შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [7 თავი]


27-03-2015, 01:57
ავტორი tamro
ნანახია 10 025

ოთახში არსებულ სიმშვიდეს, დრო და დრო ქალის ვნებიანი კვნესა არღვევდა.
თავით ბოლომდე ვნების ბურუსში იყვნენ გახვეულები, კარზე გამაყრუებელი ზარის ხმა, რომ გაისმა. ძლივს მოწყვიტა გემრიელ სხეულს ტუჩები, საჩვენებელი თითი ყელიდან მკერდამდე ჩაუცურა გოგოს.
-დავბრუნდები _ჩახშული ხმით უთხრა ალექსანდრემ, ტუჩები გაილოკა და დაბალ ხმაზე გინებით დაიწყო გზადაგზა შარვლის ჩაცმა. შარვლის ერთი ღილი შეიკრა. ქამრის შეკვრას აპირებდა, გამაყრუებელმა ზარის ხმამ ნერვები, რომ მოუშალა და გააღო. თვალები ლამის ბუდიდან გადმოუვარდა მისთვის სასურველ სილუეტს, რომ მოჰკრა თვალი. თმები დაუდევრად ჩამოყროდა გოგონას მხრებზე. ნაცრისფერი თვალები მთლიანად ჩასისხლიანებოდა და მლაშე სითხის კვალი ჩანდა. სახეზე მიტკლის ფერი დასდებოდა და გალურჯებულ ტუჩებს ნერვიულად აწვალებდა. მის ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე მთელ სხეულში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. ვერ იაზრებდა რატომ შეიძლება დაეკაკუნებია მისი სახლის კარზე ევა იმნაძეს. იმ ევას რომლის დასაკუთრების სურვილიც კლავდა.
-მე... მე სალაპარაკო მაქვს_ გოგონამ გაბზარული ხმით ძლივს ამოილუღლუღა.
ისედაც როგორ ნერვიულობდა როცა ბურდულთან მისვლა დააპირა. მისმა ასეთ მდგომარეობაში ხილვამ კი საბოლოოდ დაუკარგა აზროვნების უნარი.
შიშველი ფეხებით, ნახევრად შეკრული შარვლით, წელსზემოთ შიშველი, კუბიკებიანი, მკვრივი სხეულის ნაკვთები გარკვევით, რომ ჩანდა და საოცრად მამაკაცური სახის ნაკვთები, ვნების ბურუსი ჯერაც, რომ არ გაქრობოდა. დაუდევრად აბურდულ თმებში შეიცურა მამაკაცმა ხელი და როგორც კი გოგონას ხმა გაიგონა დაბნეული დაბრუნდა რეალობაში.
-ე... შემოდი. _ დაბნეულმა დაუთმო გზა, რომ სახლში შესულიყო.
ხედავდა როგორ უთრთოდა მთელი სხეული. აშკარად ძალიან ნერვიულობდა.
შეწუხებული სახით უყურებდა მის წინ მდგომ მოცახცახე სხეულს. თითებს ნერვიულად, რომ ხლართავდა ერთმანეთში და დასჯილი ბავშვივით თავდახრილი ერთ ადგილას ატუზულიყო.
-ევა რა მოხდა? კარგად ხარ? _ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ. ალექსანდრეს ქმედებაზე თავისდაუნებურად უკან დაიხია.
-ევა...
-მე...უნდა დაგელაპარაკო _ძლივსგასაგონად ამოილუღლუღა.
-დაჯექი, გისმენ. _ სავარძლისკენ ანიშნა, თითონ კი კედელს მიეყრდნო. რამოდენიმეჯერ შეამჩნია როგორ ცდილობდა გოგონა საუბრის დაწყებას, თუმცა შემდეგ კვლავ მოკუმავდა ტუჩებს და ნერვიულად განაგრძობდა თითების მტვრევას. თვითონაც არ აპირებდა მის აჩქარებას და მოთმინებით ელოდა, როდის დაიწყებდა საუბარს.
-ალექსანდრე ვინ არის? _ კიბეზე საცვლების ამარა, გოგო ჩამოვიდა. მისი დანახვისას ევას წამით თალები გაუფართოვდა. ქალს მზერა მოარიდა და ფეხზე წამოდგა.
-არ უნდა მოვსულიყავი. წავალ. _ სწრაფი ნაბიჯით წავიდა კარისკენ. ალექსანდრემ მაშინვე მკლავში ჩაავლო ხელი და უკან მოაბრუნა.
-მოიცადე. არ წახვიდე.
-ლანა წადი! _ მკაცრი ხმით უთხრა.
-რატომ? _ ცინიკურად ჩაიღიმა და ამრეზით აათვალიერა ალექსანდრეს გვერდით მდგომი ევა.
-წადი! _ხმა საშინლად გაუმკაცრდა. გოგონაც მაშინვე დასერიოზულდა. იქვე მიგდებული კაბა სწრაფად გადაიცვა, ჩანთა აიღო და უკმაყოფილო გამომეტყველებით, უხმოდ გავიდა სახლიდან.
-ევა, ცუდად გამოიყურები...
-ალექსანდრე... უნდა დაგელაპარაკო... _ კვლავ განაგრძობდა თითების მტვრევას.
-კარგი, ოღონდ ჯერ დამშვიდდი. _სწრაფად გავიდა სამზარეულოში და წყლით სავსე ჭიქით დაბრუნდა უკან. ჭიქა ევას წინ დაუდო და კვლავ კედელს მიეყრდნო. ინტერესით აკვირდებოდა მის თითოეულ მოძრაობას. ცნობისმოყვარეობა კლავდა, ისე აინტერესებდა იმნაძის აქ მოსვლის მიზეზის გაგება. რამდენჯერაც ცადა მასთან ახლოს ყოფილიყო, თვითონ სულ ხელს კრავდა და მის მოშორებას ცდილობდა. ახლა კი... მის სახლში მის წინ ზის.
საშინელმა სურვილმა შეიპყრო, გოგონას სისხლისფრად შეღებილი, გამობურცული ბაგეები დაეგემოვნებია. ვნებამორეულმა გაილოკა ტუჩები და ნერწყვი მძიმედ გადააგორა. რა ქნას! ეს გოგო იმდენად იზიდავს, რომ მსგავს აზრებს ვერანაირად ვერ იშორებს თავიდან. თუმცა ევას ასეთ მდგომარეობაში ხილვა მართლა აწუხებს.
-ალექსანდრე... მე... თანახმა ვარ... შენს შემოთავაზებას დავთანხმდე. _ ღრმად ჩაისუნთქა და ფეხზე წამოდგა.
ევას სიტყვების გაგონებისას თვალები გაუფართოვდა. ქვემოდან ახედა ათრთოლებულ სხეულს და ტუჩის კუთეში ჩაეღიმა. არ იცის რა შეიძლება მოსვლოდა იმნაძეს და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა ფაქტი იყო, რომ ბურდულს მისი სიტყვები საოცრად ესიამოვნა. უყურებდა გოგონას ფერდაკარგულ სახეს და მაინც ასე უნამუსოდ უნდოდა მისი სხეულის დაპატრონება.
-დარწმუნებული ხარ? _ ჩახშული ხმით კითხა და ნაცრისფერ თვალებს ურცხვად გაუსწორა გამჭოლი მზერა.
-კი. _ მზერა ალექსანდრეს შიშველ გულ-მკერდზე გადაიტანა, რაზეც მამაკაცს ჩაეღიმა.
-რა თანხა გჭირდება? _კუპრივით შავი თვალები ევას სახიდან ოდნავ მოღეღილ მკერდზე ჩააცურა. იმნაძეს ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს ალექსანდრე მზერით ეფერებოდა. ლოყები აუწითლდა, თავი დარცხვენილმა დახარა. ხელი ოფლით დაცვარულ ყელზე მიიდო და პარალელურად შეეცადა ოდნავ მოშიშვლებული მკერდი მთლად დაეფარა.
-ოცდახუთი ათასი. _ისე უპასუხა თავი არ აუწევია. ალექსანდრე აუჩქარებლად მოშორდა კედელს, კიბეები აიარა და რამოდენიმე წუთში ჩეკით ხელში დაბრუნდა უკან. ჩეკი ევას წინ დაუდო და კვლავინდებურად კედელს მიეყრდნო.
-ხომ იცი ევა, ერთი წელი... _ მიუხედავად იმისა, რომ საშინლად უნდოდა გოგონას გადაწყვეტილება არ შეეცვალა მაინც ახსენებდა ვითარებას.
-კი ვიცი.
-ისიც ხომ იცი თანხას მანამდე ვერ მიიღებ სანამ ჩემი არ გახდები? _მცირე ხნის პაუზის შემდეგ კითხა.
-ვიცი. _ძლივს ახერხებდა იმნაძე პასუხების გაცემას.
-როდის დავიწყოთ? _ ვმებისგან ჩახშული ხმით კითხა. ევა ცოტა ხანს დუმდა. სწრაფად ასწია თავი და მამაკაცს მზერა გაუსწორა.
-ახლავე. _გაბზარული ხმით ძლივს ამოილუღლუღა. ფული რაც შეიძლება მალე სჭირდებოდა. მამაკაცთან დაწოლა ყველა შემთხვევაში მოუწევდა, ამიტომ დროის ტყუილად გაწელვას არ აპირებდა. თანაც ეს დედამისის ჯანმრთელობაზე აისახებოდა. მისი პასუხით გაოცებულ ალექსანდრეს თვალებში ვნებამორეული ჭინკები აუთამაშდნენ. - ამის შესახებ არავინ არაფერი არ უნდა გაიგოს და ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირ კითხვებს არ დამისვამ.
-კარგი. _ კმაყოფილს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. ვნებამორეული თვალებით აათვალიერა. გოგონა ნერვიულად ხლართავდა თითებს ერთმანეთში. დასჯილი ბავშვივით კდელთან ატუზული იდგა და საკუთარ ხელებს მისჩერებოდა.
ნელი ნაბიჯით დაიძრა ევასკენ. იგრძნო როგორ გაუხშირდა სუნთქვა მისი შეხებისას. კუპრივით შავი თავლებით განაგრძობდა მისი სახის ნაკვთების დათვალიერებას. კისერზე ოდნავ შეახო ცხელი ტუჩები. ხელები წელზე შემოხვია და მკერდზე ძლიერად მიიკრო სუსტი სხეული. ცალი ხელი თმაში შეუცურა, თავისკენ მიიზიდა და მოწყვეტით დაეწაფა სისხლისფერ ბაგეებს. მთელ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. მთელი ამ დროის განმავლობაში, როგორ კლავდა ამ სიფრიფანა არსების დასაკუთრების სურვილი. ახლა კი მთლიანად მის ხელში იყო. გოგონას მთრთოლვარე ბაგეებს მთელი ვნებით უკოცნიდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
-ძალიან სუქსუალური ხარ, რომ იცოდე როგორ აღმაგზნებ... მინდიხარ..._ ვნებამორეული ხმით ჩასჩურჩულა და ყელში ძლიერი კოცნის კვალი დაუტოვა. საჯდომზე ჩაცურებული ხელები ოდნავ მოუიჭირა და სწრაფად აიტაცა ხელში. თვალის დახამხამებაში აირბინა კიბე და ოთახში შეიყვანა. ერთი ხელის მოსმით გადააძრო კაბა, საწოლზე დააწვინა მოცახცახე სხეული და თვითონაც ზემოდან მოექცა. გრძნობდა როგორ უხურდა მის ქვეშ მოქცეულ გოგონას მთელი კანი და როგორ ცახცახებდა. ნაზად ასრიალებდა ევას სათუთ სხეულზე ხელებს და ტუჩებით ლაშქრავდა მთელ სხეულს.
-ევა... საოცრება ხარ...._ნაწყვეტ ნაწყვეტ ჩასჩურჩულა და საფეთქელთან გახურებული ტუჩებით შეეხო. ქალის სიცივე და უმოქმედობა სულაც არ მოქმედებდა მასზე. გრძნობდა როგორ უთრთოდა სხეული თითოეულ შეხებაზე, თუმცა ეს კიდევ უფრო უმძაფრებდა მასთან ყოფნის სურვილს.
*****************
თვალები, რომ გავახილე ისევ ღამე იყო. კისერში ალექსანდრეს თბილ სუნთქვას ვგრძნობდი. ფრთხილად მოვიშორე მისი ხელები და საწოლიდან წამოვდექი. მიმოფანტული ტანსაცმელი სწრაფად გადავიცვი. თმები გავისწორე და კარისკენ წავედი.
-საით? _ კარის სახელურზე ხელი მიმეყინა.
-უნდა წავიდე _კარი გავაღე და სწრაფად ჩავირბინე კიბეები. მაგიდაზე დადებული ჩეკი ავიღე და გასასვლელისკენ წავედი.
-ევა მოიცადე. _წელს ზემოთ შიშველი ალექსანდრე ჩამოვიდა კიბეებზე და წინ ამესვეტა.
-უნდა წავიდე. _ ჩუმად ამოვილუღლუღე.
-ახლა არა. დილით წაგიყვან.
-არ არის საჭირო. _ უკან მობრუნება დავაპირე. მკლავში ხელი ჩამავლო და თავისკენ მიმაბრუნა. სახეზე ხელი ნაზად შემახო და ოდნავ შეეხო ტუჩებით ჩემს ბაგეებს. გამაჟრჟოლა.
-არ მეგონა შენთვის პირველი თუ ვიყავი. _ჩუმად ჩაიცინა. მისი სიტყვები გულზე მძიმედ მომხდა. როგორც ქუჩის ქალს ისე მიყურებდა. აბა რა ეგონებოდა ჩემი ასეთი საქციელის შემდეგ. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ამ მომენტში სიბრაზემ უფრო იმატა ჩემში ვიდრე წყენამ.
-დიდი ბოდიში ბატონო ალექსანდრე, ჩვეულებრივ ქუჩის ქალებს, რომ არ ვგავარ!_მზერა გავუსწორე. ჩემს სიტყვებზე გაეცინა
-და რით განსხვავდები „ჩვეულებრივი ქუჩის ქალებისგან“? _ მის სიტყვებზე ჩემმა სხეულმა უფრო სწრაფად იმოქმედა ვიდრე გონებამ. მთელი ძალით გავაწანი სილა.
-არ გაბედო ჩემთან მასე ლაპარაკი! _მთელ ხმაზე დავიყვირე. აწითლებულ ლოყაზე ხელი გადაისვა და სიბრაზისგან თვალებანთებული მომიბრუნდა. ხელები მთელი ძალით ჩამავლო მკლავებში და კედელს ამაკრა. მის გახშირებულ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი.
-არ გაბედო! არასოდეს გაბედო მსგავსი რამ!! რადგან ქალი ხარ და შენზე ხელს არ ავწევ იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერს მოგითმენ!! არავის გაუბედია ჩემთვის სილის გაწნა და შენ ვინ ხარ!!! _ ბოლო ხმაზე მიღრიალა.
-ის მიიღე რაც დაიმსახურე!! მომაშორე შენი ბინძური ხელები!!! მომშორდი!!_ ხმის ტონი ოდნავადაც არ შემირბილებია.
-ხმას დაუწიე!! ნუ ცდი ჩემს მოთმინებას, თორემ რაც მოხდება არ მოგეწონება!!!
-მომაშორე მეთქი ხელები!! შენი ხომ მიიღე!! გამიშვი!! ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს!!
-ასე ძალიან თუ გაინტერესებს არც ეგ არის პრობლემა! _ მკლავში ხელი ჩამავლო და კვლავ კიბეებისკენ წამიყვანა.
-ხელი გამიშვი!! რას აკეთებ?! ალექსანდრე ხელი გამიშვი!! _ბოლო ხმაზე ვკიოდი, თუმცა ყურადღება საერთოდ არ მოუქცევია. მთელი ძალით ვცდილობდი მისი ხელის მოშორებას. ჩემი წინააღმდეგობით დაღლილმა, ხელი დამავლო და მხარზე გადამიკიდა. _ ალექსანდრე გამიშვი! ახლავე დამსვი!! ხელი გამიშვი, ცხოველო, არამზადა! _მუშტებს მთელი ძალით ვურტყამდი. სწრაფად გაიარა მოკლე დერეფანი და კვლავ საძინებელში ამოვყავი თავი. ძირს ჩამომსვა და ხელები მაგრად გამიკავა.
-როგორც ჩანს ჯერ არ გინახავს ცხოველური მოქცევა!! _ შეშინებული კედელს ავეკარი. მთელი სხეული მიცახცახებდა. ყელში მძიმედ მომადგა ბურთი. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არ მეტირა. როგორც კი ჩემსკენ დაიძრა ძლივსშეკავებული ცრემლები წამსკდა. მუხლები მომეკვეთა და კედელზე ჩავცურდი.
-ალექსანდრე გეხვეწები.... გთხოვ არაფერი დამიშავო... _ კუთხეში საწყლად მოკეცილი ვიჯექი და ხმამაღლა ვსრუტუნებდი, მისი თითოეული ნაბიჯის მოლოდინში. აწყლიანებული თვალებით მივაჩერდი. ჩემი სახის დანახვისას, გამომეტყველება სრულიად შეეცვალა. ჩემს წინ ჩაიმუხლა და სახეზე ხელი ოდნავ ჩამომისვა. მის შეხებაზე ისედაც შეშინებული კიდევ უფრო ავეკარი კედელს.
-ისე იქცევი თითქოს ცოტა ხნის წინ, ჩემს საწოლში არ იწექი. _ სახეზე ჩამოყრილი თმა გადამიწია. -ნუ ტირიხარ. _ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ცერა თითით შემიმშრალა. ფეხზე წამოდგა, საწოლზე ჩამოჯდა და იდაყვებით მუხლებს დაეყდრდნო. ოთახში არსებულ სიჩუმეს მხოლოდ ჩემი სლუკუნი არღვევდა. მცირე ხნის პაუზის შემდეგ, ფეხზე წამოდგომა დავაპირე.
-საით?! _კოპებშეკრული მიყურებდა
-უნდა წავიდე...
-ერთხელ უკვე გითხარი! ვერსად ვერ წახვალ სანამ არ გათენდება! დილამდე აქედან გასვლა დაივიწყე! ...ახლა ის მითხარი, თუ ასე უნდა გეწიკვინა რატომ დათანხმდი ჩემს შემოთავაზებას?
-რადგან დაგთანხმდი ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს! _შევუბღვირე.
-რატომ დამთანხმდი?!
-ჩვენ შევთანხმდით, რომ არავითარი კითხვები არ იქნებოდა.
-რატომ? რას მალავ ასეთს?!
-ალექსანდრე...
-რა?!
-ჩვენ მოვილაპარაკეთ. _ღრმად ჩაისუნთქა და ფეხზე წამოდგა.
-კარგი! არაფერს აღარ გკითხავ!
-ალექსანდრე გთხოვ...
-რას მთხოვ!
-უნდა წავიდე...
-ევა!! _ხმას აუწია და თვალები დამიბრიალა. _კიდევ ერთხელ თუ იტყვი წასვლაზე რამეს, საერთოდ ფეხს ვერ გაადგამ აქედან!!
-არ შემიძლია აქ დარჩენა.... მე...
-მგონი გარკვევით ვერ ვლაპარაკობ!! _ თვალები დამიბრიალა. ვიცოდი შეწინააღმდეგებას არანაირი აზრი არ ქონდა. _ იცოდე ტირილი არ დაიწყო, მაინც ვერ გადამათქმევინებ! _წინასწარ გამაფრთხილა.
-არც ვაპირებდი ტირილს! _ ტუჩებგაბუსულმა შევუბღვირე და კიდევ უფრო მოვიკუნტე კუთხეში.
-მთელი ღამე მანდ აპირებ ჯდომას? დაწექი და დაიძინე _თავით საწოლზე მანიშნა. მის ვითომდა მზრუნველობაზე კიდევ უფრო გავღიზიანდი
-არ მეძინება! _ისე ვუპასუხე მისთვის არც შემიხედავს.
-არც ეგ არის პრობლემა. შეგვიძლია უფრო საინტერესო რამითაც დავკავდეთ. _.თვალები ეშმაკურად აათამაშა. ჩემი სახის დანახვისას გაეცინა. -ძაან უცნაური ვინმე ხარ. როგორ მაინტერესებს ახლა რა ხდება შენს თავში. _მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ხელები უფრო მჭიდროდ შემოვიჭდე ფეხებზე და თავი ჩემს მუხლებს დავადე.
-ევა. რისთვის მოხვედი?
-ჩვენ პირობა...
-ეგ შენი პირობები უკვე ნერვებზე მოქმედებს! _ სწრაფი ნაბიჯით ოთახიდან გავიდა და კარი გაიჯახუნა. კუთხეში მოკეცილი ერთ ადგილას რწევა დავიწყე. იქვე თაროზე დადებულ საათს თვალს არ ვაშორებდი. ისრები ოთხის ნახევარს აჩვენებდა. ყელში მძიმედ მაწვებოდა ბურთი. ტირილი მინდოდა, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი თავის შეკავებას. თვალები დამიმძიმდა. მაგრად მოვიფშვნიტე, რომ გამოვფხიზლებულიყავი. თვალებგაფართოებული მივჩერებოდი ერთ წერტილს, თითქოს ასე ვცდილობდი, რომ არ ჩამძინებოდა.
***************
ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივებმა თვალი მომჭრა. სწრაფად გავახილე თვალები. ისევ საწოლში ვიწექი. მაშინვე წამოდგომა დავაპირე მაგრამ, ვინ მოგართვა! ალექსანდრე მშვიდად ფშვინავდა და ხელები ისე მაგრად ჰქონდა შემოხვეული ჩემზე, რომ გაქანებას ძლივს ვახერხებდი. რამოდენიმეჯერ შევფართხალდი მის მკლავებში. რეაქცია ნოლი! ერთი ღრმად ამოისუნთქა და კიდევ უფრო მაგრად მომეხვია.
-ალექსანდრე!! _ხმამაღლა ჩავძახე ყურთან ახლოს. თვალები მაშინვე გაახილა და კოპებშეკრული მომაჩერდა.
-არ მიყვარს როცა დილით მაღვიძებენ! _ ძილისგან დაბოხებული მკაცრი ხმით მითხრა.
-გამიშვი უნდა წავიდე! _კიდევ ერთხელ ვცადე მისი ხელების მოშორება. სხარტი მოძრაობით გამიკავა ხელები და ზემოდან მომექცა. გული საშინლად ამიჩქარდა. მძიმედ ვსუნთქავდი. მაშინვე გუშინდელი ინციდენტი გამახსენდა და ზედმეტი ნერვიულობისგან თავლებში ცრემლები ჩამიდგა.
-იცოდე ტირილი არ გაბედო! _კოპებშეკრულმა გამაფრთხილა.
-გამიშვი..._ ტუჩებგაბუსულმა საწყლად ამოვიკნავლე.
-ახლა რომ არ გაკოცო გავგიჟდები! _ ვნებამორეული, მოწყვეტით შეეხო ჩემს ტუჩებს. მაშინვე ცრემლები წამსკდა. როგორც კი ჩემი სახე შეამჩნია მაშინვე მომშორდა და საწოლის მეორე მხარეს გადაწვა.
-გავგიჟდები! ადამიანო, თუ ყველაფერზე ასე უნდა გესლუკუნა მაშინ რატომ მოდიოდი ჩემთან?! _ საშინლად გაღიზიანებული იყო. სწრაფად შევიმშრალე ცრემლები და საწოლიდან წამოხტი.
-მივდივარ. _ ჩუმად ამოვილუღლუღე. ელვის უსწრაფესად გავვარდი ოთახიდან. კიბეები სწრაფად ჩავირბინე და კარის საკეტს დავსწვდი.
-ე...ე.. საით? _ მძიმედ ჩამავლო მკლავში ხელი და უკან მიმაბრუნა -სად გარბიხარ, რომ გარბიხარ?!
-გამიშვი, აქ გაჩერებას აღარ ვაპირებ. მითხარი როცა გათენდება მაშინ წახვალო.
-მე გითხარი, როცა გათენდება მე თვითონ წაგიყვან მეთქი! და აუცილებელია დილის შვიდ საათზე წახვიდე?
-გამიშვი.. წასვლა მინდა _ კვლავ ტირილი დავიწყე.
-ახლა უკვე მართლა გადავალ ჭკუიდან!! ევა ამიხსენი რა გჭირს?! რისთვის მოხვედი ჩემთან! მითხარი! ვერაფერს ვხვდები!! _ ბოლო ხმაზე იყვირა. უფრო ხმამაღლა ავტირდი. სახეზე ხელები ავიფარე. მთელი ძალით ვცდილობდი თავის შეკავებას, მაგრამ ვერაფრით ვჩერდებოდი. კარის სახელურს ხელი ვტაცე და გიჟივით გავვარდი გარეთ. კაბის სახელოთი ვიწმენდდი ცრემლებს. სადარბაზოდან ლამის სირბილით გამოვედი. გზა ისე გავნაგრძე უკან არც კი მიმიხედია. მოულოდნელად რაღაც მძიმედ მწვდა მკლავში და უკან შემაბრუნა. წონასწორობა დაკარგული ალექსანდრეს მკერდს შევეჯახე.
-წამოდი!! _ ლამის სირბილით წამიყვანა იქვე გაჩერებული მანქანისკენ.
მთელი გზა ხმა არ ამომიღია. მანქანა სადარბაზოს წინ გააჩერა. მისთვის არაფერი არ მითქვამს ისე გადავედი მანქანიდან და სირბილით ავედი კბეებზე. კარი მაგრად მივხურე და საკეტი რამოდენიმეჯერ გადავატრიალე. მუხლები მომეკვეთა ძირს ჩავიკეცე და მთელ ხმაზე ტირილი დავიწყე. სახლში გამეფებული სიჩუმე, კიდევ უფრო მოქმედებდა ჩემზე. საკუთარი თავი მეზიზღებოდა. აბაზანისკენ წავლასლასდი. წყლის ნაკადს სახე შევუშვირე. გამწარებული ვიზელდი მთელ ტანს. როგორ მინდოდა მეხსიერებიდან წინა ღამის ყოველი წუთი წამეშალა. როგორ მინდოდა, რომ თვალები დამეხუჭა და დიდხანს აღარ მოვსულიყავი გონს. ვიცოდი, შეუძლებელზე ვოცნებობდი.

************
არ ვიცი რამდენად კარგი თავი გამომივიდა ამიტომ თქვენს შეფასებას დაველოდები. მართლა ძალიან მიხარია, რომ ასე მოგწონთ ეს ისტორია. ყველას უდიდესი მადლობა. რაც შეეხება ახალ თავს შეიძლება ერთი ორი დღე ვერ ავტვირთო ამიტო ყველას დიდ ბოდიშს გიხდით წინასწარ. <3



№1  offline წევრი nestanuka13

რა პონტია ეხლა 2 დღე ახალი თავის არ-დადება?? :)))

 


№2  offline წევრი bichinashvili ))

dzalian magaria !ratom xom dasvenebaa
--------------------
mariam 13

 


№3  offline წევრი tamro

bichinashvili ))
dzalian magaria !ratom xom dasvenebaa


დასვენება კია მაგრამ შეჯიბრებები მაქვს სპორტში და ვერ ვიცლი ახალი თავების დასაწერად. გათიშული მოვდივარ სახლში. wink ბოდიში კიდევ ერთხელ.

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

tamro
bichinashvili ))
dzalian magaria !ratom xom dasvenebaa


დასვენება კია მაგრამ შეჯიბრებები მაქვს სპორტში და ვერ ვიცლი ახალი თავების დასაწერად. გათიშული მოვდივარ სახლში. wink ბოდიში კიდევ ერთხელ.



ისტორიის წერა რომ დაასრულო და მერე დაიწყო დადება არ გამოვა ასე?!

 


№5  offline წევრი Eternity8

აუ დღეს ღამე დადე რა, პრი დღის მარაგი ხომ უნდა გვქონდეს რომ ვისაზრდოვოთ?))) რა მოითმენს 2 დღე( დადე დღეს, ნუ იქნები სადისტი)) :*

 


№6 სტუმარი mia

Nu gvtanjav amden xalxs ra gadzlebs ori dge...

 


№7  offline წევრი human

დღეს გადავიკითხე დანარჩენი თავები და ნამდვილად ძალიან მაგარია ,უბრალოდ ვერ ვხვდები ასეთი ცოტა მკითხველი რატო ყავს ,გამორჩეული ისტორია და ძალიან მომწონს, იმედია არ შეწყვეტავ და მალე დადებ ...

 


№8  offline წევრი Annee

ახლა წავიკითხე მთლიანად. ძალიან ძალიან მაგარია :*:* ველოდები შემდეგს

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime sawyali gogo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent