მიზანი არსებობისთვის ! (6 თავი)
არაფრით დაანება ბიჭებს, კატეგორიულად გამოაცხადა ალექსანდრეს მე მოვუვლიო და ისეთი არგუმენტებით დაიცვა თავისი პოზიცია, ვერცერთმა შეძლო შეკამათება.. მიუხედავად ალექსანდრეს პროტესტისა, ჯიუტად არ აძლევდა საშუალებას ამ საკითხზე ვინმე შეკამათებოდა, ბოლოს ალექს გამოუცხადა ძალიან მეწყინებაო და მისი დამარწმუნებელი გამომეტყველებით გვარიანად აღელვებული „პაციენტი“ მაშინვე დაითანხმა.. ახლაც სუნთქვაშეკრული, აწყლიანებული თვალებით უმუშავებდა ჭრილობას და თან თვალს მის ბეჭებზე ქაოსურად მიმოფანტული ჭრილობებისკენ აპარებდა.. სულს უხუთავდა მის სხეულზე უმიშვნელო პატარა შრამიც კი, გამიზნულად არაფერს ეკითხებოდა და თავს აჩვენებდა თითქოს ვერცერთს ამჩნევდა. ალექსანდრეს ესეც გამოეპარა.. იმდენად იყო ელენეს ზრუნვისა და შეხებისგან გამოწვეული სასიამოვნო შეგრძნებებში ჩაფლული, რომ ვერც კი იაზრებდა რატომ ნერვიულობდა ასე ელენე, რატომ უკანკალებდა ხელი თითოეული შეხებისას და რატომ იწმენდდა ჩუმად ცრემლებს.. თავიდან ეგონა, რომ მისი მდგომარეობის გამო იყო შეშინებული მაგრამ ახლა ვერაფრით ხვდებოდა რა უნდა ყოფილიყო მის გამომჯობინებასთან ერთად ელენეს გაუარესებული ხასიათის მიზეზი. ხვდებოდა, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა იმ ღამით ასეთ მდგომარეობაში რომ ნახა მაგრამ ვერაფრით დაუშვა მისი თუნდაც ერთი უმნიშვნელო სურვილიც კი დაეტოვენა შეუსრულებელი, არ გაეცა პასუხი ყველაფრისმომცველ ერთსიტყვიან შეტყობინებაზე, ამასაც ნანობდა მაგრამ ზუსტად იცოდა რომ მაინც სწორად მოიქცა. ბიჭებსაც კითხა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ელენეს მოწყენილობის მიზეზი, სასწრაფოდ მოაყვანინა დაცვის ერთერთ წევრს ელენეს სახლში დატოვებული ლეკვი, რომ როგორმე გაემხიარულებინა და ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა მაგრამ ვერაფრით შეძლო, ვერ მოაშორა მის თვალებს ბრჭყვიალა ცრემლები.. ახლაც ნაჩქარევად შეიმშრალა ხელები და წამოსადგომად მოემზადა ალექსანდრემ ხელი რომ დაუჭირა, კალთაში ჩაისვა და თავისებურად, მთელი ძალით ჩაეხუტა.. - ალექს რამეს გატკენ.. გთხოვ.. - თავის დახსნა ამაოდ რომ ცადა ისევ თბილ ყელში ჩამალა ცხვირი და გაიტრუნა. არც ახლა უთქვამს რამე ალექსანდრეს, მკვეთრი მოძრაობით გამოწვეულმა ტკივილმა მალევე შეაწუხა მაგრამ არც ეს შეუმჩნევია, ახლა მაინც რომ არ გაერკვია რა აწუხებდა ელენეს ვეღარ მოისვენებდა. ნაზად ეფერებოდა მის სურნელოვან, რბილ თმას და განზრახ არ ეკითხებოდა არაფერს, დარწმუნებული იყო რომ ვეღარც ელენე ითმენდა უთქმელობას და ყველაფერს გაუმხელდა, მაგრამ ახლაც შეცდა, ისევ ვერ მოიქცა ელენესთან სწორად... ძლივს გამოძვრა ალექსანდრეს მძიმე მკლავებისგან, არაფრით რომ აძლევდნენ განძრევის საშუალებას.. სახელური ფრთხილად ჩამოსწია და ოდნავ გაღებულ კარში სწრაფად გასრიალდა. ცოტა კიდევ რომ მოეთმინა უეჭველად დაახრჩობდა მთელი საღამოს განმავლობაში შეკავებული ცრემლები, ცივმა ნიავმა თავიდან თვალები აუწვა მაგრამ სუფთა ჰაერი ძალიან ესიამოვნა, თვალწინ ისევ ალექსანდრეს შრამებით და ნატყვიარებით აჭრელებული სხეული ედგა, ისევ ატირდა.. ვერასდროს მოახერხებდა მის გვერდით ყოფილიყო იმდენად ძლიერი, რომ ამ ყველაფერზე იმუნიტეტი გამოემუშავებინა, აღარ განეცადა ასე მძაფრად ის საფრთხეები, რომლებიც ალექსანდრეს ცხოვრებაში ყოველ წამს ხვდებოდა. სიგიჟემდე ესიამოვნა გაყინულ კანზე თბილი თითების შეხება, ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა ალექსანდრეს ასეთ მდგომარეობაში ენახა მაგრამ მის ძლიერ მკლავებთან ისევ ვერაფერს გახდა.. გამიზნულად არ აჩერებდა, ბოლომდე აძლევდა ემოციებისგან განთავისუფლების საშუალებას და მთელი ძალით იკრავდა გულში. თხელ მაისურში ელენე ერთიანად გაყინულიყო, კიდევ უფრო მეტად მომატებოდა მის თმას სიგრილის სასიამოვნო სურნელი... ორივეს ტკივილამდე ჭირდებოდა ერთმანეთი, ელენეს მანამ არ მოსვლია აზრად წინააღმდეგობა გაეწია მაისურის ქვეშ წელზე მოსრიალე ალექსანდრეს თითებისათვის, სანამ გონებამ არ შეახსენა რა მდგომარეობაში იყო ახლა. ძლივს მოაშორა ტუჩები მისას და შეშინებულმა დაიჩურჩულა: - არ შეიძლება.. გეტკინება ! - თითები მკერდზე მიაბჯინა და ოდნავ უბიძგა მაგრამ ალექსანდრე ისევ მის ტუჩებს დაწვდა, ნაზად დააგემოვნა ჯერ ყელი, შემდეგ მაისურის ბრეტელებისგან გაანთავისუფლა სუსტი მხრები და კოცნა არ შეუწყვეტია ისე დაიძრა საძინებლისკენ. ახლა ელენეს გარდა ვერც ჭრილობის აუტანელ ტკივილზე იზრუნებდა და ვერც მოსალოდნელ შედეგებზე, ახლა მხოლოდ მისი იდეალური სხეულის მისაკუთრებაზე, ელენეს მოფერებაზე და უსაფრთხოებაზე უნდა ეფიქრა. ზუსტად იცოდა მისი წამიერი ტკივილისგან, შემდეგ კი სიამოვნებისგან ანთებულ თვალებს ამის შემდეგ უფრო მეტად რომ ვერ დაიმსახურებდა, განუსაზღვრელი სითბოთი ეფერებოდა მისი სხეულის თითოეულ ნაწილსაც კი, ხვდებოდა, რომ ახლა უკვე მართლა ვეღარასდროს შეეშვებოდა მაგრამ ისიც ზუსტად იცოდა, რომ მანამდე არსებული მისიერი სიმართლე ხვალ ელენესთვის ყველაზე არასწორი გზა იქნებოდა. მაზოხისტურად სიამოვნებდა საკუთარი თავის ტანჯვა და გამიზნულად არ იაზრებდა რამდენად ბედნიერი იყო მის მკერდზე მისვენებული ელენეს ნაზი სხეულის შეხებით და მასთან გატარებული მის ცხოვრებაში საუკეთესო ღამით. აღელვებული უსმენდა ელენეს მშვიდ სუნთქვას და ნერვიულად ხლართავდა მის თმაში გრძელ თითებს.. მანამდე ბევრჯერ უფიქრია, რომ თუ გოგონასთვის უკეთესი იქნებოდა მის მიტოვებასა კი შეძლებდა, მაგრამ მისი ნაზი კანი და იდეალური სურნელი ვერასდროს გახდიდნენ იძულებულს თავისი არსებობის მიზანი - თაფლისფერი თვალები თუნდაც ერთი წამით მაინც დაეტოვებინა.. მთელი ღამე ითმენდა გახნილი ჭრილობის წარმოუდგენელ ტკივილს მხოლოდ იმიტომ, რომ ელენე არ გაეღვიძებინა.. გამთენიისას ძლივსჩაძინებული მწველმა ტკივილმა რომ გამოაღვიძა და ელენეს მობოდიშებით სავსე ტკივიან თვალებს რომ ზუსტად ამ მომენტში დაასრულა არსებობა. ისეთი სიფრთხილითა და სიფაქიზით უმუშავებდა ჭრილობას, ალექსანრესთვის ალბათ ეს იქნებოდა ერთერთი ყველაზე სასიამოვნო ცხოვრებისეული მომენტი, მაგრამ ყველაფერი შეზიზღდა იმ ფაქტის გამო, რომ გუშინდელი ღამითაც ვერ დაუმტკიცა რას ნიშნავდა მისთვს და რამდენად ძვირფასი იყო მნიშვნელოვანი იყო მის გვერდით მხოლოდ სუნთქვაც კი... მიუხედავად ყველაფრისა ელენეს უსაზღვრო სიყვარულით სავსე თვალებმა მიახვედრეს რომ ეს ღამე მისთვისაც ისეთივე დაუვიწყარი იყო, როგორც ალექსანდრესთვის. - ბოდიში, დამექცა.. - დამნაშავესავით დაიჩურჩულა, უფრო მეტად მოძალებული ცრემლები რომ დაემალა სისხლიანი ბინტები თავდახრილმა აკრიფა და სასწრაფოდ წამოდგა.. არ აინტერესებდა ახლა რამდენად მტკივნეული იყო აუტანელი ჭრილობა ან რამდენად ძლიერი იყო სისხლდენა, სწრაფად წამოდგომამ თითქმის მთელი სხეული დაუცალა სისხლისგან მაგრამ ასე ვეღარ გააგრძელებდა. ძლიერად ჩააფრინა მკლავებში და თავისკენ ისე შემოაბრუნა ელენეს ძალიანაც რომ მოენდომებინა მისგან ვერაფრით დაიხსნიდა თავს.. - ალექს.. გთხოვ.. ცუდად ხარ - ცრემლები და პანიკის ნიშნები მის ხმაში პირველად დააიგნორა და გიჟივით დაეწაფა მის ტუჩებს. - გთხოვ დაწექი ალექსანდრე.. - როგორღაც ამოილაპარაკა და სახე მოარიდა... - ელენე! არაფერს გავაკეთებ სანამ არ ამიხსნი რა ჯანდაბა გემართება! - ვერაფრით დამალა თავისი უუნარობით გამოწვეული გაბრაზება, იმით შეშინებულმა, რომ ელენესთვის გაუცნობიერებლად ისევ რამე არ ეტკინა სწრაფად მოაშორა ხელები და წინ აესვეტა. - ელენე, გისმენ! - დაამატა როცა შეატყო,რომ გოგონა საუბრის დაწყებას არ აპირებდა. - გთხოვ, არ გინდა - საცოდავად ამოიტირა და თვალი სისხლით დასვრილი მკლავისკენ გააპარა. - ელე, ჩემს მოთმინებას ასე ნუ ცდი.. ჭკუიდან ნუ გადაგყავარ.. - მისმა ანთებულმა თვალებმა ადვილად დაარწმუნეს გოგონა ამ სიტყვების სიმართლეში. - არ შემიძლია გთხოვ.. - მართლა აღარ შეეძლო მისი ამ მდგომარეობის ატანა.. ცოტა ხნით ალექსანდრეს ხმა არ ამოუღია, ვერ მიხვდა რატომ ჩაუქრა თვალები , რატომ დაინახა ასეთი ტკივილი მის უეცარ ღიმილში. - ვიცი, რომ მკვლელის გვერდით ცხოვრება არ შეგიძლია, ყველაფერი მესმის.. - არაფერიც არ გესმის! - მისი აფსურდული დასკვნით გაოგნებულმა სასწრაფოდ შეაწყვეტინა, ისე იყო გაბრაზებული ალექსანდრესთვის ხელის გარტყმაც კი მოუნდა. - როგორ ვერ ხვდები ალექს ? ყოველ ჯერზე როცა ჭრილობას გიმუშავებ შენს ძველ იარებსაც ვხედავ.. ზუსტად 4 ნატყვიარი გაქვს ზურგზე , ერთი მხარზე და ერთი ფეხზე.. ეს მეშვიდეა და ნუ გგონია რომ ყოველთვის ასე გაგმიმართლებს, შენზე უკვე ვილაპარაკეთ და არ მეგონა თუ ვერ მიხვდი როგორ მესმის შენი, არასდროს მყოლია ოჯახი მაგრამ რომ მყოლოდა და მათაც რაიმე მსგავსი მოსვლოდათ შენზე უარესსაც ვიზამდი.. როგორ არ გესმის ალექსანდრე რამე რომ მოგივიდეს ვერ ვიცოცხლებ, ვერც ვისუნქთქებ, ხომ შეიძლება გაიგო, რომ ჩემთვის მთელი ცხოვრება ხარ! - არ დარდობდა ვერშეკავებულ ცრემლებს, ვერდაფარულ ემოციებს. ვერაფრით მიმხვდარიყო რატომ იყო ალექსანდრესთვის ასე რთული ეს ყველაფერი გაეგო, ყველაზე მეტად ის ეწყინა მის გრძნობებში ეჭვი რომ შეიტანეს. უფრო მეტად ატირდა ძლიერმა მკლავებმა ისევ რომ მოიმწყვდიეს, აღარაფრის დამალვას აღარ აპირებდა ზუსტად იმიტომ, რომ მას ყველაფერი თავისებურად, ყველაზე არასწორად რომ არ გაეგო.. - ჩემი ელენე.. ელე.. ასე იმიტომ ხარ, რომ გეშინია რამე არ მომივიდეს? - იმდენად იყო გაკვირვებული გოგონას რადიკალიზმით რომ მართლა არ იცოდა რა უნდა ეთქვა. მხოლოდ განუსაზღვრელი სინაზით ეფერებოდა მის თითოეულ ნაკვთს და ცდილობდა როგორმე დაემშვიდებინა. ახლაც ძალიან შეეშალა მისი გრძნობები სათანადოდ რომ ვერ შეაფასა, ისევ ვერ დააფასა მისი უსაზღვრო სიყვარული. - უნდა შეწყვიტო ალექსანდრე, ასე ვეღარ გააგრძელებ, ვეღარ გავაგრძელებთ, გესმის? - უკვე აუტანლად მტიკვნეული იყო ასეთ მდგომარეობაში მისი ყურება. - ელე, ხვდები მაინც რას მთხოვ? - სიმკაცრე რომ შეეპარა მის ნათქვამ „ელეს“ მართლა მაშინ გააცნობიერა თავისი სიტყვები. იცოდა, რომ ასე არ უნდა მოქცეოდა, იცოდა, რომ ალექსანდრეს ამდენი წლის განმავლობაში გამოვლილ გზაზე უკან ვერ მიაბრუნდებდა მაგრამ მართლა ვერ იცხოვრებდა მისი დაკარგვით გამოწვეული შიშის გრძნობით, რომელიც ძალიან მალე ორივეს გაანადგურებდა. იცოდა, რომ მისი სიმკაცრე, იმედგაცრულებული თვალები დაიმსხურა მაგრამ სინამდვილეში წარმოდგენა კი არ ჰქონდა იმაზე, რომ ალექსანდრე ახლა მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ გრძნობდა ბრაზზას და სიძულვილსაც ზუსტად იმიტომ რომ იძულებული გახადა ელენე აქამდე მისულიყო და მათი სიყვარული ულტიმატუმებით დაეცვა. - ანუ ესაა შენი პირობა , ამ ღამის შემდეგ ჩვენი ერთად ყოფნის სანაცვლოდ ითხოვ, რომ ყველაფერს ჩამოვშორდე? - უკვე აღარც უყურებდა ისე ელაპარაკებოდა მაგრამ თანხმობის ნიშნად ელენეს გაუბედავად დაქნეული თავი მაინც ადვილად შენიშნა. - ძალიან გთხოვ რეზის დაურეკე, მოვიდეს და ეს გამიკეროს.. - მხარზე მიანიშნა და აბაზანაში ისე შევიდა მისი ოთახში ყოფნაც კი აღარ შეუმჩნევია. უკვე ტირილიც კი აღარ შეეძლო, მანამდე იდგა გაუნძრევლად სანამ ტერფები არგაეყინა. გვიან გააცნობიერა ალექსანდრეს თხოვდა, სწრაფად გამოფხიზლდა და ტელეფონის მოსაძებნად ოთახი სწრაფად დატოვა.. უკვე ნერვებს უშლიდა რეზის შენიშვნები და თომას საყვედურით სავსე მზერა, თვალს არ აცილებდა სავარძელში მოფუზულ ელენეს, რომელსაც თავი დამნაშავედ ჩაეხარა და თითებს ნერვიულად ხლართავდა ერთმანეთში. ყველაფერზე ეტყობოდა, რომ არანორმალურად ნერვიულობდა, სხვა დროს აუცილებლად გაახალისებდა მისი უმიზეზო აღელვება, მაგრამ მის პირობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ყველაზე არასწორად რომ მიაჩნდა ზუსტად ამიტომ ვერ ახერხებდა ვერც ელენეს და ვერც საკუთარი თავის დამშვიდებას, აზრაც არასდროს იცვლიდა, ამიტომ ერთხელ გადაწყვეტილი დაუყოვნებლივ უნდა შეესრულებინა. ბოლო სახვევიც რომ მჭიდროს შემოეჭირა გაღიზიანებულ კანზე ღრმად ჩაისუნთქა და მძიმედ დაიწყო: - ახლა რასაც გეტყვით არ მინდა იფიქროთ, რომ ამით ელენეს თვალებს ვუხვევ.. ამაზე ცალკე ჩვენ სამნი აღარ ვილაპარაკებთ! მინდა ყველაფერი გადადოთ, ყველაფერს შეეშვათ და მხოლოდ კომპანიის საქმეებს მივხედოთ ერთად. რეზი, შეგიძლია შენს ოჯახს დაუბრუნდე, თომა უბრალოდ მინდა მშვიდად ვიცხოვროთ, ისე როგორც იმსახურებთ... ყველაფერს დავამთავრებთ და გაგნიძის საქმესაც შევეშვებით, მინდა რომ გავუშვათ.. გადავწყვიტე ყველაფერი დავივიწყო, შეძლებისდაგვარად.. - მაინც დაამატა და გაკვირვებულ სახეებს დამაჯერებელი მზერა მოავლო. ელენეს თითების წვალება შეეწყვიტა, მაგრამ მაინც ვერ ბედავდა მისთვის შეეხედა. ადვილად შეამჩნევდით ეჭვს ბიჭების თვალებში, ელოდნენ რაიმე მცირედ მინიშნებას მაინც რომ ალექსანდრე ამ ყველაფერს მხოლოდ ელენეს გამო ამბობდა მაგრამ მსგავსი ვერაფერი შენიშნეს. - ხო და კიდევ, მინდა რომ ქორწილის ამბებში მომეხმაროთ , მეჯვარეები ხართ! - ყველაზე დაუჯერებელი იყო ელენესთვის მისი სიტყვები, მიხვდა რა დათმო ალექსანდრემ მათი ერთად ყოფნისთვის, ახლა უკვე თამამად გაუსწორა თვალი და თვალებით მადლობა გადაუხადა. ალექსანდრემ ღიმილით ჩაუკრა თვალი და ისევ ბიჭებს მიუბრუნდა: - ახლა შეგიძლიათ დაგვტოვოთ , ჩემი საცოლე ჯერ არ დამითანხმებია.. - თითქოს პირველად გაიცინა ასე გულწრფელად, პირველად იგრძნეს დასასრულის მოახლოვება, მაგრამ მაინც იყო რაღაც რასაცბოლომდე ვერაფრით დააჯერებდით თომას. მიუხედავად ამისა მაინც კმაყოფილმა გადახედა ელენეს და მისგანაც მიიღო საპასუხო ღიმილი. არც მათი დაფარული ჟესტები გამოპარვია ალექსანდრეს, აამდეც ჰქონდა ეჭვები მაგრამ ახლა დარწმუნდა, რომ ელენეს მოთხოვნაზე გავლენა თომასგან იყო. მთელი ნებისყოფა მოიკრიბა რომ დაემალა რამდენად არ ესიამოვნა ეს ფაქტი, მაგრამ კარაგდ იცოდა მეტს მეგობრებს ვერაფერს მოთხოვდა. ვეღარაფრით დაავალდებულებდა ისევ დიდხანს ეზიდათ მასთან ერთად მძიმე ჯვარი, რომელის ბოლო დროს კიდევ უფრო მეტად დამძიმებულიყო.. ყველას აშკარად ემჩნეოდა ძლივსმოპოვებული სიმშვიდის გავლენა, პირველად იყო შემთხვევა, როცა ყველა ახერხებდა თავისუფლად სუნთქვას ალექსადრეს გარდა.. მანამდე თუ ოდნავ მაინც შეეძლო თავისი თითოეული ნაბიჯი რამით მაინც გაემართლებინა ახლა ეს იმედიც გადაეწურა. პირველად უღალატა მეგბრებს, პირველად დააჯერა, რომ ყველაფერი კარგად იყო... ელენეზე ფიქრს საერთოდ ვეღაც ბედავდა გონება, იმდენად ბედნიერი იყო ქორწილის სამზადისში ჩართული ამქვეყნიურობას თითქმის არც ეკუთვნოდა.მანამდე ეგონა, რომ მხოლდო ელენეს მოტყუებას შეძლებდა და ისე დაასრულებდა ყველაფერს მას არაფერს გააგებინებდა, მაგრამ მაშინდელი საუბრისას მისი საცოლისა და მეგობრის „შეთქმულება“ რომ გაშიფრა მიხვდა რომ იმ დღიდან ყველაფერი მხოლოდ მისი გასაკეთებელი იყო. რაც არ უნდა მომხდარიყო, ელენეს რაც არ უნდა ეთხოვა მაინც ვეაფრით გაუშვებდა ერთადერთ ცოცხლად დარჩენილ მტერს, მაინც ვერ მოიშორებდა მის ტკივილისგან დამახინჯებულ ნაკვთების ზმანებას და ვერასდროს დათმოვდა მისი მოკვლის მოლოდინით გამოწვეულ ავადმყოფულ შეგრძენაბას.. *** Agarc Vici ukve ra unda davwero da rogor unda gadagixadot xolme madloba aseti kargebi rom xart.. kidev ertxel avgnishnav, rom yvelaze gemovnebuani mkitxveli myavs da dzalian didi imedi maqvs rom es tavic gagaxarebt da mogewonebat.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.