შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსური გრძნობები (14)


26-03-2015, 00:40
ავტორი nia_93
ნანახია 3 219

შენ?-გაოგნებულმა კითხა.ჯერ კიდევ უჭირდა იმის დაჯერება,რომ მის წინ მდგარი მშვენება ელო იყო
-რას მომშტერებიხარ,არ მოგეწონა ჩემი ახალი იმიჯი?-დიმას სახის შემხედვარემ ეშმაკურად გაუცინა და თმები ზურგს უკან დემონსტრაციულად გადაიგდო
-როგორ გიხდება!-გაოცებულს თავისდაუნებურად აღმოხდა პირიდან ეს სიტყვები.ელოს კმაყოფილს ჩაეცინა
-არც ეხლა არ მოგწონვარ?-თვალებში ჭინკები აუთამაშდა ელოს
-მოიცა...შენ თმები იმიტომ შეიღებე რომ მე მომწონებოდი?-ჯერ გაკვირვებულმა კითხა და მერე ამის გააზრებისას ისტერიულად ახარხარდა.
-ვერ ვხვდები შენნაირი ადამიანი რატომ შემიყვარდა-ელოს ეწყინა დიმას საქციელი და გაბუტულმა ტუჩები დაპრუწა-მე ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე,რომ შენი ყურადღება ოდნავ მაინც დამემსახურებინა,შენ კიდევ დამცინი-მკლავები გადაიჯვარედინა და დიმას მიაშტერდა.
-არა,მართლა ძალიან გიხდება-დასერიოზულდა დიმა-მაგრამ ამხელა მსხვერპლის გაღება არ იყო საჭირო ჩემს გამო-ღიმილი მაინც გაეპარა ტუჩის კუთხეში
-თუ შედეგიანი იქნება ჩემი მსხვერპლი,არასდროს არ ვინანებ-მტკიცედ ჩაილაპარაკა ელომ
-მე უბრალოდ ვფიქრობ,რომ შენი ახირების გამო არ ღირდა ამის გაკეთება-მხრების აჩეჩვით მიუგი დიმამ და მაგიდას შემოუჯდა
-მე გითხარი რომ შენ ჩემთვის ახირება არ ხარ!მე მართლა მიყვარხარ დიმა.როდის უნდა მიხვდე?
-ელო,ასეთ სიტუაციაში ჩვენ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გაგვიჭირდება. ხომ ვილაპარაკეთ უკვე რომ ამაზე არ დაძრავდი სიტყვას? რატომ აიჩემე რომ გიყვარვარ?-მობეზრებულმა უთხრა დიმამ
-იმიტომ რომ მართლა მიყვარხარ!შენ გგონია ვხუმრობ?რატომ ფიქრობ რომ როგორც კი აქედან წავალ მაშინვე გამივლის შენს მიმართ გრძნობები?ნუთუ მართლა ასეთი ქარაფშუტა გგონივარ,რომელმაც არ იცის რა უნდა და რას გრძნობს?ცდები დიმა,ძალიან ცდები.მე მართლა მიყვარხარ-გულდაწყვეტილმა უთხრა ელომ და დიმა სამზარეულოში მარტო დატოვა. დიმა სინდისმა შეაწუხა.ასე აშკარად არ უნდა აგრძნობინოს რომ მისი გრძნობები არ აინტერესებს,მაგრამ რა ქნას? სხვანაირადაც არ გამოსდის.თავისდაუნებურად ეთქმევინება სიმართლე. ისე,უნდა აღიაროს რომ ელომ მართლა პირღია დატოვა თავისი ახალი იმიჯით.შავი თმები საოცრად მოუხდა და უფრო მიმზიდველი გახადა.სულ სხვანაირი ელო დაინახა,უფრო ქალური და სექსუალური,მაგრამ ამას არაფრის დიდებით არ იტყვის ხმამაღლა.
მიუხედავად იმისა,რომ დიმას ელოს ახალი იმიჯი საოცრად მოეწონა,მაინც არ იმჩნევდა და ცდილობდა ზედმეტად თვალში არ გაჩხერილიყო.არ უნდა რომ ელო დაიტანჯოს ცალმხრივი სიყვარულით.დიმაზე უკეთ ვინ იცის თუ რა ძნელია როცა ცალმხრივად ხარ შეყვარებული.თანაც ის მაინც თავის აზრზეა და ფიქრობს რომ ელოს მისი ბინიდან გადასვლისთანავე გაუქრება ის გრძნობა თუ სიმპათია თუ რასაც გრძნობს მის მიმართ.ამაში რატომღაც ძალიან არის დარწმუნებული.არ ჯერა და რა ქნას რომ ელო მართლა უყვარს? როგორ შეიძლება ასე ჰაერზე შეყვარებოდა.არანაირი საბაბი არ მიუცია დიმას ამისთვის,პირიქით,სულ რაღცნაირად ცივად ექცეოდა ხოლმე. იმედია მალე დამთავრდება ეს ამბები მისთვის და ელო რემონტს მალე მორჩება,რადგან მერე გადავა თავის ბინაში და ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგება.ამის დიდი იმედი აქვს დიმას.
ელო კვლავ ნერვებმოშლილი იყო,რადგან დიმას გული ვერ მოულბო და ვერ მოაბრუნა მისკენ.რას არ ეცადა,მოკლე საღამურებით იტრიალა,პირსახოცშემოხვეული გამოდიოდა სააბაზანოდან,ძალიან გამომწვევად ეცვა ხოლმე სახლში რომ იყო,თავისი საძინებლის კარს ხშირად ოდნავ გამოღებულს ტოვებდა იმ იმედით რომ შეიძლება შემთხვევით შემოეხედა დიმას. რამე ხრიკი თუ შეიძლებოდა რომ დიმა მოეხიბლა თავისი სექსუალურობით,ყველაფერი გამოიყენა,მაგრამ არა! არაფერმა არ გაჭრა. მართლა რკინის ნერვები აქვს ამ ბიჭს.შეუძლებელია მამაკაცმა იმ ცდუნებას გაუძლოს,რასაც ელო აკეთებდა ,მაგრამ დიმამ გაუძლო იმ ერთ შემთხვევით ღამეს თუ არ ჩავთვლით. სახლში მოსულზე სულ დიმას ირგვლივ ტრიალებდა,ხან რაზე ესაუბრებოდა და ხან რაზე. ყველანაირად ცდილობდა მასთან ახლოს ყოფილიყო. ბოლოს იმედები გადაეწურა და ცხვირჩამოშვებული დადიოდა.
ელოს გადასვლის წინა ღამე იყო. ანუ ბოლო ღამე დიმას ბინაში.
რემონტი უნვე მორჩა და დრო იყო გადასულიყო აქედან. ძალიან წყდებოდა გული,რომ წასვლა უწევდა.ისე შეეჩვია დიმასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას,მარტო გაუჭირდება,თან დიმას გარეშე.
დივანზე მოწყენილი იჯდა. ბარგიც ჩასალაგებელი ქონდა,მაგრამ მისაღებში იჯდა და გამორთულ ტელევიზორს უაზროდ მისჩერებოდა. ვერც კი გაიგო დიმას მოსვლა ისე გაიტაცა ფიქრებმა.
-ხომ კარგად ხარ?-კითხა დიმამ,როცა ელოსგან პასუხი ვერ მიიღო
-ა,ხო, რა მკითხე?-თითქოს ეხლა გამოერკვაო
-რას შვები მეთქი?ტელევიზორის ჩართვა არ გიფიქრია მეთქი ასე რომ ზიხარ და გამორთულს მიშტერებიხარ-გაეცინა დიმას და გვერდით მიუჯდა.ელომ უბრალოდ მხრები აიჩეჩა და არაფერი უპასუხია
-მართლა რა გჭირს?-გულწრფელად გაუკვირდა დიმას,რადგან ასეთი მოწყენილი და გაჩუმებული ელო მას არ ახსოვს
-ხვალ მივდივარ-ხმადაბლა უთხრა
-მორჩა უკვე რემონტი?
-კი,ყველაფერი მზადაა,მხოლოდ მე ვაკლივარ ბინას-შეეცადა გაეღიმა
-გილოცავ რემონტის დასრულებას-გაუცინა და თმები აუჩეჩა
-მე კიდევ სულ არ მიხარია-მოწყენილმა უპასუხა-აწი შენთან ერთად ვერ ვიქნები,მე კიდევ ძალიან მივეჩვიე ამ სახლში ცხოვრებას-გულწრფელად გაუმხილა ელომ რასაც ფიქრობდა-მომენატრები.შენ ისედაც არ გაინტერესებდი აქ რომ ვცხოვრობდი და აწი ვაფშე დამიკიდებ და საერთოდ არ მნახავ-თვალები ცრემლებით აევსო ელოს.დიმას რაღაცნაირად გულში გაკრა ელოს სიტყვებმა და შეკრთა მის თვალებში აბრჭყვიალებული ცრემლები რომ დაინახა. ეს თუ საერთოდ რამეზე ტიროდა წარმოდგენა არ ქონდა.სულ მხიარული და ბევრი ლაპარაკი რომ უყარს ისეთი ელო ახსოვს, ეხლა კი ლაპარაკი უჭირს.
,,ცრემლებიც როგორ უხდება’’-გაიფიქრა თავისთვის აღფრთოვანებულმა დიმამ.რა დროს ამაზე ფიქრია. მგონი ამასაც ელო დაემართა, სულ უცნაურ რამეებს ეტყოდა ხოლმე შეუფერებელ დროს.ისეა ეხლაც დიმა.როცა რაღაც უნდა ეპასუხა,ის იჯდა და იმაზე ფიქრობდა თუ როგორ უხდება ცრემლები.
-რა დიდი ტრაგედია ესაა ელო?-ბოლოს გონს მოეგო და სიცილით კითხა
-შენთვის ტრააგედია კი არა ,პირიქით სასიხარულო ამბავია.როგორც იქნა მოგშორდები-გაბუტულმა უთხრა-შენ საერთოდ არ გაინტერესებ,მე კიდევ ...-აქ ხმა გაუწყდა და ცრემლები წამოუვიდა.დიმას ამის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა
-ეხლა არ იტირო გემუდარები რა-შეწუხებულმა მიუგო,რადგან ვერ იტანს როცა მისი თანდასწრებით ქალი ტირის და მას უხდება რომ დაამშვიდოს. არ გამოდის ეს მტირალა ხალხის დამშვიდება და რა ქნას?
-საერთოდ არ დაგწყდება ხომ გული?-სლუკუნით კითხა ელომ
-ელო,ელო,ელო-მონოტონურად გაიმეორა მისი სახელი-გემუდარები ნუ ტირი რა,გთხოვ დამშვიდდი.რაზეა რომ ტირი თუ ხვდები მაინც?სხვა პლანეტაზე ხომ არ მიდიხარ არა? ერთ ქალაქში ვცხოვრობთ,თანაც არც ისე შორს ერთმანეთისგან,ხოდა ვნახავთ ხოლმე ერთმანეთს რა-დაამშვიდა თვისი ჭკუით
-სულ არ მოგენატრები?სულ სულ ცოტათი მაინც-არ მოეშვა ელო
-მეც ძალიან შეგეჩვიე ელ, ამიტომ სულ სულ ცოტათი მეც მომენატრები-თითებით აჩვენა ,,სულ სულ ცოტა’’ და თვალები მოჭუტა.მერე გაუცინა.ელოსაც გაეღიმა
-ჩაგეხუტები რა-თხოვა ელომ.დიმამ უბრალოდ თვი დაუქნია და ხელები გაშალა.ელო მთელი ძალით მიეკრა დიმას,თითქოს მის წართმევას უპირებენო.თავი მის კისერში ჩარგო და ღრმად შეისრუტა საყვარელი სურნელი.მერე ყელზე ტუჩები მიაწება და სრუტუნით მოშორდა
-ყველაზე კარგი ხარ ვისაც ვიცნობ-უთხრა ელომ და დიმას პასუხისთვის არ დაუცდია ისე გაიქცა საძინებელში. დიმამ ერთი ამოიოხრა და თავი დივნის საზურგეს მიადო.
ეს იყო მათი დამშვიდობება. მეორე დილით დიმა ადრე წავიდა სამსახურში და მისდა გასაკვირად ელო არ დახვედრია სამზარეულოში ყავით ხელში,როგორც ყოველ დილით ხვდებოდა.
საღამოს დაბრუნებულზე ელო უკვე წასული დახვდა.მის ოთახში შეიხედა და ელოს არც ერთი ნივთი არ იყო.
-წასულა-თავისთვის ჩაილაპარაკა და მისაღებში გალასლასდა.სავარძელში მოწყვეტით მოეშვა და ჩაფიქრდა თან ყველაფერზე და თან არაფერზე. მერე ფიქრით დაიღალა. მერე სიჩუმემ მოუშალა ნერვები,რაღაც უჩვეულოდ ხმამაღალი სიჩუმე იყო,რაც საშინლად არ მოეწონა.ოთახში გაიარ-გამოიარა მაგრამ ვერაფერმა უშველა.მერე კიდევ ერთხელ ჩაფიქრდა და უეცრად რაღაც გაიაზრა-მოწყენილი და გაყრუებული იყო სახლი ელოს გარეშე!
მადლობა ყველას.ძალიან,ძალიან კარგები ხართ.



№1  offline წევრი mbella

მომწონს ძალიან, ახლა ნახავს დიმა როგორია ელოს გარეშე :DD ძალიან კარგი წყვილია, მაგრამ კარგი იქნება ახლა დიმამ გამოიჩინოს ინიციატივა, მგონია რომ ელომ უკვე ყველაფერი სცადა :*** კარგი ხარ

 


№2  offline წევრი varduka

ოოოო ეს უკვვე მომწოონს wink

 


№3  offline წევრი nini...))

აიი კაიაა ეს უკვე. ძალიან მაგარიი გოგო ხარ :**

 


№4 სტუმარი ცირა

გაგრძელება არაა?

 


№5  offline მოდერი nia_93

ცირა
გაგრძელება არაა?

არის. სრულადაც დევს ცალკე :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent