ეკლესია მაცოცხლებელი ძალა(5)
ფეხით დავუყევით და სანაპიროსთან მდებარე ახალგახსნილ კაფეში წავედით. -შორს არის კარლ? მეზარება ფეხით სიარული. -ჰმ ელიზაბედ ნეტა სარბენად მე დავდივარ თუ შენ? ნეტა მაცოდინა წასული მე ვიყავი თუ შენ? როგორ შეიძლება ახალი ამბები არ იცოდე შენს ქალაქში? -კარგი კარლ რა გჭირს? ვითომ არ მიცნობდე როდის ვკითხულობდი სად რა გაიხსნა? -კარგი ხო, უბრალოდ მინდა რომ ვიმხიარულოთ, გავერთოთ. შენ კი არ მომყვები და გირჩევნია ცრემლები ღვარო. -არა კარლ ცრემლებს არ ვღვრი, უბრალოდ იმ მოგონებებს დავტირი რომლებიც გუგას გამოგონილ სიყვარულს მახსენებენ. გუგამ სიყვარულის ერთგულება მასწავლა ამისთვის მაინც უნდა ვიყო მისი მადლიერი. -მიდი მიდი შენ მაგ გამოგონილ სიყვარულს უერთგულე. ანდრე კი ნამდვილ ცხოვრებას უერთგილებს ცხოვრების ბოლომდე -კაროლინა იქნებ სცადო და გამიგო? -მაპაყიე ელიზაბედ მაგრამ ვერანაირად ვერ გაგიგებ იმიტომ რომ თავსაც იტანჯავ და სხვებსაც ტანჯავ. სიმართლე გითხრა რა არის ქალბატონო სწერვა? -რა კაროლინა? -ის რომ ანდრე აუღწერლად გიყვარს მაგრამ იმდენად გეშინია ამ გრძნობის რომ ამაზე ფიქრიც კი არ გინდა და აღიარება ხომ საერთოდ. -ხომ ვამბობდი არ უნდა გამოვსულიყავით სახლიდან. გამხიარულება კი არა პირიქით ცუდ ხასიათზე დამაყენე. -მაპატიე ელიზაბედ მაგრამ სიმართლე მწარე მოსასმენია. ეხლა კი ჯობს გაიღიმო. ჩვენს წინ თეთრი კაფე აღიმართა. რომელსაც კარგი შესახედაობა ქონდა და ეტყობოდა რომ მყუდრო იყო. ცოტა გავვოცდი როცა, კართან მდგარმა ერთერთმა ოფიციანტმა კარი გააღო და შიგნით შევედით.მეორე სართულზე ავედით. კაროლინამ კუთხეში მდგარი მაგიდისკენ წავიდა რომელიც კომფორტულად გამოიყურებოდა. მეც სხვა რა გზა მქონდა გავყევი. ნიკამ იკითხა თუ რას შევუკვეთავდით. კაროლინამ შემომხედა ხმა არ ამომიღია ეს იმის ნიშანი იყო რომ რაც უნდოდა ის შეეკვეთა. -მაშ ასე ნიკა. ესიგი: შავი ღვინო, ორი ანანასის წვენი, მოსკოვური კატლეტი და დესერტად შოკოლადის ნამცხვარი. -კარლ დარჩა რამე? -სულ ეს არის ნიკა. -ეხლავე მოგართმევთ -გმადლობთ. კაროლინა კმაყოფილი ჩანდა. ნიკა მომხიბვლელად იღიმოდა. თვალს არ აშორებდა კაროლინას ისე წერდა. რათქმაუნდა კაროლინამ იგრძნო ეს და კეკლუცობა დაიწყო. ჩემსკენ გადმოიხარა და ყურჩი ჩამჩურჩულა. -სიმპათიურია არა ელიზაბედ? -კი რათქმაუნდა თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ შენი სახელის გაგონებაზე ისე გაუბრწყინდა თვალები ასე ამერიკელებს არ გაუხარდებოდათ მიწის დანახვა. -ოჰო რაო ძვირფასო მოდი ხასიათზე? -ნუ ეხლა როცა გვერდით მყავხარ როგორ შეიძლება რომ მოვიწყინო ჯამბაზო. -ამ ჯამბაზს ძალიან უყვარხარ რომ იცოდე ხისთავიანო. -რისთავიანო? -ამას შეხედე ერთი რას მიტრიალებს ენას? ! -რატალებს? ნიკა მოშორებით იდგა და შეხმატკბილებულ გოგონებს უყურებდა. ისინი ლაღად იღიმებოდნენ. ნიკამ შეკვეთა მიიტანა და მაგიდაზე ალაგებდა.კაროლინა როგორც ჩანდა ძალიან მოიხიბლა.სანამ ნიკა საქმობდა თვალებში მიყურებდა და ეშმაკურად იცინოდა. -რა საყვარელია არა? როგორცკი გავიდა მაშინვე შემომჩივლასავით კაროლინამ. -აბა რა კარლ. ზუსტად ესეთ სიძეზე ვვოცნებობდი. სიცილიაგან აღარ ვიცოდი სად წავსულიყავით. სიცილს უფრო სა უფრო ვუმატებდით იმის გათვალისწინებით რომ უაზროდ ვიცინოდით. ზურგი შევაქციეთ ერთმანეთს და სიცილს ვერ ვწყვეტდით. კიბეზე ნატალი და გუგა ამოდიოდნენ. ჩემდა გასაკვირად არაფერი არ მიგრძვნია, არც ავკანკალებულვარ და არც გულზე მომხვედრია პირიქით გულწრფელად მივესალმე.მომავალს იმედიანად ვუყურებდი ვითუმეტეს რომ ჩემს გვერდით ანდრე იყო ბიჭი რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარდი და მოთმინებით მელოდებოდა. -ელიზაბედ როგორ ხარ? -მშვენივრად გუგა შენ? კაროლინამ გუგას ხსენებაზე შემობრუნდა და სიცილი შეწყვიტა. გუგა კაროლინას მიუბრუნდა. -კარლ რას შვრები? -გუგა მობილურზე მელაპარაკები თუ ჩემს წინ დგახარ და ისე მესაუბრები? -შენ რა კარლ ამდილით მარცხენა ფეხზე ადექი თუ საუზმეზე წიწაკა მიირთვი? -არცერთი და არც მეორე გუგა. უბრალოდ მგონი ჩვენი ნაცნობობის წლებს თუ გადავხედავთ უნდა იცოდე რომ ესეთი იდიოტური კითხვები ნერვებს მიშლის. -ბოდიში მომიხდია ქალბატონო კაროლინა. -გეყოფათ რა გჭირთ? ნატალი არაფერს არ იტყვი? გუგამ ნატალის დაასწრო თქმა. -მაპატიე ელიზაბედ. ნატალის ხომ იცნობთ? შევრიგდით და 22-ში ქორწილი გვაქვს იმედია მოხვალთ. -ასე მალე? -რას ვუცადოთ კაროლინა? -მართალი ხარ. გილოცავთ. ბედნიერებას გისურვებთ. -ნატალი აბა შენ იცი ბედნიერებას გისურვებთ მუდამ ესე გახარებულები ყოფილიყავით. -მადლობა ელიზაბედ. -უკაცრავად გნებავთ მაგიდები შევაერთოთ? დროულად იკითხა ნიკამ.რათქმაუნდა კაროლინას ვაცადე პასუხის გაცემა და ორი აზრი არ იყო იმაში რომ არას იტყოდა. -არა არა ნიკა ჩვენ მარტო გვინდა ყოფნა და ალბათ მომავალ ცოლ-ქმარსაც ესე ურჩევნიათ. -მიხარია რომ გესმის კაროლინა ამბობენ ქალებს ერთმანეთის უსიტყვოდაც ესმითო. -სხვა დროს აუცილებლად შევიკრიბოთ ნატალი. -რათქმაუნდა. გუგა და ნატალი ჩვენს უკან წავიდნენ მეორე მხარეს და ორკაციან მაგიდაზე დასხდნენ. კაროლინამ შეტყობინება გაგზავნა და მომიბრუნდა. -როდის აპირებ შეკრებას? -ჰმ მოიცა თუ ღმერთი გწამს. -ჭამა ამ გველთან ერთად როგორ წარმოგიდგენია ელიზაბედ? -მაპატიე ძვირფასო მაგრამ ვერ წარმომიდგენია. -კარგი გარემოა არა? -კი ძალიან კარლ. თუმცა უფრო მეტი დადებითი მუხტი შენგან მოდის ვიდრე ამ გარემოდან. -კაროლინა ეშმაკურად იღიმოდა მან ანდრე დაინახა რომელიც ვარდით ხელში კიბეზე ამოდიოდა.ვიღაცამ ზურგიდან ხელი გადმოსწია და ვარდი გამომიწოდა გაოცებულმა რესკად შევიხედე და ანდრე დავინახე.ძალიან გამიხარდა ანდრეს დანახვა სწრაფად წამოვხტი და ჩავეხუტე. ანდრემ თავი დახარა და შუბლზე ნაზად მაკოცა.-ანდრე აქ საიდან გაჩნდი? შუბლზე მივიყრტი ხელი მივხვდი რომ უაზრო შეკითხვა დავსვი კაროლინას გავხედე რომელსაც თავი უკან ქონდა გადაგდებული და ხითხითებდა. -შეიძლება შემოგიერთდეთ? -რათქმაუნდა შეიძლება ანდრე კისკისით მივუგე და დავჯექი. -გამიხარდა შენი ნახვა კარლ. -ჰმ მეც ანდრე. კაროლინა სიცილით იგუდებოდა. -რას მიირთმევთ? -იგივეს რასაც გოგონები სწრაფად უპასუხა ანდრემ. ნიკამ შეკვეთა ჩაიწერა და წავიდა. -ანდრე შემახსენე ვის ქორწილში მივდივართ ჩვენ სამნი ერთად? ანდრემ უკმაყოფილოდ დახარა თავი და გვერდით გაიხედა სადაც ნატალი და გუგა დაინახა. -ჰმ უკვე იცით? -კი კი ანდრე ვიცით და სიცილში გავიგუდეთ. -რატომ კაროლინა? -ვაიმე ანდრე ეხლა გული წამივა გოგომ ჩემს ძმაკაცთან ფლირტი გააბას და ის გოგო ცოლად შევირთო? გაჩუმდი რა! როგორ გადაუსვა ყველაფერს ხაზი მიკვირს ნამდვილი კრეტინივით იქცევა. -კარგი კაროლინა სხვის ცხოვრებაში ნუ ჩაერევი და ნუ განსჯი! თავისი ცხოვრების მან უკეთ იცის! რა ქნას თუ უყვარს ეს გოგო? -ანდრე ამის ქადაგებებმა სული შემიწუხა, გთხოვ გადაეცი რომ ცხოვრებას ვარდისფერი თვალებით არ უნდა უყუროს! ანდრეს შევხედე ჩემი სახის გამომეტყველებით მიხვდა რომ გავბრაზდებოდი თუ რამეს მეტყოდა და კაროლინას მიუგო. -ელიზაბედი მართალია კარლ, ხომ გაგიგია არ განიკითხო და არ განიკითხები. კაროლინამ შუბლზე მიირტყა ხელი. -ჰოი საოცრებავ ორმა უწმინდესობამ ერთად მოიყარა თავი. მოდი გალანძღვას თავს ავარიდებ და გავჩუმდები. მშვიდად მიირთვით შეგერგოთ! -რა საყვარელი ხარ კაროლინა. -გეთანხმები ანდრე განსაკუთრებით მაშინ რომ იბუტება. სამივე ერთმანეთს ვუყურებდით და ვილუკმებოდით. თუმცა სამივეს ზუსტად ვიცი რომ ხარხარი გვინდოდა. ბოლოს ვეღარ გავძელი ჩანგალი დავდე და ხმამაღლა ავხარხარდი. -რაო ხითხით რა გახითხითებს? ანდრეს მიერ შერქმეული ეს სახელი ძალიან მიყვარდა და გამიხარდა რომ დამიძახა. -კარგი რა ანდრე ცოტა სერიოზულად რესტორანში ვართ. -ოჰო და არ იყო ეხლა რომში. გამოხტა კაროლინა. -შენ იუმორში ძაან არა კაროლინა -ანდრე დაგმარხავ იცოდე ნუ დამერიეთ! -კარლ არ ჯობია წავიდეთ საკმარისად დავნაყრდი. -წავიდეთ წავიდეთ, თორემ რაღაცას დამალეწინებთ აქ. -კარგი ქალბატონებო როგორც გსურთ წავიდეთ. მე თქვენი მონა მორჩილი გახლავართ. ანდრემ თავი დახარა და ხელით ანიშნა გოგონებს. -მისი თვალებზე ყურებაც აღარ შემიძლია. -ვისზე ამბობ კარლ? -ნიკა მოეწონა ჩემს სწერვას თვალით ვანიშნე ანდრეს. მან კიდევ კაროლინას თითქოსდასასხვათაშორისოდ უთხრა. -გინდა ნომერს გაგიგებ კარლ? ან ქორწილში დავპატიჟებ გაწყობს? -ნუ ბოდიალობ ერთი რაღაცეებს რა. გაჯავრებულმა კაროლინამ კატისკენ წავიდა ცოტა დაწყნარდა როდესაც ნიკამ კარი გაუღო და დაემშვიდობა. კიბესთან ვიდექი და ველოდებოდი როდის გადაიხდიდა ანდრე ანგარიშს. ანდრე მომხიბლავად მიღიმოდა. ხელმკლავი გავუკეთეთ ერთმანეთს და კიბეს დავუყევით. ელიზაბედი ბედნიერად გამოიყურებოდა გუგამ თვალი გააყოლა კიბეზე ჩამავალ ანდრეს და ელიზაბედს. ბრაზისგან ფეხებს აბაკუნებდა. თავს ერეოდა რომ ჯავრი ნატალიზე არ ეყარა. .......... იმედია მოგეწონებათ ...:D ძალიან გთხოვთ რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ძალიან მაინტერესებს.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.