შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში..! (ნაწილი III)


20-03-2015, 18:43
ავტორი ნინი-21
ნანახია 3 638

-ამ ვაკანსიაზე თქვენ იქენით შერჩეული, გილოცავთ!
წამსვე წამოვხტი ლოგინიდან, ასე მალე არ ველოდი პასუხს და ძალიან გამიკვირდა.
-მადლობა
-ერთადერთი რამაა მოსაგვარებელი თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ და კონტრაქტს ხელი მოაწეროთ.
-დღესვე?
-დიახ დღესვე რამე პრობლემაა?
-იცით მე არ ვარ თბილისში.
-დღესვე უნდა გადავგზავნო ეს მონაცემი მონაცემთა ბაზაში, და იქნებ იჩქაროთ და ჩამოასწროთ.
-რომელ საათამდე მუშაობთ?
-6მდე.
-ვეცდები ჩამოვიდე.
-მაშინ ნახვამდის
-ნახვამდის.
როგორც ჩანს ჩვენ დიალოგს დიდი ინტერესით უსმენდა მერი
-მოხდა რამე?
-თბილისში უნდა ვიყო 6ზე, სამსახურში ამიყვანეს და კონტრაქტზეა ხელი მოსაწერი.
-ეგ როგორ ? მიდიხარ ხო?
-აი ასე. მივდივარ აბა რა, ახლა სამუშაო ძალიან მჭირდება.
-წამო ბიჭებს ვუთხრათ.
-წამო.
15 წუთში მოვწესრიგდით და ქვემოთ ჩავედით, ჩემდა გასაკვირად ყველა სტარტზე იდგა. ბავშვებში ერეკლე და გიო მოვძებნეთ და იქით გავემართეთ. მოკლედ ავუხსენი სიტუაციის არსი და მატარებლის ბილეთების ყიდვა დავავალე. ნახევარ საათში უკვე დაბრუნდნენ ბილეთით ხელში
-მოკლედ კუპე ავიღეთ, 12 საათზე გადის, Wife -ც არის, თან ჩქაროსნულია ოთხ საათში სახლში იქნები. აბა როგორია?
-ჩემი ყოვლისშემძლე ბრუსლი ხარ რა !
ვუთხარი და კისერზე ჩამოვეკიდე
-აუუ ამ აფერისტს დამიხედეთ რა...
გაისმა ნინოს მოსაბეზრებელი ხმა. ერეკლეს მოვცილდი და ნინოს გამჭოლი მზერა ვესროლე.
-აფერისტს ყველა თავისნაირი რომ გონია არა?!
ჩავილაპარაკე ნიშნის მოგებით და ერეკლეს ძმურად მხარზე ხელი შემოვხვიე, რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ მერიმ დაასწრო.
-წამო წავიდეთ, ბაგრი ჩავალაგოთ.
-ისე მეუბნები ვითომ ამოლაგება დამცალდა.
ვუთხარი და ბურტყინით ზემოთ ავყევი. თხუთმეტ წუთში ყველაფერი მზად მქონდა, ბარგითურთ ქვემოთ ჩავედი, ყველას გამოვემშვიდობე და მატარებლის საგზურისკენ წავედით მე, მერი გიო და ერეკლე. ნახევარ საათში მატარებელიც გავიდა და თბილის მივაშურე. გზაში კარგად გამოვიძინე, სადგურში მამიკო დამხვდა და სახლში მივედით, ბარგი დავტოვე, კლასიკური მუხლებამდე თეთრი კაბა, ასევე თეთრი ,,საროჩკა“, შავი პიჯაკი, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები ჩავიცვი. თმები კოსად რათქმაუნდა, ჩანთას დავტაცე ხელი, თენგოს მანქანის გასაღები ავიღე და ოფისისკენ გავემართე. ფოიეში ერთ-ერთი კაბინეტისკენ მიმითითეს და მეც ამაყად გავემართე. კარები შევაღე, ისევ ის უფროსი იყო, ვისთანაც გასაუბრება მომიწია. ნახევარ წლიან კონტრაქტს ხელი მოვაწერე.
-წარმატებულ ნახევარ წელს გისურვებთ !
მისი კეთილი სურვილი საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა.
-ეჭვიც არ შეგეპაროთ.
-აბა ნახვამდის.
-ნახვამდის.
ვუთხარი და კარებისკენ წავედი, გზაში სიტყვა დამაწია:
-ხვალ დილის 10 საათზე სამსახურში გამოცხადდით ! დაგვიანებას არ ვპატიობთ.
კარებისკენ წაღებული ხელი უკან გავწიე შემოვტრიალდი, მინდოდა რამე მწარე მეთქვა მაგრამ , გონს ლუციფერმა მომიყვანა.
,,დღეიდან ის შენი უფროსია, უსიამოვნება არ გაწყობს..თან, მან რეალურად, ფაქტი აღნიშნა!“
-არ დავიგვიანებ.
ვუთხარი შემოუტრიალებლად და კაბინეტი დავტოვე.

-საჭმელი რა გვაქ?
შემოსული არ ვიყავი უკვე ამ ფრაზას გავკიოდი.
-გოგო ნუ გადამრევ მე შენ !
გამომეგება თამრიკო, თავისი ჩვეული მზრუნველობითი ქოთ-ქოთით.
-მშია დედა , მშია! გუშინს მერე არაფერი მიჭამია.
-გაგიკეთე უკვე, ხელები დაიბანე და სამზარეულოში შემოდი.
ბავშვობიდან ასეთი წესი გვქონდა, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ჰიგიენური ბავშვი ვიყავი და ვარ, მაინც ხელის დაბანას საჭმლის წინ ყოველთვის დედა მახსენებს, ეს ერთგვარ ტრადიციად გვექცა. მეც სწრაფად დავიბანე ხელები და სამზარეულოს მივაშურე. საკმაოდ ჩქარა ვჭამ ამიტომ მალე ვიღლები ხოლმე, და ჭამის დროს time out-ს ვიღებ, შემდეგ ისევ ვაგრძელებ.
-მოაწერე ხელი?
-კი, სამსახურში ხვალ 10 საათზე უნდა გამოვცხადდე.
-გაიღვიძებ მერე ასე ადრე?
-ჰმმ.. მაკვირვებ პირდაპირ. შენ რისთვის ხარ, დედის სხვა მოვალეობებთან ერთად უნივერსალური მაღვიძარას თვისებაც გამოგიმუშავდა ამ 20 წლის მანძილზე...
-შენი დაჭკვიანება არ იქნება.
ჩაიქნია ხელი და ისევ სამზარეულოს შეუბრუნდა.
-გემრიელია..!
ჩავილაპარაკე გამოტენილი პირით, რათქმაუნდა გადამცდა და ხველა ამიტყდა. წამსვე მოვიდა ჩემთან სასწრაფო დახმარება, ერთი კარგი მუშტი მითავაზა ფილტვის არეში და ძვლივს ამოვისუნთქე.
-გოგო რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო ნელა ჭამე მეთქი და გამოტენილი პირით ნუ ლაპარაკობ თქო, ბოლოს დაიხრჩობი იცოდე.
-ვსო, მეტჯერ აღარ ვიზამ, გპირდები !
-მერამდენე დაპირებაა?
-პატიოსან სიტყვას გაძლევ!
ვუთხარი და სიცილ-ხარხარით დავტოვე სამზარეულო. ექვს საათიანი დამღლელი მგზავრობის, შემდეგ კი დატვირთული გრაფიკის გამო ძალიან გადავიღალე, ცხელი შხაპი მივიღე და პირდაპირი სვლით საწოლი ოთახისკენ გავემართე.
-ადექი ანასტასია ! უკვე ათის ნახევარია...
ვითომ არაფერი გამიგია მეთქი გვერდი ვიცვალე და არხეინად ძილი გავაგრძელე.
-პირველსავე დღეს უნდა დააგვიანო გოგო ?! არ გცხვენია ?!
წამსვე დამარტყა ტვინში სად ვიყავი და რაც ხდებოდა. ელვა დაკრული წამოვვარდი და საწოლზე წამოვჯექი. ტვინში სულ იმ რეზის სიტყვები მახსენდებოდა
,,ხვალ დილის 10 საათზე სამსახურში გამოცხადდით ! დაგვიანებას არ ვპატიობთ.“
-ო ღმერთო რა შარში ვარ?!
სწრაფად წამოვდექი და აბაზანაში შევვარდი, რაც არ უნდა მომენდომებინა მაინც დაგვიანებული მქონდა მაგრამ სად 10 წუთი და სად ნახევარი ან თუნდაც ერთი საათი ! წამსვე გამოვიღე კლასიკური, წელში გამოყვანილი მუხლებამდე ნაცრისფერი კაბა, შავი ლაკის ფეხსაცმელები, ზემოდან ჩალისფერი მანტო მოვისხი, თმა ძუად გადმოვიგდე, მსუბუქი მაკიაჟი და მორჩა... მზად ვიყავი. ჩანთას დავტაცე ხელი, მამაჩემის მანქანის გასაღები ისევ შიდ იდო, და საუზმის გარეშე გავემართე სამსახურში.
ორმაგი თამაში..! (ნაწილი III)

ანასტასია
არა რა რა ბედი მაქ. ისევ საცობი.
-უეჭველი პირველივე დღეს გამომაგდებენ ! რა საშინელებაა ?!
ვლაპარაკობდი ჩემთვის და ღმერთს ვეხვეწებოდი ჩემი პირველი დაგვიანება შეუმჩნეველი ყოფილიყო, ოფისსში ვითომც აქ არაფერი მომხდარა მეთქი იმ სახით შევედი და ჩემი კაბინეტისკენ მივაშურე. (კონტრაქტის ხელ მოწერის შემდეგ მდივანმა მანახა). გზაში ბატონი რეზის მდივანი შემეჩეხა
-იცით უკვე 15 წუთია სააქტო დარბაზში, თათბირზე გელოდებიან!
აი სად დამერხა ...! გავიფიქრე ჩემთვის.
-ვაიმე.. ახლა რა უნდა ვქნა?
-სააქტო დარბაზი აი აქეთაა.. მე ვერაფრით დაგეხმარებით.
მითხრა, ხელით ერთ-ერთი კარებისკენ მიმითითა და გზა არხეინად გააგრძელა. წამსვე მივირბინე კარებთან, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და კარები შევაღე. წამსვე მოტრიალდა ყველას (ნუ იყო ერთი გამონაკლისი) თავები 180 გრადუსით და გამკიცხავი მზერა მომაპყრეს, მეც დარცხვენილმა თავი დაბლა დავწიე.
-ჩვენი არაპუნქტუალური, ახალი მენეჯერიც მობრძანდა, უკვე შეგვიძლია თათბირი დავიწყოთ!
-ბოდიშს გიხდით.
ბოდიშის მოხდით ვიყავი დაკაბებული რომ ფანჯარასთან მდგომი სილუეტი შემოტრიალდა და ირონიულად ამავლო თვალი.
-მთელი ნახევარი საათია თქვენ გელოდებით. ახალი ხართ და თან პირველი შემთხვევაა ამიტომ თვალს დავხუჭავთ, აი სხვა დროს კი პირდაპირ მიბრძანდებით აქედან გასაგებად ვლაპარაკობ ?!
ამ დროს თავი დაწეული მქონდა, და დასჯილი ბავშვივით ვისმენდი გაკიცხვას, სილუეტისთვის ნორმალურად არც შემიხედავს. ბოლოს სიამაყემ მძლია თავი ავწიე და ხელში ის კლუბის თავხედი ბიჭუნა შემრჩა.
ორმაგი თამაში..! (ნაწილი III)

ერეკლე
ვერ ავღწერ მაშინ რა ვიგრძენი: სიხარულიც, წყენაც, ბედნიერებაც, სევდაც, შიშიც (იმის რომ გამაგდებდა იმ საქციელი გამო რაც გავაკეთე.) წამში დაბნეულობა დამეტყო სახეზე მეც და მასაც, მაგრამ მე რისი ანასტასია მურვანიძე ვიყავი ?! ჰმმ.. წამსვე მოვიკრიბე აზრი და მშვიდი პასუხი გავეცი.
-სხვა დროს აღარ განმეორდება.
-თქვენთვის ასე აჯობებს, ახლა კი თქვენი ადგილი დაიკავეთ.
მითხრა და ჩვეული ბოხი ხმით მიმითითა ერთ-ერთი სკამისკენ. თათბირმა ორი საათი გასტანა, ცხარედ ვკამათობდით საშემოსავლო თემებზე, თუ როგორ უნდა გაგვეზარდა მოგების პროცენტული მაჩვენებელი. ამ თემაზე ლონდონში სემინარი მქონდა მოსმენილი ,,როგორ გავზარდოთ საშემისავლო შემოსავალი?! უნივერსალური გზები,თეოდორ დრაიზენის ,,ფინანსისტის“ მიხედვით. მეც რაც ვიცოდი ყველაფერი გადმოვალაგე და ამით პირდაღებული დავტოვე რიგითიდან დაწყებული, იმ ღამის კლუბის ბიჭზე მისვლამდე. აშკარად გაკვირვებული მიყურებდა, მაგრამ შემდეგ ეს ემოცია თითქოს გაქრა და ჩვეული მონსტრის სახე დაიბრუნა. სხდომა დამთავრდა და მეც საბუთების ჩალაგება დავიწყე.
-ქალბატონო ანასტასია გამომყევი.
ღამის ბიჭუნა იყო.
-საქალბატონე.!
შევუსწორე ჩემი ჭკუით და უკან ბუნცულით გავყევი. კაბინეტში შევედით თუ არა ცხვირი ამიწვა ,,Chanel N5“ის სუნამომ შანელის ბოლო საგაზაფუხულო კოლექციიდან. უნდა ავღნიშნო ის ფაქტი რომ ასეთ რაღაცეებში ძალიან კარგად ვერკვევი, ერთ დროს დიზაინერობაზე ვფიქრობდი და მაგიტომ. თავისი ადგილი დაიკავა და ამრეზად ამათვალიერა თავიდან ბოლომდე.
-მოკლედ ტუტუცო მამიკოს გოგოვ, მომიტანე გასული წლის საშემოსავლოები, უკლებრივ ყველა, ჯამური პროცენტული დასკვნებით.
ეს ტუტუცი ძალიან უხეშად მოხვდა ყურთასმენას.
-ტუტუცი მამიკოს გოგო არა მენეჯერი, ან თუ გნებავთ საქალბატონე ანასტასია, რაც შეეხება შემოსავლებს ნახევარ საათში შემოგიტანთ.
-მე შენი შეფი ვარ ტას... ამიტომ პრეტენზიებისგან თავი შეიკავე ახლა კი წადი და 10 წუთში მაგიდაზე საშემოსავლოები მედოს.
ისე გავმწარდი.. ისე გავმწარდი რომ მეტიც არ შეიძლება. მინდოდა მივარდნილიყავი და კარგად მიმეტყიპა მაგრამ ლუციფერმა დამეხმარა.
,,დამშვიდდი, ის ცდილობს სამაგიერო გადაგიხადოს, შეეშვი ბიჭუკელას დრო ატარებინე, მასთან უსიამოვნება არ გაწყობს, სამსახური ახლა ძალიან გჭირდება.“
მეც წამსვე მოვეგე გონს, მწარედ გავუღიმე, შემოვტრიალდი და კარებისკენ გავემართე.
-ეს საქაღალდე მდივანს გაუტანე.
მეც შემოვტრიალდი და გაოცებულის სახე მივიღე. ,,ეს ღა მაკლდა?! ფოსტალიონიც გავხდი?!“ ვფიქრობდი და მწარედ მეცინებოდა.
-თუ არ შეწუხდები რათქმაუნდა !
ოოო რა ნაგლიაა ამას დამიხედეთ რა ?! შევწუხდები, შევწუხდები აბა რას ვიზამ მაგას რა თქმა უნდა?! მაგრამ არა... ვერ მოიგებს, მე მასზე ძლიერი ვარ. მომღიმარი სახით გავემართე მისკენ და საქაღალდე გამოვართვი.
-კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ ?
მაჯაზე დაიხედა და ღიმილიანი სახე მომაპყრო.
-უკვე 5 წუთი დაგრჩა, შენ გადაწყვიტე გაქვს თუ არა ყავის მოდუღების დრო, ახლა კი წადი.
,,ყავა მოგიდუღო არა ის.“
გავიფიქრე ჩემთვის
-ისეთი საზიზღარი უფროსი მყავს, 2 წუთს დაგვიანებას არ პატიობს, თორემ დიდი სიამოვნებით.
ჩემ სიტყვებზე მწარედ ჩაეცინა.
-არც მენეჯერია ნაკლები. შეგიძლია კაბინეტი დატოვო, შენი ტიკტიკის თავი აღარ მაქვს.
,,ტიკტის განახებ მე შენ, დამაცადე!“
მაინც ვერ ვწყნარდებოდი.
მეტი აღარაფერი მითქვამს, სწრაფად დავტოვე კაბინეტი და საბუღალტროში კისრის-ტეხვით გავიქეცი, გზად ის საბუთები მდივანს დავუტოვე.
-გასული წლის შემოსავლები მჭირდება!
შესული არ ვიყავი, კარებიდან დავიძახე, ამით ვითომ ჩემი ჭკუით დროს ვიგებდი.
-ზუსტად ახლა ვახარისხებდი, აი აგერ დევს უკლებლივ ყველაა თავისი ჯამური პროცენტით.
ამ ფაქტმა ისე გამახა, რომ ლამის ცაში ამიტყორცნა სიხარულით. საქაღალდე გულზე ავიკარი და ბიჭუნას კაბინეტისკენ მივაშურე. კარები გამოვაღე მაგრამ ოთახში არავინ დამხვდა, შემდეგ მდივანს მივუბრუნდი.
-სად არის ბატონი...
უცებ გავიჭედე სახელი ხომ არ ვიცოდი. :@ მდივანი წამსვე მიხვდა და წამეხმარა.
-ბატონი ერეკლე.
ე.ი ერეკლე ქვია. მშვენიერი სახელია, თან რა სიმპატიურია ეს ოხერი ?! დანანებით გავიფიქრე ჩემთვის.
-დიახ. და სად არის ბატონი ერეკლე?
-ბატონი ერეკლე წავიდა, თქმით კი არაფერი უთქვამს.
-კი მაგრამ...
უცებ სიტყვა შუაზე გამიწყდა.
გამაბითურა ! სასტიკად გამაბითურა !
ჯანდაბა ანასტასია, ეს არ გეკადრება. ლამის კიბეებზე დაგორდი სისწრაფისგან და ის ვაჟბატონი აქ არ დაგვხვდა.
,,ძალიან საშიში თამაშით თამაშობს ! მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს კარგად ვერ აფასებს, ამ ყველაფერს კი ჩემ სასიკეთოდ გამოვიყენებ !“
ვფიქრობდი ჩემთვის
-რა მაგრამ?
რეაობაში მდივანის ხმამ დამაბრუნა.
-რომ მოვა თუ შეიძლება ეს გადაეცით, და დიდი მოკითხვაც ჩემგან.
უხეშად დავდე საქაღალდე მაგიდაზე და გაცეცხლებული წავედი ჩემი კაბინეტისკენ. ექვს საათზე სამუშაო დღე დამთავრდა. ამდენი ზევით-ქვევით სირბილისგან ფეხები ძალიან ამტკივდა, ერთადერთს რასაც ვნატრობდი სახლი, ლოგინი და ძილი იყო. პალტო მოვისხი, ჩანთა ავიღე და მანქანისკენ გავემართე. გზაში მერიმ დამირეკა.
-დღეს რა ვქნათ, წამოხვალ კლუბში?
-აუუ დღეს ვერა რა..
-რა ხმა გაქ?
-ძალიან გადავიღალე.
-გინდა შენთან მოვალ და რამე კარგ ფილმს ვუყუროთ თან მომიყვები.
-ბაჟარი არაა!
წარმოვთქვი ჩვენთვის ჩვეული ინტონაციით და შესაბამისი ჟესტიც დავაყოლე.
-ჰაჰაჰა კაი წავედი მე 8ზე შენთან ვარ, მანამდე აარჩიე რამე კაი ფილმი ოკეი?
-ოკეი კნუწიკ!
ვუთარი და ტელეფონი გავუთიშე. საბედნიეროდ სახლში დაუბრკოლებლად ყველანაირი საცობის გარეშე დავბრუნდი, კარგად დავნაყრდი, ცხელი შხაპი მივიღე, პიჟამა ჩავიცვი და ლეპტოპში ფილმის შერჩევა დავიწყე. პარალელურად face-ზე ახალი სიახლეები დავათვალიერე. წამსვე მოვკარი თვალი ნინოსთან ერთად ( ალბათ გახსოვთ ეს ის სწერვა გოგოა, სასტავში რომ ძალით შემოგვეტენა) ერეკლე იყო, ხელი კაი შეყვარებულივით გადახვეული და იცინოდა. ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა, ლეპტოპი დავხურე და გვერძე გადავდევი.
-რა მაინც და მაინც ეგ ?! სად ჯანდაბაში აქვთ ამ ბიჭებს თვალები ?!
ამ უაზრო კითხვებით ვიყავი გართული კარები მერიმ რომ შემოაღო.
-აბა შეარჩიე ფილმი?!
-არ მაქ ახლა მაგის თავი, შენ ნახე რამე რა..
-მოხდა რამე?
-ახალგაზრდა სიმპათიურ, ჭკვიან, ფულიან ბიჭს ნინოსნაირი სწერვა გოგონები რატომ უნდა უყვარდებოდეს?
-რას ბოდიალებ?
მეც მოკლედ გავარკვიე მერი სიტუაციის არსში.
-თუ თვლი, რომ უსამართლოა ეს ცხოვრება შეცვალე ის?!
-მოიცა.. მოიცა გინდა თქვა რომ დავაშორო ისინი?
-ნინოს ნაირი გოგოები შენ როგორც თქვი ასეთ სიმპაწიაგებს არ იმსახურებენ.
ამ ლაპარაკ-ლაპრაკში კარგი დრო გავიდა, ფილმისთვის ვიღას ცხელოდა გადავბრუნდით და დავიძინეთ, ჩემდა უნებურად ერეკლეზე მეფიქრებოდა და თავში ერთი აზრი მიტრიალებდა.
,,რატომ უნდა იყოს ერეკლეს ნაირი ბიჭი ნინოსთან და არა ჩემთან?! ეს ერთი მხირივ სასჯელიც და ჯილდოც იქნება!“
ჩემი გეგმით კმაყოფილმა გვერდი ვიცვალე, და ტკბილ ძილს მივეცი თავი.

მადლობა კომენტარებისთვის !



№1 სტუმარი orginal

ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ ♥ ძაან მაგარი ისტორიააა აბა შენ იცი და მალე დადე შემდეგი თავი. არ გვალოდინო რა.. აუ ეს ერეკლე ძაან მომწონს და გადმომიგდე რა იქნება? wink love

 


№2  offline წევრი knuwik

ველოდები შემდეგ თავს <3 აბა შენ იცი <3

 


№3  offline წევრი Shore

❤ მალე მალე მალეეე :)) კარგია ძაან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent