შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [5 თავი]


24-03-2015, 21:34
ავტორი tamro
ნანახია 10 178

დასვენების დღეები, დედასთან და ანასთან ერთად გავატარე. ეს დღეები ანა, ჩემი თხოვნით ჩვენთან დარჩა. რუსო დღეში ორჯერ მაინც გვირეკავდა და ქორწილის დედტალებზე გვესაუბრებოდა. ჩვენც ჩვენს იდეებს ვუზიარებდით. თემოსაც ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე ტელეფონით. სახლიდან გასვლას მაქსიმალურად ვერიდებოდი, თუ სამსახურში არ ვიყავი წასასვლელი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ნელისთვის უნდა მიმეხედა და მეორეც მას შემდეგ რაც იმ მანიაკმა მითხრა, ნამდვილად არ მაქვს მისი ნახვის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად სიმპატიურია ეგ მანიაკი, უნდა ვაღიარო ცოტათი მეშინია კიდეც მისი.
*******************
ორშაბათს, როგორც კი სამსახურიდან დავბრუნდი ნელი საავადმყოფოში წავიყვანე, რომ საჭირო გამოკვლევები გაეკეთებინა. დედას მდგომარეობა შედარებით უკეთესი იყო, თუმცა ლაშამ ყველანაირი საშიშროების შესახებ გამაფრთხილა.
ნელი სახლში ბუზღუნით შევიყვანე. სულ იმას გაიძახოდა ამდენი წოლა აღარ შემიძლიაო. არადა თითქმის სულ ფეხზე დგას და თინა ბებოს ათას რამეში ეხმარება ხოლმე. ჩემს გაფრთხილებებს ყურადღებას თითქმის საერთოდ არ აქცევს.
ყოველთვის იმას იძახის რამით მაინც დაგეხმარებიო. საკუთარ თავზე სულ არ ფიქრობს. მისი ასეთი საქციელი კი სახლში არ ყოფნის დროს შიშს კიდევ უფრო მიმძაფრებს.
******************
მეორე დღეს რუსომ დამირეკა და მთხოვა მე და ანა კაბის შესარჩევად გავყოლოდით. თავიდან წასვლა არ მინდოდა, მაგრამ დედამ დაიჟინა წადიო. თინა ბებომაც დამამშვიდა ნელიკოს მე მივხედავო. სახლიდან მანამ არ გავედი სანამ ყველა წამალი არ დავალევინე.
ანას გავუარე და ორივე ერთად წავედით კლუბში. რუსომ გვითხრა დღეს საღამოს კლუბი არ გაიხსნებაო და ჩემი კაბის ამბებს მივხედავო. პატარა ქორწილის გადახდა გადაწყვიტეს. სულ რაღაც ერთ თვეში ყველაფერი მზად უნდა ყოფილიყო. თემოც და რუსოც ძალიან ღელავდენენ. როგორც გავიგე პაატას წყვილისთვის ქორწილის კლუბში გადახდა შეუთავაზებია კიდეც.
*******************
შენობის შესასვლელთან ნაცნობ მანქანას მოვკარი თვალი და ერთ ადგილას გავშეშდი.
-ევა რა ხდება, არ მოდიხარ?
-ანა, აქ არის.
-ვინ? _ირგვლივ მიმოიხედა
-ალექსანდრე.
-მერე რა! მისი შიშით ქუჩაშიც ვერ უნდა გაიარო?! _ხმას აუწია.
-არ მეშინია. უბრალოდ არ მინდა მისი ნახვა.
-ხო გეტყობა, რომ საერთოდ არ გეშინია! ნუ სულელობ. ჩევნ რუსოსთან მოვედით. ვნახავთ და ისევ უკან წამოვალთ. იმ ვაჟბატონს კი ყურადღებას ნუ მიაქცევ _ მკლავში ხელი ჩამავლო და შენობაში შემათრია. კლუბი თითქმის სულ ცარიელი იყო. მხოლოდ რამოდენიმე თანამშრომელი იყო. შვებით ამოვისუნთქე, როცა ნახევრად ცარიელ შენობაში ალექსანდრე არ დამხვდა. ალბათ პაატას კაბინეტში იყო. ჩემდა საბედნიეროდ.
რუსო ბართან იდგა და ვიღაც ბიჭს ესაუბრებოდა, რომელიც ჩვენგან ზურგით იდგა.
-აი გოგონებიც მოვიდნენ _ ღიმილით შემოგვეგება. ჩევნ დანახვაზე უცნობიც შემობრუნდა.
-ევა?
-რატი? _ თურმე სულაც არ ყოფილა „უცნობი“. ჩემი ძველი კურსელი რატი იყო. სწავლის პერიოდში ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.
-როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ. სად დაიკარგე. _თბილად გადამეხვია
-კარგად ვარ. შენ როგორ ხარ? აქ რას აკეთებ?
-აქ დავიწყე მუშაობა. თემოს ვეხმარები. შენ რას საქმიანობ?
-მეც ვმუშაობ.
-საავადმყოფოდან, რომ გამოგწერეს იმ დღის მერე არ მინახიხარ. შენთან ვიყავი მოსული სახლში, მაგრამ მითხრეს აქ აღარ ცხოვრობსო.
-ხო მართალია. სხვაგან გადავედით საცხოვრებლად მე და დედა. _ ჩვენზე მოჩერებულ რუსოს, ავუხსენი, რომ მე რატი და ანა ერთად ვსწავლობდით.
-ანუ დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთს?
-დაახლოებით სამი წელია. _უთხრა ანამ.
რუსო და ანა ტელეფონით ქორწილის დეტალებს აგვარებდნენ. მე კი დიდი ხნის უნახავ მეგობართან საუბრით გავერთე. როგორც კი რუსომ საქმეები მოაგვარა გასახდელისკენ წავიდა. ვიცოდი დამღლელი დღე მელოდებოდა წინ. საქორწინო კაბის არჩევა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. მეც ანას ვუთხარი მალე მოვალ მეთქი და საპირფარეშოსკენ წავედი.
სარკეში საკუთარ თავს თვალი მოვავლე და ოდნავ აბურდული თმების გასწორება დავიწყე. მოულოდნელად ტუალეტის კარი მთელი ძალით შეასკდა კედელს და გაცეცხლებული ალექსანდრე შემოვარდა. უეცარი შიშისგან შევყვირე და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე.
-რას აკეთებ?! სულ გაგიჟდი?!
-შენ თვითონ რას აკეთებ! _კარი მიხურა და ჩაკეტა. ნერწყვი მძიმედ გადვყლაპე. შევეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებია.
-ახლავე გადი აქედან!
-ვინ იყო ის ბიჭი?!
-რა შენი საქმეა?!
-კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ!
-შენთან ლაპარაკს საერთოდ არ ვაპირებ! _ გასასვლელისკენ წავედი. მოულოდნელად ორივე მკლავში ჩამავლო ხელები და კედელს ამაკრა. შიშისგან ხმა ვერ დავიმორჩილე და ვიკივლე.
-თუ ჭკუით არ იქნები, უარესი მოგივა! _მუქარასავით გაისმა მისი ხმა. სახე ახლოს მომიტანა და საფეთქელთან ოდნავ შემახო ტუჩები. შიშისგან გამაკანკალა, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. გაშლილი ხელისგულები მკერდზე მივადე, რომ როგორმე მომეშორებინა.
-რამდენს ბედავ! ხელი გამიშვი!
-ნუ ჯიუტობ. ვიცი შენც გინდა ჩემთან ყოფნა _ცინიკურად ჩაიღიმა და უფრო მჭიდროდ მიმიკრა სხეულზე.
-არანორმალური ხარ! ახლავე გამიშვი! მომაშორე შენი ბინძური ხელები!! _წამოვიყვირე
-როგორც ჩანს შენ ტკბილად საუბარი გწყენს.. არაუშავს, მაგის გამოსწორებაც შემიძლია!..._კბილებს შორის გამოსცრა.
-გამიშვი, თორემ ვიყვირებ!
-მიდი იყვირე! _ ის იყო უნდა მეყვირა, ჩემს ტუჩებს ვნებამორეული, რომ დაეძგერა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მთელ სხეულზე ცეცხლი მომეკიდა.
გულისცემა საგრძნობლად ამიჩქარდა. მიუხედავდ იმისა, რომ ალექსანდრესთან არანაირი ურთიერთობის სურვილი არ მქონია, მისი ასეთი კოცნა თავბრუს მახვევდა. რამოდენიმე წამი გონს ვერ მოვედი. წამით ჩემს ტუჩებს მოშორდა და ნაზად გადამისვა თითი აწითლებულ ბაგეებზე. შემდეგ კი კვლავ ვნებიანად მაკოცა. მისი ხელები მარწუხებივით მქონდა შემოხვეული. რამდენჯერაც შევეცადე მომეშორებინა, უფრო მეტად მიქცევდა მის მკლავებში.
-ევა სიგიჟემდე მინდიხარ! _ხმაჩახლეჩილმა ჩამჩურჩულა ყურში. მისი ხმის გაგონებაზე ერთიანად გამაცახცახა.
-ალექსანდრე გეხვეწები თავი დამანებე _ მის მკლავებში მოქცეულმა საწყლად ამოვიკნავლე.
-არ შემიძლია... _ მისი ტუჩები ჩემს ყელზე დასრიალებდენ. ვიგრძენი, როგორ შემიცურა ხელი კაბის ქვეშ და ბარძაყზე ოდნავ მომიჭირა. მთელ სხეულზე ცეცხლი მომეკიდა. საკუთარ თავზე ვბრაზობდი ასეთი სუსტი, რომ ვიყავი და საკმარისი წინააღმდეგობის გაწევის უნარი, რომ არ მქონდა. მისი ხელი სწრაფად მოვიშორე და შევეცადე, როგორმე საბოლოოდ გამენთავისუფლებინა თავი.
-ალექსანდრე გამიშვი! _ რაც შემეძლო მტკიცე ხმით ვუთხარი და თავი უკან გადავწიე, რომ ისევ არ ეკოცნა. -გამიშვი! თავი დამანებე! _ კიდევ ერთხელ ვცადე თავის დაღწევა.
-ევა ნუ ჯიუტობ. _ყელში ნაზად მაკოცა. ჩემ სიტყვებს მასზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. პირიქით ჩემთან უფრო ახლოს ყოფნას ცდილობდა. უკვე სერიოზულად შემეშინდა. კლუბი თითქმის სულ ცარიელი იყო და რომც მეყვირა, ეჭვი მეპარებოდა ვინმეს გაეგო ჩემი ხმა. ტუჩები სატირლად დამებრიცა. შევეცადე გამბედაობა მომეკრიბა.
-არ გინდა გთხოვ. გამიშვი. _ჩემი გაბზარული ხმა არც მისთვის დარჩენილა შეუმჩნეველი. სახეზე ნაზად ჩამომისვა ხელი და ლოყაზე ოდნავ მომაკრო გახურებული ტუჩები. როგორც კი ჩემს ამღვრეულ თვალებს გადააწყდა მაშინვე გამანთავისუფლა მისი მარწუხებისგან და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ღრმად ჩაისუნთქა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. მაშინვე მოვწყდი ადგილს და გულგახეთქილი გამოვვარდი კლუბიდან. არც რუსოსთვის და არც ანასთვის თვალი არ მომიკრავს. ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი. ანას მოგვიანებით დავურეკავდი და ყველაფერს ავუხსნიდი. უკვე ვიცოდი რა რეაქციაც ექნებოდა მაგრამ, რომ არ მეთქვა არ შემეძლო. მას არასდროს არაფერს არ ვუმალავდი. გული გამალებით მიცემდა. ჯერ კიდევ ვერ დავმშვიდებულიყავი.
სახლში მისულს, დივანზე მოკალათებული მძინარე ნელი დამხვდა. თინა ბებო სამზარეულოში ფუსფუსებდა. საძინებელში ფრთხილად შევედი, რომ დედას არ გაღვიძებოდა. როგორც კი კარი მივხურე ძალაგამოცლილი ძირს ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. თავს საშინლად ვგრძნობდი. საწოლზე ემბრიონის ფორმაში დავწექი და თვალები მაგრად დავხუჭე, რომ ცოტა ხნის წინ მომხდარი როგორმე თავიდან ამომეგდო.
********************
-ვაიმე ევა! რა დაგიშავა იმ არამზადამ!! ჩემი ხელით მოვკლავ!! _ გამწარებული ყვიროდა ანა.
-ანა გეხვეწები ჩუმად. დედამ არ გაიგოს.
-ევა მითხარი რა...
-ძალით მაკოცა.
-ვაიმე! ევა გაუპატიურება დაგიპირა?!! გეფიცები მაგ არაკაცს ჩემი ხელით მოვკლავ!!! ვუჩივლებ!!
-ანა გეხვეწები დაწყნარდი. უკვე ყველაფერი კარგადაა. გთხოვ ნუ ყვირიხარ, დედამ რომ გაიგოს...
-ნელი დეიდამ, რომ გაიგოს ხელმეორედ მიიღებს გულის შეტევას!!
-ანა! _ მშვენივრად ვხვდებოდი, რომ ანა მართალი იყო. დედას, რომ ეს ყველაფერი გაეგო ნამდვილად ვერ გადაიტანდა. ნერვიულობა საბოლოოდ მოუღებდა ბოლოს. ყველაზე ნაკლებად ნელისთვის გულის ტკენა მინდოდა. მამას სიკვდილის შემდეგ ისედაც საშინელ დღეში იყო. თვალწინ მამას შავი კუბო მედგა, შემზარავი კივილი ახლაც რომ მაჟრჟოლებდა და გულზე საშინელ სიმძიმედ მაწვებოდა, ჯერაც არ წაშლილიყო ჩემი მეხსიერებიდან.
-ხო კარგი, ბოდიში. უბრალოდ ძალიან გავბრაზდი. ვაიმე ევა ეგ კაცი არ არის ნორმალური. მის სიახლოვეს არ უნდა იყო.
-არ ვიცი რა გავაკეთო _ თვალებიდან წამოსული ცრემლები ხელის ზურგით შევიმშრალე.
-რაღაც იდეა მაქვს.
-რა?
-იქნებ შენ და დედაშენი სხვაგან გადახვიდეთ საცხოვრებლად.
-რა? სად?
-დედაჩემის მეგობარი ბინას აქირავებს, თანაც საკმაოდ კარგ ფასად. თუ გინდა დაველაპარაკები და მერე თქვენ შეთანხმდებით.
-არ ვიცი ანა, არ ვიცი. თუ რამეს გადავწყვეტ, ჯერ ნელისაც უნდა დაველაპარაკო და შევუთანხმდე მაგ საკითხზე.
-კარგი. მოიფიქრე და მითხარი.
-კარგი.
-კიდევ რამე ხო არ მოხდა იქ?!
-არა, არაფერი.
-ოხ ევა, რა შარში ხარ.

***************
სასმელი ერთიანად გადაკრა და ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადგა.
-კიდევ აპირებ დალევას? მასე თუ გააგრძელე გალოთდები.
-ერეკლე, დედაჩემივით ნუ მელაპარაკები რა!
-რას აპირებ?
-ადრე უკვე გიპასუხე მაგ კითხვაზე.
-ეგება მართლა არ უნდა იმ გოგოს შენთან ყოფნა და...
-უნდა!
-აბა შენ რა იცი?!
-რით არის ეგ ასეთი გამორჩეული, რომ არ უნდოდეს?!!
-არ მოწონხარ და მაგით. _ჩაიცინა - ისე, შენთან ყოფნაში ფული როგორ შესთავაზე? მსგავსი რამ თავში როგორ მოგივიდა
-არ ვიცი ერეკლე, არ ვიცი. სიმართლე გითხრა, მისი პასუხით იმედგაცრუებული დავრჩი. მაგიჟებს ეგ გოგო!
-ამდენი ქალია შენს ირგვლივ, კისერზე გეკიდებიან და რა მაინცდამაინც ევას გადაეკიდე?
-საქმეც მაგაშია, რომ მისი ეს წინააღმდეგობა კიდევ უფრო მიზიდავს.
-გეთანხმები, ძალიან ლამაზია მაგრამ...
-მაგრამ არ ვიცი მე! ევა ჩემთვის მინდა! _ჭირვეული ბავშვივით ერთსა და იმავეს იმეორებდა.
-რამე, თუ აიჩემე კაცი ვერ გადაგათქმევინებს! _რამოდენიმე წუთი არცერთს არ ამოუღია ხმა. ბოლოს ალექსანდრემ დაარღვია დუმილი.
-ხო ისე დღეს ხათუნამ მთხოვა ორივემ გამოგვიარეთო.
-მოენატრე ქალს. ისედაც ამდენი ხანია არ გინახია.
-ხო ვიცი. მაგრამ არ მეცალა.
-სანდრო, დედაშენია ბოლოსდაბოლოს. ერთი შვილი ყავხარ და იმასაც თვეში ერთხელ ხედავს, ისიც თუ გაუმართლა.
-მართალი ხარ. საღამოს ავიდეთ. გვანცა და ტასოც წამოიყვანე.
-არამგონია გვანცა წამოვიდეს.
-რატო?
-ტასო ამ დღეებში ძალიან ჭირვეულობს. რაც უფრო იზრდება მით უფრო ეცვლება ხასიათი. სანამ სახლში მივალ, გვანცას ერთი წუთითაც არ შორდება. მერე ჩემზეა ტკიპასავით მოკრული. გუშინ სიცხეც ქონდა. არამგონია წამოვიდნენ.
-კაი მაშინ ჯერ შენთან გავიაროთ. ნათლულს მოვიკითხავ და მერე წავიდეთ. _თბილი ღიმილი გადაეფინა სახეზე. ტასოს ხსენებაზე სრულიად იცვლებოდა. საკუთარი შვილივით უყვარდა, ეს ერთი ციცქნა არსება.

***
-გვანცა მოვედით. _გასძახა ერეკლემ
-გამარჯობა სანდრო როგორ ხარ?
-კარგად. შენ? ტასო სადაა? _თვალებით ნათლულს დაუწყო ძებნა.
-ძინავს.
-კაი ტო, რა დროს ძილია.
-ალექსანდრე ჯერ სამი წლისაა. _სიცილით დაკრა მხარზე ხელი ერეკლემ მეგობარს.
-მოიცა რა, მიეჩვიოს ბავშვი სიფხიზლეს. მამამისს თუ დაემსგავსა კარგადაა მაგის საქმე. _ სწრაფად ჩაუარა გვერდი მოალერსე ცოლ-ქმარს და ბავშვის ოთახში შევიდა. ვერასდროს ეგუებოდა, რომ ტასოს მასთან ყოფნის დროს ეძინა. სულ არ ითვალისწინებდა იმას, რომ ბავშვი ჯერ ძალიან პატარა იყო. ახლაც ჩუმად მივიდა პატარას საწოლთან და საყვარლად გამობურცულ, აწითლებულ ლოყებზე მაგრად აკოცა. ტასომაც მაშინვე ჭყიტა თვალები და ნათლიის ნახვით გახარებული მაშინვე წამოსკუპდა საწოლზე.
-ცანდლოო _სასაცილოდ წამოიძახა.
-მოდი ჩემთან შე ციცქნა. _ბავშვს ხელი დასტაცა და ლოყები მაგრად დაუკოცნა.
-მეთამასე! _გასცა ბრძანება პატარა ქალმა.
-რა ვითამაშოთ? _ ბავშვი ოთახიდან გაიყვანა და სავარძელში ჩაეშვა.
-ოხ ალექსანდრე, მაინც გააღვიძე ხო? _ სიცილით გამოხედა გვანცამ.
-რას ერჩით ბავშვს, მშვენიერ ხასიათზეა. _ჩაიცინა -ხო ტასუნა?
-ქო. _მაშინვე დაემოწმა, მისი ჭკუის ბიძიას.
-მოდი ჩემთან მა _ ხელები გაიშვირა ტასოსკენ ერეკლემ
-მაცადე რა, ჯერ ჩემთანაა. _უკან გასწია ალექსანდრემ ბავშვი
-მეც რამდენი ხანია არ მინახია _ ერეკლეც ჯიუტი ბავშვივით გაეჯგიმა
-გუშინს მერე.
-სანდრო, მომიყვანე რა.!
-მოიცა რა!
-ჩემი შვილია! _ გვანცა ბიჭების შემყურე სიცილს ვერ იკავებდა
-ხოდა მითუმეტეს!
-მოდი მა ჩემთან.
-ალა. ცანდლოსთან მინდა _წკრიალა ხმით გადაიკისკისა პატარამ და ნათლიას პატარა ხელები შემოხვია.
-არა რა. ბავშვიც გადამირია! _ჩაილაპარაკა ერეკლემ და დივანზე გაწვა.
-ვისთან გინდა? _სიცილით კითხა პატარას გვანცამ
-ცანდლოსთან _ბავშვის ჩლიფინზე სამივე გულიანად იცინოდა.
-რას ერჩით ბავშვს. ცანდლოსთან უნდა. _ ბუთხუზა თითები სათითაოდ დაუკოცნა და კისერზე შემოისვა საყვარელი ნათლული.
********************
-ზაზა მოვედით
-ო.. ბავშვებიც მოსულან. _ თბილად გადაეხვია ზაზა შვილს.
-ერეკლე როგორ ხარ?
-კარგად ზაზა ბიძია, თქვენ?
-მეც არამიშავს. გვანცა, ტასუნა როგორ ხართ _ ყველა თბილად მოიკითხა კაცმა და სახლში შეუძღვა.
-დედა სადაა? _ სახლს თვალი მოავლო. თუმცა თავის კითხვას თვითონვე გასცა პასუხი, სამზარეულოდან გამოსული ჭურჭლის ხმაური, რომ გაიგო. ნელა მიეპარა სამზარეულოში მოფუსფუსე ქალს და ხელები მაგრად შემოხვია.
-ვაიმე! ალექსანდრე, როგორ ხარ დედა. ასე უნდა მშობლების დავიწყება?! _გაუწყრა ქალი. - გერმანიიდან რაც დაბრუნდი მხოლოდ ერთხელ გნახე. ისიც აღარ მახსოვს წესიერად..
-ხო კაი ხათუნა გეყოს. ახლა ხო აქ ვარ. _მაგრად მოეხვია ქალს.
-დღეს აქ დარჩი.
-არ ვიცი, ვნახოთ.
-ალექსანდრე.. _ წარბები შეკრა ქალმა.
-კაი ხო _ თბილად აკოცა ხათუნას შუბლზე.
-ცანდლო... _სამზარეულოში ტასო შემობაჯბაჯდა. - მეთამასე ლა..
-ვაიმე, აქ ვინ ყოფილა.. მოდი ჩემთან ტასუნა _ ხელში აიტაცა ხათუნამ ბავშვი და ლოყები დაუკოცნა.
-ბავშვმა თქვა სანდროო. მომიყვანე. _ სწრაფად გამოართვა ტასო დედამისს და სამზარეულოდან გავიდა. გვანცა ხათუნასთან შევიდა, რამეში დავეხმარებიო. ზაზა და ერეკლე სასმელის საქმეს აგვარებდნენ. ალექსანდრე კი პატარა ბავშვივით ძირს იჯდა და ტასოს მთელი მონდომებით ართობდა. მშობლების სახლში ბოლო პერიოდში იმდენად იშვიათად მიდიოდა, რომ მისი აქ გამოჩენა ერთგვარი დღესასწაული იყო. ტასოც მშვენიერ ხასიათზე იყო. ნათლიის ოინბაზობა განსაკუთრებით ართობდა და ხმამაღლა კისკისებდა.
-ალექსნადრე მოდით სუფრასთან _დაუძახა ზაზამ. სწრაფად დაავლო ბავშვს ხელი და დანარჩენებს შეუერთდა.
-ერეკლე, გვანცა, ალექსანდრე დღეს აქ რჩება, იქნებ თქვენც დარჩეთ. _თხოვა ხათუნამ.
-სიამოვნებით დავრჩებოდით, მაგრამ ტასოს ნივთები არ წამოგვიღია და... _დაიწყო ერეკლემ
-მერე რა პრობლემაა, მითხარით რა ჭირდება და მე ვუყიდი. _გამოცოცხლდა ალექსანდრე.
-ხო მაგრამ, არ გვინდა შეგაწუხოთ _მორცხვად ჩაილაპარაკა გვანცამ
-გოგოო!! _თვალები დაუბრიალა ალექსანდრემ.
-კარგი ახლავე ჩამოვწერ _ მაშინვე ფეხზე წამოდგა გვანცა.
-ლექსო, მომიყვანე რა ტასო... _უთხრა ერეკლემ
-ჩემთან ცუდად ზის? მე ვაჭმევ. _მაგრად აკოცა ბავშვს ორივე ლოყაზე.
-გიჟდება ტასუნაზე, მაგრამ ის კი არ უნდა, რომ საკუთარი ოჯახი შექმნას _ შეპარვით დაიწყო ხათუნამ.
-ხათუნა არ დაიწყო ახლა! _ პასუხი ისე გასცა, რომ ტასოსთვის თვალი არ მოუშორებია. პატარა საყვარლად აცმაცუნებდა პირს.
-რა არ დავიწყო. არ გინდა, რომ შენი შვილი გყავდეს და მასაც ასე მოეფერო? 27 წლის ხარ. პატარა ხომ არ ხარ. რა არის იმაზე კარგი შენი შვილი, რომ გეყოლება.
-დაუჯერე დედაშენს, მოვისვენებ მერე მეც, _ ჩაიცინა ერკლემ და თავით ტასოზე ანიშნა.
-დაანებეთ ადამიანს თავი. როცა უნდა მაშინ დაოჯახდება. ნუ შეიკალით კაცი. _ შვილი დაიცვა ზაზამ.
-გაიხარე მამაჩემო. _ თვალი ჩაუკრა. გვანცამ ტასოსთვის საჭირო ნივთების სია გადასცა და ერეკლეს გვერდით მიუჯდა.
-უკაცრავად ბატონო ალექსანდრე, შეიძლება ჩემი შვილი ავიყვანო ხელში? _თვალები დაუბრიალა ერეკლემ.
-წასასვლელი არ ვიყო მე ვიცი.. _ტასოს მაგრად აკოცა და ერეკლეს გადააწოდა.
სახლიდან სწარფად გავიდა. გზაში, ჩამოწერილი ნევთების სიას აკვირდებოდა. ტასოზე ჭკუა ეკეტებოდა. რაც არ უნდა დასჭირდეს ბავშვს, ყოველთვის ფეხზე დგას. თავიდან ერეკლე ხშირად ეწინააღმდეგებოდა ხოლმე მსგავს საკითხებში, მაგრამ ბოლოს მაინც შეეგუა. ახლა მხოლოდ ტასოს ხელში დაჭერაზე ჩხუბობენ ხოლმე.
სიას ხელმეორედ გადახედა რამე ხომ არ დამავიწყდაო. ყველაფერი საბარგულში ჩააწყო და საჭეს მიუჯდა. ის იყო უნდა წასულიყო ქუჩაში ნაცნობ სილუეტს, რომ მოკრა თვალი. სახეზე ღიმილი გადაეფინა და თვალამღვრეული მიაჩერდა მოსიარულე გოგოს. როგორ უნდოდა ახლა მიახლოებოდა და საურველი ბაგეები დაეკოცნა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. დილანდელი კოცნის გახსენებაზე, ვნებამორეულმა გაილოკა ტუჩები. საკუთარ თავზე გაეცინა. ამ თითის ტოლა გოგოს ჭკუიდან გადაყავდა. ის იყო მანქანიდან გადასვლა დააპირა, დაინახა, როგორ წამოეწია ევას ვიღაც გოგონა და ორივემ ერთად განაგრძეს გზა. უკმაყოფილოდ გააქნია თავი, მანქანა აამუშავა და მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს.

************
აი, დიდი დიდი დიდი მადლობა ყველა მკითხველს. <3 ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს თქვენი კომენტარების ხილვა. იმედი მაქვს ეს თავიც მოგეწონებათ.



№1 სტუმარი nu

Umagresi xar rogor gamixarda axali tavi... Vaime idzabeba sitwacia

 


№2  offline წევრი S.likuna

uxxx magariaaa dzaliaaan maleee dadeee da didi tavebii raaa <3

 


№3  offline წევრი nestanuka13

დიდი თავი იყო თუმცა მაინც არ მეყო, ძალიან კარგია

 


№4 სტუმარი xatia

Rogorr momwons ^♥♥♡♡

 


№5  offline წევრი bichinashvili ))

ai dzalian magaria .male daee
--------------------
mariam 13

 


№6  offline წევრი Eternity8

გელოდებით თაყვანისმცემლები)) ძალიან მაგარია! <3

 


№7  offline წევრი qetu

ვაიმე სული ერთი მაქვს დანარჩენ თავებს რიდის წავიკითხავ.

 


№8  offline წევრი achi

ძააან ძააან მაგარიაა love

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Dzalian dzalian kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent