შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გვირილა, ანუ სულიერი ევოლუცია (4)


27-03-2015, 19:45
ავტორი ბუ♥
ნანახია 3 404

გაკვეთილები ჩვეულებრივად მიილია. სახლის გზას დაღლილ-დაქანცული დაადგა. ნახევრად ვერც აცნობიერებდა რას აკეთებდა, უბრალოდ იცოდა, სახლისკენ რომ მიდიოდა. სულ გააბრუა ყოველ დღე შვიდმა გაკვეთილმა. მისი გული და გონება ამდენს ნამდვილად ვეღარ გაუძლებს. მთელი საღამო მეცადინეობდა. კომპიუტერსაც აღარ მიკარებია. ამისთვის ნამდვილად არ ცხელოდა, ამდენ სამეცადინოს, მხოლოდ მაშინ თუ აძლევენ მასწავლებლები, როცა რამეს აშავებს, ჩვენი მარიტა კი სრულიად უდანაშაულოა ყველა მასწავლებელთან, ისევე როგორც მისი კლასელები. გვიან ღამით მაინც წასძლია სურვილმა და ფეისბუქი გახსნა. მხოლოდ სამი, ოთხი მეგობარი ციმციმებდა, მათ შორის იყო სანდრო ჯღარკავაც. ბიჭისგან მესიჯს ელოდა, ეგონა მისწერდა, ან უსაყვედურებდა, მაგრამ შეცდა. რამდენიმე წუთი ფოტოებისა და კომენტარების თვალიერებას შეუდგა. ზოგი რა ჩერჩეტულ აზრებს გამოთქვამს,ზოგიც, სხვას აკრიტიკებს, ზოგიხ მართალია. ეს ყველაფერი მალევე მოეზრდა, ის-ის იყო, აქაუნთი უნდა გამოერთო,სანდროსგან მესიჯი რომ მოუვიდა.
-რომელი ხარ შეეენ?!
ეს სანდრო არ უნდა იყოსო, გაიფიქრა, თავიდან პასუხის მიწერა აღარ უნდოდა, თუმცა მერე მაინც გადააბიჯა თავს და ენამოსწრებულად მიწერა პასუხი.
-თუ აღარ გახსოვს, შეგახსენებ რომ კლასელი ვარ.
-აა. მე სანდროს შეყვარებული ვარ მანჩოო.
-კარგია.
სასიამოვნოა-ს მიწერას, ერჩივნა ისევ ეს ერთი სიტყვა გადაეგდო მისთვის, რადგან ტყუილები არასოდეს უყვარდა და ამ გოგოს გაცნობაც დიდად არ ელოლიავებოდა.
-აუ შენ შენი ფოტოები რატომ არ გიდევს?? მახინჯი ხარ თუ მსუქანი?
ასეთმა პირდაპირმა ნათქვამმა გააბრაზა, თუმცა მალევე მიხვდა ცოტა რომ ვერ იყო სანდროს "შეყვარებული" დალაგებული და ჭკვიანი, ამიტომაც, თვითონაც მოუხმო სიმწარეს.
-როგორ არ მაქვს, უბრალოდ ვცდილობ ჩემი ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ ბოიკოტი არ ავტეხო. ვხედავ ძალიან ხარ დაინტერესებული ჩემი გარეგნობით, მე კიდევ სართოდ არ მაინტერესებ!
-შენ ჩემი ფოტო არ გინახავს! "იმენა" აფანატებენ ჩემზე. -არამგონია შენს ქცევებზეც იგივე წარმოდგენა ჰქონდეთ. სანდრო კი უფრო ჭკვიანი მეგონა.
ამ სიტყვებით დაემშვიდობა მანჩოს და ლეპტოპი დაკეცა. ცოტა თავდაჯერებულად გამოუვიდა ნალაპარაკები, თუმცა ეგ აღარ ადარდებდა.მთავარია, არასასურველი სტუმარი მოიცილა თავიდან.
***
-შენ გოგო ნორმალური ხარ?!
-აუ რა გინდა, ცანდლოო?!
-ახლა იცი რა ქენი?! ეგ სილიკონით სავსე ტ**კი ასწიე და გაა**ი ჩემი სახლიდან!!
-ის გოგო მოგწონს ხომ?! ის, მარიტა ქარსელაძე?? არ შევარჩენ მაგას!! აუცილებლად მოვკლავ!! შენი თავი წამართვა!!
-არ მიყვარხარ ტო! მარიტა რა შუაშია?! მე შენ არ მიყვარხარ!! და მაროს ერთი ღერი თმაც რომ ჩამოუვარდეს გეფიცები ჩემივე ხელით მოგახრჩობ!!
-დაახვიეთ ორივემ რა!!! ნახე, შე თვითონ მომთხოვ რომ დაგიბრუნდე, მაგრაამ ვერ მოგართმევ!!!
-გაეთრიე!!
სანდრო და მანჩო, მხოლოდ 2 თვე იყვნენ შეყვარებულები, მერე დაშორდნენ. ის ჯღარკავას არც არასდროს ყვარებია, უბრალოდ გოგო იმდენად იმცირებდა თავს მის წინაშე თვითონ შერცხვა.
***
-რა გითხრა მანჩომ?-სკოლაში მისული მაშინვე მარიტას მიადგა გამწარებული ჯღარკავა.
-რა უნდა ეთქვა?! ის მითხრა რომ შენი შეყვარებულია და ყველა ბიჭი მაგაზე აფანატებს. მონაწერები ვერ ნახე?!-მობეზრებულად ჩაილაპარაკა გოგონამ და ტუჩები სასაცილოდ მოპრუწა.
ქვედა ტუჩზე მტკივნეულად იკბინა სანდრომ. „ბინძური“ აზრები მარიტასთან დაკავშირებით თავში არასოდეს გაუვლია და ამას არც ახლა აკეთებდა, მაგრამ საშინლად უნდოდა ის სისხლისფერი ტუჩები გემრიელად დაეკოცნა.
-ეგრე ნუ შვები..-ამოიბლუყუნა მბრძანებლური ტონით, ისე რომ მისი ტუჩებისთვის მზერა არ მოუშორებია.
-როგორ?-გაიკვირვა გოგონაამ და თვალები გაუფართოვდა.
-არაფერი.. დაივიწყე,,იცი რა?-მოჭუტული თვალებით გახედა გოგონას.
-რა?!
-წამო გაკვეთილებიდან გავიპაროთ!
-რა?! შენ ნორმალური ხარ?!-თვალები გაუფართოვდა გოგონას.
-კარგი, მაშინ განცხადებები დავწეროთ..
-კი მაგრამ რატომ?!
-სადღაც უნდა წაგიყვანო!-ეშმაკურად ჩაიხითხითა და გოგონას ხელი დაავლო.


დირექტორმა უპრობლემოდ გაანთავისუფლათ.
მარიტა ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო აზრზე.
სანდრო კი ღიმილით მიუყვებოდა გზას, თან გოგონას ხელი ჩაებღუჯა.
თავიდან არც ერთი იღებდა ხმას, მერე გოგონამ დაარღვია გამაყრუებელი სიჩუმე; სიჩუმე კი იყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო.
-სად მივდივართ,სანდრო?!
-იცი?! მე სანდროს არ მეძახიან ოჯახის წევრები,- ღიმილით შეხედა გოგონას.
ლამაზი ფორმის თვალები უფრო დაუწვრილდა, მათ შიგნიდან თაფლისფერმა თვალებმა გულწრფელად იწყეს კრთომა.
მარიტას გააჟრჟოლა.
სანდროს გული სიხარულით და სიყვარულით აევსო.
თეთრი ფრთები შეესხათ, როგორც ანგელოზებს და მიწაზე იწყეს ფრენა.
-რას გეძახიან?
-დადუს..
-დადუს?!
ვერ წარმოედგინა „სერიოზულ“ სანდროსათვის დადუ თუ უნდა დაეძახებინა.
სახეზე ისევ ღიმილი მოეფინა.
ასე თავისუფალი და ლაღი წლებია არ ყოფილა.
სანდროს უხარია, ეს გოგო მხოლოდ მასთან რომ არის ასეთი ლაღი, გახსნილი და რაც მთავარია ბედნიერი!
-გინდა ნაყინი ვჭამოთ?
-ახლა?! მარტი ახლახანს დაიწყო..
-მერე რა მოხდა?! ნაყინი სულ ცივია..
-გავცივდებით!
-ერთად გავცივდებით, მერე რა..-მხრები აიჩეჩა და მაღაზიიდან ორი შოკოლადის ნაყინი გამოიტანა.
-რა იცოდი შოკოლადის რომ მიყვარდა?!
-გოგონებს შოკოლადის ნაყინი უყვართ!
-აჰა! ესე იგი გოგონებს ხომ?-თითქოს გაუჯავრდა ქარსელაძე და წარბები კუშტად შეკრა.
-ხო.. მაგრამ ერთ ულამაზეს, უჭკვიანეს და უუუუყველაზეძალიანესად მოსიყვარულეს განსაკუთრებით!-სასაცილოდ ჩაილაპარაკა და ცხვირზე წათხიპნილი ნაყინი ცერა თითით მოაცილა გოგონას.
-დადუ, აქ ნაყინი გაქვს,-ტუჩს ზემოთ ადგილზე მიუთითა გოგონამ
საშინლად ესიამოვნა მის მიერ ნათქვამი „დადუ“..
განა მართლა ოჯახის წევრები ეძახდნენ?
არა, მისი და ეძახდა, რომელიც ახლა ლონდონშია სასწავლებლად.
სხვას არავის აბედინებდა ამ ზედმეტსახელის დაძახებას.
მშობლებთან ისედაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა.
-სად?-თითქოს ვერ მიხვდა ჯღარკავა. უბრალოდ უნდოდა მისი ნატიფი ხელებით შეხებოდა გოგონა.
-დადუ, ნუ მაიმუნობ აი აქ-ამჯერად თვითონ მოუსვა წვერშეპარულ ღაწვზე ხელი და მუქი ფერის შოკოლადი მოაცილა.
-ლამაზი ხარ.
-დადუ..-გაწითლდა გოგონა,-კარგი რაა..
-მარო..
-ხოუ!-წამოიყვირა მხიარულად.
-მანჩო არ არის ჩემი შეყვარებული.
-ამას რატომ მიხსნი მერე?!
-მინდა რომ იცოდე.
-კარგი..
-კიდე გინდა ნაყინი?!
-კი როგორ არა!
-----------------
საღოლ თქვენნ!
ერთი კომენტარის ღირსადაც არ ჩამთვალეთ!
მადლობა ძალიან დიდი.
განზრახ დავაგვიანე.
თქვენ კიდევ „გკიდიათ“ ეს ისტორია!



№1  offline წევრი terenti

auuu male dade shemdegi tavi ra fliiizzzzz

 


№2  offline წევრი miyvarxar1992

არ გვკიდიააა.მალე დადე კარგიიი

 


№3 სტუმარი tralalalala

ყველას ერთ ქვაბში ნუ გვხარშავ angry რაც შეეხება ისტორიას მაგარია ძაან wink

 


№4  offline წევრი Smiling girl

აუ დადე რა მალე ეს რა პატარა იყოოოო fellow გაადიდე თავები
love

 


№5  offline წევრი tatuli)

aseti mimartvit kitxvels dakargav arakoreqtulia :)) dzalian saintereso istoria da gaagrdzele:)) arian mkitxvelebis kategoria roca ramodenime tavs kotxuloben akvirdebian da mere aketeben komentars mowont tu ara da aseve mere gircheven ganagrdzo tu ara:)) tbili sityvebit mimarto shens mkitxvels unjobesia:)) moklet imedia ar gewyineba am komentars rom naxav... gisurveb warmatebebs:)) dzalian kargi istoria da vimedovneb bolomde miiyvan da ar sheeyvet da dagvianebitac dzalian ar daagvianeb... :* :*

 


№6 სტუმარი Guest gvirila

დადე რა სჰემდეგი ტავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent