შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში..! (ნაწილი VII)


30-03-2015, 21:04
ავტორი ნინი-21
ნანახია 3 283

თბილისიდან ბერლინამდე გზა უსაშველოდ გაიწელა. თვითმფრინავით მგზავრობა მეჯავრება ბავშვობიდან, აფრენისას გული მიწუხდება ხოლდე, ახლაც ასე მოხდა, მაგრამ ერეკლემ მიშველა, წელზე ხელი შემიცურა და გულზე ამიკრა ასეთ მდგომარეობაში მალევე ჩამეძინა და უკვე გაღვიძებულს ბერლინში ამოვყავი თვალი. აქამდე ჯერ გერმანიაში არ ვიყავი ნამყოფი და უნდა ავღნიშნო რომ ზემოდან, თვითმფრინავიდან ძალიან კარგად ჩანდა. იქაური დროით ღამის ორ საათზე უკვე გერმანიაში ვიყავით, აეროპორტში ჩვენი კომპანიის გერმანელი პარტნიორები დაგვხვდა, რომლესაც როგორც ჩანს ერეკლე საკმაოდ კარგად იცნობდა. შემდეგ სასტუმროში მიგვიყვანეს, ძალიან კეთილმოწყობილი, კომფორტული და მდიდრული სასტუმრო იყო, შესვლისთანავე მომჭრა თვალი სინათლემ და თავი დაბლა დავხარე. მალევე გავიარეთ რეგისტრაცია, ბარგი ჩვენ- ჩვენ ოთახებში გაანაწილეს. ოთახში შესვლისთანავე აბაზანას მივაშურე, ამდენხნიანი მგზავრობის შემდეგ თავი მწყობრში მოვიყვანე, ხალათი მოვისხი და აივანზე გავედი.
სიტყვები არ მყოფნის იმ სილამაზის აღსაღწერად რაც ჩემ თვალწინ გადაიშალა.
გადაბჟღვიალებული ქალაქი, უამრავი სკვერებითა და პარკებით, ლამაზი ცადატყორცნილი შენობებით, ერთგან რაიხსტაგის შენობა, მეორეგან ბრანდენბურგის ჭიშკარი და რაც ყველაზე გასაოცარიაა ხალხი.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ხალხი გარეთ ისე დასეირნობდა თითქოს საღამოს რვა საათიაო. ამ სურათმა უხილავი, დადებითი ემოციებით ამავსო და ის დაღლილობა რომელის სულ რაღაც ნახევარი საათის წინ ლოგინისკენ მექაჩებოდა ჯანდაბაში გაემგზავრა. არვიცი რამდენი ხანი ვიჯექი ასე ხის დაწნულ სკამზე და ვტკბებოდი ჩემ წინ გადაშლილი გასაოცარი სანახაობით, მაგრამ უკვე მზე რომ წამოიწვერა მივხვდი ხვალ მთელი დღე ადამიანად აღარ ვივარგებდი ამიტომ რამდენიმე საათით გამოძინება ვარჩიე.


-მძინარე მზეთუნახავო იქნებ ინებო გაღვიძება.
ჩამესმა ყურში საამო ხმა, მაგრამ მაინც ხელებით ვებღაოჭებოდი ძილს და არ ვუშვებდი, არც ამ ხმის შეწყვეტა მსურდა.
-ანასტასია იმედია ხვდები რომ ბერლინში შუადღის თორმეტამდე ძილი, არაფერია თუ არა დროის კარგვა, ვიცი გუშინ ბერლინის სურათით ტკბებოდი ჩემს მსგავსად მაგრამ სამუშაო, სამუშაოა.
-აქ როგორ შემოხვედი?
-მე შენი ოთახების გასაღები მაქვს.
-ეგ მივხვდი, საიდან გაქვს თქო ეგ მაინტერესებდა.
-ამას უკვე გადამწყვეტი მნივნელობა არ აქვს.
-ჰო კარგი, შენთან კამათს აზრი არ აქვს.
-გეთანხმები, ახლა კი წავედი ქვემოთ რესტორანში დაგელოდები, მოწესრიგდი და ვისაუზმოთ.
მითხრა ჩემკენ გადმოიხარა, შუბლზე მაკოცა და გავიდა.
მეც დენდარტყმულივით წამოვხტი, თავი მოვიწესრიგე, თეთრი კაბა ჩავიცვი (აქ საკმაოდ ცხელოდა) თმები გავიშალე და ქვემოთ ჩავედი.
ორმაგი თამაში..! (ნაწილი VII)

მალევე შევნიშნე ერთ-ერთ მაგიდასთან მჯდომი ერეკლე როგორ შემომცქეროდა და ვნებიან თვალებს როგორ დაატარებდა ჩემ სხეულზე. მეც ამაყად გადავდგი ნაბიჯი და მის წინ კომფორტულად მოვკალათდი.
-აბა რას შეჭამ? იცოდე კალორიები და მსგავსი უაზრობები ეს ერთი კვირა დაივიწყე.
მითხრა და მობეზრებული სახით გამომიწოდა მენიუ.
-ჰმ.. მოდი ამას მე თვითონ გადავწყვეტ.
ვუთხარი და მიმტანს ჩვენთან მოსვლა ვანიშნე.
-მოკლედ ორი ნაჭერი შოკოლადის ტორტი და წვენი.
-მშვენიერი არჩევანია.
მითხრა, მიმტანს მიუტრიალდა და შეკვეთა მისცა. მალე ორივე შოკოლადის ტორტს მივირთმევდით და ამბებს ვყვებოდით, ნუ ვყვებოდით რა მე ვყვებოდი, ჩემს ბავშვობაზე, ბავშვობაში დატრიალებულ მაიმუნობებზე, ლონდონში გატარებულ ორ წელზე და ასე შემდეგ.
-ისე იმ დღეს ბაიკიდან რატომ გადმომაგდე?
-არვიცი ასე მივიჩნიე საჭიროდ და შენ რატომ დამატარებინე ზემოთ ქვემოთ ის საბუთებით და შემდეგ წადი?
-ასე მივიჩნიე საჭიროდ.
მითხრა და დიდი ლუკმა პირისკენ წაიღო, მე კი ვუყურებდი, ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ უფროდაუფრო მიყვარდებოდა ჩემ წინ მჯდომი პიროვნება და თავს კი ვერაფერს ვუხერხებდი.
-აბა წავედით?
-კი მაგრამ... ჯერ ერთი ნამცხვარიც არ შემიჭამია ბოლომდე.
-არაუშავს ამ ქუჩს კუთხეში, საბუეიში კარგ Hotdog-ს აკეთებენ თან გაგასინჯებ თან დანაყრდები რას იტყვი ?
-მშვენიერია !
ვუთხარი და მაგიდა დავტოვე. მართლაც ძალიან გემრიელი იყო Hotdog-ი.
-ასეთს საქართველოში რატომ ვერ აკეთებენ?
ჩავილაპარაკე დანანებით და კიდევ ერთი დიდი ლუკმა გადავუძახე პირში.
-ალბათ იმიტომ, რომ ჩვენთან რაოდენობას უფრო აქცევენ ყურადღებას ვიდრე ხარისხს.
მითხრა და ხელი წელზე შემიცურა. მეც მის მკლავებში გავიტრუნე.
-დღეს რას ვაპირებთ?
-დღეს მთელი დღე თავისუფლები ვართ, ამიტომ გადავწყვიტე ქალაქი
დაგათვალიერებინო, თანახმა ხარ?
-რათქმაუნდა.
საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, რომ მთელი დღე ერეკლესთან ერთად გამეტარებინა. მთელი ქალაქი ფეხით დავიარეთ, ყველა ღირსეშანიშნაობა დავათვალიერეთ, თან მე ისეთი გიდი მახლდა რომ უკეთესი წარმოუდგენელია. როგორ უცებ გადის დრო საყვარელ ადამიანთან ერთად. მალე მოსაღამოვდა, ძალაც გამომეცალა ამდენი სიარულისგან.
-წამო აქ ერთი კარგი გაფე ვიცი, კარგ ლატეს აკეთებ წამსვე მოგიყვანს ენერგიაზე.
მითხრა და ქუჩის კუთეში ჩავუხვიეთ. ყავა დავლიეთ ამან თითქოს მართლაც მომიყვანა
ენერგიაზე მაგრამ მაინც ძალიან დაღლილი ვიყავი.
-მგონი, ჯობს სასტუმროში დავბრუნდეთ
-ხო, ძალიან დავიღალე.
მალევე დავტოვეთ კაფე, ტაქსით სასტუმროსთან მივედით და ჩვენ ჩვენი ოთახებისკენ
წავედით, მე ჩემ ოთახთან გავჩერდი.
-დიდი მადლობა!
-რისთვის?
-ყველაფრისთვის!
ვუთხარი, თითის წვერებზე ავიწიე და ნაზად შევახე მის ცხელ ბაგეებს ჩემი გავარვალებული ბაგეები. ვიგრძენი როგორ დაეხორკლა კანი, მალევე მოვცილდი, საფირმო მზერა ვსტყორცნე და ოთახში შევედი. იმ წამს შემიძლია დავიფიცო რომ უბედნიერესი ქალი ვიყავი მთელ დედამიწაზე. ვიცი ეს საკმაოდ ბანალური ფრაზაა, მაგრამ მართლაც ასე იყო.
ფრთები არ მქონდა მაგრამ დავფრინავდი. მაღლა ღრუბლებში დავფრინავდი.
ოთახში შესვლისთანავე ლოგინზე ვარსკვლავისებურად გავწექი და დღევანდელ წუთებს თვალი ვიდეოკადრივით გადავავლე.
-მიყვარს !
ჩავიჩურჩულე, ვითომ ოთახში ვინმე ყოფილიყოს.
-ჯანდაბა ! ძალიან მიყვარს.
ვთქვი და გვერდი ვიცვალე.

მომდევნო ხუთი დღე სრული ანარქია იყო. არეულობა, კონტრაქტების იქით-აქეთ ბზრიალ-ტრიალი, თანამშრომლები გზა არეულ ცხვრებს ჰგვანდნენ ვინ სად, რატომ და რისთვის მიდიოდა არ იცოდა. სწორედ ასეთ პირობებში მიხდებოდა კონტრაქტზე და სამოქმედო გეგმებზე მუშაობა. ამ არეულობის ჩაწყნარებამ და კონტრაქტის დადებამ ხუთი , უძვირფასესი დღე წამართვა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ სამსახურის მხვრივ ყველაფერი მოვაგვარეთ და საქმე ჩვენ სასარგებლოდ წარვმართეთ.
საღამოს ექვსი საათი იყო მე და ერეკლემ, რომ ოფისი დავტოვეთ და სასტუმროში წავედით დასასვენებლად, ორ საათიანი ძილის შემდეგ აივანზე გავედი. ჩემდაგასაკვირად ერეკლეც იქ დამხვდა.
-დაიღალე?
-ცოტა! მაგრამ ეგ არაფერია, მთავარია რომ მოგვარდა.
-გეთანხმები.
ორ წუთს არცერთი ხმას არ ვიღებდით, ბერლინის პეიზაჟით ვტკბებოდით, მერე ისევ ერეკლემ დაიწყო.
-დღეს სადღაც მინდა წაგიყვანო იმედია საწინააღმდეგო არაფერი გაქვს?
-არა პირიქით.
-ძალიან კარგი, ოღონდ კაბა და მაღალქუსლიანები არ გამოგადგება.
მითხრა და ოთახში შებრუნდა.
,,კაბა და მაღალ ქუსლიანები არ გამოგადგებაო?! სად მიყავხარ ნეტავ, კატორღაში სამუშაოდ?“
,,რა აზრებით ხარ დღეს შენ?“
დავტუქსე ლუციფერი და ოთახში შევედი. ღია გაქექილი ჯინსი, ზოლებიანი ზედა და სანდლები გადმოვიღე.

თავი მოვიწესრიგე, თმები ავიწიე და ამ დროს კარზე ზარიც გაისმა.
მეც კარების გასაღებად წავედი.
კარებშ სპორტულად გამოწყობილი ერეკლე დამხვდა. თვალი ამავლო, ბოლოს კი მზერა სახეზე შეაჩერა.
-ფეხბურთი გიყვარს?
-მიყვარს!
-რომელი გუნდი?
-მიუნხენის ბაიერნი.
ვუთხარი და გავუღიმე, ეჭვისთვალებით შემომხედა შემდეგ კი გაეცინა.
-გაგიკვირდება და მეც!
-დღეს რას ვგეგმავთ?
-,,ალიანც არენა“ზე გსმენია რამე?
რათქმაუნდა მსმენოდა ეს სტადიონია, რომელიც მიუნხენში მდებარეობს, და გარედან ნეონის ნათურებითაა მორთული, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სტადიონია მთელ მსოფლიოში.
-კი მსმენია.
-ძალიან კარგი, დღეს იქ თამაშია, სხვათაშორის ბაიერნი თამაშობს, მე კი ორი ბილეთი მაქვს. აბა როგორია?
-ძალიან მაგარია!
წამოვიყვირე და კისერზე ჩამოვეკიდე, მანაც გაიღიმა, წელზე ხელები შემომხვია და გულზე ამიკრა.
არასდროს მიდევნებია ფეხბურთისთვის თვალი სტადიონის ტრიბუნებიდან, არა ერთხელ იყო მახსოვს თბილისის დინამო ეთამაშებოდა ზესტაფონს და მაშინ მთელი სასტავი წავედით მათ საგულშემატკივროდ, ერეკლეს ძმა თაზო თამაშობდა და მაგიტომ, იმის შემდეგ კი აღარ ვყოფილვარ.
-მიუნხენი აქედან შორს არაა?
-საკმაოდ, თამაში ცხრაზე იწყება ნუ ღელავ აუცილებლად ჩავასწრებთ.
მითხრა და თავისი საფირმო ღიმილით გამიღიმა, მეც გავთამამდი თავი მხარზე დავადე და ხელები შემოვხვიე. სამაშუტო ტაქსი დავიქირავეთ და ორ საათში უკვე მიუნხენში ვიყავით.
-თამაშამდე ჯერ კიდევ ადრეა, მოგეხსენება გერმანია ლუდის სამშობლოა, წამოდი ბავარიულ ლუდზე გეპატიჯები !
-დიდი სიამოვნებით.
-აქვე ჩამოსასხმელი ლუდია, ეს ლუდი ისეთი არ გეგონოს თბილისში რომ არის, აქ რომ დალევ ვიცი შემდეგ წუნს დაუდებ თბილისურ ლუდს, მაგრამ გერმანიიდან წასვლა ლუდის დალევის გარეშე ეს იგივეა იტალიიდან წასვლა იტალიური პიცის ჭამის გარეშე, რომელიც დამიჯერე ნამდვილად არ ღირს.
ასე ლაპარაკ-ლაპარაკში ერთ-ერთ კაფეში შევედით, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, ერეკლე დახლთან მივიდა, ორი კათხა ლუდი და მიწისთხილი გამოართვა ბარმენს შემდეგ კი ჩვენი მაგიდისკენ გამოეშურა.
-აბა დააგემოვნეთ მადამ !
მითხრა და ლუდით სავსე კათხა გამომიწოდა.
-დიდი სიამოვნებით სერ!
მივუგე, კათხა გამოვართვი და სულმოუთქმელად დავცალე. ის კი გაკვირვებული შემომცქეროდა, უცებ კი სიცილი აუტყდა.
-რა ხდება?
-ტას რა ლამაზი ხარ იცი?
-ვიცი. მაგრამ ეგ რა შუაშია?
არდავიბენი მე
-ულვაშებიც გიხდება ტას.
მითხრა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ,,ულვაშები“ მომწმინდა. მე კი დარცხვენილმა თავი დავხარე.
-კარგი ჰო ნუ იბუზები ბავშვივით. აბა მოგეწონა?
-ასეთი გემრიელი ლუდი ჩემ ცხოვრებაში არ გამისინჯავს!
ჩავილაპარაკე დანანებით და დაცლილ კათხას დავხედე.
-ჰაჰაჰა. კიდევ გინდა?
-დრო გვაქვს?
-ნახევარი საათი წინ გვაქვს
-მაშინ დიდი სიამოვნებით გეახლებით კიდევ ერთ ხათხას სერ!
-ახლავე მადამ.
მითხრა, ჩემ დაცლილ კათხას ხელი დაავლო და ბართან მივიდა. მალე კი ლუდით სავსე კათხით ხელში დაბრუნდა.
-იცოდე ამის მეტს ვეღარ დაგალევინებ, განა იმიტომ რომ შენი ხელით ტარება დამღლის, არა მსგავსიც არაფერი, უბრალოდ მინდა ყველა წუთი დაიმახსოვრო და მთვრალმა არამგონია ეს შეძლო.
მე არაფერი მითქვამს მხოლოდ გავუღიმე და მეორე კათხა ლუდიც მოვთქვი, ბოლომდე ვეღარ დავლიე იმიტომ, რომ აღარ შემეძლო და გვერძე გავდგი, ამ ხნის განმავლობაში კი ის უბრალოდ მიყურებდა, შემდეგ კი როცა მიხვდა რომ შევამჩნიე ვითომც აქ არაფერიაო ლუდი აიღო და მოსვა.
-არ წავიდეთ, არ მინდა დაგვაგვიანდეს.
ვუთხარი და მაჯის საათს დავხედე. რომელიც გერმანიის დროზე სულ რაღაც გუშინ დავაყენე.
-როგორც გინდა.
მითხრა, ანგარიში გადაიხადა და კაფე დავტოვეთ. ნახევარ საათში კი უკვე ნამდვილ ემოციათა ორომტრიალში ვიყავი. მე და ერეკლე ბოლო ხმაზე ვგულშემატკივრობდით ჩვენ გუნდებს რაც მაღალხმაზე შეძახილებითა და ოვაციებით გამოიხატებოდა.
ბაიერნმა მოიგო, ეს ფაქტი აქამდე ასე არასდროს გამხარებია, ალბათ იმიტომ რომ აქამდე ასე არასდროს მიგულშემატკივრია. თამაში დამთავრდა და ჩვენც დავტოვეთ სტადიონი.
გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია, არც გვქონდა რეალურად ამის თავი, ხმის იოგები სერიოზულად დავიზიანე, და ასე მისავათებული ორ საათს ტკბილად მეძინა ერეკლეს მკერდზე აკრულს.
-მოვედით მძინარე მზეთუნახავო.
მითხრა და ოდნავ შემარხია.
-ასე მალე?!
-ჰმმ.. ჰო ასე მალე.
ტაქსი დავტოვეთ და ოთახებისკენ გავეშურეთ, ჩემს ოთახთან ორივე გავჩერდით.
-ეს ერთი კვირა, სამოთხე იყო ჩემთვის!
მითხრა და მისი ღიმილით დამაჯილდოვა.
-ჩემთვისაც.
-მარტო დაძინება არ მინდა.
-არც მე!
არვიცი ასე რამ გამათამამა ორმა კათხა ლუდმა, რომელიც ბოლომდეც ვერ დავლიე თუ სიყვარულმა?!
სავარაუდოდ სიყვარულმა უფრო.
-მაშინ ერთად დავიძინოთ.
-შემოდი.
ვუთხარი და ბინის კარები გავუღე
-ოღონდ მხოლოდ დავიძინოთ.
-სხვა რამ არც მიფიქრია.
,,კი როგორ არა დაგიჯერე ხომ იცი?!“
რეპლიკა გააკეთა ლუციფერმა და შემდეგ ისევ მიყუჩდა.
-სააბაზანოში ჯერ მე შევალ მერე შენ შედი კარგი?!
-როგორც გინდა.
მითხრა და სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავიდა. პირველად დავინახე ბიჭი რომელსაც სიგარეტის მოწევა ასე სასტიკად უხდებოდა. გონს მალევე მოვეგე და აბაზანაში შევედი. ნახევარ საათში უკვე ყველანაირად მოწესრიგებული, თეთრეულში გამოწყობილი (რად მინდოდა არ ვიცი), გამოვედი სააბაზანოდან და ლოგინში ჩუმად შევწექი. ჩემს ამ ბავშვურ საქციელზე გაეცინა და აბაზანაში შევიდა. ვცდილობდი დამეძინა, ვცდილობდი მაგრამ უშედეგოდ და ყველანაირი სიზმარი მაშინ გაქრა როცა სამზარეულოდან წელს ზემოთ შიშველი გამოვიდა და ასე შემოწვა ლოგინში. წამსვე დამეხორკლა კანი როგორც კი სხეულმა იგრძნო სხვა სხეული მის სიახლოვეს. მე კი გვერძე გადაბრუნებულს, ვითომ მძინავს მეთქი რეაგირება არ მომიხდენია.
-ვიცი რომ არ გძინავს. ძილი ნებისა.
მითხრა და ვიგრძენი როგორ ჩატეხა ტუჩის მარჯვენა მხარე.
-ძილი ნებისა.
ვუთხარი და დაძინება ვცადე. ბოლოს როგორც იქნა მომაკითხეს ძილის ქვეყნის ჯალათებმა და მათთან წამიყვანეს, მიუხედავად ამისა შუაღამით ვიგრძენი როგორ გადმობრუნდა ჩემკენ და როგორ შემომხვია მისი ცხელი ხელი წელზე. ამ ხელიდან დახსნის არც სურვილი და არც ძალა არ მქონდა იმ წამს ამიტომ რეაგირება არ მომიხდენია.
დილით ადრე გამეღვიძა, გვერდით ხელი მოვუსვი საწოლს მაგრამ არავინ იყო. გული ძალიან დამწყდა, მეწყინა რომ ასე უთქმელად წავიდა. კომოდზე დადებული პატარა წერილი რომ დავინახე თითქოს გულზე მომეშვა.

,,ჩემო მძინარე მზეთუნახავო, ვიცი შუადღემდე შენ გამღვიძებელი არ ხარ, ამიტომ მე ბილეთებზე გავედი, გკოცნი. შენი ბრინცი!“

ღიმილიანი სახე არ მომიშორებია წერილის კითხვისას, უკვე მერამდენეჯერ გადავიკითხე თავიდან, სუნიც როგორი სპეციპიკური ჰქონდა, რაღაც სხვანაირი, მხოლოდ მისი.
საათს რომ დავხედე შუადღის პირველი იყო.
-ამდენხანს რანაირად მეძინა?!
გავიფიქრე ჩემთვის და აბაზანას მივაშურე.
ორ საათში უკვე თვითმფრინავში ვიჯექი, თავი ერეკლეს მკერდზე მედო, ყველა მასთან ერთად გატარებულ წამს ვიხსენებდი და სულელივით მეღიმებოდა.

ბოდიში დაგვიანებისთვის ! ♥ ♥ ♥
ლეპტოპი გამიფუჭდა და..((
იმედია მოგეწონებათ ახალი თავი love



№1 სტუმარი orginal

აიი შენ უბრალოდ არ იცი როგორ გამახარეე! ძალიან მაგარი გოგო ხარ.. გთხოვ აღარ დააგვიანო ხოლმე რა :(( ♥ ძააან მაგარი თავი იყო.

 


№2  offline წევრი მარგო ♥

არ ველოდი.. მართლა არ ველოდი დღეს თუ დადებდი, და როცა შემოვედი და დავინახე უძალიანმაგრესად გამიხარდა, მადლობა შენ ამისთვის ♥
ძალიან მაგარი თავი იყო, კარგი იქნება თუ აღარ დაგვიგვიანებ love

 


№3  offline წევრი Shore

უუფ კარგი იყო ყოჩაღ ძაან მაგარი გოგოო ხაარ და გპატიობ ამ დაგვიანებულ თავს იმიტომ რო შედარებით დიდი თავი გაქვს დადებილი :დდდ მალე დადეეე :-*

 


№4  offline წევრი knuwik

Dzaan kai iyo male dade ra unda❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent