შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [4 თავი]


23-03-2015, 21:09
ავტორი tamro
ნანახია 8 901

როგორც კი სახლში შევედი აფორიაქებული თინა ბებო შემომეგება.
-ევა საყვარელო, როგორც იქნა მოხვედი.
-რა მოხდა?
-მთელი დღეა ნელი თავს ცუდად გრძნობს... _სიტყვა დამთავრებული არ ქონდა ქალს, მაშინვე დედას ოთახში გავიქეცი.
-დე როგორ ხარ.
-კარგად ვარ საყვარელო _ ნახევრად დაბინდული თვალებით გამომხედა. შევამჩნიე, როგორ უჭირდა სუნთქვა.
-რა კარგად ხარ, საშინელი ფერი გადევს. წამლები დალიე?
-კი.
-ყველა წამალი დავალევინე. არ ვიცი რა სჭირს. _ თინა ბებო გვერდით მიუჯდა და პულსის გასინჯვა დაიწყო. ბევრი აღარ მიფიქრია, მაშნვე ტელეფონი ავიღე დედას ექიმს, ლაშას დავურეკე და ვთხოვე მოსულყო.
ლაშა მართლაც მალე მოვიდა და რაც საჭირო იყო ყველაფერი გაუკეთა. ნელისაც აშკარად დაეტყო უკეთესობა.
-ლაშა რა ჭირს? _თვალებზე მომდგარ ცრემლებს ძლივს ვაკავებდი.
-ტკივილები ქონდა მკერდის არეში და სუნთქვის უკმარისობა. ყველა საჭირო მედიკამენტი მივეცი, ახლა შედარებით უკეთ არის. ყველანაირ ფიზიკურ დატვირთვას უნდა მოერიდოს. მაქსიმალურად მიაქციე ყურადღება, რომ რამე გართულება არ მოყვეს. _ რამოდენიმე წამლის სახელი ჩამოწერა ფურცელზე და გამომიწოდა -ეს წამლები უნდა მიიღოს აუცილებლად.
-კარგი, ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც მითხარი.
ლაშას დავემშვიდობე და ნელის ოთახში შევედი. მშვიდად ეძინა. თინა ბებოც თავთან ეჯდა.
-რაო ექიმმა, რა გითხრა?
-ახალი წამლები გამოუწერა. აფთიაქში ჩავალ და ვიყიდი.
-კარგი საყვარელო ჩადი. მე აქ ვარ და თუ რამე დაჭირდება მივხედავ. _თბილად გამიღიმა. სახლიდან სწრაფად გავედი და აფთიაქში ჩავედი.

****************
მთელი ერთი კვირა სულ ნელის გვერდით ვიყავი. სახლიდან გასვლას მაქსიმალურად ვერიდებოდი. თინა ბებო და ანაც მეხმარებოდნენ. ისინი, რომ არა ალბათ ვერაფერს ვერ გავართმევდი თავს. სულ ჩემ გვერდით იყვნენ.
სამსახურში წასვლას ვერ ვახერხებდი. ვიცოდი სამუშაოს კიდევ გაცდენას უფროსი ნამდვილად არ მაპატიებდა. ხვალ აუცილებლად უნდა წავსულიყავი.
თინა ბებო ყველანაირად მამშვიდებდა. ამბობდა შენი არყოფნისას ნელის მე მივხედაო, მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობდი.
********************
შუადღისთვის ნატამ და რუსომ შემომიარეს. დიდი ხანია არცერთი არ მყავდა ნანახი. ორივე ძალიან მომენატრა. კლუბში მუშაობისას ყოველთვის მეხმარებოდნენ. იმ მცირე ხნის განმავლობაში რაც მათთან ერთად გავატარე, საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.
-როგორ ხართ? თემო სადაა. რატომ არ მოვიდა?
-ჩვენ კარგად ვართ. თემო ცუდად _ჩაიცინა ნატამ
-რატო?
-პაატამ რაღაც საქმეზე გაუშვა ბათუმში. გუშინ საღამოს წავიდა. უნდა გენახა რამდენს ბუზღუნებდა. წასვლა არ უნდოდა.
-არ ენდომებოდა აბა რა. ერთი დღით მოაკლებს თვალებს სიამოვნებას კლუბში შემოსული გოგონების თვალიერებით. _მეც გამეცინა
-ეგ დრო უკვე წარსულს ჩაბარდა _ მითრა რუსომ
-დაკავებულია უკვე ჩვენი თემუკა
-მართლა? ვინ არის ის ბედნიერი?
-მე _ გაიცინა რუსომ და მარცხენა ხელი მაჩვენა. ბეჭდის დანახვისას თვალები გამიფართოვდა.
-არარსებობს! ვაიმე რა მაგარია. გილოცავთ _გახარებული გადავეხვიე.
-მადლობა. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო.
-უნდა გენახა თემომ ცოლობა რომ თხოვა რა დღეში იყო. ლამის ფრთები გამოესხა და ეფრინა.
-ნუ იკბინები შენ _ შეუღრინა ნატას და ისევ მე მომიბრუნდა.
-იცოდე ქორწილში აუცილებლად მოხვალ.
-რათქმაუნდა მოვალ.
-სხვა, როგორ ხარ? _მკითხა ნატამ
-მთლად კარგადაც არ არის ჩემი საქმე. _ ამოვისუნთქე და სავარძლის საზურგეს მივეყრდენი.
-რატო რა მოხდა?
-დედა ძალიან ცუდად არის. ეს დღეები სულ მასთან ვარ. მისი დატოვება არ შემიძლია. წეღან წამლები დავალევინე და ახლა ძინავს.
-რა ჭირს?
-გული აწუხებს. მცირე გადაღლასაც ვერ უძლებს. თან ისეთი ჯიუტია რამე, რომ არ გააკეთოს ვერ გაჩერდება.
-ექიმმა რა თქვა.
-წამლები გამოუწერა. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურადაა. გასულ დღეებთან შედარებით თავს უკეთ გრძნობს.
-ნუ ღელავ მალე გამოკეთდება. ყველაფერი კარგად იქნება. _თბილად გამიღიმა რუსომ.
-იმედია. მკურნალობას აგრძელებს და ვნახოთ.
-სამსახური ხომ არ მიგიტოვებია? _მკითხა ნატამ
-არა. რომც მინდოდეს მაინც ვერ წამოვალ. ფული ძალიან მჭორდება. დედას წამლებისთვის, პროდუქტისთვის, კიდევ გადასახადები და უამრავი მსგავსი რამ.
-ევა ჩვენ თუ რამით შეგვიძლია შენი დახმარება..
-ნუ ღელავთ. ჯერჯერობით ყველაფერს ვართმევ თავს მეტნაკლებად.
*********************
საღამოს მე, დედამ და თინა ბებომ ერთად ვივახშმეთ. ლაშას მითითებებს ზუსტად ვასრულებდი. ნელისაც აშკარად ეტყობოდა უკეთესობა.
-დე ხვალ სამსახურში უნდა წავიდე.
-წადი საყვარელო. ისედაც ამდენი დღეა ჩემ გამო სახლში ხარ გამოკეტილი და..
-დედა! მასე ნუ ლაპარაკობ. ხომ იცი როგორ ვღელავ შენზე.
-ვიცი საყვარელო. ნუ ღელავ უკვე კარგად ვარ.
-მართალია უკეთესად გამოიყურები ნელი, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. _უთხრა თინა ბებომ
-რომც მინდოდეს ვინ მაცლის. _თვალებით ჩემკენ ანიშნა.
***************
დილით ადრე ავდექი, რომ სამსახურში არ დამეგვიანა. გუშინ თინა ბებოც ჩვენთან დარჩა. საუზმე გავამზადე და წასასვლელად მოვემზადე.
სუპერმარკეტში დღეს ჩემი ცვლა არ იყო. ამიტომ მხოლოდ კაფეში მომიწევდა მუშაობა.
შენობაში შესულს საკმაოდ ბევრი ხალხი დამხვდა. ფორმა ჩავიცვი და სამუშაოს შევუდექი. მთელი დღე ლანგრით ხელში მაგიდებს შორის დავსრიალებდი. სახლში ადრე წასვლას ნამდვილად ვერ მოვახერხებდი. ვიცოდი მუშაობას გვიან, რომ დავამთავრებდი. ყოველ საათში ვრეკავდი სახლში და ნელის ამბავს ვკითხულობდი. გული მოუსვენრად მიფართხალებდა. ყოველ წუთს რაღაც ცუდის გაგებას ველოდებოდი. ეს შიშები უკვე ლამის პარანოიად მექცა.
*******************
კაფიდან გვიან გამოვედი. სახლში წასვლას ვჩქარობდი. დედა და თინა ბებო ისედაც მთელი დღეა მარტო არიან. ნელის გამო ძალიან ვნერვიულობდი. გაჩერებაზე დავდექი და ჩემს ავტობუსს დაველოდე. ყოველ წუთში საათს ვუყურებდი. ჩემ წინ შავი BMW გაჩერდა. დაბურული მინა ნელა ჩამოიწია და ალექსანდრეს მომღიმარ სახეს გადავწყდი. თვალები მომაბეზრებლად გადავტრიალე. ამდენი ხანი გავიდა და არსად შემხვედრია. ახლა კი მითუმეტეს არ ველოდი მის ნახვას.
-ევა აქ რა გინდა? _პასუხი არ გამიცია. მანქანას რამოდენიმე ნაბიჯით მოვშორდი. მანქანიდან გადმოვიდა და ჩემ წინ დადგა.
-არ მიპასუხებ? _თვალებში მომაჩერდა.
-შეყვარებულს ველოდები!! _ ჩემს პასუხზე გაეღიმა. უნდა ვაღიარო სასწაულად ლამაზი და მიმზიდველი ღიმილი აქვს. მაგარმ მის იდიოტობას ესეც ვერ შველის.
-ჰმ... არ გამაცნობ? _ ცინიკურად ჩაიცინა
-ალექსანდრე რა გინდა?! _ მისი ეს დამცინავი ტონი ძალიან მაღიზიანებდა.
-მომენატრე. _ჩემკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. „ხომ ვამბობ იდიოტია მეთქი“.
-ვაიმეე, მე უფრო _ირონიულად ვუთხარი.
-მასეც ვიფიქრე _ჩაიცინა
-არა, მართლა რა იდიოტი ხარ!
-სიტყვები შეარჩიე! _წამში დასერიოზულდა.
-როგორც მინდა ისე ვილაპარაკებ! _ ღრმად ჩაისუნთქა და წარბშეკრულმა შემომხედა თვალებში. ჩემი პასუხი აშკარად აღიზიანებდა. როგორც მახსოვდა მისი გაბრაზება ჩემთვის კარგად არასდროს არ მთავრდებოდა. მეც ვარჩიე, რომ ენაზე კბილი დამეჭირა და ზედმეტი არაფერი არ მეთქვა.
-სად მიდიხარ? _მშვიდი ტონით მკითხა.
-რაში გაინტერესებს?!
-მე წაგიყვან.
-არ არის საჭირო.
-ნუ ღელავ არ მოგიტაცებ _ გაეცინა - მსგავსი რაღაცეები დიდად არ მხიბლავს.
-ჰა ჰა.. რა სასაცილოა.
-წამო, წაგიყვან _ ხელი მკლავზე ფრთხილად მომხვია. მის შეხებაზე ჩემდაუნებურად შევკრთი და უკან გავხტი.
-ჩემი გეშინია? _ალმაცერად გამომხედა
-რა იყო. მიზეზი არ მაქვს? _ გაეცინა. „რა ყველაფერზე იცინის“.
-ბოდიში, რომ მოგიხადო მაინც არ წამოხვალ?
-არა. თავი დამანებე და შენი გზით წადი. დარწმუნებული ვარ ჩემზე გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები გაქვს.
-ვერც კი წარმოიდგენ, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის.
-საინტერესოა რით დავიმსახურე ასეთი პატივი. _ირონიულად ჩავიცინე. ჩვენსკენ მომავალი ტაქსი შევნიშნე. ხელის დაქნევა დავაპირე, მისი ხელი, რომ მწვდა მაჯაში.
-მე წაგიყვან
-ხელი გამიშვი!
-იმ პირობით გაგიშვებ თუ წაყვანაზე დამთანხმდები.
-ალექსანდრე!!
-რა? _უცოდველი სახით მომაჩერდა.
-გამიშვი.
-უკვე გითხარი ჩემი სათქმელი. _თითები უფრო მაგრად მომიჭირა. ხელის განთავისუფლება ვცადე, მეც ვხდებოდი, რომ უშედეგოდ ვფართხალებდი. ჩემი სახის დანახვისას, კმაყოფილმა გაიღიმა
-წავედით? _ თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მანქანის კარი გამიღო და დავჯექი. ჩემი სახლის მისამართი ვუთხარი და თავი ფანჯრისკენ შევაბრუნე, რომ მისი კუპრივით შავი თვალები ცოტა ხნით მაინც მომეშორებინა მხედველობიდან.
-რამდენი წლის ხარ?
-ოცის. _მისთვის არ შემიხედავს ისე ვუპასუხე. მთელი გზა, მის მწველ მზერას მთელ სხეულზე ვგრძნობდი. ეს ყველაფერი იმდენად გამაღიზიანებელი იყო, ლამის სისხლი ამიდუღდა.
-რა?! _მოთმინება დაკარგული მივაჩერდი ბოლოს.
-რა იყო, არ შეიძლება გიყურო? _უდარდელი სახით მიყურებდა.
-არა! გზას უყურე!
-ნუ ხარ ასეთი აგრესიული პატარავ.
-რა ჯანდაბა გინდა?!
-ნამდვილად გინდა მაგის გაგება? _ ირონიულად ჩაიცინა. თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და კვლავ თვალებში მომაჩერდა.
-მანქანა გააჩერე!! _ თავში სისხლი მომაწვა.
-გავიგე, რაღაც პრობლემები გაქვს. _ ჩემი სიტყვებისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია.
-ჩემი პრობლემები შენ არ გეხება! _ „ჯანდაბა! რა გაიგო ნეტავ“.
-გუშინ შემთხვევით ნატას და რუსოს საუბარი მოვისმინე კლუბში. გავიგე ფული გჭირდება.
-გითხარი ჩემი პრობლემები შენ არ გეხება მეთქი!!
-დარწმუნებული ვარ შენი დახმარება შემიძლია.
-შენგან არაფერი არ მჭირდება!
-ჯერ მომისმინე და პასუხი მერე გამეცი.
-ისედაც ბევრს გისმენ!_უხეშად ვუთხარი
-შენთან შემოთავაზება მაქვს. _ თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და ცინიკურად ჩაიცინა.
-უკვე წარმომიდგენია...
-წესით შენც უნდა გაწყობდეს _თვალი ჩამიკრა
-ახლა რაღა მოგაფიქრდა?!
-შემიძლია იმდენი ფული მოგცე, რამდენიც გჭირდება. მანქანა სადარბაზოს წინ გააჩერა.
-რა? _ გაკვირვებული მივაჩერდი
-გავიგე ფული გჭირდება, ხოდა შენი დახმარება შემიძლია. ფულს მე მოგცემ. მაგრამ, სანაცვლოდ მეც მაქვს შენთან თხოვნა. უფრო სწორად პირობა.
-რა.. რას გულისხმობ?... რა თხოვნა.. რა პირობა, რას ამბობ. _ ნერვიულად ვლუღლუღებდი.
-ფულს იმ პირობით მოგცემ, თუ ერთი წლის განმავლობაში ჩემთან იქნები. _ უდარდელად ჩაილაპარაკა და კვლავ თვალებში მომაჩერდა. გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. ასეთი რამ, როგორ მაკადრა! ნელ-ნელა ბრაზმა იმატა, თავში სისხლი მომაწვა. ხელში დანა, რომ მჭეროდა სიამოვნებით ავკუწავდი. გაცეცხლებულმა სილის გაწნა დავაპირე, მაგრამ ხელი დამიჭირა.
-შენ საერთოდ სრულ ჭკუაზე ხარ?!! როგორ ბედავ?!! ახლავე გამიშვი! უსინდისო და გარეწარი ადამიანი ხარ! სიტყვებით ამის აღწერაც კი მიჭირს!
-სიტყვები შეარჩიე პატარავ! მე მხოლოდ შემოგთავაზე, შენთვის ძალა ნამდვილად არ დამიტანებია. მოძალადე არ ვარ. შენი გადასაწყვეტია დამთანხმდები თუ არა. _უდარდელად ჩაილაპარაკა
-შენ საერთოდ ნორმალური ხარ?! ვინ გგონივარ! ვიღაც ქუჩიდან მოთრეული ბ^^ი?! უკაცრავად ვაჟბატონო, მაგრამ მისამართი შეგეშალა! შენისთანა უსინდისო ხალხთან საქმეს არასდროს არ დავიჭერ! დაანებე ჩემს დევნას თავი და მომშორდი!
-შეიძლება უარი მითხარი, მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავს დაგანებებ._ ცინიკურად ჩაიღიმა. ხარბად ამათვალიერა. შევამჩნიე, როგორ შეაჩერა მზერა ჩემს მკერდზე და ვნებამორეულმა ტუჩები გაილოკა.
-არანორმალური ხარ! ავადმყოფი! მანიაკი! ვერ გიტან! მეზიზღები! _ მანქანიდან სწრაფად გადმოვედი და კარი მთელი ძალით მივაჯახუნე. სისხლი მიდუღდა. მინდოდა ის იდიოტი, თავდაჯერებული არსება შუაზე გამეგლიჯა. პირზე რაც კი მომადგებოდა ყველაფერს ვამბობდი. იმ უზნეო, გარეწარი არსების სიტყვები ჯერაც არ ამომდიოდა თავიდან. „მომინდომა ბიჭმა საყვარლობა!“ არა მაინც რა იდიოტია. მსგავსი რამ როგორ გამიბედა. იმდენად გაცეცხლებული ვიყავი, პირიდან ლამის ცეცხლები გამომეშვა. სწაფად ავირბინე კიბეები. სახლში შევდი და კარი მაგრად მივხურე.
-რა მოხდა ევა? _ ნელი შემომეგება.
-არაფერი დე. შენ როგორ ხარ?
-კარგად ვარ. გოგონები მოვიდნენ შენთან. _ სასტუმრო ოთახში ანა და რუსო ისხდნენ და მხიარულად საუბრობდნენ. როგორც ჩანს ერთმანეთის გაცნობა უკვე მოესწროთ.
-ევა სად ხარ აქამდე? _ მკითხა ანამ
-სამსახურში. _ სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი.
-მე ვახშამს გავამზადებ _ ღიმილით გვითხრა ნელიმ.
-დედა შენ დაჯექი. მე მივხედავ ყველაფერს. _ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოსკენ წავედი. გოგონებიც უკან გამომყვნენ.
-ევა მოხდა რამე?
-მოხდა! _ჯერ კიდევ ვერ დავმშვიდებულიყავი.
-არ გვეტყვი? _ სამზარეულოდან ოდანვ გავყე თავი. ნელი სავარძელში იჯდა და წიგნს კითხულობდა.
-ალექსანდრე შემხვდა და...
-ვაიმე! ევა, რამე ხო არ დაგიშავა?! _წამში წინ ამესვეტა ანა.
-დაწყნარდი. არაფერი არ დაუშავებია.
-სად შეგხვდა? _მკითხა რუსომ.
-გაჩერებაზე, რომ ვიდექი იქ შემხვდა.
-შენ რა მას წამოყევი?!
-ანა ჩუმად! _ხელის მოძრაობით, გვერდით ოთახში მჯდომ ნელიზე ვანიშნე.
-მერე?
-ნელის გამო ისედაც ვნერვიულობდი. ხო იცით ამ დღეებში ვერ არის კარგად და მაგიტო წამოვყევი. რაც მალე მოვიდოდი მით უკეთესი.
-ევა, რა სულელი ხარ! რამე, რომ დაეშავებინა შენთვის მერე რა უნდა გექნა.
-არამგონია რამე დაეშავებინა. _თქვა რუსომ.
-აბა ჩვენ რა ვიცით რა აზრები უტრიალებს მაგ კაცს თავში. _ უთხრა ანამ
-მის აზრებს რაც შეეხება ვერაფერს გეტყვი მაგრამ ის კი ვიცი, რომ ალექსანდრე მოძალადე ნამდვილად არ არის. მართალია მშვიდი ხასიათით და დიდი მოთმინებით არ გამოირჩევა მაგრამ მოძალადე ნამდვილად არ არის.
-მოძალადე არ არის მაგრამ ყველაზე საზიზღარი, ამაზრზენი, უზნეო არსებაა მთელ ქვეყანაზე! _ გაცეცხლებულმა ჩავილაპარაკე
-ევა რა მოხდა?
-ვერ წარმოიდგენთ რა მითხრა.
-რა გითხრა? _ერთხმად მკითხეს.
-ფული შემომთავაზა, იმ პირობით თუ მისი „საყვარელი“ ვიქნები ერთი წლით.
-რა?!! _კვლავ ერთხმად წამოიყვირეს. ორივე თვალებგაფართოებული მომჩერებოდა.
-ვაიმე რა უნამუსო, გარეწარი, არამზადაა!! _ აღშფოთებას ვერ მალავდა ანა.
-ჯანდაბა! ეგ როგორ გაგიბედა.
-კლუბიდან იმიტომ წამოვედი, რომ როგორმე მისგან თავი შორს დამეჭირა. ახლა კი იმასაც მეუბნება შენი უარი ჩემთვის არაფერს არ ნიშნავსო და თავს არ დაგანებებო. ხომ ვამბბობ არანორმალურია! ფსიქოპატი! მანიაკი! რას გადამეკიდა! ამხელა ქალაქში ჩემ გარდა გოგო ვერ ნახა?! იდიოტი მანიაკი!!

***********
ყველა მკითხველს უდიდესი მადლობა. იმედია ეს ტავიც მოგეწონებათ. ველოდები თქვენს შეფასებას. შეცდომებისთვის ბოდიში.



№1 სტუმარი xatia

Mmmm dzaaliann kaiaa ♥♥♡♡

 


№2  offline წევრი bichinashvili ))

male dadee ..
--------------------
mariam 13

 


№3 სტუმარი ნინ–ნუცა

საყვარელო ძალიან კარგია ,მართლა! ველოდებით შემდეგ თავს ისეთ აზარტში ვარ ვერ წარმოიდგენ ძალიან კარგად მიდის ისტორიაა....ვაიმე ცოტა დიდი თავები დადე ტუ არ გინდა შენ ერგულ გულშემატკივრებს ინფაკტი აგვკიდოოო:))))))

 


№4  offline წევრი qetu

Umagresia didi madliba.warmatebebi

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Chemi chkviani evvaaa

Chemi chkviani eva

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent