შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ვარსკვლავ ბიჭუნა" {3}


26-03-2015, 20:11
ავტორი nefertiti
ნანახია 2 367

პროექტის საქმე ცუდად მიდის. ერთი კვირაა უკვე თეორიებს გამოვთქვამთ და ვცდილობთ ჩვენი შეხვედრა ჩხუბით არ დამთავრდეს მაგრამ ძირითადად ასე ხდება. არადა კონფერენციაზე აუცილებლად შეჯერებულ აზრზე უნდა ვიყოთ ჩვენ კი ჯერ მომხსენებელი ვინ იქნება ისიც კი ვერ გადაგვიწყვეტია
-მე!
-ჩემი იდეა იყო!
-მე უკეთესი მეტყველება მაქვს!
-ვინ მოგატყუა?
საბოლოოდ გადავწყვიტეთ მონეტა აგვეგდო და იმთ გადაგვეწყვიტა ვინ იქნებოდა სპიკერი.
მომილოცეთ! ბუნებაც კი ჩემს მხარეზეა. დადას იმედგაცრუება სულაც არ ეტყობა პირიქით იმასაც კი ამბობს ბოლოს მაინც დაგთანხმდებოდი,მაგრამ ცოტახანი ხომ უნდა გამეწვალებინეო? (ოხ ეს ბიჭები! მერე ქალურ ლოგიკაზე იტყვიან კიდევ რამეს)

ჰო,მართლა. გავარკვიე და დადას სინამდვილეში დამიანე რქმევია. იმიტომ რომ დამიანეს და კოზმას ხსენების დღეს დაიბადა. მერე ხუმრობით ისიც თქვა კიდევ კარგი კოზმა არ დამარქვესო. თურმე დედამისი უცნაური ქალია. მამა და დედა განქორწინებულები არიან და მამამისი საზღვარგარეთ ცხოვრობს,თითქმის არ იცნობს. სამაგიეროდ მამინაცვალთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
უნდა გამოვტყდე,რომ ძალიან მეგობრული და გახსნილი ბიჭია და მგონი მეც იმ მერვეკლასელთა რიგებში უნდა ჩავეწერო დადაზე რომ გიჟდებიან.
-რა ქენი დაწერე შესავალი? ისე სწრაფად მომიჯდა დამიანე გვერდით მოულოდნელობისგან ტელეფონი იატაკზე დამივარდა. ჰო,დადა ისევ ჩემს გვერდით ზის ასე გადაწყვიტა.
-შენნაირი მოუხერხებელი გოგო ჩემს დღეში არ მინახავს. დამცინის და ტელეფონს მაწვდის. ახლა ეს ტელეფონი თუ მოხვდა თავში მოუხერხებლობა მერე ნახოს მაგან!
-ქალის სუნამო გასხია? ვეუბნები წარბაწეული და უფრო ახლოს მივდივარ რომ სუნი გავიგო
-ნუ მსუნავ ძაღლივით! დედაჩემმა მომიყვანა და მანქანაში დაითქივლა ერთი ვედრო ნომერი 8 თუ რაღაც მასეთი.
-აჰ,შანელი? მეცინება და გონებაში დედამისის ტიპაჟს ვხატავ: ლამაზი,ცოტა „სვეცკი“ ,სნობი,მოდას აყოლილი,პრანჭია,“ოჯახის ქალი“ .
ამასობაში გეგაც შემოდის და უკითხავად,შინაურულად გვიჯდება მე და დამიანეს შუაში,მგონი ესეც იმ მერვეკლასელ გოგოების სიაში უნდა შევიყვანოთ
-გუშინ მაკა იყო ჩვენთან. რატომ არ წამოყევი? ჰო მართლა,გეგას ლუკასთან შედარებით ის უპირატესობა აქვს რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია. დედაჩემი და დედამისი სტუდენტობიდან დაქალობდნენ ამიტომ თითქმის ერთად გავიზარდეთ. ზაფხულ-ზამთარის არდადეგებსაც დღემდე ერთად ვატარებთ იმიტომ რომ დედაჩემის არ იყოს,დედამისსაც არ ყავს ქმარი ჰოდა ეს ორი მონათესავე სული შესანიშნავად ეწყობა ერთმანეთს. აქედან გამომდინარე,რაც საკუთარი თავი მახსოვს სწორედ იმ დოზით მახსოვს გეგაც. რაც მისი ორიენტაციის შესახებ გავიგე ორმაგად შემიყვარდა,ცუდად არ გამიგოთ უბრალოდ ახლა ზუსტად ვიცი რომ მხოლოდ როგორც მეგობარს ისე მიყურებს
დადას ვუყურებ,რატომღაც ყბები საშინლად დაჭიმული აქვს.
-მე და დადა პროექტს ვაკეთებდით.ღიმილით ვეუბნები გეგას და ისევ დადას ვუყურებ აშკარად რაღაცამ გააბრაზა,ან ვიღაცამ. მოიცა მე?
გეგა მიბარებს რომ ხვალ მაინც ვერსად გავექცევი და გადის.
-ვინ არის ეს ბიჭი? სწრაფად ბრუნდება ჩემსკენ დადა და კალამს თითებსშორის იქცევს
-გეგა კირვალიძე. ვამბობ დაბნეული
-კაი,კაცო! მოჩვენებითად იკვირვებს და წარბებს კრავს
-შენი ვინ არისთქო,ეგ ვიგულისხმე
-რაში გაინტერესებს? ხელებს გულზე ვიკრეფ და თვალებმოჭუტული ვუყურებ. ახლა ამას უნდა ვაბარო ანგარიშები?!
-ჯანდაბა! ვერაფერს ვერ ხვდები არა? ყვირის და სწრაფად დგება მერხიდან
-ღმერთო მაღალო! რას უნდა ვხვდებოდე? ვამბობ ოტა გაოცებული და მეცინება. ვგრძნობ რომ მთელი კლასი ჩვენ შემოგვცქერის
-იმას რომ მომწონხარ! ჩანთას დაბლა ახეთქებს ახვლედიანი და კლასიდან გადის
-არ არსებობს! ამბობს ჩემი კლასელი ნატალი
-არ არსებობს! ვიმეორებ მე. არა,მართლა შეუძლებელია. მისნაირ ბიჭებს ჩემნაირი გოგოები არ მოსწონთ. ეგ ხომ ცხადია არა? მე,მე მართალია ლამაზი ვარ მაგრამ ჭკუისკოლოფი. ჯანდაბა,მე ხომ წლის საუკეთესო მოსწავლე 4 ჯერ გავხდი? და მხოლოდ იმიტომ ვარ პოპულარული რომ სკოლის შემოსასვლელში ჩემი სურათი ლამის მთელ კედელზე კიდია? ის კიდევ სკოლის ვარსკვლავბიჭუნაა,პოპულარული ბიჭი რომელიც დიდად სწავლით თავს არ იწუხებს და ყოველთვის ყურადღების ცენტრშია? ანუ რა გამოდის,მე დადა ახვლედიანს მოვეწონე? ღმერთო ახლა გული ამერევა!
გული არ მერევა მაგრამ გული მიმდის. ოხ ეს დიაბეტი! ბოლოს რასაც ვხედავ მასწავლებლის შეშინებული თვალებია. ზზარი ირეკება,მე გონება მებინდება და მერე სრული სიცარიელე.
საშინელი წყურვილის შეგრძნება მაღვიძებს. ნუ გეშინიათ,ეს დიაბეტის ერთ-ერთი თანმდევი პროცესია. ყოველთვის მწყურია. თვალებს ვახელ და სიბნელეშივე ვარჩევ რომ ეს ჩემი ოთახი არ არის. აჰ,საავადმყოფოში ვარ,რა თქმა უნდა. მახსოვს გული წამივიდა.
მაგრამ თავი რატომ მტკივა ასე ძალიან? მხოლოდ ვზმუი და ვცდილობ ხმა ამოვიღო
-დედა? ვკნავი ჩუმად. საპასუხოდაც ზმუილი მესმის,ოღონდ არა დედაჩემის,დედას ასეთი ბოხი ხმა არ აქვს. დამიანე? ჯანდაბა! რა დედა ქეთა,რა დედა?
-გინდა დავუძახო მაკას? სწრაფად ფხიზლდება დამიანე და საწოლთან მოდის. ის და სანდრო კაფეტერიაში წავიდნენ. ძალიან ნერვიულობდა
-შენ აქ საიდან მოხვდი? ვკნავი ისევ და საშინელი წყურვილი მახრჩობს. დადა პალატის სიღრმისკენ მიდის და შუქს ანთებს.
-წყალი გინდა? მეკითხება მშვიდად,ექთანმა გამაფრთხილა რომ გაიღვიძებს წყალი ენდომებაო და მოვიმარაგე. მხრებს იჩეჩს და რამდენიმე ბოთლ წყალს მანახებს
-შენ აქ საინდან მოხვდი? ისევ ვიმეორებ ჩემს უპასუხოდ დარჩენილ შეკითხვას
-იცი რომ ტვინის შერყევა გაქვს? მეუბნება და საწოლზე მიჯდება
-რაა? იმხელაზე ვკივი რომ ხველას ვიწყებ. რას ნიშნავს ტვინის შერყევა მაქვს? ღმერთო,ჩემს ტვინს კიდევ შერყევა უნდოდა?
-ჰო და 1 კვირა საწოლიდან ადგომა,რაიმეს წაკითხვა მეცადინეობა ყველაფერი გეკრძალება. როდის გირჩევნია გეჩხუბო ახლა თუ ტვინის შერყევა რომ გადაგივლის მერე? სრულიად მშვიდად მეუბნება დადა და თავის ხელს ჩემსას მთელი ძალით უჭერს! საშინლად ცხელი ხელები აქვს,აი ახლა კი ნადმვილად მესმის რას ნიშნავს გამოთქმა „ჭიანჭველები დამდიან კანზე“ .
-რატომ უნდა მეჩხუბო? ძლივს ვახერხებ გონების მოკრებას. ის კი ჩემი ხელის განთავისუფლებას სულაც არ აპირებს.
-არ უდნა გეთქვა დიაბეტი რომ გქონდა?
-რატომ?
-რას ქვია რატომ? იცხადებს დადა
-ჰო რატომ უნდა მეთქვა? არ მიყვარს რცა ხალხს ვეცოდები
-ქეთა მე ვიცი შენი საყვარელი ფერი, შენი საყვარელი შოკოლადი,ოცნების ქვეყანა და ჯანდაბა შენი შამპუნის დასახელებაც კი. დღის 24 საათიდან 11 შენთან ერთად ვატარებ და ამის შემდეგ გებადება კითხვა რატომ უნდა გეთქვა ჩემთვის რომ დიაბეტი გაქვს?
-დილით რაც მითხარი მართალი თქვი? სასწრაფოდ ვცვლი სასაუბრო თემას იმიტომ რომ არანაირი კონტრარგუმენტი არ გამაჩნია მის წინააღმდეგ
-გაინეტერსებს მართლა მომწონხარ თუ არა? ჰო მომწონხარ. თუმცა არ ვიცი რამდენად გრძნობ შენც იგივეს
-მე,მე არ ვიცი. ვამბობ დაბნეულად და მის ხელს ვეჭიდები
-აი მე კი პირველივე დღიდან ვიცოდი. ამბობს იმედგაცრუებული,ხელს მიშვებს და პალატიდან გადის. ჩემდაუნებურად ვიწყებ ტირილს ეგეც შენი ვარსკვლავ ბიჭუნა ქეთა! ვამბობ საკუთარ თავზე გაბრაზბული და ბალიშს მთელი ძალით ვეჭიდები.
--------------------
უღრმესი მადლობა ვისაც არ დაგეზარათ კომენტარის დაწერა!
საშინლად მახარებს მე თქვენი ყოვლეი სიტყვა. ერთ-ერთმა თქვენგანმა დაწერა "ცოტა მეტი დიალოგები დადასი და ქეთასიო" ჰდა ეს თავი თითქმის სულ მაგათი დიალოგებია. :დ
იმედია ისიამოვნებთ!



№1  offline წევრი Colaa

ჰაჰაა :D ახლა ნამდვილად უმაგრესიაა <3 ასე გააგრძელეე!მომწონსს <3

 


№2  offline წევრი tamooo

magariandzaan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent