შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშველეთ მუშაობით მკლავენ! 7


23-03-2015, 15:54
ავტორი Only DrEAmer
ნანახია 3 114

სამი დღეა საწოლში ვწევარ, გაბრიელი რომ იყო ჩემთან იმ დღის მერე არავინ მინახია. იოანესაც აღარ ვახსენდები. რა თქმა უნდა, ის რაც ჩვენს შორის იყო მხოლოდ ვნების ნაყოფია... მაგრამ იცით რთულია... მთელი შიგნეულობა მეწვის, არ ვიცი რატომ, ალბათ უმიზეზოდ... ერთკვირიანი გამონათება იყო თითქოს ეს ორი ბიჭი ჩემს ცხოვრებაში და მალევე მორჩა...

...
თავი საწოლის კიდეზე მქონდა მიდებული და ვიცრემლებოდი, ტელეფონმა რომ დარეკა.ხელი გადავწიე კომოდზე დადებული მობილური დავითრიე და ვუპასუხე
-გისმენთ...
-ანაბელ, მომენატრა შენი ხმა
-რომელი ხარ ?
-იოანე..
-აჰ.. ჰო.. როგორ ხარ ?
-კარგად შენ ?
-რავი მეც ვარ რა...
-შეგიძლია დღეს რომ მნახო
-რამე ხდება ?
-კი, თუ მოხვალ გაიგებ რაც..
-სად მოვიდე ?
-უბრალოდ ქვევით ჩამოდი...
-მოიცა მისამართი საიდან გაიგე ?
-გავიგე. ჩამოხვალ?
- კი, მოიცა.

სასწრაფოდ გადავიცვი თხელი სარაფანი, ტერფებზე კედები მოვირგე და ქარიშხლის სისწრაფით დავეშვი კიბეებზე (მგონი კარების დაკეტვა დამავიწყდა (უი!) ). პირველ სართულს რომ მივუახლოვდი "დავდინჯდი" და ნელა ჩავიარე დარჩენილი კიბეები. მანქანაზე იყო მიყუდებული(ისე აი გაბრიელი რომ იდგა სათამაშოები რომ მომიტანა გადასარჩევად.... გაბრიელი რა შუაშია აქ ? საერთოდ გამოვჩერჩეტდი მემგონი მე... იოანე მიდგას წინ!)
-გამარჯობა... -დავარღვიე უსაზღვროდ გაწელილი სიჩუმე
-ორი წუთი და ორმოცდაათი წამი!
-უკაცრავად?
-ასე ჩქარა როგორ ჩამოირბინე ამდენი სართული? ასე გენატრებოდი ?
-რა სისულელეა...
-აბა?
-მესამე სართულზე ვიყავი მეზობელთან შესული- გენიოსი ვარ ტყუილების მოფიქრებაში. სად მომაფიქრდა ეხა ეს სისულელე?!
-აჰ მაშინ ჰო... ისადა რაღაცა მინდოდა მეთქვა ჩაჯექი მანქანაში გავისეირნოთ და თან გეტყვი რა...
-კაი ჰო...-ცოტა დავიბენი იოანემ მანქანის კარები გამიღო, როცა უკვე სავარძელზე ვიჯექი თითქოს რაღაცის თქმა უნდაო ისე შემომხედა
-რა გინდა ?
-რამე ვთქვი ისეთი ?
-არა, მაგრამ გეტყობა რომ ძალიან გინდა რაღაცის თქმა, პირდაპირ მითხარი ვერ ვიტან სულელურ ბოდიალს
-კი მალე გეტყვი დამშვიდდი.
-კარგი... სად მივდივართ ?
-მივალთ...
-რა?
- მივალთ და ნახავ ...
-კაი -ტუჩები ავიბზუე და შევეცადე იოანეს იდიოტურ პასუხებზე ყურადღება არ გამემახვილებინა...

მალე მანქანა გააჩერა, არ მეცნობოდა ეს ადგილი. ირგვლივ ყველაფერი მტვერით იყო სავსე...
-სად ვართ ?
-იქ....
-ლოგიკური პასუხია იოანე...
-მოკლედ, რაღაცა უნდა გითხრა და მაგრად მიტყდება...
-მიდი რა, რა თინეიჯერი ბიჭივით იქცევი.
-პრობლემა ისაა რომ მომწონხარ
-რა?
-დამამათავრებინე-შემომიბღვირა-მომწონხარ, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. მოკლედ, ჩემი ცოლი უნდა გახდე...
-რა?
-დამამთავრებინე-მეთქი!-ამჯერად უკვე შემომიღრინა-მე იმაზე გაცილებით მდიდარი ვარ ვიდრე შენ გგონია, თან მართლა მომწონხარ. ვერ გეტყვი ნამდვილ მიზეზს იმისა თუ რატომ უნდა გამომყვე ცოლად, შეიძლება გაგიჟდე!მაგრამ ახლა მჭირდება რომ დამთანხმდე.
-რა სისულელეა!
-ხვეწნას არ დაგიწყებ! ლამაზად გელაპარაკები და გაიგონე!-თითოეულ ბგერას გარკვევით და ნელა გამოთქვამდა, თითქოს ამით უფრო მარწმუნებდა-უნდა გაიგონო!თორემ, ვიცი რომ და გყავს, ცხრა წლის და...
-მემუქრები იოანე?
-არა, ეს ჩემი სტილი არ არის. ცოლად გამომყვები-მეთქი რომ ვამბობ უნდა გამომყვე!
-რა სისულელეა! ამის გამო დამაკარგვინე ამდენი დრო?!
-ანაბელ პატარა და გყავს, ის შეიძლება ახლა სკოლა ინტერნატშია, მაგრამ მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც შეძლებს და მას....
-მოკეტე! მოკეტე გესმის! ვერ დამიმორჩილებ! შენს ნებაზე ვერ მატარებ? 2 კვირაა რაც გიცნობ, და იმდენად უცნაური იდიოტი ხარ რომ...
-ოდესმე მიხვდები რომ შენი ქალიშვილობის ჩემთან დაკარგვა შემთხვევითობა არ ყოფილა.
-რა ?
-მალე გაიგებ, მანამდე კი სანამ შენს დასაც იგივე არ მოსვლია იფიქრე! სამი დღე გაქვს... ახლა წამოდი სახლში წაგიყვან

ვერ ვაანალიზებდი რა ხდებოდა. ჩემი დით მემუქრებოდნენ...ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილით. სადარბაზოსთან ვიდექი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა. ჩემი დის მასწავლებელს დავურეკე
-გამარჯობათ ქალბატონო, მე ელისაბედის და ვარ, თუ შეიძლება მასთან მალაპარაკეთ!
-ელისაბედი ? ის ხომ თქვენს მეგობარს გამოვატანეთ?
-რა ?
-ხო მოვიდა და ასე თქვა ანაბელის მეგობარი ვარო... ანაბელს არ სცალიაო... ბავშვი სახლში უნდა წაეყვანაო... ასე თქვა.. მე...მე არ ვიცოდი..
-კარგით დამშვიდდით, არაუშავს..
-მაგრამ ...
-არაუშავს დამიჯერეთ მე მივხედავ ამ საქმეს, თქვენ არავინ გადანაშაულებთ, ნახვამდის ...
-ნახვამდის და კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში.
მობილური გავთიშე, ერთი ორი წუთი გაშეშებული ვიდექი... "რა სისულელეს აკეთებს ეს ბიჭი... რა ვქნა ? ღმერთო იდიოტია... ეს ვის გადავეყარე... ელისაბედი, ჩემი პატარა დაიკო... რამე არ უქნას იმ იდიოტმა" უცებ ჩვენი დიალოგი გამახსენდა "-ოდესმე მიხვდები რომ შენი ქალიშვილობის ჩემთან დაკარგვა შემთხვევითობა არ ყოფილა.
-რა ?
-მალე გაიგებ, მანამდე კი სანამ შენს დასაც იგივე არ მოსვლია"

ტვინში სისხლმა ამასხა, მობილური მთელი ძალით მოვიქნიე, ხეს დაეჯახა და გატყდა.უცებ მექანიკურად დავიწყე მოქმედება, შუა ქუჩაში გიჟივით დავხტოდი ყველაფერს ვეჯახებოდი და ვამტვრევდი. ერთ-ერთ მაღაზიას მივადექი, ნადირს ვგავდი, მინის კარებს მთელი ძალით ვურტყამდი მუშტებს და ფეხებს. არაადამიანურ ხმას გამოვცემდი. ხალხი ცდილობდა გავეჩერებინე, მაგრამ ჩემი ხმა ყველას აშინებდა. ენერგიისგან დავიცალე, ყველა მე მომშტერებოდა, ბრბოს შუაში ვიდექი... ტირილი დავიწყე და ჩავიკეცე.... ცხოვრებაში იმდენი რამ მქონდა დაკარგული, აღარ მეგონა ღმერთი კიდევ რაღაცას თუ წამართმევდა. ან ჩემი და უნდა დამეთმო ან ჩემი ცხოვრება. რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებას დავთმობდი... ისე ვერ შევძლებდი. ჩემი პატარა დის სახე ყოველ უიმედობას მაძლევინებდა. უცებ მხარზე ძლიერი მკლავები ვიგრძენი... გაბრიელი მთელი გულით მეხვეოდა და მაწყნარებდა.. მაშინ ეს მჭირდებოდა, მართლა ძალიან მჭირდებოდა..
-გთხოვ, წამიყვანე აქედან...
-ახლავე..- მითხრა ჩუმად და ინტერესით "თვალებგაფართოებულ" ხალხს მომაშორა... სახლში ამიყვანა, საწოლზე დამაწვინა, თვითონაც მომეხვია და მითხრა, ის რამაც იმედი ჩამისახა, მითხრა რომ დავმშვიდებულიყავი, რადგან ის გვერდით იყო...





......
როგორია ? იმედია "ნამეტანი" ლათინური სერიალის სტილში არ გამოვიდა. ბოდიში ამდენი ხანი რო ვერ დავდევი და თან ესეც პატარაა. ველოდები შენიშვნებს ^^



№1  offline წევრი aniko:)))))

kargia magram patara tavi male dade shemdegi

 


№2  offline წევრი MaVne2

Vaiiimee maalee dadee dzaaliiaan agviianeeb xoolme

 


№3  offline წევრი ruti

male dade ra shemdegi ♥

 


№4  offline წევრი Annee

დაიძაბა მოვლენები. ძაან კაია: *

 


№5  offline წევრი F E N I X

რა ნაძირალაა ეს იოანე..არაკაცია...კაია გააგრძელე და მალე დადე ახალი თავი. მე მომწონს,
--------------------
გრძნობების მკვლელი...

 


№6  offline წევრი anna777

მალ-მალე დადე რაა ძალიან კარგია!! <3 :დ
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 


№7  offline წევრი Only DrEAmer

დავდე ახალი ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent