შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგივიწყებდი, მაგრამ ვერ ვასწრებ...(4)


26-03-2015, 22:51
ავტორი nukiiiiii
ნანახია 1 798

გადიოდა დრო უფრო და უფროო თბილები ვხდებოდით ერთმანეთის მიმართ უფრო მეტ სიყვარულს გამოვხატავდით და რაც მთავარიაა ბედნიერები ვიყავით...ნეტავ რა იყო ამ ბედნიერების მიზეზი,მართლაც რომ ძალიან პატარაა რაღაცაც კი კმარა ბედნიერებისათვის....საბა მიყვარდა და მასაც ვუყვარდი...ეს სრულიად საკმარისი იყო დღის სიხარულით დაწყებისა და დამთავრებისათვის....ჰაჰ...მართლაც რომ სასაცილო ჩვევები გვქონდა...ყოველ ღამე როდესაც დასაძინებლად დავწვებოდი საბას ვწერდი რადგან გვიანი იყო მაინტერესებდაა პირველი რომელი დავიძინებდით ამ ლოდინში და მესიჯებში მთელი ღამე გადიოდა და ბოლოს როდესაც საპასუხო მესიჯი ან მას ან მე არ გვხვდებოდა,ვწერდით ხოლმეე იმას თუ როგორ გვიყვარდა ერთმანეთი და რა იქნებოდა ცხოვრება ყველა იმ მომენტის გარეშე რაც ერთად განგვიცდია...რა იქნებოდა უბრალოდ ცხოვრება...ახლა ერთ მესიჯს თქვენც წაგაკითხებთ მკითხველო და მიხვდებით თუ რამდენად შეიძლება ადამიანი შეიყვარო....
-ჩემო საბუნია...ხომ იცი როგორ მიყვარხარ...არა ნამდვილად არ იცი რომ იცოდე არ დაიძინებდი....ოხხ ცუდიი ხარ რაა რატო დაიძინეეეე....კაი ხოოო მე მაინც პირველი მოგწერ წერილს რომელიც დილით თვალის გახელისთანავე დაგხვდებააა....
„ ჩემო სიხარულლო...განა არსებობს გრძნობა რომელიც ამაზე წმინდაა ვიდრე ღმერთიი....ვერასდროს ვიტყვი რომ მეყვარები იმაზე მეტად ვიდრე ახლა და ვერასდროს ვიტყვი რომ ამაზე ნაკლებად ოდესმე შევიყვარებ....შენ ჩემი ცხოვრება შუალედური გახადე შენ დამანახე როგორია როცა ყოველ ადამიანს იმას უსურვებ რაც შენს თავს...როცა ვერ ხედავ ბოროტს და ცდილობ ყოველ ადამიანს სიკეთე უკეთო როცა ხვდები რომ სიყვარულით მართლაც რომ ბევრ რამეს მოიცავს მასში გამომწყვდწეულია ვნება,მიზიდულობა,შეჩვევა და მრავალი ისეთი რამ რაც სანამ არ გამოცდი ამ გრძნობას წარმოუდგენელი გგონია.....შენ მე ეს დამანახე მაგრძნობინე როგორია როცა შენი გული და სული იმ ერთს ეკუთვნის როცა ხვდები და ხედავ მის სახეს მის ღიმილს და მისი სიცოცხლე გიხარია როცა სულ იცინი და ღმერთს მადლობას უხდიდა რათა ის გააჩინა და შენ იმის უფლება მოგცა რომ გყვარებოდა...გყვარებოდა არა მარტო ის არამედ მისი თვალები სულის სარკე და ის სამყარო რაც ამ სარკეში აღიბეჭდება....როდესაც იპოვი იმ ერთადერთს ვინც შენთვის მზე გახდება ან თუნდაც მთვარე....მაშინ ღმერთს შესთხოვ რომ გაპატიოს ის რომ შენ ის შენ თავზე მეტად შეიყვარე...........„
შენი ნუკი..........

ასეთი იყო ჩვენი ყოველი დილა და განა შესაძლებელი იყო რომ ამ დილას ხასიათი რაიმეთი გაგფუჭებოდა რათქმაუნდა არაა...მაგრამ იყო პრობლემააა...ეს ის პრობლემაა იყო რომელიც თავს მუდმივად მახსენებდა...დედაჩემმა არაფერი იცოდა საბაზე. თქმას მშობლების ნიშნობის 27-ე წლისთავზე ვაპირებდი მაგრამ მოხდა ისე რომ ვერ გავბედე ...შემეშინდა არ დამეკრგაა.........
ბევრი დრო გავიდა უკვე 5 თვე და ერთად ვართ ისე გადის დრო ნამდვილად ვერ ვამჩნევთ....იმედია მომავალშიც ასე იქნება...............ის დღე რომელიც ჩემს ცნობიერებაში ყველაზე მძაფრად აღბეჭდა დამარწმუნა რომ სიყვარული მრავალმხრივია და მის განსამტკიცებლად ნდობა საჭიროა.......
ლამაზი დღე იყო მაღაზიაში გავდიოდი რაღაც უნდა მეყიდა და თან საბა უნდა მენახა..დავინახე და გარშემო ყველაფერი გაქრა და დარჩა მხოლოდ ის...მიცინოდა და მეც მიხაროდა რომ სულ რამოდენიმე წამში მისი სხეული გამათბობდა.... საბამდეე ფრენა ფრენით მივედი....ხელები ფართოდ გაშალა და მეც ძალიან მაგრად ჩავეხუტე ისე რომ სიცილი დაიწყო...აქედან ჩემს გასვენებაში წასვლა თუ გინდოდა აქამდე გეთქვაო....ცოტახანს ვიარეთ ის კი სულ მე მიყურებდა..ურცხვად მიშტერებოდა ჩემს თვალებს და თითქოს რაღაცას ეძებდა იქვე სკვერში ჩამოვჯექით და თვალები მეც მისკენ გამქცა..შემდეგ ყურადღება ჩემს ხელზე გადავიტანე რომელზე საბა თითებს ნაზად მისვამდა და მეფერებოდა ....ისეთი ნაზი და სათუთი იყო რომ გული მეკუმშებოდა...არადა მეგონა ბიჭები ცხოველური ჟინით შეპყრობილი დებილები იყვნენ...დიახ მეც ასე ვიძახდი და შემდეგ ვიცინოდი....საბასაც გავანდე ჩემი ეს მოსაზრება და ჩემს თითებს თითები მოუჭირა თან სიცილი დაიწყო ბოლო ხმაზე მერე უცებ გაჩერდა თვალებში ჩამაჩერდა და ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში.....
__ახლა გაიგებ თუ როგორი ვარ მეე....-ყელზე მაკოცა,შემდეგ ლოყაზე და თბილი ტუჩები ჩემს ტუჩებს შეახო იმდენად დამაბნია თავიდან რომ როცა გავიაზრე რა ხდებოდა თვალები თავისით მიმელულა და თმა მოვწიწკნე..არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე უბრალოდ ვერ ვიტყვი მესიამოვნაა თქო უეცრად რომ დამატყდა თავს ჰაერი არ მეყო და სწრაფად მოვცილდი..მან სიცილი დაიწყო...ჩემს გაოცებულ სახეს უყურებდა და თან რაღაცეებს ამბობდა სიცილით..ბოლოს გავიგე ჩემს წინ რომ დადგა და ყურში ჩამჩურჩულა-ნეტავ ახლა შემეძლოს ცოლად მოგიყვანდი..გამომყვები?-მკითხა სერიოზული სახით და შემდეგ გაიღიმა როგორც სჩვევია მე კი უარესად დამაბნია
--რა...რა...რას ამბობ?რამხელები ვართ ხვდები დებილო?-ვკითხე და გავუღიმე
__რამხელები ნუკი?-ენა გამომიყო და ლოყაზე მიჩქმიტა
__რამხელებიც დამპალოოოოოო-გავიბუტეეეე და ტუჩები დავბრიცე
__ესე რო აკეთებ იცი მე რას ვიზავ?-წარბები სახიფათოდ აწკიპა და მეც მოვემზადე სასიამოვნო თავდასხმისთვისს..............................




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent