შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომგამოვლილები (თავი 3)


29-03-2015, 01:57
ნანახია 3 416

-აქ ძალიან ცხელა-მიჩურჩულა ყურთან და მისი სუნთქვა მომაფრქვია ყელთან.
- ეს ხმაური თავს მატკიებს.
-წავიდეთ.
ხელი მაგრად ჩამჭიდა, ქურთუკიც კი მათხოვა. მივყვებოდი უცნობ მამაკაცს და ემოციებს ვერ ვთოკავდი რამდენჯერმე ვეამბორე მის ყელს. არ ვიცოდი სად მივდიოდით, არც მაინტერესებდა თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობდე და ყველაზე მეტად ვენდობოდი.
გარეთ გავედით ფეხით ავიარეთ ქვაფენილი, რამდენჯერმე წავბარბაცდი სიარული აღარ შემეძლო და მის მხარს დავეყრდენი. მერე მის ბინაში აღმოვჩნდი...
ხელში ამიყვანა...
მერე კიდევ ბევრი დავლიეთ...
შემდეგ რაღაცეებზე ვსაუბრობდით, მისი ამობურცული სქელი ტუჩები გამომწვევად მიმზერდნენ. ვისკით სავსე ჭიქა ხელში აიღო და ფანჯრისკენ წავიდა. ღამის თბილისი, ათასობით ლამპიონი, საოცარი ხედი იშლებოდა. მის მხარზე ჩამოვდე თავი, მომიტრიალდა ნაზად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. ყელი, მხრები დამიკოცნა, მერე კაბის სალტეები გადამიწია,ვნებას ავყევით და მის ქარცეცხლში გავეხვიეთ.
მეორე დილით მხოლოდ ტკივილს ვგრძნობდი და იმას რომ ლამაზი თოჯინა ვიყავი რომელიც კარგად გამოიყენეს.
ზეწარი მოვიფარე შიშველ სხეულზე, სამზარეულოში სადილს ამზადებდა ის, მე კი ჩემს ტანისამოსს დავწვდი, რაღაცის თქმას აპირებდა, არ დავაცადე.
-კარგად იყავი, იმედია ამ ყველაფერს დაივიწყებ.
კარი მაგრად გავიჯახუნე და ისევ იმ ავადსახსენებელ ქვაფენილს დავუყევი...
ტაქსი გავაჩარე, ნიასთან გადავწყვიტე წავსულიყავი არ შემეძლო სახლში ასე განადგურებულს მისვლა. ისე გავითიშე ვეღარც კი გავიგე ტელეფონის ხმა.
-შვილო ტელეფონი გირეკავს მგონი.-მორიდებულად მითხრა ტაქსის მძღოლმა.
ნია მირეკავდა, ყურმილი არ ავიღე და ტელეფონი გამოვრთე.შემოდგომა ფეხს იკიდებდა ვერაზე, გარეთ ნიას ძმა დათა იდგა მის დანახვაზე მთელი სხეული ამეწვა, სირცხვილის გრძნობა მტანჯავდა, მრცხვენოდა ჩემი უგნურების.
მე სამაგალითო ოჯახში გაზრდილ კატო ანდრონიკაშვილს არ მეკადრებოდა ამჩატება, თუმცა კონტროლი დავკარგე და მერე უმანკოებაც.
აცრემლებული შევარდი ნიასთან, დავტიროდი ჩემს თავს, ჩემს სისუფთავეს, დავტიროდი ჩემ უჭკუობას. ნია მეხუტებოდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.
-ჩუ კატუს, ჩუ! მოდი ეხლა ჩაი დავლიოთ და მომიყევი რა მოხდა.
-გუშინ მე და სანდრო ერთად ვიყავით...- მერე ისევ ტირილი დავიწყე... ნიამ გულში ჩამიკრა, ვერ ვერეოდი ემოციებს, მაისური სულ დავუსველე...
-ლალიკო მოვატყუე ძინავს და დაგირეკავსთქო...
დედას დავურეკე და დავპირდი რომ ძალიან მალე მივიდოდი. მერე ისევ ნიას კალთაში ჩაუდე თავი და ვეცადე რეალობა გამექრო.გაშტერებული ვუყურებდი თეთრ ჭერს და ისევ ფიქრები...
ნიამ სახლამდე გამომაცილა, მთელი გზა ვფიქრობდი ჩემს საქციელზე.
-ძალიან გამიკვირდა სანდროსგან...
-ისიც ძალიან ნასვამი იყო.
-სხვა ტიპია რა..
-როგორი ნია ?
-მაგაზე მაგარი ბიჭი არ მეგულება, მართლა ბევრჯერ უთქვამს, რომ ადამიანში სისუფთავეს აფასებს.
-ჩემმა თამამმა ქცევებმა გამოიწვია, ნია.
-თავს იდანაშაულებ ?
-არა რეალობას ვუსწორებ თვალს...
სახლშიც ამომყვა ნიჟარაძე და ლალიკოს ეიფორიები ასე თუ ისე ამარიდა.
-აბა როგორი დრო გაატარეთ? კატო კარგი იქნებოდა დაგერეკა,თუმცა ვისი შვილი ხარ...
-ჩემ ოთახში შევალთ.
ნიამ რაღაც დამამშვიდებელი დამალევინა და ჩამეძინა. გულის სიღრმეში მაინც სანდროს ვადანაშაულებდი. ცხოვრებაში ერთხელ ყველა ჩავდივართ სიგიჟეებს, თუმცა შედეგი თუ რას მოგვიტანს ეს სიგიჟე ეს არის მნიშვნელოვანი. სიგიჟე სიამოვნების განცდას გვანიჭებს და ჩვენც ვივიწყებთ შედეგს.
ერთ კვირაში სწავლა დაიწყო, უნივერსიტეტის ეზო სავსე იყო სტუდენტებით, თანაკურსელების დანახვამ ძალიან გამახარა. მომავალი ფსიქოლოგები, ჩვენს გრაფიკს განვიხილავდით. ეზოში ერისთავი დავლანდე, ვიღაცას თვალებით ეძებდა.
-თიკა სასწრაფად გაიხედე ჩვენი ნაკრების 10 ნომერია აქ.
-არ არსებობს სანდრო ერისთავს აქ რა უნდა ?
ვისმენდი ჩემი ჯგუფელების ჭორაობას და გული სიძულვილით მევსებოდა. ჩემსკენ მოდიოდა,მისი მზერა ამპარტავნობას აფრქვევდა. მუქი ლურჯი მაისური ეცვა და მუქი ფერის ჯინსები. ხელში იმავე ფერის ჯინსის მოსაცმელი ეჭირა რეიბანის ავიატორებთან ერთად. ყოველი მისი გადადგმული ნაბიჯი ხალხში აღტაცებას იწვევდა, ჩემში კი ზიზღს. ჩემთვის ის იყო ადამიანი, რომელიც წამებში გავაღმერთე და მერე მან ჯოჯოხეთში გამისტუმრა. ძალიან მინდოდა, რომ ის ღამე არ ყოფილიყო, ძალიან მინდოდა ეს ფიქრები მთელი დღეები, რომ მტანჯავდა ისე გამქრალიყო, როგორც ცხელ ჩაის ანადენი ორთქლი.
ყოველი ჩემსკენ გადმოდგმული ნაბიჯი ზიზღის ახალ ტალღას იწვევდა ჩემში. მეშინოდა ჩემი აზვირთებული ემოციების, მეშინოდა მოსალოდნელი შტორმის, ის კი ჩემთან მოვიდა და გადამკოცნა. ღიმილი ამშვენებდა მის სახეს, მე კიდევ უემოციო ვიყავი, ჩემი თანაკუსელებისგან განსხვავებით, რომელთა სახეები გაოცებას ვერ მალავდა. მინდოდა მისთვის სახეში გამერტყა, ბევრი ცუდი მეთქვა, თუმცა ისტერიჩკა მე სადღაც უგზოუკვლოდ გამქრალიყო, ძებნის მცდელობა არც მქონია, უბრალოდ მიუხედავად ყველაფრისა არ შემეძლო მისი ღირსება შემელახა ამდენი ადამიანის თვალწინ და გამემართა უფასო კონცერტი.
-კატო ერთი წუთით შეიძლება რომ გავიდეთ ? -უხმოდ დავუქნიე თავი და გავყევი, მისი კატეგორიულობა მაოცებდა და შემდეგ ჩემი თავი, რომელიც მას ემორჩილებოდა.ეზოს გამოვსცდით და იქვე ქუჩის კუთხეში გავაჩერე, ალბათ იმ მომენტში ჩემი გამძლეობა პიკს მიუახლოვდა და მასთან ერთად გაძლება აღარ შემეძლო, იმ მომენტში ალბათ ზიზღი დამახრჩობდა და ემოციებმაც ჩემდაუნებურად ამოხეთქა.
-რატო მოდი ? -თვალებიდან ცეცხლს ვაკვესებდი და ზიზღს ვაფრქვევდი.
-კატო!-როგორც ყოველთვის ის იყო საოცრად კატეგორიული
-არაფერი მაქვს შენთან სალაპარაკო, საერთოდ არაფერი!
-კატო ერთი წამით მომისმინე, შენ რა გგონია ჩემი იდეაფიქსი იყო, რომ ესე მოგქცეოდი ?შენ არაფერი იცი, საერთოდ არაფერი და ესე ერთ სიბრტყეში ზედაპირულად საზღვრავ ყველაფერს.-მისი სიმშვიდე მაგიჟებდა.
ქუჩის მეორე მხარეს დემეტრე დავლანდე, გული კიდევ უფრო ამიჩქარდა, ვიცოდი მისი ფეთქებადი ხასიათის შესახებ და სანდროს ვთხოვე წასულიყო.
-სანდრო გთხოვ ეხლა წადი და სხვა დროს ვილაპარაკოთ.
დავემშვიდობე და დემეტრესკენ წავედი. გული ამოვარდნას მქონდა, ზიზღთან ერთად ერისთავის საოცრად მეშინოდა, მისი კატეგორიულობა ხაზს უსვამდა ყველა მის ვერნათქვამ სიტყვას.
დემეტრეს ძალიან მაგრად ჩავეხუტე, თითქოს მთელი საუკუნე არ მენახა, საოცრად თბილი იყო ის, იმ მომენტში მასთან ყოფნა ყველაზე საიმედო, მშვიდ ნავსაყუდელს უტოლდებოდა. ჯიქია საჭირო მომენტში საჭირო ადგილას გაჩნდა, ეხლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც სანდროს მარწუხებისგან მიხსნიდა. სანაყინეში ჩამოვსხედით და სკოლის ამბები გავიხსენეთ.
-გახსოვს შენ ჯგუფთან, რომ ვიყავი ოცდაოთხი საათი ? მერე ამაზე, რომ მეჩხუბე და ჩხუბის ხმაზე ბექაურმა მე და გეგიმ ერთმანეთი რომ დავხოცეთ ?
-როგორ არ მახსოვს ჩემს განწირულ კივილზე, ჩვენმა მოხუცმა ფიზკულტურის მასწავლებელმა კიბეები ისეთი სისწრაფით ამოირბინა ეგ როგორ დამავიწყდებდა ? -უკვე ორივე გულიანად ვიცინოდით.
-ის გახსოვს, ჯფუფში რომ ვარდები შემოგიტანეს ?
-კი ეგეც მახსოვს, ერთი კვირა დედაჩემი, მამიდაჩემი, ბიძაჩემი დამყვებოდნენ სკოლაში მერე.
-კატო რატომ არ შეიძლება ერთად ვიყოთ ? ვგრძნობ რომ რაღაცები შეიცვალა.
-დემეტრე არ მინდა ამაზე საუბარი, წავედი კარგად.
მაშინვე დავტოვე სანაყინე და ტაქსი გავაჩერე. მთელი გზა დემეტრეზე ვფიქრობდი, რომ არა ის ღამე ალბათ დღეს ერთად ვიქნებოდით, მიუხედავად ყველაფრისა რაც გააკეთა.
ნიასთან ავედი, ანუკიც იქ დამხვდა საზმარეულოში მხიარულად ფუსფუსებდნენ და მისაღებში სასიამოვნო სურნელი იდგა.
-მეც დავლევ ყავას. -შენს ჭიქაში დაგისხამ, მოხდა რაღაც ჰო ?
-დილიდან კარგ ხასიათზე ვიყავი, მეგონა უნივერსიტეტი ოდანვ მაინც დამავიწყებდა მომხდარს , მაგრამ საერთოდ არაფერია კარგად, მთელი დღეები იმაზე ვფირობ როგორ დავუშვი და ღამე გავატარე მამაკაცთან რომელსაც არც კი ვიცნობ, ის კი მაკითხავს უნივერსიტეტში და ჩემი კურსელებისგან ვგებულობ რომ ძალიან ცნობილი ფეხბურთელია. თავი უკანასკნელი იდიოტი მგონია. და ამის შემდეგ როგორ უნდა ვიყო კარგად ?
-რაა ? მოგაკითხა ?
-ვნახე კიდეც ნიაკო და რომ არა დემეტრე ალაბთ კიდევ რაიმე ცუდი მოხდბოდა.
-ასეც ვიცოდი დემეტრე მოგწონს!
-დიახაც მომწოსნ და მასთან ვიქნებოდი დღეს რომ არა ის ღამე !
-რას ამბობ კატო აზრზე მოდი ცოტა, შენ და ჯიქია ერთად ? არ არსებულს ამბობ შენ რა მართლა ყველაფერი დაივიწყე ? და თუ იმაზე ბრაზობ რომ სანდროზე არაფერი იცი ნიაკო გახსენი საინფორმაციო ღრუ-ანუკიმ დემონსტრაციულად გაშალა ხელები და მისმა მსახიობურმა ჟესტებმა გამახალისა,მერე ინტერესმაც მძლია.
-სანდრო ერისთავზე მაგარი ბიჭი თბილისში რო არ დადის ჩემზე უკეთ იცით. მოკლედ დათა და ეგ ბავშვობიდან მოყოლებული მეგობრობენ. ჩვენს სკოლაში ძალიან ცოტა ხანი იყო მერე უკრაინაში გადავიდა, იქ ბაზაზე ცხოვრობდა ზაფხულობით ჩამოდიოდა ხოლმე. ჩემს დაბადების დღეს ვერასდროს უსწრებდა თუმცა საჩუქრებს სულ მიგზავნიდა. 19 ის რომ გავხდი, მაშინ ევროპის ჩემპიონები გახდნენ და არდადეგები ადრე დაეწყო, მოკლედ ჩემს წვეულებაზე მოვიდა მახსოვს ნატა გვეტაძე და თიკა ბუკია რა სახეებით უყურებდნენ, რა ხერხით არ ცდილობნენ მის მოხიბვლას. იცი მაგ წელს შენ სად იყავი ? ბაქოში გაყევი ლალიკოს, ალბათ მაშინ გაიცნობდი კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ძალინ შეძლებული ოჯახი ჰყავს საოცრად დამოუკიდებელია და კეთილი. აი გარუჩავა, რომ გაკოტრდა ეგ დაეხმარა, თენგო ძიას რომ მანქანა დაეჯახა ოპერაციის ფული მან გადაიხადა და კიდევ ბევრი რამ. ეხლა ნაკრებში მოიწვიეს, მახსოვს ეგ და დათა სულ ოცნებობდნენ ამაზე და სურვილიც აუსრულდათ. კარგი ადამიანია მართლა კატუს, უბრალოდ შეცდომები ყველას მოგვდის ღმერთის გარდა...
-მოკლედ რაა...
-დამამშვიდებელი ყავა ნიას ოქროსხელებისგან.
ყავამ გონზე მომიყვანა, გულის სიღრმეში არ ვბრაზობიდი. ისე რომელ გოგოს არ ესიამოვნებოდა რომ ისეთ სასურველ მამაკაცს მიეკითხა როგორიც სანდრო იყო ? თუმცა შეცდომა ყველაფერს აფუჭებდა.



№1  offline წევრი etia

გამიხარდი რომ დაგვიბრუნდი love მომწონს ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent