვდა მარიამმა ტაქსი გააჩერა.. მივიდა გიოს სახლთან, ტაქსს თხოვა რომ დალოდებოდა.. მარიამი შევიდა გიოს სახლში როგორც გაიფიქრა სახლში არ იყო გიორგი, თავისი ყოფილი ოთახისკენ გაემართა, ჩემოდანი გამოიღო და ყველა თავისი ნივთი ჩაჭყლიტა.. 10 წუთში ტაქსში იჯდა და თავისი ახალი სახლისკენ მიდიოდა.... თავისი ახალი სახლის წინ იდგა და იღიმებოდა, კმაყოფილი იყო საკუთარი თავით.. ამ დროს ლიფტი გაიღო და ვინ დაინახა თუარა ნიკა ახალ გოგსთან ერთად რომელიც წელზე ყავდა შემოხვეული და ვნებიანად კოცნიდა და თან მის მკერდს ეფერებოდა... მარიამს არ უნდოდა რომ ნიკას დაენახა მაგრამ ნიკა რისი ნიკააა რომ ვერ დაენახა თან იგივე ტანსაცმელები ეცვა და ადვილად მიხვდა რომ მარიამი იქნებოდა.. გოგონა ცივად მოიშორა და მარიამს მიუბრუნდა რომელის სახეს არ ატრიალებდა და კარების გაღებას ცდილობდა, მაგრამ "ხელები დაებორკა" ნერვიულობისგან და ვერ გააღო უკნიდან ნიკას მოახლოვება იგრძნო, უცაბდ შემოტრიალდა და ნიკას სახე იმაზე ახლოს აღმოჩნდა ვიდრე მას წარმოედგინა, მათი პატარა კურნოსა ცხვირი ერთმანეთს ეხებოდა... მარიამმა უცბათ მოტვინა და უკან დაიხია კარებს მიეყუდა, მაგრამ ნიკა მიუახლოვდა (სულ დაავიწყდა იქვე გოგო რო ედგა) და მარიამს თავისი ლამაზი თვალებით ჩააშტერდა.. მარიამს შეეშინდა მაგრამ ხმას არ იღებდა.. -მომეცი გასაღები, მოგეხმარები - და თავისი მომაჯადოებელი ღიმილით გაუღიმა.. -არა იყოს მეც გავაღებ, ბოდიში რომ მყუდროება დაგირღვიეთ და გოგონას გახედა, რომელიც გამწარებული სახიტ იყურებოდა.. -ესეიგი შენ აქ გადმოხვედი? - თემა გადაიტანა ნიკამ -კი დღეიდან აქ ვიცხოვრებ.. -ძაან კაი ესეიგი დღეიდან მეზობლებიც ვიქნებით.. -ხოო.. -უკაცრავად მაგრამ ხელს ხომ არ გიშლით? - თქვა ანერვიულებულმა გოგონამ.. -არაა.. -სხვათაშორის კი ნია - უხეშად უპასუხა გოგონას ისე რომ ისევ თვალი არ მოუშორებია მარიამისთვის..მარიამმა დრო იხელთა და კარები გააღო.. -მე უნდა შევიდე ხვალამდე ნიკა - ეს თქვა ჩემოდნები შეიტანა სახლში და ცხვირწინ მიუკეტა ნიკას კარები................ მგონი ეს ცოტა დიდი თავია.. დააკომენტარეთ ბავშვებო და დააფიქსირეთ თქვენი აზრი.. თორე მგონია რომ არავინ არ კითხულობს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.