ქაოსური გრძნობები (8)
ცოტნე ელენეს დაყვებოდა ჩუმად. მისი ყოველი ნაბიჯი იცოდა.როდის გადიოდა სახლიდან,რა დროს ისვენებდა,რა დროს ხვდებოდა ტატოს და ა.შ. ბოლო მოქმედებაზე ნერვები ასკდებოდა ხოლმე.უნდოდა მანქანიდან გადასულიყო და გემრიელად ეცემა ტატო,მაგრამ ხვდებოდა რომ ამის უფლება არ ქონდა.რამდენჯერმე წამოადგა კიდევაც თავზე,მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. ერთს დაგესლავდა და ტოვებდა წყვილს. ელენესაც ნერვები ეშლებოდა ცოტნეს საქციელზე,რბილად ახვედრებდა რომ ზედმეტი იყო და არ უნდა ჩარეულიყო მისი და ტატოს ურთიერთობაში. -3 დღით სიღნაღში მივდივარ სამსახურის საქმეზე ელე-უთხრა ერთ დღეს ტატომ-შენც ხომ არ წამოხვიდოდი?- -სიამოვნებით,მაგრამ სამსახურს ვერ გავაცდენ ტატო -კარგი,არაუშავს.სხვა დროსაც ვნახავთ ერთად სიღნაღს-დაიმშვიდა თaვი ტატომ. მან მშვენივრად იცოდა ელენე უარს რომ ეტყოდა წaყოლაზე,მაგრამ მაინც ცადა და კითხა -როდის მიდიხარ? -ზეგ დილით-მოიღუშა ტატო -ძალიან მომენატრები-უთხრა ტატომ ცოტა ხნის დუმილის შემდეგ -3 დღით მიდიხარ,მთელი წლით კი არა-გაეცინა -ჩემთვის ეს 3 დღეც უსაშველოდ ბევრია უშენოდ-ელენე ამ სიტყვებზე დასევდიანდა. კარგად ხვდება რომ ტატოს გრძნობებზე თმაშობს და მისი საქციელით იმედს აძლევს,მაგრამ რა ქნას? ტატოსთან თავს კარგად გრძნობს და მოსწონს მასთან ურთიერთობა.არადა არ შეუძლია მანაც უთხრას მსგავსი სიტყვები,როგორსაც ტატო ეუბნება ,,მომენატრები’’, ,,უშენოდ მიჭირს’’, ,,ვგიჟდები შენზე’’ და ა.შ. ამებს მხოლოდ ცოტნეს ეუბნებოდა და მეტი არავისთვის არ უთქვამს. უჭირს ისე უბრალოდ უთხრას ეს სიტყვები ადამიანს,რომლის მიმართაც მხოლოდ სიმპათიები გააჩნია. ,,არა,უნდა დაელაპარაკოს ტატოს. ნანო მართალია,ასე გაგრძელება არ შეიძლება. ასე მეც დავიტანჯები და ტატოსაც დავტანჯავ’’-გაიფიქრა ელენემ -აბა შეხვედრამდე ტატო-დაემშვიდობა ელენე და გადაჭრით გადაწყვიტა რომ ტატო როგორც კი დაბრუნდება სიღნაღიდან აუცილებლად დაელაპარაკება და ურთიერთობას გაარკვევს. მერე რა რომ ცოტნესთან აღარ არის? ტატოს მოტყუებას ვერ გააგრძელებეს და მის გრძნობებზე ვერ ითამაშებს. ტატოც მშვენივრად ხვდება რომ ელენეს ის არ უყვარს,მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს და ელენე ყველანაირად ასიამოვნოს. *** -რა სახით ხარ?-როგორც კი კარი გაუღო,ეგრევე ეგ კითხა ცოტნემ -შემო-შეწუხებული სახით უთხრა-ტვინახდილი ვარ -რა ხდება?-ინტერესით კითხა -ჩემი ხიზანი-თვალები უკმაყოფილოდ აატრიალა-3 დღეა რაც გადმოვიდა და ლაპარაკით დამღალა -ოოოჰ-გაეცინა-კაი გოგოა? -ბავშვია რა-მხრები აიჩეჩა-მაგრამ იმხელა ენა აქვს რას შევადარო არ ვიცი.სახლში თუა ვერ მოიწყენ -რა გინდა მერე,გამრთობი და ხმის გამცემი გყოლია -ხმის გამცემიცაა და ხმის გამცემიც-გაეცინა-რამეს დალევ? -არაფერი არ მინდა,დაჯექი. ცოტა ხნით გამოვედი. არ ვიცი რა ვქნა-მოიღუშა -ელენესთან არაფერი ხო?-ფრთხილად კითხა,რადგან იცის რამდენად მტკივნეულია ეს თემა ცოტნესთვის.ცოტნემ თავი გააქნია -აზრი არ აქვს-ხელი ჩაიქნია და დადუმდა -ეხლავე მოვალ-კარზე ზარის ხმა გაისმა და დიმა კარის გასაღებად წავიდა -საღამომშვიდობისა-მიესალმა ელენე დიმას და დივანზე მჯდომ ცოტნეს გახედა და მასთან მივიდა მისასალმებლად -გამარჯობა-გაუღიმა ცოტნეს -გამარჯობა-ცოტნემ გაკვირვებულმა აათვალიერა და მიხვდა ვიცნ იქნებოდა -მე ელენე ვარ, დიმას მდგმური-გაეცინა-მეგობრები ელოს მეძახიან-უთხრა და დივანზე ჩამოჯდა. სახელ ელენეს გაგონებაზე ცოტნეს ისევ შეეცვალა გამომეტყველება და მოიწყინა.ელოს გაუკვირდა მისი ცვლილება,მაგრამ არ გაუმახვილებია ყურადღება -მე ცოტნე ვარ,დიმას მეგობარი-ცოტნემაც შეძლებისდაგვარად გაუღიმა -ყავა მინდა და თქვენ არ დალევთ?-უცებ ფეხზე წამოდგა -არ შეწუხდე,მადლობა-უთხრა ცოტნემ -რა შეწუხებაა. რომელი გაგიკეთოთ?-ორივეს გადახედა. დიმა და ცოტნეს ხსნადი გაუკეთა და თვითონ როგორც ყოველთვის ნალექიანი გაიკეთა. მერე საძინებელში გავიდა თავის ყავიანად,რადგან არ უნდოდა ძმაკაცებისთვის ხელი შეეშალათ -სხარტი გოგოა-უთხრა ცოტნემ დიმას,როგორც კი ელო გავიდა -ნამეტანი-გაეცინა დიმას -რას ერჩი,მშვენიერი გოგოა -ბავშვი-შეუსწორა დიმამ -ნუ რაც არის-ცოტნესაც გაეცინა. დიდ ხანს აღარ გაჩერებულა,მალე დატოვა დიმას ბინა. ელომაც აღარ დააყოვნა და საძინებლიდან ტანსაცმელგამოცვლილი დაბრუნდა. თავისუფლად ეცვა. ძალიან მოკლე შორტი,შლოპანსები და თავისუფალი სტილის ზედა. დიმამ ფეხებიდან დაუწყო თვალიერება და წარბები მაღლა აზიდა. ელოს მართლაც რომ უნაკლო ტანი აქვს.საოცრად გრძელი ფეხები და მიმზიდველი მკერდი და საჯდომი. -საჭმელს შეჭამ?-გამოსძახა სამზარეულოდან -არ მინდა, შენ ჭამე ელენემ სალათის ფურცლები გამოიღო, დაჭრა, ბულგარული,პომიდორი და ხახვი გაუკეთა და ერთმანეთში აურია მაიონეზთან ერთად. ვეგეტარიანელია და მხოლოდ ბოსტნეულს ჭამს. პირველად რომ მოვიდა და დიმას მაცივარში მხოლოდ ნახევარფაბრიკატები ედო,ისიც ხორციანი ლამის ცუდად გახდა მათ დანახვაზე. მეორე დღესვე ჩაცუნცულდა მარკეტში და სხვადასხვა სახის ბოსტნეული ამოიტანა.დიმას ამდენი ბოსტნეულის დანახვა კი გაუკვირდა,მაგრამ ელომ გაკვირვების დროც არ მისცა ისე ატაკა რომ ვეგეტარიანელია და ხორცი ეზიზღება.დიმამ ხელი აიქნია და ელო თავის ბოსტნეულთან ერთად დატოვა. -ისე რომ იცოდე ამ ბინაში მარტო არ ხარ და ტრუსით ნუ იმოძრავებ-უკმაყოფილოდ უთხრა დიმამ-თანაც გაითვალისწინე რომ კაცთან ერთად ხარ-ირონიულად დაასრულა წინადადება.ასეთ დროს არ შეუძლია პირდაპირი არ იყოს დიმა და არ უთხრას ადამიანს,რასაც ფიქრობს. ელენეს ცოტა ეწყინა დიმას ასე პირდაპირობა,მაგრამ რა ქნას,მართლა ძალიან მოკლეა ეს შორტი,თანაც კომფორტულად გრნობს მასში თავს. თავის ბინაში სულ ასე მოძრაობს -მიჩვეული ვარ ასე სიარულს-მხრები აიჩეჩა -მაშინ მეც ტრუსით ვივლი და გეტყვი ასე ვარ მეთქი მიჩვეული და მოგეწონება? -ეს შორტია და არა ტრუსი-გაბუტულმა მიუგო -რა მნიშვნელობა აქვს რა არის? ტრუსზე გრძელი მაინც არაა-მხრები აიჩეჩა დიმამ და ლეპტოპი ჩართო -დიმა შეყვარბეული არ გყავს?-სრულიად შეცვალა თემა და პირდაპირ აჯახა დიმას. დიმამ წარბაწულმა შეხედა -სადაც არ გეკითხებიან იქ ცხვირს ნუ ყოფ-მიახალა და ლეპტოპს ჩააჩერდა -უიმე, რა უტაქტო ბიჭი ხარ მაინც დიმა.-ტუჩები დაპრუწა ელომ-რა გკითხე ეხლა ისეთი? -არ მყავს-მოკლედ მოუჭრა,რადგან მიხვდა რომ ამ კითხვაზე ასე გამოკიდება არ იყო საჭირო -არც არავინ არ გიყვარს?-არ მოეშვა ელო -მიყვარს-მკვახედ მიუგდო -მას? -ელენე,შემეშვები?-მობეზრებულმა კითხა და ცოტა გაღიზიანდა,რადგან ეს მეტიჩარა გოგო ძალიან პირადულ თემას ეხებოდა -უჟმურო-უთხრა და საძინებელში წავიდა.თან დიმას ლანძღავდა გულში. -მეტიჩარა-ჩაიფრუტუნა დიმამ თავისთვის და ლეპტოპს მიუბრუნდა. 2 კვირა გავიდა რაც ელო გადმოვიდა დიმასთან და დიმას სიმყუდროვე დაურღვია ყველანაირი გაგებით. ერთ დღში ცუმანივით დაატყდა თავს და ასე გრძელდება. ხშირად წაიკამათებენ ხოლმე, მიუხედავად იმისა,რომ ელო სტუმარია დიმა მაინც არ იკავებს თავს შენიშვნებისგან.მერე არც ელო არ უთმენს და სულ კამათობენ ხოლმე. დიმას ზოგჯერ საშინელი სურვილი აქვს ეს გოგო გატყიპოს როგორც პატარა ბავშვი და თავისი ადგილი მიუჩინოს,მაგრამ კიდევ თავისი მშობლების გამო იკავებს თავს,რადგან მათი ახლო მეგობრის შვილია და უწევს აიტანოს გამეტიჩრებული გოგო. არადა ელო ძალიან კარგი გოგოა. გახსნილი და ლაღი. ერთი ისაა რომ ბევრი ლაპარაკი უყვარს,მაგრამ მომაბეზრებელი არაა რაც მთვარია,მაგრამ აბა დიმას რას შეაგნებინებს კაცი? -ძალიან მაგარი ბიჭია,რომ იცოდეთ პირს დააღებთ,მაგრამ წაიუჟმურებს ცოტა-დაუხასიათა ელომ დიმა თავის დაქალებს -ანუ სიმპათიურია?-კითხა თათამ და წვენი მოსვა -ძალიან, თან ძალიან მომწონს. აი ისეთი ტიპისაა როგორებიც მომწონს რა. ძალიან თავშეკავებულია,მაგრამ ნერვებს ვუშლით სულ ერთმანეთს. -მოიცა.სერიოზულად მოგწონს?-ეხლა კესომ კითხა -პირველივე დანახვისთანავე ვიზუალმა მომხიბლა საოცრად,მერე რომ გავიცანი როგორც პიროვნება ისედაც მომეწონა -აბა შენ იცი, დრო გაქვს და დაკერე რა-სიცილით მისცა რჩევა თათამ -ეგრე ადვილი რომ იყოს-მოიღუშა ელო-სხვა უყვარს -შეყვარებული ყავს? -არა, ამას უყვარს -მერე რა. თუ შეყვარებული არ ყავს მიდი და მიაწექი. იქნებ გამოიხედოს შენკენაც-მსგავსი რჩევა-დარიგებები მისცეს ელოს დაქალებმა. მერე ბევრი იჭორავეს,ბევრიც გაჭორეს. გული რომ მოიოხეს ჭორაობით ერთმანეთს დაშორდნენ და თავიანთ გზაზე წავიდნენ ერთ დღესაც ჩვეულებრივ მოუვიდათ წაკამათება დიმას და ელოს. ტელევიზორში რაღაც რეალით შოუს უყურებდნენ,სადაც ერთ-ერთი მონაწილე გოგოს საქციელმა უკმაყოფილება გამოიწვია დიმაში -არა რა,მართლა ყველა ქერა ეგეთი შტერი რატოა?-გაღიზიანებულმა წამოიძახა.ელენემ გაბრაზებულმა შეხედა -რას ერჩი ქერებს? -რას და იმას რომ ყველა ერთმანეთზე უტვინოა-ისე მიალანძღა ქერები წარბიც არ შეუხრია და არც ის გაუაზრებია იმ წამს რომ ელოც ქერა იყო -ანუ მე უტვინო და შტერი ვარ?-გაცხარებულმა კითხა.დიმა უცებ შეკრთა,ეხლა მიხვდა თვის ნათქვამს და მიხვდა რომ ელოს შეურაცხყოფა მიაყენა -ნუ მთლად არა,მაგრამ შენც მოშტერო ხარ რა-მხრები აიჩეჩა და უდარდელად მიუგო მერე -სისულელეა. სისულელეა რასაც ზოგადად ქერებზე ლაპარაკობენ.იდიოტური სტერეოტიპები აქვს ხალხს შემუშავებული,თითქოს ყველა ქერა უტვინოა. ვინ დაასკვნა ეგ? განა უტვინოები და შტერები შავგრემნები ან რიჟები არ არიან?თმის ფერს რა მნიშვნელობა აქვს-გაცხარდა ელო. ვერ იტანს როცა ზოგადად საუბრობენ მსგავს თემებზე და ყველას ერთ ქვაბში ყრიან.ამიტომაც ღიზიანდება როცა მსგავსი რამე ესმის. მითუმეტეს დიმასგან ეწყინა. არ ეგონა რომ დიმასნაირი შეგნებული ადამიანი შეიძლება ასე ფიქრობდეს და სტერეოტიპულად აზროვნებდეს.თანაც ელო სულ არ თვლის თავს სულელად და შტერად,პირიქით,თავის ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანია და თავის სფეროში დიდ წარმატებასაც მიაღწევს -კარგი,რამ გაგაღიზიანა ასე?მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი. -უაზრო იყო რაც თქვი-გაბრაზებულმა თქვა ელომ და თავის ოთახში წავიდა. *** ამ ორი კვირის განმავლობაში ელენეს ცხოვრებაშიც მოხდა ცვლილებები. როგორც ჩიფიქრა და გადაწყვიტა, ტატოს დაბრუნებისთანავე ელაპარაკა და გაარკვია მასთან ურთიერთობა. ტატო ყველანაირად ეცადა ელენეს გადარწმუნებას,რომ დრო სჭირდებათ და უკეთ გაუგებენ ერთმანეთს,მაგრამ ელენე იმდენად კატეგორული იყო ამ საკითხში,თავადაც უკვირდა. მიხვდა რომ სისულელე იყო მსგავსი ურთიერთობა.როცა გიყვარს სხვა და არაი შენი პარტნიორი,სამაგიეროდ შენს პარტნიორს უყვარხარ, ასეთ შემთხვევაში შენ თავსაც იტანჯავ და მაგასაც ტანჯავ. ასეთ ურთიერთობას დროზე უნდა დაუსვა წერტილი,სანამ უფრო ღრმა ფაზაში არ გადავა.ელენეც ასე მოიქცა. პირველად ვუწონებ ამ გოგოს საქციელს. ნანომაც ამოისუნთქა ელენეს გადაწყვეტილება რომ გაიგო,მაგრამ ის რომ ცოტნესთან დაკავშირებით არაფერს აპირებს,ამან ისევ ცუდ ხასიათზე დააყენა. -ელე,ვილაპარაკოთ რა-სამსახურთან დახვდა ცოტნე-ძალიან გთხოვ-დაამატა,როცა ელენეს ყოყმანი შეატყო -მხოლოდ 10 წუთი-მკაცრად უთხრა. იქვე ახლოს სკვერში ჩამოხსდნენ. ხმას არ იღებდნენ -როდემდე უნდა ვიყოთ ასე?-დაიწყო ცოტნემ -შენ გისმენ -ამ სიტუაციას არ ვგულისხმობ,ზოგადად ვამბობ. ასე შორიდან როდემდე უნდა ვუყუროთ ერთმანეთს?რით ვერ ახტები ამ შენს პრინციპებს?ვცდილობ რომ შენკენ გადმოვდგა ნაბიჯები,შენ კი სულ გამირბიხარ. დავიჯერო არ გიყვარდი ისე ძალიან როგორც ამბობდი რომ ეს ერთი შეცდომა ვერ მაპატიო?-ოდნავ გაღიზიანებულმა უთხრა ცოტნემ -ასეთ რამეს როგორ მაბრალებ? რას ნიშნავს არ მიყვარდი ცოტნე? რომ მიყვარდი იმიტომ ვერ გპატიობ და მიწირს მაგის დავიწყება-გაღიზიანდა ელენეც. ნუთუ ეჭვი ეპარება ცოტნეს რომ ელენეს ის უყვარდა? რა სისულელეა.ასეთი უსაბუთო ბრალდება ჯერ არ მოუსმენია -მაშინ დამიბრუნდი რა. მენატერბი-ხმა გაუწყდა.ელენეს ცრემლები ჩაუდგა თვალებში. სიჩუმე ჩამოვარდა. -მეც მენატრები-სიჩუმე ცრემლნარევი ხმით დაარღვია ელენემ-მაგრამ თავსაც ვერ ვერევი. გგონია მე მომწონს რომ ასეთი პრინციპული ვარ?არა! მართლა ვერ გადავხარშე მომხდარი-თავი ჩახარა ელენემ -რა გავაკეთო? მითხარი რა გავაკეთო რომ დამიბრუნდე და გავაკეთებ? ასე როდემდე უნდა ვიტანჯოთ ელე? ოდესმე ხომ უნდა მოეღოს ბოლო ჩვენს ამ მდგომარეობას? -არ ვიცი-მისუსტებული ხმით ჩაილაპარაკა-როცა ვფიქრობ,რომ შევძელი დავიწყება იმ ამბის და მინდა გაპატიო,მაშინვე ის სცენა მიდგება თვალწინ და ისევ იმ სიმძაფრით განვიცდი. გგონია მე მომწონს და მინდა ასე? -თავი მოვიკლა? მითხარი სიცოცხლით გამოვისყიდო დანაშაული თუ რა ვქნა ელენე რომ მაპატიო?-გაბრაზებულმა უთხრა-ჯანდაბა-გაცხარებული წამოდგა და ელენე მარტო დატოვა. ელენეს ცრემლები ღაპაღუპით გადმოსცვივდა. -მიყვარხარ ცოტნე-თავისთვის ამოისლუკუნა და თავი ჩახარა. *** ელოს მეორე დღეს დიმასთვის ხმა არ გაუცია ისე წავიდა უნივერსიტეტში. მაინც ნაწყენია ჩერჩეტად და შტერად რომ მოიხსენია.თვითონ ლამის ცამდე აიყვანოს დაქალებთან,სულ მის ქებაშია.დიმა ესეთია,დიმა ისეთია. დიმა ამას ასე აკეთებს,დიმა იმას ისე აკეთებს.დიმას ეს უყვარს,დიმას ის უყვარს. მოკლედ, სულ მასზე ელაპარაკება ხოლმე დაქალებს.ამან კიდევ მიალანძღა და შტერი უწოდა. დაანახებს რომ სულაც არ არის შტერი და ყველა ქერა ერთნაირი არაა. დიმა მიხვდა რომ აწყენინა გოგოს,მაგრამ თავი დიდად არ მოუკლავს ბოდიშებით. ჩაის დალევა მშვიდად გააგრძელა. საღამოს რომ დაბრუნდა ელო, პირდაპირ თავის ოთახში შევიდა და ცხვირი არ გამოუყვია მაქედან. ბოლოს დიმა სინდისმა შეაწუხა და ოთახში მიაკითხა. ფრთხილად დააკაკუნა კარზე და მერე თავი შეყო. ელო გულაღმა იწვა ლოგინზე და ჭერს უაზროდ მიშტერებოდა.დიმას შემოსვლაზე რეაქცია არ ქონია.დიმა საწოლზე ჩამოუჯდა.ერთხანს უყურა -ბოდიში უნდა მოგიხადო გუშინდელისთვის-დაიწყო-შენთვის შეურაცხყოფის მოყენება არ მინდოდა,უბრალოდ მართლა ასე ვფიქრობ და რა ვქნა?-მხრები აიჩეჩა. ელოს თავიდან გაუხარდა დიმას ბოდიში,მაგრამ ბოლო წინადადება ისევ მოხვდა გულზე -ბოდიშს მიხდი და ისევ იმავეს მეუბნები-გაბრაზებულმა წამოყო თვი და ლოგინზე წამოჯდა-მე არ ვარ ტიპიური ქერა,როგორებსაც შენ იცნობ ან იცნობდი-დაუბღვირა -მაპატიე კარგი?-საწყლად შეხედა.ელომ ერთხანს უყურა,მერე გაეღიმა -კარგი, გაპატიე.იმედია კიდევ არ მიმალანძღავ-ორივეს გაეცინა. მერე ცოტა ხანი დადუმდნენ -რა ლამაზი თვალები გაქვს-მოულოდნელად კომპლიმენტი უთხრა ელომ -კიდევ ერთხელ ამივარდება თავში-გაეცინა დიმას -ბევრი გეუბნება ალბათ-გაეცინა ელოსაც -თითქმის ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ვისთანაც კი კონტაქტი მაქვს ხოლმე-დაიტრაბახა დიმამ.ელენეს არ მოეწონა დიმას ნათქვამი. ანუ ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ეყოლება-გაკრა გონებაში -ეხლა რაღაც რომ გავაკეთო იმედია არ გამიბრაზდები-უთხრა ელენემ.დიმამ კითხვისნიშნიანი თვალებით შეხედა,მაგრამ ელენემ არ აცალა დიდხანს ფიქრი ახლოს მიიწია და ტუჩებში აკოცა. დიმა გაშეშდა. ისიც ვერ მოიფიქრა რომ მოეშორებინა -საოცრად მიმზიდველი ტუჩები გაქვს და თავი ვერ შევიკავე-უთხრა როგორც კი მის ტუჩებს მოწყდა ელენე და თავი დახარა -ეს არ არის სწორი საქციელი შენი მხრიდან ელენე-მკაცრად უთხრა -არ მითხრა რომ არ მოგეწონა?-თვალებში შეხედა -ეს სხვა საქმეა.ჩვენს შორის ეგეთები არ მოსულა. შენ ხარ დედაჩემის მეგობრის შვილი,რომელიც დროებით ჩემთან ცხოვრობს და ასეთი რამ მეორედ არ განმეორდეს,გასაგებია? -მაგრამ მე რომ მომწონხარ?-პირდაპირ უთხრა ელენემ.დიმას თვალები გაუფართოვდა. ნამდვილად არ მოელოდა ელოსგან ამის თქმას-პირველივე დანახვისთანავე მომეწონე..ძალიან-თვალები არ მოუცილებია დიმასთვის ისე უთხრა -სამაგიეროდ მე არ მომწონს ბავშვები-ირონიულად უთხრა დიმამ და წამოდგომა დააპირა -ბავშვი არ ვარ-კატეგორიული ხმით უთხრა ელენემ -ჩემთან შედარებით ბავშვი ხარ -არ ვარ! 5 წელი არც ისე დიდი სხვაობაა-თავისას არ იშლიდა ელო -მისმინე ელო, მე არ მომწონხარ. გიყურებ როგორც ჩემი მშობლების მეგობრის შვილს და მეტი არაფერი. თანაც სხვა თუ არაფერი,მე ქერები არ მომწონს-ირონიული ტონით წარმოთქვა ბოლო წინადადება.ელოს გული ატკინა მისმა სიტყვებმა -აჰა, ანუ რადგან ქერა ვარ იმიტომ არ მოგწონვარ არა?-დოინჯი შემოირტყა ელომ -რა მნიშვნელობა აქვს რატომ არ მომწონხარ? მთავარი ფაქტია,ფაქტი რომ არ მომწონხარ. არ მინდა რამე მოგატყუო, ამიტომ გეუბნები სიმართლეს პირდაპირ.თანაც მე სხვა მიყვარს-ბოლო სიტყვები ჩუმად,თავისთვის ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა.ელოს თვალები აუწითლდა და მოწოლილმა ცრემლებმა ცხვირი აუწვა, მაგრამ მაინც არაფრის დიდებით არ გადმოუშვა ცრემლი. 2 დღე წესიერად არც დალაპარაკებიან ერთმანეთს. დიმა ცდილობდა ელოს ხშირად არ მოხვედროდა თვალში. ერთ საღამოს ნანო დაადგა დიმას.ელო თავის ოთახში იყო. ნანოს წარმოდგენა არ ქონდა იმის შესახებ რომ დიმასთან კიდევ ვინმე იქნებოდა -როგორ ხარ დიმა?-გადაკოცნა -ვარ რა.შენ როგორ ხარ? -მეც არამიშავს. რაზე მოვედი-დაიწყო პირდაპირ და დივანზე ჩამოჯდა -მანამდე დალევ რამეს? -არა,მადლობა არაფერი მინდა.დიდხანს არ მცალია -გისმენ მაშინ-დიმა ნანოს წინ მოკალათდა -რამე უნდა ვუშველოთ ცოტნეს და ელენეს. დიმა,მესმის რომ ელენე გიყვარს და მასზე და ცოტნეზე ლაპარაკი შენთვის ძნელია,მაგრამ უნდა დამეხმარო რა. როგორმე უნდა შევარიგოთ.ასე ორივე ცალ-ცალკე იტანჯება -ნანო, მე ელენე ჩემთვის, ჩუმად მიყვარს. ამის გამო არასდროს არ მქონია ის მომენტი,რომ მე მინდოდა ცოტნე და ელენე ერთად არ ყოფილიყვნენ,პირიქით,მეც ძალიან მინდა რომ ორივე ბედნიერი იყოს. თუ რამე შემიძლია ყველაფრით დაგეხმარები -ძალიან მაგარი ადამიანი ხარ დიმა. ანუ შენი იმედი მქონდეს? -თავისთავად,ყველაფერში-მტკიცედ უთხრა დიმამ -კარგი მაშინ შეგეხმიანები ამ დღეებში-ნანო ფეხზე წამოდგა. ეხლა უნდა გავიქცეო და დაემშვიდობა. -ესე იგი შენი ძმაკაცის შეყვარებულზე ხარ ცალმხრივად შეყვარებული?-კარები რომ ჩაკეტა დიმამ და მობრუნდა, არკასთან მიყუდებული ელო დაინახა,რომელსაც გაუგია ნანო და დიმას დიალოგი და თვალებგფართოებული მიჩერებოდა დიმას. პ.ს აი დიმა და ელენე პირველი რატომ გინდათ რომ იყვნენ ერთად? ძმაკაცები წავკიდო? არ მემეტება მე დიმა და ცოტნე ერთმანეთის გადასამტერებლად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.