შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი არსებობისთვის ! ( 7 თავი)


27-03-2015, 18:30
ავტორი Aunt B.
ნანახია 4 287

უცნაური იყო, მაგრამ როცა ელენესთან ატარებდა დროს თითქოს თვითონაც ყველაფერს იჯერებდა, ეგონა, რომ მართლა ჰქონდა ისეთი ბედნიერი ცხოვრება, უყურებდა ბედნიერებისგან გაცისკროვნებულ სახეს და მართლა ეგონა, რომ მის გამო უპრობლემოდ ყველაფერს შეძლებდა, იმ ყველაფერს, რასაც ტყულად დაპირდა. ყველაზე მეტად სამსახურის საქმეების მოგვარება უჭირდა, ვერაფრით ახდენდა კონცენტრაციას და არც მეგობრებთან ერთად გატარებული საღამოები შველოდა, მანამდე ოდნავ მაინც რომ უმსუბუქებდნენ ხოლმე გაუსაძლის არსებობას. ელენე, ელენე და ისევ ელენე, მთელ ენერგიას, სიმშვიდეს, ყველაფერს არარეალურს მხოლოდ მისგან იღებდა და თავს უფლებას აძლევდა მხოლოდ მასთან ყოფილიყო მართლა უსაშველოდ ბედნიერი, მხოლოდ იმიტომ რომ ელენეს არაფერი ეგრძნო, ვერაფერს მიმხვდარიყო. დაუსრულებლად შეეძლო ეკამათა ქორწილის საკითხებზე, დეკორაციებზე და ხელსახოცის ფერებზეც კი მაგრამ საბოლოოდ რა თქმა უნდა მაინც ელენეს უთმობდა და ყველაფერს მისი სურვილის მიხედვით არჩევდა.
უკვე მერამდენე ღამეს ატარებდა მის ფერებაში მთელი არსებით ჩაძირული მაგრამ მაინც არაფრით ჰყოფნიდა მისი სიახლოვე, ალერსი და სუნთქვაც კი.. ყველაზე მეტად მაშინ უჭირდა ხოლმე, როცა დამსახურებული ეჭვის მაგივრად ახლადგაღვიძებული ელენეს თვალები სითბოს ვერ იტევდნენ, მის უანგარო მზრუნველობას კი საერთოდ ჭკუიდან გადაჰყავდა.. თითოეულ უმნიშვნელო მოქმედებაზეც კი ეტყობოდა გოგონას რომ მისთვის ალექსანდრე ყველაფერი იყო..მისით შექმნილი ბედნიერება ყველაფერს ისეთ რეალურს ხდიდა, რომ თითქოს აუტანელი დაუმსახურებლობის შეგრძნებაც კი დროებით შორდებოდა..

- ელე, 10 წუთში სადარბაზოსთან ჩამოდი, რაღაც მინდა გაჩვენო.. - პასუხის გაცემა არც დააცადა ისე გათიშა. ყველაზე მეტად ეს გაურკვევლობა არ უყვარდა, ლოდინიც იმდენად აღიზიანებდა 10 წუთი მთელ საუკუნედ მოეჩვენა.. არ იცოდა რატომ მაგრამ ალექსანდრეს მოლოდინში რა აღარ იფიქრა, თავს არწმუნებდა რაიმე საგანგაშო რომ ყოფილიყო ალექსანდრე ასე არ მოექცეოდა მაგრამ მაინც ვერაფრით ჩაიხშო აღელვება და მოუსვენრად აწვალებდა თხელი ქურთუკის შესაკრავს. ალექსანდრეს მანქანა რომ დალანდა წამში დამშვიდდა და ნელი ნაბიჯით გაუყვა მათ შორის დარჩენილ მცირე მანძილს. ალექსანდრემ არაფრით არ გასცა პასუხი სანამ დილის „თერაპია“ არ ჩაიტარა.. მანქანიდან გადმოსვლისთანავე მოიქცია მკლავებში მონატრებული სხეული და ელენეს გაბუსხული ტუჩებს დიდი ხნით არ მისცა ხმის ამოღების საშუალება.
- იცოდე სანამ შენი თვალით არ ნახავ არაფრის თქმას არ ვაპირებ ! - თითის აწევით გააფრთხილა მისი კოცნა შეწყვიტა თუარა და თვითკმაყოფილი ღიმილით გამოუღო მანქანის კარი. კიდევ უფრო მეტად ამხიარულებდა ელენეს გაბრაზება, სასაცილოდ რომ უბრიალებდა საყვარელ ყავისფერ თვალებს და გამიზნულად მის არცერთ კითხვას არ სცემდა პასუხს ოდნავ მაინც რომ არ მიენიშნებინა გოგონასთვის მოსალოდნელი სურპრიზის შესახებ. ზუსტად მაშინ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს, როცა ელენე საბოლოოდ დანებდა და არაჩვეულებრივი ხედის თვალიერებით გაირთო თავი.
- ელე, მოვედით.. - თბილი ღიმილით გადახედა და მანქანა ძალიან ლამაზ, ძველებურ ჭიშკართან გააჩერა. მაინც ვერ მოახერხა ელენემ მოჩვენებითი გაბრაზების ბოლომდე შენარჩუნება, ვერასდროს უწევდა წინააღმდეგობას მის ნათქვამ „ელეს“, რომელმაც ახლაც ტრადიციულად დაიმორჩილა და მაშინვე შეაწყვეტინა ბავშვური თამაში.
- ახლა მაინც რომ არ მითხრა სად ვართ გავგიჟდები! - თვითონვე გაეცინა ვერდაკმაყოფილებულ ცნობისმოყვარეობაზე და ალექსანდრეს გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.
- ჩვენს სახლში! - რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ უპასუხა და ელენელეს გაკვირვებისგან გაფართოებული თვალებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე შეაღო სუროთი დაფარული ძველებური ორნამენტებით გაფორმებული ულამაზესი ჭიშკარი.
მანამდეც ყოველ წუთას გრძნობდა, რომ ალექსანდრე ყველგან და ყოველთვის მხოლოდ მის სიამოვნებაზე და სურვილებზე ფიქრობდა მაგრამ ნანახმა იმდენად გადააჭარბა ყველა შესაძლებელს, რომ ერთბაშად ყველა ემოციისგან დამუნჯებულმა ვერაფერი თქვა, მხოლოდ მთელი ძალით უჭერდა ხელს ალექსანდრეს და ყველაფერს განუზომელი ინტერესით ათვალიერებდა. არ შეიძლებოდა არ გეგრძნოთ უჩვეულო სიმშვიდე, რომელიც ირგვლივ ყველაფერში ასე აშკარად გამჯდარიყო და თავს ზღაპრულ გარემოში გაგრძნობინებდათ. ერთსართულიან, დიდ სივრცეზე გაშლილ ქვის სახლს ზედმეტადაც კი ემჩნეოდა, რომ ყველაფერი მხოლოდ ელენეს პიროვნებას და გემოვნებას მორგებოდა. ალექსანდრემ ზუსტად იცოდა, რომ გრაციოზული, გრანდიოზული არქიტექტურით ყველაზე ნაკლებად გაახარებდა გოგონას, ყველაფერი ძველებური, ნათელი, უბრალო მაგრამ აშკარად რომ გაგრძნობინებდათ დაფარულ განსაკუთრებულობას - ზუსტად ასეთი იყო ელენე და ასეთი უნდა ყოფილიყო ის სამყაროც რომელშიც ერთად უნდა დაეწყოთ ორ კვირაში თანაცხოვრება. ელენე განსაკუთრებით უკანა ეზომ მოხიბლა, წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ მიხვდა ალექსანდრე რამდენჯერ უოცნებია სუროში ჩაფლულ ხის ფანჩატურზე და ყვავილების სასიამოვნო სურნელზე. მთელ ქალაქში არცერთ ადგილს არ ემჩნეოდა გაზაფხულის მოსვლა ასე ძალიან, როგორც ამ პატარა ეზოს.. ახლაც ვერ შეიკავა ცრემლები მაგრამ ალექსანდრე არ აღელვებულა, კარგად იცოდა მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებას რომ გამოხატავდნენ ეს ცრემლები და იმიტომ.. უსიტყვოდ ჩაიკრა გულში და მისი დამშვიდება არც უცდია, პირველად აძლევდა თავს უფლებას ახლა უკვე მისი ცრემლებითაც დამტკბარიყო.
- ალექს, რა საყვარელია .. - გაკვირვება და სიხარული ვერაფრით დამალა, ჯუჯების დეკორატიულ ქვის ქანდაკებასთან რომ ჩაიმუხლა და თითებით განაგრძო მათი შესწავლა.
- ელე, რამე თუ არ მოგწონს შეგიძლია შეცვალო! და კიდევ, ავეჯი შენ უნდა აარჩიო, ამდენად გმირიც არ ვარ .. - ელენემ კარგად იცოდა ალექსანდრეს არც ეს გაუჭირდებოდა, მაგრამ აქაც მისი სიამოვნება იყო პირველ ადგილზე.. უკვე აღარ იცოდა რით დაიმსახურა მისგან ეს ყველაფერი, მსოფლიოს არცერთ ენაზე არ არსებობდა სიტყვები, რომლითაც შეძლებდა ოდნავ მაინც გამოეხატა მის მიმართ სიყვარული ან თუნდაც ოდნავი მადლიერების გრძნობა.

ორივეს დაუვიწყარი ემოციებით ავსებდა თავიანთ სახლში გატარებული პირველი ღამე.. არცერთს ადარდებდა ბუხართან იატაკზე წოლით ატკიებული სხეული.. ამ ღამით თითქოს გაასმაგებული სითბო და მზრუნველობა იგრძნო ალექსანდრესგან, დაუვიწყარი იყო მისი ტუჩების შეხება ყელზე, მკერდზე,მუცელზე.. მხოლოდ მასთან ვერ აკონტროლებდა გრძნობებს, მის მთელ არსებას მხოლოდ ალექსანდრეს ალერსი სურდა.


გაბადრული უყურებდა ჩუმად ყავის მზადებაში გართულ ალექსანდრეს პერანგში გამოწყობილ ელენეს, თავისთვის უცნობ მელოდას რომ ღიღინებდა. დიდხანს აღარ უცდია, სწრაფად შემოსვა ბარზე და ისე დაეწაფა მის ტუჩებს ელენეს მოულოდნელობისგნან სუნთქვა შეეკრა.
- ეს სახლი მგონი რაღაც რაღაცეებზე სასწაულად მოქმედებს .. - ბედნიერმა გადაიკისკისა და მისი ყელის დაგემოვნებით გართული ალექსანდრეს ზურგს უკან ხელები ერთმანეთში ისე გადახლართა თითქოს გასაშვებად ვერ იმეტებსო.
- ვერ შეგეწინააღმდეგები! - მაშინვე დაეთანხმა ალექსანდრე და ახლა მისი სახის შესასწავლად მოემზადა.
- ჩემი ყავა ! - უცებ გაახსენდა ელენეს და ისე ჩამოხტა ბარიდან ალექსანდრეს „მკვლელი“ გამომეტყველება კულტურულად არ შეუმჩნევია.
- მშვენიერია, ყავაზე უკეთესიც აღარ ვარ .. - ყველაზე ნაკლებად ალბათ ამ ფრაზას არ ელოდა მისგან, თვალებგაფართოებული შემოტრიალდა წარბშეკრული ალექსანდრესკენ და მის გამომეტყველებაზე ფინჯანი კინაღამ ხელიდან გაუვარდა. ახლა ყველაზე მეტად რამის გაფუჭება და მისი სყწნინება უნდოდა.
- მადლობა, ყავისთვის! - ფინჯანი რომ გამოსტაცა და ეშმაკურიღიმილით დაიძრა უკანა ეზოსკენ მაშინ მიუხვდა ეშმაკობას, უფრო მეტად გაბედნიერებულმა თავისთვის ხელახლა გაამზადა ყავა და საყვარელ სილუეტს სიცილით მიჰყვა უკან...

---

- ელენე ხომ იცი ტყუილად ნერვიულობ, მარიამის ჩამოსვლის ამბავი უკვე მოგვარებულია.. რატომ განიცდი? - მართლა ვერ იგებდა ელენეს უმიზეზოდ აფორიაქებულს რატომ ხედავდა. ძალიან ღიზიანდებოდა, როცა გოგონას ელემენტარული პრობლემაც კი გულთან ასე ახლოს მიჰქონდა, ახლაც აღელვებული აკვირდებოდა მის ნერვიულ ჟესტებს და აღარ იცოდა რითი დაემშვიდებინა.
- ალექსანდრე როგორ არ გესმის, თომას ქორწილის დღეს რომ დაეკარგა ჩვენი ბეჭდები არ ინერვიულებდი? - თავის მართლებას არ ეშვებოდა ელენე.
- ეს სულ სხვა რამეა ელე, მარიამის საბუთები უკვე იპოვნეს და სამ დღეში შენს მეჯვარეს აეროპორტში ყოველგვარი გართულებების გარეშე დავხვდებით, რთულია ამის გაგება? - მის ტონს გაღიზიანება დაეტყო და ელენეც მიხვდა რომ მართლა ზედმეტი მოუვიდა. კარგიო, მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა და ჟურნალის თვალიერება უინტერესოდ განაგრძო. უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ალექსანდრემ და წასასვლელად წამოდგა.
- მიდიხარ? - ვერაფრით უმკლავდებოდა თუნდაც რამდენიმე საათის დაშორებით გამოწვეულ მის სევდიან მზერას.
- ძალიან მალე დავბრუნდები ! - მაშინვე დაპირდა და ძლიერად მიიხუტა მკერდზე.
- დღეს საერთოდ რომ არ წახვიდე კომპანიაში დაშავდება რამე? - თვითონაც ვერ ხვდებოდა ელენე რატომ გადაეკიდა ასე.
- სამსახურში არ მივდივარ ელე .. - საშინლად არ ესიამოვნა ალექსანდრეს დახრილი თვალები და მის ზურგს უკან დაჭიმული მისი მკლავები.
- რამე ხდება? - შეშინებულმა ამოილაპარაკა და პასუხის მოლოდინსი მოუთმენლად მიაჩერდა დაძაბულ სახეს.
- ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ მალე მოვალ .. - ნაჩქარევად აკრიფა მაგიდიდან საჭირო ნივთები, მოწყვეტით აკოცა ელენეს და სწრაფად გაეცალა.
ვერაფრით ახერხებდა ემოციებს მოთოკვას, ასე აშკარად არასდროს არაფერი დაუმალავს ალექსანდრეს მისთვის. ამ ხნის განმავლობაში პირველად გაუჩნდა ეჭვი, რომ ყველაფერი ისე კარგად არ იყო როგორც ეგონა. მანამდეც მშვენივრად ხვდებოდა, რომ მისგან ზედმეტად ბევრს ითხოვდა, ყველაფერს ერთდრულად გრძნობდა : შიშს, გაბრაზებას, დანაშაულს.. არ უნდოდა აღიარება მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან წყინდა, რომ მათ ურთიერთობაში რაღაც მაინც იყო დაფარული.. თავიდან იფიქრა ბიჭებს ხომ არ დავურეკო და ვკითხო რა ხდებაო, მაგრამ მერე გადაიფიქრა.. ზედმეტად არავის შეწუხება არ სურდა, თან დარწმუნებული იყო მათ რამე რომც ცოდნოდათ არაფერს ეტყოდნენ. ძალიან ეცადა მთელი ყურადღება მის მუხლებზე ნებიერად ჩაძინებულ ლეკვზე გადაეტანა მაგრამ თავს ვერაფერი მოუხერხა. იცოდა ალექსანდრე აუცილებლად რომ შენიშნავდა მის ნამტირალებ თვალებს და ისიც ზუსტად იცოდა, რომ მასაც ძალიან გაანერვიულებდა მაგრამ თავს ვერ იკავებდა. სანამ კარის გაღების ხმას გაიგებდა ეგონა მთელი საუკუნე იყო გასული, კიდევ ერთხელ შეიმშრალა თვალები, მძინარე ლეკვი მაგრად მიიხუტა და ისე წამოდგა. არ შემცდარა, მაშინვე დაეძაბა მზერა ალექსანდრეს ასეთ დღეში რომ დაინახა. აღარ იცოდა რა ექნა, თვალებით ცდილობდა მობოდიშებას, ხმა რომ ამოეღო ალბათ ხმამაღლა ატირდებოდა.
- ელენე ! ბოლოს მომიღებს ეს შენი ემოციურობა.. რა გატირებს, ამიხსენი! - წამებში დაუთბა ხმა როცა გრილი სუნთქვა იგრძნო ყელთან და კიდევ უფრო მაგრად მიიხუტა სუსტი სხეული.
- ეს რა არის? - მაშინვე გადაიტანა ყურადღება ელენემ შემოსასვლელში დატოვებულ უზარმაზარ ჩემოდნებზე.
- ეს ჩემი ნივთებია.. მამაჩემის სახლიდან წამოვიღე! - დაუკონკრეტა მაქსიმალურად რომ დაეკმაყოფილებინა ელენეს ცნობისმოყვარეობა.
- შენ.. იქ.. - ენა დაება და თვალები სასაცილო ააფახურა.
- კი , იქ ვიყავი.. ტყუილად იტირე ! - წამებში გაშიფრა გოგონას აცრემლებული თვალების მიზეზი და დამამშვიდებლად ცხვირზე თითით წაეთამაშა . ასეთ დროს ყველაზე საყვარელი იყო, რაღაც ძალიან რომ აწუხებდა ზოლმე მაგრამ ალექსანდრეს გამო არაფერს ამბობდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მას არაფერი წყენოდა. ახლა ის მომენტი იყო, როცა მხოლოდ ელენე დაამშვიდებდა, ყოველთვის საშინლად უარესდებოდა მისი განწობა, როცა ბავშვობისდროინდელ სახლს სტუმრობდა.

###

იცოდა, რომ ეს მომენტი აუცილებლად დადგებოდა და ელენეს წაყვანა ოდესმე აუცილებლად მოუწევდა იმ სახლში, სადაც მისი ცხოვრება დაინგრა, სახლში სადაც ყველაფერი დაკარგა. ყოველთვის ფიქრობდა, რომ ამას მარტო თვითონ უნდა გამკლავებოდა, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ამაში მაინც არ გაერია ელენე მაგრამ თან ვერც მისი თხოვნის შეუსრულებლობა დაუშვა. გოგონამ ძალიან მარტივად განუმარტა, რამდენად აუცილებელი იყო ყველაფერი ცოდნოდა, თავის უშუალო ვალდებულად თვლიდა მისი ტკივილი მასაც ბოლომდე გაეთავისებინა, ისე როგორც ეს ერთ დროს მისმა მეგობრებმა გააკეთეს. სადარბაზოს კიბეები ელენესთან ხელჩაკიდებულმა მძიმედ აიარა და კართან შეყოვნდა, გოგონასკენ ნებართვის ასაღებად კიდევ ერთხელ გააპარა თვალი, უკანასკნელ წამამდე ელოდა, რომ ელენე უკან დაიხევდა მაგრამ იცოდა ეს ქმედება როგორი ამაო იყო. ღრმად ჩაისუნთქა და კარს გასაღები ძლივს მოარგო, საკეტის გაჩხაკუნების ხმამ თითქოს მთელი სხეული გაუყინა.
- ელენე, დარწმუნებული ხარ, რომ..
- ალექს, გთხოვ! - არაფრით დათმო ელენემ.. კარი ფრთხილად შეაღო და გამიზნულად შევიდა თვითონ პირველი, თითქოს საცოლეს რაიმე საფრთხისგან იცავდა... ზღურბლს გადააბიჯა თუ არა მაშინვე ეცა დაგუბებული ჰაერი და ნესტის გულისამრევი სუნი, ალექსანდრეს მაგრად ჩაკიდა ხელი და ჩაბნელებულ ჰოლს თვალი ინტერესით მოავლო.
- მინდა იცოდე, რომ .. იმ დღის შემდეგ როცა.. უნდა იცოდე, რომ არაფერი შემიცვლია.. ყველაფერი ისევ ისეა .. - ალექსანდრე თითქოს წინასწარ იმართლებდა თავს რაღაცის გამო და ელენეს რეაქციებს აღელვებული აკვირდებოდა. გოგონამ მხოლოდ თავი დაუქნია და გამამხნევებლად გაუღიმა. მხოლოდ მაშინ გააცნობიერა ალექსანდრეს სიტყვები, როცა მისაღებ ოთახში აღმოჩნდა. ღია ფერის ნოხზე ადვილად ამოიცნო მისმა გონებამ სისხლის მუქი ლაქები, გარშემო ყვითელი ლენტები რომ ეყარა.. სუნთქვაც კი შეწყვიტა, როცა უფრო მეტად მიუახლოვდა შემთხვევის ადგილს, კარგად დააკვირდა მუქ წაბლისფერ იატაკს და ადვილად შეამჩნია სხეულის ფორმის თეთრი მოხაზულობა, რომელიც სავარაუდოდ პოლიციელებს უნდა დაეტოვათ გვამების ადგილსამყოფელის დასაფიქსირებლად. ალექსანდრეს რომ შეხედა და მის არაამქვეყნიურ გამომეტყველებას წააწყდა ზუსტად მაშინ მიხვდა როგორი აფსურდი იყო ყველაფერი, მაშინ გააცნობიერა, რომ ვიაც არ უნდა ეთხოვა, როგორი აუცილებელიც არ უნდა ყოფილიყო მისი მსხვერპლი, მაინც ვერასდროს შეძლებდა ალექსანდრე გონებიდან ამ თეთრი კონტურების ამოშლას. ახლა მიხვდა რამდენად დიდი შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა კატეგორიულად მოთხოვა მათი ერთად ყოფნის გამო ჩამოშორებოდა ყველაფერს. ვერაფრით გაეგო როგორ ახერხებდა ალექსანდრე ამ ყველაფერთად ბრძოლას, დანაშაულთან ერთად კიდევ ისეთი აუტანელი შეგრძნება დაეუფლა სახელი ვერაფრით დაარქვა. იმასაც მიხვდა, რომ როგორი უსაზღვროც არ უნდა ყოფილიყო მათი გრძნობა ალექსანდრეს ტკივილს მაინც ვერ გაწვდებოდა, ვერ მოაშორებდა სისხლისფერ საბურველს, ვერ დაავიწყებდა იმას რომ ამ სისხლის ლაქების გამო მკვლელი უნდა დაესაჯა. ერთიანად მოიცვა სასოწარკვეთამ, უნდოდა ჩახუტებოდა, უნდოდა ალექსანდრესთვის ეგრძნობინებინა, მისი პირობა რომც დაერღვია მაინც ყველაფერს გაუგებდა მაგრამ ვეღარ შეძლო.. მოულოდნელად ყველანაირი ძალა გამოეცალა და უგონოდ ჩაესვენა ალექსანდრეს მკლავებში..



№1  offline წევრი Anuuc^.^

პირველი ვარრ)))შენ ხარ ყველაზე მაგარი გოგოო....და ეს ისტორიაც ძალიან კარგია...მიყვარხარრ❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№2  offline მოდერი MyLove

და დღეს, როდესაც ასე მოწყენილი ვიყავი და უაზრობისგან ადგილსაც კი ვერ ვპოულობდი.. გამოჩნდა შენი ისტორია!
მახარებ! love არ ვიცი.. ჩემი გრძნობების ამფორიაქებელი და მკითხავი ხარ..
სიტყვებს ვერ ვარჩევ! უბრალოდ ბლუყუნით გეტყვი რომ მიყვარს შენი ისტორიები და შენი იმიჯი როგორც ავტორი შედგა!
მიყვარხარ
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3  offline წევრი EiLuL♥

აუუუ რა კარგიაა :*** არ ველოდიიი და ისე გამიხარდა,რომ დავინახეე ❤ ტკბილო,,თბილოო ,,საყვარელოო ❤ მაგარი გოგო ხარ ძააან ,,,ჩემოო ალპენ გოლდო :დდდ (( ვგიჟდები ალპენზე დაა მაგ პონტში :დ)))
--------------------
elene

 


№4 სტუმარი taso

Dzaan magari xar <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent