შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდიდარი მოსამსახურე [3]


23-03-2015, 21:24
ავტორი კოტი
ნანახია 6 531

უფროსი მისაღებში ელოდა. ფანჯარასთან იდგა, ცალი ხელი ჯიბეში ედო და რაღაცას გაჰყურებდა. ალისიამ ჩაახველა
-უკაცრავად ხელი შეგიშალეთ?
-არა ალისია, მოდი დაჯექი მე შენზე თითქმის ყველაფერი ვიცი. მე იოანე ქალდანი ვარ შენი უფროსი, უკვე გითხრეს რას გააკეთებ?ხელიც კი არ ჩამოართვა, არა ეს მისთვის კარგია თავიდან აირიდებს იმ ტკივილს, რასაც ძირითადად კაცთან შეხების დროს გრძნობს, მაგრამ რა უზრდელობაა ?
-ქალბატონმა გულედანმა მითხრა, რომ თქვენ გამესაუბრებოდით.
-ალისია. მოკლედ შენ ისეთი არაფრის გაკეთება არ დაგჭირდება, შენ იქნები მოსამსახურეების უფროსი. ალისიას სახეზე იმდენად გარკვევით დაინახა გაკვირვება ქალდანმა, რომ იმწამსვე განაგრძო:
-სახლის საქმეები, მოსამსახურეებზე თვალყურის დევნება, ბიუჯეტი, მოსამსახურეებისათვის ხელფასის გადახდა, ყველაფერი შენს განკარგულებაში იქნება და თუ რამე ისე არ იქნება პასუხს შენ მოგთხოვ. მებაღემაც რამე, რომ დააშავოს შენ მოგცემ შენიშვნას. ხელფასი 600 ლარი გექნება. აბა გისმენ
-თანახმა ვარ .
-კარგი თავისუფალი ხარ, სამუშაოს ხვალიდან შეუდექი. მე ხვალ დილას წავალ. თუ შეგიძლია გულედანს ყურადღება მიაქციე , მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება და წამლები უდნა დალიოს დროულად, მანაც და ლექსომაც. ალისია ადგილზე გაშრა ამ ქვისკაცისგან ასეთი თბილი ტონის გაგონებისას, თან თვალებიც როგორი სითბოთი ევსება არის მასში, რაღაც ადამიანური. იოანემაც შეამჩნია, რომ ზედმეტად გამოამჟღავნა საკუთარი თავი წამსვე დასერიოზულდა და ალისიას მიახვედრა ოთახიდან გადიო, გაბრაზებულმა ალისიამაც ბუზღუნით გავიდა სამზარეულოში. ღმერთო როგორ შია მოიცა რა ქვია იმ ქალს ?
-მარიაა
-გისმენთ ქალბატონო ალისია.
-ღმერთო ჩემო, რა ქალბატონო რის ქალბატონო, უბრალოდ ალისია დამიძახე .
-კარგი ალისია
-ყველა მოსამსახურე შეკრიბე, უნდა გავესაუბრო... და ხო მარია ძალიან გთხოვ რამე გერმიელი გამიკეთე რა, გთხოოვ.
-კარგი ალისია, რა საჭიროა თხოვნა. ღიმილით მოუთათუნა მხარზე ხელი მარიამ და ოთახი დატოვა.
მშვენიერია ხვალ ის კაციც წავა და იპარპაშებს, როგორც უნდა ისე. საქმე რთული არაა ფორმის ჩაცმაცც არ უწევს რა მაგარიაა. მოხუცებს უნდა მიხედოს სათანადოდ, ბატონი ალექსანდრეც გაიცნოს. მალევე დაბრუნდა მარია ოთახში მოსამსახურეებთან ერთად. მარიას გარდა 3 მოსამსახურე იყო 2 სახლს ალაგებდა ნინი და თაკო 1 კიდევ ბატონი თომა გახლდათ მებაღე, როგორც ალისიას უთხრა მძღოლის მოვალეობასაც იღებს საკუთარ თავზე. მოსამსახურეებს ესაუბრა, გაარკვია როდის რას ყიდულობენ ბიუჯეტის რვეულიც ჩაიბარა და მარიას მომზადებულ ხაჭაპურს დასწვდა. იმდენად უნდოდა ჭამა, რომ ზედიზედ 5 ცალი შეჭამა. ბოლოს საკუთარ თავზე გაეცინა, ოთახიდან გადიოდა თან მუცელზე იყურებოდა, როცა უცებ ვიღაცას შეასკდა და წონასწორობის დასაცავად მის წინ მდგომს ხელები შემოხვია. მალევე გასწორდა წელში და მის იოანე, რომ დაინახა ლამის იყო იქვე ჩაკეცილიყო, ისედაც იგრძნო, რაღაც საშინელი შეხების დროს და ახლა სულ გადაირია. სწრაფად მოაშორა ხელები და ფაქტიურად ზეთიანი ხელები, კოსტიუმზე შეაწმინდა მამაკაცს .
-მაპატიეთ მე... მე... უკაცრავად
-წინ იყურე ალისია.
-მე ხომ მოვიბოდიშე?გაბრაზდა ალისია და თვალებიდან ლამის იყო ნაპერწკლები გადმოეყარა.
-ბოდიში საქმეს არ შველის, ზრდილობა მაინც არ გაგაჩნია?
-რა რას კადრულობთ?
-აბა არ უთქვამთ, რომ ჭამის შემდეგ ხელები უნდა გაიწმინდოთ მაინც?
-ეს უკე მეტისმეტია. ჩემი უფროსი, რომ ხართ ეს არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ შეურაწყოფა მომაყენოთ, ზუსტად ახლა მივდივარ ხელის დასაბანად, თუმცა ეს თქვენ არ გეხებათ. რამოხდა ახალ კოსტიუმს ჩაიცმევთ, არაფერი დაშავდება. თვითონაც ვერ გაიაზრა ისე დაიწყო ყვირილი, არადა არ შეიძლება მისთვის. თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო ისე მოკიდა მხრებში ხელი იოანემ და დაუყვირა
-ნუ მიყვირიხარ გასაგებია?
იმდენად შეაშინა მისმა შეხებამ ,ტონმა, ყვირილმა, რომ თვალებიდან ცრემლი გადმოუგორდა. არუნდოდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ყველაზე მეტად ვერ იტანს სხვების თანდასწრებით, რომ ტირის, მაგრამ ახლა ხასიათები ეცვლება, უფრო გულჩვილია, თანაც მისმა შეხებამ ის დღე გააახსენა და სასტიკად შეეშინდა. საშინელი ტკივილი იგრძნო გულის არეში ეგონა, რომ ახლა ქალდანიც ლევანის მსგავსად მოექცეოდა. მისი შეხებისას წამოსულმა იმპულსებმაც შეაშინა და ერთ ცრემლს მეორეც მოყვა. იოანე იმდენად დაიბნა, რომ ვერ მიხვდა რა გაეკეთებინა, თვალები დაუწვრილდა ,ბოლოს მტირალი, ვინც ნახა ბებიამისი იყო, არა ამის გახსენება არ უნდა. უნდოდა ალისია გულში ჩაეკრა, მაგრად ჩახუტებოდა და ბოდიში მოეხადა, მაგრამ გოგონამ სწრაფად მოაშორებინა ხელები, სახე ახლოს მიუტანა და გაბრაზებუულმა დაუყვირა
-არ გაბედოთ გესმით? აღარასოდეს გაბედოთ და არ მომეკაროთ.
პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო იოანემ ისე ჩაუქროლა ქალმა. გახევებული დარჩა სამზარეულოში, იოანე თავისი თავი შეზიზღდა ემოციები ,რომ ვერ მოთოკა და სახლიდან გავარდა.
შეშინებული არბოდა კიბეებზე და ცრემლები მოსდიოდ,ა ღმერთო როგორ ვერ იტანს კაცები, რომ ეხებიან სულ ის ახსენდება სულ, მართალია იოანეს რაღაცნაირად ენდობა,მაგრამ მაინც ეშინია: ეშინია მისი, მისი თვალების, ხმის, შეხების ხომ საერთოდ, რაქნას? აქედან ვერ წავა, არა არ წავ. ხვალ ის ვაჟბატონი წაბრძანდება და მერე... მერე ყველაფერი კარგად იქნებაო ფიქრობდა ალისია. შეეცადა თავი დაეწყნარებინა ბავშვის გამო მაინც, კიდევ ერთხელ მოეფერა მუცელს და საბანში გაეხვია.

ერთმა თვემ ისე გაიარა, ვერც შეამჩნია. ამ ხნის განმავლობაში ბატონი ალექსანდრეც გაიცნო, რომელმაც ძალიან თბილად მიიღო. მარიას, როცა ეუბნებოდა ბატონმა ალექსანდრემ, რაღაც მომიყვაო არასდროს იჯერებდა და ამტკიცებდა, რომ კაცს ხმა არასდროს ამოეღო, თუმცა ფაქტი სხვას ამტკიცედა. ძალიან შეუყვარდა მოხუცები, ქალბატონ გულედანს თითქმის ყოველთვის სჭირდებოდა წამლებიის დალევის გახსენება, ბატონი ალექსისთვისაც მას შეჰქონდა წამლები, ამიტომ მის ოთახში გააკეთა ცხრილი ,სადაც ეწერა როდის ვის რომელი წამალი უნდა დაელია. ბიუჯეტსაც საკმაოდ კარგად გაუგო და გადასახადები გადაიხადა. ამ ხნის განმავლობაში მუცელი კიდევ წამოეზარდა, მოთხოვნებიც ჰქონდა ამიტომ ღამით ჩუმად ჩადიოდა სამზარეულოში და ჭამდა, იმ დღესაც სასტიკად მოუნდა რაფაელო იმდენად მოუნდა, რომ ვეღარ დაიძინა საათს დახედა უკვე ღამის 4 იყო ჩუმად წამოდგა შორტი და ფართე ზედა ეცვა ფეხზე წინდები ამოიცვა და სამზარეულოში ჩაიპარა. მაცივარი გამოაღო და ყურძნის დანახვაზე გადაირია, იმწამსვე დასტაცა ხელი და გადაყლაპა თვითონვე გაუკვირდა, რისთვის ჩამოვიდა და რა შეჭამა. მხრები აიჩეჩა ბავში ჩუმად დატუქსა და ჭამას შეუდგა. უცებ მხარზე ხელის შეხება იგრძნო და ჩუმად შეჰკივლა.
მალევე ოთახში შუქი აინთო, კარგად შეათვალიერა ალისიამ იოანეს სახის ნაკვთები და თავს ძლივს გამოუტყდა, რომ მონატრებია საშინლად მონატრებია მან და მისი შავი უძირო თვალები.
-აქ რას აკეთებ?
-მე ...მეე.... ვერ მიხვდა რა ეთქვა ალისიას, ბოლოს მაინც სიმართლე უთხრა.
-უბრალოდ ძალიან მომინდა ყურძენი და ხელფასიდან გამომიქვითეთ მაპატიეთ.
5 წუთი კუშტი ზერით უყურებდა იოანე შემდეგ კი სიცილი წასკდა. მაგრად იცინოდა და მუცელზე ხელებს იჭერდა. ალისიას განცვიფრებისაგან კინაღამ გული წაუვიდა მაგიდას ხელი ჩამოდო და თვალები სწრაფად დაახამხამა, არა არ სჯერა , რომ ეს კაცი იცინის არა აშკარად ელანდება.
-მაპატიე უბრალოდ ასე მგონია 12 წლის ბავში ხარ და ქურდობაზე წაგასწარი.
-სულა არ ვარ 12 წლის მოგეხსენებათ, რომ 23 წლის ვარ ანდაც რა შუაშია ახლა ეგ? უბრალოდ თქვენ ჩემი უფროსი ხართ და.... ალისია ნერვიულად იქნევდა ხელებს და ცდილობდა ახსნა მოეძებნა მისი საქციელისათვის, ვერც კი შეამჩნია ისე ახლოს აღმოჩნდა იოანე, კაცმა ხელი წელზე შემოხვია და ჩაეღიმა, როცა ალისიას აკანკალებულ სხეულს დახედა. იდგა ასე ახლოს გოგოსთან და არაფერი სჭირდებოდა მეტი, უყურებდა მას და უხაროდა, რომ არსებობდა. თვითონაც ვერ ხვდება რა სჭირს? არც ის იცის აქ რატომ ჩამოვიდა, თბილისში უამრავი საქმე დატოვა, მაგრამ საშინლად მოენატრა ეს გოგო, დიახაც მოენატრა. ის იყო გოგოსთვის უნდა ეკოცნა, რომ ალისია ხელებიდან დაუსხლტა და მაცივარს აეტუზა. შეშინებული სახე ჰქონდა და თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა, იოანე დაფრთხა ვერ მიხვდა რით შეაშინა ქალი ასე ძალიან.
-მაპატიე მე.... მე არ მინდოდა შენი შეშინება, უბრალოდ არ ვიცი რა დამემართა, მაპატიე .ნერვიულად ამოისუნთქა იოანემ და გოგონას ძალით გაუღიმა
-ძალიან გთხოვ თუ ოდნავ მაინც მაფასებ, აღარ შემეხო კარგი ? გთხოვ. ძლივს წარმოთქვა ბოლო სიტყვები ალისიამ და კაცს გაეცალა.სწრაფად აიარა კიბეები, ოთახში შევარდა ლოგინზე დაეცა და ჩუმად აქვითინდა. ღმერთო რატომ?რატომ გამოჩნდა ეს კაცი ჩემს ცხოვრებაში ? რატომ აკეთებ ამას? ხომ იცი, რომ მტკივა?მისი შეხების დროს ერთდროულად სიამოვნებას და ტკივილს ვგრძნობ, ერთი მხრივ მომწონს მასთან სიახლოვე, მეორე მხრივ კი ის დღე მახსენდება და გული საშინლად მტკივა. დღეს, რომ დავინახე მივხვდი, რომ მომენატრა, აი როგორ შეიძლება ერთხელ ნანახი ადამიანი მოგენატროს? ან ...ან... ჯანდაბა არ ვიცი. მარტო ის ვიცი, რომ მომენატრა და მეტი არაფერი. ღმერთო რა გავაკეთო? დამეხმარე ძალიან გთხოვ, ახლა ხომ დედა ვარ? მე... მე ვერ გავაუბედურებ მას, ვერ ჩავითრევ ამ ბალოტში, არა ამას ვერ გავაკეთებ. ოთახში გამაყრუებლად ისმოდა ალისიას გულნატკენი ხმა საშინალად მარტო გრძნობდა ქალი თავს, ის არსება, რომ არა რომელიც მუცელში ჰყავდა ალბათ თავს არც იცოცხლებდა. იმ წამს იმ მომენტში იგი, ბავშვმა გადაარიჩინა.


ნამდვილად არ ვიცი რა გამომივიდა ის დავწერე რაც გულიდან წამოვიდა შეაფასეთ ძალიან გთხოვთ და კომენტარები არ დაიშუროთ ძალიან მიყვარხართ და მეხმარებით ...პ.ს სურათზე იოანეა



№1  offline წევრი მარგო ♥

Momwons es istoria albat tavisi iriginalurobit! Kai xar avtor da tavebs tu gazrdi uketesi iknebi

 


№2 სტუმარი winny_bbx

მომწონს, მართლაც რომ ორიგინალურია :) აბა შენ იცი

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მალე დადეე რაა

 


№4  offline წევრი Eternity8

დღეს ეცადე რა რომ ცოტა ადრე დადო <3 ძალიან კარგია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent