შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მან საკუთარ თავს გადააბიჯა... (ნაწილი IV)


28-03-2015, 20:07
ავტორი Skellington
ნანახია 1 610

შაბათ-კვირა სემი ოთახიდან არ გასულა. შიგნით სიცარიელე ჰქონდა, თითქოს რაღაცა ამოგლიჯესო და ახლა მხოლოდ ცივი ნიავი დაქროდა, რომელიც გარშემო ყველაფერს ყინავდა. სემი ჯერ ცდილობდა არაფერზე არ ეფიქრა, რადგან იცოდა, რომ ყველა აზრი ბოლოს ჯორჯამდე მიიყვანდა. თუკი მას სამდე ხედავდა, ტირილი იტანდა ხოლმე, ამიტომ თავის ხელში აყვანა იყო საჭირო. მაგრამ როგორ?..
- მოკლედ, სემ, მოდუნდი და დამშვიდდი. წარმოიდგინე, რომ ისინი არ არსებობენ, არ შეიმჩნიო, - არიგებდა ანჯელინა.
სემი თავს უქნევდა. ანჯელინას უადვილდებოდა ამ თემაზე ლაპარაკი, მან ხომ არ იცოდა, რას გრძნობდა სემი, მაგრამ ანჯელინას სრულებით ეთანხმებოდა. სემს არ უნდა ეჩვენებინა თავისი გრძნობები და სისუსტე.
პირველ დღეს ყველაფერი წყნარად იყო. რა თქმა უნდა, ჯორჯი და ალისია ყველგან ერთად დადიოდნენ, იჯდნენ, ჭამდნენ. ამიტომ სემი ცდილობდა თავი მაღლა არ აეწია და დამალულიყო, ყველაფრისგან და ყველასგან, ვინც გარშემო ახლდა. ჯორჯს კი, ალბათ არ შეუმჩნევია მისი ასეთი საქციელი. ერთხელაც არ დალაპარაკებია, რადგან ალისია გვერდით ჰყავდა და მთელი ყურადღება მასზე ჰქონდა გადატანილი.
ასეთ ვითარებაში სემი მთლიანი ორი კვირა იყო. მალე გამოცდები ეწყებოდათ, რაც სემს მხოლოდ იმიტომ ახარებდა, რომ ყურადღებას გაკვეთილებზე გადაიტანდა და ჯორჯი აღარც გაახსენდებოდა.
სემი ბევრს მეცადინეობდა და ახლა მხოლოდ ამ მიზეზის გამო არ გადიოდა ოთახიდან. იზეპირებდა: სიტყვებს, წინადადებებს, ტექსტებს, რიცხვებს, მიმდევრობას, დამატებითებზეც დადიოდა.
შხამებზე მაინც რჩებოდა დრო. იგონებდა, იწერდა, ცდიდა და რვა პერგამენტიც გაავსო. მართალია, ანჯელინა ცდილობდა მისი ოთახიდან გაყვანას, მაგრამ სემმა იცოდა, ჯორჯი მოხვდებოდა თვალში. ჯორჯი, რომელიც მარტო არ იქნებოდა...

***

- პეის, დარჩით, - წარმოთქვა სნეიპმა, როცა ზარი დაირეკა. სემი უკვე კართან იყო მისული და სნეიპის სიტყვები, ანჯელინამ გაუმეორა, რადგან სემს ვერ გაეგო.
- დიახ, პროფესორო? - მიუახლოვდა სნეიპს.
- მეხუთე კურსის მასალა გაიარეთ, როგორც მივხვდი. მზად ხართ გამოცდების ჩასაბარებლად?
- დიახ, - უპასუხა გოგონამ.
- ასევე შევამჩნიე, რომ დამოუკიდებლად შეიტანეთ სახელმძღვანელოში ცვლილებები, - დააზუსტა სნეიპმა, სემმა თავი დაუქნია. - შეიძლება გადავათვალიერო? - გოგონამ ჩანთიდან წიგნი ამოიღო და პროფესორს გაუწოდა. სნეიპმა სახელმძღვანელო დაუჩქარებლად გადაშალა. თითოეულ დეტალს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა. - ხვალამდე მე მექნება, დავალება შეგიძლიათ არ მოამზადოთ. რაღაცა მაქვს გადასამოწმებელი, - და ჩაფიქრებულმა დაამატა, - თავისუფალი ხართ.
სემი კაბინეტიდან გავიდა და გადაწყვიტა გზა მოეჭრა. როგორც კი, საპირისპირო კორიდორში შეუხვია, სემმა ინანა, გრძელი გზით რომ არ წავიდა. ჯორჯს ალისია კედელთან ჰყავდა მიმწყვდეული და ვნებიანად კოცნიდა. ერთმანეთით გართულები გარშემო ვერაფერს და ვერავის ამჩნევდნენ.
სემმა თვალები დახუჭა, ჰაერი ჩაისუნთქა, ერთ ხანს არ ამოუსუნთქავს. თითქოს ასე უფრო უმსუბუქდებოდა მოწოლილი ტკივილი. გოგონამ ბოლოჯერ შეხედა წყვილს, შემდეგ უკან გაბრუნდა და სწრაფად მოკურცხლა გრიფინდორის საერთო ოთახისკენ.
- სემ? - გაიგო ნაცნობი ხმა. სემი შეკრთა: ფრედსა და ჯორჯს თითქმის ერთნაირი ხმა ჰქონდათ. - რა დაბნეული დადიხარ? რატომ დაგტოვა სნეიპმა? - დაინტერესდა ფრედი, რომელსაც წინ ანჯელინა ეჯდა. - სემ?
- ისე, უბრალოდ, - ავტომატზე უპასუხა სემმა და საძინებელში ავიდა.
ანჯელინამ ამოიოხრა, ფრედმა კი სემი დაბნეული მზერით გააცილა.
- რა იყო ახლა ეს? - იკითხა ფრედმა.
- მგონი ვიღაცას ისევ გადაეკეტა, - უპასუხა ანჯელინამ და მანაც საძინებელში ასვლა დააპირა, როცა ფრედმა შეაჩერა.
- ანჯელინა? - გოგონა მიუტრიალდა. - დღეს წამოხვალ სავარჯიშოდ?
- კარგი, მაგრამ ცოტა მერე, - და ოთახში შევიდა.
სემი საწოლზე იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა.
- სემ? - ფრთხილად დაუძახა ანჯელინამ.
- ისევ ვნახე. იცი, ცოტაც და იქვე იმას იზავდნენ... - წამოენთო სემი. - მას უყვარს ალისია, გესმის? უყვარს, - ტკივილით გაიმეორა სემმა და უცნაურად ჩაიღიმა, - ალისიას კი ჯორჯი უყვარს. ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. არავინ და არაფერი ზედმეტი.
- არასდროს არ იქნები ზედ... - დაიწყო ანჯელინამ, მაგრამ სემმა გააწყვეტინა.
- არც ვაპირებ მათთვის ხელის შეშლას. რადგან ყველაფერი ასე კარგადაა, იყვნენ ბედნიერები.
- სემ, შენი არ მესმის. რატომ არ გინდა ბრძოლა? თუ უკვე გადაგიყვარდა ჯორჯი?
- მიყვარს! - გამოსცრა სემმა. ანჯელინას არასდროს ენახა ამხელა ტკივილი ვინმეს თვალებში. - მისი ნებაა, რაც უნდა, ის უქნია. ვისთანაც უნდა, იმასთან ყოფილა. თავისუფალია, ხომ ვერ ვუბრძანებ? მე ხომ საერთოდ არავინ არ ვარ.
ანჯელინა ცოტახანს ჩუმად იდგა, შემდეგ კი, იკითხა:
- ბოდიში, თუ აღარ გჭირდები, შეიძლება წავიდე?
- კი, რა თქმა უნდა, - თქვა სემმა. - და სად მიდიხარ? - გაიკვირვა, რადგან როგორც წესი, ყველგან ერთად დადიოდნენ.
- ფრედი მეძახის, - უპასუხა ანჯელინამ, სემმა თვალები დახარა. - მაგრამ თუ გინდა, არ წავალ.
- არა, რას ამბობ, - ძალდატანებით გაიღიმა სემმა, - წარმატებები!
- მადლობა, სემ, - წაიბუტბუტა ანჯელინამ და ოთახიდან გავიდა, იმის იმედით, რომ სემს არაფერი არ სწყენია.
გოგონა კი წამოწვა და თვალები დახუჭა. ის სხვის გამო მიატოვეს... მაგრამ, ანჯელინას სრული უფლება აქვს - იყოს ბედნიერი.

***

- პეის, დარჩით, - კვლავ უთხრა სნეიპმა სუნთქვაშეკრულ სემს, რომლის გვერდითაც, გაკვეთილის დასრულების დროს, ჯორჯმა ალისიას აკოცა.
- სემ, რა უნდა? - გადაუჩურჩულა ჯორჯმა. სემი შეხტა, გაიოცა და ისე მოუარა ბიჭს, თითქოს შიშობდა, რამე არ გადამედოსო.
- არ ვიცი, - საჩქაროდ უპასუხა და სნეიპთან სწრაფად მიირბინა. ჯორჯმა მხრები აიჩეჩა და ალისიასთან ერთად კაბინეტიდან გავიდა.
- დიახ, პროფესორო? - დამცირებული ხმით წარმოთქვა მან.
- შესანიშნავს გიწერთ გამოცდაში, ახლავე მოგახსენებთ.
- კარგით, - ისეთივე ხმით უპასუხა სემმა. - რა? - გონს მოეგო და გაკვირვებისგან ლამის იყვირა.
- ეს როგორ შეძელით? - სნეიპმა სახელმძღვანელო დაუბრუნა. - ეს თქვენი ნამუშევარია?
- დიახ, რა თქმა უნდა!
- არ ვიცი, ეს როგორ გამოგივიდათ, მაგრამ გაკვეთილებზეც ვამჩნევდი, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად ასრულებდით...
- მადლობა, პროფესორო! - თქვა სასიამოვნოდ გაკვირვებულმა სემმა.
- ნუ მაწყვეტინებთ! მოხარული ვიქნებოდი, ჩემს კლუბში რომ ყოფილიყავით... მაგრამ, ვფიქრობ, პროფესორი მაკგონაგელი უნდა ამაყობდეს თქვენით, - თავი დაუკრა სნეიპმა. - რადგანაც მომავალ წელს აპირებთ ჩემი საგანის გაგრძელებას, მინდა გკითხოთ, რას აპირებთ მომავალში?
- მინდა მედიცინას მოვკიდო ხელი, - მოახსენა სემმა. - და, თუკი ნებას დამრთავთ, მსურს შხამ-წამლები უფრო კარგად შევისწავლო.
- ასეც ვიცოდი. დიდ წარმატებას მიაღწევთ, პეის, - დაასკვნა ბოლოს. - კარგად შესწავლა კი, არ გჭირდებათ. ისედაც საკმარისი იცით, მიზანს რომ მიაღწიოთ.
- უღრმესი მადლობა!
სემი ფეხის თრევით გავიდა კაბინეტიდან. ეს სიზმარი იყო თუ რეალობა? ნუთუ შესაძლებელი იყო, ამხელა წარმატებისთვის მიეღწია?
ჯორჯის შემთხვევის შემდეგ, გოგონა პირველად იყო ასეთი გახარებული, მაგრამ ცხვირი საერთო ოთახში შესვლისთანავე ჩამოუშვა. ჯორჯი და ალისია გვერდიგვერთ იჯდნენ და მთელი გრძნობით უყურებდნენ ერთმანეთს. სემი ყველაფერს გასცემდა, ალისიას ადგილზე რომ ყოფილიყო.
სემი ოთახში ავიდა და გაკვეთილების გამეორება დაიწყო იმ იმედით, რომ ცოტახანს მაინც მოსწყდებოდა რეალობას და დროებით დაივიწყებდა ყველაფერს.

***

მთელი დროის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. გამოცდების უმეტესობაში სემმა "შესანიშნავი" მიიღო. ახლა კი, როცა აღარაფრით იყო დაკავებული, უკვე მესამე დღე, მიშველე-ოთახში იყო და შხამებს ამზადებდა.
- სემ? აქ რას აკეთებ? - გაუკვირდა მიშველე-ოთახში შესულ ფრედს.
- არაფერს, გადავწყვიტე, ახლავე მომემზადებინა, სანამ არ დამვიწყებია. - მხრები აიჩეჩა სემმა.
- გასაგებია. მერე გამოგდის? - ფრედი მიუახლოვდა და მკერდით სემის ზურგს მიეყრდნო.
- ჯერჯერობით კარგად მიდის საქმე... - გაიოცა სემმა, რადგან ფრედისგან ასეთ ჟესტს სულ არ ელოდა. - დამთავრებას საზაფხულო არდადეგებამდე მოვასწრებ.
- შესანიშნავია, - გაუღიმა ფრედმა და ხელები წელზე შეახო. - სემ, მისმინე, მალე ანჯელინას დაბადების დღეა და მაინტერესებს, რა ფერი უყვარს?
სემმა წყენით ჩაიფრუტუნა. აი, თურმე რატომ ექცევა ფრედი ასე თბილად. სულ არ აინტერესებს, როგორ არის სემი, მას მხოლოდ ანჯელინას შესახებ სურდა ინფორმაციის გაგება. საერთოდ არავის არ აინტერესებს მისი მდგომარეობა, ალბათ, ვერც შეამჩნიეს, რომ სემი სულ გაქრა გრიფინდორის საერთო ოთახიდან.
- შინდისფერი. - მოკლედ უპასუხა, ფრედის ხელები სხეულიდან ჩამოიღო და მიუბრუნდა. - დაამთავრე? - მათ სულ რამდენიმე სანტიმეტრი აცილებდათ.
- რა გჭირს, რაღაც უცნაურად იქცევი... - უცბად ჰკითხა ფრედმა.
- არაფერი. ისეთივე ვარ, როგორიც ადრე.
- დავიჯერებდი, ახლა ეს რომ არ გეთქვა. მოყევი, - დაამატა ფრედმა. - გამოცდებში ჩაიჭერი?
- არა, ყველა ჩავაბარე.
- აი, მე და ჯორჯი ჩავიჭერით, - ამ სახელის გაგონებისას სემი ოდნავ შეკრთა, - შენთვის უნდა გვეთხოვა, რომ ცოტა წაგვხმარებოდი, - თქვა ფრედმა, სემმა კი, დუმილით უპასუხა. - სემ, რა იყო? ცუდად ხომ არ ხარ? წელი კარგად დასრულდა: გრიფინდორმა გაიმარჯვა! - და სემს თვალწინ აღუდგა ქვიდიჩის შეჯიბრების დასასრული, თუ როგორ დაჩრდილა ბედნიერება - ტკივილმა. სემი სახეში შეიცვალა.
- ფრედ, მარტო რატომ ხარ? ჯორჯი სად არის? - სწრაფად მიახალა სემმა დაუფიქრებლად.
- ალისიასთანაა, როგორც ყოველთვის, - ისე უთხრა ფრედმა, თითქოს ანიშნა, ამაზე საუბარს არ ვაპირებო. სემმა წამით თვალები დახუჭა, როცა მიხვდა, თუ როგორ დაუფიქრებლად მოიქცა. ფრედს კი ისეთი სახის გამომეტყველება ჰქონდა, გეგონება, რაღაც ძალიან ჭკვიანურმა აზრმა შეაწუხაო. - და რა არის რო? - და ხელებით სემის უკან მდგომ მაგიდაზე დაეყრდნო. სემმა უხერხულობისგან ნერწყვი გადაყლაპა და ზედა ტანით უკან გადაიწია, რადგან ახლა ფრედთან სახიფათო სიახლოვე აკავშირებდა. თან ცდილობდა მისთვის თვალებში არ შეეხედა.
- არაფერი, ისე უბ... - დაიწყო სემმა, მაგრამ მაშინვე გაჩუმდა.
- ზუსტად თქვენ გეძებდით! - განაცხადა მიშველე-ოთახში შესულმა, მომღიმარე ჯორჯმა, რომელსაც ხალისიანი ღიმილი, ეშმაკურით შეეცვალა. - ოჰო, მგონი ცუდ დროს მოვედი. - და ფრედს თვალი ჩაუკრა.
- ჰო, ძამიკო... ცუდ დროს მოხვედი, - უკმაყოფილოდ წარმოთქვა ფრედმა. - თითქოს ცოტა დაკავებული კი იყავი.
- ნუ იკბინები, დრედ, ეს ცუდი საქციელია, - სემი ჯორჯს თვალს ვერ წყვეტდა. რამდენი ხანია, მარტო არ ენახა.
- ვეღარ გცნობ, სიმართლე რომ გითხრა, - აენთო ფრედი და წელში გასწორდა, ხელებიც მაგიდიდან ჩამოიღო.
- გეჩვენება, უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ.
- შეხედე, სემი რაღაც ახალს ამზადებს, - საქმიანად თქვა ფრედმა.
- და ჩვენ რატომ არ დაგვიძახე? - აღტაცებით შესძახა ჯორჯმა, მიუახლოვდა და პირდაპირ თვალებში ჩახედა.
- ისა... - დაიბნა სემი, - დამავიწყდა. თან ფრედის თქმისა არ იყოს, ცოტა დაკავებული იყავი. - ახლა ფრედთან ერთად, სემიც აპილპილდა.
- კარგი, მაგრამ შემდეგში შეგიძლია გვითხრა. - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ, წაილუღლუღა ცოტათი დამფრთხალმა ჯორჯმა. - რა იყოთ, მოილაპარაკეთ?! - კოპები შეკრა ტყუპმა და შეეცადა ეჩვენებინა "წყვილისათვის", თუ როგორ გააბრაზეს მათ ის, რაც ვერ გამოუვიდა, რადგან სიცილს ძლივს იკავებდა მათი სახეების შემყურე. ფრედს დროდადრო ნესტოები უფართოვდებოდა რაღაც გარკვეული დაბნეულობისგან და სემს შეჰყურებდა. სემმა კი, აღარ იცოდა, ლოყებაფაკლული ფრედისთვის ეყურებინა თუ ჯორჯისთვის, რომლის მხრიდანაც ფხუკუნი ისმოდა, ამიტომ უბრალოდ თავი დახარა და იატაკს ისე ჩააშტერდა, თითქოს რაღაც ძალიან საინტერესოს უყურებდა.

***

საძინებლის კარი გაიღო და ოთახში ატირებული ალისია შევარდა. კარი სასწრაფოდ მიხურა, საწოლთან მივიდა, ჩამოჯდა და უარესად აქვითინდა.
- ალისია, რა გჭირს? - გაიკვირვა ანჯელინამ და შეეცადა ალისიას ხელები სახიდან ჩამოეღო.
- მე... მე ვერაფერი ვერ გავიგე. რა გავაკეთე განა ამისთანა? - ბუტბუტებდა შავგვრემანი. სემმა და ანჯელინამ ერთმანეთს გადახედეს. - ჯორჯი, ის... მან თქვა, რომ ხელს ვუშლი. არ ვიცოდი, გარიცხვას თუ უპირებდნენ მას და ფრედს, გამოცდების ჩაჭრის გამო. მინდოდა უბრალოდ მეკოცნა... არც კი მიყვირა. ჯობდა ეყვირა, ვიდრე ასეთი ზიზღიანი ტონით ეთქვა, შემეშვიო.
- დარწმუნებული ხარ? იქნებ სხვანაირად გაუგე? - გადაამოწმა სემმა.
- არა. თქვა, რომ ხელს ვუშლი და შევეშვა.
- უბრალოდ ცხელ გულზე თქვა, - დაამშვიდა სემმა. ანჯელინამ გაკვირვებით გადახედა.
- არ ვიცოდი... გოგოებო, ძალიან მაკლდით. ვერავის ვუზიარებდი ჩემს გრძნობებს, - თქვა ალისიამ.
- თქვი, რადგანაც აქ ვართ, - უთხრა სემმა. ანჯელინას ვერ გაეგო, ამით რის მიღწევა სურდა.
- ისა... ჰო... აბა, რა... - წაილუღლუღა ანჯელინამ.
- მე... მე მართლა შემიყვარდა, ყურებამდე. მართლა ძალიან მიყვარს, ის კი ასე მექცევა... - ალისიამ ცრემლები მოიწმინდა. - ყველაფერი ხომ ისე კარგად იყო, შესასნიშნავად, ზღაპრულად. ჯორჯი ისეთი... კარგია, მის გარეშე ვერ გავძლებ. შევეჩვიე, შემიყვარდა. არ მსურს მასთან ჩხუბი. აბა, არდადეგებზე რა ვქნა, რა გავაკეთო, სულ მასზე დარდით უნდა ვიყო? - საჩქაროდ მიახალა ალისიამ და ხელები ისევ სახეზე აიფარა.
სემმა ცოტახანს იფიქრა, შემდეგ ადგა და კარებისკენ წავიდა. რადგან სემს ჯორჯი უყვარს, ალისიას - ჯორჯი, ჯორჯს კი - ალისია, ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც სიტუაციას შეეფერება.
- საით? - დაუძახა ანჯელინამ.
- ახლავე მოვალ, - სემი ოთახიდან გავიდა და კარი მოიხურა.
- ჯორჯ, ჯობია საკუთარ თავში გაერკვე, ყველას რომ აწვალებ, - მოისმინა სემმა მონაკვეთი, ფრედსა და ჯორჯს შორის შემდგარი, უკვე დასრულებული საუბრიდან, რადგან ფრედი გამწარებული გაემართა ბიჭების საძინებლისკენ და ჯორჯი მარტო დატოვა საკუთარ თავთან. სემი სავარძელში ჩაშვებულ ჯორჯს მიუახლოვდა და ჟღალთმიანს, სავარძლის საზურგეს ზემოდან დახედა.
- რას აკეთებ? - სიჩუმე დაარღვია გოგონამ. ცეცხლის ალში გახვეული ტკაცუნა, აგიზგიზებული შეშის ყურებით გართული ჯორჯი შეხტა და სტუმარს შეხედა.
- ხვალ მრიცხავენ, - მოუჭრა ბიჭმა.
- არა. თუ ჯავრს საყვარელ ხალხზე არ იყრი, არ გაგრიცხავენ. - ჯორჯი ადგა და სემს გაუსწორდა, ზემოდან დახედა.
- რას ჩამაცივდი, პეის? - გამოსცრა ჯორჯმა. - შენ რა გადარდებს, არ ჩაჭრილხარ, ყველა მასწავლებელს შენდამი კარგი დამოკიდებულება აქვს, თვით სნეიპსაც კი. შენ ვერ გამიგებ.
ჯორჯი მართლა ყველაზე იყრიდა ჯავრს. მისმა სიტყვებმა სემს კვლავ გული ატკინეს. ჯორჯმა გოგონა კვლავ დაადანაშაულა.
- როდის აქეთ მომმართავ გვარით, ჯორჯ? - გარკვევით ჰკითხა სემმა. - არ ჩაგაცივდი. მინდა, რომ დამშვიდდე, - და ფრჩხილები სავარძლის საზურგის ტყავს ჩაასო. - მე ვსწავლობ, ამიტომაც ჩავაბარე გამოცდები. აი, შენ კი... წლის ბოლოს სულ აღარ გაინტერესებდა სწავლა, - ბიჭმა დამცინავად ჩაიფრუტუნა. - როგორც გოგო, ისე იქცევი! - მოურიდებლად მიახალა სემმა.
- რა? - შესძახა ჯორჯმა.
- იმის მაგივრად, რომ იფიქრო, როგორ გადაჭრა პრობლემა, პირიქით ახლებს ქმნი. ძმასთანაც კი წაიკამათე, - თქვა სემმა, ჯორჯმა თვალები ჭერს აღაპყრო. - ალისიამ რაღა დაგიშავა? აწყენინე! - აი, აქ ჯორჯმა თვალები მიხუჭა და როცა გაახილა, სემს უკვე დამნაშავედ უყურებდა. სემმა შეამჩნია ეს ცვლილება და შედარებით წყნარად დაამატა: - ახლა იქ ზის და ტირის.
- ჰოო? - ჩუმად წარმოთქვა ჯორჯმა და ხელი თავზე ნერვიულად გადაისვა. - არ მინდოდა, - დარცხვენილად წაიჩურჩულა. სემი ლამის გაიგუდა, ისეთი ხმით იყო ეს ნათქვამი. ჯორჯმა სემს ისე შეხედა, თითქოს სიტყვებს ალაგებს, შემდეგ სწორად და გამართულად რომ ჩამოაყალიბოსო. - ალისია ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მე... ის მიყვარს, - გაბედულად თქვა ჯორჯმა. - მისთვის ეს არ მითქვამს, არადა პირიქით უნდა მოვქცეულიყავი. ყოველთვის მხარს მიჭერს, მეხმარება, - სემი თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ატირებულიყო. - ეს რა ჩავიდინე, რა შემიჩნდა. უნდა მოვუბოდიშო და ყველაფერი ვუთხრა! - ჯორჯი კიბეებისკენ წავიდა, მაგრამ შეჩერდა. - სემ, შეგიძლია დაუძახო?
გოგონა თითქოს ჰიპნოზში იმყოფებოდა. ჯორჯს თვალს ვერ სწყვეტდა, მაგრამ მაინც მედგრად იდგა. ო, მერლინ, გული ნაწილებად ემსხვრეოდა. ბოლოს თავი დაუკრა და საძინებელში წავიდა. შედარებით დამშვიდებული ალისია, ანჯელინას რაღაც სხვა თემაზე ელაპარაკებოდა, რაზეც ჯონსონმა სპეციალურად გადაატანინა ყურადღება. გოგოებმა ოთახში ახლადშესულ სემს შეხედეს.
- ჩადი, ჯორჯი გეძახის, - თქვა სემმა, ალისიამ კი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ოთახიდან გავარდა.
სემმა ცოტა ხნით მოიცადა, შემდეგ კი კარი ოდნავ შეაღო, მათი ლაპარაკი რომ მოესმინა:
- მაპატიე, გთხოვ. სულელი ვარ, ბოდიში. ცუდი არაფერი ჩაგიდენია, ეს მე ვარ დამნაშავე, - ხმადაბლა ეუბნებოდა ჯორჯი ალისიას და გულში იკრავდა. - მიყვარხარ, ჩემო პატარა, ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი. - ალისიას თავი აუწია და ნაზად აკოცა.
სემმა ვეღარ გაუძლო, კარი მიხურა და საწოლისკენ წავიდა. რატომ, რატომ მოისმინა ეს ყველაფერი? როგორ უნდა იყოს ადამიანი ასეთი მაზოხისტი? ალბათ იფიქრა, იქნებ ასე მაინც ამოვიწურო ყველა იმედიო...
- სემ, ისინი თითქმის დაშორდნენ, რატომ? შენი ხელით რატომ შეარიგე? - გაიოცა ანჯელინამ.
- არ მინდა, რომ ჩხუბობდნენ, თუ მიზეზი მე არ ვიქნები, - ქვითინით შესძახა სემმა.
- სამაგიეროდ გულნატკენი ბოლოს მაინც შენ რჩები.
- მერე რა! - იყვირა სემმა. - ჯორჯს ის უყვარს, ესეიგი სჭირდება. მე უკვე ზედმეტი ვარ, ხოდა იყვნენ ერთად! - თქვა და ტუჩები აუთრთოლდა.
"როგორი სულელი ხარ, სემ," - გაიფიქრა ანჯელინამ. მაგრამ, იქნებ პირიქითაა? იქნებ სემს სხვა მიზნები აქვს.

***

***
სემმა ტირილისგან დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს ძლივს დააცილა. მან იცოდა, რომ დღეს ყველაფერს ბოლო მოეღებოდა და სამეული დაიშლებოდა.
საუზმეზე სემი ჯინის მიუჯდა, მაგრამ ტყუპებმა ჯინი ჩასწიეს და სემი შუაში მოიმწყვდიეს. სამივე უისლი ეშმაკურად იღიმებოდა.
- სემ, წამოხვალ ჩვენთან არდადეგებზე? - ყოველგვარი ცერემონიის გარეშე იკითხა საქმეზე გადასულმა ჯინიმ. სემს გოგრის წვენი გადასცდა.
- რა?
- არდადეგებს ჩვენთან ერთად გაატარებ, - მიიღო გადაწყვეტილება ჯორჯმა სემის ნაცვლად.
- თვითონ არ ამბობდი, რომ არდადეგებზე სულ მოწყენილი ხარ? - მხრები აიჩეჩა ფრედმა.
- ამ წელს კი, ზუსტად ვიცი, რომ მაგრად გაერთობი, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად, - დაამატა ბოლოს ჯორჯმა და ტყუპებმა ერთმანეთში საეჭვოდ ცბიერი მზერა გაცვალეს.
- გართობას ხიფათს უტოლებთ? - ოდნავ გაიღიმა სემმა.
- ვერაფერს დაგპირდებით, - ახლავე გააფრთხილა ჯორჯმა ყოველი შემთხვევისთვის.
- სემ, დღეს საერთოდ გიძინია? თვალებზე რა გჭირს? - ჰკითხა ფრედმა.
- არაფერი, ყველაფერი კარგადაა, - მოუჭრა გოგონამ. - უნდა დავეთხოვო. - მიუბრუნდა სემი მათი საუბრის მთავარ თემას.
- კარგი, ერთი დღეს გაქვს ამისთვის, - უნისონში მიუგეს ტყუპებმა.

***

საღამოს პროფესორმა მაკგონაგელმა სემი თავისთან იხმო. გოგონა მის კაბინეტში შევიდა.
- ...ჯერ ერთი, კარგად უნდა იმეცადინოთ! მეტი არ მინდა, გამოცდების შედეგები არ მომეწონოს! - უყვიროდა მისის უისლი ფრედსა და ჯორჯს. დამბლდორი და მაკგონაგელი კი მრავლისმეტყველ მზერებს ცვლიდნენ.
სემი კაბინეტის სიღრმეში გავიდა.
- მეძახდით, პროფესორო? გამარჯობათ.
- ოჰ, კი, მისტერ და მისის უისლიმ პროფესორი მაკგონაგელისგან (რომელსაც თქვენი აღზრდა თავის თავზე აქვს აღებული), ნებართვა აიღეს და თქვენ უფლება გაქვთ, არდადეგები მათთან გაატაროთ, - წარმოთქვა დამბლდორმა. სემს ენა ჩაუვარდა, ისევე როგორც ტყუპებს. - ახლა შეგიძლიათ წაბრძანდეთ, სემ, აღარ დაგაკავებთ, - თავი დაუკრა დირექტორმა.
- სემ? - მიიქციეს ტყუპებმა მისი ყურადღება, მაგრამ სემი კაბინეტიდან გავარდა და მიშველე-ოთახში წასვლა დააპირა, სადაც იმედი ჰქონდა, რომ ვერავინ იპოვიდა. თანაც თავის გასამართლებელ მიზეზსაც მოიფიქრებდა, მაგრამ...
- სემ? - დაუძახა ორმა ერთნაირმა ხმამ. გოგონა კუთხეში იჯდა და ნერვიულობისგან ტუჩს იკვნეტდა. ტყუპებმა მაინც შეძლეს მისი პოვნა.
- რატომ იმალები, რატომ გვიმალავდი, რომ...
- მშობლები არ გყავს? - ცოტა უხერხულად ჰკითხეს მათ.
- არ მინდოდა გცოდნოდათ, რომ თავშესაფრიდან ვარ, - უპასუხა სემმა და თავი დახარა.
- მერე რა? რა მნიშვნელობა აქვს? - გაუკვირდა ჯორჯს.
- მე ხომ მუქსისხლიანი ვარ.
- როდის მორჩები ასეთ ლაპარაკს?! - ხმამაღლა მისცეს შენიშვნა ტყუპებმა.
- მაინც არ აქვს მნიშვნელობა!
- და მაკგონაგელი რომ სათავეში უდგას შენს აღზრდას, ჯობდა ამითი გეტრაბახა, - ჩაეცინა ფრედს, საპასუხოდ კი, სემის სიცილი მიიღო.
- ალბათ, გგონიათ, რომ საქმეებს მიწყობს ყველაფერში, არა?
- ჰო, ტვინის ამბავშიც, - თავი გააქნია ჯორჯმა.
- დაივიწყე, სემ, ყველაფერი რიგზეა.
- შენ ჩვენთან მოდიხარ! - გამარჯვებული ხმით განაცხადა ჯორჯმა.
ტყუპებმა სემი კვლავ შუაში მოიქციეს, წელზე ხელები მოიხვიეს, სემი კი ფეხის წვერებზე აიწია და ლამის წელში გამწყდარმა, ორივეს ხელი გადახვია. სამეული მიშველე-ოთახიდან სიცილით გავიდა. იქნებ, ეს ზაფხული სემისთვის დაუვიწყარი გახდეს? სემი ტყუპებთან იქნება, მათთან კი კაცი ვერ მოიწყენს. რა თქმა უნდა, ეს ის არ იყო, რაც სემს სურდა სინამდვილეში, მაგრამ ამითაც უნდა დაკმაყოფილებულიყო და ესეც უნდა დაეფასებინა. მთავარია - თავის ხელში აყვანა, რაც არ უნდა მოხდეს.



№1  offline წევრი mariamii))

შემდეგს როდის დადებ??????? love

 


№2  offline წევრი Mkitxveli

წიგნის ფურცლებიდან მინდა ვიკითხო ♥

 


№3  offline წევრი Skellington

mariamii))
შემდეგს როდის დადებ??????? love

ხვალ ან ზეგ.
Mkitxveli
წიგნის ფურცლებიდან მინდა ვიკითხო ♥

მართლა კარგი იქნებოდა. :3 :დ

 


№4  offline წევრი Leeluu

Seriozulad ipiqre wignze. Umagresia martla <3 udides siamovnebas vgebulob am motxrobis kitxvit. Male daamate gtxov <3

 


№5  offline წევრი mariamii))

აუ დღეს დადე რა ♥ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent