შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კალათბურთელის გოგო ხარ!(5)


30-03-2015, 00:26
ავტორი bulliev
ნანახია 4 131

ასე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები.გეგას მთელი ძალით მოექცია მის ძლიერ მკლავებში ანიკას სუსტი სხეული,თავი მის კისერში ჩაერგო და მისი სურნელით გაბრუებულს თვალები მიელულა.გრძნობდა რომ მისი პატარა გოგო ახლა მის ხელში იყო,მას ეკუთვნოდა.გრძნობდა როგორ უყვარდა,როგორ გრძნობდა მის სურნელს,მის სითბოს რომელიც სრულიად იმორჩილებდა მის ხასიათს,დიახ მის ირონიულ მოქცევას და ცინიზმს რომლიც ადრე გეგას ცხოვრების ნაწილი იყო,მაგრამ ახლა?ახლა როგორია გეგა?ნუთუ ამ პატარა გოგომ ასე შეცვალა? დიახ,ეს ანიკას დამსახურებაა,მან შეაგრძნებინა მას ნამდვილი გრძნობა,მან ასწავლა ნამდვილი სიყვარული,ამ პატარა გოგომ მოახერხა და საბოლოოდ დაიმორჩილა ის.ახლა გეგა კი არა,ანიკაა მასზე გაბატონებული,რადგან გეგას ანიკას გარეშე აღარ შეუძლია,ამ პატარა გოგომ თავისი გულწრფელობითა და სიყვარულით ყველაზე ძლიერი მხეცი დაამარცხა ,რომელშიც ყველანაირი ბოროტება სიყვარულით შეცვალა.თვითონ ანიკა უბედნიერესია,მას ხომ არასდროს ყოლია ადამიანი რომელიც დაიცავდა მას,არ ყოლია მამაკაცი რომელიც სულ მასთან იქნებიდა,მამაც კი არ ყავდა, არ იყო მიჩვეული იმას რომ ვიღაც დაიცავდა და მის გვერდით იქნებოდა,მაგრამ ახლა,ახლა ძლიერია გრძნობს რომ გეგას სიყვარულმა ისე გააძლიერა რომ აღარ ეშინია არაფრის.დიდხანს იყვნენ ასე ჩუმად,ერთმანეს შესცქეროდნენ და ტკბებოდნენ ამ წუთებით,გეგამ ანიკა ახლოს მიიხუტა,თვალებში ჩახედა და ტუჩები ყურთან მიუტანა

_ანიკა მიყვარხარ!ძალიან მიყვარხარ!გეგამ გოგოს გაბრწყინებული თვალებით შეხედა

_მეც მიყვარხარ!ანიკამ გეგას ხელები მაგრად მოხვია და გაიტრუნა.გეგას გაეღიმა გოგონას საქციელზე ,სახე მის ხელებში მოიქცია და სულ დაუკოცნა ის ფუმფულა ლოყები რომლებიც გოგოს სულ აწითლებოდა.შემდეგ მაგრად მოხვია ხელები და ჩაეხუტა.კიდევ დიდხანს იქნებოდნენ ასე წვიმა რომ არ წამოსულიყო.

_რა უბედურებაა ტოო,ეს ამინდიც ხომ არაფერს დაგაცდის!გეგამ გულ ნატკენმა ჩაილაპარაკა ,შემდეგ ანიკას ხელი მოკიდა და მანქანაში ჩასვა.წასვლას აპირებდნენ როცა ანიკა მანქანიდან გადავიდა და ქუჩაში დადგა.გეგამ გაკვივებულმა შეხედა თვალებ გაბრწყინებულ გოგონას,რომელიც პატარა ბავშვივით წვიმის წვეთებს ხელებს უშვერდა და თან ხმამაღლა იცინოდა.ბიჭი მანქანიდან გადავიდა და მანქანის წინა ნაწილზე ჩამოჯდა,უნდოდა ანიკასთვის ეყურებინა მაგრამ ვინ დააცადა? ანიკა მასთან მივიდა და სუმთლად გაწუწული წინ აეკრო

_აუ ვიცეკვოთ რა?გოგონამ ტუჩები წინ გამოწია და ხელები ყელთან მიიტანა

_სულელო გაგიჟდი?ასე ხომ გაცივდები?გეგამ მზრუნველად გადახედა ანის და ანიშნა მანქანაში ჩავსხდეთო.

_გთხოვ რა ,ყოველთვის მინდოდა წვიმაში მეცეკვა,ნუთუ არ ამისრულებ ამ ოცნებას?გეგამ ანიკას შეხედა მერე უცებ მანქანასთან მივიდა ,სიმღერას აუწია და ანიკას ხელები მოხვია.

_იცოდე თუ გაცივდი სახლიდან ცხვირსაც ვერ გამოყოფ!გეგამ გოგოს ეშმაკურად შეხედა და უფრო მიიკრა ანიკა,რომელსაც გაყინული სხეული მაშინვე გაუთბა.ნელი ნაბიჯებით ცდილობდნენ მუსიკის რითმს აყოლოდნენ,ნეტავ გენახათ რა საყვარლად ცეკვავდნენ წვიმაში,ისე იყვნენ ერთმანეთზე აკრულები,რომ თავიაანთი სიყვარულით და სითბოთი წვიმის ცივი წვეთებიც კი გაეთბოთ.თითქოს გამქრალიყო თბილისის სინათლე,სიმშვიდე და სილამაზე რომელიც ანიკასა და გეგას სიყვარულს დაეჩრდილა და ახლა ამ ბნელ მხარეში ერთადერთი ნათელი წერტილები იყვნენ.აღარ იყო საჭირო ვარსკვლავები,მზე, მთვარე რადგან მათი გულწრფელი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო რომ მთლიან დედამიწას იმორჩილებდნენ და უნაწილებდნენ სიყვარულს.2 საათი ასე იყვნენ ჩახუტებულები და ცეკვავდნენ,ბოლის გეგამ რომ შეხედა ანიკას და შეამჩნია მის მხარზე მოკალათებულს ჩასძინებოდა მანქანაში ჩასვა და შინ წაიყვანა.
********************
მეორე დღეს გეგა დილაუთენია წამოხტა საწოლიდან,5 საათი იყო ასე ადრე ბოლოს როდის ადგა აღარც კი ახსოვს.გადაწყვიტა დღეს თავის კომპანიაში მივიდეს, საქმეები მალე მოაგვაროს რომ ანიკას უფრო მეტი დრო დაუთმოს.წყალი გადაივლო,სახლში საერთოდ არც უყვარს ყოფნა,უფროსწორად ვერ იცლის სახლისთვის.ისე მარტო ცხოვრობს,18ის რომ გახდა მშობლებს გამოუცხადა უკვე სრულწლივანი ვარ და დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვროო,მშობლებმაც უარი ვერ უთხრეს ერთადერთ შვილს და სახლი უყიდეს.გეგას თუ თავისუფალი დრო ქონდა მაინც მშობლებთან მიდიოდა,მაგრამ ახლა ანიკა ჰყავს,ერთი სული აქვს დღეს მალე მორჩეს საქმეებს რომ თავისი გოგო ნახოს.გზაში თავის ძმაკაცებს დაურეკა,2 დღე საერთოდ არ ენახა და წარმოუდგენია რა დღეში იქნებოდნენ,თან გადაწყვიტა ანიტაზეც ეთქვა.სანამ სამსახურში მივიდოდა ჯერ ბარში შეიარა სადაც ძმაკაცები ელოდნენ.ბიჭებმა გეგა რომ დაინახეს წამოხტნენ და გადაეხვივნენ უნახავ ძმაკაცს.

_რა იყო აღარ გვკადრულობ?(სანდრო)

_სად დაიკარგე ტოო?ვარჯიშზეც აღარ მოხვედი(ნიკა)

_რა გჭირს ბიჭო?აღარ იტყვი?(ვახო)

გეგას ისე სწრაფად მიაყარეს კითხვები 5 წუთი იაზრებდა ვინ რა კითხა რომ შემდეგ ამოუწურავი პასუხები გაეცა

_რა დამავიწყდით ტო ღადაობთ? არიცოდეთ მაინც როგორ მიყვარხართ!(გეგა)

_Aბა სად დაიკარგე?(სანდრო)

_შეყვარებული ვარ!აი იმას რა ქვია?როგორ ამბობენ ძაან რო უყვართ?გეგა ვახოს მიუბრუნდა და პასუხის მოლოდინში ხელები მაგიდაზე აათამაშა.ვახო გაშტერებული მიუბრუნდა ძმაკაცს და უემოციოდ უთხრა

_სულის გავლით გულამდე ?(ვახო)

_ხო ხო,აი საღოლ ჯიგარი ხარ!აი მასე მიყვარს რა სულის გავლით გულამდე!სიცოცხლეზე მეტად ! (გეგა)

ბიჭებმა ერთმანეთს გაოცებულებმა გადახედეს,10 წუთიანი დუმილუს შემდეგ ვახომ ძმაკაცს ახედა და გაოცებულმა კითხა

_რა მოწიე ?ჩვენც გვითხარი! (ვახო)

გეგამ თავი ვერ შეიკავა და იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი ,მთელი ხალხი მას უყურებდა,შემდეგ ბიჭების გაურკვეველი თვალები რომ დაინახა სიცილს მორჩა

_კაი კაი,რა იყოთ რა ვერ გაიგეთ.აი ის გოგო ჩემი პატარა ანიკა,დარბაზში რომ ვაკოცე ეგ შემიყვარდა და სერიოზულად ვფიქრობ.თქვენთან იმიტომ მოვედი რომ მეთქვა და თქვენი რჩევაც მჭირდება.

ბიჭებმა ახლა უკვე ბედნიერი სახეებით გადახედეს ერთმანეთს

_აუ მაგარია ტო,გილოცავ რა!აი რაშიც დაგჭირდე აქ ვარ ბრატ!სანდრო გეგასტან მივიდა და მხარზე ხელი მიარტყა

_ხო ტოო,მაგარია,ბოლოს ასეთი გახარებული მაშინ იყავი,აი დაბადებისდღეზე რომ სურპრიზი მოგიწყეთ.ნიკამ სიცილით გაახედა ძმაკაცს და თვალებით ანიშნა რამე თუ დაგჭირდეს აქ ვარო

_კაი თქვი ახლა როგორ დაგეხმაროთ?ხომ არ უნდა მოგვატაცებინო?(ვახო)Aმაზე ყველამ გადაიხარხარა და ისევ მიიქცია მთელი ხალხის ყურადღება

_არა რა მოტაცება,მაგას მეც მოვახერხებ,პროსტა რამე საჩუქარი მინდა გავუკეთო ეს ყვავილები მაგარი ბანძია უკვე, რამე მირჩიეთ რა გეგამ საწყლად ახედა ბიჭებს

_მაგაზე გაწყენინებ ტოო? მოიც დავფიქრდე !სანდრო იქვე წყნარად ჩამოჯდა და ფიქრი დაიწყო,5წუთიც არ იყო გასული უცებ დაიყვირა

_ძაღლი!(სანდრო)

_რა ძაღლი რათ უნდა ძაღლი?(ვახო)

_რა რათ უნდა ბიჭო ლიკას რომ ვუყიდე ხელიდან აღარ აგდებს იმის მერე სულთან ყავს(სანდრო)

_ხო ისე ,გოგოებს მაგრად ევასებათ ეგეთები(ნიკა)

_ხოდა გადაწყდა ძაღლს ვაჩუქებ!(გეგა)

_მოიცა მოიცა კარგით, ოღონდ ძაღლს მე ავარჩევ ცოდოა ის გოგო არ გაგეგცეს!(ვახო)

_კაი ბრატ გადაწყდა დღეს ესე 10 სკენ გაჩითე რა,ლექცია მაგ დროს უმთავრდება (გეგა)

_მაგაზე გაწყენინებ?ნიკოს დაველაკაპარაკები!ვახომ მეგობარს მომღიმარი სახით გადახედა.გეგა ბიჭებს დაემშვიდობა და სამსახურში წავიდა

**********
ანიკა დილით გაბრწყინებული სახით ადგა,ოთახში გავიდა და მოწესრიგდა.შემდეგ მობილური აიღო რონელიც აღარ ჩერდებოდა და დედამისის ნომერი რომ შენიშნა თვალები გაუბრწყინდა

_დედი როგორ ხარ?

_დეე მაგრად ვარ მაგრამ ძაან მომენატრე,როდის მოდიხარ?

_დედი მეც მომენატრე,მისმინე აქ საქმეები გადიდო და კიდევ 1 კვირა აქ ვარ საყვარელო,ახლა უნდა გავთიშო თათბირზე შევდივარ,გაკოცე ჩემო თოჯინა,ჭკვიანად იცოდე.ანიკა ვერ იტანდა დედამისთან ტელეფონზე საუბარს, რაგან შემდეგ ვერ ახერხებდა მონატრებული ხმის გაგონებისას ცრემლების შეკავებას.უცებ მოიწმინდა ცრემლები, ყურმილი დაკიდა და ოთახში შემოსულ მარის გახედა რომელიც კარგად არ გამოიყურებიდა.

_რა გჭირს გოგო?

_ნამდვილი იდიოტია!(მარი)

_ვინ?

_ ვინ და ვახო!(მარი)

_რატომ?ანიკამ გაკვირვებულმა შეხედა მარის რომელსაც ფერი არ ედო

_ნიკო ხო იცი ? ჩვენი ჯგუფელი?(მარი)

_კი კი ვიცი,მერე?მაგასთან გღალატობს?ანიკამ თავი ვეღარ შეიკავა და სიცილი დაიწყო

_მორჩი რა,დღეს ნიკომ მითხრა ,ჩემთან ვახომ დარეკა და ძაღლი იყიდაო(მარი)

_Mერე რა გინდა,ძაღლი გიყიდა ,წარმოიდგინე რა საყვარელი იქნება,მეც მინდა პაწუკა ლეკვი,რა არ მოგწონს?

_ჩემთვის არ უყიდია.მარის ცრემლები წამოსცვივდა და ტირილი დაიწყო

_Aბა ვის უყიდა?ანიტამ გაოცებულმა შეხედა მეგობარს რომელიც ტიროდა

_ნიკომ თქვა ასე მითხრა ერთი საყვარელი ქერა გოგოსთვის მინდაო.ჰო საყვარელი რომ ეთქვა კი მაგრამ საქმე ისაა რომ მარიამი ულამაზესი შავგვრემანი გოგო გახლდათ.ანიკამ გულნატკენმა გადახედა დაქალს მერე მივიდა და მაგრად მოხვია ხელები,მეგობარს ჩაეხუტა და დაამშვიდა. შემდეგ გაახსენდათ რომ უნივერსიტეტში უნდა წასულიყვნენ,უცებ გამოფხიზლდნენ და წავიდნენ.უნივერსიტეტში დრო ძაალიან გვინ გადვიდა,გოგოები ძალიან დაიღალნენ,უკვე 10 საათი სრულდებოდა შინ რომ მივიდნენ,კარი გააღეს,შუქი აანთეს და პაარააამ!ოთახში დიდი თეთრი ყუთი იდო დიდი წითელი ბანტით.გოგონები მაშინვე მივიდნენ და ყუთზე დადებული ბარათი გახსნეს

_ჩემო ფერია,დიდხანს ვიფიქრე ამ საჩუქარზე,იმედი მოგეწონება,აი ასეთი ორიგინალური ვარ,ჯერ სად ხარ პატარავ!

ანიკამ ყუთი გახსნა და,პატარა თეთრი ფუმფულა ლეკვი ამოიყვანა.ისე გაუხარდა, რომ ლეკვი მაგრად ჩაიკრა გულში და აღარ უშვებდა .მარიამსაც უხაროდა ,მიხვდა რომ ვახომ ლეკვი ანიკასთვის შეარჩია და გეგას დაეხმარა

_აუ დამაჭერინე რა?(მარი)

_გოგო ეს სათამაშო კი არაა?(შეუბღვურა დაქალს ანიკამ)

გეხვეწები.ანიკამ დაქალს ლეკვი ძლივს მისცა და 5 წუთის შემდეგ ისევ გამოგლიჯა ხელებიდან,გვეძინება და უნდა დავიძინოთო.მარიმ უჟმურად გადახედა დაქალს და ოთახში შევიდა.ანიკა გახარებული იყო,ლეკვი თავის საწოლზე დასვა და თვითონაც მის გვერძე მოკალათდა.


არ გამოდიოდა ეს თავი რომ არ დამედო,პატარაა მაგრამ მანც დავდე,იმედა მიგეწონებათ.ცოტახანი ვეღარ დავწერ ბავშვებო.ვინც კითხულობთ უღრმესი მადლობა,მიყვარხართ :****



№1  offline წევრი Smiling girl

აუ მაგარია მაგრამ შენც ხო იცი რო პატარა თავებია ძალიან ? გაადიდეეეე tongue recourse am wink

 


№2  offline წევრი ruti

იმედია ძალიანაც არ დააგვინებ შემდეგ თავს♥♥♥

 


№3  offline წევრი vighaca

Dzalian AR dagviano isee Dzalian kargai

 


№4  offline წევრი lamazmani

აუ რატო ვეღარ დადებ ცუდია მარა მალე დაბრუნდი რა ისტორია კაია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent