შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსური გრძნობები (9)


21-03-2015, 00:47
ავტორი nia_93
ნანახია 3 314

დიმა გაფითრდა. ადგილიდან ვერ დაიძრა. რას წარმოიდგენდა რომ ვინმე გაიგებდა მათ საუბარს,თან ვინ? ეხლა ამან ხმა რომ ამოიღოს და ცოტნესთან ყველაფერი დაფქვას? არა,ხომ შეიძლება სპეციალურად არა,მაგრამ შემთხვევით წამოცდეს? ესეც რომ არ იყოს ნამდვილად არ სურდა დიმას ვინმეს გაეგო მისი გრძნობების შესახებ. ნანო რომ მიხვდა იმას ლამის გადაყვა და ეხლა ამან გაიგო? ეს რა დღეში ჩავარდა.რითი უნდა იმართლოს თავი? ყველაფერი გაგებული ექნება სიტყვასიტყვით
-რეებს ბოდავ?-ხმააკანკალებულმა მიუგო დიმამ და დივნისკენ წავიდა,რომ ჩამომჯდარიყო,თორემ გრძნობდა რომ ფეხზე დგომა უჭირდა
-კაი რა დიმა, ყველაფერი გავიგონე.მართალია ქერა ვარ და სულელად მთვლი,მაგრამ არ ვარ მე ეგეთი როგორიც გგონივარ-მისკენ წამოვიდა და მის წინ მოკალათდა-ცოტნეს შეყვარებულზე ხარ ცალმხრივად შეყვარებული?-ისევ გაუმეორა
-ხმას ამოიღებ ვინმესთან და ენას ამოგაძრობ იცოდე-მიხვდა რომ სხვა გზა არ ჰქონდა დიმას.ვერ უარყოფდა უკვე ნათქვამს,ამიტომ არჩია სიმართლე ეთქვა-და რაც შენი საქმე არაა მაგაში ცხვირი არ ჩაყო-გაღიზიანებულმა უთხრა.ნერვებს ვერ თოკავდა ისე იყო გაღიზიანებული რომ ელომ ეს ამბავი გაიგო
-მართალია ბევრი ლაპარაკი მიყვარს,მაგრამ ჭორიკანა არ ვარ და სხვის პირადულზე საჯაროდ არ ვსაუბრობ-ნაწყენმა მიუგო ელომ.ეწყინა, რა თქმა უნდა ეწყინა დიმას ნათქვამი. მაგი მართლა სულელად მიიჩნევს? გონია რომ მას არ შეუძლია საიდუმლოს შენახვა?ცდება!-არ გინდა მომიყვე?-ცოტა ხნის მერე შეაპარა.დიმამ მკვლელი თვალებით გადახედა
-ხო კაი,ნუ დამსერე თვალებით. უბრალოდ მაინტერესებს როდის და როგორ შეგიყვარდა-მხრები აიჩეჩა-როგორი შეგრძნებაა როცა ძმაკაცის შეყვარებული გიყვარს?-მაზოლზე ფეხი დააჭირა ელომ
-მოკეტავ თუ რას იზამ ეხლა?-ლამის უყვირა დიმამ-უკვე გითხარი ცხვირს ნუ ყოფ სხვის საქმეში მეთქი. შემიყვარდა, ხო შემიყვარდა. გულმა არ მკითხა ვინ უნდა შემყვარებოდა და ვინ არა. ვიცი რომ ეგ ყველაზე არაკაცური საქციელია ჩემი მხრიდან,მაგრამ განა მე მინდოდა? შემიყვარდა და მორჩა,მაგრამ ამის გამო არავისთვის არაფერი არ მომიწევია და მათ შორის არ ჩავმდგარვარ არასდროს.ჩემთვის,ჩუმად მიყვარს და ვერასდროს ვერ გაიგებს ამას ვერც ერთი. შენ კიდევ ამ ამბავს დაივიწყებ,ვითომ არაფერი გაგიგონია.გასაგებია?-თითქმის ყვიროდა ისეთ ხმაზე საუბრობდა
-საჭირო არაა დიმა ყვირილი.სმენადაქვეითებული და შეუგნებელი არ ვარ რომ ვერ გავიგო რას მეუბნები.ხო, და კიდევ ერთხელ გაგიმეორებ,რომ ჭორიკანა არ ვარ-უთხრა და გაბუტული წავიდა თავის ოთახში. დიმას ნერვები ასკდებოდა. უჭირს ემოციების მოთოკვა,როცა მის პირადულს ეხება საქმე და მისი საიდუმლო გამომზეურდება ხოლმე. ეხლა მხოლოდ იმედი ამშვიდებს,რომ ეგ გოგო მართლა არავისთან არაფერს იტყვის. მაგისთვის აჯობებს არ თქვას,თორემ თავის თავს დააბრალოს მერე.

***
-მოკლედ, რა ხდება ეხლა-დაიწყო ნანომ და დიმა და ცოტნეს შეხედა-ცოტნე,ელენე უნდა მოიტაცო, სხვა გზა არაა-დიმას და ცოტნეს თვალები გაუფართოვდათ
-ხუმრობის ხასიათზე არ ვარ ნანო-სერიოზულად უთხრა ცოტნემ
-ვინ თქვა რომ ვხუმრობ?ხომ გინდოდა ელენეს ცოლად მოყვანა? ეგ ისეთია კიდევ კარგა ხანი ვერ გერკვევა თავის თავში და უნდა დაეხმარო ამაში. შენ რა,გადაიფიქრე ელენეს ცოლად მოყვანა?-გამომცდელად კითხა
-არა რა თქმა უნდა. ამაზე მეტად არაფერი მინდა ამ ქვეყნად,მაგრამ არ მირიგდება და ისე როგორ?
-ხოდა მაგიტო გეუბნები რომ მოიტაცეთქო. სადმე წაიყვანე ისეთ ადგილას, რომ წამოსვლა ვერ შეძლოს.რამდენიმე ხანი დაყავით მანდ ერთად და მერე სხვა გზა არ ექნება. სად წავა რომ არ შეგირიგდება?-ჩაეცინა ნანოს
-და რომ არ გაჭრას მოტაცების გეგმამ და ელენე მაინც თავის აზრზე იყოს?-ეხლა დიმა ჩაერთო საუბარში
-გაჭრის,აი ნახავ. მინდა რომ ბედნიერები იყოთ,მაგრამ თქვენ ორს რომ გიყურებთ მეეჭვება ეს უახლოეს მომავალში მოახერხოთ. ის იქ იტანჯება შენ კიდევ აქ. მე ყველანაირად ხელს შეგიწყობ
-ისე ნანო მართალია ცოტნე-დიმა მიუბრუნდა- ელენე, აქამდე ერთად რომ იყავით რატომ არ მოგყვებოდა ცოლად? უნდოდა ჯერ სწავლა დაემთავრებინა, ხოდა ხომ დაამთავრა? შენც მოკიდე ხელი და რამდენი ხანიც საჭირო იქნება გადაიკარგეთ, სანამ გონს არ მოვა და არ შეგირიგდება-გაეცინა დიმას.
-და რომ არ შემირიგდეს და რომ შემიძულოს?-შიშით იკითხა ცოტნემ
-ფშშ,-ჩაიფრუტუნა ნანომ-შეძულდე არა ტოროლა.დამიჯერე, მაქსიმუმ ერთი კვირა გინდა ისიც არა და ხელებში ჩაგადნება-გაეცინა ნანოს.
ცოტნე ჩაფიქრდა. მართლები არიან. რას კარგავს ამით? მოიტაცებს, სადმე ქალაქგარეთ წაიყვანს ყველანაირი კომუნიკაციის საშუალებას მოუსპობს, ფაქტობრივად გამოკეტავს მანამდე,სანამ ელენე გონს არ მოვა. მშვეიერი იდეაა, რატომაც არა.მართალია 21-ე საუკუნეში რა დროს გოგოს მოტაცებაა,თან როდის იყო ცოტნეს მსგავსი იდეები აწუხებდა? ასეთ რამეს ვერც გაიფიქრებდა რომ ოდესმე გოგოს მოიტაცებდა, პირიქით, თვითონ გმობდა ასეთ საქციელს,მაგრამ ეხლა სხვა გზა მართლა არ აქვს.რა არ ცადა რომ დაებრუნებინა,ხოდა ეხლა ნახოს ელენემ როგორ უნდა გაჯიუტება
-როდის ვიტაცებთ?-გაეცინა ცოტნეს
-შენ როცა გინდა მოიფიქრე და ჩემთან კოჯორში ადით-შესთავაზა დიმამ. ძაან შორსაც არ მოგიწევთ წასვლა
-მე მაქვს იდეა როგორც გავიტყუოთ ელენე მაქეთ-უცებ წამოიძახა ნანომ-დიმა,შენი დაბადების დღე ხომ არის 3 დღეში?-დიმას მიუბრუნდა.დიმამ თავი დაუქნია-ხოდა შენ დაურეკავ ელენეს და ეტყვი რომ დაბადების დღის გადახდა გინდა შენს აგარაკზე,ხოდა უნდა დაპატიჟო. ცოტნე იქნება უკვე კოჯორში მანამდე. მერე მე და ელენე წამოვალთ ერთად. ელენეს იქ დავტოვებ როგორღაც და მე ტეხნიკურად მოვტყდები. მერე უკვე თქვენ იცით-ცოტნეს მიუბრუნდა და გაუცინა-ჰა,როგორი იდეაა?-ხელები გაასავსავა-ხო, რაც შეეხება დაბადების დღეს, არაუშავს მეგობეის ერთი დღეობა გამოტოვო-მხარზე ხელი მიკრა ცოტნეს და სიცილით თვალი ჩაუკრა.

***
დიმა სახლში რომ მივიდა,ელო სამზარეულოში იყო და ყავას იხარშავდა.
-საღამომშვიდობისა-შევიდა და მიესალმა ელოს
-საღამომშვიდობისა-გაუღიმა-ყავას დალევ?
-დავლევ,ოღონდ მე ხსნადი მინდა-უთხრა და მაგიდასთან ჩამოჯდა
-არ გშია?-კითხა და ყავა და შაქარი გამოიღო კარადიდან. ელო არაფერს იმჩნევდა გუშინ მომხდარს.თითქოს მას არ გაეგოს დიმას საიდუმლო და დიმას არ ეყვიროს მისთვის.
-არ მშია. მხოლოდ ყავას დავლევ-უთხრა და საფეთქლები დაიზილა. ელომ წყალი დაასხა ყავას და დიმას დაუდგა წინ.თავადაც აიღო მისი ჭიქა და დიმას მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა და ფეხები სკამზე აიკეცა
-დაღლილი ჩანხარ-ისე უთხრა თვალი არ მოუშორებია მისთვის
-ხო,ცოტა დავიღალე-მოკლედ მოუჭრა დიმამ
-დიმა, მე გაღიზიანებ?-კითხა ცოტა ხნის შემდეგ ელომ და თვალებში ჩააშტერდა. დიმა არ მოელოდა მსგავს კითხვას
-არც ისე-მხრები აიჩეჩა
-ანუ მაინც გაღიზიანებ,მაგრამ რატომ? ბევრს რომ ვლაპარაკობ მაგიტომ?თავს გაბეზრებ ხო? სხვები მიჩვეულები არიან რომ ბევრს ვლაპარაკობ და არ უკვირთ, მაგრამ შენ არ მიცნობდი და არ ხარ შეჩვეული, ამიტომ გაღიზიანებ ალბათ. თან ქერა ვარ-ბოლო სიტყვები ირონიულად უთხრა. დიმას არაფერი უპასუხია.უბრალოდ ყავა მოსვა ფინჯნიდან და მზერა ერთ წერტილს გაუშტერა
-დავიჯერო საერთოდ არ გიზიდავ?-ისევ მოულოდნელად კითხა ელომ და დიმას ყავა გადასცდა სასულეში.გულზე ხელი მაგრად მიირტყა და ამოახველა.
-ელენე, რამე მოწიე?-გაოცებულმა კითხა
-რატო?-მხრები აიჩეჩა ელომ-მე ძალიან მომწონხარ და მაინტერესებს შენში ოდნავ სიმპათიას მაინც თუ ვიწვევ.რატომ გაგიკვირდა ეგ შეკითხვა? პირველი გოგომ რომ გამოიჩინოს ინიციატივა და ბიჭს უთხრას რომ მოწონს ტეხავს?-წარბაწეულმა მიუგო-რასაც ვფიქრობ პირდაპირ ვამბობ ხოლმე და თავს არ ვიფასებ. მე მართლა მომწონხარ
-ელენე, მოდი ეხლა გავარკვიოთ ყველაფერი კარგად ხო?-მობეზრებულმა მიუგო დიმამ-შენ ხარ ჩემთან დროებით, ისიც დედაჩემის თხოვნით. რაღა დაგიმალო და სულ არ მინდოდა ვინმე შემოსახლებულიყო და სიმყუდროვე დაერღვია ჩემთვის.კაი, ეგ გავატაროთ. უკვე შევეგუე ამ ფაქტს. ცოტა ხნით აგიტანს კაცი.მერე მეორე, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ,შენ ხარ ბავშვი, რომელსაც მე როგორც ქალს ისე ვერ შევხედავ,ქალად ვერ აღგიქვამ. შენ გჭირდება გაზრდა. რაც შეეხება იმ ფაქტს,რომ მოგწონვარ, ეგეც შენი ერთ-ერთი აკვიატებაა, გატაცება,რომელიც ამ ბინიდან გადასვლისთანავე გაგივლის და მერე ვინმე სხვა მოგეწონება და ესე დამთავრდება ეს ამბავი. და მოდი ნუღარ მეტყვი რომ მოგწონვარ კარგი?
-მაგრამ მე რომ მართლა მომწონხარ?-ხმაგამწყდარმა ჩაილაპარაკა ელომ-ჯერ ეს ერთი,მე ბავშვი არ ვარ როგორც შენ აღნიშნავ-სიმტკიცე დაუბრუნდა მის ხმას,როცა დიმას ნათქვამი ,,ბავშვი ხარ’’ გაახსენდა- მერე მეორე, ჩემს თავში გარკვეული ვარ და ვიცი რა მინდა და რას ვგრძნობ ხოლმე. რადგან ვამბობ რომ მომწონხარ, ე.ი მართლა მომწონხარ.
-გაგივლის
-შენ გაგივლის ელენეს მიმართ სიყვარული?-გაღიზიანებულმა კითხა.
-ეს რა შუაშია?-თვალები მრისხანებით აევსო დიმას
-შუაში კი არა თავშია. შენ ხომ ვერ გაგივლის ასე უცებ ის გრძნობა რასაც მის მიმართ გრძნობ?ხოდა არც მე გამივლის
-მოვრჩეთ ამაზე საუბარს ელენე-ლამის დაიყვირა დიმამ-მე უკვე გითხარი რომ ტყუილი იმედები ნუ გექნება.გირჩევ არ ჩაიციკლო რომ მოგწონვარ, შენთვისვე იქნება ცუდი დამიჯერე. ძალიან ძნელია ცალმხრივი სიყვარული
-მოწონებაც-დაამატა ბოლოს და სამზარეულოდან გავიდა
-მე მაინც მომწონხარ, კი არადა მგონი მიყვარხარ-თავისთვის ჩაიბურტყუნა გაბუტულმა ელენემ და ყავის ბოლო ყლუპი მოსვა.

***
-დიმამ დაგვპატიჟა თავის დაბადების დღეზე, კოჯორში იხდის-უთხრა ელენემ ნანოს,როგორც კი დიმას ტელეფონი გაუთიშა
-მართლა?-ეშმაკურად კითხა ნანომ-და რაღა მაინცდამაინც კოჯორში,აქ ვერ დაეტეოდა?
-ახლობლები ვიქნებით და ბოლომდე დავიმხოთო თავზე ყველაფერი და ერთი დღით იქ დავრჩეთო-მხრები აიჩეჩა ელენემ-რავი,წავიდეთ?თან უეჭველი ცოტნეც იქნება იქ-თავი შორს დაიჭირა ელენემ
-აბა რა უნდა ვქნათ?-შეშფოთდა ნანო-დიმას ხომ არ აწყენინებ? ერთი დღე როგორმე გაუძელი ცოტნეს-,,ერთი დღე რომ იყოს რა გიჭირს’’-ჩაიხითხითა გულში
-ხო,კარგი-უინტერესოდ ჩაილაპარაკა-წავიდეთ
-ჩემი მანქანით წავიდეთ მაშინ, უფრო კომფორტულად წავალთ
-ჩემს მანქანას რას ერჩი ნეტავ?
-შენი პატარაა,ჩემი კი უფრო დიდია და კომფორტული-გაუცინა ნანომ
-კაი ბატონო,წავიდეთ შენი მანქანით-ხელები დანებების ნიშნად ასწია ელენემ და გაუცინა

ელენე და ნანომ საჩუქრები შეურჩიეს დიმას და დაადგნენ კოჯრის გზას.
-მანქანები რატომ არ დგას? ადრე ხომ არ მოვედით?-იკითხა ელენემ,როცა სახლს მიუახლოვდნენ
-გარაჟში ეყენებათ. ზოგი კიდევ არ მოსულა ალბათ ჯერ-მხრები აიჩეჩა ნანომ-მთვარია ჩვენ მოვედით დროზე
-ელე, შენ გადადი და ჭიშკარი გამიღე რა გთხოვ-თვალები აუფახულა ნანომ.ელენემ გაუცინა და გადავიდა. ის იყო ჭიშკრის გაღება დაიწყო, რომ ნანომ მანქანა დაქოქა და უკუსვლით წავიდა
-ელე, 5 წუთში დავბრუნდები,მანამდე შედი-მიაძახა ფანჯრიდან და მანქანით ადგილს მოწყდა და ელენე თვალებგაფართოებული დატოვა
-ვერაა ეს გოგო-საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაიტრიალა- რა ვქნა ეხლა მე?დაველოდო თუ შევიდე?-ჩაილაპარაკა თავისთვის
-შევალ და შემოვდეს მერე-თქვა და სახლისკენ აიღო გეზი. კარზე ზარი დარეკა და დაელოდა. კი გაუკვირდა არანაირი ხმაური არ გამოდიოდა სახლიდან, საერთოდ ვინმე თუ იყო შიგნით ვერ იფიქრებდა კაცი. მალევე კარების გაღების ხმა მოისმა და კარს უკან ცოტნე შერჩა ხელთ
-გამარჯობა ელე-გაუღიმა
-გამარჯობა-ცივად მიუგო ელენემ და შიგნით შევიდა-სხვები სად არიან?დიმა?-ინტერესით იკითხა
-სხვები არ არიან-მხრები აიჩეჩა ცოტნემ და ელენეს გვერდით ჩამოჯდა
-რას ნიშნავს სხვები არ არიან?-გაკვირვებულმა შეხედა
-იმას რომ არ არიან და მხოლოდ მე და შენ ვართ
-ამიხსენი რას ბოდიალობ ცოტნე?-მკაცრად კითხა ელენემ
-იმას რომ მოგიტაცე-უდარდელად მიუგო ცოტნემ და ფეხები ჟურნალის მაგიდაზე შემოაწყო.

მეგობრებო,რა თქმა უნდა როგორც ჩაფიქრებული მაქვს ისე ვწერ. მკითხველის აზრს ვიზიარებ,მაგრამ ვწერ ისე,როგორც დავგეგმე. ძალიან დიდი მადლობა აზრის გამოხატვისა და თანადგომისთვის.



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მალეე დადეე რააა და როგორც გინდაა ისე წერეე :D <33 :))

 


№2  offline წევრი varduka

მაგან მოიტაცა თუ ნანომ ? wink ძაან მომწონს,მაგრამ დიმას რო უყვარს ეგ არ მომწოონს

 


№3  offline მოდერი nia_93

varduka
მაგან მოიტაცა თუ ნანომ ? wink ძაან მომწონს,მაგრამ დიმას რო უყვარს ეგ არ მომწოონს

ფაქტობრივად ნანომ :დდ ეშველება დიმასაც. ალბათ... :დდ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent