შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდიდარი მოსამსახურე [4]


25-03-2015, 21:08
ავტორი კოტი
ნანახია 5 878

დილას უჩვეულო ხმაურმა გააღვიძა ალისია. მისაღებიდან ახალგაზრდების ხმა ისმოდა, ძალიან გაუკვირდა, ასე ადრე ვინ უნდა ყოფილიყო? არაფერი ესმის. თავი მოიწესრიგა მუხლამდე გაშლილი კაბა და ფართე ლამაზი ზედა ჩაიცვა, ფეხზე თბილი წინდები ამოიცვა და ქვევით ისე ჩავიდა სარკეშიც არ ჩაუხედავს. მისაღებში შესულს თვალები გაუფართოვდა დივანზე ერეკლე და ნენე ისხდნენ, კიდევ ვიღაც ორი ბიჭი, აქეთ სავარძელში კი იოანე იჯდა მის გვერდით კი ვიღაც გოგო,ვისზეც ალისიამ მხოლოდ წითლი პომადა შენიშნა. მის დანახვაზე ნენე ფეხზე წამოვარდა და მაგრად მოეხვია, ერეკლემაც თბილად შეხვდა.
-გამარჯობათ .
-გაგიმარჯოს, იო საყვარელო არ გაგვაცნობ შენს ახალ მოსამსახურეს?სასაცილოდ გაწელა სიტყვები წითელ პომადიანმა, სულ არ მიუქცევია მისი სიტყვებისთვის ყურადღება ალისიას ახლა მხოლოდ ის ახსოვდა, რომ უკვე ლექსოსთან ასვლის დროა და საკმაოდ შეაგვინდა.
-დიახ გაიცანით ეს ალისიაა, ალისია გაიცანი ესენი ჩემი მეგობრები არიან გიორგი კაკაბაძე,საბა მაჩაიძე და ნატო წერეთელი. ერეკლეს და ნენეს, როგორც ვატყობ უკვე იცნობ.
-დიახ ვიცნობ, უკაცრავად ,მე უნდა წავიდე ბატონ ალექსანდრეს წამლის დალევის დრო აქვს,სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ის იყო უნდა გასულიყო ,როცა ბავშვების გაკირვებულ სახეებს კიდა თვალი, იოანე ფეხზეც კი წამოდგა. ვერ მიხვდა რა ხდებოდა განცვიფრებულმა შეტრიალდა უკან და ფეხზე მდგარი მოწესრიგებული ალექსანდრე, რომ დაინახა კინაღამ გული წაუვიდა.
-ალისია როდემდე უნდა მეძახოდე ბატონ ალექსანდრეს? რამდენჯერ გითხარი ლექსო დამიძახე მეთქი? ძალიან მაბრაზებ.თთქოსდა დატუქსა მოხუცმა გოგონა და თბილად გაუღიმა.
-ბაბუა. განცვიფრებულმა წამოიძახა იოანემ და კაცს მაგრად ჩაეხუტა. მას დანარჩენებიც მიყვნენ, განზე მხოლოდ ნატო იდგა და ისეთი თვალებით უყურებდა ალისიას გეგონებოდათ, მის მტერს უყურებსო.
-კარგით ნუ გამგუდავთ ახლა, გამიშვით, გამიშვით ხალხნო. ალისია წამოდი დღეს დაგაგვიანდა ამოსვლა და ვინერვიულე.
-მაპატიე ლექსო. ღიმილით ჩაილაპარაკა გოგონამ და მოხუცს ჩაეხუტა, არასდროს უნახავს ფეხზე მდგარი და ძალიან გაუხარდა მისი ასეთ ფორმაში დანახვა, მალევე გაახსენდა წამლები და მარიას დაუძახა, რაზეც ლექსომ თვალები გადაატრიალა და ბავშვივით მოყვა წუწუნს.
-არმინდა წამლები ალისია, ასეც კარგად ვარ ჩემო გოგო. წამოდი წიგნი უნდა წამიკითხო.
ოთახიდან ძალით გაიყვანა მოხუცმა ალისია და 12 წყვილი თვალი ასე გახევებული დატოვა მისაღებში.ვერავინ გაიაზრა მომხდარი, განსაკუთრებით იოანემ, იმის შემდეგ რაც მშობლები დაეღუპა ბაბუამისი არამცთუ ფეხზე ამდგარი, არამედ გაღიმებულიც არ დაუნახავს, ჩახუტებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ისედაც გრძნობდა ამ გოგოს მიმართ რაღაც განსაკუთრებულს და ახლა სულ გაიბერა სიახრულისგან, აუცილებალდ მოუხდის მადლობას, აუცილებლად. სივრცეს გაუღიმა ქალდანმა და მეგობრების საუაბრში ჩაერთო.
88888
თითქმის ერთი საათი უკითხავდა ლექსოს წიგნს, შემდეგ იმას ჩაეძინა და ალისიამაც გადაწყვიტა ცოტა ხნით სახლიდან გაპარულიყო. ქვედა სართულზე ჩუმად ჩავიდა, ეზო მოათვალიერა და როცა ვერავინ დალანდა, სწრაფად მოკურცხლა სახლიდან. არც ისე მოშორებით ტრიალი მინდორი იყო, როცა დაღლილია ალისია ყოველთვის აქ ისვენებს,გარედან თავისი მწვანე მოსაცმელი ეცვა და სვანეთის სილამაზით ტკბებოდა თან ქალდანზე ფიქრობდა. არა ასეთი სხვანაირი სვანი პირველად ნახა, ბიჭი სულ მკაცრია, მაგრამ როგორც კი ალისიას ან თავის ახლობლებს ხედავს, სახეზე სითბონარევი ღიმილი გადაურბენს ხოლმე, თავიდან როცა შეხვდა ალისიას ეგონა რომ ჯმუხ ადამიანთან ჰქონდა საქმე, იყო კიდეც ქალდანი ,მაგრამ არც ისე ხშირად როგორც ეს ალისიას ეგონა. 2 კვირაში ექიმთან აქვს ვიზიტი და წინასწარ ნერვიულობს რაქნას? რა უთხრას ქალდანს? რომ არ გაუშვას? ფიქრებიდან ნაბიჯების ხმამ გამოიყვანა, უკან რომ მიიხედა გაოცებისგან თვალები ლამის გადმოუვარდა,მისკენ ქალდანი მოდიოდა, ჩაფიქრებული იყო წარბები შეეჭმუხნა და რაღაცაზე ფიქრობდა. უხმოდ მიუჯდა ალისიას გვერდით და ჰორიზონტს გახედა, ის იყო ალსამ გაიფიქრა წავალო, რომ იოანეს ხმა შემოესმა.
-მაშინ სულ რაღაც 10 წლის ვიყავი, როგორც წესი ბებიასთან და ბაბუასთან ვიყავი ჩამოსული სტუმრად, ახალი წელი მოდიოდა და სახლში უნდა წავსულიყავი თუმცა უეცრად გავცივდი და მაღალი სიცხე მომცა, მშობლებმა როგორ თუ უშენოდ შევხვდეთ ახალწელსო და აქეთ გამოემართნენ ,საშინლად თოვდა იმ დღეს, მამას მანქანა მოუსრიალდა და და....<<იოანემ ღრმად ჩაისუნთქა და აკანაკალებული ხმით გააგრძელა>>ამბავი ბაბუას შეატყობინეს, ბებიას გულის შეტევა დაემართა, ბაბუამ კიდევ თავისთავს გამოუტანა განაჩენი, ოთახში ჩუმად უემოციო სახით შევიდა და დაწვა იმის შემდგე თუ ძალიან არ დასჭირდებოდა, არც ოთახიდან გამოდიოდა და არც საუბრობდა, არავის აქცევდა ყურადღებას 18 წელი გესმის? 18 წელი ხმა არ ამოუღია, 18 წელი არ ჩამხუტებია და 18 წელი არ გაუღიმია და დღეს დღეს ტო... შენ ისეთი რამ გააკეთე, რაც ვერავინ შეძლო. ეს ამბავი არავისთვის მომიყოლია არავისთვის მე ვგიჟდები მათზე გესმის? მათი და ჩემი ბიჭების მეტი მე არავინ არ მყავს და მოკლედ მადლობა ყველაფრისთვის, უღრმესი მადლობა. იოანემ მწარედ გაუღიმა ატირებულ ალისიას უბრალოდ არ ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა,შენ არც კი იცი როგორ გამაბედნიერე .
-არა..ფერს , მაგ...რამ მე ....რა..ტომ, მი...ყვ..ები... ამას? სლუკუნით კითხა ალისიამ
-არვიცი. მართლად არ ვიცი, უბრალოდ შენთან გახსნილი ვარ და თავს რაღაცნაირად ვგრძნობ , რაღცნაირად თბილად. ვერც კი გაიზარა ისე დაადო თავისი ხელი ალისიასას და ოდნავ მოუჭირა, გოგონა შეეცადა აჩქარებული გულისცემა დაერეგულირებინა თვალები ხელისგულით შეიმშრალა და ბიჭს გაუღიმა. ისხნდენ მინდორზე ერთმანეთზე ხელიხელ ჩაკიდებულნი და ტკბებოდნენ ტკბებოდნენ სვანეთის სილამაზითა და ერთმანეთის სიახლოვით, რამდენიმე წამიანი სიჩუმე ისევ იოანემ დაარღვია.
-ალისია.
-გისმენ.
-ოდესმე გიგრძვნია? ანუ ვიღაც დაგინახავს და გიფიქრია, რომ ამ ადამიანს უკვე წლებია იცნობ ?
აანერვიულა ალისია ქალდანის სიტყვებმა, იცის ამას რაც მოყვება და ნამდვილად არ უნდა ახლა ამ თემას შეეხოს, იმასაც კი ევრ ხვდება როგორ გაბედა ქალდანისთვის ხელის ჩაკიდება.
-არა არ მიგრძვნია.
-აი მე კი ვიგრძენი. მაშინ, როცა შენ დაგინახე.
მხოლოდ ეს თქვა ქალდანმა სწრაფად აკოცა შეფაკლულ ლოყაზე ჰოფმანს და იქაურობას გაეცალა, გაკვირვებულმა მიიდო ხელი ნაკოცნ ადგილას ალისიამ და იმხელა ბედნიერება და სიხარული იგრძნო თვითონაც გაუკვირდა, არავითარი ტკივილი მისი შეხების დროს, არავითარი ის დღე და არავითარი შიში. იმ დღეს აღარ დასიზმრებია ალისიას ლევანი, არც ის ღამე ,იმ დღეს ალისიას მხოლოდ ქალდანი და მისი შავი უძირო თვალები ესიზმრებოდა,ესიზმრებოდა და ძილში ბედნიერს ეღიმებოდა.
8888
დილას მაღვიძარამ გააღვიძა, ბუზღუნით წამოდგა ფეხზე და ოთახი მიალაგა. საგულდაგულოდ შეარჩია ტანსაცმელი, მუცელი ოდნავ ეტყობა და არ უნდა ახლა კითხვებზე პასუხების ძებნა. ფეხზე საყვარელი თბილი წინდები ამოიცვა და სამზარეულოსკენ გასწია. ჯერ კიდევ ყველას ძინავს, სახლი მილაგებულია საჭმელი გაკეთებული „ყოჩაღ მარიას“ იქვე დადებულ სიას გადახედა, რომელიც მარიას დაეტოვებინა რაღაცეები თვითონაც შემატა და წიგნაკში საყიდლებისთვის განკუთვნილი ფული ჩადო. ორი დღეა თაკო არ მოსულა, სიცხე აქვსო დედამისმა, არა მასაც ეცოდება ეს გოგო, მაგრამ რაქნას? რომ არ დააფიქსიროს არ გამოვა. ძალიან მოშივდა თუმცა სტურმები გაახსენდა და მაგიდის გაშლას შეუდგა, უზომოდ შეაწუხა საჭმლის სუნმა, მაგრამ რა ქნას უდნა აიტანოს. კიდევ კაგრი ტოკსიკოზი არ აქვს, მაგრამ ექიმი „ამშვიდებს“ ჯერ ერთი თვის ხარ და შეიძლება მალე გქონდესო. ყურადღება სხვა რამეზე, რომ გადაეტანა შოკოლადის ჭამა დაიწყო ,თან ჭამდა და თან მაგიდას აწყობდა. ის იყო ჩამოჯდა, რომ ოთახში საბამ შემოირბინა, მას გიორგი მოსდევდა, გაკვირვებული ადევნებდა ბიჭებს თვალს, რომლებიც მაგიდის ირგვლივ დარბოდნენ და სულ ვერ ამჩნევდნენ მაგიდასთან მჯდომ გოგონას, შემდეგ საბა მისაღებში გაიქცა იქ იოანე დახვდა და განცვიფრებისაგან პირი დააღო ალისიამ, როცა დაააფიქსირა, რომ ამხელა კაცები ერთმანეთს ეჭიდავებიან .იმდენი იცინა თვითონაც, მუცელი ასტკივდა ბოლოს, რომ აღარ აღირსეს გაჩერება ალისიამ პირსაბანი აიღო ბიჭებს შორის ჩააგდო და „სტოპ“-ო დაიძახა მალევე დაოკდნენ კაცები და დასჯილი ბავშვებივით ჩახარეს თავები.
-დილამშვიობისა ბიჭებო .სიცლით მიესალმა ალისია, მისი მხიარული ხმა, რომ მოესმათ უმალ მოეშვა ყველას.
-დილამშვიდობისა უთხრა საბამ და ლოყაზე აკოცა, მერე გიომ და ბოლოს იოანემაც. გულიანად გაეცინა მათ ქცევაზე „ რა გიხარია შენ მხოლოდ მოსამსახურე ხარ“ უშნოდ გამოელაპარაკა ალტერეგომ „მოკეტე“ თავის თავს შეუძახა და ბიჭებს გაუღიმა.
-დაჯექით მიირთვთ
-შემოგვიერთდი(იოანე)
-ხო რა მოდი ერთად ვჭამოთ თან უკეთ გაგიცნობთ (საბა)
-კარგი, მაგრამ ქალბატონი ნატა, რომ არ ჩამოსულა? თვითონაც არ ესიამოვნა იმის თქმა, მაგრამ რა ქნას? ვერაფრით დაავიწყა თავის თავს ის, რომ ის იდიოტი გოგოც აქააა.
-ნატა წავიდა. მშრალად ჩაილაპარაკა იოანემ.
-რატომ?
-კაი ტო ნატაზე უნდა ვილაპარაკოთ?მოყევი რამე შენზე, ბლუკუნით ჩაილაპარაკა გიორგიმ.
-ჯერ გადაყლაპე , იდიოტო(საბა)
-მაჩაიძე მოგხვდება.
-მეც მიყვარხარ პუპსიკ.სიცილით ჩაუკრა თვალი საბამ გიორგის და ალისიას შეხედა მომლოდინე თავლებით.
-რავიცი, მოსაყოლი არაფერია,ვარ 23 წლის უნივერსიტეტი დამთვარებული მაქვს, მყავს დედა და უსაყვარლესი ძმა რომელზეც ვგიჟდები.
-მამა?(საბა)
-მამა შარშან გარდაიცვალა. მწარე ღიმილით ჩაილაპარაკა ალისიამ.
-მაპატიე ტო, მაპატიე არ ვიცოდი, ვიზიარებ.
-არაუშავს მიჩვეული ვარ ტკივილს.
უხერხული სიჩუმე ამჯერად იოანეს ხმამ დაარღვია
-ჰოფმანი რატომ?
-აჰ ... ეგ. გრძელი ამბავია.
-მოყევი არსად გვეჩქარება. ისევ წაიბლუკუნმა პირგამოტენილმა გიორგიმ და გაიკრიჭა
-დედა გერმანელი მყავს, რთული მშობიარობა ჰქონდა, როცა გავჩნდი ექიმებმა უთხრეს, რომ მეტი შვილი ვეღარ ეყოლებოდა დედა დედისერთაა და ამიტომ ბაბუამ დედას სთხოვა გვარის გამგრძელებელი მინდაო, აი ასე გავხდი ჰოფმანი.
-მოოიცა და ენდი?(იოანე)
-ამაზე არ ვლაპარაკობ მაგრამ,ენდი ნაშვილებია. თუმცა ამისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია, არც მე და არც სხვა ვინმეს. ჩემთვის მთავარია, რომ ის ჩემი ძმაა, ჩემი სისხლი აქვს თუ არა ამას ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ხანდახან ისე ვამსგავსებ მამას საქციელებით, რომ მგონია მატყუებენ და სისხლითაც ჩემი ძმაა.
-ახლა თქვენზე მომიყევით.ღიმილით გადახედა ბიჭებს ალისიამ და ხელი ნიკაპქვეშ შემოიდო
ყველას საბამ დაასწრო
-ესეიგი ჩვენ ვართ სამი მუშკეტერები , ხოხო რას იცინი, ოღონდ ცოტა სხვანაირი სამი მუშკეტერები ვართ, ერეკლე ხომ იცი ეგ არის არამისი მას ყავს ცოლი ლიკა და პატარა მათე, აგიხსნა ახლა რატოა არამისი ჩვენში ყველაზე დაწყნარებული ტიპია ჩვენ ცოტა გვაკლია რა:დ გიორგი ათოსია, 24 წლის ცალმხრივად შეყვარებული გახლავთ. მე საბა, გახლავართ პორთოსი და სრულიად ვგავარ მას მარტოხელა სიმპატიური და
-და მექალთანე(გიორგი)
მე და იოანემ ჩუმად ჩავიფხუკუნეთ, საბამ წარბები შეჭმუხნა და გიორგის გაბრაზებული სახით გადახედა.
-ხო ...მოკლედ აი ეს, ეს ბედოვლათი კიდევ დარტანიანია, ყველაზე ბოლოს გავიცანით და იმიტომ.
-მოიცა ყველაზე ბოლოს?
-ეს ყველაზე უფროსია, ამიტომ ყველაზე გვიან გაჩნდა. ბრძნული ღიმილით დაარტყა ხელი მხარზე საბამ იოანეს და გაიკრიჭა. თითქმის 1 საათი ლაპარაკობდნენ ბიჭები და ალისია ღიმილით უსენდა მათ, ისმენდა მათი ბავშვობის ისტორიებს და გულწრფელად ეცინებოდა, ძალიან სურდა მასაც ყოლოდა ასეთი მეგობრები, მაგრამ მამამისის სამსახურის გამო სულ გამზავრება, გამომგზავრებაში იყო და ვერასდროს ასწრებდა ვინმეს გაცნობას, როგორც აღმოჩნდა მათი მშობლები ოდითგანვე მეგობრობდნენ და ესენიც სულ ერთად მოდიან. შემდეგ ბიჭებმა ერეკლესთან გადავიდეთო და წავიდნენ. იოანემ შესთავაზა წამოდიო, უნდა მივალაგოო უთხრა და სთხოვა ლიკასთვის და ნენესთვის ეთქვა, რომ მასთან ელოდებოდა. სადრაც 20 წუთში მიალაგა სამზარეულო,ცხელი შოკოლადი გააკეთა და დივანზე ჩამოჯდა.თვალისდახამხამებაც ვერ მოასწრო, კარზე კაკუნი, რომ გაიგო. იფიქრა გოგოები იქნებიანო და კარები ღიმილით გააღო, ღიმილი გაკვირვებამ შეცვალა, როცა კარებში მდგარი იოანე დაინახა,რომელსაც თვალებშ ჭინკები ჩასდგომოდა და გოგონას მაცდური ღიმილით შეჰყურებდა.


აზრზე არ ვარ რა გამომივიდა, ამაზე დიდს მე ვერ დავწერ ფიზიკურად არ შემიძლია. ველი თქვენს შეფასებას მხოლოდ რამდენიმე თავიც და შემდეგ სულ თბილად წარვმართავ სიტუაციას მიყვრხართ ყველა ....



№1 სტუმარი xato

dzaaliian kaargiaa male dadee raa :))

 


№2 სტუმარი inga

mshvenieriaaa,ogond agar gvalodino raaa

 


№3  offline წევრი S.likuna

uh kaia dzalian magram patara tavia da didi dade xolme raaaa <3

 


№4 სტუმარი likuna

მმმმმ რა კარგი ისტორიაა და ავტორი უკეთესი♥♡♥ინტერესით ვკვდები ისე მაინტერესებს როდის გაიგებს იოანეს სიმართლეს.ისე თუ საიდუმლო არაა მალე ეტყვის ალისია???

 


№5  offline წევრი კოტი

likuna
მმმმმ რა კარგი ისტორიაა და ავტორი უკეთესი♥♡♥ინტერესით ვკვდები ისე მაინტერესებს როდის გაიგებს იოანეს სიმართლეს.ისე თუ საიდუმლო არაა მალე ეტყვის ალისია???


სულ რამდენიმე ავი დაა გაიგებს ნუ მე მასე დავგეგმე და ვნახოთ რა იქნება
პ.ს უღრმესი მადლობა ყველას მიხარია რომ მოგწონთ
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№6  offline წევრი EiLuL♥

დღეს წავიკითხე ყველა თავიი,,, სხვა ისტორიებიც წაკითხული მაქვს დაა ძალიან მომწონს ❤ ცოტა თავებს ვერრ გაზრდი ? ისე ძალიან კარგია.. სახელიც მომეწონა ალისია განსხვავებული ^.^)))
--------------------
elene

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent