შვიდი ვალენტინობა (შესავალი)
„თუ გსურს შეცვალო სამყარო, ჯერ შენ თავადვე უნდა შეიცვალო“ ცხრა წლის ვიყავი როცა დედამ ჰარი პოტერის შვიდივე წიგნი მაჩუქა დაბადების დღეზე, შვიდივე მალე წავიკითხე და სულმოუთქმელად ველოდებოდი როდის გავხდებოდი თერთმეტი წლის რადგან ვიცოდი ფოსტით აუცილებლად მოვიდოდა ჩემთან წერილი სადაც ეწერებოდა, რომ ჰოგვარტსში მიმიღეს. თუმცაღა ლოდინი უშედეგო აღმოჩნდა, ისე გავხდი 12 წლის შემდეგ 13 წლის, რომ არც ელ ფოსტაზე და არც სახლში ქაღალდზე დაწერილი წერილი არ მიმიღია მინევრა მაკგონაგელის ხელმოწერით. შემდეგ ველოდებოდი თხუთმეტი წლის როდის გავხდებოდი, იმედი მქონდა ქერათმიანი ტყავის შარვალში ჩაცმული სიმპათიური ბიჭი როგორ მიხნიდა დემონის თავდასხმისგან და მეტყოდა, რომ აჩრდილებზე მონადირე ვიყავი. ეს ლოდინიც უშედეგო იყო. მისტერ როჩესტერსაც ძალიან დიდიხანი ველოდებოდი. ყველა ქალაქში სადაც კი ფეხს დავადგამდი ჰოლდენ კოლფილდს ვეძებდი. ზამთარში ქუჩებში ადამიანის ქუდებს ვაკვირდებოდი, მხოლოდ იმას ვოცნებობდი სადმე წითელი მონადირის ქუდით მოხეტიალე ჰოლდენი შემხვედროდა. არ გამიმართლა, ჰოლდენი დღემდე ვერ ვიპოვე. ლოლიტასაც ვეძებდი, ძალიან დიდი ხანი, უამრავი კითხვა მქონდა მისდამი. მინდოდა მეკითხა რატომ აგიჟებდა ჰუმბერტს? მაგრამ... მას შემდეგ რაც გავაცნობიერე, რომ ვერასდროს ვნახავდი წიგნის პერსონაჟებს, ან მათ ავტორებს ვერასდროს გავიცნობდი და საკუთარ ცნობისმოყვარეობას ვერასდროს გავიკმაყოფილებდი გული მეტკინა. მეგონა მიღალატეს. რეალობას პირველად მეათე კლასში შევეჯახე, როცა პატარა ყვითლადშეღებილ კედლებიან ოთახში ვიჯექი, ნაცრისფრად შეღებილ მერხზე და „სიამაყეს და ცრურწმენას“ ვკითხულობდი. სკოლაში ვიყავი, ბიჭები გარეთ იყვნენ გასულები, მაშინ პირველად მოთოვა იმ ზამთარს, მაგრამ როგორც ჩვენს ქალაქს ჩვევია საშინელი თოვლი იყო, სველი და ჭყაპუნა. მე გამათბობელთან მობუზული კი მისტერ დარსის და ელიზაბეთის ისტორიას ვკითხულობდი -რას კითხულობ? - ჩემი კლასელი სალი წინ დამიდგა და წიგნს შეაშტერდა რომელსაც საკმაოდ დიდი ასოებით ეწერა „სიამაყე და ცრურწმენა“ მაგრამ სალის ესეთი ჩვევა ჰქონდა, როცა დამინახავდა შესვენებაზე რამეს ვკითხულობდი მაშინვე მეკითხებოდა თუ რას? მიუხედავად იმისა, რომ ავტორი და წიგნის სახელი გარკვევით ეწერა ყდაზე -სიამაყე და ცრურწმენა. ვერ ხედავ სალი? თუ კითხვა დაგავიწყდა? - წიგნი ავწიე, ყდა რომ კარგად დაენახა -წაკითხული მაქვს - ვითომ ჩემი ცინიზმი ვერ შეამჩნიაო ისე მითხრა -მერე? მოგეწონა? - უემოციოდ გადავუგდე კითხვა და სიმართლე გითხრათ მხოლოდ ის მინდოდა მალე დაენებებინა თავი, რომ მალე დავბრუნებოდი ელიზაბეთს და დარსის -არა - პასუხმა გამაოცა და წიგნი დროებით დავხურე -რატომ? - გაკვირვებულმა ვიკითხე და წიგნს ხელი გადავუსვი, თითქოს მას ყურები ჰქონოდა და არ მინდოდა ეს უხეში პასუხი მას გაეგონა. -ეგეთი პერსონაჟები მხოლოდ წიგნებში არსებობენ - მითხრა და შებრუნებას აპირებდა როცა გაბრაზებული ფეხზე წამოვხტი -მისტერ დარსი რეალური პერსონაჟია -დარწმუნებული ხარ? - გაიცინა სალიმ და საშინლად მომინდა მისთვის მეყვირა, მაგრამ დედა ყოველთვის მაფრთხილებდა, კარგად აღზრდილი გოგონები არასდროს ყვირიან და მით უმეტეს არასდროს ჩხუბობენო. მეც მაქსიმალურად შევიკავე თავი და ხმა დავადაბლე როცა პასუხის გაცემა დავაპირე -რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ. -დამიჯერე, მისტერ დარსი მხოლოდ ამ წიგნში არსებობს - და მისი ვარდისფრად შეღებილი გრძელი ფრჩხილი ჩემს წინს დაადო - და რაც უფრო მალე გაითავისებ ამას მით ურო უმტკივნეულო იქნება შენთვის რეალობასთან შეგუება - ამ ფრაზას არ გავუბრაზებუვარ, თითქოს უფრო დამაფიქრა, სალიმ კი უბრალოდ გამიღიმა და თავისი მერხისკენ წავიდა. შევხედე არითმეტიკის მასწავლებელი როგორ შემოვიდა კაბინეტში მაგრამ სიმართლე გითხრათ არცერთი მისის სიტყვა არ მახსოვს მისი იმ გაკვეთილიდან. არც იმ გაკვეთილიდან და საერთოდ არითმეტიკიდან. მას შემდეგ დავიწყე რეალობაში ცხოვრება და მას მერე აღარ მომიძებნია ქუჩაში არც ჰოლდენი, არც ლოლიტა, არც დარსი, არც ჰარი, არც დორიანი, არც, არც, არც.... მას შემდეგ რაც რეალურ ცხოვრებაში წიგნის პერსონაჟების ძიება შევწყვიტე და მივხვდი, რომ ისინი მხოლოდ წიგნის ფურცლებზე არსებობენ დავიწყე რეალობისთვის თვალის გასწორება რამაც სკეპტიკოსი გამხადა. ვერ ვიტყვი, რომ ეს თავიდან მომწონდა, ზოგჯერ პესიმიზმიც კი მიპყრობდა, ეს უფრო მაშინ როცა თინეიჯერი ვიყავი, მეგონა გარშემო კარგი არავინ იყო დარჩენილი და მხოლოდ გულცივი ადამიანები შემორჩა დედამიწასთქო. ბოლოს გამახსენდა ერთი ადამიანი, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე კეთილი და კარგია მათ შორის ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. ბანალური იქნება ალბათ როცა ვიტყვი ვისზე ვლაპარაკობ მაგრამ რა ვქნა ეს მართლაც ასეა, სწორედ მისმა ადამიანობამ დამანახა, რომ კარგი ადამიანებიც შემორჩენილა მსოფლიოში. ყველა გოგო მგონი თავიდან მხოლოდ იმას გაიძახის, რომ მისი პრინცი არის მამამისი, რომ სწორედ ისეთი მეწყვილე უნდა გვერდით, როგორიც მისი მამაა. მე კიდე ბავშვობიდან მხოლოდ იას ვიძახდი, რომ ჩემი გმირი დედა იყო და მინდოდა მას დავმსგავსებოდი როცა გავიზრდებოდი. მე ბევრს ვერაფერს ვიტყვი მამაჩემზე რადგან მას წესიერად არც ვიცნობ. ის ჩვენთან არ ცხოვრობს, მე კი დედამ გამზარდა, ჩემს სკეპტიკოსობაში და ცოტა პესიმიზმშიც შეიძლება მამაც დავადანაშაულოთ. პატარა ვიყავი მაგრამ ნათლად მახსოვს, მამაჩემს დედა ძალიან უყვარდა. მახსოვს როგორ მოჰქონდა საღამოობით ყვავილები და როგორ უხაროდა ეს დედას. მახსოვს როგორ ცეკვავდნენ ისინი მისაღებში ედით პიაფის სიმღერების თანხლებით. ეს ყველაფერი იმენად იდეალური იყო მაშინ 6 წლის ასაკშიც კი ოდნავ ეჭვის თვალით ვუყურებდი ეს მართლა ბუნებრივია თუ უბრალოდ თამაშობენ დედა და მამა, რომ მე გამახარონ თქო. როცა უკვე ჩვეულებრივი გახდა ჩემთვის მათი ეს განუზომელი სიყვარული ერთმანეთისადმი, როცა მიჩვეული ვიყავი საღამოობით მამას დანახვას ხელში ვარდებით და შოკოლადებით, სწორედ მაშინ დაინგრა იდილია. არ ვიცოდი რა მოხდა, ეს თემა ტაბუდადებული იყო რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენს ოჯახში. დედამ შეძლო, რომ საყვარელი მამის განშორება მძიმედ არ გადამეტანა. თავიდან ვიცოდი, რომ მამა სხვა ქვეყანაში წავიდა, იმის გამო, რომ ჩვენ კარგად გვეცხოვრა. თუმცა კი ჩემამდე არასდროს დადიოდა, რატომ არ შეიძლებოდა მამაჩემს ეცხოვრა ჩვენთან ერთად და ამ ქვეყანაში მოეძია სამსახური. ასე გადიოდა წლები, მე ყოველ კვირაში ვღებულობდი მამასგან წერილებს და მეც ყოველთვის ვპასუხობდი მათ. ჩემი წერილის ბოლოს ყოველთვის ერთი ფრაზა იყო „მალე დაბრუნდი რა მამა.“ ის კი მის წერილს „ძალიან მალე დავბრუნდები მამი.“ ფრაზით ასრულებდა. დაახლოებით წელიწადი და სამი თვე ასე გრძელდებოდა, შემდეგ წერილები ყოველ ორ კვირაში მოდიოდა, შემდეგ თვეში ერთხელ, ბოლო წერილი 15 წლის ასაკში მივიღე. არაფერი განსაკუთრებული არ ეწერა, როგორც ყოველთვის ამბები მის შესახებ, როგორ მუშაობდა და როგორ უნდოდა ჩემი ნახვა, ვენატრებოდი მე მაგრამ ერთი სიტყვაც არ იყო დედას მიმართ. თითქოს ვხვდებოდი რაც ხდებოდა მაგრამ არ მინდოდა ეს მეღიარებინა, ყველა ბავშვისთვის რთულია აღიაროს, გაითავისოს ის, რომ მამამ მიატოვა. ჩემს მეთექვსმეტე დაბადების დღეზე მამასგან საჩუქარი არ მიმიღია. დედამ მოიმიზეზა ფოსტა აგვვიანებს ალბათო მე კი მივხვდი არც ფოსტა აგვიანებდა და არც მამაჩემს გამოუგზავნია ჩემთვის არანაირი საჩუქარი. არც გამკვირვებია, ალბათ გულის სიღრმეში ველოდი, რომ ასე მოხდებოდა, ველოდებოდი, რომ ერთ დღეს წერილებიც აღარ მოვიდოდა ჩემს მისამართზე და საერთოდ მამაჩემი გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან, დარჩებოდა კარგ სიზმრად, მამაჩემი სიზმარი იყო, კარგი სიზმარი. ნუ შემიცოდებთ, მე სულაც არ ვთვლი, რომ უმამობის გამო რამე დამკლებია, ზედმეტად კარგი დედა მყავდა იმის გამო, რომ მეორე მშობლის არ არსებობა მეგრძნო. ჩვენ ძველ თბილისში ვცხოვრობთ, ვერცხლის უბანში, იტალიური ეზოს ერთ-ერთ პატარა ორ ოთახიან შუშაბანდით დაფარულ სახლში. ჩემს სახლში მუდამ წესრიგია, ეს კი რა თქმა უნდა დედას დამსახურებაა, ერთადერთი ადგილი სადაც მისი ძალა არ მოქმედებს ეს ჩემი ოთახია, ჩემი პატარა სამფლობელო, გარედან კარს რომ შეხედოთ დიდი ვერაფერი, შიგნითაც არაფერია ისეთი რამაც შეიძლება აღგაფრთოვანოდ, ძალიან უბრალო ხის ყავისფრად შეღებილი კარის მიღმა, რომელიც ძველებური მოჩუქურთმებული სახელურებითაა დამშვენებული, ახალი ფაფუკი თეთრი ფერის შპალერზე ჩრდილოეთიტ ბიტლზის დიდი პოსტერი გავაკარი როცა ჩვიდმეტი წლის ვიყავი და პირველად აღმოვაჩინე რომ ხოჭოების მუსიკის გარეშე ვერაფერს ვაკეთებდი. ამავე კედელთან დგას რკინის სათავიანი საწოლი, ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი მთელს მსოფლიოში, რომელზეც უამრავი დედას მიერ მოქარგული ბალიში აწყვია. საწოლის გვერდით პატარა ორკარიანი ხის კარადა მიდგას, სადაც ჩემი ჭრელაჭრულა ტანისსამოსი მაქვს შენახული, საწოლის მოპირდაპირე მხარეს ჩემი საწერი მაგიდაა რომელზეც მუდამ არეულობაა, წიგნები ერთმანეთშია გადახლართული შუაში კი ჩემი ნაცრისფერი მაკბუკი დევს ზემოდან კი თეთრი ყურსასმენები, კალმების და ფანქრების რამდენიმე ჩასადები სავსეა ფერადი საწერებით, პატარა წითელ საფერფლეში კი მუდამ სიგარეტის ნამწვავია, მაგიდის გვერდით ტუმბოზე კი ორი კოლოფი მარლბორო და სამი შავი სანთებელა აწყვია, მოკლედ როგორც ყველა ჩემი ასაკის ადამიანს შეეფერაბა წესრიგს შეხამებული უწესრიგობა სუფევს პატარა ოთახში, რამდენიმე ყავის ფინჯანი უადგილო ადგილას, თეთრი ფარდა თავიდან ბოლომდე ფარავს ორფრთიან ფანჯარას და ჭერზე დედას გემოვნებით ნაყიდი ჭაღი ანათებს ხოლმე საღამოობით. უკვე მოგეწყინათ არა? არაფერი საინტერესო არ მომიყოლია, მოდით ერთ რამეს გეტყვით. ჩემს სახელს, მგონი ცოტა უტაქტობაა ამდენი ხანი გაიძულებთ იკითხოთ ჩემი ცხოვრებიდან რამე რუმეები და სახელსაც კი არ გეუბნებით. მეტად უცნაური ქალია დედაჩემი, ახალგაზრდობაშიც ასეთი ყოფილა, ოცი წლის იყო როცა მე გამაჩინა, სანამ სახელს დამარქმევდა თურმე ორი დღე ფიქრობდა, ებრაული სახელები მოწონდა, თავიდან უნდოდა ალისა დაერქმია, მაგრამ მისი მეგობრის ნინოს შვილს ალისა ერქვა, თანაც ალისა მისი ნათლული იყო ამიტომაც გადაიფიქრა, შემდეგ კი შემთხვევით გაახსენდა ერთი სახელი რომელიც გაიგონა ტრანსპორტში, ერთ ძალიან ლამაზ გოგონას დაუძახეს თურმე, ჩემთვის შემოუხედავს და როცა ჩემი პატარა სახე, ცასავით ლურჯი თვალები და წითელი ტუჩები დაუნახავს ყურში ჩამჩურჩულა შენ ხარ ჩემი იდა. უკვე ოცდამეერთე წელია ამ სახელს დიდის თავმომწონებით ვატარებ და ვფიქრობ, რომ მიხდება კიდეც. ბევრს უკითხავს ასეთი უცნაური სახელი რატომ დაგარქვესო მაგრამ სულაც არ ვფიქრობ რომ უცნაური სახელი მქვია, უბრალოდ ის გამორჩეულია და ორიგინალური, როგორიც მისი შემრჩევი. ავტორისგან: ჩემი მოთხრობების დანაწევრება და ცალცალკე თავებად დაყოფა იცით არ მჩვევია უბრალოდ ეს შესავალია, თუ მოგეწონათ დაგაინტერესად და ა.შ. შემატყობინეთ და გავაგრძელებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.