მიზანი არსებობისთვის ! (5 თავი)
მეორე დილას ელენემ უპრობლემოდ რომ დაიჯერა სპეციალურად მისთვის შეთხზული წამოსვლის მიზეზი ყველაფერი შეზიზღდა.. მიხვდა, რომ მისი ნდობის ღირსი ვერასდროს გახდებოდა, არ იმსახურებდა სიყვარულით სავსე თვალებს და ბედნიერ ეშმაკურ ღიმილს, რომელსაც მხოლოდ მას უძღვნიდა ელენე.. სამსახურში რომ დატოვა და ბიჭებთან მარტო დარჩა თავიანთ რეალობასთან ერთად სული შეეხუთა, აღარც საუბრის სურვილი ჰქონდა.. ერთადერთი რაც დამძიმებულ გარემოს უმსუბუქებდა ელენეს არჩეული მშვიდი მელოდია იყო, საქსაფონის ტკბილი ჟღერადობა სასიამოვნოდ ჩაესმოდა და ცდილობდა უკვე მილიონჯერ წარმოდგენილი დამახინჯებული სისხლიანი საძულველი სახე როგორმე უკანა ფლანგზე დაეწია მაგრამ ვერაფრით ახერხებდა არ ეფიქრა ამ ყველაფერზე.. კანის თითოეული უჯრედიც კი ცდილობდა როგორმე, რამენაირად ჩაეხშო სისასტიკე, რომელიც აუტანელმა ცხოვრებამ უმოწყალოდ ჩაუნერგა.. კარგად იცოდა ახლა როგორი არასწორი იყო ელენესთან, როგორ არ იმსახურებდა ამ სიბინძურეს მისი უანგარო სიკეთე მაგრამ საუბედუროდ გულის უდიდეს ნაწილს მაინც სჯეროდა, რომ ასე უნდა მოქცეულიყო და ეს კიდევ უფრო მეტად ტკენდა. მის მკლავზე თომას ხელი რომ იგრძნო მაშინ გამოერკვა, მეგობარი ახლა უსიტყვოდ უგებდა.. მანქანა გააჩერა და უთქმელად გაუცვალა ადგილი, პირველად დაეუფლა ისეთი შეგრძნება, რომ ასეთ მეგობრებსაც არ იმსახურებდა... უკვე ფიზიკურად ვეღარ იტანდა სიცარიელეს, რომელსაც მხოლოდ ელენე უვსებდა მაგრამ ამაში ვერაფრით გარევდა, მისთვის ისიც საკმარისი იყო რაც იცოდა. - ვიპოვე ! - რეზის წამოძახილმა სულ გადაავიწყა გრძნობებთან ჭიდილი, ახლა მხოლოდ საძულველის სისხლის სუნს გრძნობდა, ჯი ფი ესის პატარა წითელ წერტილს ისე აკვირდებოდა თითქოს მთელი სამყაროს ბედი მასზე ყოფილიყოს დამოკიდებული. ყველაფერი იმაზე სწრაფად მოამთავრეს ვიდრე ეგონა, ახლაც მანამდე ვერ მოისვენა, სანამ ტკივილისგან დაკრუნჩხულ სხეულს ბოლომდე არ დააცალა ტყვიები, მაგრამ მაინც მიაჩნდა, რომ კიდევ ერთი სიმდიდრეზე გაგიჟებული ექიმისთვის ეს ბევრად უმტკივნეულო სიკვდილი იყო.. კიდევ ერთხელ დაეუფლა ზიზღისგან გულისრევის შეგრძნება და იქაურობას სწრაფად გაეცალა.. ალბათ გულმა უგრძნო კაბინეტში შესვლისას პირველად მობილური რომ შეამოწმა. ელენეს მოწერილმა ერთმა სიტყვამ, ყველაფერს რომ იტევდა , მოძრაობის უნარიც კი დაუკარგა. მეასედ გადაიკითხა მისი „მიყვარხარ“ , ბევრჯერ დაწერა ტექსტი მაგრამ ვერცერთი გაიმეტა გასაგზავნად.. იცოდა, რომ ამ მცირეოდენ ბედნიერებასაც არ იმსახურებდა მაგრამ უკვე ესეც არ ანაღვლებდა. იმდენად ქაოსური იყო მისი დამოკიდებულებები, გრძნობები, აზრები ვეღარ არჩევდა როდის რას ფიქრობდა. შესაფერისი ვერაფერი მოიფიქრა.. გადაწყვიტა, რომ შეტყობინება უპასუხოდ დაეტოვებინა.. იცოდა, რომ ელენე ამასაც უპრობლემოდ გაუგებდა, სასწრაფოდ გადაურეკა ერთერთ დაცვის წევრს და გოგონას ამბები დეტალურად გამოკითხა. იმით გახარებული, რომ მასთან მაინც იყო ყველაფერი კარგად, სავარძელში დაღლილი გადაწვა და გონება ისევ მძიმე ფიქრებით გაივსო... --- მთელი დღე მობილურს ამოწმებდა, არ წყინდა, მაგრამ მაინც ელოდა ალექსანდრესგან პასუხს. ძალიან არ მოწონდა დილით ასე განერვიულებულს რომ გამოემშვიდობა, დიდი ხანი იფიქრა მიეწერა თუ არა, მისი შეწუხება არ უნდოდა მაგრამ ზუსტად იცოდა გაეხარდებდა, ბოლოს მაინც სასწრაფოდ აკრიფა სასურველი სიტყვა და სასწრაფოდ გააგზავნა რომ არ გადაეფიქრებინა. გონებაში ათასჯერ გაამართლა, „ალბათ არ ცალია, ალბათ ჯერ არ უნახავს, იქნებ შეხვედრაზეა?“ მხოლოდ მსგავსი ფიქრები უტრიალედა თავში და არაფრით უშვებდა, რომ უპასუხოდ დატოვებული შეტყობინება ალექსანდრეს მხრიდან იგნორი შეიძლებოდა ყოფილიყო. ბოლოს ლოდინით დაღლილმა ეკრანის ყოველ წუთას განათება შეწყვიტა, სამსახურიც უხასიათოდ დატოვა.. გაბრაზებული მართლა არ იყო, უბრალოდ ძალიან მოენატრა... სახლში რომ მივიდა სკაიპით ანიტას ესაუბრა, რომელიც ალექსანდრეს წყალობით ახლა ესპანეთის ერთერთ საუკეთესო კლინიკაში მკურნალობდა. თავიდან სურვილი გამოთქვა ანიტას გავყვებიო მაგრამ ალექსანდრემ ისე გააპროტესტა უშენოდ ერთი დღის გატარებასაც არ ვაპირებო, რომ მაშინვე გადააფიქრებინა. მშვიდად იყო.. იმიტომ რომ იცოდა, პატარა გოგონას ვარდისფერშეპარულმა ლოყებმა და გამოცოცხლებულმა თვალებმა მიახვედრეს, რომ სანდო ხელში იყო.. ემოციები ვერც ახლა შეიკავა და თვალები სიხარულის ცრემლებმა აუვსო, მეგობარი რომ არ გაენერვიულებინა სასწრაფოდ დაემშვიდობა და ტელევიზორის ყურება დაიწყო. მალევე გააცნობიერა რომ ნანახ კადრებს ვერ აღიქვამდა, სარეკლამო ჭრის დროს ისიც ვერ გაიხსენა რომელ სატელევიზიო შოუს უყურებდა. კარგად იცოდა, რომ მოსვენება ალექსანდრეზე ფიქრის გამო დაეკარგა, ისეთი დრო იყო ახლა აღარც შეხვედრაზე იქნებოდა, მობილურს ერთხელ მაინც დახედავდა.. ისევ ეწყინა, ისევ ვერ შეიკავა ცრემლები ასე უპასუხოდ რომ დაუტოვეს ძლივსგამოხატული გრძნობები.. დიდხანს იტირა, საწოლშიც ვერაფრით მოისვენა.. გამთენიისას ძლივს ჩაიძირა ძილის ბურუსში, მაგრამ კარზე ჯერ ფრთხილმა, მერე კი გაძლიერებულმა კაკუნმა ისევ გამოაფხიზლეს. გულმა უგრძნო რომ კარს იქით აუცილებლად ალექსანდრე უნდა ყოფილიყო მაგრამ თან იმ ფაქტმაც დააეჭვა, რომ სახლის გასაღები მასაც ჰქონდა და ასეთ დროს ელენე წესით არ უნდა გაეღვიძებინა. საკეტი ფრთხილად გააჩხაკუნა და მომღიმარ ალექსანდრეს რომ შეავლო თვალი ერთიანად დამშვიდდა. - მეც ძალიან მიყვარხარ ელე! - არ დააყოვნა სასურველმა პასუხმაც, რომელსაც მათი ურთიერთობის განმავლობაში ყველაზე ნაზი, ტკბილი, და მგზნებარე კოცნა მოჰყვა. არცერთი ითხოვდა ერთმანეთისგან უფრო მეტს, მხოლოდ ორივესგან წამოსული უსაზღვრო სიყვარული და სითბო ქმნიდა იმ საშინლად სასიამოვნო გარემოს, რომელზეც ვერცერთი ვერასდროს იტყოდა უარს. მანამ არ შეუწყვეტია მისი ტუჩების დაგემოვნება, სანამ არ გააცნობიერა, რომ ელენეს ზედმეტად დიდხანს შეუზღუდა სუნთქვის ფუნქცია. ძლივს მოშორდა მის ტუჩებს და მთელი სახე დაუკოცნა. ეს მომენტი ყველაფერს ერჩია, ყველა სიცარიელეს უვსებდა.. ელენეც ალბათ სპეციალურად არ იღებდა ხოლმე ამ დროს ხმას, განაბული ხვდებოდა მის თითოეულ შეხებას და თვითონაც ყველანაირად ცდილობდა მისთვის ეჩვენებინა რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ალექსანდრეს გვერდით ყოლა. დანაშაულის გრძნობამ უმოწყალოდ შემოუტია ალექსანდრეს მარცხენა ხელში ჩაბღუჯული ძალიან პატარა, შავი ლეკვი რომ დალანდა. ძალიან შერცხვა მისი ფერებით გონდაკარგულს აქამდე რომ არ შეუმჩნევია, გაკვირვებულმა ააფახურა ბედნიერების ცრემლებით დანამული წამწამები და ისევ მთელი ძალით ჩაეკრა ფართო მხრებს. სავარძელში ჩამჯდარი ალექსანდრე, რომელსაც რთული დღის გავლენას სახე ადვილად შეამჩნევდით, უსაზღვროდ კმაყოფილი იჯდა და ბედნიერების ღიმილი არ შორდებოდა იმდენად ასუფთავებდა შინაგანად ლეკვის მოვლაში გართული ელენე რომ დაღლილობას და აუტანელ ფიზიკურ ტკივილს ოდნავადაც ვერ გრძნობდა. - არ მჯერა, რომ მართლა მომიყვანე! - კალთაში ჩაუხტა და მის შუბლზე გაჩენილ თითქმის შეუმჩნეველ მიმიკურ ზოლებს ნაზად მოეფერა. - ცუდად ხარ? - აღელვებულმა იკითხა და პასუხის მოლოდინში გული აუჩქარდა. - არა ელე..უბრალოდ ცოტა დავიღალე .. - გამამხნევებლად გაუღიმა და ლეკვის თბილ ბალანში მოთამაშე მის თითებს თავისიც შეუერთა. - ლაბრადორს ჰგავს .. მაგრამ ვიცი ასეთი განიერი თათები არ აქვს ? რა ჯიშია? - ეიფორიიდან ვერ გამოდიოდა ელენე და კითხვების ნაკადს არ წყვეტდა. - კანე კორსო .. მოგეწონა? - სიცილი ვერ შეიკავა ელენეს მოუსვენრობაზე. - უკვე ძალიან მიყვარს! - სრული სერიოზულობით გამოაცხადა და ფრთხილად მიიხუტა გულზე. თითოეულ მიმაკაზეც კი ემჩნეოდა ელენეს როგორი ბედნიერი იყო, ალექსანდრეს მის ყურებას არაფერი ერჩია მაგრამ თავს ვეღარ ართმევდა აუტანელ დაღლილობას. - ელე, მაგარ ყავას დამალევინებ? -ინტონაციაში დაჭერილმა თხოვნამ ელენე კინაღამ გადარია. - რას მეკითხები ალექსანდრე, აბა რას ვიზამ ! - სასწრაფოდ წამოხტა მაგრამ ალექსანდრეს მკლავებმა წამში მოიქციეს მისი მხრები, ტუჩებმა კიდევ ერთხელ დააგემოვნეს მისი და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს წამოდმომის უფლება. - ახლა გაიქეცი და ეს მე დამიტოვე ! - ძაღლზე მიუთითა, თავი საზურგეზე გადაწია და თვალები დახუჭა. ელენე ღიმილით გაეცალა და ფიქრებში ჩაიძირა. ვერაფრით მალავდა სიხარულს, ალექსანდრეს უანგარი მზრუნველობით გამოწვეულს , რომელსაც ყოველ წამს გრძნობდა.. გულწრფელად ინანა მთელი დღის განმავლობაში გაჩენილი ფიქრები, ხან რა დააბრალა ხან რა.. თავს პირობა მისცა, რომ აღარასდროს შეიტანდა ეჭვს მასში და გადაწყვეტილებით კმაყოფილმა ღიმილით ჩაყარა ფინჯანში ყავისფერი გრანულები. ფიქრებში ისე გაერთო გვიან ჩაესმა ტელეფონის მონოტონური წკრიალა ზარი, ოთახში სწრაფად გამოვიდა, მობილურს დაავლო ხელი და ისევ სამზარეულოსკენ გაიქცა ჩაძინებული ალექსანდრე რომ არ გაეღვიძებინა. - გისმენთ ? - აღელვებულმა უპასუხა უცნობ ნომერს. - ელენე.. ალექსანდრე შენთანაა? ელე კარგად ხართ? - კიდევ უფრო მეტად ააღელვა ნაცნობმა ხმამ. - კი, თომა .. რა ხდება? - შეშინებულს ხმა აუთრთოლდა. - როგორ არის? რატომ არ გვპასუხობს? დამალაპარაკე რა - ვერაფრით მიხვდა რატომ იყო ასეთი აღელვებული თომა. - იცი.. ძალიან დაღლილი იყო და ჩაეძინა.. ახლავე გავაღვიძებ - ცხელი ყავით სავსე ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა და ოთახისკენ დაიძრა. - ძინავს? ჯანდაბა.. ჯანდაბა! ელენე ახლავე უნდა გააღვიძო გესმის? დაჭრილია , ბევრი სისხლი დაკარგა და არაფრით მისცე დაძინების საშუალება! ელენე გესმის ჩემი? - იმდენად მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო მოსმენილი კიდურებიც კი გაეყინა, მომენტალურად დაუგუბდა ყურები და მოძრაობის უნარიც კი დაუქვეითდა.. თითქოს ძალიან შორიდან ჩაესმოდა მათეს ზედმეტად ხმამაღალი ტემბრი, როგორღაც მიუახლოვდა სავარძელს, ალექსანდრეს გაფითრებულ სახეს რომ წააწყდა ერთიანად მოეძალა მანამდე შოკისგან ძლივსშეკავებული ცრემლები.. - ალე..ქს , გთხოვ ალექსანდრე.. - საწყლად ამოიტირა და ფრთხილად შეაჯღრია მკვრივი სხეული. ალექსანდრეს არაფერზე ჰქონდა რეაქცია.. შეშინებულმა პირზე აიფარა ხელი, ცრემლების ნაკადი როგორმე რომ შეეწყვიტა და ახლა მიაქცია ყურადღება თომას არაადამიანურ ყვირილს. - თომა, ვერ.. ვაღვიძებ.. გთხოვ მოდი.. - ისეთი მუდარა ისმოდა მის ხმაში თომამ ვეღარ გაუძლო და მობილური რეზის გადასცა, ორივე ხელით ტკივილამდე ჩააფრინდა საჭეს და ყურადღება აღარ მიუქცევია მეგობრის დამამშვიდებელი საუბრისთვის.. რომ ვერ მიესწრო არასდროს აპატიებდა თავს რამდენიმე წუთით უყურადღებოდ დატოვებულ ალექსანდრეს და ელენეს მუდარით სავსე, სულის შემძვრელ ხმას... უკვე ვეღარ უძლებდა რამდენიმე საათში თითქოს უფრო მეტად დასუსტებულ და განადგურებულ ელენეს, საცოდავად მობუზული რომ იჯდა სავარძელში და ამქვეყნიურობას არ ეკუთვნოდა. ნერვიულად იმტვრევდა თითებს და ტირილისგან ჩაწითლებული თვალებით , ირგვლივ შავი რგოლებიც რომ შერეოდნენ, გაუაზრებლად აშტერდებოდა მაგიდაზე უწესრიგოდ მიმოფანტულ ნივთებს, ნერვიულობისგან დაძაბული კუნთებს ვერაფრით იმორცილებდა და კანკალს ვერ წყვეტდა, უკვე ტირილის თავიც აღარ ჰქონდა. სწრაფად მოუმზადა მაგარი ყავა და ფრთხილად მიუახლოვდა, იცოდა გოგონა ახლა სულ სხვა განზომილებაში იყო და მის აქ ყოფნასაც კი ვერ ამჩნევდა, ზუსტად მის პირდაპირ ჩამოჯდა ხის მაგიდაზე და ფრთხილად მოიქცია ელენეს გაყინული ხელი თავისაში. - ელე... კარგად არის, რეზი თითქმის ყველაფერს მორჩა.. - ჩუმად დაიწყო გოგონა ოდნავ რომ მოეყვანა აზრზე და არ შეეშინებინა. გულიდან თითქოს მძიმე ლოდი მოეხსნა მის თვალებში თითქმის შეუმჩნეველი იმედის სხივი რომ დალანდა. თავი ასე უმოქმედოდ არასდროს უგრძვნია ელენემ მადლობის ნიშნად ძლივს რომ გაუღიმა და ხმამაღლა ატირდა.. ცოტა ხნით კიდევ აცადა , მაგრამ იმით დაშინებულმა ისევ ცუდად არ გამხდარიყო ძალით დაალევინა ცხელი ყავა. - შეიძლება ვნახო? - ისეთი აღელვებული იყო პასუხის გაცემაც ვეღარ შეძლო და უარის ნიშნად თავი ოდნავ გააქნია, ახლა მიხვდა რატომ შეიყვარა ასე ძალიან ალექსანდრემ მაინცდამაინც ელენე, რთული იყო გამკლავებოდი იმ ამოუცნობ ემოციებს, რომელსაც ელენეს საოცარი თვალები და მისი მთლიანი არსება იწვევდა. ალექსანდრეს გრძნობებში სრულიად დარწმუნებულს, ახლა თავისუფლად შეეძლო ელენეს შესაძლებლობების დაეჯერებინა, ზუსტად ამ მომენტში გააცნობიერა, რომ მას ყველაფრის შეცვლა, ალექსანდრეს შველა შეეძლო ისე, რომ ამას თავადაც ვერ ხვდებოდა. თავის პირდაპირ მოვალეობად ჩათვალა, რომ მისთვის მითითება ან რაიმე მინიშნება მაინც მიეცა იმასთან დაკავშირებით თუ რა იქნებოდა ახლა ყველაზე კარგი ალექსანდრესთვის.. - ლეკვი მომიყვანა .. - ფიქრები ელენეს სიტუაციასთან შეუსაბამო სიტყვებმა შეაწყვეტინეს, გოგონა ასე მშვიდად რომ არ მჯდარიყო ალბათ გაგიჟდაო. - რა ლეკვი ელე? - იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და უფრო მეტად გადაიწია ელენესკენ, ბოლომდე რომ დარწმუნებულიყო მის კარგად ყოფნაში. - მაშინ ტბაზე რომ ვიყავით როქსის გამო ვიჩხუბეთ და.. მერე შემპირდა შენ სხვას მოგიყვანო და ამიტომ მოვიდა დღეს ჩემთან ასე.. არც უთქვამს რომ დაჭრილი იყო, მე კი.. როგორ ვერაფერს მივხვდი .. - ისევ სატირლად დაბრიცა ტუჩები და სახე თითებში ჩარგო. უკვე ფიზიკურად ტკენდა ელენეს მოცახცახე მხრები და უხმო ტირილი. - ძალიან გთხოვ სულ ცოტა ხნით დამშვიდი, მინდა ალექსანდრეზე დავილაპარაკოთ.. მინდა რაღაცეები იცოდე! - ხელები სახიდან ჩამოაღებინა და გამამხნევებლად გაუღიმა. - ელე, არც კი იცი იმდენად მადლობელი ვარ შენი მის ცხოვრებაში რომ გამოჩნდი... გულწრფელად ვამბობ, ძალიან დიდი ხანია ასეთი არ მინახავს, თითქოს დამშვიდებულია, პირველად მაქვს შეგრძნება, რომ როგორმე ვუშველით.. ასეთ ცხოვრებას არ იმსახურებს ელე და ეს უკვე შენც კარგად იცი! ერთადერთი ხარ, ვისაც მისი გადარჩენა შეუძლია და მე ეს ყველაზე მეტად მახარებს. ვერასდროს ვერაფერს ვუსურვებდი შენზე უკეთესს ელენე! მადლობა რომ მიუხედავად ყველაფრისა მის ტკივილს ჩვენსავით ან უფრო მეტადაც კი ითავისებ.. იცოდე ახლა დაიძინებ თორე თუ ალექსანდრემ გაიგო, რომ მთელი ღამე აქ ჯდომის ნება დაგრთე სერიოზული პრობლემები შემექნება.. - სწრაფად წამოდგა და ელენესაც შეაშველა ხელი, თითქოს მისი სიტყვებით გაბრუებული თავიდან გონზე ვერ მოვიდა, მაგრამ როგორც კი გააცნობიერა რას ითხოვდა თომა მისგან მაშინვე შეჩერდა უკან დაიხია.. - არა.. არაა რა, გთხოვ, ახლა ვერ დავიძინებ - უკან დაბრუნდა და ისევ სავარძელში ჩაეშვა. ვერც ახლა გაუწია წინააღმდეგობა და ალექსანდრეს კიდევ ერთხელ გაუგო.. - მთელი ღამე აქ ხომ არ იქნები? - იცოდა, რომ ვერც ამით დაიყოლიებდა მაგრამ კიდევ ერთხელ მაინც სცადა.. დასტურის ნიშნად ელენემ ოდნავ რომ დაუქმია თავი ფარხმალი დაყარა, რამეს მოგიტანო შეუთანხმდა და სამზარეულოსკენ დაიძრა... არასდროს უგრძვნია ასეთი სიცარიელე, არასდროს შეჯახებია ასე პირისპირ მარტოობას.. თომას სიტყვებმა ნათლად დაანახეს რომ მხოლოდ მისი უსაზღვრო სიყვარული ალექსანდრეს მიმართ არ იყო საკმარისი, მაგრამ ვერც იმას ხვდებოდა რისი გაკეთება შეეძლო. როცა ალექსანდრემ გული გადაუშალა და თავის პიროვნება დეტალურად აუღწერა მართლა გაუგო, მაგრამ ამ დრომდე არ ჰქონდა გააზრებული როგორი საფრთხისმომცველი იყო მისი ცხოვრების სტილი.. გული შეეკუმშა როცა წარმოიდგინა რამდენჯერ მოუწია, ან მოუწევდა მსგავს გართულებებთან გამკლავება, მაგრამ რა მოხდებოდა ერთ დღესაც თავი ვეღარ გაერთვა და... შემდეგ წარმოდგენილმა ერთიანად შეძრა, სისხლიანი ბინტებით დახუნძლული რეზი გამოჩნდა და ელენემ გულში მადლობა გადაუხადა ამაზრზენი წარმოსახვა რომ შეაწყვეტინა.. ერთიანად შემატა ძალა მისმა სიტყვებმა : „კარგადაა, უკვე გაიღვიძა“, იმდენად ჰქონდა გამჯდარი გონებაში, რომ ალექსანდრეს სიმშვიდე სჭირდებოდა ნებართვის გარეშე მაინც ვერ გაბედა მის ოთახში შესვლა. სამზარეულოში გიჯივით შევარდა და თომაც გვარიანად დააფრთხო.. - თომა ალექსმა გაიღვიძა და შეიძლება ვნახო? - მუდარით იკითხა და პასუხის მოლოდინში კინაღამ გაგიჟდა. მისი კითხვით გაკვირვებულმა თომამ რამდენიმე წამით ხმა ვერ ამოიღო, ელენეს კი კინაღამ სული დაელია.. - რას მეკითხები ელე, რა თქმა უნდა შეიძლება.. - სასწრაფოდ დართო ნება და ჩვეული გამამხნევებელი ღიმილი შეაგება. სხვა სიტუაციაში რომ ყოფილიყო აუცილებლად გულიანად იცინებდა მის ლოყაზე დატოვებულ ელენეს სამადლობელ კოცნაზე. ბედნიერმა გააყოლა თვალი, მაგრამ წამებში დასერიოზულდა რეზის უსაშველოდ დაღლილ მზერას რომ წააწყდა. - როგორ არის? - ჩუმად იკითხა და ყავისფერი სითხით ბოლომდე გაუვსო გამჭვირვალე ჭიქა.. - ამჯერადაც გამოძვრა! - ერთი ყლუპით გამოცალა ჭიქა და თვალდახუჭული ცივ კედელს მიეყრდნო. - ამას უნდა მივხედოთ რეზი, შეტევას არ ველოდი.. გუშინდელის მერე შეიძლება ყველაფერი გაარკვიონ ... - ვიცი, ვიცი თომა.. ახლა ვერ ვიფიქრებ, ცოტა ხნით მაცადეთ.. - მეგობრის თხოვნამ და შეჭმუხნულმა შუბლმა მიახვედრეს, რომ თვით მუდამ ენერგიული და საქმეში მთელი არსებით ჩართული რეზისთვისაც კი აუტანელი გამხდარიყო ყველაფერი.. თავადაც გაივსო ჭიქა და ისე გამოცალა საუბარი აღარ გაუგრძელებია.. ჭკუიდან გადაჰყავდა აუტანელ ტკივილს ყველაზე ძლიერმოქმედი პრეპარატებიც რომ ვერ უყუჩებდნენ.. არ იცოდა რატომ იყო ასეთი აფორიაქებული, ყველაფერი უსაზღვროდ უშლიდა ნერვებს და ვერაფრით ახერხებდა დამშვიდებას. კარის სახელური ფრთხილად რომ ჩამოიწია და ნამტირალევ, გაფითრებულ ელენეს რომ შეავლო თვალი თავის უჩვეულო აღელვებას მაშინვე მოუძებნა ახსნა, რამდენიმე წამში მის ნაზ ტუჩებს რომ შეეხო თითქოს ტკივილიც კი აღარ იყო ისეთი საშინელი და წამებში გააცნობიერა, რომ ამქვეყნად არავის და არაფერს შეეძლო მისი დამშვიდება, როგორც ელენეს სასიამოვნო გრილ სურნელს.. ### Arc Ki icit rogor maxarebt tqveni uutbilesi komentarebit da shetyobinebebit.. dzalian didi madloba da imedia axali tavit odnav mainc isiamovnebt..(Kidev Ertxel vixdi bodishs inglisuri shriftis gamo) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.