ქაოსური გრძნობები (12)
დიმა მისაღებში გალასლასდა და დივანზე მოწყვეტით დაეშვა.თავი ხელებში ჩარგო. ჯერ კიდევ უჭირს იმის გააზრება რაც გუშინ მოხდა მასსა და ელოს შორის. არა, მაინც ასე როგორ დათვრა რომ არაფერი არ ახსოვს და მსგავსი რამ ჩაიდინა? დიმა არასდროს გამოირჩეოდა სმით და გუშინ რა ჯანდაბა ეტაკა?რატომ დალია ამდენი? რომ არა მისი დაჟინება რომ დაელიათ,ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.კარგი, დალია,დალია,მაგრამ ამ დონემდე როგორ გამოთვრა რომ თავის ქმედებებს ვერ აკონტროლებდა? რამ გამოაშტერა ასე? ეხლა რა ქნას?როგორ მოიქცეს? ელოს რა პასუხი გასცეს?ამ ფიქრებში იყო გართული და თავი კვლავ ჩახრილი ქონდა, ნაბიჯების ხმა რომ მოესმა. ზეწარშემოხვეული ელო გამოვიდა.თვალებმოჭუტული დაუჯდა დიმას წინ -თავი მისკდება-ამოიკრუსუნა ელომ და თვალები ძლივს გაახილა.დიმამ თავი ასწია და ელოს მზერა გაუსწორა.დაბნეული იყო. არ იცოდა რა ეთქვა-შენ დიდი ხანია გაიღვიძე?-ვითომ არაფერიო ისე ესაუბრებოდა ელო -ელო..-ხმა გაუწყდა-გუშინ...ჩვენ...-სათმელი ვერ დაამთავრა -ოღონდ ეხლა ამ ყველაფრისგან ტრაგედიას ნუ შექმნი და არ მინდა არაფერი-შეწუხებული სახით უთხრა ელომ და თავზე ხელი მიიჭირა-მე არაფერს არ ვნანობ-მტკიცედ თქვა.დიმას თვალები გაუფართოვდა -რა? კი მაგრამ არ ნანობ რომ ესეთი ნაბიჯი პირველად გადადგი თან მთვრალმა,თან მამაკაცთან რომელთანაც არაფერი გაკავშირებს?-გაოგნება გამოსჭვიოდა დიმას ხმაში -მე მიყვარხარ და არაფერს ვნანობ რაც შენთან დაკავშირებით ხდება დიმა-უთხრა და თვალებში ჩააჩერდა -ბოლო დონის არაკაცივით მოვიქეცი.არა,არაკაცივით კი არა, არაკაცი ვარ გუშინდელის მერე-თავის ლანძღვას მოყვა დიმა -გაჩერდი ეხლა, მეც რომ არ მნდომოდა და არ ავყოლოდით ერთმანეთს,არაფერი არ მოხდებოდა,ამიტომ მარტო შენ არ ხარ დამნაშავე -მე უფრო მეტად ვარ დამნაშავე ელო,მე უნდა შემეკავებინა თვი და ასე ლაჩრულად არ მოვქცეულიყავი -მთვრალი იყავი,ისევე როგორც მე-არ ჩამორჩა ელო -ერთი გამოსავალია-ცოტა ხანს პაუზა გააკეთა-ცოლად უნდა მოგიყვანო-უეცრად წამოიძახა ცოტა ხნის მერე დიმამ -რაა?-შეშფოთებულმა წამოიძახა ელომ-რეებს ბოდავ დიმა? -მე მინდა რომ ჩემი საქციელი გამოვასწორო. არ მინდა რომ ჩემს გამო სახელი შეგელახოს. მე შენ ნამუსი აგხადე ელო -ჯერ ერთი, ტყუილად იდანაშაულებ შენს თავს და მეორე,მე შენ ცოლად არ გამოგყვები-დიმამ გაკვირვებულმა შეხედა. განა ელოსთვის უფრო უკეთესი არაა დიმას გაყვეს ცოლად და ამით სახელი არ შეირცხვინოს?მისთვის უკეთესი გამოსავალი არაა?ნამდვილად არაადეკვატურია ეგ გოგო.ჯერ ისტერიკების გამართვას ელოდებოდა რომ გაიღვიძებდა და ყველაფრის თავზე დამხობას,მაგრამ ასე არ მოიქცა,პირიქით,მშვიდად ზის მის წინ და აქეთ ამშვიდებს დიმას. ეხლა კიდევ დიმამ ასეთი წინადადება შესთავაზა და უარი სტკიცა. ვერ არის ეს გოგო ცოტა დალაგებული -რატომ?-მართლა გაკვირვებულმა კითხა დიმამ -მართალია მიყვარხარ და დიდი სიამოვნებით გამოგყვებოდი ცოლად,მაგრამ შენ არ გიყვარვარ და ეგრე არ მინდა. მე შენ მხოლოდ სიყვარულით გამოგყვები ცოლად და არა იმიტომ რომ სახელი არ შემელახოს-კატეგორიულობას არ კარგავდა ელო-დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში,რომ ქალიშვილობა ქორწინებამდე დავკარგე.ამაზე გართულება არ მაქვს. უბრალოდ აქამდე არ გამოჩნდა არავინ,ვისთანაც მიღირდა ამის გაკეთება.აი შენთან კი არაფერს ვნანობ,მიუხედავად იმისა ვიცი რომ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ. მე მაინც უზომოდ ბედნიერი ვარ რომ ჩემთვის ეს პირველად შენთნ მოხდა-მშვიდად დაასრულა ელომ მონოლოგი.დიმა გულწრფელად გაოცებული იყო ამ გოგოს მსჯელობით და არგუმენტებით. რაღაცნაირად ფიქრობს და უყურებს ყველაფერს,ცოტა უცნაურად,მაგრამ მისთვის ლოგიკურადაც. -ელო,მე მართლა გთვაზობ რომ... -მეტჯერ ასეთი სისულელე აღარ შემომთავაზო რა-მობეზრებულმა უთხრა-მე უკვე გითხარი ჩემი სათქმელი.დავივიწყოთ რაც მოხდა. ნუ ეხლა, მე ვერ დავივიწყებ,ვერასდროს,რადგან ყველაზე სასიამოვნო რამ იყო რაც კი განმიცდია,მაგრამ შენ შეგიძლია დაივიწყო და თავი არ დაიდანაშაულო-უთხრა და საძინებლისკენ ბარბაცით წავიდა. -ასეთი უცნაური გოგო ჯერ არ შემხვედრია-თავისთვის ჩაილაპარაკა დიმამ და თავი დივნის საზურგეს მიადო. *** 1 კვირა სრულ ნეტარებაში გალიეს ელენემ და ცოტნემ.ერთმანეთის მეტზე არავიზე და არაფერზე ფიქრობდნენ. მოწყვეტილები იყვნენ რეალობას.მხოლოდ და მხოლოდ ის ორი,მარტო.ორივე ძალიან ბედნიერი იყო.როგორც იქნა დაადგა ამ ორს საშველი და ეღირსნენ ბედნიერებას. -რა ცუდია ხვალ რომ მივდივართ-დაიწუწუნა ელენემ-არ მინდა აქედან წასვლა -მეც დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი სამუდამოდ აქ,შენთან ერთად,მაგრამ დროა დავუბრუნდეთ სამყაროს-გაეცინა ცოტნეს-თანაც ხელი გვაქვს მოსაწერი და ჯვარი დასაწერი. ამ საქმეების გადადება არ შეიძლება -ეგ ხო,არანაირად არ უნდა გადაგვედოს-სიცილით ჩაილაპარაკა ელენემ. მეორე დღეს დილაადრიან გაუდგნენ თბილისისკენ გზას.უამრავი ემოციით დატვირთული, ბედნიერი დღეებიც თან გაიყოლეს.მათმა მშობლებმა იცოდნენ რომ ჩამოდიოდნენ,ამიტომ დიდი სუფრა დაახვედრეს.ასე ვთქვათ,რძალი შემოიყვანეს ოჯახში.ყველას ერთად ცოტნეს სახლში მოეყარა თავი და სულმოუთქმელად ელოდებოდნენ წყვილის გამოჩენას.ყველა ძალიან გახარებული იყო მათი ამბით. მიიღეს უამრავი მილოცვა,თბილი სიტყვები,ასევე საყვედურებიც მშობლებისგან,რომლებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო მათი დაოჯახება. ნანო ყველაზე გახარებული იყო სტუმრებს შორის.ელენემ ერთი მწარედ უჩქმიტა ასეთი ,,გაჩალიჩებისთვის’’ და მერე მიაყოლა ეგ პრინციპის საკითხი იყო,უნდა მეცემე მაგრამ, ჩქმეტას დავჯერდებიო და გაუცინა. მართლა სასიამოვნო დრო ატარეს.ახლობლების გარემოცვაში.ელენე ყველაზე ბედნიერ ქალად გრძნობდა თავს და თავი სიზმარში ეგონა. ჯვარიც დაიწერეს და ხელიც მოაწერეს.მათი მეჯვარეები თავისთავად დიმა და ნანო იყვნენ. მოკლედ რომ ვთქვა,ყველაფერი ისე იყო მათთვის,როგორც ზღაპარში ,,ჭირი იქა,ლხინი აქა,ქატო იქა,ფქვილი აქა’’. -ელე, რაღაც უნდა გითხრა და არ ვიცი როგორ შეხვდები ამ ამბავს-უთხრა ცოტნემ ელენეს. უკვე 2 კვირა გავიდა რაც თბილისში დაბრუნდნენ. -რა ხდება ცოტნე?-შეშინებულმა კითხა,რადგან წამში უამრავი საშინელი რამ წარმოიდგინა.ცოტნეს ელენეს სახეზე გაეცინა -არც ისეთი საშინელებაა როგორც წარმოიდგინე-უთხრა და გაუღიმა-მოკლედ, საფრანგეთიდან მომივიდა შემოთავაზება სამსახურის თაობაზე.ეხლა რომ ვიყავი მაშინ ძალიან მოეწონათ ჩემი მუშაობა და კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს,მაგრამ მაშინ უარი ვუთხარი.ეხლა ისევ შემომთავაზეს.საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახურია. ბინით უზრუნველყოფილები ვიქნებით,მაგრამ გადაწყვეტილებას უშენოდ ვერ მივიღებ,თუ შენ არ იქნები თანახმა რომ საფრანგეთში გადავიდეთ(არა სამუდამოდ,არამედ გარკვეული პერიოდი)მაშინ მე უარს ვიტყვი.რას ფიქრობ?უნდა დავთანხმდე?-შეეკითხა და დაელოდა ელენეს პასუხს.ელენესთვის სრულიად მოულოდნელი იყო ეს ამბავი.ვერც კი წარმოიდგენდა რომ როდესმე საქართველოს დატოვება მოუწევდა,თანაც საკმაოდ დიდი ხნით.რა ქნას,კი უყვარს და მოსწონს საზღვარგარეთ,მაგრამ საქართველოში ცხოვრება მაინც ყველაფერს ურჩევნია. ვერ წარმოუდგენია მათი ახლობლებისგან შორს როგორ უნდა იყოს,მაგრამ ახლა აქ საქმე სხვანაირადაა.უკვე მარტო აღარ არის და მას ყავს ქმარი,რომელსაც ასეთი შემოთავაზება მოუვიდა და ერთად უნდა გადაწყვიტონ როგორ აჯობებს ორივესთვის.მართალია რომ არ უნდა საზღვარგარეთ წასვლა,მაგრამ ეხლა ცოტნეს მდგომარეობაშიც შედის. -ხომ იცი რომ აქ ემც ვმუშაობ,რომ წამოვიდეთ მომიწევს სამსახურის მიტოვება,მაგრამ მე მზად ვარ ამისთვის,თუ ეს შენთვისუკეთესი იქნება. როგორც შენ იტყვი ისე მოვიქცეთ ცოტნე,მე ყველანაირად დაგიდგები გვერდში.სადაც შენ,იქ მე-გაუღიმა -ხო,მაგრამ თუ შენ ძალიან გაგიჭირდება აქაურობის მიტოვება,მე უარს ვიტყვი -ვხვდები შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეგ შემოთვაზება,ამიტომ თანახმა ვარ გადავიდეთ საფრანგეთში სახცოვრებლად-გაუღიმა და ხელი ჩასჭიდა -დარწმუნებული ხარ? -100%-ით.შეგიძლია პასუხი უთხრა მათ. -ყველაზე მაგარი ცოლი მყავს ვაფშე-გაეღიმა ცოტნეს და ტუჩებზე აკოცა-სულ კი არ მივდივართ.მანამდე ხშირად ჩამოვალთ.არ გადავიხვეწებით საფრანგეთში-ანუგეშა ცოლი. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა,გადაწყვეტილება მიიღეს,ცოტნეც დათანხმდა სამსახურზე და წასვლა გადაწყვიტეს.ეხლა აეროპორტში არიან და რეგისტრაციას გადიან.ყველა მათი ახლობელი აქაა და დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან.თავიდან ბევრი ივიშვიშეს,იქოთქოთეს მათმა მშობლებმა,მაგრამ მაინც შეეგუვნენ იმ აზრს,რომ საფრანგეთში მიდიან საცხოვრებლად,დროებით. იყო ბევრი ჩახუტება,კოცნა,ცრემლები. უჭირდათ მათთან დამშვიდობება. თვითმფრინავი აფრინდა. ელენე და ცოტნე საფრანგეთში წავიდნენ. რატომღაც მგონია რომ ცოტა უინტერესო გახდა თქვენთვის ეს ისტორია პ.ს პატარა თავის გამო ბოდიში,დღეს მეტის დაბეჭდვა ვერ მოვახერხე. პ.ს.ს რაც შეეხება იმას,რომ მთხოვთ მალე დავდო,ამაზე მალე არ შემიძლია.დღეში მხოლოდ ერთი თავის დადების უფლება მაქვს და ვცდილობ ყოველდღე დავდო. დიდი მადლობა ვინც კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.